ციკლოფერონი 12.5% 2მლ #5ა
გააზიარე:
Gგამოყენების ინსტრუქცია
ციკლოფერონი
სავაჭრო სახელწოდება: ციკლოფერონი (CYCLOFERON®)
ჯგუფური სახელწოდება: მეგლუმინის აკრიდონაცეტატი
სამკურნალო ფორმა: ვენაში და კუნთში შესაყვანი ხსნარი
შემადგენლობა
მომქმედი ნივთიერება:
მეგლუმინის აკრიდონაცეტატი
აკრიდონძმარმჟავაზე გადაანგარიშებით 125,0 მგ
მიღებული შემდეგნაირად:
აკრიდონძმარმჟავა 125,0 მგ
მეგლუმინი (N-მეთილგლუკამინი) 96,3 მგ
დამხმარე ნივთიერება:
საინექციო წყალი 1,0 მლ-მდე
აღწერილობა: ყვითელი ფერის გამჭვირვალე სითხე.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სხვა იმუნოსტიმულატორები.
ATC code: L03AХ.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ციკლოფერონი არის ინტერფერონის დაბალმოლეკულური ინდუქტორი, რომელიც განსაზღვრავს მისი ბიოლოგიური აქტივობის ფართო სპექტრს (ანტივირუსული, იმუნომოდულირებელი, ანთების საწინააღმდეგო და სხვა).
პრეპარატის შეყვანის შემდეგ ინტერფერონის ძირითადი უჯრედი-პროდუცენტები არიან მაკროფაგები, Т- და В–ლიმფოციტები. ინფექციის ტიპიდან გამომდინარე, აქტიურდება იმუნიტეტის შესაბამისი ჯაჭვი. პრეპარატი აინდუცირებს ინტერფერონის მაღალ ტიტრებს ორგანოებში და ქსოვილებში, რომლებიც შეიცავენ ლიმფოიდურ ელემენტებს (ელენთა, ღვიძლი, ფილტვები), ააქტიურებს ძვლის ტვინის ღეროვან უჯრედებს, ასტიმულირებს გრანულოციტების წარმოქმნას. ციკლოფერონი ააქტიურებს Т-ლიმფოციტებს და ბუნებრივ კილერ უჯრედებს, ახდენს Т–ჰელპერების და Т-სუპრესორების სუბპოპულაციებს შორის ბალანსის ნორმალიზებას. აძლიერებს α–ინტერფერონების აქტივობას.
ციკლოფერონი ეფექტურია ტკიპისმიერი ვირუსული ენცეფალიტის, გრიპის, ჰეპატიტის, ჰერპესის, ციტომეგალოვირუსის, ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის, პაპილომის ვირუსის და სხვა ვირუსების მიმართ. მწვავე ვირუსული ჰეპატიტების დროს ციკლოფერონი ეწინააღმდეგება დაავადების გადასვლას ქრონიკულ ფორმაში.
აივ-ინფექციის პირველადი გამოვლენის სტადიაზე ხელს უწყობს იმუნიტეტის მაჩვენებლების სტაბილიზაციას.
პრეპარატის მაღალი ეფექტურობა დადგენილია მწვავე და ქრონიკული ბაქტერიული ინფექციების კომპლექსურ თერაპიაში (ნეიროინფექციები, ქლამიდიოზები, ბრონქიტები, პნევმონია, პოსტოპერაციული გართულებები, უროგენიტალური ინფექციები, წყლულოვანი დაავადება) იმუნოთერაპიის კომპონენტის სახით.
ციკლოფერონი ავლენს მაღალ ეფექტურობას შემაერთებელი ქსოვილის რევმატიული და სისტემური დაავადებების დროს, აუტოიმუნური რეაქციების დათრგუნვით და ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედების გამოვლენით.
ფარმაკოკინეტიკა
მაქსიმალური დასაშვები დოზის შეყვანისას მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლში მიიღწევა 1-2 საათის შემდეგ, 24 საათის შემდეგ ხდება პრეპარატის ნარჩენი რაოდენობის აღმოჩენა. გადალახავს ჰემატოენცეფალურ ბარიერს. ნაწილობრივად გამოყოფის პერიოდი შეადგენს 4-5 საათს. ციკლოფერონი არ ფლობს კუმულაციურ თვისებებს, არ გროვდება ქსოვილებში ხანგრძლივი გამოყენებისას.
გამოყენების ჩვენება
მოზრდილებში კომპლექსურ თერაპიაში:
-აივ-ინფექცია (2А - 2В სტადიის);
-ნეიროინფექციები (სეროზული მენინგიტები და ენცეფალიტები, ტკიპისმიერი ბორელიოზი - ლაიმის დაავადება);
-ვირუსული ჰეპატიტები А, В, С, D;
-ჰერპესი და ციტომეგალოვირუსული ინფექციები;
-მეორადი იმუნოდეფიციტები, ასოცირებული მწვავე და ქრონიკულ ბაქტერიულ და სოკოვან ინფექციებთან;
-ქლამიდიური ინფექციები;
-ძვალ-კუნთოვანი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები (რევმატოიდული ართრიტი, სისტემური წითელი მგლურა, მადეფორმირებელი ოსტეოართროზი").
4 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში კომპლექსურ თერაპიაში:
-ვირუსული ჰეპატიტები А, В, С, D;
-ჰერპესული ინფექციები;
-აინ-ინფექციები (2А-2В სტადიის).
უკუჩვენება
ორსულობა, ძუძთი კვების პერიოდი, მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, ღვიძლის ციროზი დეკომპენსაციის სტადიაში, 4 წლამდე ასაკი.
გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში
ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია.
გამოყენების წესი და დოზები
მოზრდილებში
ციკლოფერონი შეიყვანება კუნთში ან ვენაში დღეში ერთჯერ საბაზისო სქემით: დღეგამოშვებით. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადებაზე.
1. აივ-ინფექციის დროს (სტადია 2А – 2В) პრეპარატი შეიყვანება საბაზისო სქემით –0,5 გ 10 ინექცია, შემდგომში, შემანარჩუნებელი სქემით – სამ დღეში ერთჯერ 2,5 თვის განმავლობაში. კურსი მეორდება 10 დღის შემდეგ.
2. ნეიროინფექციების დროს პრეპარატი შეიყვანება საბაზისო სქემით. მკურნალობის კურსი 0,25-0,5 გ 12 ინექცია ეთიოტროპულ თერაპიასთან ერთად. ჯამური დოზა შეადგენს 3-6 გ. განმეორებითი კურსი ტარდება საჭიროებიდან გამომდინარე.
3. А, В, С, D მწვავე ვირუსული ჰეპატიტის და შერეული ფორმების დროს პრეპარატი შეიყვანება საბაზისო სქემით - 0,5 გ 10 ინექცია. ჯამური დოზა შეადგენს 5,0 გ. ინფექციის ხანგრძლივი მიმდინარეობის შემთხვევაში კურსი მეორდება 10-14 დღის შემდეგ.
В, С, D ქრონიკული ვირუსული ჰეპატიტის და შერეული ფორმების დროს პრეპარატი შეიყვანება საბაზისო სქემით - 0,5 გ 10 ინექცია, შემდგომში შემანარჩუნებელი სქემით - კვირაში 3-ჯერ 3 თვის განმავლობაში კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში. რეკომენდებულია ინტერფერონებთან და ქიმიოთერაპიასთან ერთად. კურსის გამეორება 10-14 დღის შემდეგ.
4. ჰერპესის და ციტომეგალოვირუსული ინფექციის დროს პრეპარატი შეიყვანება საბაზისო სქემით - 0,25 გ 10 ინექცია. ჯამური დოზა შეადგენს 2,5 გ. მკურნალობა უფრო ეფექტურია დაავადების გამწვავების დასაწყისში.
5. იმუნოდეფიციტური მდგომარეობების დროს მკურნალობის კურსი – კუნთში 10 ინექცია საბაზისო სქემით ერთჯერადი დოზით 0,25 გ. ჯამური დოზა შეადგენს 2,5 გ. განმეორებითი კურსი ტარდება 6-12 თვის შემდეგ.
6. ქლამიდიური ინფექციის დროს პრეპარატი შეიყვანება საბაზისო სქემით. მკურნალობის კურსი – 0,25 გ 10 ინექცია. ჯამური დოზა შეადგენს 2,5 გ-ს. მკურნალობის განმეორებითი კურსი ტარდება 10-14 დღის შემდეგ. მიზანშეწონილია ანტიბიოტიკების ერთდროული გამოყენება.
7. რევმატოიდული ართრიტის, სისტემური წითელი მგლურას დროს –4 კურსი 5 ინექცია 0,25 გ-ით საბაზისო სქემით, 10-14 დღიანი შუალედით. განმეორებითი კურსი ტარდება ექიმის რეკომენდაციით.
8. მადეფორმირებელი ოსტეოართროზის დროს - 2 კურსი 5 ინექციით 0,25 გ-ით საბაზისო სქემით, 10-14 დღიანი შუალედით. განმეორებითი კურსი ტარდება ექიმის რეკომენდაციით.
4 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში
პედიატრიულ პრაქტიკაში ციკლოფერონი შეიყვანება კუნთში ან ვენაში დღეში ერთჯერ საბაზისო სქემით: დღეგამოშვებით. სადღეღამისო თერაპიული დოზა შეადგენს სხეულის წონის 6-10 მგ/კგ.
1. А, В, С, D მწვავე ვირუსული ჰეპატიტის და შერეული ფორმების დროს პრეპარატი შეიყვანება საბაზისო სქემით - 15 ინექცია. ინფექციის ხანგრძლივი მიმდინარეობის შემთხვევაში კურსის გამეორება 10-14 დღის შემდეგ.
В, С, D ქრონიკული ვირუსული ჰეპატიტის დროს პრეპარატი შეიყვანება საბაზისო სქემით - 10 ინექცია, შემდგომში შემანარჩუნებელი სქემით - კვირაში სამჯერ 3 თვის განმავლობაში კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში. რეკომენდებულია ინტერფერონებთან და ქიმიოთერაპიასთან ერთად.
2. ჰერპესული ინფექციის დროს - კურსი საბაზისო სქემით 10 ინექციით. ვირუსის რეპლიკაციური აქტივობის შენარჩუნებისას მკურნალობის კურსი გრძელდება შემანარჩუნებელი სქემით – პრეპარატის შეყვანით სამ დღეში ერთჯერ 4 კვირის განმავლობაში.
3. აივ-ინფექციის დროს (2А – 2В სტადია) – კურსი საბაზისო სქემით 10 ინექცია, შემდგომში შემანარჩუნებელი სქემით - სამ დღეში ერთჯერ 3 თვის განმავლობაში. განმეორებითი კურსი ტარდება 10 დღის შემდეგ.
გვერდითი მოქმედება
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, არასასურველი ეფექტები კლასიფიცირებულია მათი განვითარების სიხშირის შესაბამისად, შემდეგი გზით:
-ძალიან ხშირი (≥1/10);
-ხშირი (≥1/100 – <1/10);
-არახშირი (≥1/1000 – <1/100);
-იშვიათი (≥1/10000 – <1/1000);
-ძალიან იშვიათი (<1/10000);
-სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების სიხშირის დადგენა არ არის შესაძლებელი).
საერთო დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილას: ძალიან იშვიათი – ციება, სხეულის ტემპერატურის მომატება, ტკივილი და სიწითლე შეყვანის ადგილას.
დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრიდან: ძალიან იშვიათი – გამონაყარი, ჭინჭრის ციება.
ინსტრუქციაში მითითებული ნებისმიერი არასასურველი ეფექტის გართულებისას ან ისეთი არასასურველი ეფექტის განვითარებისას, რომელიც არ არის აღწერილი მოცემულ ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს.
ჭარბი დოზა
პრეპარატით ჭარბი დოზის შემთხვევები არ არის მოწოდებული.
ურთიერთზემოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ციკლოფერონი თავსებადია და გამოიყენება ყველა სამკურნალო პრეპარატებთან, რომლებიც ტრადიციულად გამოიყენებიან მითითებული დაავადებების მკურნალობის დროს (ინტერფერონები, ქიმიოთერაპიული სამკურნალო საშუალებებთან და სხვა).
აძლიერებს ინტერფერონების და ნუკლეოზიდების ანალოგების მოქმედებას. ამცირებს ქიმიოთერაპიის, ინტერფერონოთერაპიის გვერდით ეფექტებს.
განსაკუთრებული მითითებები
ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების დროს საჭიროა ექიმ-ენდოკრინოლოგთან კონსულტაცია.
შესაძლებელია შარდის შეფერვა იასამნისფერ-ლურჯ ფერში (ლუმინესცენცია).
ხსნარის ფერის შეცვლის და ნალექის წარმოქმნის შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
ზემოქმედება ავტოსატრანსპორტო საშუალებების, მექანიზმების მართვის უნარზე
ციკლოფერონი არ მოქმედებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების, მექანიზმების მართვის უნარზე.
გამოშვების ფორმა
ვენაში და კუნთში შესაყვანი ხსნარი 125 მგ/მლ ყავისფერი შუშის 2 მლ ამპულებში. ამპულაზე დაწებებულია თვითწებვადი ეტიკეტი. 5 ამპულა პოლივინილქლორიდის გარსის კონტურულ უჯრედულ შეფუთვაში. კონტურული უჯრედული შეფუთვა თერმოდაწებებულია გარსით, 1 კონტურული უჯრედული შეფუთვა სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში. პირველადი გახსნის კონტროლისთვის კოლოფის გვერდითი კლაპნები შესაძლებელია დაწებებული იყოს ეტიკეტებით.
შენახვის პირობები
ინახება შუქისაგან დაცულ ადგილას, 0 - 25 ºС ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა
5 წელი. პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა #3 რეცეპტით.
მწარმოებელი
შპს ,,სამეცნიერო-ტექნოლოგუირი ფარმაცევტული ფირმა ,,პოლისანი”
(შპს ,,სტფფ”პოლისანი”). რუსეთი, 192102, ქ. სანკტ-პეტერბურგი
სალოვის ქ. ს. 72, კორპ. 2, ლიტ. ა, ტ./ფ.: (812) 710-82-25.
მომხმარებლების პრეტენზია იგზავნება მწარმოებლის მისამართზე.









