
ვეცეფი 1500მგ #1ფლ+3.5მლ გამხს.
გააზიარე:
ვეცეფი
შემადგენლობა
თითოეული ფლაკონი შეიცავს:
ცეფტრიაქსონის ნატრიუმი USP
ეკვივალენტური ცეფტრიაქსონის 500 მგ
სულბაქტამის ნატრიუმისა USP 250 მგ
თითოეული ფლაკონი შეიცავს:
ცეფტრიაქსონის ნატრიუმი USP
ეკვივალენტური ცეფტრიაქსონის 1 მგ
სულბაქტამის ნატრიუმისა USP 500 მგ
აღწერა
ვეცეფი არის ანტიინფექციური, ცეფტრიაქსონი + სულბაქტამის კომბინაცია. ცეფტრიაქსონი არის ფართო სპექტრის, ნახევრად სინთეზური, მესამე თაობის ცეფალოსპორინი ძლიერი ბაქტერიციდული აქტივობით გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების ფართო სპექტრის წინააღმდეგ. სულბაქტამი არის ბეტალაქტამაზას ინჰიბიტორი.
მოქმედების მექანიზმი
ვეცეფის ანტიბაქტერიული კომპონენტი განპირობებულია ცეფტრიაქსონის მიერ უჯრედოვანი კედლის სინთეზის ინჰიბირებით. მას გააჩნია სტაბილურობის მაღალი ხარისხი ბეტალაქტამაზების, ორივე პენიცილინაზას და გრამუარყოფითი და გრამდადებითი ბაქტერიების ცეფალოსპორინაზების არსებობისას. თუმცა, ქრომოსომულად განპირობებული ფერმენტები შეიძლება ინდუცირებული იყოს Klebsiella, Enterobacter და Serratia-ს სახეობების ერთ შტამში. ვეცეფში შემავალი სულბაქტამი არის ძლიერი, მაღალსპეციფიკური ინჰიბიტორი მრავალი სახეობის ბეტალაქტამაზებისა, რომლებიც იწარმოება გრამუარყოფითი და გრამდადებითი აერობებისა და ანაერობების მიერ. ბეტალაქტამაზებთან პროტეინული კომპლექსის წარმოქმნით სულბაქტამი შეუქცევადად ბლოკავს მათ დესტრუქციულ ჰიდროლიზურ აქტივობას. ამგვარად, ცეფტრიაქსონის სრული პოტენციალი Enterobacter და Pseudomonas სახეობების წინააღმდეგ აღდგება სულბაქტამის დამატებით.
ჩვენება
ვეცეფი ნაჩვენებია მრძნობიარე ბაქტერიების მიერ გამოწვეული კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციების, ქოლეცისტიტის, ოსტეომიელიტის, ქრონიკული სუპერლაციური ბაქტერიული ოტიტის, გონორეის, შანკროიდის, სიფილისის, საშარდე ტრაქტის ინფექციების, მენინგიტის, ნოზოკომური ინფექციების სამკურნალოდ.
უკუჩვენებები
ვეცეფის ინექცია უკუნაჩვენებია ცეფალოსპორინული ანტიბიოტიკებისადმი დადასტურებული მომატებული მგრძნობელობის მქონე პაციენტებში. პენიცილინის მიმართ ჰიპერსენსიტიურ პაციენტებში, გათვალისწინებული უნდა იყოს ალერგიული ჯვარედინი რეაქციების ალბათობა. სულბაქტამის გამოყენება უკუნაჩვენებია ანამნეზში ნებისმიერი პენიცილინის მიმართ მომატებული მგრძნობელობის მქონე პაციენტებში.
დოზირება და მიღების წესი
რეკომენდებული დოზირება მოზრდილებისათვის არის 1.5 გ-დან (1 გ ცეფტრიაქსონი, როგორც ნატრიუმის მარილი პლუს 0.5 გ სულბაქტამი, როგორც ნატრიუმის მარილი) 3 გ-მდე (2 გ ცეფტრიაქსონი, როგორც ნატრიუმის მარილი პლუს 1 გ სულბაქტამი, როგორც ნატრიუმის მარილი). ეს 1.5გ-დან დან -3 გ მდე, სპექტრი წამოადგენს ცეფტრიაქსონის შემცველობას პლუს სულბაქტამის შემცველობა და შეესაბამება 1 გ ცეფტრიაქსონი/0.5გ სულბაქტამი – 2 გ ცეფტრიაქსონი/1 1 გ სულბაქტამი. სულბაქტამის საერთო დოზა არ უნდა აღემატებოდეს დღეში 4 გრამს. ახალშობილები, ჩვილები და 12 წლამდე ბავშვები: რეკომენდებულია დოზირების შემდეგი სქემა დღეში ერთჯერადი გამოყენებისათვის/ ახალშობილები (14 დღემდე ასაკის): 20-50 მგ/კგ დღეში ერთხელ. დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 50 მგ/კგ-ს. განსხვავება დროულ და დღენაკლულ ახალშობილებს შორის არ არსებობს. ჩვილები და ბავშვები (15 დღიდან 12 წლამდე ასაკის): 20-80 მგ/კგ დღეში ერთხელ/ 50 კგ-ზე მეტი წონის ბავშვებისათვის გამოიყენება მოზრდილებისათვის განკუთვნილი დოზები.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ვეცეფი სიფრთხილით გამოიყენება პენიცილინის მიმართ მგრძნობიარე პაციენტებში.
ცეფალოსპორინებისა და სხვა ფართო სპექტრის ანიბიოტიკების გამოყენებისას აღინიშნება ფსევდომემბრანოზული კოლიტი.
ორსულობა
ორსულობა კატეგორია B. რეპროდუქციული კვლევები ჩატარდა თაგვებსა და ვირთაგვებში, ადამიანებში ჩვეულებრივ გამოსაყენებელ დოზებზე 20-ჯერ მეტი დოზების გამოყენებით და არ გამოვლენილა ემბრიოტოქსიკურობა, ფეტოტოქსიკურობა ან ტერატოგენობა. მიუხედავად ამისა, არ არსებობს ადეკვატური და კარგად კონტროლირებული კვლევები ორსულ ქალებში. ვინაიდან ცხოველებში ჩატარებული რეპროდუქციული კვლევები ყოველთვის არ ასახავს ადამიანებში მოსალოდნელ პასუხს, ორსულობის დროს ეს პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ მკაფიო საჭიროებისას.
არასასურველი ეფექტები: გასტროინტესტინური და კანქვეშა რეაქციები.
ჭარბი დოზირება
ვეცეფის ჭარბი დოზირებით ტოქსიკურობის შესახებ ინფორმაცია მცირეა. სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. ვეცეფით მწვავე ზედოზირებისას უნდა დაიწყოს დამხმარე სიმპტომური მკურნალობა, რადგან ჰემოდიალიზი და პერიტონული დიალიზი არაეფექტურია ცეფტრიაქსონის კონცენტრაციის შესამცირებლად.
შენახვის წესი
შეინახეთ გრილ და მშრალ ადგილას, 30°C-მდე. შეინახეთ სინათლისგან დაცულ ადგილას.
ვარგისობის ვადა: 36 თვე
შეფუთვა
10 ფლაკონი შეფუთულია მუყაოს კოლოფში ინსტრუქციის ფურცელთან ერთად.
გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.