არიპეგისი 15მგ #28ტ

არიპეგისი 15მგ #28ტ

44.99 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ნეიროლეპტიკები
ქვეყანა: უნგრეთი
მწარმოებელი: ეგისი
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: არიპიპრაზოლი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 55326
გააზიარე:

არიპეგისი®

1.    პრეპარატ არიპეგისი®და მისი გამოყენება

არიპეგისი® არის პრეპარატების ჯგუფის წარმომადგენელი, რომელსაც ეწოდება ანტიფსიქოზური საშუალებები.

იგი გამოიყენება მოზრდილების, 15 წლის და მეტი ასაკის მოზარდების სამკურნალოდ, ისეთი დაავადების დროს, რომელსაც ახასიათებს ეჭვიანობა, არარსებული საგნების მოსმენის, დანახვის ან შეგრძნების უნარი, მცდარი შეხედულებები, არათანმიმდევრული მეტყველება და ქცევა, ასევე გაღარიბებული ემოციური სფერო. ასეთი მდგომარეობის მქონე ადამიანები შეიძლება გრძნობდნენ დათრგუნვას, ბრალს, შფოთვას ან დაძაბულობას.

არიპეგისი®, ასევე გამოიყენება მოზრდილი პაციენტების, 13 წლის და მეტი ასაკის მოზარდების სამკურნალოდ, რომელთა მდგომარეობა ხასიათდება ზედმეტი ამაღლებული განწყობით, ენერგიულობით, შემცირებით ჩვეულებრივ მდგომარეობასთან შედარებით, ძილზე მოთხოვნილებით, ძალიან სწრაფი მეტყველებით, სწრაფი იდეებით, ხანდახან გამოხატული გაღიზიანებადობით. პრეპარატი, ასევე ხელს უშლის ამ მდგომარეობის რეციდივს მოზრდილ პაციენტებში, რომლებიც რეაგირებენ პრეპარატ არიპეგისით®  მკურნალობაზე.

 

  • 2.    პრეპარატ არიპეგისი®მიღების დაწყებამდე გასათვალისწინებელი ინფორმაცია

არ მიიღოთ პრეპარატი არიპეგისი®

  • თუ გაქვთ ალერგია არიპიპრაზოლის (პრეპარატის მოქმედი ნივთიერების) მიმართ ან მე-8 პარაგრაფში მოცემული ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.

სიფრთხილის ზომები სამედიცინო გამოყენების დროს

გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან პრეპარატ არიპეგისის® მიღებამდე ან თუ აღგენიშებათ:

  • სისხლში შაქრის მაღალი შემცველობა (ისეთი დამახასიათებელი სიმპტომებით, როგორიცაა მომატებული წყურვილი, შარდის დიდი რაოდენობით გამოყოფა, მადის მომატება და სისუსტის შეგრძნება) ან დიაბეტი ოჯახურ ანამნეზში;
  • კრუნჩხვები (შესაძლოა თქვენი მკურნალი ექიმი უფრო საგულდაგულოდ დააკვირდეს თქვენს მდგომარეობას);
  • კუნთების უნებლიე პერიოდული შეკუმშვები, განსაკუთრებით სახის კუნთების;
  • გულ-სისხლძარღვოვანი დაავადებები, ოჯახურ ანამნეზში გულ-სისხლძარღვოვანი დაავადებების არსებობა, ინსულტი, მიკროინსულტი, პათოლოგიური არტერიული წნევა;
  • თრომბი ან თრომბის არსებობა ოჯახურ ანამნეზში, რადგანაც ანტიფსიქოზური საშუალებების მიღება დაკავშირებულია თრომბის წარმოქმნასთან;
  • არაჯანსაღი მიდრეკილება აზარტული თამაშებისადმი წარსულში.

თუ შენიშნეთ, რომ იმატებთ წონაში, ან აღგენიშნათ უჩვეულო მოძრაობები, ძილიანობა, რომელიც ხელს უშლის დღის ნორმალურ აქტივობას, გრძნობთ ნებისმიერ სირთულეს ყლაპვის დროს ან ალერგიულ სიმპტომებს, შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს.

იმ შემთხვევაში, თუ ხართ დემენციის მქონე ხანდაზმული პაციენტი (მეხსიერების და სხვა გონებრივი უნარების დაკარგვით) და გადაიტანეთ ინსულტი ან მიკროინსულტი, თქვენ ან თქვენმა მეურვემ/ნათესავმა უნდა შეატყობინოთ ამის შესახებ ექიმს.

თუ თქვენ გაგიჩნდებათ აზრები საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების შესახებ, მაშინვე აცნობეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს.    

არიპიპრაზოლით მკურნალობის დროს მიღებულია შეტყობინებები თვითმკვლელობისკენ მიმართული აზრების ან ქცევის აღნიშვნის შესახებ.

დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ თქვენ იგრძნობთ კუნთების შებოჭილობას ან რიგიდულობას, რასაც ახლავს მაღალი ტემპერატურა, ოფლიანობა, ფსიქიკური მდგომარეობის ცვლილება ან სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა.    

აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრები ან თქვენი მომვლელი პირები შეამჩნევთ, რომ თქვენ გიჩნდებათ დაუოკებელი სურვილი მოიქცეთ უჩვეულოდ, ან ვერ უწევთ წინააღმდეგობას იმპულსს, მოტივს ან ცდუნებას, განახორციელოთ ისეთი ქმედებები, რამაც შეიძლება ზიანი მოგაყენოთ თქვენ ან თქვენს გარშემო მყოფებს. ამ მდგომარეობას ეწოდება იმპულსების კონტროლის დარღვევა და მოიცავს პათოლოგიურ მიდრეკილებას აზარტული თამაშების მიმართ, იძულებით კომპულსიურ ჭარბ კვებას, კომპულსიურ საყიდლებს/ფულის ხარჯვას, პათოლოგიურად გაზრდილ სექსუალურ ლტოლვას ან აკვიატებულ იდეებს სექსუალური ხასიათის აზრებით და გრძნობებით. თქვენმა მკურნალმა ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს დოზის შემცირება ან მკურნალობის შეწყვეტა.

არიპიპრაზოლმა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა, არტერიული წნევის დაცემა ფეხზე წამოდგომისას, თავბრუსხვევა, გადაადგილების უნარის ცვლილებები და წონასწორობის დარღვევა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დაცემა. ფრთხილად უნდა იყოთ, განსაკუთრებით თუ ხართ ხანდაზმული ან დასუსტებული.

ბავშვებიდამოზარდები

არიპეგისი® არ არის განკუთვნილი ბავშვებსა და 13 წელზე უმცროსი ასაკის მოზარდებში გამოსაყენებლად. პრეპარატ აპერგისის® მიღების წინ გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.

სხვასამკურნალოსაშუალებებიდაპრეპარატიარიპეგისი®       

აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ამჟმად იღებთ, ახლახან იღებდით ან გეგმავთ მიიღოთ ნებისმიერი სხვა სამკურნალო პრეპარატები, მათ შორის პრეპარატები, რომლებიც გაიცემა რეცეპტის გარეშე.

არტერიული წნევის დამწევი პრეპარატები: არიპეგისს® შეუძლია პრეპარატების მოქმედების გაძლიერება, რომლებიც გამოიყენება არტერიული წნევის დასაწევად. თუ თქვენ ღებულობთ პრეპარატებს არტერიული წნევის დასაწევად, აუცილებლად აცნობეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს.

სხვა სამკურნალო საშუალებების და პრეპარატ არიპეგისის® ერთდროულად გამოყენებამ შესაძლებელია საჭირო გახადოს პრეპარატ არიპეგისის® დოზირების შეცვლა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თქვენი ექიმის ინფორმირება შემდეგი პრეპარატების მიღების შესახებ:

  • პრეპარატები გულის რითმის კორექციისთვის (როგორიცაა ქინიდინი, ამიოდარონი, ფლეკაინიდი);
  • ანტიდეპრესანტები ან მცენარეული სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება დეპრესიის და შფოთვის სამკურნალოდ (როგორიცაა ფლუოქსეტინი, პაროქსეტინი, ვენლაფაქსინი, კრაზანა);
  • სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები (კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი);
  • გარკვეული პრეპარატები აივ ინფექციის სამკურნალოდ (როგორიცაა ეფავირენცი, ნევირაპინი, პროტეაზას ინჰიბიტორები, მაგალითად ინდინავირი, რიტონავირი);
  • კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატები ეპილეფსიის სამკურნალოდ (როგორიცაა კარბამაზეპინი, ფენიტოინი, ფენობარბიტალი);
  • ტუბერკულოზის სამკურნალო ზოგიერთი ანტიბიოტიკი (რიფაბუტინი, რიფამპიცინი).

ამ სამკურნალო საშუალებებმა შეიძლება გაზარდონ გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი ან შეამცირონ არიპიპრაზოლის მოქმედება. თუ თქვენ აღგენიშნებათ რაიმე უჩვეულო სიმპტომი ამ პრეპარატებით და არიპიპრაზოლით კომბინირებული მკურნალობისას, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.

სამკურნალო საშუალებები, რომლებიც ზრდის სეროტონინის დონეს და ჩვეულებრივ გამოიყენება ისეთი მდგომარეობების სამკურნალოდ, როგორიცაა დეპრესია, გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა (OCD), სოციალური ფობიები და ასევე,  შაკიკი და ტკივილი:

  • ტრიპტანები, ტრამადოლი, ტრიპტოფანი, რომლებიც გამოიყენება დეპრესიის, გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის, (OCD), სოციალური ფობიების, ასევე შაკიკის და ტკივილის სამკურნალოდ;
  • სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები (სუსი) (მაგალითად, პაროქსეტინი, ფლუოქსეტინი), რომლებიც გამოიყენება დეპრესიის, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის, პანიკური და შფოთვითი აშლილობის სამკურნალოდ;
  • სხვა ანტიდეპრესანტები (მაგალითად, ვენლაფაქსინი, ტრიპტოფანი), რომლებიც გამოიყენება დიდი დეპრესიული ეპიზოდების სამკურნალოდ;
  • ტრიციკლური ანტიდეპრესანტები (როგორიცაა კლომიპრამინი, ამიტრიპტილინი), რომლებიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ;
  • კრაზანა (Hypericum perforatum), რომელიც გამოიყენება მსუბუქი დეპრესიის სამკურნალოდ;
  • ტკივილის სამკურნალო პრეპარატები (ტრამადოლი და პეტიდინი);
  • ტრიპტანები (როგორიცაა სუმატრიპტანი და ზოლმიტრიპტანი) შაკიკის სამკურნალოდ.

ეს პრეპარატები ზრდის გვერდითი მოვლენების რისკს. მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ აღგენიშნებათ რაიმე უჩვეულო სიმპტომი ამ პრეპარატების და არიპეგისის® ერთობლივი გამოყენებისას.

პრეპარატარიპეგისი®მიღება საკვებთან, სასმელებთანდაალკოჰოლთანერთად

არიპეგისის® მიღება შეიძლება საკვების მიღების მიუხედავად.

პრეპარატ არიპეგისის® მიღებისას თავი უნდა ავარიდოთ ალკოჰოლის მოხმარებას.

ფერტილობა, ორსულობადაძუძუთიკვება

ორსულობა

თუ ხართ ორსულად, კვებავთ ბავშვს ძუძუთი, ვარაუდობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს ამ პრეპარატის მიღების დაწყებამდე.

ახალშობილებს, რომელთა დედებმა მიიღეს არიპეგისი® ორსულობის ბოლო ტრიმესტრში (ბოლო სამი თვე) შეიძლება განუვითარდეთ შემდეგი სიმპტომები: კანკალი, კუნთების სიტკიცე და/ან სისუსტე, ძილიანობა, აღგზნებადობა, სირთულეების სუნთქვის და კვების დროს. თუ თქვენს შვილს აქვს რომელიმე ეს სიმპტომი, უნდა მიმართოთ ექიმს.

ძუძუთი კვება

თუ თქვენ იღებთ არიპეგისს® უნდა განიხილოთ ექიმთან, გააგრძელოთ თუ არა ამ პრეპარატის მიღება და შეწყვიტოთ ძუძუთი კვება, თქვენთვის მკურნალობის სარგებლის გათვალისწინებით, ან გააგრძელოთ ძუძუთი კვება და შეწყვიტოთ ამ პრეპარატის მიღება, თქვენი ბავშვისთვის სარგებლის გათვალისწინებით.

განიხილეთ ექიმთან თქვენი ბავშვისთვის ყველაზე შესაფერისი კვების მეთოდი, თუ აგრძელებთ პრეპარატ არიპეგისით® მკურნალობას.

ზეგავლენასატრანსპორტოსაშუალებებისმართვისდამექანიზმებთანმუშაობისუნარზე

ამ პრეპარატით მკურნალობის დროს შეიძლება გამოვლინდეს თავბრუსხვევა და მხედველობის დარღვევა (იხ. პარაგრაფი 4). ეს უნდა იქნას გათვალისწინებული იმ შემთხვევებში, როდესაც მუშაობა მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას, მაგალითად, სატრანსპორტო საშუალების მართვისას და მექანიზმებთან მუშაობისას.

 

  1. 3.    როგორუნდაიქნასმიღებულიპრეპარატიარიპეგისი®

პრეპარატ არიპეგისის® მიღებისას ყოველთვის მკაცრად დაიცავით თქვენი მკურნალი ექიმის ინსტრუქციები. თუ არ ხართ დარწმუნებული როგორ უნდა იქნას მიღებული პრეპარატი, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.

დოზირებისრეჟიმი

მოზრდილები:

  • ჩვეულებრივრეკომენდირებულიდოზამოზრდილებისთვისშეადგენს 15 მგ-ს  დღე-ღამეშიერთხელ. მიუხედავად ამისა, თქვენს მკურნალ ექიმს შეუძლია გამოგიწეროთ უფრო დაბალი ან უფრო მაღალი დოზა, ამასთან მაქსიმალიური დოზა შეადგენს 30 მგ-ს დღე-ღამეში ერთხელ.

ბავშვები და 18 წლამდე ასაკის მოზარდები:

  • 13 წლიდან და მეტი ასაკის მოზარდებისთვის პრეპარატ არიპეგისის® მიღების დაწყება შეიძლება დაბალი დოზებიდან. დოზის თანდათან გაზრდა შეიძლება მოზარდებისთვის ჩვეულებრივრეკომენდირებულიდოზისმიღწევამდე, რომელიცშეადგენს 10 მგ-დღე-ღამეშიერთხელ. მიუხედავად ამისა, ექიმს შეუძლია გამოგიწეროთ უფრო დაბალი ან უფრო მაღალი დოზა, ამასთან მაქსიმალური დოზა უდრის 30 მგ-ს დღე-ღამეში ერთხელ. ვინაიდან, პრეპარატ არიპეგისის® ტაბლეტების დოზირება 10 მგ-ზე დაბალი დოზებით შეუძლებელია, მკურნალ ექიმს შეუძლია ხსნარის დანიშვნა, რომელიც შეიცავს არიპიპრაზოლს, შიგნით მისაღებად.  

თუ თქვენ გაგიჩნდებათ შეგრძნება, რომ პრეპარატის მოქმედება ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

მიღებისწესი

შეეცადეთარიპეგისის®ტაბლეტებიყოველდღეერთსადაიმავედროსმიიღოთ.

არა აქვს მნიშვნელობა, პრეპარატს ჭამამდე მიიღებთ თუ ჭამის შემდეგ. ყოველთვის გადაყლაპეთ ტაბლეტი მთლიანად, წყლის დაყოლებით.     

თუდაგავიწყდათარიპეგისის®ტაბლეტისდროულადმიღება

თუ თქვენ გამოტოვეთ დოზა, მიიღეთ გამოტოვებული დოზა გახსენებისთანავე, მაგრამ არ მიიღოთ ორმაგი დოზა ერთსა და იმავე დღეს, გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.

თუმიიღეთდანიშნულზემეტირაოდენობის არიპეგისის®ტაბლეტები 

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მიიღეთ (ან სხვა ვინმემ მიიღო თქვენი არიპეგისის® ტაბლეტები) ექიმის მიერ რეკომენდირებულზე მეტი არიპეგისის® ტაბლეტები, მაშინვე შეატყობინეთ ამის შესახებ ექიმს. თუ ვერ უკავშირდებით თქვენს მკურნალ ექიმს, მიაკითხეთ უახლოეს საავადმყოფოს და თან წაიღეთ პრეპარატის შეფუთვა.

თუშეწყვიტეთარიპეგისის®ტაბლეტებისმიღება

იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვნ თავს უკეთესად გრძნობთ, არ შეწყვიტოთ პრეპარატ არიპეგისის® მიღება და არ შეცვალოთ დღიური დოზა ექიმთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე.

თუ გაგიჩნდებათ ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული დამატებითი კითხვები, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

  1. 4.    შესაძლოგვერდითიმოვლენებისამედიცინოგამოყენებისას

სხვა სამკურნალო პრეპარატების მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გვერდითი მოვლენების გამოწვევა, თუმცა ისინი არ აღენიშნება ყველა პაციენტს.

ქვემოთ გამოყენებული გვერდითი მოვლენების სიხშირის პარამეტრები განსაზღვრულია შემდეგნაირად:

  • ძალიან ხშირი: შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში;
  • ხშირი: შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-10 პაციენტში;
  • არახშირი: შეიძლება აღინიშნოს 1000-დან 1-10 პაციენტში;
  • იშვიათი: შეიძლება აღინიშნოს 10 000-დან 1-10 პაციენტში
  • ძალიან იშვიათი: შეიძლება აღინიშნოს უფრო იშვიათად,  ვიდრე 10 000-დან 1 პაციენტში;
  • სიხშირე უცნობია: სიხშირე ვერ განისაზღვრება არსებული მონაცემების საფუძველზე.

გვერდითი მოვლენები მოცემულია მათი განვითარების სიხშირის შემცირების შესაბამისად:

ხშირიგვერდითიმოვლენები (100 პაციენტზე 1-ზეხშირიდა 10-ზეიშვიათიშემთხვევა):

-         შაქრიანი დიაბეტი;

-         ჩაძინების დარღვევა;

-         შფოთვის შეგრძნება;

-         სიმშვიდის შენარჩუნების, მშვიდად ჯდომის შეუძლებლობა;

-         უკონტროლო ტოკვა, ჭვალი, მოუსვენარი ფეხები;

-         კანკალი;

-         თავის ტკივილი;

-         დაქანცულობა;

-         ძილიანობა;

-         გულის წასვლისწინა მდგომარეობა;

-         ბუნდოვანი და „მხტუნავი“ მხედველობა;

-         ყაბზობა;

-         დისპეფსია (საჭმლის მონელების სირთულე);

-         გულისრევა;

-         გაზრდილი ნერწყვის წარმოება;

-         ღებინება;

-         დაღლილობა.

არახშირიგვერდითიმოვლენები (1000 პაციენტზე 1-ზეხშირიდა 10-ზეიშვიათიშემთხვევა):

-         სისხლში პროლაქტინის ჰორმონის კონცენტრაციის მომატება;

-         შაქრის კონცენტრაციის მომატება სისხლში;

-         დეპრესია;

-         სექსუალობის ცვლილება ან მომატება;

-         პირის, ენის ან ფეხის უკონტროლო მოძრაობები (მოგვიანებითი დისკინეზია);

-         კუნთების მოვლითი სპაზმი (დისტონია);

-         ორმაგი ხედვა;

-         გახშირებული გულისცემა;

-         არტერიული წნევის ვარდნა წოლის ან ჯდომის პოზიციიდან ვერტიკალურ მდგომარეობაში გადასვლისას, რაც იწვევს თავბრუსხვევას, გულისწასვლის წინა მდგომარეობას ან გონების დაკარგვას;

-         სლოკინი.

პრეპარატარიპეგისი® ბაზარზეგამოსვლისმომენტიდანაღინიშნაშემდეგიგვერდითიმოვლენები, რომელთასიხშირეარარისდადგენილი:

-         სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება;

-         თრომბოციტების რაოდენობის შემცირება;

-         ალერგიული რეაქციები (მაგალითად, პირის ღრუს, ენის, სახის და ყელის ლორწოვანი გარსის შეშუპება, ქავილი, ჭინჭრის ციება);

-         დიაბეტის გაუარესება ან დაწყება, კეტოაციდოზი (სისხლში და შარდში კეტონების არსებობა), ან კომა;

-         სისხლში ნატრიუმის დაბალი კონცენტრაცია;

-         მადის დაკარგვა (ანორექსია);

-         სხეულის წონის მომატება ან შემცირება;

-         სუიციდური  აზრები, თვითმკვლელობის მცდელობები ან თვითმკვლელობა;

-         აგრესია;

-         ნევროზულობა, აჟიტაცია (აღგზნებადობა);

-         ცხელების, კუნთების დაჭიმულობის, სუნთქვის გახშირების, ოფლიანობის, დაბინდული ცნობიერების, არტერიული წნევის და გულისცემის უეცარი ცვლილებების ერთობლიობა, გონების დაკარგვა (ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომი);

-         კრუნჩხვები;

-         სეროტონინის სინდრომი (რეაქცია, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს უკიდურესი ბედნიერების შეგრძნება, ძილიანობა, მოუქნელობა, მოუსვენრობა, ალკოჰოლით თრობის შეგრძნება, ცხელება, ოფლიანობა და კუნთების დაჭიმულობა);

-         მეტყველების დარღვევა;

-         თვალების უნებლიე ფიქსაცია ერთი მიმართულებით;

-         უეცარი აუხსნელი სიკვდილი;

-         უჩვეულო გულისცემა;

-         მიოკარდიული ინფარქტი;

-         გულისცემის შენელება;

-         თრომბების წარმოქმნა ვენებში, განსაკუთრებით ფეხებში (სიმპტომები მოიცავს: ფეხების შეშუპებას, ტკივილს და სიწითლეს), რომელსაც შეუძლია სისხლძარღვების საშუალებით გადავიდეს ფილტვებში, გამოიწვიოს ტკივილი გულმკერდის არეში და სუნთქვის გაძნელება (თუ შეამჩნევთ რომელიმე ამ სიმპტომთაგანს, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს);

-         მაღალი არტერიული წნევა;

-         გონების დაკარგვა;

-         საკვების შემთხვევითი მოხვედრა ტრაქეაში ფილტვების ანთების განვითარების რისკით;

-         ხორხის კუნთების სპაზმი;

-         კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება;

-         ყლაპვის გაძნელება;

-         დიარეა;

-         დისკომფორტი მუცლის არეში;

-         დისკომფორტი კუჭის არეში;

-         ღვიძლის უკმარისობა;

-         ღვიძლის ანთება;

-         კანის და თვალების სკლერის გაყვითლება;

-         მონაცემები ღვიძლის ფუნქციური სინჯების მაჩვენებლების ცვლილების შესახებ;

-         კანისმიერი გამონაყარი;

-         ფოტომგრძნობელობა;

-         თმის ცვენა;

-         გადაჭარბებული ოფლიანობა;

-         კუნთების პათოლოგიური დაშლა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის ფუნქციის დარღვევა;

-         კუნთების ტკივილი;

-          კუნთების შებოჭილობა;

-         უნებლიე შარდვა;

-         შარდვის გაძნელება;

-         მოხსნის სიმპტომები ახალშობილებში ორსულობის დროს ექსპოზიციის შემთხვევაში;

-         გახანგრძლივებული და/ან მტკივნეული ერექცია;

-         ხეულის ტემპერატურის კონტროლის დარღვევა ან გადახურება;

-         ტკივილი მკერდის არეში;

-         ხელების მტევნების, კოჭის მყესების ან ტერფების შეშუპება;

-         იმპულსისთვის, მოტივისთვის ან ისეთი ქმედებების შესრულების ცდუნებისთვის წინააღმდეგობის გაწევის უუნარობა, რამაც შეიძლება ზიანი მოგაყენოთ თქვენ ან თქვენს გარშემო მყოფებს. ეს მდგომარეობია:

-         პათოლოგიური დამოკიდებულება აზარტული თამაშების მიმართ, მიუხედავად თქვენთვის ან თქვენი ოჯახისთვის სერიოზული შედეგებისა;

-         სექსუალური ლტოლვის ან ქცევის პათოლოგიური მომატება სექსუალური ხასიათის აზრებითა და გრძნობებით;

-         უკონტროლო ჭარბი საყიდლები;

-         ზედმეტი ჭამა (ძალიან დიდი რაოდენობით საკვების მიღება ძალიან სწრაფად) ან კომპულსიური ზედმეტი ჭამა (დიდი რაოდენობის საკვების ჭამა, რომელიც აუცილებელია შიმშილის ნორმალურად დასაკმაყოფილებლად);

-         წასვლის, დაკარგვის მიმართ მიდრეკილება.

აცნობეთ თქვენს ექიმს თუ აღგენიშნებათ ასეთი ქცევა; ექიმი გირჩევთ რისი გაკეთებაა საჭირო, იმისათვის რომ გააკონტროლოთ ან შემცირდეს ასეთი სიმპტომები.

გარდაცვალების ფაქტები არიპიპრაზოლის მიღებისას უფრო ხშირად აღინიშნებოდა დემენციის მქონე ხანდაზმული ასაკის პაციენტებში. გარდა ამისა, მიღებულია შეტყობინებები ინსულტის ან მიკროინსულტის გამოვლენის შემთხვევების შესახებ.

დამატებითიგვერდითიმოვლენებიბავშვებსა დამოზარდებში

13 წლის და უფროსი ასაკის მოზარდებს ჰქონდათ გვერდითი მოვლენები, რომლებიც სიხშირის და ტიპის მიხედვით მსგავსი იყო მოზრდილებში გამოვლენილი გვერდითი მოვლენებისა, თუმცა უძილობა და არაკონტროლირებადი კუნთების შეკუმშვები და კრთომა აღინიშნებოდა ძალიან ხშირად (10 პაციენტზე 1-ზე უფრო ხშირი შეთხვევა), ხოლო ტკივილის მუცლის ზედა ნაწილში, პირის სიმშრალე, გულისცემის გახშირება, სხეულის მასის მომატება,  მომატებული მადა, კუნთების პათოლოგიური შეკუმშვა (ჭვალი), ფეხების არაკონტროლირებადი მოძრაობები და თავბრუსხვევის შეგრძნება, განსაკუთრებით მწოლიარე ან მჯდომარე მდგომარეობიდან ვერტიკალურ მდგომარეობაში დაგასვლილსას, აღინიშნებოდა ხშირად. (100 პაციენტზე 1-ზე უფრო ხშირი შეთხვევა).

შეტყობინებებიგვერდითიმოვლენებიშესახებ

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის აღნიშვნის შემთხვევაში, მათ შორის ისეთის, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე ინსტრუქციაში, გთხოვთ, მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენების შესახებ გვერდითი მოვლენების ეროვნული რეგისტრაციის სისტემის მეშვეობით. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებით თქვენ დაგვეხმარებით მივიღოთ დამატებითი ინფორმაცია ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

 

  1. 5.    როგორუნდაიქნასშენახულიპრეპარატიარიპეგისი®

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გადაყაროთ სამკურმალო საშუალებები საყოფაცხოვრებო ნარჩენებში ან ჩამდინარე წყლებში. თუ აუცილებელია პრეპარატის ნარჩენებში გადაგდება, რომელსაც აღარ იყენებთ, გაიარეთ კონსულტაცია ფარმაცევტთან. ეს ზომები დაგვეხმარება გარემოს დაბინძურების თავიდან აცილებაში.

 

  1. 6.    ვარგისობისვადა

ვარგისობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე.

არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

ვარგისობის ვადის ამოწურვის თარიღად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.

არ გამოიყენოთ პრეპარატი გაფუჭების ხილული ნიშნების (მაგალითად, ფერის შეცვლა) აღმოჩენის შემთხვევაში.

 

  1. 7.    აფთიაქიდანგაცემისპირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფიII , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

 

  1. 8.    შეფუთვისშიგთავსიდასხვაინფორმაცია

რაშედისპრეპარატარიპეგისი®ტაბლეტებიშემადგენლობაში

მოქმედი ნივთიერება: არიპიპრაზოლი.

არიპეგისი® 10 მგ: თითოეული ტაბლეტი შეიცავს 10 მგ არიპიპრაზოლს (ანჰიდრიდის სახით).

არიპეგისი® 15 მგ: თითოეული ტაბლეტი შეიცავს 15 მგ არიპიპრაზოლს (ანჰიდრიდის სახით).

დამხმარე ნივთიერებები:  მიკროკრისტალური ცელულოზა; პრეჟელატინიზირებული სახამებელი; მაგნიუმის სტეარატი;  უწყლო კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი.

პრეპარატარიპეგისი®ტაბლეტებიგარეგნული სახედაშეფუთვისშიგთავსი

გარეგნული სახე:

არიპეგისი® ტაბლეტები 10 მგ: თეთრი ან თითქმის თეთრი, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, უსუნო ან თითქმის უსუნო ტაბლეტები, ერთ მხარეს გრავირებულია სტილიზებული ასო „E” და ნომერი „562“.

არიპეგისი® ტაბლეტები 15მგ: თეთრი ან თითქმის თეთრი, მრგვალი, ბრტყელი ნაჭდევით, უსუნო ან თითქმის უსუნო ტაბლეტები, ერთ მხარეს გრავირებულია სტილიზებული ასო „E” და ნომერი „563“.

შეფუთვა:

14 ტაბლეტი მოთავსებულია ბლისტერზე. 1, 2 ან 4 ბლისტერი შეფუთულია მუყაოს კოლოფში, სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

 

მარკეტინგული ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი:

დსს “ფარმაცევტული ქარხანა ეგისი”

1106 ბუდაპეშტი, კერესტურის ქ. 30-38

უნგრეთი.

 

მწარმოებელი

დსს “ფარმაცევტული ქარხანა ეგისი”

1165 ბუდაპეშტი, ბიოკენფიოლდის ქ. 118-120,

უნგრეთი

EGIS Doc. No.: 41644/O