ფამოტიდინი 20მგ #20ტ

ფამოტიდინი 20მგ #20ტ

1.98 ლარი
ქვეყანა: ბელორუსია
მწარმოებელი: ბორისოვო მედ/პრ ქ-ნა
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ფამოტიდინი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 54789
გააზიარე:

სარეკომენდაციო ვერსია

შეფუთვის ჩანართი

ფარდობენი 0.15% + 0.12% ორალური სპრეი, ხსნარი

პირის ღრუსა და ყელის მიდამოებში (ზედაპირულად) დასატანად

აქტიური ნივთიერება : თითოეული ფლაკონი (30 მლ) შეიცავს 36 მგ (0.12%) ქლორჰექსიდინის გლუკონატს, 45 მგ (0.15%) ბენზიდამინის ჰიდროქლორიდს.

დამხმარე ნივთიერებები: თხევადი სორბიტოლი (არაკრისტალიზებული) 70%, გლიცეროლი, პოლისორბატი 20, პიტნის არომატიზატორი, ეთანოლი 96%, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, კონცენტრირებული მარილმჟავას ხსნარი, გასუფთავებული წყალი.

ამ მედიკამენტის მიღების დაწყებამდე ყურადღებით გაეცანით შეფუთვის ჩანართს, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას .

  • · შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლოა, ხელახლა დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
  • · დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
  • · ეს მედიკამენტი თქვენთვისაა დანიშნული. არ გადასცეთ ის სხვებს.
  • · ამ მედიკამენტის მიღებისას, ექიმთან ან საავადმყოფოში ვიზიტისას აცნობეთ თქვენს ექიმს მისი გამოყენების შესახებ.
  • · ზუსტად დაიცავით ამ ფურცელ-ჩანართში მითითებული ინსტრუქციები. არ მიიღოთ მედიკამენტი რეკომენდებულზე მაღალი ან დაბალი დოზით.

რა შედის ამ ფურცელ - ჩანართში :

1. რა არის ფარდობენი და რისთვის გამოიყენება

2. რა უნდა იცოდეთ ფარდობენის გამოყენებამდე

3. ფარდობენის მიღების წესი

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

5. როგორ შევინახოთ ფარდობენი

1. რა არის ფარდობენი და რისთვის გამოიყენება

  • · ფარდობენი წარმოადგენს გამჭვირვალე, უფერო ან ოდნავ მოყვითალო შეფერილობის ხსნარს. იგი ხელმისაწვდომია 30 მლ მოცულობის თეთრ, მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის (HDPE) ბოთლებში დოზატორით, რომელიც მოთავსებულია მუყაოს კოლოფში. თითოეული კოლოფი შეფუთულია 1 ბოთლი.
  • · ფარდობენი შეიცავს ქლორჰექსიდინის გლუკონატს, რომელსაც აქვს ანტიმიკრობული (მიკროორგანიზმების განადგურება ან მათი ზრდის პრევენცია) ეფექტი და ბენზიდამინის ჰიდროქლორიდს, რომელიც მიეკუთვნება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების ჯგუფს, გამოიყენება ტკივილისა და ანთების სამკურნალოდ, ხოლო ადგილობრივი გამოყენებისას აქვს ადგილობრივი ანესთეზიური ეფექტი (იწვევს დაბუჟებას წასმის ადგილას).
  • · ფარდობენი გამოიყენება პირის ღრუსა და ყელის ლორწოვანი გარსის ანთებითი და მტკივნეული მდგომარეობების დროს, როგორიცაა ღრძილების ანთება, პირის ღრუს შიდა ნაწილის ანთება, ხახის უკანა კედლის ანთება, ნუშურა ჯირკვლების ანთება, პირის ღრუს წყლულები.
  • · მიკრობული დაავადებების პროფილაქტიკისთვის, რომლებიც იწვევენ პირის ღრუსა და ყელის ანთებას, ყლაპვის გასაადვილებლად და ღრძილების დაავადების სიმპტომური სამკურნალოდ.
  • · ღრძილების ოპერაციამდე და მის შემდეგ.
  • · პირის ღრუს ლორწოვანი გარსების ანთების (მუკოზიტი) დროს, რომელიც გამოწვეულია სხივური თერაპიით, ქიმიოთერაპიით და სხვა მიზეზებით.
  • · ნადების (კბილებს შორის ბაქტერიებისა და საკვების ნარჩენების ფენა) წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად.

2. რა უნდა იცოდეთ ფარდობენის გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ ფარდობენი,

  • · თუ გაქვთ მომატებული მგრძნობელობა ბენზიდამინის და ქლორჰექსიდინის ან ფარდობენის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ.
  • · თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს.
  • · არ გამოიყენოთ 6 წლის და უმცროსი ასაკის ბავშვებში.

ფარდობენის გამოყენებისას განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ

  • · ფარდობენის თვალებთან მოხვედრის შემთხვევაში, კარგად ჩამოიბანეთ დიდი რაოდენობით წყლით. ფარდობენი გამოიყენება მხოლოდ პირის ღრუში; მოერიდეთ თვალებთან და ყურებთან კონტაქტს.
  • · არ გადაყლაპოთ ფარდობენი და ყოველი გამოყენების შემდეგ გადმოაფურთხეთ.
  • · თუ ყელის ტკივილი გამოწვეულია ბაქტერიული ინფექციით ან თან ახლავს ინფექციას, ექიმის რჩევით, ფარდობენის გამოყენებასთან ერთად შეიძლება საჭირო გახდეს ანტიბიოტიკებით მკურნალობა.
  • · სიფრთხილით გამოიყენეთ, თუ გაქვთ თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობა.
  • · შეიძლება გამოიწვიოს პირის ღრუს, ენისა და კბილების ფერის შექცევადი ცვლილება. კბილების გახეხვა რეკომენდებულია გამოყენებამდე ფერის შეცვლის მინიმიზაციისთვის.
  • · არ უნდა გამოიყენოთ უწყვეტად 7 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში.

თუ ეს გაფრთხილებები თქვენ გეხებათ, მაშინაც კი, თუ ისინი წარსულში მოხდა, მიმართეთ ექიმს.

ფარდობენის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

ის არ ურთიერთქმედებს საკვებთან და სასმელებთან.

ორსულობა

მედიკამენტის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.

არ გამოიყენოთ ფარდობენი, თუ ხართ ორსულად ან ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად.

თუ მკურნალობის დროს გაიგებთ, რომ ხართ ორსულად, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ლაქტაცია

მედიკამენტის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.

არ გამოიყენოთ ფარდობენი, თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა

ის არანაირ გავლენას არ ახდენს ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ფარდობენის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ

ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს სორბიტოლს. თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ სამკურნალო პროდუქტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს. ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს ეთანოლის (ალკოჰოლის) მცირე რაოდენობას, ანუ 100 მგ-ზე ნაკლებს თითო „დოზაზე“.

სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება

ფარდობენს არ გააჩნია რაიმე მნიშვნელოვანი წამლისმიერი ურთიერთქმედება.

ქლორჰექსიდინის მარილები, რომელიც ფარდობენში შემავალი ერთ-ერთი სამკურნალო ნივთიერებაა, შეუთავსებელია საპონთან და სხვა უარყოფითად დამუხტულ (ანიონურ) ნაერთებთან, ქლორამფენიკოლთან (ანტიბიოტიკის ტიპი), ზოგიერთ არაორგანულ მარილთან და ორგანულ ნაერთთან; ბენზიდამინთან წამლისმიერი ურთიერთქმედების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

გთხოვთ, აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იყენებთ ან ბოლო დროს იღებდით სხვა მედიკამენტებს, მათ შორის რეცეპტის გარეშე გასაცემ მედიკამენტებს.

3. ფარდობენი ს მიღების წესი

სწორი გამოყენებისა და დოზირები / მიღების სიხშირის ინსტრუქცია :

ფარდობენი პირდაპირ ყელში ან ანთებით ადგილას დაიტანება.

ჩვეულებრივი დოზაა 5-10 შესხურება. საჭიროების შემთხვევაში, პროცედურა მეორდება ყოველ 1,5-3 საათში ერთხელ.

პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული უწყვეტად 7 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში.

მიღების გზა და მეთოდი

  • · ფარდობენი გამოიყენება განზავების (გახსნის) გარეშე. ფარდობენი არ უნდა გადაყლაპოთ და ყოველი გამოყენების შემდეგ უნდა გადმოაფურთხოთ.
  • · პირველად გამოყენებამდე, ის უნდა მიმართოთ სახისგან მოშორებით და რამდენჯერმე დააჭიროთ გამოსასხურებელ ღილაკს, წვრილი ნაკადის მიღებამდე.
  • · პირი ფართოდ უნდა გააღოთ; შესასხურებელი თავი უნდა მოათავსოთ პირის ღრუში და შეასხუროთ პირის ღრუში. ეს პროცედურა უნდა განმეორდეს სხვადასხვა ადგილას მინიმუმ 4-ჯერ.
  • · გამოყენების შემდეგ, ბოთლი უნდა მოთავსდეს თავის ყუთში და შეინახოს ვერტიკალურ მდგომარეობაში.
  • · ფარდობენში შემავალი ქლორჰექსიდინი ამცირებს ნადებს და ღრძილების ანთების პროცესს მკურნალობის დროს. თუ ფარდობენი გამოიყენება პირის ღრუს ჰიგიენის პროცედურების ალტერნატივად, ფარდობენი პირის ღრუში უნდა გაიჩეროთ მინიმუმ 1 წუთის განმავლობაში.
  • · კბილები უნდა გაიხეხოთ გამოყენებამდე, რათა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი ფარდობენში შემავალი ქლორჰექსიდინის მიერ გამოწვეული ფერის შეცვლა.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები

გამოყენება ბავშვებში

12 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებში სპრეი პირდაპირ ყელზე ან ანთებით ადგილას შეისხურეთ.

ჩვეულებრივი დოზაა 5 შესხურება. საჭიროებისამებრ, ის მეორდება ყოველ 1.5-3 საათში ერთხელ.

მედიკამენტი არ უნდა იქნას გამოყენებული 6 წლამდე ასაკის ბავშვებში.

არ არის რეკომენდირებული ექიმის დანიშნულების გარეშე მოცემული პრეპარატის გამოყენება 6 წლიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

გამოყენება ხანდაზმულებში

ხანდაზმულ პაციენტებს შეიძლება დაენიშნოთ ზრდასრულების დოზა.

გამოყენების განსაკუთრებული პირობები

თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა

სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული თირკმლის/ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში.

თუ ფიქრობთ, რომ ფარდობენის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ფარდობენი

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ მიიღეთ ფარდობენის საჭიროზე მეტი დოზა.

მედიკამენტის გამოყენების წესის გათვალისწინებით, მოწამვლა გამორიცხულია.

თუმცა, ფარდობენის შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაში, ექიმი დაგინიშნავთ მკურნალობას თქვენი სიმპტომების შესაბამისად.

თუ დაგავიწყდათ ფარდობენის გამოყენება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირებისთვის.

თუ შეწყვეტთ ფარდობენის გამოყენებას

ეფექტი არ იქნება.

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ფარდობენმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები პაციენტებში, რომლებიც მგრძნობიარენი არიან მისი ინგრედიენტების მიმართ.

ძალიან ხშირად: შეიძლება გამოვლინდეს 10 პაციენტიდან სულ მცირე 1-ში.

ხშირად: შეიძლება გამოვლინდეს 10 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 100 პაციენტიდან 1-ზე მეტში.

არც ისე ხშირად: შეიძლება გამოვლინდეს 100 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 1000 პაციენტიდან 1-ზე მეტში.

იშვიათად: შეიძლება გამოვლინდეს 1000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 10000 პაციენტიდან 1-ზე მეტში.

ძალიან იშვიათად: შეიძლება გამოვლინდეს 10000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში.

უცნობია: არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია.

თუ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი გამოვლინდა, შეწყვიტეთ ფარდობენის გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას:

  • · უეცარი ქოშინი, კანზე გამონაყარი, სახის და/ან ენის შეშუპება
  • · ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (გამოიხატება გულის გაჩერებით; სისხლის მიმოქცევის დარღვევით; დაბალი არტერიული წნევით; ბრონქების შევიწროებით; პალპიტაციით; გამონაყარით, სიწითლით და კანის ჭინჭრის ციებით)
  • · ალერგიული რეაქციები (ქავილი, გამონაყარი, ბუშტუკები და ჭინჭრის ციება)

ეს ყველაფერი ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენებია. თუ თქვენ გამოგივლინდათ რომელიმე ეს გვერდითი მოვლენა, ეს მიუთითებს, რომ თქვენ გაქვთ სერიოზული ალერგია ფარდობენზე. შესაძლოა დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო ჩარევა ან ჰოსპიტალიზაცია. ეს ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენები ძალიან იშვიათად გვხვდება.

თუ შენიშნავთ რომელიმე შემდეგ სიმპტომს , აცნობეთ ექიმს :

ძალიან ხშირად

  • · პირის ღრუს დაბუჟება

ხშირად

  • · პირის ღრუში ჩხვლეტისა და წვის შეგრძნება
  • · გულისრევა, ღებინება,
  • · გემოს შეცვლა
  • · კბილების და პირის ღრუს სხვა ზედაპირების შეღებვა (კბილების შეღებვა უვნებელია და მისი მინიმუმამდე დაყვანა შესაძლებელია კბილების გახეხვით გამოყენებამდე)
  • · ქვის წარმოქმნის გაძლიერება

იშვიათად

  • · წვის და ჩხვლეტის შეგრძნება

ძალიან იშვიათად

  • · ადგილობრივი (რეგიონალური) სიმშრალე ან წყურვილი, ტკივილი
  • · პირის ღრუში სიგრილის შეგრძნება
  • · ალერგიული რეაქციები, ჰიპერმგრძნობელობა და ანაფილაქსია (უეცარი ქოშინი, კანზე გამონაყარი, სახის და/ან ენის შეშუპება)
  • · ლარინგოსპაზმი (ხორხის კუნთების უნებლიე შეკუმშვა), ბრონქოსპაზმი (სასუნთქი გზების შევიწროება)
  • · სანერწყვე ჯირკვლების დროებითი შეშუპება და გადიდება
  • · გაღიზიანებასთან დაკავშირებული კანის რეაქციები, ქავილი, რომელსაც თან ახლავს გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ფოტოდერმატიტი (სინათლით გამოწვეული კანის რეაქცია), ქერტლი, აქერცვლა
  • · პირის ღრუს ლორწოვანი გარსის აქერცვლა

უცნობია

  • · თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილიანობა
  • · ყელის (საყლაპავის) გაღიზიანება, ხველა
  • · პირის სიმშრალე

ეს არის ფარდობენის მსუბუქი გვერდითი მოვლენები.

ეს გვერდითი მოვლენები ქრება დოზის შემცირების ან მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

თუ თქვენ შენიშნავთ რაიმე გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითიეფექტებისშესახებშეტყობინება

თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით მოვლენას, მათ შორის ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ასევე შეგიძლიათ გვერდითი მოვლენების შესახებ პირდაპირ შეატყობინოთ ეროვნული ანგარიშგების სისტემის მეშვეობით. გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ ხელს შეუწყობთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.

5. როგორ შევინახოთ ფარდობენი

შეინახეთ ფარდობენი ბავშვებისთვის მიუწვდომელ და უხილავ ადგილას, ორიგინალ შეფუთვაში.

შეინახეთ 25°C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე და სინათლისგან დაცულ ადგილას.

გამოიყენეთ წამალი ვარგისიანობის ვადის შესაბამისად .

არ გამოიყენოთ ფარდობენი ეტიკეტზე ან შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

არ გამოიყენოთ ფარდობენი, თუ შეამჩნევთ რაიმე დაზიანებას პროდუქტზე და/ან მის შეფუთვაზე.

არ გადააგდოთ მედიკამენტები ჩამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ გადაყაროთ გამოუყენებელი მედიკამენტები. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

გაცემის წესი - ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

სავაჭრო ავტორიცაზიის მფლობელი :

შპს დევა ჰოლდინგი

კიუჩუკჩექმეჯე - სტამბოლი

წარმოების ადგილი :

შპს დევა ჰოლდინგი

კაპაკლი - თექირდაგი

ეს შეფუთვის ჩანართი დამტკიცდა 25/01/2024.