ბისაკოდილი 0.005გ#30ტ(ბელორ)

ბისაკოდილი 0.005გ#30ტ(ბელორ)

1.73 ლარი
ქვეყანა: ბელორუსია
მწარმოებელი: ბორისოვო მედ/პრ ქ-ნა
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ბისაკოდილი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 50789
გააზიარე:

ბისაკოდილი

აერთაშორისო დაუპატენტებელი დასახელება (სდდ): ბისაკოდილი.

ქიმიური დასახელება: 4,4’-(2-პირიდილ-მეთილენ) დიფენილ დიაცეტატი.

წამლისფორ
დრაჟე, რექტალური სუპოზიტორია.

 

შემადგენლობა
1 დრაჟე შეიცავს:

აქტიურ ნივთიერებას – ბისაკოდილი 5 მგ,

დამხმარე ნივთიერებებს - სიმინდის სახამებელი, პოვიდონი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, კრემნიუმის ოჟანგი, მაგნიუმის სტეარატი, ეუდრაჰიტი, მაკროგოლი 6000, ტალკი, საქაროზა, გუმიარაბიკი, საღებავი FDC Yellow N5 ლაქი, ტიტანის დიოქსიდი.
1 რექტალური სუპოზიტორია შეიცავს: აქტიურ ნივთიერებას - ბისაკოდილი 5 ან 10 მგ, დამხმარე ნივთიერებებს – გლიცეროლი, პოლისორბატი 80, სილიციუმის ორჟანგი, მყარი მალამო (Witepsol W-35).

 

აღწერილობა
მრგვალი დრაჟე ყვითელი ფერის; სუპოზიტორია წაწვეტებული ლილვაკის ფორმის, თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის.

 

ფარმაკოლოგიურიჯგუფი
გამხსნელი საშუალება.
ათქკოდი: A06AB02.

 

ფარმაკოლოგიურიმოქმედება
გამხსნელი საშუალება. იწვევს ნაწლავის რეცეპტორული აპარატის გაღიზიანებას, უშუალო გავლენას ახდენს კუჭ-ნაწლავის ლორწოვან გარსზე, აძლიერებს მის პერესტალტიკას და მსხვილ ნაწლავში ლორწოს სეკრეციას.
პრეპარატი მოქმედებას იწყებს შიგნით მიღებიდან 6 საათის შემდეგ (ძილის წინ მიღებისას 8-12 საათის შემდეგ), ხოლო რექტალური მიღებისას პირველი საათის განმავლობაში.

 

ფარმაკოკინეტიკა
არ შეიწოვება კუჭ-ნაწლავში. არის პროწამალი, ტუტე გარემოში ხდება ჰიდროლიზი და წარმოიქმნება ნივთიერებები, რომლებიც გამაღიზიანებელ მოქმედებას ახდენს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვან გარსზე.

 

მიღებისჩვენება
ჰიპოტონიური და ატონიური შეკრულობა (კერძოდ, შეკრულობა ასაკოვან პირებთან, ოპერაციისა და მშობიარობის შემდგომი შეკრულობა). კუჭის მოქმედების რეგულირება (ჰემოროი, პროქტიტი, ანუსის ნაპრალი). ქირურგიული ოპერაციისათვის, ინსტრუმენტული და რენტგენოლოგიური გამოკვლევებისთვის მომზადება.

 

უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა, კუჭ-ნაწლავის გაუვალობა, ჩაჭედილი თიაქარი, მუცლის ღრუს ორგანოების მწვავე ანთებითი დაავადებები, დაუდგენელი გენეზის ტკივილი მუცლის არეში, გასტროენტერიტი, ბრმანაწლავის ანთება, პერიტონიტი, სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან, მეტრორაგია, ცისტიტი, სპასტიკური შეკრულობა, მწვავე პროქტიტი, მწვავე ჰემოროი, ძუძუს ასაკის ბავშვები.

 

მიღებისწესიდადოზირება
დრაჟე მიიღება შიგნით დღეში ერთხელ, ძილის წინ ან საუზმემდე 30 წუთით ადრე. უფროსებისთვის და ბავშვებისთვის 14 წლის ზევით – 5-15 მგ;

2-7 წლის ასაკის ბავშვებისთვის – 5 მგ;

8-14 წლის ასაკის ბავშვებისთვის – 5-10 მგ.

დრაჟეს ყლაპავენ მთლიანად, გატეხვის გარეშე, დაუღეჭავად, წყლის მცირე რაოდენობასთან ერთად.
სუპოზიტორიას რექტალურად ნიშნავენ, შემდეგი დოზით:

უფროსებისთვის და ბავშვებისთვის 14 წლის ზევით – 10-20 მგ (1-2 სუპოზიტორია);

8-14 წლის ასაკის ბავშვებისთვის –10 მგ,

2-7 წლის ასაკის ბავშვებისთვის – 5 მგ.
ოპერაციული ჩარევის ან დიაგნოსტიკური გამოკვლევის წინ – 10-20 მგ საღამოს შიგნით, ხოლო დილით-10 მგ (1 სუპოზიტორია) რექტალურად.

 

გვერდითიეფექტები
კუჭ-ნაწლავის კოლიკა, დიარეა (დეჰიდრატაცია, წყალ-ელექტროლიტური ცვლის დარღვევა, კუნთების სისუსტე, კრუნჩხვა, არტერიული წნევის დაცემა), აბდომინალური ტკივილები, მეტეორიზმი, ალერგიული რეაქციები.
სუპოზიტორიის მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს სწორი ნაწლავის გაღიზიანება და სუსტი პროქტიტი.

ჭარბიდოზა

სიმპტომები: დიარეა, გაუწყლოვანება, წყალ-ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა, ჰიპოკალიემია, სქელი ნაწლავის ატონია. მკურნალობა: სიმპტომურია.

 

განსაკუთრებულიმითითებები
სასურველი არ არის ბისაკოდილის დანიშვნა ქრონიკული შეკრულობის ხანგრძლივი მკურნალობის დროს. გულისრევის, ღებინების ან კუჭის ტკივილის დროს, რეკომენდებული არ არის ბისაკოდილის მიღება შიგნით.
თუ ბისაკოდილის მიღებისას სწორი ნაწლავიდან სისხლდენა დაიწყება, აუცილებელია პაციენტის გაფრთხილება პრეპარატის შეწყვეტის შესახებ.
პრეპარატის გამოყენების შედეგად შესაძლოა შარდისა და განავლის იასამნისფერი შეფერვა.

 

მკურნალობადაურთიერთმოქმედება
ერთდროულმა გამოყენებამ ანტაციდებთან ერთად შესაძლოა გამოიწვიოს მისი გარსის ნაადრევი გაწოვა და შედეგად, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის გაღიზიანება. რეკომენებული არ არის პრეპარატის მიღება რძესთან ან ტუტოვან მინერალურ წყალთან ერთად.

 

შენახვისვადა
დრაჟე – 2 წელი, რექტალური სუპოზიტორია – 3 წელი.
დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

 

შენახვისპირობებ
დრაჟე უნდა ინახებოდეს 15-დან 20°C-მდე ტემპერატურაზე, ნესტისა და სინათლისგან დაცულ ადგილას;

რექტალური სუპოზიტორია – 15-დან 20°C -მდე ტემპერატურაზე,  ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

 

აფთიაქიდანგაცემისპირობები
გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.