პროტექტა #20ტ შუშხუნა

პროტექტა #20ტ შუშხუნა

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 50055
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

წამლის ფორმა: შუშხუნა ტაბლეტები
აღწერილობა: მრგვალი, ბრტყელი თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის აბები ნაჭდევით ფორთოხლის სურნელებით.

შემადგენლობა
1 შუშხუნა აბი შეიცავს
აქტიური ნივთიერებები:
გლუკოზამინის სულფატი (გლუკოზამინის სულფატის კალიუმის ქლორიდის სახით) 750 მგ
ქონდროიტინის სულფატი (ნატრიუმ ქონდროიტინის სულფატის სახით) 600 მ
მეთილსულფონილმეთანი 750 მგ
მაგნიუმის გლუკონატ დიჰიდრატი 20 მგ
კალციუმი (კალციუმის კარბონატის სახით) 500 მგ
ვიტამინი D3 400 სე

დამხმარე ნივთიერებები: უწყლო ლიმონის მჟავა, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, სორბიტოლი, უწყლო დექსტროზა, ასპარტამი, კალიუმის აცესულფამი, ფორთოხლის არომატიზატორი, პოლიეთილენგლიკოლი 6000.

ფარმაკოლოგიური თვისებები
პროტექტა _ ხრტილოვანი ქსოვილის რეგენერაციის სტიმულატორი. პრეპარატის ფარმაკოლოგიური თვისებები განპირობებულია შემავალი კომპონენტების თვისებებით.
გლუკოზამინის სულფატი _ ადამიანის ორგანიზმში ფიზიოლოგიურად არსებული ბუნებრივი ამინოსაქარიდის მარილი. ააქტიურებს პროტეოგლიკანების, გლიკოზამინოგლიკანების, ჰიალურონის მჟავასა, ქონდროიტინგოგირდმჟავას და სახსრის გარსების შემადგენლობაში შემავალი სახსარშიდა სითხის და ხრტილოვანი ქსოვილის სინთეზს; ასტიმულირებს კოლაგენის სინთეზს. დადებითად მოქმედებს ხრტილის მეტაბოლიზმზე, აძლიერებს ანაბოლურ და ამცირებს კატაბოლურ პროცესებს, ზრდის სახსრის კაფსულის გამტარობას, აღადგენს ფერმენტატიულ პროცესებს სინოვიური მემბრანის და ხრტილოვანი ქსოვილის უჯრედებში. ავლენს ქონდროპროტექოტორულ და ოსტეოტროპულ ეფექტებს, ახდენს კალციუმის ძვლებში ჩალაგების ნორმალიზაციას. ავლენს ზომიერ ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედებას, რომელიც არ არის დაკავშირებული პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებასთან და რეალიზდება ანტიოქსიდანტური აქტივობით (სუბპეროქსიდული რადიკალების წარმოქმნის ბლოკირების ხარჯზე) და ლიზოსომური ფერმენტების დათრგუნვის ხარჯზე. ხელს უშლის აასს-ებით და გლუკოკორტიკოსტეროდიებით (გკს) ხრტილის სავარაუდო მეტაბოლურ დაზიანებას.
ქონდროიტინის სულფატი _ ხრტილოვანი ქსოვილის შენებაში მონაწილე მაღალმოლეკულური მუკოპოლისაქარიდი; მონაწილეობს ხრტილოვანი ქსოვილის შენებაში(წარმოადგენს დამატებით სუბსტრატს ხრტილოვანი ქსოვილის მატრიქსისთვის). ავლენს ქონდროპროტექტორულ მოქმედებას, ასტიმულირებს ხრტილოვანი ქსოვილის რეგენერაციას, ავლენს ანთების საწინააღმდეგო და ანალგეზიურ  მოქმედებას. ასტიმულირებს ჰიალურონის წარმოქმნას, პროტეოგლიკანებისა და II ტიპის კოლაგენის სინთეზს; იცავს ჰიალურონს ფერმენტატიული დაზიანებისგან, მათ შორის ლიზოსომური ფერმენტებით რაც იწვევს შემაერთებელი ქსოვილის რღვევას. მოქმედებს ფოსფორ-კალციუმის ცვლაზე ხრტილოვან ქსოვილში, ანელებს ძვლოვანი ქსოვილის რეზორბციას, ხრტილოვანი ქსოვილის დეგენერაციას და ამცირებს კალციუმის დანაკარგს. ხელს უშლის შემაერთებელი ქსოვილის შეჭმუხვნას და მოქმედებს როგორც საპოხი ნივთიერება სახსროვანი ზედაპირებისთვის, ახდენს სახსროვანი სითხის გამომუშავების ნორმალიზებას.
გლუკოზამინის სულფატი და ქონდრიტინის სულფატი მონაწილეობს შემაერთებელი ქსოვილის ბიოსინთეზში, ხელს უშლის რა ხრტილის დეგენერაციას და ასტიმულირებს ხრტილოვანი ქსოვილის რეგენერაციას, რაც იწვევს ტკივილის სინდრომის გამოვლინების შემცირებას და სახსრების ფუნქციონალური აქტივობის გაუმჯობესებას.
მეთილსულფონილმეთანი _ მაღალი ბიოლოგიური აქტივობის მქონე გოგირდის ბუნებრივი, ორგანული ნაერთი. გოგირდი ხელს უწყობს: ღვიძლის მიერ მინერალების ათვისებას, თმების, ფრჩხილების, შემაერთებელი ქსოვილის, ხრტილის წარმოქმნას, ახდენს გამოხატულ ანტიალერგიულ მოქმედებას. მეთილსულფონილმეთანი ხელს უწყობს ქსოვილებიდან ლაქტატის და ტოქსინების გამოდევნას, რაც ზრდის საკვები ნივთიერებების შეწოვას; ხელს უწყობს ორგანიზმიში კანის დაზიანებული უჯრედების და შემაერთებელი ქსოვილის აღდგენას და აუმჯობესებს მათ ელასტიურობას.
მანგანუმი – მონაწილეობს ენერგიის წარმოქმნის პროცესში, შემაერთებელი და ძვლოვანი ქსოვილის სინთეზში, ცილებისა და ცხიმების მეტაბოლიზმში.
კალციუმი _ წარმოადგენს ძვლოვანი ქსოვილის საფუძველს, ორგანიზმში უზრუნველყოფს უმნიშვნელოვანესი ფერმენეტების აქტივობას, იონური წონასწორობის დაცვას; მონაწილეობს ნერვ-კუნთოვანი გადაცემის პროცესებში, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირებაში.
D3 ვიტამინი _ ზრდის კალციუმის შეწოვას წვრილი ნაწლავიდან, ასტიმულირებს რა კალციუმის დამაკავშირებელი ცილების სინთეზს. აუმჯობესებს კალციუმის რეაბსორბციას თირკმლის მილაკებიდან.
ააქტიურებს ძვლოვანი ქსოვილის რემოდელირების პროცესებს, I ტიპის კოლაგენისა მატრიცული ცილების და ოსტეობლასტების სინთეზის  სტიმულაციის გზით. ზემოქმედებს ფარისებრი ჯირკვლის, პარათრირეოიდული ჯირკვლების,  სასქესო ჯირკვლების ფუნქციურ მგომარეობაზე, უზრუნველყოფს რა ჩონჩხის ძვლების კალციფიკაციას.

ჩვენებები:
_ სახსრების და ხერხემლის დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებები
_ I-III ხარისხის ოსტეოართროზი
_ ოსტეოპოროზის და მისი გართულებების(ძვლების მოტეხილობა) პროფილაქტიკა და კომპლექსური მკურნალობა
_ კალციუმის და D 3 ვიტამინის დეფიციტის შევსება ორგანიზმში
_ კომპლექსურად სახსრების ტრავმის შემდგომ რეაბილიტაციის პროცესებში. 

მიღების წესი და დოზირების რეჟიმი:
Pპროტექტა მიიღება შიგნით კვების რეჟიმისგან დამოუკიდებლად. ერთი ტაბლეტ იხსნება 200 მლ, ოთახის ტემპერატურის სასმელ წყალში და მიიღება მომზადებისთანავე.
ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა და კომპლექსური მკურნალობა, ასევე კალციუმის და D 3 ვიტამინის დეფიციტის შევსება ორგანიზმში _ ინიშნება 1 ტაბლეტი 1-2-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი და დოზირების რეჟიმი დგინდება ექიმის რეკომენდაციით. 
სახსრების და ხერხემლის დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებების _ I-III ხარისხის ოსტეოართროზის მკურნალობა: პროტექტა პირვეი სამი კვირის განმავლობაში ინიშნება 1 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში; შემდგომი დღეების განმავლობაში 1 ტაბლეტი 1-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი შეადგენს 3-6 თვეს.
აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია მკურნალობის კურსის განმეორება. ხანგრძლივობა დგინდება ინდივიდუალურად. 

უკუჩვენებები
 მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ; ფენილკეტონურია(შეიცავს ასპარტამს); თრომბოფლებიტი; მიდრეკილება სისხლდენისადმი; ჰიპერვიტამინოზი; ჰიპერკალციემია; ჰიპერკალციურია; ნეფროლითიაზი; მძიმე ხარისხის თირკმლის უკმარისობა; ტუბერკულოზის აქტიური ფორმა; სარკოიდოზი; 15 წლამდე ბავშვთა ასაკი; ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.

გვერდითი მოქმედება
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილიანობა, უძილობა; ნივთიერებათა ცვლის მხრივ: ჰიპერკალციემია, ჰიპერკალციურია; საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: მეტეორიზმი, შეკრულობა, ტკივილი ეპიგასტრიუმის მიდამოში, გულისრევა, ტკივილი მუცელში.
სხვა: ტაქიკარდია, პერიფერიული შეშუპება, ტკივილი ქვედა კიდურებში, ალერგიული რეაქციები.

განსაკუთრებული მითითებები
პროტექტა შეიძლება დაინიშნოს გკს-ებთან და აასს-ებთან კომბინაციაში.
ჭარბი დოზირების თავიდან აცილების მიზნით საჭიროა D3 ვიტამინის სხვა წყაროებიდან მიღების გათვალისწინება.
არ არის რეკომენდებული პროტექტას გამოყენება ოქსალატების (მჟაუნა, ისპანახი) და ფიტინის (ბურღულეული) შემცველი კვების პროდუქტების მიღებიდან 2 საათის განმავლობაში, ვინაიდან ეს უკანასკნელნი აქვეითებს კალციუმის შეწოვას.
ჰიპერკალცემიის განვითარების რისკის გამო, პროტექტა სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ოსტეოპოროზის მქონე იმობილიზებულ პაციენტებში.
არ არის რეკომენდებული შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის.

ზემოქმედება ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე   
პროტექტა არ ახდენს გავლენას ავტომობილის მართვისა და სხვა პოტენციურად სახიფათო სამუშაოების შესრულების უნარზე. 

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს 
პროტექტას გამოყენება წინააღმდეგნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის დროს

გამოყენება პედიატრიაში
არ არსებობს მონაცემები პროტექტას გამოყენების შესახებ 15 წლამდე ბავშვთა ასაკში. 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
პროტექტა ამცირებს ნახევრად სინთეზური პენიცილინების და ქლორამფენიკოლის მოქმედებას, აძლიერებს ანტიკოაგულანტების აფექტებს.
ერთდროული გამოყენებისას ფენიტიონთან ან ბარბიტურატებთან შესაძლებელია D3 ვიტამინის აქტივობის დაქვეითება.
საგულე გლიკოზიდებთან ერთდროული გამოყენებისას იზრდება მათი ტოქსიურობა (აუცილებელია კლინიკური მდგომერეობის ელექტროკარდიოგრაფიული კონტროლი), თიაზიდურ დიურეტიკებთან გამოყენებისას იზრდება ჰიპერკალცემიის განვითარების რისკი იონური არხებიდან კალციუმის რეაბსორბციის მომატების ხარჯზე. ფუროსემიდთან და სხვა მარყუჟოვან დიურეტიკებთან ერთდროული გამოყენებისას იზრდებაკალიუმის გამოყოფა თირკმელებიდან.
კოლესტირამინი, დამარბილებელი საშუალებები, რომელიც დამზადებულია მინერალურ ან მცენარეულ ზეთებზე აქვეითებენ D3 ვიტამინის აბსორბციას.
ბიფოსფონატებთან ან ნატრიუმის ფთორიდთან ერთდროული გამოყენებისას საჭიროა ინტერვალების დაცვა, არა უმცირეს 2 საათი; ტეტრაციკლინების პერორალურ ფორმებთან _ არა უმცირეს 3 საათი.

ჭარბი დოზა
ჭარბი დოზირების სიმპტომების გამოვლენისას აუცილებელია ექიმთაბ მიმართვა.
სიმპტომები: ანორექსია, წყურვილის შეგრძნება, პოლიურია, მადის დაქვეითება, თავბრუსხვევა, სინკოპე, სისუტე, გულისრევა, ღებინება, ჰიპერკალციურია,  ჰიპერკალციემია, ჰიპერკერატინემია; ხანგრძლივი გამოყენებისას, დიდი დოზებით _ კალცინოზი ქსოვილების და სისხლძარღვების.
მკურნალობა: აუცილებელია პრეპარატის მიღების დაუყოვნებლივ შეწყვეტა. რეკომენდებულია ორგანიზმში დიდი რაოდენობით სითხის შეყვანა, მარყუჟოვანი დიურეტიკების (მაგ. ფუროსემიდი), გ.კ.ს., კალციტონინის, ბიფოსფონატების გამოყენება,. 

გამოშვების ფორმა: 
შუშხუნა ტაბლეტები
20 შუშხუნა ტაბლეტი პოლიპროპილონის ტუბში, 
1 ტუბი ფურცელ-ჩანართთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები
ინახება ნესტისგან და სინათლისგან დაცულ ადგილას 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისიანობის ვადა 
3 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
გაიცემა ურეცეპტოდ.