სენტრამი 1.5გ+გამხსნ.#1ფლ ი/მ

სენტრამი 1.5გ+გამხსნ.#1ფლ ი/მ

3.53 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ნახევრადსინთეზური პენიცილინები
ქვეყანა: ინდოეთი
მწარმოებელი: ვენუს ინტერ. ინდოეთი
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: სულტამიცილინი(ამპიცილინი+სულბაქტამი)
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 50033
გააზიარე:

გამოყენების ინსტრუქცია

სენტრამი 1.5გ
SENTRAM   1.5g     
(ამპიცილინი და სულბაქტამი საინექციო USP)

შემადგენლობა:
სენტრამი 1.5გ
(1) ყოველი ფლაკონი შეიცავს:
ამპიცილინის ნატრიუმი USP
1.0 გ ამპიცილინის ექვივალენტი
სულბაქტამის ნატრიუმი USP
0.5 გ სულბაქტამის ექვივალენტი.
(2) ლიდოკაინი HCL …. BP 1% წ/ვ 3.5 მლ
აღწერა:
სულბაქტამ – "ამინოპენიცილინის მჟავას სულფონი" არის ახალი ნახევრად სინთეზური ბეტალაქტამური სულფონი, რომელიც ავლენს სინერგიულ მოქმედებას ნებისმიერ მრავალ ბეტალაქტამურ ანტიბიოტიკთან, მათ შორის ამპიცილინთან კომბინაციაში. ამგვარი სინერგია დაკავშირებულია ძირითადად სუბლაქტამის ბეტალაქტამაზურ ინჰიბიტორულ თვისებებთან. სულბაქტამს არ გააჩნია მნიშვნელოვანი თანდაყოლილი ანტიმიკრობული აქტივობა, არამედ ის არის ბეტალაქტამაზური ფერმენტების შეუქცევადი არაკონკურენტული ინჰიბიტორი. ბეტალაქტამურ ანტიბიოტიკებზე დამატებისას სულბაქტამის აქტივობა ფართოვდება და მოიცავს მრავალ სხვაგვარად რეზისტენტულ ორგანიზმებს მათი ბეტალაქტამაზების ინჰიბირების გზით. ცალკე სულბაქტამს გააჩნია მხოლოდ სუსტი ანტიბაქტერიული მოქმედება უმრავლესი ბაქტერიული სახეობების წინააღმდეგ, გარდა Nეისსერია გონორრჰოეაე და Nეისსერია მენინგიტიდეს. თუმცა, სულბაქტამის დამატება ამპიცილინზე ინ ვივო ზრდის გრამდადებითი და გრამუარყოფითი აერობული ბაქტერიების და ანაერობული ბაქტერიების ამპიცილინ რეზისტენტული (პენიცილინაზას მაპროდუცირებელი) შტამების მგრძნობელობას ამპიცილინზე. სულბაქტამისა და ამპიცილინის კომბინაცია 1:2 შეფარდებით არის ინჰიბიტორული მრავალი ორგანიზმის წინააღმდეგ, მათ შორის ამპიცილინ რეზისტენტული შტამების წინააღმდეგ, როგორიცაა შტაპჰყლოცოცცუს აურეუს, Hაემოპჰილუს ინფლუენზა, Eსცჰერიცჰია ცოლი, Kლებსიელლა სპპ., Pროტეუს სპპ., Nეისსერია გონორრჰოეაე და Bაცტეროიდეს სპპ.
Fფარმაკოკინეტიკა:
სულბაქტამი+ამპიცილინის ერთდროული შეყვანა ვენებში ბოლუსური ინექციით არ იწვევს ორივე პრეპარატის შრატისმიერი კონცენტრაციების, შრატისმიერი კონცენტრაციების/დროის მრუდის ქვეშ ფართობის და შარდში აღდგენილი ნივთიერებების მნიშვნელოვან ცვლილებებს იმ მაჩვენებლებთან შედარებით, რომლებიც აღინიშნება ცალ-ცალკე ამ პრეპარატების შეყვანისას. მამრობითი სქესის ჯანმრთელ მოხალისეებში 1გ/0.5 გ სულბაქტამის პლუს 2 გ ამპიცილინის ინფუზირებიდან 15 წუთის შემდეგ სულბაქტამის საშუალო უმაღლესი კონცენტრაციები იყო დაახლოებით 60 და 120 მგ/მლ, შესაბამისად. სულბაქტამი პლუს ამპიცილინი სრულად ბიოშეღწევადია კუნთებში შეყვანის შემდეგ; სულბაქტამის 0.5გ/0.25გ პლუს ამპიცილინის 1გ/0.5 გ დოზების შედეგად საშუალო უმაღლესი შრატისმიერი კონცენტრაციები იყო შესაბამისად 13 და 18 მგ/მლ. როდესაც ჯანმრთელ მოხალისეებში 3 დღის განმავლობაში ყოველ 6 საათში შეიყვანებოდა სულბაქტამის 0.5გ/0.250გ მრავალჯერადი დოზები, მნიშვნელოვანი აკუმულაცია არ გამოვლენილა.
სულბაქტამი კონცენტრაციებს აღწევს ბუშტუკის სითხეში, ინტრაპერიტონულ სითხეში და ნაწლავურ ლორწოში ამპიცილინის კონცენტრაციებზე ორჯერ მეტი რაოდენობით, როდესაც შეიყვანება ექვივალენტური დოზებით, თუმცა საპირისპირო ურთიერთდამოკიდებულება აღინიშნება ქალის სასქესო ქსოვილებსა და ნაღველში. სულბაქტამი ასევე ნაწილდება ნერწყვში და ცერებროსპინალურ სითხეში, აღწევს პლაცენტაში და გადადის დედის რძეში.
სულბაქტამის ნახევარგამოყოფის პერიოდი, დაახლოებით 1 საათი, თითქმის ამპიცილინის იდენტურია, როდესაც პრეპარატები მიიღება ერთდროულად 1:1 ან 1:2 შეფარდებით. სულბაქტამი არ მეტაბოლიზდება, არამედ უპირატესად გამოიდევნება შარდში (გლომერულარული ფილტრაცია და ტუბულარული სეკრეცია) და მცირე რაოდენობით აღდგება ნაღველსა და განავალში. პრობენეციდი ამცირებს თირკმლისმიერ ელიმინაციას და ზრდის სულბაქტამისა და ამპიცილინის ნახევარგამოყოფის პერიოდებს, როგორც თირკმლის ფუნქციის დარღვევა. ამგვარი ფარმაკოკინეტიკურ ვარიაბელობაზე ანალოგიური გავლენა აღინიშნება დღენაკლულ ახალშობილებში, პედიატრიულ პაციენტებში და ხანდაზმულებში, კოლორექტალური ოპერაციის შემდგომ, ხოლო ვადაში ორსულ ქალებში სულბაქტამ-ამპიცილინის ნახევარგამოყოფის პერიოდები მცირდება (30-40 წუთი).

ჩვენება:
სენტრამი ნაჩვენებია ინტრააბდომინური ინფექციების დროს. მეან-გინეკოლოგიური ინფექციების, კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციების, ძვლებისა და სახსრების ინფექციების, საშარდე ტრაქტის ინფექციების, სასუნთქი გზების ინფექციების, ყელ-ყურ-ცხვირის ინფექციების, გონორეის სამკურნალოდ და ქირურგიული პროფილაქტიკისათვის.
გვერდითი მოვლენები:
ამპიცილინის ნატრიუმი – სულბაქტამის ნატრიუმი ხასიათდება კარგი ამტანობით. ტკივილი ინექციის ადგილას არის ერთადერთი ხშირად გამოვლენილი არასასურველი ეფექტი. აღინიშნება დიარეა და ფლებიტი.
გამაფრთხილებელი ზომები:
როგორც ყველა სხვა ბეტალაქტამური ანტიბიოტიკის შემთხვევაში, ეს კომბინაცია ორსულობის დროს გამოიყენება მხლოდ მკაფიო საჭიროებისას. სულბაქტამისა და ამპიცილინის დაბალი კონცენტრაციები გადადის რძეში, ამიტომ სიფრთხილის გამოჩენა არის აუცილებელი მეძუძურ დედებში ამპიცილინის ნატრიუმის – სულბაქტამის ნატრიუმის გამოყენებისას.
უკუჩვენებები:
სენტრამი უკუნაჩვენებია ანამნეზში პენიცილინზე ალერგიის მქონე ან მონონუკლეოზის მქონე პაციენტებში.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
პრობენეციდი ამცირებს ამპიცილინის ნატრიუმის – სულბაქტამის ნატრიუმის თირკმლისმიერ ტუბულარულ სეკრეციას. ამპიცილინის ნატრიუმის – სულბაქტამის ნატრიუმთან ერთად პრობენეციდის გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს ამპიცილინისა და სულბაქტამის მომატებული და პროლონგირებული დონეები სისხლში.
ალოპურინოლისა და ამპიცილინის ერთდროული გამოყენება მნიშვნელოვნად ზრდის გამონაყარის შემთხვევებს ორივე პრეპარატის მიმღებ პაციენტებში, მხოლოდ ამპიცილინის მიმღებ პაციენტებთან შედარებით. ცნობილი არ არის, ამგვარი ამპიცილინური გამონაყარის გაძლიერება გამოწვეულია ალოპურინოლით თუ ასეთ პაციენტებში არსებული ჰიპერურიკემიით.
არ არსებობს მონაცემები ამპიცილინის ნატრიუმის – სულბაქტამის ნატრიუმი და ალოპურინოლის ერთდროულად გამოყენებისას. ამპიცილინის ნატრიუმის – სულბაქტამის ნატრიუმის და ამინოგლიკოზიდების გაზავება ერთად არ შეიძლება ამინოგლიკოზიდების ინ ვიტრო ინაქტივაციის გამო ამპიცილინის ნატრიუმი – სულბაქტამის ნატრიუმში ამპიცილინის კომპონენტის მიერ.
დოზირება და მიღების წესი:
კომბინაციის რეკომენდებული თერაპიული დოზა მოზრდილებისათვის არის 1.5 - 12 გ დღეში (რაც წარმოადგენს 0.5 გ – 4 გ სულბაქტამს პლუს 1გ-8გ ამპიცილინს) დაყოფილ დოზებად ყოველ 6-8 საათში. ნაკლებად მძიმე ინფექციების დროს ინტერვალი დოზებს შორის შეიძლება გაიზარდოს 12 საათამდე.
ბავშვებისთვის, ჩვილებისა და ახალშობილებისათვის კომბინაციის რეკომენდებული თერაპიული დოზა არის 150 მგ/კგ/დღეში (სულბაქტამი 50 მგ/კგ/დღეში პლუს ამპიცილინი 100 მგ/კგ/დღეში).
ქირურგიული ინფექციების პროფილაქტიკისათვის მოზრდილებში 1.5 – 3 გ კომბინაცია რეკომენდებულია ანესთეზიის ინდუქციისას და მისი გამეორება შეიძლება ყოველ 6-8 საათში 24 საათამდე.
განზავების წესები:
სენტრამი 1.5გ
ინტრამუსკულარული გზით გამოყენებისას შემადგენლობა უნდა განზავდეს 3.5მლ საინექციო ლიდოკაინში BP 1% წ/ვ.
შენახვის პირობები:
ინახება მშრალ ადგილას, არაუმეტეს 300ჩ ტემპერატურაზე. ინახება სინათლისგან დაცულ ადგილას.შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გაფრთხილება:
სურსათის, წამლის, მოწყობილობებისა და კოსმეტიკური საშუალებების აქტით იკრძალება
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

შეფუთვა:
სენტრამი 1.5 გ
1 ფლაკონი 1 ამპულა საინექციო ლიდოკაინთან და ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია კოლოფში.
მწარმოებელი: VENUშ Iნტერნატიონალ
ოფისი N: 310, შრი კრიშნა კომერციული ცენტრი,
6 უდიოგ ნაგარი შ.V. როუდი.
გორეგანი (ჭ)
მუმბაი – 400 062. ინდოეთი