ფარინგოსეპტი 10მგ #10საწ.ტ
გააზიარე:
სარეკომენდაციო ვერსია
ფარინგოსეპტი 10 მგ
კომპრესირებული საწუწნი ტაბლეტები
ამბაზონის მონოჰიდრატი
ყურადღებით წაიკითხეთ ეს ფურცელი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
ეს პრეპარატი გაიცემა რეცეპტის გარეშე. თუმცა, საუკეთესო შედეგის მისაღებად აუცილებელია ფარინგოსეპტის 10 მგ ფრთხილად გამოყენება.
- შეინახეთ ეს ფურცელი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
- ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ გჭირდებათ დამატებითი ინფორმაცია ან რჩევა.
- თუ სიმპტომები გაუარესდება ან არ გაუმჯობესდება 4-5 დღის შემდეგ, მიმართეთ ექიმს.
- თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა გამწვავდა, ან თუ შენიშნავთ რაიმე გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ამ ინსტრუქციის ფურცელში:
1. რა არის ფარინგოსეპტი 10 მგ და რისთვის გამოიყენება
2. ფარინგოსეპტი 10 მგ-ს გამოყენებამდე
3. როგორ გამოიყენება ფარინგოსეპტი 10 მგ
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
5. როგორ ინახება ფარინგოსეპტი 10 მგ
6. დამატებითი ინფორმაცია
1. რა არის ფარინგოსეპტი 10 მგ და რისთვის გამოიყენება
ფარინგოსეპტი 10 მგ კომპრესირებული საწუწნი ტაბლეტები არის ანტისეპტიკური საშუალება, რომელიც მიეკუთვნება ოროფარინგეალური მიდამოს სამკურნალო საშუალებების ჯგუფს.
ფარინგოსეპტი 10 მგ გამოიყენება როგორც დამხმარე საშუალება პირის ღრუსა და ხახის შესასვლელში ან ლოკალიზაციით მწვავე ინფექციების დროს: გინგივიტი, ფარინგიტი, ამიგდალიტი და ამიგდალექტომიის შემდეგ.
2. ფარინგოსეპტი 10 მგ-ს გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ ფარინგოსეპტი 10 მგ
- თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ამბაზონის ან ფარინგოსეპტის 10 მგ რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ
სხვა მედიკამენტების გამოყენება
გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით სხვა პრეპარატებს, მათ შორის სამედიცინო რეცეპტის გარეშე გაცემულ მედიკამენტებს.
ფარინგოსეპტი 10 მგ-სა და სხვა მედიკამენტებს შორის ურთიერთქმედება არ დაფიქსირებულა.
ფარინგოსეპტი 10 მგ-ს გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
ფარინგოსეპტი 10 მგ მიიღება დაუყოვნებლივ ჭამის შემდეგ (15-30 წუთი); მიღებიდან 2-3 საათის განმავლობაში რეკომენდებულია საკვებისა და სასმელის მოხმარების თავიდან აცილება (იხ. პუნქტი „როგორ გამოიყენება ფარინგოსეპტი 10 მგ“).
ორსულობა და ძუძუთი კვება
ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე რეკომენდაციების მისაღებად მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ფარინგოსეპტი 10 მგ გამოიყენეთ მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.
ავტომობილებისა და მექანიზმების მართვა
ფარინგოსეპტი 10 მგ გავლენას არ ახდენს ავტომობილების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ფარინგოსეპტი 10 მგ-ს ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
ფარინგოსეპტი 10 მგ შეიცავს ნახშირწყლებს, სახელწოდებით ლაქტოზა და შაქარი.
თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი კატეგორიის ნახშირწყლების მიმართ, გთხოვთ, ჰკითხოთ რჩევა ამ პრეპარატის მიღებამდე.
3. როგორ გამოიყენება ფარინგოსეპტი 10 მგ
ყოველთვის გამოიყენეთ ფარინგოსეპტი 10 მგ ზუსტად ისე, როგორც ექიმმა გითხრა. თუ არ ხართ დარწმუნებული, განიხილეთ ეს საკითხი თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ჩვეულებრივი დოზა არის ფარინგოსეპტი 10 მგ-ს 3-5 კომპრესირებული საწუწნი ტაბლეტი (30-50 მგ ამბაზონი) დღეში, 3-4 დღის განმავლობაში.
ფარინგოსეპტი 10 მგ-ს კომპრესირებული საწუწნი ტაბლეტი არ უნდა გადაყლაპოთ, არამედ ის ნელა უნდა დაიშალოს პირის ღრუში.
ფარინგოსეპტი 10 მგ კომპრესირებული საწუწნი ტაბლეტი მიიღება დაუყოვნებლივ ჭამის შემდეგ (15-30 წუთი); მიღებიდან 2-3 საათის განმავლობაში რეკომენდებულია საკვებისა და სასმელის მოხმარების თავიდან აცილება. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას. თუ სიმპტომები ნარჩუნდება, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს.
თუ თქვენ გამოიყენებთ იმაზე მეტ ფარინგოსეპტს 10 მგ, ვიდრე საჭიროა
თუ თქვენ მიიღეთ რეკომენდებულზე მეტი რაოდენობის კომპრესირებული საწუწნი ტაბლეტები, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ფარინგოსეპტი 10 მგ დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.
ამბაზონის ანტიდოტი არ არსებობს. თუ თქვენ მიიღეთ ფარინგოსეპტის 10 მგ ძალიან მაღალი დოზა, რეკომენდებულია ღებინების სტიმულირება და/ან კუჭის ამორეცხვა.
თუ დაგავიწყდათ ფარინგოსეპტის 10 მგ გამოყენება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპესნირების მიზნით. მიიღეთ შემდგომი დოზა დანიშნულ დროს.
თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
გვერდითი მოვლენები არ დაფიქსირებულა.
თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი გაუარესდება ან შენიშნავთ რაიმე გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში, გთხოვთ, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
5. როგორ ინახება ფარინგოსეპტი 10 მგ
ეს პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე ან ბლისტერზე „EXP“-ის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ნიშნავს მითითებული თვის ბოლო დღეს.
ინახება 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში.
არ გადააგდოთ პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
6. დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს ფარინგოსეპტი 10 მგ
- აქტიური ნივთიერება არის ამბაზონის მონოჰიდრატი. თითოეული საწუწნი ტაბლეტი შეიცავს 10 მგ ამბაზონის მონოჰიდრატს.
- სხვა კომპონენტებია: შაქარი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, კაკაო, პოვიდონი K 30, სტეარინის მჟავა, ვანილინი.
ფარინგოსეპტის 10 მგ გარეგნული აღწერა და შეფუთვის შიგთავსი
ფარინგოსეპტი 10 მგ კომპრესირებული საწუწუნი ტაბლეტები არის ცილინდრული საწუწუნი ტაბლეტები, ბრტყელი, კიდეებით, ყავისფერი პიგმენტური ზედაპირით.
ყუთი შეიცავს ერთ ალ/პვქ-პე-პვდქ გამჭვირვალე, უფერო ბლისტერს 10 კომპრესირებული ტაბლეტით.
ყუთი შეიცავს ერთ ალ/პვქ-პე-პვდქ გამჭვირვალე, ყავისფერ ბლისტერს 10 კომპრესირებული ტაბლეტით.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III , გაიცემა რეცეპტის გარეშე
სავაჭრო ნებართვის No:
769/2008/01-02
სავაჭრო ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი
Terapia S.A.
ფაბრიციის ქ. N 124, კლუჩ ნაპოკა
რუმინეთი
ეს ფურცელი ბოლოს შესწორდა 2008 წელს .










