ფოსფალუგელი 20გ #26 პაკეტი
გააზიარე:
სარეკომენდაციო ვერსია
გამოყენების ინსტრუქცია
მომხმარებლისთვის განკუთვნილი ინფორმაცია
ფოსფალუგელი, პერორალური სუსპენზია პაკეტში
ალუმინის ფოსფატი
სანოფი (Sanofi)
|
მედიკამენტის მიღებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ეს ანოტაცია, რადგან შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას. ამ მედიკამენტის მიღებისას ყოველთვის ზედმიწევნით უნდა დაიცვათ წინამდებარე ანოტაციაში მოცემული ან თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მიერ მოწოდებული ინფორმაცია.
|
რას შეიცავს ანოტაცია ?
1. რა არის ფოსფალუგელი, პერორალური სუსპენზია პაკეტში და რა შემთხვევაში გამოიყენება ?
2. რა უნდა ვიცოდეთ ფოსფალუგელი, პერორალური სუსპენზია პაკეტში მიღებამდე ?
3. როგორ მივიღოთ ფოსფალუგელი, პერორალური სუსპენზია პაკეტში ?
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები.
5. როგორ შევინახოთ ფოსფალუგელი, პერორალური სუსპენზია პაკეტში ?
6. შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია.
1. რა არის ფოსფალუგელი, პერორალური სუსპენზია პაკეტში და რა შემთხვევაში გამოიყენება?
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტაციდური საშუალება - ATC კოდი: A02 AB03.
ეს მედიკამენტი არის ანტაციდური საშუალება. ამცირებს კუჭის მჟავიანობას.
ეს მედიკამენტი რეკომენდებულია კუჭის ან საყლაპავის ტკივილის, წვის ან მაღალი მჟავიანობის დროს.
2 . რა უნდა ვიცოდეთ ფოსფალუგელი, პერორალური სუსპენზია პაკეტში მიღებამდე ?
თუ ექიმმა გითხრათ, რომ აუტანლობა გაქვთ შაქრის გარკვეული სახეობის მიმართ, მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ მას.
არასდროს მიიღოთ ფოსფალუგელი, პერორალური სუსპენზია პაკეტში:
- თუ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) ხართ აქტიური ნივთიერების ან მედიკამენტის შემადგენელი რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ, რომელიც მითითებულია მე-6 პუნქტში.
- თირკმლების სერიოზული პრობლემები.
დაეჭვების შემთხვევაში, აუცილებლად უნდა მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები
ფოსფალუგელი, პერორალური სუსპენზია პაკეტში მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ფოსფალუგელი, პერორალური სუსპენზია პაკეტში მიღებისას გაითვალისწინეთ შემდეგი:
სიფრთხილის ზომები:
მედიკამენტის თითო პაკეტი შეიცავს 4,3 გ სორბიტოლს და შეუძლია გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის დისკომფორტი და მსუბუქი ფაღარათი (დიარეა).
კალორიული ღირებულება 2,6 კკალ/გ სორბიტოლი.
სორბიტოლი ფრუქტოზის წყაროა. თუ ექიმმა გითხრათ, რომ აუტანლობა გაქვთ შაქრების გარკვეული სახეობის მიმართ ან გაქვთ ფრუქტოზის მემკვიდრეობითი აუტანლობა (HFI), იშვიათი გენეტიკური დაავადება, რომელიც ხასიათდება ფრუქტოზის დაშლის უუნარობით, მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან არ მიიღოთ მედიკამენტი.
თუ პრობლემები არ ალაგდა 7 დღის განმავლობაში, მიმართეთ თქვენს ექიმს.
თუ ტკივილებს თან ახლავს ცხელება ან პირღებინება, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.
სიფრთხილის ზომები მიღებისას
ანტაციდურ საშუალებებს შეუძლიათ შეამცირონ ზოგიერთი მედიკამენტის მოქმედება, ყოველთვის უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ რომელიმე სხვა მედიკამენტს.
სიფრთხილის მიზნით, არასდროს მიიღოთ ანტაციდური საშუალება სხვა მედიკამენტთან ერთად, ეს სხვა მედიკამენტი მიღებულ უნდა იქნას ანტაციდური საშუალების მიღებამდე გარკვეული შუალედით (მაგალითად 2 საათით ადრე).
არასდროს დატოვოთ ბავშვებისთვის ხელმისაწვდომ ადგილას.
რაიმე სახით დაეჭვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
სხვა მედიკამენტები და ფოსფალუგელი, პერორალური სუსპენზია პაკეტში
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლახან იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ ნებისმიერი სხვა მედიკამენტი.
ორსულობა და ლაქტაცია
ეს მედიკამენტი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.
ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ ხართ ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, ფიქრობთ რომ შესაძლოა ორსულად ხართ ან აპირებთ დაორსულებას, ამ მედიკამენტის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ფოსფალუგელი, პერორალური სუსპენზია პაკეტში შეიცავს სორბიტოლს.
3. როგორ მივიღოთ ფოსფალუგელი, პერორალური სუსპენზია პაკეტში ?
დოზირება და მიღების წესი
მედიკამენტი მიიღება ტკივილის დროს ან ექიმის დანიშნულებისამებრ, ძირითადად, 1 - 2 პაკეტი, დღეში 2-3 ჯერ, პერორალური გზით.
მკურნალობის ხანგრძლივობა
მიღებული დოზა არ უნდა აღემატებოდეს დღეში 6 პაკეტს, თუ ეს დოზა თქვენთვის საკმარისი არ არის, მიმართეთ თქვენს ექიმს.
ყოველთვის დაიცავით თქვენი ექიმის მიერ გამოწერილი დოზები, რაიმე სახით დაეჭვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ამ ფარმაცევტს.
ამ მედიკამენტის მიღებისას ყოველთვის ზედმიწევნით დაიცავით ანოტაციაში არსებული ინსტრუქციები ან თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მითითებები, რაიმე სახით დაეჭვების შემთხვევაში გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ფოსფალუგელი, პერორალური სუსპენზია პაკეტში.
დოზის გადაჭარბებამ შესაძლოა გამოიწვიოს ყაბზობა ან ნაწლავთა გაუვალობა. ჭარბი დოზირების შედეგები განსაკუთრებით ვლინდება თირკმელების უკმარისობის მქონე პირებში.
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ფოსფალუგელი, პერორალური სუსპენზია პაკეტში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცვეტს.
თუ დაგავიწყდათ ფოსფალუგელი, პერორალური სუსპენზია პაკეტში მიღება.
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ.
მედიკამენტის მიღებასთან დაკავშირებით სხვა შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს,
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები.
სხვა მედიკამენტების მსგავსად, შესაძლოა ამ მედიკამენტსაც ჰქონდეს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისისნი ყოველთვის ყველასთან არ ვლინდება.
- ყაბზობა
ინფორმაციის მიწოდება გვერდითი მოვლენების შესახებ.
რაიმე სახის გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ვრცელდება იმ გვერდით მოვლენებზე, რომლებიც წინამდებარე ანოტაციაში ნახსენები არ არის. გვერდითი მოვლენების შესახებ ასევე შეგიძლიათ პირდაპირ განაცხადოთ გაცხადების ეროვნული სისტემის მეშვეობით: ჯანმრთელობის პროდუქტების უსაფრთხოების სააგენტო (ANSM) და ფარმაკო-მეთვალყურეობის რეგიონალური ცენტრების ქსელი, ვებ გვერდი: www.signalement-sante.gouv.fr
გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით ხელს შეუწყობთ მეტი ინფორმაციის გავრცელებას ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ.
5. როგორ შევინახოთ ფოსფალუგელი, პერორალური სუსპენზია პაკეტში ?
მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ მედიკამენტი ეტიკეტზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
არცერთი მედიკამენტი ჩააგდოთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ფარმაცევტს ჰკითხეთ, როგორ მოიშოროთ ის მედიკამენტი, რომელსაც აღარ იყენებთ. ამ ზომებით ხელს შეუწყობთ გარემოს დაცვას.
6. შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია.
ფოსფალუგელი, პერორალური სუსპენზია პაკეტში შემადგენლობა
- · აქტიური ნივთიერება არის:
კოლოიდური ალუმინის ფოსფატის გელი 20 % --------------------------------------------------------12,380 გ
ერთი პაკეტისთვის
- · სხვა კომპონენტებია:
კალციუმის სულფატის დიჰიდრატი, პექტინი, აგარ-აგარი 800, ფორთოხლის არომატი*, კალიუმის სორბატი, 70% არაკრისტალიზებადი სორბიტოლის სიროფი, გამოხდილი წყალი.
*ფორთოხლის არომატის შემადგენლობა: მწარე ფორთოხლის ესენციის ალკოჰოლატები, მწარე ფორთოხლის ესენციის ალკოჰოლის ექსტრაქტი, ზეთები, ტკბილი ფორთოხლის ტერპენის ეთერზეთები, მწარე ფორთოხლის ტერპენის ეთერზეთები, ეთილის სპირტი.
რა არის ფოსფალუგელი, პერორალური სუსპენზია პაკეტში და გარე შეფუთვის შიგთავსი.
მედიკამენტი წარმოდგენილია პერორალური სუსპენზიის სახით 20გრ პაკეტში; კოლოფში 26 პაკეტი.
გაყიდვის ლიცენზიის მფლობელი
OPELLA HEALTHCARE FRANCE SAS
შარლ დე გოლის გამზირი №157
92200 ნეი-სურ-სენი, საფრანგეთი
მედიკამენტთან დაკავშირებით რაიმე შეკითხვის არსებობის შემთხვევაში, ან გვერდითი მოვლენების შეტყობინების მიზნით, ეწვიეთ ვებ გვერდს www.sanofi.fr ან დაგვიკავშირდით შემდეგ უფასო ნომერზე: 0 801 907 577
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი
PHARMATIS
ZA EST N°1
60190 ესტრე-სენ-დენი
წინამდებარე ანოტაციაში ბოლო ცვლილებების შეტანის თარიღი: 2023 წლის ივლისი/ვერსია 1.
მედიკამენტის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ჯანმრთელობის პროდუქტების უსაფრთხოების სააგენტო (ANSM) (საფრანგეთი) ვებ გვერდზე.










