თურმანიძე პლუსი40გ ნაწოლ.მალ
გააზიარე:
„თურმანიძე + მალამო ნაწოლებისთვის“
პარასამკურნალო საშუალება
ქსოვილთა რეგენერაციის ხელშემწყობი პრეპარატი ადგილობრივი გამოყენებისათვის.
შემადგენლობა: ფიჭვის ფისი, ფუტკრის ცვილი, მზესუმზირის ზეთი.
ჩვენება : გამოიყენება კომბინირებულ თერაპიაში, როგორც დამხმარე საშუალება , სხეულის სხვადასხვა მიდამოში განვითარებული ჭრილობების-ნაწოლების მკურნალობის დროს.
უკუჩვენება : არ არის დადგენილი.
არ იწვევს ალერგიული რეაქციების განვითარებას.
გამოყენების წესი : დაზიანებული ზედაპირის-ნაწოლის სათანადო დამუშავების შემდეგ, საჭიროა სამფენა დოლბანდზე თხლად წასმული მალამოს დადება, დღეში ორჯერ.
განსაკუთრებული მითითებები : ბავშვებში, ორსულ და ლაქტაციის პერიოდში მყოფ ქალებში და ხანდაზმული ასაკის პაციენტებში უკუჩვენება არ გამოვლენილა.
ზემოქმედება ავტომობილისა და პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის უნარზე: არ ახასიათებს.
შესაძლო გვერდითი მოვლენები: არ არის დადგენილი.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა : 30 ან 40გ მალამო მოთავსებულია პოლიმერული მასალის კონტეინერში.
ვიზუალურად დათვალიერებით აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.
ვარგისიანობის ვადა : 5 წელი.
შენახვის წესი: ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ, მშრალ ადგილას არაუმეტეს +250C ტემპერატურის პირობებში.
გაცემის წესი: გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი : შ.პ.ს ,,თურმანიძე პლიუსი’’










