ეზაფოსფინა 5გ+50მლ გამხს #1ფლ

ეზაფოსფინა 5გ+50მლ გამხს #1ფლ

79.59 ლარი 57.30 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
ქვეყანა: იტალია
მწარმოებელი: ბიომედიკა ** იტალია
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ფრუქტოზა 1.6 დიფოსფატი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 48274
გააზიარე:

ეზაფოსფინა 5გ/50მლ 1 ფლაკონი

საერთაშორი სოდასახელება
ფრუქტოზა 1,6 დიფოსფატი.

გამოშვების ფორმა
0,5გ/10მლ ფხვნილი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №4 და 10მლ გამხსნელი ფლაკონი №4.
5გ/50მლ 5გ ფხვნილი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №4 და 10მლ გამხსნელი ფლაკონი №4.
10გ/100მლ საინფუზიო ხსნარი 100მლ ფლაკონი №1.

შემადგენლობა
ერთი ფლაკონი შეიცავს
0,5/10მლ ფხვნილი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი

აქტიური ნივთიერება: D-ფრუქტოზა 1,6 დიფოსფატი, რომელიც ეკვივალენტურია 0,375გ D-ფრუქტოზა-1,6 დიფოსფორის მჟავის.
გახსნილი ხსნარი შეიცავს: 50მგ/მლ D-ფრუქტოზა-1,6 დიფოსფატს.
5/50მლ 5ფხვნილისაინფუზიოხსნარისმოსამზადებლადფლაკონი
აქტიური ნივთიერება: D-ფრუქტოზა 1,6 დიფოსფატი 5გ, რომელიც ეკვივალენტურია 3,75გ D-ფრუქტოზა-1,6 დიფოსფორის მჟავის.
გახსნილი ხსნარი შეიცავს: 100მგ/მლ D-ფრუქტოზა-1,6 დიფოსფატს.
10/100მლსაინფუზიოხსნარი

აქტიური ნივთიერება: D-ფრუქტოზა 1,6 დიფოსფატი 10გ, რომელიც ეკვივალენტურია 7,5გ D-ფრუქტოზა-1,6 დიფოსფორის მჟავის; რაც თავის მხრივ ეკვივალენტურია 0.47 მკგ/მლ ფოსფორის

დახასიაება
კრისტალური, ჰიდროსკოპიული ფხვნილი მოთეთრო-მოყვითალო შეფერილობის.
გახსნილი ხსნარი - გაუმჭირვალე ან ღია ყვითელი შეფერილობის.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი
მეტაბოლური საშუალება. დეტოქსიკაციური საშუალება.

ფარმაცევტულ იფორმა
- ფხვნილი და გამხსნელი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად.
- ხსნარი ინფუზიისათვის.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოკინეტიკა
მედიკამენტის ინტრავენური მიღებიდან დოზით 250 მგ/კგ, 5 წუთში სისხლის პლაზმაში პრეპარატის კონცენტრაცია შეადგენს 770 მლ/ლ. ინტრავენური შეყვანიდან 80 წუთის შემდეგ სისხლის პლაზმაში მედიკამენტის კონცენტრაციის მატება არ აღინიშნება.

ფარმაკო დინამიკა
ფოსფატი წარმოადგენს უჯრედშიდა სითხის მთავარ ანიონს. პლაზმაში იგი იმყოფება ორგანული და არაორგანული ფორმით, როგორც ფოსფოლიპიდის, ფერმენტული კოფაქტორისა და ნუკლეინის მჟავის ძირითადი შემადგენელი. ფოსფატი მთავარ როლს თამაშობს სხვადასხვა ფიზიოლოგიურ პროცესებში, რამდენადაც იგი მონაწილეობს, მაგალითად, მაღალენერგეტიკული კავშირების შენებაში (ატფ), ჟანგბადის ქსოვილებამდე ტრანსპორტირებაში (2,3 დიფოსფოგლიცერატი), გლიკოლიზის რეგულაციაში, პლაზმისა და შარდის pH-ის რეგულაციაში. ზრდასრულებში ფოსფატის შემცველობა მერყეობს 0.8 დან 1.5 მმოლ/ლ-მდე.
ჰიპოფოსფატემია ხშირად გვხვდება სხვადასხვა ფართოდ გავრცელებულ მწვავე და ქრონიკულ კლინიკურ სიტუაციებში, როგორიცაა ალკოჰოლიზმი და ალკოჰოლური აბსტინენცია. ფოსფატის ხანგრძლივი გამოყენება სავალდებულოა ანტაციდების ხანგრძლივი მიღების დროს, მწვავე და მძიმე დამწვრობისას, დიაბეტური კეტოაციდოზის დროს, რესპირატორული ალკალოზისას, ქირურგიული ჩარევის შემდეგ, ჰიპერპარათირეოზისას, ვიტამინი D-ს დეფიციტის დროს. კვლევებით დადგენილია, რომ პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებათ ჰიპოფოსფატემიით გამოწვეული ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები სუნთქვის უკმარისობით, ორგანიზმში ფოსფატის შეყვანის შემდეგ ხდება სასუნთქი გზების კუნთების მუშაობის გაუმჯობესება. მძიმე ფოსფატემია ასევე ხშირად გვხვდება პაციენტებში, რომლებიც ხანგრძლივად იმყოფებიან პარენტერალურ კვებაზე.
ჰიპოფოსფატემიის კლინიკური ნიშნებია: პარესთეზია, კუნთოვანი ჰიპოტონია და ჰიპერვინტილაცია, განსაკუთრებით ვლინდება  ფოსფატის სერიოზული დეფიციტის დროს. ფოსფატური დეფიციტის დროს მკაფიო კლინიკური ნიშნების არარსებობისას, შესაძლოა რამდენიმე მეტაბოლური ფუნქცია იყოს დაზიანებული. ასევე კვლევებით დადასტურებულია, რომ ფოსფორის ადეკვატური მოხმარება მნიშვნელოვან პირობას  წარმოადგენს პარენტერალური კვების დროს ამინომჟავებისა და ნახშირწყლების ათვისებისათვის. ორგანული ფოსფატის, როგორიცაა ფრუქტოზა-1,6-დიფოსფატი, ორგანიზმში შეყვანა, საშუალებას იძლევა სწრაფად მოხდეს პლაზმაში ფოსფატის დონის აღდგენა. ბიოქიმიური კვლევებით დადგინდა რომ FDP ფარმაკოლოგიური დოზებით მოქმედებს უჯრედის მემბრანაზე, აადვილებს უჯრედის მიერ ცირკულირებადი კალიუმის ათვისებას.
პარენტერალური კვების დროს, ფრუქტოზა-1,6-დიფოსფატის შეთავსება კათიონებთან, განსაკუთრებით კალციუმის იონებთან, უფრო ეფექტურია, ვიდრე არაორგანული ფოსფატის შემთხვევაში.

ჩვენება
- დადასტურებული ჰიპოფოსფატემია.

მიღების წესი და დოზირება
ეზოფოსფინას ხსნარი შეყავთ ინტრავენულად, არაუმეტეს10მლ/წმ სიჩქარით.
ხსნარისმომზადება: ლიოფილიზებულ ფხვნილს აზავებენ 50მლ გამოხდილ წყალში ფლაკონიდან.
დაავადების სიმძიმიდან გამომდინარე რეკომენდებული დოზები შეადგენს 70მგ/კგ-დან 160 მგ/კგ-მდე. როგორც წესი, ზრდასრულებში 1-2 ფლაკონი. მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენს 250 მგ/კგ სხეულის მასაზე. გამზადებული ხსნარი გამოყენებული უნდა იქნას ერთჯერზე, ნარჩენის გამოყენება ხელმეორედ დაუშვებელია.
დოზა უნდა განისაზღვროს ჰიპოფოსფატემიის ხარისხის მიხედვით. პაციენტებს, რომელთაც გადატანილი აქვთ პარენტერალური კვება, დოზა შერჩეული უნდა იქნას ფოსფორის დღიური ნორმიდან გამომდინარე. მაღალი დღიური დოზების შემთხვევაში, სასურველია დოზის ორად გაყოფა.  ბავშვებში, დოზა ასევე უნდა შეირჩეს სხეულის მასის მიხედვით
უკუჩვენებები
მემკვიდრეობითი ფრუქტოზის აუტანლობა (HFI), ჰიპერფოსფატემია, თირკმლის უკმარისობა, ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებების მიმართ.

სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ინფუზიის დროს შესაძლოა ტკივილი და ადგილობრივი გაღიზიანება. პაციენტებს, რომელთაც კრეატინის კლირენსი 50 მლ/წთ-ზე დაბალი აქვთ, მიზანშეწონილია პლაზმაში ფოსფატის დონის კონტროლი, ხოლო საჭიროების შემთხვევაში დოზის განახევრება.

ხსნარი არ უნდა იქნას გამოყენებული, თუ ის არ არის სრულიად გამჭვირვალე.

ურთიერთქმედებასხვასამკურნალოსაშუალებებთან
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება დაფიქსირებული არ არის.
ეზაფოსფინა არ გამოიყენება იმ მედიკამენტებთან ერთად, რომელთა აბსორბციისათვის საჭიროა pH 3.5-დან 5.8-მდე; ასევე მედიკამენტებთან, რომლებიც შეიცავენ კალციუმის მარილების მაღალ დონეს და შუშხუნა მედიკამენტებთან

ტრანსპორტისმართვა
ეზაფოსფინა არ ახდენს ან უმნიშვნელოდ მოქმედებს ავტომობილისა და სხვა ტექნიკური საშუალებების მართვის უნარზე.

ჭარბიდოზირება
ჭარბი დოზირების შემთხვევები არ არის დაფიქსირებული.
თეორიულად შესაძლებელია ჭარბი დოზირების შემთხვევაში განვითარდეს ჰიპერფოსფატემია, რამაც თავის მხრივ, შესაძლოა, გამოიწვიოს ჰიპოკალცემია.
ასეთ შემთხვევაში აუცილებელია მკურნალობის შეწყვეტა და ელექტროლიტური დისბალანსის კორექცია.
მკურნალობა: სიმპტომური.

ორსულობა და ლაქტაცია

კლინიკური კვლევებით არ არის დადგენილი ეზაფოსფინას მავნე ზემოქმედება ორსულობის პერიოდში (არ ახდენს მავნე ზეგავლენას ემბრიონის ჩამოყალიბებაზე), ასევე არ არის უკუნაჩვენები ლაქტაციის დროს.

შენახვისპირობები

შეინახეთ არა უმეტეს 25°С ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილზე.

შენახვისვადები
ეზაფოსფინა 0.5 გ/10 მლ ფხვნილი და გამხსნელი საინფუზიო ხსნარი - 5 წელი.

ეზაფოსფინა 5 გ/50 მლ ფხვნილი და გამხსნელი საინფუზიო ხსნარი - 5 წელი.
ეზაფოსფინა 10 გ/100 მლ საინფუზიო ხსნარი - 2 წელი.
ზემოთ მითითებული შენახვის ვადები ეხება დაუზიანებელ შეფუთვას.
გახსნილი ხსნარი სტაბილურია მინიმუმ 24 საათის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე.

არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდანგაცემისწესი
გაიცემა მხოლოდ რეცეპტით.

მწარმოებელი
ბიომედიკა ფოსკამა ქიმიო-ფარმაკოლოგიური ინდუსტრია შ.პ.A.

იტალია (ბიომედიკა ფოსცამა ინდუსტრია ჩიმიცო-ფარმაცეუტიცა).

 

საიტზე მითითებული მარაგების შესახებ ინფორმაცია ცვალებადია, რეკომენდებულია ისარგებლოთ ონლაინ აფთიაქით

თბილისი (52 აფთიაქი)

ავერსი 3
ა.ყაზბეგის გამზ. №5
ვადა: 2026-12-01
ავერსი 19
ვაჟა-ფშაველას გამზ. კვარტ. III, კორპ.№9
ვადა: 2026-12-01
ავერსი 21 (24სთ)
ვაჟა-ფშაველას გამზ. №39
ვადა: 2026-12-01
ავერსი 33
პეკინის გამზ. №45
ვადა: 2026-12-01
ავერსი 34 (24სთ)
ცინცაძის. №1
ვადა: 2026-12-01
ავერსი 39
ბახტრიონის ქ. №20
ვადა: 2026-12-01
ავერსი 41
ა.ყაზბეგის გამზ. №8
ვადა: 2026-12-01
ავერსი 46
ნუცუბიძის ქ. №179
ვადა: 2026-12-01
ავერსი 65
დოლიძის ქ N24 / ბალანჩივაძის N17
ვადა: 2026-12-01
ავერსი 89
ვაჟა-ფშაველას გამზ. №27ბ.
ვადა: 2026-12-01
ავერსი 91 (24სთ)
ვაჟა-ფშაველას გამზ. №27ბ
ვადა: 2026-12-01
ავერსი 94
ცინცაძის ქ. №9
ვადა: 2026-12-01
ავერსი 120
ვაჟა ფშაველას N6
ვადა: 2026-12-01
ავერსი 150
ვაჟა–ფშაველას მეოთხე კვარტალი, პირველი კორპუსის მიმდებარედ
ვადა: 2026-12-01
ავერსი 153
ა.ყაზბეგის გამზ. №16
ვადა: 2026-12-01
ავერსი 154
პ.ასლანიდის №3/ ბერბუკის №8
ვადა: 2026-12-01
ავერსი 160
ნუცუბიძის II მკრ, I კვარტალი, №3დ
ვადა: 2026-12-01
ავერსი 172
ტაშკენტის ქ. N27
ვადა: 2026-12-01
ავერსი 181
მ.მაჭავარიანის ქ.#65(ვაშლიჯვარი)
ვადა: 2026-12-01
ავერსი 187
სიმონ კანდელაკის 59
ვადა: 2026-12-01