აქვა მარის პლუსი 30მლ ცხ/აეროზ
გააზიარე:
აქვა მარის პლიუსი ცხვირის 30 მლ სპრეი
სავაჭრო სახელი: აქვა მარისი.
ფარმაცევტული ფორმა
დოზირებული ნაზალური სპრეი 30მლ, ნაზალური წვეთები ბავშვებისთვის 10მლ.
აღწერა
უფერო, უსუნო გამჭვირველე სითხე.
შემადგენლობა:
100მლ ხსნარი შეიცავს ადრიატიკის ზღვის 30მლ წყალს ნატურალური მიკროელემენტებით, გასუფთავებული წყალს 70მლ.
არ შეიცავს კონსერვანტებს.
არსებული იონები:
Na+ - მინიმალური შემცველობა 2.50მგ/მლ
Ca2+ - მინიმალური შემცველობა 0.08მგ/მლ
Mg2+ - მინიმალური შემცველობა 0.35მგ/მლ
Cl- - მინიმალური შემცველობა 5.50მგ/მლ
SO42- - მინიმალური შემცველობა 0.60მგ/მლ
HCO3- - მინიმალური შემცველობა 0.03მგ/მლ.
ფარმაკოლოგიურიჯგუფი
ანტიკონგესტიური (ცხვირის დაცობის) საწინააღმდეგო.
ფარმაკოლოგიურიმოქმედება
გასტერილებული, იზოტონური ზღვის წყალი, რომელიც ხელს უწყობს ცხვირის ლორწოვანი გარსის ნორმალური ფიზიოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნებას. პრეპარატი ხელს უწყობს ლორწოს გათხიერებას და ლორწოვანი გარსის უჯრედებში მისი გამომუშავების ნორმალიზებას.
პრეპარატში შემავალი მიკროელემენტები აუმჯობესებს მოციმციმე ეპითელიუმის ფუნქციას, რაც აძლიერებს ლორწოვანი გარსის წინააღმდეგობის უნარს ავადმყოფობის გამომწვევი ბაქტერიების და ვირუსების წინააღმდეგ.
ალერგიული და ვაზომოტორული რინიტების დროს პრეპარატი ხელს უწყობს ალერგენების და ჰეპტანების ჩამორეცხვა-მოცილებას ცხვირის ლორწოვანი გარსიდან, სინუსიდან და ამცირებს ადგილობრივ ანთებით პროცესებს.
აქვა მარისი გამოიყენება ჰიგიენური მიზნებით, ხელს უწყობს ლორწოვანი გარსის გასუფთავებას ქუჩის და ოთახის მტვერისგან.
ჩვენება
- ცხვირის, სინუსის და ყელ-ცხვირის მწვავე და ქრონიკული ანთებითი პროცესების დროს;
- ბავშვებისთვის, რომლებსაც აწუხებთ ადენოიდები;
- ცხვირის ღრუში ჩატარებული ოპერაციების შემდეგ;
- ალერგიული და ვაზომოტორული რინიტების დროს (განსაკუთრებით იმ პირებს, რომლებიც განწყობილი არიან ან აწუხებთ მაღალი მრძნობელობა სამკურნალო პრეპარატების მიმართ, მათ შორის ორსულ ქალებს ლაქტაციის პერიოდში);
- შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ინფექციების პროფილაქტიკისთვის ცხვირის ღრუში (მათ შორის ორსულ ქალებს ლაქტაციის პერიოდში);
- პაციენტებს, რომლებსაც აწუხებთ ცხვირის ღრუს სიმშრალე, აგრეთვე პირებს, რომლებიც ცხოვრობენ და მუშაობენ შენობებში კონდიცირებული ჰაერით და/ან ცენტრალური გათბობით, რათა შენარჩუნებული იყოს ცხვირის ლორწოვანი გარსის მახასიათებლები შეცვლილ მიკროკლიმატურ პირობებში;
- პირებს, რომელთა ზედა სასუნთქი გზების გარსი მუდმივად მავნე ზემოქმედების ქვეშ არის (მწეველები, ავტოტრანპორტის მძღოლები, პირები, რომლებიც მუშაობენ ცხელ და მტვრიან საამქროებში, აგრეთვე მათთვის ვინც მუშაობს მძიმე კლიმატურ პირობებში).
გამოყენებისწესიდადოზირება
მკურნალობის მიზნით
აქვა მარისი 10მლ წვეთები ბავშვებისთვის:
- ბავშვებს დაბადების დღიდან: 4-ჯერ დღეში 2 წვეთი თითოეულ ნესტოში;
აქვა მარისი 30მლ დოზირებული ნოზალური სპრეი:
- ბავშვებს 1 წლიდან 7 წლამდე: 4-ჯერ დღეში ორი შესხურება თითოეულ ნესტოში;
- ბავშვებს 7-16 წლამდე: 4-6-ჯერ დღეში ორი შესხურება თითოეულ ნესტოში;
- ზრდასრულებს: 4-8-ჯერ დღეში ორი-სამი შესხურება თითოეულ ნესტოში.
მკურნალობის კურსი ყველა შემთხვევაში არის 2-4 კვირა (მკურნალი ექიმის შეხედულების მიხედვით). რეკომენდებულია კურსის გამეორება ერთი თვის შემდეგ.
ჰიგიენური მიზნებით:
აქვა მარისი 10მლ წვეთები ბავშვებისთვის:
- ტუალეტის ჩატარების მიზნით, ბავშვებს დაბადების დღიდან აქვა მარისის წვეთები 2-3-ჯერ დღეში 1-2 წვეთი თითოეულ ნესტოში;
აქვა მარისი 30მლ დოზირებული ნოზალური სპრეი:
- ბავშვებს 1 წლიდან 7 წლამდე: 1-3-ჯერ დღეში ერთი-ორი შესხურება თითოეულ ნესტოში;
- ბავშვებს 7-16 წლამდე 2-4-ჯერ დღეში ორი შესხურება თითოეულ ნესტოში;
- ზრდასრულებს: 3-6-ჯერ დღეში ორი-სამი შესხურება თითოეულ ნესტოში.
დაბინძურებული გროვების და ცხვირის გამონაყოფის დასარბილებლად და მოსაცილებლად:
- აქვა მარისს შეისხურებენ ან იწვეთებენ თითოეულ ნესტოში იმდენს, რამდენსაც მოთხოვს გარემოება. ჭარბი სითხე მოიცილეთ ბამბით ან ცხვირსახოცით. პროცედურის განმეორება შესაძლებელია მრავალჯერადად მანამ, სანამ დამაბინძურებელი ნაწილაკების გროვები არ დარბილდება და არ იქნება გამოდევნილი.
გვერდითიეფექტები
შესაძლებელია ალერგიული რეაქციების განვითარება.
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ, 1 წლამდე ბავშვთა ასაკი (ნაზალური დოზირებული სპრეისთვის).
ურთიერთქმედებასხვასამკურნალოპრეპარატებთან
რადგან პრეპარატს არ გააჩნია სისტემური მოქმედება ორგანიზმზე, ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან არ არის აღნიშნული. შესაძლებელი მისი გამოყენება სურდოს სამკურნალო სხვა პრეპარატებთან,
განსაკუთრებულიმითითებები
ახალშობილებში, შუა ყურის ინფიცირების რისკის პრევენციის მიზნით, ცხვირის ღრუში ხსნარი ჩაიწვეთება სიფრთხილით ფლაკონზე მინიმალური დაჭერით.
ჭარბიდოზირება
ჭარბი დოზირების შემთხვევები არ არის აღნიშნული.
გამოშვებისფორმა
ნაზალური დოზირებული სპრეი. 30 მლ მოცულობის შუშის ფლაკონი მექანიკური გამფრქვევით, შეიცავს არანაკლებ 200 დოზას, მოთავსებულია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
ცხვირის წვეთები ბავშვებისთვის. 10მლ მოცულობის პლასტიკური ფლაკონი, მოთავსებული მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
შენახვისპირობები
ინახება 25°C-მდე ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობისვადა
2 წელი მომზადებიდან. არ გამოიყენოთ ვადის გასვლის შემდეგ. გამოიყენეთ ფლაკონის გახსნიდან 45 დღის განმავლობაში.
აფთიაქიდანგაცემისწესი
გაიცემა ურეცეპტოდ.










