ეგოლანზა 10მგ #28ტ

ეგოლანზა 10მგ #28ტ

71.53 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ნეიროლეპტიკები
ქვეყანა: უნგრეთი
მწარმოებელი: ეგისი
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ოლანზაპინი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 47723
გააზიარე:

ეგოლანზა®

გარსით დაფარული ტაბლეტები
5მგ7,5 მგ, 10 მგ, 15მგ, 20მგ
(ოლანზაპინი)

მთლიანად და ყურადღებით წაიკითხეთ წინამდებარე ინსტრუქცია ამ პრეპარატის მიღების დაწყებამდე.

• შეინახეთ ეს ჩანართი-ფურცელი. შესაძლოა თქვენ დაგჭირდეთ ხელმეორედ მისი წაკითხვა.
• თუ გაგიჩნდებათ დამატებითი შეკითხვები, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს ან პირს, რომელიც გიწევთ დახმარებას.
• ეს სამკურალო საშუალება დანიშნულია თქვენთვის, ნუ გადასცემთ მას სხვა პირებს. მან შეიძლება ავნოთ მათ, დაავადების სიმპტომების მსგავსების მიუხედავად.
• რომელიმე გვერდითი ეფექტის აღნიშვნის, ან ისეთი გვერდითი ეფექტის აღნიშვნის შემთხვევაში, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე ინსტრუქციაში, შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს (იხ. ნაწილი 4).

წინამდებარე ჩანართი-ფურცელი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:

1. რას წარმოადგენს პრეპარატი ეგოლანზა გარსით დაფარული ტაბლეტები და რისთვის გამოიყენებენ მას
2. რისი ცოდნაა საჭირო პრეპარატის ეგოლანზა გარსით დაფარული ტაბლეტები გამოყენების დაწყებამდე
3. როგორ უნდა იქნას მიღებული პრეპარატი ეგოლანზა გარსით დაფარული ტაბლეტები
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
5. როგორ უნდა იქნას შენახული პრეპარატი ეგოლანზა გარსით დაფარული ტაბლეტები
6. ვარგისიანობის ვადა
7. აფთიაქიდან გაცემის პირობები
8. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია.

1. რას წარმოადგენს პრეპარატი ეგოლანზა გარსით დაფარული ტაბლეტები და რისთვის გამოიყენებენმას
ეგოლანზა მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებების ჯგუფს, რომელსაც ანტიფსიქოზური ეწოდება.
პრეპარატი ეგოლანზა გამოიყენება შიზოფრენიის სამკურნალოდ ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა არარსებული ვიზუალური სმენითი ან ტაქტილური შეგრძნებები, რომლებიც რეალურად არ არსებობს, ავადმყოფთა მცდარი წარმოდგენების, უჩვეულო ეჭვიანობის და განკერძოებულობის სამკურნალოდ. ასეთი დაავადების დროს ადამიანები შეიძლება იმყოფებოდნენ დეპრესიის, შიშის ან შფოთვის მდგომარეობაში.
პრეპარატი ეგოლანზა გამოიყენება მდგომარეობების სამკურნალოდ, რომელთათვის დამახასიათებელია ისეთი სიმპტომები, როგორიცაა გადამეტებული ამაღლებული განწყობილება, ენერგიის ნორმალურთან შედარებით ჭარბი მოზღვავება, ძილის მოთხოვნის შემცირება, მნიშვნელოვნად აჩქარებული საუბარი ერთი აზრიდან მეორეზე გადახტომით, ხანდახან გამოხატული გაღიზიანებადობით. პრეპარატი ასევე ასტაბილურებს განწყობას და ხელს უშლის შემდგომში განწყობის უკიდურესი ცვლილებების განმეორებას.

2. რისი ცოდნაა საჭირო პრეპარატის ეგოლანზა გარსით დაფარული ტაბლეტები გამოყენების დაწყებამდე
ნუ მიიღებთ პრეპარატს ეგოლანზა, გარსით დაფარული ტაბლეტები, შემდეგ შემთხვევებში:
• თუ გაქვთ ალერგია ოლანზაპინის (პრეპარატის მოქმედი ნივთიერების) ან პრეპარატის ეგოლანზა, გარსით დაფარული ტაბლეტები, მე-8 ნაწილში მოყვანილი ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ. ალერგიული რეაქცია შეიძლება გამოვლინდეს გამონაყარის, ქავილის, სახის, ტუჩების შეშუპების ან ქოშინის მიხედვით. თუ აღგენიშნებათ ეს სომპტომები, მიმართეთ ექიმს.
• თუ ადრე გაწუხებდათ თვალების დაავადებები, მაგალითად, გლაუკომის ზოგიერთი სახეობები (მომატებული თვალშიდა წნევა).

სიფრთხილის ზომები სამედიცინო გამოყენების წინ
პრეპარატის ეგოლანზა, გარსით დაფარული ტაბლეტები, გამოყენების დაწყების წინ ჩაიტარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან. ფარმაცევტთან ან პირთან, რომელიც გიწევთ დახმარებას.
ქვემოთ აღწერილ შემთხვევებში აუცილებლად შეატყობინეთ ექიმს, თუ ქვემოთ ჩამოთვლილი პუნქტებიდან რომელიმე გეხებათ თქვენ:
• ამ ტიპის სამკურნალო საშუალებამ შეიძლება გამოიწვიოს უჩვეულო მოძრაობები, ძირითადად სახის ან ენის. თუ პრეპარატ ეგოლანზას მიღების შემდეგ თქვენ აღგენიშნებათ ეს სიმპტომები, მიმართეთ ექიმს.
• ძალიან იშვიათ შემთხვევებში ამ ტიპის წამლები იწვევენ ცხელების, სუნთქვის გახშირების, ოფლიანობის, კუნთების შებოჭილობის, თვლემის და ძილიანობის კომბინაციას. თუ ეს მოხდება, აუცილებელია დაუყოვნებლივ ექიმთან მიმართვა.
• თუ თქვენ ან თქვენ ნათესავებს ადრე აღგენიშნებოდათ თრომბოზი (სისხლძარღვებში სისხლის კოლტების წარმოქმნა), რადგანაც ამ ტიპის პრეპარატებს შეუძლია სისხლძარღვების თრომბოზის გამოწვევა.
• პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ეგოლანზას, აღინიშნებოდა სხეულის მასის მომატება. თქვენ და თქვენმა მკურნალმა ექიმმა რეგულარულად უნდა გააკონტროლოთ თქვენი სხეულის მასა.
• პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ეგოლანზას, აღინიშნებოდა სისხლში შაქრის და ცხიმების (ტრიგლიცერიდების და ქოლესტერინის) დონის ზრდა. თქვენმა მკურნალმა ექიმმა რეგულარულად უნდა აკონტროლოს სისხლში შაქრის და ცხიმების დონე მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის დროს.
• არ არის რეკომენდირებული პრეპარატ ეგოლანზას გამოყენება ხანდაზმულ ადამიანებში დემენციით (გონებრივი უნარის გაუარესება), რადგანაც შეიძლეა გამოიწვიოს მძიმე გვერდითი რეაქციები.

თუ თქვენ გაწუხებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი დაავადებარაც შეიძლება სწრაფად შეატყობინეთ ამი სშესახებ ექიმს:
• დიაბეტი
• გულის დაავადება
• ღვიძლის ან თირკმელების დაავადება
• პარკინსონის დაავადება
• ეპილეფსია (კრუნჩხვითი შეტევები)
• წინამდებარე ჯირკვლის დაავადება
• ნაწლავთა გაუვალობა (პარალიზური)
• სისხლის დაავადებები
• ინსულტი ან მცირე ინსულტი (ინსულტის გარდამავალი სიმპტომებით).
თუ თქვენ გაწუხებთ დემენცია, თქვენ ან პირმა, რომელიც გიწევთ დახმარებას, ან თქვენმა ნათესავმა უნდა შეატყობინოთ ექიმს, გადაგიტინიათ თუ არა თქვენ ოდესმე ინსულტი ან “მცირე ინსულტი.
თუ თქვენ ხართ 65 წელზე უფროსი ასაკის პირი, ექიმი, უსაფრთხოების ჩვეულებრივი ზომების სახით, უნდა აკვირდებოდეს თქვენს არტერიულ წნევას.

ბავშვებიდა 18 წლამდე ასაკის მოზარდები
პრეპარატი ეგოლანზა არ არის განკუთვნილი 18 წელზე ახარგაზრდა ასაკის პაციენტებისთვის.

სხვა სამკურნალო საშუალებები და პრეპარატი ეგოლანზა გარსით დაფარული ტაბლეტები
შეატყობინეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს ნებისმიერი სამკურნალო საშუალებების შესახებ, რომლებსაც თქვენ იღებთ, ახლახან იღებდით ან გეგმავთ მიღებას, რეცეპტის გარეშე გაცემული პრეპარატების ჩათვლით.

პრეპარატით ეგოლანზა მკურნალობის კურსის დროს მიიღეთ სხვა სამკურნალო საშუალებები მხოლოდ ექიმის ნებართვით. პრეპარატ ეგოლანზას ერთდროულად მიღების შემთხვევაში ანტიდეპრესანტებთან ან წამლებთან, რომლებიც ხსნიან შფოთვას ან ხელს უწყობენ დაძინებას (ტრანკვილიზატორები), შეიძლება აღინიშნოს ძილიანობა.
შეატყობინეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ ღებულობთ შემდეგ სამკურნალო საშუალებებს:
• მედიკამეტები პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ
• ფლუვოქსამინი (ანტიდეპრესანტი) ან ციპროფლოქსაცინი (ანტიბიოტიკი), რადგანაც შეიძლება გაჩნდეს პრეპარატის ეგოლანზა დოზის ცვლილების აუცილებლობა.

პრეპარატის ეგოლანზა გარსით დაფარული ტაბეტები მიღება საკვებთან, სასმელებთან და ალკოჰოლთან ერთად
ნუ გამოიყენებთ სპირტიან სასმელებს პრეპარატით ეგოლანზა მკურნალობის დროს, ვინაიდან ალკოჰოლთან ამ პრეპარატის კომბინირებამ შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა.

ფერტილობაორსულობა და ძუძუთიკვება
თუ ხართ ორსულად, კვებავთ ძუძუთი, ვარაუდობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფატმაცევტს ამ პრეპარატის მიღების დაწყებამდე.

ორსულობა
ორსულობის დროს არ შეიძლება ამ პრეპარატის მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
ძუძუთი კვება
თქვენ არ უნდა მიიღოთ ეს პრეპარატი, რადგანაც პრეპარატ ეგოლანზას მცირე რაოდენობამ შეიძლება შეაღწიოს დედის რძეში.

ნებისმიერი სამკურნალო საშუალების მიღების წინ ჩაიტარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან, თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ.

ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
პრეპარატ ეგოლანზას მიღების დროს შეილება აღინიშნოს ძილიანობა. თუ ეს მოხდება, არ მართოთ სატრანსორტო საშუალებები და არ იმუშაოთ სახიფათო ინსტრუმენტებთან ან მექანიზმებთან. შეატყობინეთ ამის შესახებ ექიმს.

პრეპარატი ეგოლანზა გარსით დაფარული ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას
სამკურნალო პრეპარატი ეგოლანზა შეიცავს ლაქტოზას. თუ თქვენმა მკურნალმა ექიმმა გაცნობათ თქვენი აუტანლობის შესახებ ზოგიერთი შაქრების მიმართ, მიმართეთ მას ამ სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე.

3. როგორ უნდა იქნას მიღებული ეგოლანზა გარსით დაფარული ტაბლეტები
ყოველთვის მიიღეთ პრეპარატი ეგოლანზა მკაცრად ექიმის დანიშნულებით. თუ გაგიჩნდებათ რაიმე კითხვები, მიმართეთ ექიმს.
დოზირების რეჟიმი
თქვენი მკურნალი ექიმი გეტყვით, პრეპარატის ეგოლანზა გარსით დაფარული ტაბლეტების რამდენი რაოდენობა უნდა მიიღოთ თქვენ და რამდენი ხანი გაგრძელდება მკურნალობის კურსი. პრეპარატ ეგოლანზას დღიური დოზა შეადგენს 5-20 მგ-ს. ჩაიტარეთ კონსულტაცია ექიმთან, თუ დაავადების სიმპტომები ხელახლა აღინიშნება, მაგრამ არ შეწყვიტოთ პრეპარატ ეგოლანზას მიღება, სანამ თქვენი ექიმი არ შემოგთავაზებთ ამის გაკეთებას.

გამოყენების წესი
გარსით დაფარული ტაბლეტები შიგნით მისაღებად.
თქვენ უნდა მიიღოთ პრეპარატი ეგოლანზა დღეში ერთხელ ექიმის დანიშნულებისამებრ. ეცადეთ მიიღოთ ტაბლეტები ყოველდღე დაახლოებით ერთსა და იმავე დროს. პრეპარატის მიღება შეიძლება საკვების მიღების მიუხედავად. თქვენ უნდა გადაყლაპოთ ეგოლანზას ტაბლეტი მთლიანად წყლის დაყოლებით.
შეიძლება 5 მგ ეგოლანზას ტაბლეტის ორ თანაბარ დოზად გაყოფა.

თუ თქვენ მიიღეთ დანიშნულზე მეტი პრეპარატი ეგოლანზა გარსით დაფარული ტაბლეტები
პრეპარატ ეგოლანზას ჭარბი რაოდენობის მიღების შემდეგ შეიძლება აღინიშნოს შემდეგი სიმპტომები: გახშირებული გულისცემა. აგზნება ან აგრესიულობა, მეტყველების დარღვევა, უჩვეულო მოძრაობები (განსაკუთრებით სახის ან ენის) და ცნობიერების დაქვეითებული დონე. სხვა შესაძლო სიმპტომები: ცნობიერების მწვავე დაბინდვა, კრუნჩხვითი შეტევები (ეპილეფსია), კომა, ცხელების კომბინირება გახშირებულ სუნთქვასთან, ოფლიანობასთან, კუნთების შებოჭილობასთან, თვლემასა ან ძილიანობასთან; ხანდახან აღინიშნება სუნთქვის სიხშირის დაქვეითება, სასუნთქ გზებში უცხო სხეულების მოხვედრა, არტერიული წნევის მომატება ან დაქვეითება, გულის რითმის დარღვევა. დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან საავადმყოფოში. აჩვენეთ ექიმს კოლოფი ტაბლეტებით.

თუ თქვენ დაგავიწყდათ პრეპარატის ეგოლანზა გარსით დაფარული ტაბლეტები მიღება
მიიღეთ ტაბლეტები გახსენებისთანავე.
თუ ახლოვდება მომდევნო ტაბლეტის მიღების დრო, ნუ მიიღებთ ორმად დოზას გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად, რადგანაც თქვენ ვერ შეძლებთ გამოტოვებული დოზის შევსებას, მაგრამ გაზრდით ჭარბი დოზირების განვითარების რისკს.

თუ თქვენ შეწყვიტეთ პრეპარატ ეგოლანზას გარსით დაფარული ტაბლეტები მიღება
არ შეწყვიტოთ ამ ტაბლეტების მიღება მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენი მდგომარეობა გაუმჯობესდა. მნიშველოვანია ეგოლანზას ტაბლეტების მიღების გაგრძელება ექიმის მიერ დანიშნული მთელი ვადის განმავლობაში.
თუ თქვენ უეცრად შეწყვეტთ პრეპარატ ეგოლანზას მიღებას, შეიძლება აღინიშნოს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ოფლიანობა, უძილობა, ტრემორი, შფოთვა, გულისრევა ან ღებინება. ექიმს შეუძლია გირჩიოთ დოზის თანდათან შეცირება პრეპარატის მიღების დასრულების წინ.
თუ გაგიჩნდებათ დამატებითი კითხვები ამ პრეპარატის გამოყენების შესახებ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
სხვა სამკურალო პრეპარატების მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გვერდითი ეფექტების გამოწვევა, მაგრამ ისინი ყველა პაციენტს არ აღენიშნება.

ქვემოთ ჩამოთვლილიდან ნებისმიერი მოვლენის აღნიშვნისას, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს:
• უჩვეულო მოძრაობები, განსაკუთრებით სახის და ენის (ხშირი გვერდითი ეფექტი, გხვდება არაუმეტეს 10-დან 1 პაციენტში).
• სისხლის კოლტების ფორმირება ვენებში (არახშირი გვერდითი ეფექტი, გვხვდება არაუმეტეს 100-დან ერთ პაციენტში), განსაკუთრებით ქვედა კიდურებში). სიმპტომებს მიეკუთვნება: შეშუპება, მტკივნეულობა და ქვედა კიდურების გაწითლება. სისხლძარღვებით სისხლის კოლტები შეიძლება მოხვდეს ფილტვებში, გულმკერდში ტკივილის და გაძნელებული სუნთქვის გამოწვევით. თუ თქვენს განგივითარდათ ასეთი სიმპტომები, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
• ცხელების, გახშირებული სუნთქვის, ოფლიანობის, კუნთების შებოჭილობის, თვლემისა და ძილიანობის მდგომარეობის კომბინირება (ამ გვერდითი რეაქციის განვითარების სიხშირე არსებული მონაცემების საფუძველზე ვერ იქნება განსაზღვრული).
ძალიან ხშირი გვერდითი ეფექტები (გვხვდება 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში):
• სხეულის მასის მომატება
• ძილიანობა
• სისხლში პროლაქტინის დონის მომატება (ჰორმონისა. რომელიც ასტიმულირებს რძის გამოყოფას)
• მკურნალობის დასაწყისში შეიძლება აღინიშნოს თავბრუსხვევა და გონების დაკარგვა (გულის შეკუმშვათა შენელებული სიხშირით), განსაკუთრებით მწოლიარე ან მჯდომარე მდგომარეობიდან ადგომის დროს. ეს მოვლენა ჩვეულებრივ გადის ჩარევის გარეშე, თუკი არ გადის, შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს.
ხშირი გვერდითი ეფექტები გვხვდება არაუმეტეს 10-დან ერთ პაციენტში:
• მოცირკულირე სისხლის ცხიმების და სისხლის ზოგიერთი უჯრედების რაოდენობის ცვლილებები
• მკურნალობის საწყის ეტაპზე ღვიძლის ფერმენტების დონის დროებითი მომატება
• სისხლში და შარდში შაქრის დონის მომატება
• სისხლში შარდმჟავას და კრეატინინის ფოსფოკინაზას დონის მომატება
• შიმშილის მომატებული შეგრძნება
• თავბრუსხვევა
• მოუსვენრობა
• ტრემორი
• უჩვეულო მოძრაოებები (განსაკუთრებით სახის ან ენის კუნთების)
• შეკრულობა
• სიმშრალე პირში
• გამონაყარი
• სისუსტე
• გამოხატული დაღლილობა
• სითხის შეკავება, ხელის მტევნების, კოჭების და ტერფების შეშუპებით
• ცხელება
• სახსრების ტკივილი.
არახშირი გვერდითი ეფექტები (გვხვდება არაუმეტეს 100-დან 1 პაციენტში):
• ალერგიული რეაქციები (მაგალითად, ენის, ტუჩების, ყელის შეშუპება, ქავილი, გამონაყარი კანზე)
• შაქრიანი დიაბეტი ან არსებული დიაბეტის გამწვავება, რასაც ხანდახან ახლავს კეტოაციდოზი (სისხლში და შარდში კეტონური სხეულის გაჩენა) ან კომა
• კრუნჩხვითი შეტევები, განსაკუთრებით ავადმყოფებში, რომლებსაც ადრე აწუხენდათ კრუნჩხვითი შეტევები (ეპილეფსია)
• კუნთების რიჰიდობა ან სპაზმი (თვალების მამოძრავებელი კუნთების სპაზმი)
• მეტყველების დარღვევა
• გულის რითის სიხშირის დაქვეითება
• მზის სინათლისადმი მგრძნობელობის მომატება
• სისხლდენა ცხვირიდან
• მუცლის შებერვა
• მეხსიერების დაკარგვა ან გულმავიწყობა
• შარდის შეუკავებლობა (შრადის გამოყოფის შეკავების უუნარობა)
• გაძნელებული შარდვა
• თმის ცვენა
• მენსტრუაციის გამოტოვება ან ხანმოკლე მენსტრუაციები
• ცვლილებები სარძევე ჯირკვლის მხრივ ქალებსა და მამაკაცებში, (მაგალითად, დედის რძის არანორმალური გამოყოფა ან სარძევე ჯირკვლის ზრდა)
• სისხლის კოლტების წარმოქმნა ვენებში, განსაკუთრებით ქვედა კიდურებში (სიმპტომებს მიეკუთვნება: კიდურების შეშუპება, მტკივნეულობა და გაწითლება). სისხლძარღვებით სისხლის კოლტები შეიძლება მოხვდეს ფილტვებში, გულმკერდში ტკივილის და გაძნელებული სუნთქვის გამოწვევით. თუ თქვენს განგივითარდათ ასეთი სიმპტომები, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
იშვიათი გვერდითი ეფექტები (აღინიშნება არაუმეტეს 1000-დან 1 პაციენტში):
• სხეულის ნორმალური ტემპერატურის დაქვეითება
• გულის რითმის დარღვევა
• კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება, რომელიც იწვევს მუცლის ძლიერ ტკივილს, ცხელებას და ღებინებას
• ღვიძლის დაავადება, რაც ვლინდება კანის და თვალების თეთრი გარსის გაყვითლებაში
• კუნთების დაავადება, რაც ვლინდება აუხსნელი ტკივილით
• ხანგრძლივი და/ან მტკივნეული ერექცია
პრეპარატით ეგოლანზა მკურნალობის კურსის განმავლობაში ხანდაზმული (65 წელზე მეტი) ასაკის პაციენტებში დემენციით შეიძლება აღინიშნოს ინსულტი, პნევმონია, შარდის შეუკავებლობა, დაცემა, უკიდურესი დაღლილობა, მხედველობითი ჰაკუცინაციები, სხეულის ტემპერატურის მომატება, კანის გაწითლება და სიარულის დარღვევა. პაციენტების ამ ჯგუფში დარეგისტრირებულია სიკვდილის რამდენიმე შემთხვევა.
ეგოლანზას შეუძლია პარკინსონის დაავადების სიმპტომების გაძლიერება.
იშვიათ შემთხვევებში ქალებში, რომლებიც ხანგრძლივი დროის მანძილზე იღებენ ამ ტიპის სამკურნალო პრეპარატეს, იწყება რძის გამოყოფა, ასევე მენსტრუაციის გამოტოვება ან არარეგულარული მენსტრუაციები. თუ ეს მოვლენები არ გადის, საჭიროა ექიმთან მიმართვა.
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის განვითარების შემთხვევაში, ასევე ისეთი გვერდითი ეფექტების გამოვლენისას, რომლებიც არ არის აღნიშნული მოცემულ ინსტრუქციაში, გთხოვთ, შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინებით, თქვენ დაგვეხმარებით დამატებითი ინფორმაციის მიღებაში ამ სამკურნალო საშუალების უსაფრთხოების შესახებ.

5. როგორ უნდა იქნას შენახული პრეპარატი ეგოლანზა გარსით დაფარული ტაბლეტები

პრეპარატი ინახება არაუმეტეს 30° ჩ ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
ნუ მიიღებთ პრეპარატ ეგოლანზას, თუ აღმოაჩენთ გაფუჭების ხილულ ნიშნებს (მაგალითად, ფერის ცვლილება).

6. ვარგისობის ვადა
ვარგისობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე.

ნუ გამოიყენებთ პრეპარატ ეგოლანზას შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
ვარგისობის ვადის გასვლის თარიღს წარმოადგენს მითითებული თვის ბოლო დღე.
არ არის რეკომენდებული სამკურნალო საშუალებების საყოფაცხოვრებო ნარჩენებში ან ჩამდინარე წყლებში გადაგდება. თუ აუცილებელია პრეპარატის, რომელიც აღარ არის საჭირო, მოცილება ნარჩენებში, ჩაიტარეთ კონსულტაცია ფარმაცევტთან. ეს ზომები დაგვეხმარება გარემოს დაბინძურების თავიდან აცილებაში.

7. აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.

8. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რა შედის პრეპარატის ეგოლანზა გარსით დაფარული ტაბლეტები შემადგენლობაში
მოქმედი ნივთიერება: ოლანზაპინი.
ეგოლანზა გარსით დაფარული ტაბლეტები 5 მგ
თითოეული ტაბლეტი შეიცავს 5 მგ ოლანზაპინს
ეგოლანზა გარსით დაფარული ტაბლეტები 7,5 მგ
თითოეული ტაბლეტი შეიცავს 7,5 მგ ოლანზაპინს
ეგოლანზა გარსით დაფარული ტაბლეტები 10 მგ
თითოეული ტაბლეტი შეიცავს 10 მგ ოლანზაპინს
ეგოლანზა გარსით დაფარული ტაბლეტები 15 მგ
თითოეული ტაბლეტი შეიცავს 15 მგ ოლანზაპინს
ეგოლანზა გარსით დაფარული ტაბლეტები 20 მგ
თითოეული ტაბლეტი შეიცავს 20 მგ ოლანზაპინს

დამხმარე ნივთიერებები:
ეგოლანზა გარსით დაფარული ტაბლეტები 5 მგ
ბირთვი: მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი (40,98 მგ), ჰიპროლოზა (ჰიდროქსი-პროპილცელულოზა), კროსპოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი
გარსი: ჰიპრომელოზა, ქინოლინის ყვითელი ჩI47005, Oპადრყ Y-1-7000 თეთრი (ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი 400)
ეგოლანზა გარსით დაფარული ტაბლეტები 7,5 მგ
ბირთვი: მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი (61,47 მგ), ჰიპროლოზა (ჰიდროქსი-პროპილცელულოზა), კროსპოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი
გარსი: ჰიპრომელოზა, ქინოლინის ყვითელი ჩI47005, Oპადრყ Y-1-7000 თეთრი (ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი 400)
ეგოლანზა გარსით დაფარული ტაბლეტები 10 მგ
ბირთვი: მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი (81,97 მგ), ჰიპროლოზა (ჰიდროქსი-პროპილცელულოზა), კროსპოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი
გარსი: ჰიპრომელოზა, ქინოლინის ყვითელი ჩI47005, Oპადრყ Y-1-7000 თეთრი (ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი 400)
ეგოლანზა გარსით დაფარული ტაბლეტები 15 მგ
ბირთვი: მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი (122,95 მგ), ჰიპროლოზა (ჰიდროქსი-პროპილცელულოზა), კროსპოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი
გარსი: ჰიპრომელოზა, ქინოლინის ყვითელი ჩI47005, Oპადრყ Y-1-7000 თეთრი (ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი 400)
ეგოლანზა გარსით დაფარული ტაბლეტები 20 მგ
ბირთვი: მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი (163,94 მგ), ჰიპროლოზა (ჰიდროქსი-პროპილცელულოზა), კროსპოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი
გარსი: ჰიპრომელოზა, ქინოლინის ყვითელი ჩI47005, Oპადრყ Y-1-7000 თეთრი (ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი 400)

პრეპარატის ეგოლანზა გარსით დაფარული ტაბლეტები აღწერა და შეფუთვის შიგთავსი

პრეპარატის აღწერილობა
ეგოლანზა გარსით დაფარული ტაბლეტები 5 მგ
ყვითელი ფერის, მოგრძო ფორმის ორმხრივამობურცული, გარსით დაფარული ტაბლეტები, სუნის გარეშე ან თითქმის უსუნო, გრავირებით სტილიზებული ასოთი E და ციფრით 402 ტაბლეტის ერთ მხარეზე.

ეგოლანზა გარსით დაფარული ტაბლეტები 7,5 მგ
ყვითელი ფერის, მრგვალი, ორმხრივამობურცული, გარსით დაფარული ტაბლეტები, სუნის გარეშე ან თითქმის უსუნო, გრავირებით სტილიზებული ასოთი E და ციფრით 403 ტაბლეტის ერთ მხარეზე.
ეგოლანზა გარსით დაფარული ტაბლეტები 10 მგ
ყვითელი ფერის, მრგვალი, ორმხრივამობურცული, გარსით დაფარული ტაბლეტები, სუნის გარეშე ან თითქმის უსუნო, გრავირებით სტილიზებული ასოთი E და ციფრით 404 ტაბლეტის ერთ მხარეზე.
ეგოლანზა გარსით დაფარული ტაბლეტები 15 მგ
ყვითელი ფერის, მრგვალი, ორმხრივამობურცული, გარსით დაფარული ტაბლეტები, სუნის გარეშე ან თითქმის უსუნო, გრავირებით სტილიზებული ასოთი E და ციფრით 405 ტაბლეტის ერთ მხარეზე.
ეგოლანზა გარსით დაფარული ტაბლეტები 20 მგ
ყვითელი ფერის, მრგვალი, ორმხრივამობურცული, გარსით დაფარული ტაბლეტები, სუნის გარეშე ან თითქმის უსუნო, გრავირებით სტილიზებული ასოთი E და ციფრით 406 ტაბლეტის ერთ მხარეზე.

შეფუთვა:
გარსით დაფარული 7 ტაბლეტი ბლისტერში. 4 ან 8 ბლისტერი მოტავსებულია მუყაოს კოლოფში სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

 

საიტზე მითითებული მარაგების შესახებ ინფორმაცია ცვალებადია, რეკომენდებულია ისარგებლოთ ონლაინ აფთიაქით

თბილისი (22 აფთიაქი)

რეგიონი (34 აფთიაქი)

ზესტაფონი 2
ჭანტურიას ქ. №1
ვადა: 2028-09-01
ზესტაფონი 4
ჭანტურიას ქ. №12
ვადა: 2028-09-01
ტყიბული
რუსთაველის ქ.№1
ვადა: 2028-09-01
ქუთაისი 3 (24სთ)
ფალიაშვილის ქ. №21
ვადა: 2028-09-01
ქუთაისი 6 (24სთ)
ავტომშენებლის ქ. №8/13
ვადა: 2028-09-01
ქუთაისი 11 (24სთ)
ასათიანის ქ. №147
ვადა: 2028-09-01
ქუთაისი 14
მარი ბროსეს ქ. №1
ვადა: 2028-09-01
ქუთაისი 16
სულხან-საბას გამზ. №19
ვადა: 2028-09-01
ქუთაისი 19 (24სთ)
ნიკეას ქ, სკვერი სამხედრო ნაწილთან და ყოფილ სამხედრო ქალაქთან (ნაკვეთი 1)
ვადა: 2028-09-01
დიმი 1
ბაღდათის რ-ნი სოფელი დიმი
ვადა: 2028-09-01
ქუთაისი 27
ქ.ქუთაისი, ავტომშენებლის #43
ვადა: 2028-09-01
გეგუთი 1
წყალტუბოს რ-ნი სოფელი გეგუთი მე-3 ქუჩა #2
ვადა: 2028-09-01
ჭიათურა 4
ჭიათურა, ნინოშვილის ქ. N18
ვადა: 2028-09-01