ბუსკოლიზინი 10მგ #20ტ
გააზიარე:
ბუსკოლიზინი 10მგ 20 ტაბლეტი
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება: ჰიოსცინის ბუთილბრომიდი 10 მგ ერთ ტაბლეტში.
დამხმარე ნივთიერებები:
ტაბლეტის ბირთვი: ლაქტოზის მონოჰიდრატი, ღვინის მჟავა; მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის სახამებელი გლიკოლატი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი.
გარსის შემადგენლობა: ტალკი, ტიტანიუმის დიოქსიდი, საქაროზა, ჟელატინი, გუმი არაბიკა, ყვითელი საღებავი ოპალუქსი AS-22808 (E104, E 110, E 171, E 211, E172, საქაროზა, პოვიდონი), მაკროგოლი, გლიცეროლი.
დახასიათება
ბუსკოლიზინი® 10 მგ გარსით დაფარული ტაბლეტებია.
ბუსკოლიზინს გააჩნია კარგად გამოხატული სპაზმოლიზური (მომადუნებელი) მოქმედება საჭმლის მომნელებელ სისტემის გლუვ კუნთებზე, სანაღვლე გზებზე და შარდ-სასქესო სისტემაზე. ბუსკოლიზინი გამოიყენება იმ დაავადებების კომპლექსური მკურნალობისას, რომელთაც თან ახლავს კუჭის, ნაწლავების, სანაღვლე გზების, შარდ-სასქესო გზების გლუვი კუნთების მტკივნეული სპაზმი.
უკუჩვენება
არ მიიღოთ ბუსკოლიზინი
- თუ გაქვთ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) პრეპარატის მოქმედი, ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;
- თუ გაქვთ გლაუკომა ( მომატებული თვალის შიდა წნევა);
- თუ გაქვთ მიასთენია გრავის (კუნთების სისუსტე);
- თუ გაქვთ მეგაკოლონი (მსხვილი ნაწლავის გაფართოება ან გასქელება).
განსაკუთრებული სიფრთხილე დაიცავით ბუსკოლიზინის გამოყენებისას
პრეპარატის გამოყენებამდე, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან,
თუ გაქვთ: მომატებული არტერიული წნევა, ჰიპერთირეოზი (ფარისებრი ჯირკვლის დაავადება), ფილტვების დაავადება, თირკმლების და ღვიძლის მძიმე დაავადება, ეპილეფსია (კრუნჩხვები), დიაბეტური ნეიროპათია, აღგენიშნებათ ნაწლავების გაუვალობა (ილეუსი), კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მექანიკური ბარიერები, წინასაყრის შევიწროება, გასტროეზოფაგეალური რეფლუქსი (მდგომარეობა, როცა კუჭის მჟავე შიგთავსი გადაისროლება უკან – საყლაპავში), აქალაზია (საყლაპავის მოძრაობის აქტივობის დარღვევა), კუჭის წყლული, კოლიტის საშუალო და მძიმე ფორმა (მსხვილი ნაწლავის ანთება), წინამდებარე ჯირკვლის გადიდება შარდის შეკავებით.
ოფლის გამოყოფის დათრგუნვის გამო, ფრთხილად გამოიყენება მომატებული ტემპერატურის დროს.
ბუსკოლიზინმა შეიძლება გამოიწვიოს გლაუკომის პროვოცირება (მომატებული თვალის შიდა წნევა). ბუსკოლიზინის გამოყენების შემდეგ თვალის ტკივილის და მხედველობის დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, აუცილებელია ოფთალმოლოგთან კონსულტაცია.
Bუსკოლზინი ფრთხილად გამოიყენება პირებში, რომელთაც აღენიშნებათ ქსეროსტომია (სიმშრალე პირის ღრუში, რომელიც გამოწვეული სანერწყვე ჯირკვლების შემცირებით ან არარსებობით), მშრალი რინიტი (ცხვირის ქრონიკული ანთება მცირე სეკრეციით ან მისი არარსებობით).
სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენება
გთხოვთ აცნობოთ ექიმს, თუ იღებთ, ან ახლახან იღებდით სხვა სამკურნალო საშუალებებს, იმ პრეპარატების ჩათვლით, რომლებიც გაიცემა ურეცეპტოდ, მათ შორის მცენარეული პრეპარატებიც.
სამკურნალო საშუალების მოქმედება შეიძლება შეცვალოს, თუ თქვენ ერთდროულად იყენებთ პრეპარატებს: პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ; ქინიდინს (ანტიარითმიული საშუალება), დიგოქსინს (საგულე გლიკოზიდი), ტრი- და ტეტრაციკლური ანტიდეპრესანტები (დეპრესიის სამკურნალო პრეპარატები), ანტიფსიქოზური პრეპარატები, ანტიჰისტამინები (ანტიალერგიული), ბეტა-ადრენომიმეტიკები (მაგ.: ბრონქიალური ასთმის სამკურნალო პრეპარატები, ისეთი როგორიცაა კლენბუტეროლი, სალბუტამოლი და სხვა), კეტოკონაზოლი (სოკოვანი ინფეციების სამკურნალო პრეპარატი), მეტოკლოპრამიდი (ღებინების საწინაღმდეგო), კორტკოსტეროიდები (ჰორმონალური პრეპარატები), ანტაციდები (გულძმარვის საწინააღმდეგო პრეპარატები), ციტრატები.
ორსულობა და ძუძუთიკვება
ნებისმიერი პრეპარატის გამოყენებამდე, მიმართეთ რჩევისთვის თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.
არ არის რეკომენდებული სამკურნალო საშუალების გამოყენება ორსულობის დროს. თუ ხართ ორსულად. ბუსკოლიზინით მკურნალობა მიმდინარეობს მხოლოდ ექიმის კონტროლის ქვეშ.
თუ ბავშვი გყავთ ძუძუთი კვებაზე, ბუსკოლიზინი არ არის რეკომენდებული, რადგან პრეპარატის ნაწილი გამოიყოფა დედის რძესთან ერთად, ასევე მან შეიძლება გამოიწვიოს რძის გამოყოფის შემცირება ჯირკვლების სეკრეციის დათრგუნვის გამო.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
ბუსკოლიზინმა შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის დარღვევა ახლო მანძილზე გაძნელებული მხედველობით.
თავი აარიდეთ სატრანსპორტო საშუალებების მართვას, სანამ თქვენი მხედველობა დარეგულირდება.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ბუსკოლიზინის ზოგიერთი კომპონენტის შესახებ
ბუსკოლიზინი შეიცავს ლაქატოზას და საქაროზას დამხმარე ნივთიერებების სახით.
თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრების აუტანლობა, ამ სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან. სამკურნალო საშუალება შეიცავს ხორბლის სახამებელს.
სამკურნალო საშუალბა შეიცავს საღებავი E110, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.
ბუსკოლიზინის მიღების წესი
თუ არ ხართ დარწმუნებული, როგორ მიიღოთ ბუსკოლიზინი, კითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ტაბლეტები მიიღეთ მთლიანად (უზმოზე ან საკვების მიღების წინ) საკმარისი რაოდენობის წყლის დაყოლებით. ჩვეულებრივი დოზა შეადგენს:
მოზრდილები და 12 წელს ზევით ასაკის ბავშვები: 1 ტაბლეტი 2-4 ჯერ დღეში.
მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არის 80 მგ (8 ტაბლეტი).
ბავშვები 6-12 წლამდე: 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.
ბუსკოლიზინით მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 2 კვირას.
თუ მიიღეთ ბუსკოლიზინის საჭიროზე მეტი დოზა
სამკურნალო პრეპარატის მაღალმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი სიმპტომები: პირის და ხახის სიმშრალე, გაძნელებული ყლაპვა, აგზნება, მომატებული ტემპერატურა, გახშირებული გულისცემა, კანის შეწითლება, ჰალუცინაციები.
თუ თქვენ ეჭვობთ, რომ მიიღეთ ბუსკოლიზინის რეკომენდებულზე მეტი დოზა, დაუყოვნებლივ მიმართეთ მკურნალ ექიმს, მას შეუძლია საწრაფო ზომების მიღება საჭიროების შემთხვევაში.
თუ გამოტოვეთ ბუსკოლიზინის მიღება
თუ თქვენ გამოტოვეთ ერთი დოზა, მიიღეთ ის რაც შეიძლება მალე. თუ მორიგი დოზის მიღების დრო მოახლოებულია, მაშინ მიიღეთ ის ჩვეულებრივ. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.
თუ გაქვთ ნებისმიერი დამატებითი შეკითხვა, რომელიც დაკავშირებულია ამ სამკურნალო საშუალების გამოყენებასთან, გთხოვთ კითხოთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ბუსკოლოზინმა შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, მიუხედავად იმისა, რომ ის ყოველთვის არ ვითარდება.
იშვიათად შეიძლება აღინიშნოს: პირის სიმშრალე, გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, გაძნელებული შარდვა, შარდვის შეკავება, თვალის შიდა წნევის მომატება, საცრემლე ჯირკვლების სეკრეციის დათრგუნვა, ტაქიკარდია (გულის რითმის აჩქარება), არტერიული წნევის მომატება. იშვიათად შეიძლება აღინიშნოს ალერგიული რეაქციები (ჰიპერმგრძნობელობა), ისეთი როგორიცაა ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება და ძალიან იშვიათად - უფრო მკვეთრად გამოხატული, გაძნელებული სუნთქვის და ანაფილაქსიური შოკის ეპიზოდებით.
ხანდახან შეინიშნება ოფლის შემცირებული გამოყოფა, თავბრუხვევა, თავის ტკივილი, ნერვიულობა, სისუსტე, ატაქსია (მოძრაობის კორდინაციის დარღვევა). იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გამოვლინდეს აგზნება, უძილობა, შფოთვა, ჰალუცინაციები (განსაკუთრებით, ბავშვებში და ხანდაზმულ პაციენტებში).
თუ ნებისმიერი გვერდითი მოვლენა ხდება სერიოზული, ან შენიშნეთ სხვა მოვლენები, რომლებიც აქ არ არის აღწერილი, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს.
ბუსკოლიზინის შენახვის წესი
შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში, მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას, არა უმეტეს 25°C ტემპერატურის პირობებში.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ბუსკოლიზინი მუყაოს შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა შეესაბამება მითითებული თვის ბოლო რიცხვს.
სამკურნალო საშუალებები არ გადააგდოთ კანალიზაციაში, ან საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერში. hკითხეთ ფარმაცევტს, როგორ გაანადგუროთ თქვენთვის არასაჭირო სამკურნალო საშუალებები.
ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
გარეგნული იერსახე
ყვითელი, ორმხრივ ამობურცული ტაბლეტები, სწორი, მრგვალი ფორმით და პრიალა ზედაპირით.
შეფუთვა
20 ტაბლეტი მყარ, პვქ/ლუმინის ფოლგაზე, 1 ბლისტერი მუყაოს კოლოფში დანართ ფურცელთან ერთად.
მწარმოებელი და სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი
სს სოფარმა ილიენსკის გზატკეცილი 16, 1220
სოფია, ბულგარეთი.