ფერნიქსილი #30ტ

ფერნიქსილი #30ტ

39.79 ლარი
ქვეყანა: იტალია
მწარმოებელი: გრაიკარ იტალია
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: რკინის გლუკონატი+ფოლის მჟავა+ვიტ ბ-12+ვიტ ც
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 46594
გააზიარე:

ფერნიქსილი #30ტ

შემადგენლობა:
რკინის გლუკონატი 260მგ
ფოლიუმის მჟავა 350მკგ
ვიტამინი B12 3მკგ
ვიტამინი C 60 მგ

სამკურნალწამლო ფორმა:გარსით დაფარული, პროლონგირებული მოქმედებისმქონე ტაბლეტები, ჰემოპოეზის სტიმულირებისათვის.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
კომბინირებული პრეპარატი. რკინის გლუკონატი ახდენს ორგანიზმში რკინის (Fe) დეფიციტის შევსებას, შედის ჰემოგლობინის შემადგენლობაში.
აქტიურ მონაწილეობას იღებს სისხლმბადი ორგანოების ფუნქციების რეგულაციის პროცესებში, ახდენს ახდენს ანტიანემიურ მოქმედებას მაკროციტულიანემიის დროს. ასევე დადებითად მოქმედებს ღვიძლისა და ნაწლავების ფუნქციებზე, ღვიძლში ზრდის ქოლინის შემცველობას და ხელს უშლის ღვიძლის ცხიმოვან ინფილტრაციას. ფოლიუმის მჟავა უზრუნველყოფს იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციონირების შენარჩუნებას. ხელს უწყობს სისხლის თეთრი უჯრედების ნორმალურ წარმოქმნას და ფუნქციონირებას. ფოლიუმის მჟავა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორსულობის პერიოდში. არეგულირებს ემბრიონის ნერვული უჯრედების ფორმირებას, რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ნაყოფის ნორმალური განვითარებისათვის.
ვიტამინი B12 მნიშვნელოვან როლს ასრულებს სისხლმბადი ორგანოების ფუნქციონირებაში: მონაწილეობას ღებულობს პურინის და პირიმიდინის ფუძეების, ნუკლეინის მჟავების სინთეზში, რომლებიც აუცილებელია ერითროპოეზის პროცესისათვის, აქტიურად მოქმედებს ერითროციტებში ისეთი ნაერთების დაგროვებაზე, რომლებიც შეიცავს სულფჰიდრილურ ჯგუფებს. ვიტამინი B12 აგრეთვე მონაწილეობს ტრანსმეთილირების და წყალბადის გადატანის პროცესებში, ააქტიურებს მეთიონინის სინთეზს. აძლიერებს ორგანიზმში პროტეინების სინთეზს და დაგროვებას, შესაბამისად ახდენს ანაბოლურ მოქმედებას.
ვიტამინი C მონაწილეობს მეტაბოლურ პროცესებში, ადამიანის ორგანიზმში არ წარმოიქმნება, მისი მიღება ხდება მხოლოდ საკვებთან ერთად. ვიტამინი C მონაწილეობას იღებს ჟანგვა-აღდგენითი პროცესების, ნახშირწყლოვანი ცვლის, სისხლის შედედების და ქსოვილების რეგენერაციის პროცესების რეგულირებაში; ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ინფექციების მიმართ. ამცირებს სისხლძარღვთა განვლადობას. მონაწილეობას იღებს რკინის, ფოლიუმის მჟავის, ჰისტამინის მეტაბოლიზმში, კარბოჰიდრატების უტილიზაციაში, ლიპიდების, პროტეინების, კარნიტინის სინთეზში, იმუნურ პროცესებში. ვიტამინიჩ–C გააჩნია ანტიაგრეგაციული და გამოხატული ანტიოქსიდანტური თვისებები.
ჩვენებები:
• რკინადეფიციტური ანემია.
• ფოლიუმის მჟავის დეფიციტი. რკინის და ფოლიუმის მჟავის ერთდროული დეფიციტის პროფილაქტიკა.
• ვიტამინი B12–ის დეფიციტი. რკინის და ვიტამინ B12–ის ერთდროული დეფიციტის პროფილაქტიკა.
• რკინისა და ფოლიუმის მჟავის დეფიციტის პროფილაქტიკა ორსულობის II და III ტრიმესტრში, მშობიარობის შემდგომ და ლაქტაციის პერიოდში.
უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა, ჰემოლიზური ანემია, ჰემოსიდეროზი, ჰემოქრომატოზი, აპლაზიური ანემია, ორსულობა I ტრიმესტრი, ბავშვთა ასაკი 8 წლამდე.
გვერდითი მოვლენები: გულისრევა, ღებინება, გასტრალგია, შეკრულობა ან დიარეა.
გამოყენების წესი და დოზირება:
ფერნიქსილი მიიღება პერორალურად, ჭამის შემდეგ. მკურნალობა – 1 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში; პროფილაქტიკა – 1 ტაბლეტი 1-ჯერ დღეში. ლაქტაციის პერიოდი – 1 ტაბლეტი 1-ჯერ დღეში მთელი ლაქტაციის პერიოდის განმავლობაში. მკურნალობის კურსის შემცველობის ნორმალიზებამდე და შემდგომ 1 ტაბლეტი 1-ჯერ დღეში 1-3 თვის განმავლობაში.
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში:
პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ორსულობის (II და III ტრიმესტრი) და ლაქტაციის პერიოდში.
გამოშვების ფორმა: ფერნიქსილი #30. 15 ტაბლეტიბლისტერში, 2 ბლისტერი ფურცელჩანართთან ერთად მუყაოს კოლოფში.
ვარგისიანობის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე და ბლისტერებზე. არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
შენახვის პირობები: ინახება არაუმეტეს 25გრ ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
აფთიაქიდან გაცემის პირობა: გაიცემა რეცეპტის გარეშე.
პროდუქტის და სავაჭრო მარკის მფლობელი კომპანია“NOVATR PHARMA”დიდი ბრიტანეთი.