სილიმარა 450მგ #60ტ
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
სილიმარა
შემადგენლობა
თითოეული ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: სილიმარინი 140 მგ.
დამატებითი ნივთიერებები:
ცელულოზა, სტეარინის მჟავა, მაგნიუმის სტეარატი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
სილიმარა მცენარეული წარმოშობის ჰეპატოპ¬როტექტორია, რომლის თვისებები გან-პირო¬ბებულია მის შემადგენლობაში შემავალი სილიმარინით. ეს უკანასკნელი წარმოადგენს ბაყაყურას ნაყოფიდან გამოყოფილ ექსტრაქტულ ნივთიერებათა ნარევს, კერძოდ კი: სილიბინინის, სილიდიანინის, სილიკრისტინის და ფლავონოლისსხვა წარმოებულების კომპლექსს.
სილიმარა ღვიძლში ურთიერთქმედებს თავისუფალ რადიკალებთან და მათ ნაკლებად ტოქსიურ ნაერთებად აქცევს, რითაც წყვეტს ლიპიდების ზეჯანგური დაჟანგვის პროცესს და აჩერებს უჯრედის სტრუქტურების შემდგომ დაშლას, ხელს უშლის ტოქსინების შეღწევას ღვიძლის უჯრედებში.
პრეპარატის ზემოქმედებით დაზიანებულ ჰეპატოციტებში ხდება სტრუქტურული და ფუნქციური ცილებისა და ფოსფოლიპიდების სინთეზის სტიმულაცია (რნმ-პო¬ლი¬მე-რაზა A-ს სპეციფიური სტიმულაციის ხარჯზე), უჯრედული მემბრანების სტაბილიზაცია, უჯრედის ფერმენტული კომპონენტების (ტრანსამინაზები) დაკარგვის თავიდან აცილება, ღვიძლის უჯრედების რეგენერაციის დაჩქარება.
კლინიკურად ეს ეფექტები გამოიხატება ობიექტური და სუბიექტური სიმპტომების გაუმჯობესებაში, ღვიძლის ფუნქციური მდგომარეობის მაჩვენებლების (ტრანსამინაზების, გამაგლობულინის, ბილირუბინის დონე) ნორმალიზაციაში. ამას მოჰყვება ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესება, საჭმლის მონელებასთან დაკავშირებული ჩივილების შემცირება, მადის გაუმჯობესება იმ პაციენტებში, რომელთაც ღვიძლის დაავადების გამო დარღვეული აქვს საჭმლის მონელება.
ფარმაკოკინეტიკა
სილიბინინი (სილიმარინის მთავარი კომპონენტი) იწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან 20-40%-ით. მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა შიგნით მიღებიდან 0.5-1 საათში. Т½ შეადგენს 6 საათს. მიღებული სილიბინინის 80%-ზე მეტი გამოიყოფა ნაღველთან ერთად სულფატური და გლუკურონიდული კონიუგატების სახით (ეს უკანასკნელი, სავარაუდოდ, ნაწლავ-ღვიძლის ცირკულაციას განიცდის) და მიღებული სილიბინინის მხო¬ლოდ 3-7% გამოიყოფა შარდთან ერთად 24 საათის განმავლობაში.
ჩვენებები
– ღვიძლის დაზიანება ალკოჰოლიზმის დროს;
– ღვიძლის ქრონიკული ინტოქსიკაციები (მათ შორის, პროფესიული) ჰალოგენირებული ნახშირწყალბადებით, მძიმე ლითონების ნაერთებით და მათი პროფილაქტიკა;
– ღვიძლის წამლისმიერი დაზიანებები (კერძოდ, ზოგიერთი ფსიქოტროპული საშუალებით, ტუბერკულოსტატურებით, პერორალური კონტრაცეპტივებით, პარაცეტამოლით, ზოგიერთი ანტიბიოტიკითა და იმუნოდეპრესანტით, სანარკოზე საშუალებებით) და მათი პროფილაქტიკა;
– არავირუსული ეტიოლოგიის ქრონიკული ჰეპატიტი;
– ღვიძლის ციროზი (კომპლექსური თერაპიის კომპონენტის სახით);
– ინფექციური და ტოქსიური ჰეპატიტის შემდგომი მდგომარეობა;
– ღვიძლის დისტროფია და ცხიმოვანი ინფილტრაცია;
– შემანარჩუნებელი თერაპია ღვიძლის ქრონიკული ანთებითი დაავადებების და ციროზის დროს;
– ლიპიდური ცვლის დარღვევების კორექცია.
მიღების წესები და დოზები
პრეპარატიმიიღება შიგნით ჭამის შემდეგ, დაუღეჭავად, მცირე რა¬ო¬დე¬ნობის წყლის მიყოლებით.
დაავადების სიმძიმის მიხედვით მოზრდილებს 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღე-ღამეში.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობაა არანაკლებ 3 თვისა.
გვერდითი მოვლენები
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: იშვიათად – დისპეფსია, დიარეა. დერმატოლოგიური რეაქციები: ცალკეულ შემთხვევებში – ალერგიული რეაქციების კანისმიერი გამოვლინებები.
უკუჩვენება
– მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
შენახვის პირობები და ვადები
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25oC ტემპერატურაზე.