ამრადიპინი 8მგ/10მგ #30ტ

ამრადიპინი 8მგ/10მგ #30ტ

20.48 ლარი 17.33 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
ქვეყანა: საქართველო
მწარმოებელი: ჯი.ემ.პი
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: პერინდოპრილი არგინინი+ამლოდიპინი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 46240
გააზიარე:

ამრადიპინი / AMRADIPIN


  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): perindopril, amlodipine
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გულ-სისხლძარღვთა სისტემა → ანტიჰიპერტენზიული საშუალებები → კომბინირებული მოქმედების საშუალებები → ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორის და კალციუმის არხების ბლოკატორის შემცველი საშუალებები
  • მწარმოებელი კომპანია: ჯი-ემ-პი
  • მწარმოებელი ქვეყანა: საქართველო
  • გამოშვების ფორმა: 4მგ/5მგ ტაბლეტი №30
  • გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

 

შემადგენლობა

ამრადიპინის (4მგ/5მგ) ერთი ტაბლეტი შეიცავს 3.339 მგ პერინდოპრილს, რომელიც შეესაბამება 4 მგ პერინდოპრილის ერბუმინს და 6.935 მგ ამლოდიპინის ბესილატს, რომელიც შეესაბამება 5 მგ ამლოდიპინს. 
ამრადიპინის (4მგ/10მგ) ერთი ტაბლეტი შეიცავს 3.339 მგ პერინდოპრილს, რომელიც შეესაბამება 4 მგ პერინდოპრილის ერბუმინს და 13.870 მგ ამლოდიპინის ბესილატს, რომელიც შეესაბამება 10 მგ ამლოდიპინს. 
ამრადიპინის (8მგ/5მგ) ერთი ტაბლეტი შეიცავს 6.678 მგ პერინდოპრილს, რომელიც შეესაბამება 8 მგ პერინდოპრილის ერბუმინს და 6.935 მგ ამლოდიპინის ბესილატს, რომელიც შეესაბამება 5 მგ ამლოდიპინს. 
ამრადიპინის (8მგ/10მგ) ერთი ტაბლეტი შეიცავს 6.678 მგ პერინდოპრილს, რომელიც შეესაბამება 8 მგ პერინდოპრილის ერბუმინს და 13.870 მგ ამლოდიპინის ბესილატს, რომელიც შეესაბამება 10 მგ ამლოდიპინს. 
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, კალციუმის ჰიდროფოსფატი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის დიოქსიდი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
კომბინირებული შემადგენლობის (პერინდოპრილი და ამლოდიპინი) ანტიჰიპერტენზიული პრეპარატი.
პერინდოპრილი - ანგიოტენზინ-მაკონვერტირებელი ფერმენტის(ამფ) ინჰიბიტორი, რომელიც ანგიოტენზინ I-ს გარდაქმნის ანგიოტენზინ II-ად. ამფ მონაწილეობს არამარტო ანგიოტენზინ I-ის სისხლძარღვების შემავიწროებელი ეფექტის ანგიოტენზინ II-ად გარდაქმნაში, არამედ ბრადიკინინის დაშლაშიც, რომელსაც სისხლძარღვებზე გამაფართოებელი ეფექტი ახასიათებს. 
ვინაიდან ამფ იწვევს ბრადიკინინის ინაქტივაციას, ამფ-ის დათრგუნვით იზრდება როგორც მოცირკულირე, ასევე ქსოვილოვანი კალიკრეინ-კინინური სისტემის აქტივობა, ამასთან აქტიურდება პროსტაგლანდინების სისტემა. პერინდოპრილი თერაპიული აქტივობა დაკავშირებულია მის აქტიურ მეტაბოლიტთან, პერინდოპრილატთან. პერინდოპრილი ეფექტურია არტერიული ჰიპერტენზიის ნებისმიერი სიმძიმის სამკურნალოდ. ახასითებს, როგორც სისტოლური, ასევე დიასტოლური წნევის შემცირება, ასევე – საერთო პერიფერიული სისხლძარღოვანი წინააღმდეგობის შემცირება, რაც მომატებული არტერიული წნევის დაქვეითებას და პერიფერიული სისხლმომარაგების გაუმჯობესებას იწვევს, გულის შეკუმშვათა სიხშირის შეცვლის გარეშე.
პერინდოპრილი აუმჯობესებს თირკმლის სისხლმომარაგებას, გორგლოვანი ფილტრაციის შეცვლის გარეშე. პერინდოპრილის ანტიჰიპერტენზიული მოქმედება ვლინდება მაქსიმუმ 4-6 საათში და მოქმედებს 24 სთ-ის განმავლობაში. არტერიული წნევის სტაბილიზაცია მკურნალობიდან 1 თვის შემდეგ მიიღწევა და დიდი ხნის მანძილზე რჩება შენარჩუნებული, ტაქიკარდიის წარმოქმნის გარეშე. მკურნალობის შეწყვეტა არ იწვევს მოხსნის სინდრომის განვითარებას. პერინდოპრილი მონაწილეობას იღებს მსხვილი არტერიების ელასტიურობისა და წვრილი არტერიების კედლის სტრუქტურის აღდგენაში.
პაციენტებში გულის ქრონიკული უკმარისობით, პერინდოპრილი აუმჯობესებს გულის უკმარისობის კლინიკურ გამოვლინებებს, ზრდის ფიზიკური დატვირთვისადმი ტოლერანტობას, ამცირებს მიოკარდიუმის ჰიპერტროფიას. ამლოდიპინი – კალციუმის არხების ბლოკატორი(III თაობა), ახასიათებს ანტიანგინალური და ჰიპოტენზიური მოქმედება. ხელს უშლის კალციუმის მოხვედრას მოკარდის უჯრედებში, ძირითადად სისხლძარღვთა გლუვკუნთოვანი ქსოვილის უჯრედებში. 
ანტიჰიპერტენზიული ეფექტი დაკავშირებულია სისხლძარღვების კედლების გლუვკუნთოვან უჯრედებზე პირდაპირ მოქმედებასთან, აფრთოებს პერიფერიულ არტერიოლებს, ამასთან - გულის შეკუმშვათა სიხშირის შეცვლის გარეშე ამცირებს საერთო პერიფერიულ სისხლძარღვოვან წინააღმდეგობას(პოსტდატვირთვას), მაშინ როცა მიოკარდის მოთხოვნა ჟანგბადზე მცირდება. 
ორგანიზმში ნელი შეწოვა, კარგი გადანაწილება და ხანგრძლივი გამოყოფა უზრუნველყოფს ამლოდიპინის ხანგრძლივ მოქმედებას და დღეში ერთხელ დანიშვნის შესაძლებლობას. 24 საათის განმავლობაში უზრუნველყოფს არტერიული წნევის რეგულირებას. მოქმედებას იწყებს მიღებიდან 2-4 საათის განმავლობაში, ეფექტი ვლინდება თანდათანობით და არ ახასიათებს არტერიული წნევის სწრაფი ვარდნა. 
სტენოკარდიით დაავადებულებში ამლოდიპინის დღეში ერთხელ მიღება ზრდის ფიზიკური დატვირთვისადმი ტოლერანტობას, ხელს უშლის სტენოკარდიული შეტევისა და იშემიური ST ინტერვალის წარმოქმნას, ამცირებს სტენოკარდიული შეტევების სიხშირეს და ნიტროგლიცერინის გამოყენების აუცილებლობას. გავლენას არ ახდენს მიოკარდის გამტარობასა და კუმშვადობაზე.
არ მოქმედებს მეტაბოლურ პროცესებზე და მისი დანიშვნა შესაძლებელია პაციენტებში ბრონქული ასთმით, შაქრიანი დიაბეტით და ნიკრისის ქარით(პოდაგრა).

ფარმაკოკინეტიკა
პერორალურად მიღებული პერინდოპრილი სწრაფად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. Cmax მიიღწევა 1 საათში. პრეპარატის ბიოშეღწევადობა 61-85%-ს შეადგენს. 
პერინდოპრილი ბიოტრასფორმირდება აქტიური მეტაბოლიტის – პერინდოპრილატისა (20%-მდე) და არააქტიური მეტაბოლიტების წარმოქმნამდე. პლაზმაში პერინდოპრილატის Cmax მიიღწევა პრეპარატის მიღებიდან 3-4 საათში. 
პერინდოპრილის T1/2 1 საათია, მისი თავისუფალი ფრაქციის T1/2 – 3-5 სთ. პერინდოპრილატი უპირატესად თირკმლებით გამოიყოფა.
ასაკოვან პაციენტებში, ასევე ავადმყოფებში თირკმლის და გულის უკმარისობით, პერინდოპრილატის ორგანიზმიდან გამოყოფა შენელებულია. 
ამლოდიპინის თერაპიული დოზით პერორალურად მიღებისას თითქმის მთლიანად (დაახლოებით 90%) აბსორბირდება, Cmax 6-12 საათში მიიღწევა. საკვების მიღება გავლენას არ ახდენს მის ბიოშეღწევადობაზე. ამლოდიპინი ინტენსიურად მეტაბოლიზდება ღვიძლში და გარდაიქმნება აქტიურ მეტაბოლიტად. პლაზმიდან გამოიყოფა ორ ფაზად, T1/2 30-დან 50 საათამდე შეადგენს. გამოიყოფა თირკმლების საშუალებით 10% შეუცვლელი ამლოდიპინისა და 60% ამლოდიპინის მეტაბოლიტის სახით, 20-25% - კუჭ-ნაწლავის გზით.
პერორალურად მიღებული პერინდოპრილი შეუცვლელი სახით აბსორბირდება საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან. Cmax მიიღწევა 6 საათში. საკვების მიღება გავლენას არ ახდენს მის შეწოვაზე, არ უკავშირდება პლაზმის ცილებს, არ განიცდის ბიოტრანსფორმციას, ელიმინაცია ხდება თირკმლების საშუალებით. T1/2 დაახლოებით 12 საათია.

ჩვენებები
- არტერიული ჰიპერტენზია (პაციენტებში, რომლებიც კომბინირებულ თერაპიას საჭიროებენ);
- გულის იშემიური დაავადება: სტაბილური დაძაბვის სტენოკარდია პაციენტებში, რომელთაც ესაჭიროებათ პერინდოპრილითა და ამლოდიპინით თერაპია.

მიღების წესები და დოზები
პრეპარატი ინიშნება დღეში ერთხელ 1 ტაბლეტი, უპირატესად დილით ჭამამდე.
ამრადიპინის დოზის შერჩევა ხდება მისი კომპონენტების (პერინდოპრილის და ამლოდიპინის), ადრე ჩატარებული, დოზის ტიტრაციის შედეგების მიხედვით.
ამრადიპინის დოზის შეცვლა შესაძლებელია მისი ცალკეული კომპონენტების, ინდივიდუალურად შერჩეული დოზის მიხედვით: პერინდოპრილი/ამლოდიპინი – 4მგ/5მგ; 4მგ/10მგ; 8მგ/5მგ; 8მგ/10მგ.
ამრადიპინის მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენს 8მგ/10მგ, რომლის გადაჭარბებაც არ არის რეკომენდებული.
ასაკოვან პაციენტებში და პაციენტებში თირკმლის უკმარისობით, პერინდოპრილის ორგანიზმიდან გამოდევნა შენელებულია, ამიტომ აღნიშნული ჯგუფის პაციენტებში აუცილებელია სისხლის პლაზმაში კრეატინინის კონცენტრაციისა და კალიუმის დონის რეგულარული კონტროლი. ამრადიპინი ინიშნება პაციენტებში, როცა კრეატინინის კლირენსი ≥60 მლ/წთ და უკუნაჩვენებია, როცა კრეატინინის კლირენსი < 60 მლ/წთ. აღნიშნული პაციენტები მოითხოვენ პერინდოპრილის და ამლოდიპინის დოზის ინდივიდუალურ შერჩევას.
ამრადიპინი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში ღვიძლის უკმარისობით, რადგან არ არსებობს რეკომენდაციები ამ ჯგუფის პაციენტებისთვის.
ამრადიპინი არ ინიშნება ბავშვებში და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში, პრეპარატის კომპონენტების შესახებ ეფექტურობისა და უსაფრთხოების მონაცემების არარსებობის გამო.

გვერდითი მოვლენები
სისხლმბადი სისტემის მხრივ: ლეიკოპენია, ნეიტროპენია, აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია, ერითროციტოპენია, ხანგრძლივად გამოყენებისას შესაძლებელია – ჰემოგლობინის და ჰემატოკრიტის ცვლილება.
ალერგიული რეაქციები: იშვიათად - ჭინჭრის ციება;
მეტაბოლური დარღვევები: იშვიათად - სხეულის წონის მატება ან კლება, ჰიპერგლიკემია;
ცნს-ის და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: ძილიანობა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, პარესთეზია; იშვიათად - უძილობა, ხასაითის ლაბილობა, ძილის მოშლა, ტრემორი, გონების არევა; ხშირად - მხედველობის დარღვევა, შუილი ყურებში. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ხშირად - გულისცემის შეგრძნება, სახის არეში სისხლის მოწოლის შეგრძნება, არტერიული წნევის დაქვეითება; იშვიათად - გულისწასვლა, მკერდუკანა არეში ტკივილი; ძალიან იშვიათად - სტენოკარდია, მიოკარდის ინფარქტი, ინსულტი, ვასკულიტი რისკის ჯგუფის პაციენტებში. 
სასუნთქი სისტემის მხრივ: ქოშინი, მშრალი ხველა; იშვიათად - რინიტი, ბრონქოსპაზმი.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, დისპეფსია, გემოს შეგრძნების დარღვევა, დიარეა, ყაბზობა, პირის სიმშრალე; იშვიათად - სისხლში ბილირუბინისა და ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მატება, გასტრიტი, პანკრეატიტი, ჰეპატიტი, ქოლესტაზური სიყვითლე, ღრძილების ჰიპერპლაზია;
დერმატოლოგიური რეაქციები: ქავილი, გამონაყარი, სახის კანის სიწითლე; იშვიათად – ოფლდენის გაძლიერება, ალოპეცია, მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი; იშვიათად - ჭინჭრის ციება, სახის, კიდურების, ტუჩების, ენის, ხორხის ანგიონევროზული შეშუპება. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია მკურნალობის შეწყვეტა და სიმპტომების სრულ გაქრობამდე პაციენტზე დაკვირვება.
ძვალ-სახსართა სისტემის მხრივ - კუნთების სპაზმი, ართრალგია, მიალგია, ზურგის არეში ტკივილი; 
შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: იშვიათად - შარდვის დარღვევა, ნიქტურია, შარდვის გახშირება, თირკმლის უკმარისობა;
საქესო სისტემის მხრივ: იშვიათად - იმპოტენცია, გინეკომასტია;
სხვადასხვა: ხშირად - პერიფერიული შეშუპება, ასთენია, დაღლილობა, ტკივილი გულმკერდში, სისუსტე.

უკუჩვენება
- პერინდოპრილისადმი მომატებული მგრძნობელობა;
- ანამნეზში ანგიონევროზული შეშუპების არსებობა (მათ შორის ამფ-ის ინჰიბიტორებისადმი);
- მემკვიდრული/იდიოპათიური ანგიონევროზული შეშუპება; 
- გამოხატული არტერიული ჰიპოტენზია(სისტოლური ა/წ ნაკლები 90 მმ.ვცხ.სვ.);
- მარცხენა პარკუჭის გამოსავალი ტრაქტის ობსტრუქცია(მაგ.: აორტის სტენოზი);
- არასტაბილური სტენოკარდია(პრინცმეტალის სტენოკარდიის გარდა);
- ამლოდიპინის ან დიჰიდროპირიდინის სხვა წარმოებულებისადმი მომატებული მგრძნობელობა;
- თირკმლის უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი ნაკლები 60 მლ/წთ);
- ბავშვები და 18 წლამდე მოზარდები (ეფექტურობასა და უსაფრთხოებაზე მონაცემების არარსებობის გამო);
- პრეპარატის შემადგენელი ნებისმიერი კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა;
სიფრთხილით ინიშნება თირკმლის არტერიის სტენოზის, ღვიძლის უკმარისობის, თირკმლის უკმარისობის, შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაავადებების (მათ შორის სკლეროდერმია, სისტემური წითელი მგლურა), იმუნიდეპრესანტებით, ალოპურინოლით, პროკაინამიდით თერაპიის დროს, ასევე – საერთო მოცირკულირე სისხლის მოცულობის შემცირების, ათეროსკლეროზის, ცერებროვასკულარული დაავადებების, რენოვასკულარული ჰიპერტენზიის, შაქრიანი დიაბეტის, ქრონიკული გულის უკმარისობის, კალიუმის პრეპარატების ან კალიუმის დამზოგველი დიურეტიკების მიღების, ჰიპერკალიემიის, ქირურგიული ჩარევების დროს ანესთეზიის დროს, ასაკოვან პაციენტებში, აორტის სტენოზის, მიტრალური სტენოზის, ჰიპერტროფირებული კარდიომიოპათიის დროს.

ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატი უკუნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

განსაკუთრებული მითითებები
ამფ-ის(მათ შორის პერინდოპრილის) მიღების შემდეგ, შესაძლებელია განვითარდეს ანგიონევროზული რეაქცია, რაც სახის, კიდურების, ტუჩების, ენის, ხორხის ანგიონევროზული შეშუპებით ვლინდება. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია დაუყოვნებლივ პრეპარატის შეწყვეტა და პაციენტზე მუდმივი სამედიცინო დაკვირვება ყველა სიმპტომის გაქრობამდე.
პაციენტებმა დიფუზური დაავადებებით, დიდი სიფრთხილით უნდა მიიღონ პრეპარატი, განსაკუთრებით იმუნოდეპრესანტების, ალოპურინოლის ან პროკაინამიდის მკურნალობის ფონზე. 
ამრადიპინით მკურნალობის დაწყება დასაშვებია ჰიპონატრიემიის კორექციისა და გაუწყლოვანების შემთხვევაში საერთო მოცირკულირე სისიხლის მოცულობის აღდგენის შემდეგ.
პრეპარატის პირველი დოზის მიღების შემდეგ, საჭიროა მუდმივად არტერიული წნევის კონტროლი.
არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითება შესაძლებელია გამოვლინდეს სიმპათომიმეტური არტერიული ჰიპოტენზიით იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ დიურეზულ საშუალებებს, აღენიშნებათ გაუწყლოვანება ან/და ჰიპონატრიემია გაძლიერებული ოფლდენის, გახანგრძლივებული ღებინების ან ფაღარათის შედეგად განვითარებული.
პრეპარატით მკურნალობის დროს შესაძლოა გამოვლინდეს ხველა, რომელიც იხსნება პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ. ამრადიპინის მიღების ფონზე სიყვითლის გამოვლინების ან ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მატებისას, საჭიროა პრეპარატის შეწყვეტა და ექიმის კონსულტაცია.
პაციენტებში თირკმლის უკმარისობით (კკ ნაკლები 60 მლ/წთ) რეკომენდებულია დოზის ინდივიდუალური შერჩევა და მუდმივად კალიუმის და კრეატინინის დონის კონტროლი.
ამრადიპინის დანიშვნისას პაციენტებში შაქრიანი დიაბეტით, რომლებიც იღებენ პერორალურ ჰიპოგლიკემიურ საშუალებებს ან ინსულინს, პირველი ერთი თვის განმავლობაში აუცილებელია გლუკოზის მკაცრი კონტროლი.
ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე გავლენა
პრეპარატმა შესაძლებელია გავლენა მოახდინოს ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვის უნარზე, როცა ვლინდება სისუსტე ან თავბრუსხვევა.

ჭარბი დოზირება
პრეპარატის დოზის გადაჭარბების სიმპტომები ცნობილი არ არის, თუმცა ცალკეული კომპონენტის დოზის გაჭარბების შემთხვევებში:
სიმპტომები(პერინდოპრილი): არტერიული წნევის გამოხატული დაქვეითება, შოკი, ელექტროლიტური დარღვევები, თირკმლის უკმარისობა, ჰიპერვენტილაცია, ტაქიკარდია, გულისცემის გაძლიერება, ბრადიკარდია, თავბრუსხვევა, ,მოუსვენრობა, ხველა.
მკურნალობა: არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითების დროს პაციენტი უნდა გადაიყვანონ მწოლიარე მდგომარეობაში, საჭიროებისას ჰიპოვოლემიის კორექცია (მაგ.: ნატრიუმის ქლორიდის 0.9% ხსნარის ვენაში ინფუზია). დასაშვებია ანგიოტენზინ II და/ან კატექოლამინების ვენაში შეყვანა. პერინდოპრილი ექვემდებარება დიალიზს. სასწრაფო გადაუდებელი დახმარება მოიცავს კუჭის ამორეცხვას, აქტივირებული ნახშირის მიცემას და წყალ-ელექტროლიტური ბალანსის აღდგენას. სიმპტომები(ამლოდიპინი): ვაზოდილატაცია გამოხატული არტერიული წნევის დაქვეითებით და რეფლექტორული ტაქიკარდიით.
მკურნალობა: სიმპტომური თერაპია, გულის ფუნქციების, არტერიული წნევის, დიურეზის და წყალ-ელექტროლიტური ბალანსის კონტროლი, საჭიროებისას მათი კორექცია. შესაძლებელია ინტრავენურად კალციუმის გლუკონატის შეყვანა. პერინდოპრილი ექვემდებარება ჰემოდიალიზს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ამფ-ის ინჰიბიტორები ამცირებენ დიურეზული საშუალებებით გამოწვეული კალიუმის დანაკრგს. ამიტომ კალიუმის დამზოგველი დიურეზული საშუალებები(სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი, ამილორიდი), კალიუმის პრეპარატები იწვევნ სისხლის პლაზმაში კალიუმის დონის მატებას. ასეთი კომბინაციების დანიშვნისას აუცილებელია სიფრთხილე და მუდმივად კალიუმის დონის კონტროლი.
არ არის რეკომენდებული პერინდოპრილის პრეპარტებისა და ლითიუმის ერთდროული დანიშვნა, რადგან ლითიუმის დონე იზრდება და იწვევს ტოქსიკურ ეფექტებს.
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, მათ შორის აცეტილსალიცილის მჟავას დიდი დოზა, იწვევენ დიურეზული, ნატრიურეზული და ჰიპოტენზიური ეფექტების შემცირებას.
ამფ-ის ინჰიბიტორებმა შესაძლოა გამოიწვიონ ინსულინის ან სხვა ანტიდიაბეტური საშუალებების ჰიპოგლიკემიური ეფექტის გაძლიერება.
პაციენტები, რომლებიც იღებენ დიურეზულ საშუალებებს, ამრადიპინთან კომბინაციაში შესაძლოა არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითება გამოიწვიოს. ამიტომ ამრადიპინის მიღებამდე საჭიროა დიურეტიკის მოხსნა და დაკარგული სითხის აღდგენა.
სიმპათომიმეტიკური საშუალებები იწვევნ ამფ-ის ინჰიბიტორების ჰიპოტენზიური ეფექტის შემცირებას. ალოპურინოლი, ციტოსტატიკები და იმუნოსუპრესიული საშუალებები ზრდიან ლეიკოპენიის განვითარების რისკს.
ზოგადი საანესთეზიო საშუალებები აძლიერებენ პერინდოპრილის ეფექტს.
მიკროსომალური ფერმენტების ინჰიბიტორები(იტრაკონაზოლი, კეტოკონაზოლი) ზრდიან ამლოდიპინის კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში და შესაბამისად - გვერდითი ეფექტების გამოვლინების რისკს, ხოლო მიკროსომალური ფერმენტების ინდუქტორები(რიფამპიცინი, კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებები: კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი, ფენიტოინი, ფოსფენიტოინი, პრიმიდონი) - ამცირებენ.
ბეტა-ადრენობლოკატორები (ბისოპროლოლი, კარვედილოლი, მეტოპროლოლი) ამლოდიპინთან კომბინაციაში ზრდიან ჰიპოტენზიის განვითარების რისკს და აუარესებენ გულის ქრონიკული უკმარისობის მიმდინარეობას პაციენტებში, არაკონტროლირებადი ან ლატენტური გულის ქრონიკული უკმარისობით.
ამლოდიპინით მონოთერაპიისას კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება არ ვლინდება შემდეგ საშუალებებთან კომბინაციაში: თიაზიდური დიურეზული საშუალებები, ბეტა-ადრენობლოკატორები, ამფ-ინჰიბიტორები, გახანგრძლივებული მოქმედების ნიტრატები, სუბლინგვალური ნიტროგლიცერინი, დიგოქსინი, ვარფარინი, ატორვასტატინი, სილდენაფილი, ანტაციდები, (მაგნიუმის ჰიდროქსიდისა და სიმეტიკონის შემცველობით), ციმეტიდინი, ანთების საწინააღმედო არასტეროიდული საშუალებები, ანტიბიოტიკები და პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებები.
ჰიპოტენზიური საშუალებები, ვაზოდილატატორები, ალფა-ადრენობლოკატორები, ამიფოსტინი, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ნეიროლეფსიური საშუალებები ზრდიან ამრადიპინის ჰიპოტენზიურ ეფექტს, ხოლო კორტიკოსტეროიდები – ამცირებენ.

შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატის ვარგისობის ვადა - 2 წელი.
ინახება 15-25oC ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

აფთიაქში გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II - გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.

საიტზე მითითებული მარაგების შესახებ ინფორმაცია ცვალებადია, რეკომენდებულია ისარგებლოთ ონლაინ აფთიაქით

თბილისი (146 აფთიაქი)

ავერსი 3
ა.ყაზბეგის გამზ. №5
ვადა: 2025-03-01
ავერსი 19
ვაჟა-ფშაველას გამზ. კვარტ. III, კორპ.№9
ვადა: 2026-06-01
ავერსი 21 (24სთ)
ვაჟა-ფშაველას გამზ. №39
ვადა: 2026-06-01
ავერსი 23
პეკინის გამზ. №2
ვადა: 2026-03-01
ავერსი 33
პეკინის გამზ. №45
ვადა: 2026-04-01
ავერსი 34 (24სთ)
ცინცაძის. №1
ვადა: 2026-03-01
ავერსი 39
ბახტრიონის ქ. №20
ვადა: 2026-06-01
ავერსი 41
ა.ყაზბეგის გამზ. №8
ვადა: 2026-06-01
ავერსი 46
ნუცუბიძის ქ. №179
ვადა: 2026-06-01
ავერსი 65
დოლიძის ქ N24 / ბალანჩივაძის N17
ვადა: 2026-06-01
ავერსი 78
პეტრიწის ქ. №5
ვადა: 2026-06-01
ავერსი 89
ვაჟა-ფშაველას გამზ. №27ბ.
ვადა: 2026-04-01
ავერსი 91 (24სთ)
ვაჟა-ფშაველას გამზ. №27ბ
ვადა: 2026-06-01
ავერსი 94
ცინცაძის ქ. №9
ვადა: 2026-06-01
ავერსი 97
გამრეკელის ქ. №20
ვადა: 2026-06-01
ავერსი 120
ვაჟა ფშაველას N6
ვადა: 2026-06-01
ავერსი 150
ვაჟა–ფშაველას მეოთხე კვარტალი, პირველი კორპუსის მიმდებარედ
ვადა: 2026-06-01
ავერსი 153
ა.ყაზბეგის გამზ. №16
ვადა: 2026-04-01
ავერსი 154
პ.ასლანიდის №3/ ბერბუკის №8
ვადა: 2026-04-01
ავერსი 157
შარტავას 4/6
ვადა: 2026-04-01
ავერსი 158
მირიან მეფის №75
ვადა: 2026-06-01
ავერსი 160
ნუცუბიძის II მკრ, I კვარტალი, №3დ
ვადა: 2026-04-01
ავერსი 165
ფანასკერტელის ქ. N20–ე (იყალთოს გორა)
ვადა: 2026-04-01
ავერსი 166
სოფელი დიღომი, დ. აღმაშენებლის №124
ვადა: 2026-06-01
ავერსი 172
ტაშკენტის ქ. N27
ვადა: 2026-06-01
ავერსი 177
გოძიაშვილის ქ. №17
ვადა: 2026-06-01
ავერსი 178
მირიან მეფის ქ №96
ვადა: 2026-03-01
ავერსი 180
მინდელის ქ -11
ვადა: 2026-06-01
ავერსი 181
მ.მაჭავარიანის ქ.#65(ვაშლიჯვარი)
ვადა: 2026-06-01
ავერსი 182
ჩიქოვანის ქ N 45
ვადა: 2026-06-01
ავერსი 187
სიმონ კანდელაკის 59
ვადა: 2026-04-01
ავერსი 192
ვ.ბოჭორიშვილის ქ.#24
ვადა: 2026-04-01
ავერსი 194 (24სთ)
დიდი დიღომი,თინათინის ქ.#1
ვადა: 2026-06-01
ავერსი 195
დიდი დიღომი,პეტრე იბერის#14
ვადა: 2026-06-01
ავერსი 197
დიდი დიღომი,4მკრ,25კორპ
ვადა: 2026-04-01
ავერსი 200
მირიან მეფის #11გ
ვადა: 2026-04-01
ავერსი 202
ნუცუბიძის მე-5მ/რ,ა.ვარაზის#16
ვადა: 2026-06-01
ავერსი 210
დავარის ქ. N41
ვადა: 2026-06-01
ავერსი 8
წინანდლის ქ. №9-10
ვადა: 2026-06-01
ავერსი 10
ქ.წამებულის მოედ. №2
ვადა: 2026-06-01
ავერსი 16
ნავთლუღის ქ. №2–ის მიმდებარედ
ვადა: 2026-06-01
ავერსი 52 (24სთ)
თეოფანე დავითაიას ქუჩა №9
ვადა: 2026-06-01
ავერსი 60
ბერი გაბრიელ სალოსის გამზ.. №155
ვადა: 2026-06-01
ავერსი 74
მეველეს ქ. №3
ვადა: 2026-06-01
ავერსი 98
წინანდლის ქ. №10
ვადა: 2026-06-01
ავერსი 115
თეოფანე დავითაიას N30
ვადა: 2026-06-01
ავერსი 116
ნავთლუღის ქ. №15/1
ვადა: 2026-06-01
ავერსი 146
თეოფანე დავითაიას N13
ვადა: 2026-06-01
ავერსი 156
წინანდლის ქ.№23
ვადა: 2026-06-01
ავერსი 190
ყვარლის ქუჩა N99ა
ვადა: 2026-06-01
ავერსი 191
ბოგდან ხმელნიცკის N6ბ
ვადა: 2026-06-01
ავერსი 203
გიორგი მუხაძის ქ.#70
ვადა: 2026-06-01
ავერსი 204
გაბრიელ სალოსის #122
ვადა: 2026-06-01
ავერსი 205
ქინძმარაულის N3
ვადა: 2026-06-01
ავერსი 206
ზურაბ პატარიძის N3
ვადა: 2026-06-01
ავერსი 209
ნავთლუღის ქუჩა N6/2
ვადა: 2026-06-01
ავერსი 12
ლუბლიანას ქ. №13გ
ვადა: 2026-06-01
ავერსი 15
ა.წერეთლის გამზ. №143
ვადა: 2026-06-01
ავერსი 45
ა.წერეთლის გამზ. №110
ვადა: 2026-06-01
ავერსი 57 (24სთ)
დიღმის მასივი, II კვარ. კორ.6 ბ.
ვადა: 2032-09-01
ავერსი 70
დიღმის მასივი, V კვარ. კორპ..3 ა.
ვადა: 2026-06-01
ავერსი 102
ა. წერეთლის გამზ. №55
ვადა: 2026-04-01
ავერსი 106
ტრანსპორტის ქ. №1 (მ. დიდუბის მიმდებარედ)
ვადა: 2026-06-01
ავერსი 136
ლუბლიანას ქ. №31
ვადა: 2026-06-01
ავერსი 141
ჩაჩავას ქ. #5. სს "კ.ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი“
ვადა: 2026-04-01
ავერსი 145
ლუბლიანას #5, რკინიგზის საავადმყოფო.
ვადა: 2026-06-01
ავერსი 169
დიღმის მასივი, კვარტალი III, კორპუსი 1ბ
ვადა: 2026-06-01
ავერსი 188
ქ.თბილისი, წყალტუბოს ქ.#12-14
ვადა: 2026-06-01
ავერსი 25 (24სთ)
ც.დადიანის ქ. №321
ვადა: 2026-06-01
ავერსი 29
ზღვისუბანი, მე-10 კვარტალი, 28-ე კორპუსის მიმდებარედ.
ვადა: 2026-06-01
ავერსი 40
გუდამაყრის ქ. №4 (კლინიკური საავადმყ. მიმდ), ნაკვ.05/001
ვადა: 2026-06-01
ავერსი 50
ც.დადიანის ქ. №2
ვადა: 2026-06-01
ავერსი 51 (24სთ)
მუხიანის III მკრ. კორ. V
ვადა: 2026-06-01
ავერსი 58
ც.დადიანის ქ. №34
ვადა: 2026-06-01
ავერსი 88 (24სთ)
ზღვისუბანი, მე-3 მიკრო რაიონი, მე-5 კვარტალი, ნაკვ. 10/024
ვადა: 2026-06-01
ავერსი 93
ც. დადიანის ქ. №261
ვადა: 2026-06-01
ავერსი 103
გურამიშვილის გამზ. მ. ღრმაღელის მიმდ. ტერიტორია
ვადა: 2026-06-01
ავერსი 109
ქვიშხეთის ქ. №1 (მ. ღრმაღელის პირდაპირ)
ვადა: 2026-06-01
ავერსი 138
ც. დადიანის II მკრ. II კორპუსი
ვადა: 2032-08-01
ავერსი 161
ხუდადოვის ქ. №95ა
ვადა: 2026-06-01
ავერსი 183
დადიანის ქ. № 71
ვადა: 2026-06-01
ავერსი 185
ჭყონდიდელის #101
ვადა: 2026-06-01
ავერსი 186
გურამიშვილის #31
ვადა: 2026-06-01
ავერსი 9
ომარ ხიზანიშვილის ქ. 20
ვადა: 2026-06-01
ავერსი 14
ალექსი გობრონიძის ქუჩა #2
ვადა: 2026-06-01
ავერსი 44
გლდანის ილია ვეკუას N 19
ვადა: 2026-06-01
ავერსი 66 (24სთ)
გლდანი, V მკრ. კორ. №14
ვადა: 2026-06-01
ავერსი 87
მუხიანის II მკრ. კორპ. №8
ვადა: 2026-06-01
ავერსი 90
გლდანი, V მკრ
ვადა: 2026-06-01
ავერსი 111
სარაჯიშვილის ქ. №13
ვადა: 2026-06-01
ავერსი 133
გლდანის VI-VIII მიკრორაიონებს შორის
ვადა: 2026-06-01
ავერსი 143 (24სთ)
გლდანის 5 მკრ. 10–ე კორპუსის მიმდ.
ვადა: 2026-06-01
ავერსი 147
ომარ ხიზანიშვილის ქ. 7
ვადა: 2026-06-01
ავერსი 162
ავჭალა, ლიბანის ქ. №19–სა და №25–ს შორის
ვადა: 2026-06-01
ავერსი 171
ზაჰესი, კოლონიის მიმდებარე ტერიტორია
ვადა: 2026-06-01
ავერსი 174
ვეკუას ქ. №55 (ყოფილი ხიზანიშვილის ქ.)
ვადა: 2026-06-01
ავერსი 198
გლდ.მე-7მ/რ,მირაქიშვილის#29
ვადა: 2026-06-01

რეგიონი (199 აფთიაქი)

ახმეტა 1
რუსთაველის ქ. №68
ვადა: 2026-06-01
ახმეტა 2
ახმეტა, რუსთაველის ქუჩა
ვადა: 2026-06-01
გურჯაანი 1 (24სთ)
ნონეშვილის ქ. №25
ვადა: 2026-08-01
გურჯაანი 2
წმინდა ნინოს ქ. კვარტალი 60
ვადა: 2032-10-01
გურჯაანი 3
გურჯაანი შესახვევი ნონეშვილი 12
ვადა: 2026-06-01
კაჭრეთი
გურჯაანი სოფ კაჭრეთი
ვადა: 2026-06-01
დედოფლისწყარო
ჰერეთის ქ. N1
ვადა: 2026-06-01
ჩუმლაყი
გურჯაანის მუნიციპალიტეტი სოფელი ჩუმლაყი
ვადა: 2026-06-01
თელავი 2
ალაზნის გამზირი №4
ვადა: 2026-06-01
თელავი 3 (24სთ)
ქ. თელავი, ალაზნის გამზ. N4ა
ვადა: 2026-06-01
თელავი 4
ვ. სეხნიაშვილის. №3
ვადა: 2026-06-01
თელავი 5
ქ. თელავი, ქეთევან წამებულის ქუჩა 3გ
ვადა: 2026-06-01
ყარაჯალა-1
თელავის რ-ნი, სოფ ყარაჯალა
ვადა: 2026-06-01
თელავი 6
ვახტანგ სეხნიაშვილის ქ.N10
ვადა: 2026-06-01
თელავი 7
შოთა რუსთაველის გამზ N78
ვადა: 2026-06-01
იორმუღანლო
სოფელი იორმუღანლო
ვადა: 2026-06-01
იყალთო 1
სოფელი იყალთო
ვადა: 2026-06-01
ლაგოდეხი 1
ნინოშვილის ქ. №2
ვადა: 2026-06-01
ლაგოდეხი 2 (24სთ)
ზაქათალას ქ. (ბაზრის მიმდებარედ)
ვადა: 2026-06-01
საგარეჯო 1
აღმაშენებლის №14
ვადა: 2026-06-01
საგარეჯო 2
რუსთაველის ქ. N240 / რუსთაველის ქ. N210
ვადა: 2026-06-01
სიღნაღი (24სთ)
კოსტავას ქ. №8
ვადა: 2026-06-01
ყვარელი (24სთ)
აღმაშენებლის ქ. №16
ვადა: 2026-06-01
ყვარელი 3
ყვარელი ჭავჭავაძის 95
ვადა: 2026-06-01
ყვარელი 4
ქ. ყვარლი, ჭავჭავაძის ქ. N122
ვადა: 2026-06-01
ახალსოფელი
ყვარლის რნ სოფ ახალსოფელი
ვადა: 2026-06-01
წნორი (24სთ)
თავისუფლების ქ.№2
ვადა: 2026-06-01
კაზრეთი-1
დაბა კაზრეთი
ვადა: 2026-06-01
ბოლნისი 1 (24სთ)
სულხან-საბას ქ. №117
ვადა: 2026-06-01
ბოლნისი 2
სოლხან-საბა ორბელიანის ქ. N165 / სოლხან-საბა ორბელიანის ქ. N165ა
ვადა: 2026-06-01
გარდაბანი
აღმაშენებლის ქ. №12
ვადა: 2026-06-01
დმანისი
წმინდა ნინოს ქ, №37
ვადა: 2026-06-01
გამარჯვება 1
გარდაბნის რ–ნი გამარჯვება
ვადა: 2032-10-01
წალკა 1
ქ. წალკა, არისტოტელეს ქ. N2
ვადა: 2026-06-01
თეთრიწყარო 1
ქ. თეთრიწყარო, კოსტავას ქ. N1
ვადა: 2026-06-01
კრწანისი
სოფ. კრწანისი, მე-6 ქუჩის III, ჩიხი #2
ვადა: 2026-04-01
მარნეული 1 (24სთ)
სულხან-საბას ქ. №58
ვადა: 2026-06-01
მარნეული 2 (24სთ)
26 მაისის ქ.
ვადა: 2026-06-01
მარნეული 3
რუსთაველის ქ. №5 ა
ვადა: 2026-06-01
მარნეული 4
მარნეული, შ. რუსთაველის ქ. N78
ვადა: 2026-06-01
სადახლო
მარნეული სოფ სადახლო
ვადა: 2026-06-01
რუსთავი 1
მეგობრობის გამზ. №10
ვადა: 2026-06-01
რუსთავი 2 (24სთ)
კოსტავას ქ. №15
ვადა: 2026-06-01
რუსთავი 3 (24სთ)
მესხიშვილის ქ. №3ა
ვადა: 2032-10-01
რუსთავი 4
ქ.რუსთავი მე-19 მკრ. კორპ N11
ვადა: 2026-06-01
რუსთავი 6
მეგობრობის გამზ. N61 (შარტავას გამზ N17)
ვადა: 2026-06-01
რუსთავი 7
ქ. რუსთავი პავლე თოდრიას ქN5
ვადა: 2026-06-01
მარტყოფი 1
გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი
ვადა: 2026-06-01
რუსთავი 8
ქ.რუსთავი მეგობრობის გამზირი N18
ვადა: 2026-06-01
რუსთავი 9
მეგობრობის გამზ. N4
ვადა: 2026-06-01
ბაღდათი (24სთ)
წერეთლის ქ. №7
ვადა: 2026-06-01
ვანი
თამარ მეფის გამზირი. №3
ვადა: 2026-06-01
ზესტაფონი 1 (24სთ)
აღმაშენებლის ქ. №16
ვადა: 2026-06-01
ზესტაფონი 2
ჭანტურიას ქ. №1
ვადა: 2026-06-01
ზესტაფონი 3
აღმაშენებლის ქ. №27
ვადა: 2026-06-01
ზესტაფონი 4
ჭანტურიას ქ. №12
ვადა: 2026-06-01
ზესტაფონი 5
აღმაშენებლის ქ. №43
ვადა: 2026-06-01
ზესტაფონი 6
მელქაძის ქ. N2
ვადა: 2026-06-01
ზესტაფონი 7
დავით აღმაშენებლის ქ. #85
ვადა: 2026-06-01
თერჯოლა 1 (24სთ)
რუსთაველის ქ. №111
ვადა: 2026-06-01
თერჯოლა 2
ქ.თერჯოლა,რუსთაველის 78
ვადა: 2026-06-01
სამტრედია 1 (24სთ)
რესპუბლიკის №2
ვადა: 2026-06-01
სამტრედია 2
ჭავჭავაძის ქ. №5
ვადა: 2026-06-01
საჩხერე 1 (24სთ)
გომართელის ქ. №3
ვადა: 2026-06-01
საჩხერე 2
გომართელის ქ. №30 ა
ვადა: 2026-06-01
საჩხერე 3
ივანე გომართელის ქ.2ა
ვადა: 2026-06-01
ტყიბული
რუსთაველის ქ.№1
ვადა: 2026-06-01
ქუთაისი 1
წმ. ნინოს ქ. №17
ვადა: 2026-06-01
ქუთაისი 2
ჭავჭავაძის ქ. №31
ვადა: 2026-06-01
ქუთაისი 3 (24სთ)
ფალიაშვილის ქ. №21
ვადა: 2026-06-01
ქუთაისი 4 (24სთ)
ბუხაიძის ქ. №4
ვადა: 2026-06-01
ქუთაისი 5 (24სთ)
ჭავჭავაძის ქ. №54
ვადა: 2026-06-01
ქუთაისი 6 (24სთ)
ავტომშენებლის ქ. №8/13
ვადა: 2026-06-01
ქუთაისი 7 (24სთ)
ი.აბაშიძის გამზ. №2/2
ვადა: 2026-06-01
ქუთაისი 8
ავტომშენებლის №34
ვადა: 2026-06-01
ქუთაისი 9
ჭავჭავაძის გამზ. №44
ვადა: 2026-06-01
ქუთაისი 10
ჭავჭავაძის ქ. 56
ვადა: 2026-06-01
ქუთაისი 11 (24სთ)
ასათიანის ქ. №147
ვადა: 2026-06-01
ქუთაისი 12 (24სთ)
დუმბაძის ქ. №48
ვადა: 2026-06-01
ქუთაისი 13 (24სთ)
თაბუკაშვილის ქ. №115
ვადა: 2026-06-01
ქუთაისი 14
მარი ბროსეს ქ. №1
ვადა: 2026-06-01
ქუთაისი 15 (24სთ)
ნიკეას ქუჩა, II შესახვევი, №8ე
ვადა: 2026-06-01
ქუთაისი 16
სულხან-საბას გამზ. №19
ვადა: 2026-06-01
ქუთაისი 17
გრიშაშვილის ქ. № 27
ვადა: 2026-06-01
ქუთაისი 18
აღმაშენებლის გამზ. №24
ვადა: 2026-06-01
ქუთაისი 19 (24სთ)
ნიკეას ქ, სკვერი სამხედრო ნაწილთან და ყოფილ სამხედრო ქალაქთან (ნაკვეთი 1)
ვადა: 2026-06-01
ქუთაისი 20 (24სთ)
გრ. აბაშიძის №3
ვადა: 2026-06-01
ქუთაისი 21
ვარლამიშვილის და წმ.ნინოს ქუჩის გადაკვეთა, ვარლამიშვილის #1 სახლის გადაკვეთაზე
ვადა: 2026-06-01
ქუთაისი 22
ფალიაშვილის ქ. №3
ვადა: 2026-06-01
ქუთაისი 23
ბუკიას ქ. №1
ვადა: 2026-06-01
ქუთაისი 24
ბუხაძის ქ #23ა
ვადა: 2026-06-01
ქუთაისი 25
რუსთაველის1/წერეთლის2
ვადა: 2026-06-01
ქუთაისი 26
ჭავჭავაძის გამზ.#67
ვადა: 2026-06-01
ხარაგაული
სოლომონ მეფის ქ.#33
ვადა: 2032-09-01
დიმი 1
ბაღდათის რ-ნი სოფელი დიმი
ვადა: 2026-06-01
ქუთაისი 27
ქ.ქუთაისი, ავტომშენებლის #43
ვადა: 2026-06-01
წყალტუბო 1 (24სთ)
იმერეთის მოედანი ბაზრობის მიმდ.ტერიტორია
ვადა: 2026-06-01
წყალტუბო 2
წყალტუბო. 9 აპრილის ქ #2ა
ვადა: 2026-06-01
ჭიათურა 1
ნინოშვილის ქ. №6
ვადა: 2026-06-01
ჭიათურა 2 (24სთ)
აბაშიძის ქ. №3
ვადა: 2026-06-01
ჭიათურა 3
იაშვილის ქ. №4
ვადა: 2026-06-01
ჭიათურა 4
ჭიათურა, ნინოშვილის ქ. N18
ვადა: 2026-06-01
ხონი
თავისუფლების მოედანი
ვადა: 2026-06-01
ჩაქვი
ჩაქვი,თ/მეფის #33
ვადა: 2026-06-01
ხულო
ხულოს რაიონი, მ. აბაშიძის ქუჩა N18
ვადა: 2026-06-01
ბათუმი 2
ჭავჭავაძის ქ. №39
ვადა: 2026-06-01
ბათუმი 3 (24სთ)
გორგილაძის ქ. №53
ვადა: 2026-06-01
ბათუმი 4
აღმაშენებლის ქ. №20
ვადა: 2026-06-01
ბათუმი 5 (24სთ)
ბაგრატიონის ქ. №140ბ. 29-30
ვადა: 2026-06-01
ბათუმი 6
მაიაკოვსკის ქ. №11
ვადა: 2026-06-01
ბათუმი 7 (24სთ)
გორგასლის ქ. №149/151/153 გრიბოედოვის ქ. №29/31
ვადა: 2026-06-01
ბათუმი 8
ჭავჭავაძის ქ. №6
ვადა: 2026-06-01
ბათუმი 9
მაიაკოვსკის ქ. №11
ვადა: 2032-10-01
ბათუმი 10
თამარ–მეფის დასახლება ქ. №12ა
ვადა: 2026-06-01
ბათუმი 11
ბარათაშვილის №26
ვადა: 2026-06-01
ბათუმი 12
დ. თავდადებულის ქუჩა №11
ვადა: 2026-06-01
ბათუმი 13
ფრიდონ ხალვაშის გამზირი №356
ვადა: 2026-06-01
ბათუმი 14
ისრაფილ ჯინჭარაძის ქ. N1
ვადა: 2026-06-01
ბათუმი 15
ბესიკის ქ. N55
ვადა: 2026-06-01
ბათუმი 16 (24სთ)
ინასარიძის ქ. N3
ვადა: 2026-06-01
ბათუმი 17
პუშკინის ქ. # 124
ვადა: 2026-06-01
ბათუმი 18
ჯავახიშვილის ქ #65
ვადა: 2026-06-01
ბათუმი 20
ქ. ბათუმი, ავგიას ქ. N2
ვადა: 2026-06-01
ბათუმი 21
ვ.გორგასლის ქ.#84
ვადა: 2026-06-01
ბათუმი 22
ბათუმი, ჰ.აბაშიძის N64 (ხოზრევანიძის კლინიკასთან)
ვადა: 2026-06-01
ბათუმი 23
მაზნიაშვილის 68 / ჭავჭავაძის 18
ვადა: 2026-06-01
ბათუმი 25
აღმაშენებელის №1
ვადა: 2026-06-01
ბათუმი 24
ქ.ბათუმი, პუშკინის ქ. N162
ვადა: 2026-06-01
ბათუმი 26
ლეხ და მარია კაჩინსკების #1
ვადა: 2026-06-01
ქობულეთი 1 (24სთ)
აღმაშენებლის №3
ვადა: 2026-06-01
ქობულეთი 2
რუსთაველის №122
ვადა: 2026-06-01
აბაშა (24სთ)
თავისუფლების ქ. №50
ვადა: 2026-06-01
ბანძა
მარტვილის რ-ნი, სოფ. ბანძა
ვადა: 2026-06-01
ზუგდიდი 1
კიტიას ქ. №7
ვადა: 2026-06-01
ზუგდიდი 2
რუსთაველის ქ. №91
ვადა: 2026-06-01
ზუგდიდი 3 (24სთ)
გამსახურდიას გამზ. №23
ვადა: 2026-06-01
ზუგდიდი 4 (24სთ)
გამსახურდიას გამზ. №36
ვადა: 2026-06-01
ზუგდიდი 5 (24სთ)
რუსთაველის ქ. №99
ვადა: 2026-06-01
ზუგდიდი 6
თამარ მეფის ქ. №18
ვადა: 2026-06-01
ზუგდიდი 7 (24სთ)
ზუგდიდი კ.გამსახურდიას 219
ვადა: 2026-06-01
მარტვილი 1 (24სთ)
თავისუფლების ქ. №16
ვადა: 2026-06-01
მარტვილი 2
თავისუფლების ქ. №14
ვადა: 2026-06-01
მარტვილი 3
კოსტავას №1 თამარ მეფის №5
ვადა: 2026-06-01
მესტია
სეტის მოედანი №12
ვადა: 2026-04-01
სენაკი 1 (24სთ)
რუსთაველის №172
ვადა: 2026-06-01
სენაკი 2 (24სთ)
რუსთაველის №110
ვადა: 2026-06-01
სენაკი 3
ჭავჭავაძის №87
ვადა: 2026-06-01
სენაკი 4
ჭავჭავაძის №123
ვადა: 2026-06-01
ფოთი 1 (24სთ)
რუსთაველის რკალი №24
ვადა: 2026-06-01
ფოთი 2
ფარნავაზ მეფის ქ. №7
ვადა: 2026-06-01
ფოთი 3
გურიის ქ. #210
ვადა: 2026-06-01
ჩხოროწყუ 1 (24სთ)
აღმაშენებლის ქ. №12
ვადა: 2026-06-01
ჩხოროწყუ 2
გობეჩიას ქ. N 3/5
ვადა: 2026-06-01
წალენჯიხა 1
გამსახურდიას ქ. №5
ვადა: 2026-06-01
წალენჯიხა 2
სალიას ქუჩა
ვადა: 2026-06-01
ხობი
შარტავას ქ. №3
ვადა: 2026-06-01
ჯვარი
ლემონჯავას (ყოფილი ჯიქიას) ქ.№13
ვადა: 2026-06-01