აევიტი 100000სე+100მგ#20კაფს

აევიტი 100000სე+100მგ#20კაფს

2.93 ლარი
ქვეყანა: რუსეთი
მწარმოებელი: მირ-ფარმა
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: რეტინოლი+ალფატოკოფეროლი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 43724
გააზიარე:

საერთაშორისო დასახელება:

RETINOL+VITAMIN E

მოქმედი ნივთიერება: რეტინოლი+ვიტამინი E

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

პოლივიტამინები

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

კომბინირებული პრეპარტი, რომლის მოქმედება განისაზღვრება მის შემადგენლობაში შემავალი ცხიმში ხსნადი A და E ვიტამინებით.

რეტინოლი (ვიტამინი A) აუცილებელი კომპონენტია თვალის ბადურა გარსის ფუნქციონირებისათვის: უკავშირდება რა ოპსინს (ბადურა გარსის წითელ პიგმენტს), წარმოქმნის მხედველობით პურპურს როდოფსინს, რომელიც აუცილებელია სიბნელეში მხედველობის ადაპტაციისთვის. ვიტამინი A აუცილებელია ძვლების ზრდისთვის, ნორმალური რეპროდუქციული ფუნქციისთვის, ემბრიონალური განვითარებისათვის, გაყოფის რეგულაციისათვის და ეპითელიუმის დიფერენციაციისთვის (აძლიერებს კანის ეპითელიუმის უჯრედების გამრავლებას, აახალგაზრდავებს უჯრედულ პოპულაციას, კერატინიზაციის პროცესს ამუხრუჭებს). ვიტამინი A კოფაქტორის სახით მონაწილეობას ღებულობს სხვადასხვა ბიოქიმიურ პროცესებში.

ალფა –ტოკოფეროლის ფუნქცია (ვიტამინი E) ბოლომდე არ არის გარკვეული. როგორც ანტიოქსიდანტი, ამუხრუჭებს თავისუფალ რადიკალური რეაქციის განვითარებას, იცავს ზეჟნგების წარმოქმნისაგან, რომელიც აზიანებს უჯრედულ და სუბუჯრედულ მემბრანებს, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს ორგანიზმის განვითარებისათვის, ნერვული და კუნთოვანი სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. სელენთან ერთად ამუხრუჭებს უჯერი ცხიმოვანი მჟავების დაჟნგვას (ელექტრონების გადატანის მიკროსომალური სისტემის კომპონენტი), არიდებს ერთროციტების ჰემოლიზს. წარმოადგენს ზოგიერთი ფერმენტული სისტემის კოფაქტორს. აღადგენს კაპილარულ სისხლის მიმოქცევას, ნორმაში მოჰყავს კაპილარული და ქსოვილოვანი გამტარებლობა, ამაღლებს ქსოვილთა მდგრადობას ჰიპოქსიისადმი.

ჩვენებები:

  • A და E ჰიპო – და ავიტამინოზი, ასევე ორგანიზმის მომატებული მოთხოვნილება A და E ვიტამინზე და/ან ორგანიზმში მათი მოხვედრის შემცირებისას:

გასრექტომია, დიარეა, სტეატორეა, ცელიაკია, კრონის დაავადება, მალაბსორბციის სინდრომი, ქრონიკული ქოლესტაზი, ღვიძლის ციროზი, სანაღვლე გზების ატრეზია, ობსტრუქციული სიყვთლე, კუჭქვეშ ჯირკვლის კისტოზური ფიბროზი, ტროპიკული სპრუ, ინფექციური დაავადებები (მათ შორის, ქრონიკული და „გაციებითი“), ჰემერალოპია, ქსეროფთალმია, კერატომალაცია, არასრულფასოვანი და არაბალანსირებული კვება (მათ შორის, პარენტერალური კვება), სწრაფი გახდომა, ნიკოტინური დამოკიდებულება, ნარკომანია, ალკოჰოლიზმი, ხანგრძლივი სტრესული მდგომარეობა, კოლესტირამინის მიღება, კოლესტიპოლის, მინერალური ზეთების, ნეომიცინის, რკინის შემცველი პროდუქტების, ჰიპერთირეოზი, ორსულობა (მათ შორის მრავალნაყოფიანი), ლაქტაციის პერიოდი. პერიფერიული ნეიროპათია, მანეკროზებელი მიოპათია, აბეტალიპოპროტეინემია.

ეფექტურობა არ არის დამტკიცებული – სისხლძარღვების ათროსკლეროზული ცვლილებისას, ქსოვილთა ტროფიკის დარღვევისას, მაობლიტირებელი ენდარტერიტისას.

მიღების წესი და დოზირება:

შინაგანად, კვებისაგან დამოუკიდებლად, ყოველდღიურად 1 კაფსულა დღეში; კუნთში – 1მლ/დღ. მკურნალობის ხანგრძლიობა – 20–40 დღე 3–6 თვიანი შუალედით. შესაძლებელია განმეორებითი კურსის ჩატარება.

უკუჩვენებები:

* ჰიპერმგრძნობელობა;

* A და E ჰიპერვიტამინოზი;

* ბავშვთა ასაკი (14 წლამდე).

სიფრთხილით: თირეოტოქსიკოზი, ქოლეცისტიტი, მდგომარეობები სისხლძარღვთა გამტარობის მომატებით (გულის ქრონიკული უკმარისობს, ქრონიკული გლომერულონეფრიტი და სხვა.), ღვიძლის ციროზი, ვირუსული ჰეპატიტი, ღვიძლის უკმარისობა, ალკოჰოლიზმი, ორსულობა (განსაკუთრებით პირველი ტრიმესტრი), ლაქტაციის პერიოდი, ხანდაზმულობა, ბავშვთა ასაკი, ჰიპოპროთრომბინემია (K ვიტამინის დეფიციტის ფონზე , რომელიც შეიძლება გაძლიერდეს E ვიტამინის 400 ME დოზაზე მეტის მიღებისას).

გვერდითი მოვლენები:

ალერგიული რეაქციები (მათ შორის გამონაყარი კანზე), ტკივილი ეპიგასტრიუმში, დისპეპსიური მოშლილობა (ღბინება, გულისრევა, დიარეა). დიდი დოზით და ხანგრძლივად მიღებისას შესაძლებელია ქოლელითიაზის და ქრონიკული პანკრეატიტის გამწვავება.

ადგილობრივი რეაქციები: კუნთში შეყვანისას – მტკივნეულობა, ინფილტრატი, რბილი ქსოვილების კალციფიკაცია.

ჭარბი დოზირება:

A ვიტამინის ჭარბი დოზირების სიმპტომები (ვითარდება შეყვანიდან 6 საათის შემდეგ): A ჰიპერვიტამინოზი: მოზრდილებში: – ძილიანობა, მოთენთილობა, დიპლოპია, თავბრუსხვევა, თავის ძლიერი  ტკივილი, გულისრევა, ძლერი ღბინება, დიარეა, გაღიზიანებულობა, ოსტეოპოროზი, ღრძილებიდან სისხლდენა, სიმშრალე და სისხლნაჟღენთები პირის ღრუში, ტუჩების აქერცვლა, კანის (განსაკუთრებით ხელის გულების), აგზნებულობა, გონების არევა.

A ვიტამინით ქრონიკული ინტოქსიკაციის სიმპტომები: ანორექსია, ტკივილი ძვლებში, სიმშრალე და ნახეთქები კანის, ტუჩების, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის სიმშრალე, გასტრალგია, ღებინება, ჰიპერთემია, ასთენია, თავის ტკივილი, ფოტოსენსიბილიზაცია, პოლაკიურია, ნიკტურია, პოლიურია, გაღიზიანებულობა, თმის ცვენა, მოყვითლო–ნარინჯისფერი ლაქები ხელისგულებზე, ცხვირ–ტუჩს სამკუთხედში, ჰეპატოტოქსიური მოვლენები, თვალშიგა წნევის მომატება, ოლიგომენორეა, პორტალური ჰიპერტენზია, ჰემოლიტური ანემია, რენტგენოგრამზე ძვლების ცვლილება, კრუნჩხვები;

ფეტოტოქსიური მოვლენები: ადამიანში – შარდგამომყოფი სისტემის მანკი, ზრდის შეფერხება, ზრდის ეპიფიზარულო ზონის ადრეული დახურვა;

E ვიტამინით ქრონიკული ინტოქსიკაციის სიმპტომები: ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე 400–800 ED/დღ დოზით მიღებისას – მხედველობითი მიმღებლობის არასიმკვეთრე, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, გულისრევა, დიარეა, გასტრალგია, ასთენია;

800 ED/დღ მეტი დოზით მიღებისას ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე – ავადმყოფებში K ჰიპოვიტამინოზით იზრდება სისხლდენის რისკი, ირღვევა თირეოიდული ჰორმონების მეტაბოლიზმი, სექსუალური ფუნქციის მოშლილობა, თრომბოფლებიტი, თრომბოემბოლია, ნეკროზული კოლიტი, სეფსისი, ჰეპატომეგალია, ჰიპერბილირუბინემია, ღვიძლის უკმარისობა, ბადურა გარსში სისხლჩაქცევა, ჰემორაგიული ინსულტი, ასციტი.

მკურნალობა: პრეპარატის მოხსნა, სიმპტომატური თრაპია.

განსაკუთრებული მითითებები:

A და E ჰიპერვიტამინოზისაგან დასაცავად არ უნდა გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. პრეპარატის მიღებისას გათავალისწინებული უნდა იყოს, რომ მასში მეტია A ვიტამინს (100 ათას. ME) შემცველობა, ასევე ის, რომ ის არის სამკურნალო და არა პროფილაქტიკური საშუალება.

დიეტა სელენის შემცველობით და გოგირდშემცველი ამინომჟავებით E ვიტამინზე მოთხოვნილებას ამცირებს.

ურთიერთქმედება:

–  A ვიტამინი ასუსტებს Ca2+ პრეპარატების ეფექტს, ზრდის ჰიპერკალციემიის განვითარების რისკს. კოლესტირამინი, კოლესტიპოლი, მინერალური ზეთები, ნეომიცინი ამცირებს A და E ვიტამინის აბსორბციას (შესაძლებელია საჭირო გახდეს დოზის გაზრდა).

– პერორალური კონტრაცეპტივები ზრდიან A ვიტამინის პლაზმაში კონცენტრაციას.

იზოტრეტინოინი ზრდის A ვიტამინით ინტოქსიკაციის რისკს. ტეტრაციკლინისა და A ვიტამინის ერთდროული მიღება მაღალ დოზით (50 ათას. ED და მეტი) ზრდის ქალას შიგა წნევის განვითარების რისკს.

E ვიტამინი აძლიერებს გლუკოკორტიკოსტეროიდების, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების, ანტიოქსიდანტების, ეფექტურობას, აძლიერებს ეფექტურობას და ამცირებს A და D ვიტამინების, საგულე გლიკოზიდების  ტოქსიურობას,.

E ვიტამინის მაღალ დოზებში დანიშვნამ შესაძლებელია გამოიწვიოს A ვიტამინის დეფიციტი. E ვიტამინი ამაღლებს ანტიეპილეპტიკურების ეფექტურობას ეპილეფსიით დაავადებულებში (რომელთაც მომატებული აქვთ სისხლში ლიპიდების ზეჟანგი პროდუქტების შემცველობა).

ანტგიკოაგულანტებთან E ვიტამინის ერთდროული მიღებისას 400 ED/დღ მეტი დოზით (კუმარინისა და ინდანდიონის წარმობულები) მატულობს ჰიპოპროთრომბინემიის განვითარებისა და სისსხლდენის რისკი.

რკინის მაღალი დოზები ზრდის ორგანიზმში ჟანგვითი პროცესებს, რაც ზრდის E ვიტამინზე მოთხოვნილებას.