ვოლტარენი ემულგელი 1% 100გ

ვოლტარენი ემულგელი 1% 100გ

29.70 ლარი 21.38 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი
მწარმოებელი: ჰალეონ უნგრეთი
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: დიკლოფენაკი ნატრიუმის
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 42395
გააზიარე:

ვოლტარენი ემულგელი

VOLTAREN EMULGEL

სამკურნალო პრეპარატის დასახელება

ვოლტარენი ემულგელი, 1% გარეგანი გამოყენების გელი.

 

საერთაშორისოარაპატენტირებული დასახელება (INN)

დიკლოფენაკი.

 

  1. 1.   ვოლტარენ ემულგელი, 1% გარეგანი გამოყენების გელი, და მისი გამოყენება

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

გარეგანი გამოყენების პრეპარატები სახსრებისა და კუნთების ტკივილის დროს.  გარეგანი გამოყენების ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატი.

ათქ კოდი: M02AA15

პრეპარატი ვოლტარენ ემულგელი შეიცავს აქტიურ ნივთიერება დიკლოფენაკს, რომელიც მიეკუთვნება ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების ჯგუფს (ასაპ).

ვოლტარენ ემულგელს აქვს ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო თვისებები. წყალ-სპირტოვანი ფუძის გამო გელს აქვს დამამშვიდებელი და გამაგრილებელი მოქმედება.


გამოყენების ჩვენებები

პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ტკივილის, ანთების ან შეშუპებების სამკურნალოდ შემდეგი მდგომარეობების დროს:

  • მყესების, ლიგატების, კუნთების და სახსრების დაზიანებები (მაგ., ლიგატების გაგლეჯა, დაჭიმულობა, დაჟეჟილობა, ზურგის ტკივილი სპორტული ტრავმების შემდეგ ან უბედური შემთხვევის შედეგად);
  • რბილი ქსოვილების რევმატული დაავადებების ლოკალიზებული ფორმები, როგორიცაა ტენდინიტი („ჩოგბურთის იდაყვის“ სინდრომი), ბურსიტი, მხარ-მტევნის სინდრომი, პერიართროპათიები;
  • კანთან ახლოს განლაგებული მცირე და საშუალო ზომის სახსრების ართროზი, როგორიცაა ხელის თითების ან მუხლის სახსრები.

პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მოზრდილებსა და 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში.

მიმართეთ ექიმს, თუ 7 დღის შემდეგ მდგომარეობა არ უმჯობესდება ან უარესდება.

 

  1. 2.    ვოლტარენ ემულგელის, 1% გარეგანი გამოყენების გელი, გამოყენებამდე საყურადღებო ინფორმაცია

არ გამოიყენოთ პრეპარატი:

  • თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) დიკლოფენაკის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ (ჩამონათვალი იხ. სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციის (ფურცელი-ჩანართის) მე-6 და ნაწილში), ან სხვა საშუალებების მიმართ, რომლებიც გამოიყენება  ტკივილის, ცხელების ან ანთების სამკურნალოდ, მათ შორის, იბუპროფენი ან აცეტილსალიცილის მჟავა (ნივთიერება, რომელიც გამოიყენება სისხლის შედედების თავიდან ასაცილებლად). თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ამ პრეპარატზე ალერგიული რეაქციის სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს: მსტვენავ სუნთქვას ან ქოშინს (ასთმა); სუნთქვის გაძნელებას; გამონაყარს კანზე ბუშტუკებით ან ჭინჭრის ციებით; სახის ან ენის შეშუპებას; სურდოს.

  • ორსულობის ბოლო 3 თვის განმავლობაში (იხ.ნაწილიორსულობა და ძუძუთი კვებ).

 

არ გამოიყენოთ პრეპარატი, თუ რაიმე ზემოაღნიშნულიდან თქვენზე ვრცელდება.

 

განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები

ვოლტარენ ემულგელის, 1% გარეგანი გამოყენების გელი, გამოყენებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • არ გამოიყენოთ თუ გაქვთ: ჭრილობა, ღია ჭრილობები, გამონაყარი ან ეგზემა. აუცილებელია მკურნალობის შეწყვეტა, თუ პრეპარატის გამოყენების შემდეგ ვითარდება გამონაყარი კანზე.
  • არ გამოიყენოთ პრეპარატი კანის დიდ ზედაპირზე ან იმაზე მეტი ხნის განმავლობაში, რაც დადგენილია გამოყენების წესით, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც ამას ექიმი გირჩევთ.
  • პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის. არ მიიღოთ პერორალურად. არ გადაყლაპოთ პრეპარატი. გამოყენების შემდეგ დაიბანეთ ხელი, იმ შემთხვევის გარდა, თუ ისინი მკურნალობის მიდამოს წარმოადგენენ (იხ. ნაწილი „გამოყენების წესი“). მოერიდეთ პრეპარატის თვალსა და ლორწოვან გარსებზე მოხვედრას. თუ ეს მოხდება, კარგად დაიბანეთ თვალები სუფთა წყლით. დაუკავშირდით ექიმს ან ფარმაცევტს, თუ დაგრჩათ დისკომფორტის შეგრძნება.
  • შეგიძლიათ გამოიყენოთ ბანდაჟი ან ნახვევი, რომლებიც ჩვეულებრივ გამოიყენება ისეთი ტრავმების დროს, როგორიცაა ნაღრძობი. არ გამოიყენოთ ჰაერგაუმტარი (პლასტიკის) ნახვევები.
  • პროდუქტი შეიცავს პროპილენგლიკოლს და ბენზილის ბენზოატს, რომლებმაც ზოგიერთ პაციენტში გამოყენების ადგილზე შეიძლება გამოიწვიოს კანის მსუბუქი გაღიზიანება.

 

ბავშვები (12 წლამდე)

12 წლამდე ასაკის ბავშვებმა არ უნდა გამოიყენონ ეს პრეპარატი.

 

სხვა პრეპარატები და პრეპარატი ვოლტარენ ემულგელი, 1% გარეგანი  გამოყენების გელი: აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს იმ სამკურნალო საშუალებების შესახებ, რომლებსაც იყენებთ, იყენებდით ცოტა ხნის წინ ან რომლების გამოყენებაც შეიძლება დაიწყოთ ახლო მომავალში,  ურეცეპტო სამკურნალო საშუალებების ჩათვლით.

 

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ორსულებას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე გაესაუბრეთ ექიმს ან აფთიაქის თანამსრომელს.

  • არ გამოიყენოთ პრეპარატი ორსულობის დროს, განსაკუთრებით ორსულობის ბოლო 3 თვის განმავლობაში, რადგან ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს ბავშვს ან გამოიწვიოს გართულებები მშობიარობის დროს.
  • არ გამოიყენოთ პრეპარატი, თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს.

 

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

პრეპარატი ვოლტარენ ემულგელი არ მოქმედებს მანქანის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

 

  1. ვოლტარენ ემულგელი, 1% გარეგანი გამოყენების გელის გამოყენების წესი

ყოველთვის გამოიყენეთ პრეპარატი თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციების შესაბამისად. თუ ეჭვი გეპარებათ, რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

რეკომენდებული დოზა

მოზრდილები და 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვები

მტკივნეული ადგილის ზომიდან გამომდინარე, წაისვით 2-4 გ პრეპარატი (რომელიც მოცულობით შეესაბამება ალუბლის ან კაკლის ზომას და საკმარისია 400-800 სმ2 სხეულის ზედაპირის ფართობის დასამუშავებლად) დაზიანებულ კანზე დღეში 3-4-ჯერ, ნელა შეიზილეთ კანში.

 

გამოყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში

12 წლამდე ასაკის ბავშვებმა არ უნდა გამოიყენონ ეს პრეპარატი.

 

გამოყენების წესი

  1. პრეპარატის პირველ გამოყენებამდე ტუბზე დამცავი მემბრანის მოსახსნელად დაატრიალეთ და მოხსენით თავსახური. გამოიყენეთ თავსახურის უკანა მხარე იმისათვის, რომ გახვრიტოთ მემბრანა, დაატრიალეთ თავსახური და მოხსენით დამცავი მემბრანა ტუბს.
  2. აკურატულად გამოადინეთ მცირე რაოდენობის გელი ტუბიდან და დაიტანეთ მტკივნეულ ან შეშუპებულ ზონაზე, ნელა შეიზილეთ კანში. გელის რაოდენობა დამოკიდებულია მტკივნეული ან შეშუპებული ზონის ზომაზე. ალუბლის ან კაკლის ზომის გელის შესაბამისი რაოდენობა, როგორც წესი, საკმარისი უნდა იყოს. კანში გელის შეზელვისას თქვენ უმნიშვნელო გამაგრილებელ ეფექტს იგრძნობთ.
  3. პრეპარატის შეზელვის  შემდეგ ხელები მშრალი ქაღალდის პირსახოცით გაიმშრალეთ და შემდეგ დაიბანეთ, თუ ისინი არ წარმოადგენს  მკურნალობის არეს.
  4. შხაპის ან აბაზანის მიღებამდე დაელოდეთ პრეპარატის კანზე გაშრობას.

 

გამოყენების ხანგრძლივობა

არ გამოიყენოთ პრეპარატი 14 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში.

ექიმის მიერ შეიძლება რეკომენდებული იყოს უფრო ხანგრძლივი გამოყენება.

თუ პრეპარატის გამოყენების 7 დღის შემდეგ არ აღინიშნება სიმპტომების გაუმჯობესება ან მდგომარეობა უარესდება, უნდა მიმართოთ ექიმს.

 

თუ თქვენ გამოიყენეთ ვოლტარენ ემულგელი, 1% გარეგანი გამოყენების გელი, იმაზე მეტი რაოდენობით, ვიდრე საჭიროა

  • თუ საჭიროზე მეტი გელი წაისვით, ზედმეტი გელი ხელსახოცით მოიწმინდეთ.
  • თუ თქვენ ან თქვენმა შვილმა შემთხვევით გადაყლაპეთ გელი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

 

თუ დაგავიწყდათ ვოლტარენ ემულგელის, 1% გარეგანი გამოყენების გელის, გამოყენება

თუ გამოტოვებთ პრეპარატის დანიშნულ დროს გამოყენებას, გამოიყენეთ იგი გახსენებისთანავე, და შემდეგ განაგრძეთ გამოყენება დადგენილი სქემით. არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

 

  1. 4.            შესაძლო არასასურველი რეაქციები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ვოლტარენ ემულგელმა შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, მაგრამ არა ყველა პაციენტში.

ზოგიერთიგვერდითირეაქციები, რომლებიციშვიათადანძალიანიშვიათადვითარდება,შეიძლებაიყოსსერიოზული.

ნებისმიერი შემდეგი სიმპტომის განვითარებისას, რას შეიძლება იყოს ალერგიული რეაქციების ნიშნები, უნდა შეწყვიტოთ პრეპარატის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს:

  • გამონაყარი კანზე ბუშტუკებით; ჭინჭრის ციება. (შეიძლებააღინიშნებოდეს 1-დან 10-მდე 10000 ადამიან).
  • მსტვენავი სუნთქვა გულმკერდის არეში, სუნთქვის გაძნელება ან მოჭერის შეგრძნება გულმკერდში (ასთმა). (შეიძლებააღინიშნებოდეს 1-ზენაკლებ შემთხვევაში 10000 ადამიანიდან).
  • სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპება. (შეიძლებააღინიშნებოდეს 1-ზენაკლებ შემთხვევაში 10000 ადამიანიდან).

დანარჩენი გვერდითი რეაქციები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს, როგორც წესი, გარდამავალია და არ არის მძიმე (მაგრამ, თუ თქვენ გაღელვებთ ისინი, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს).

ხშირიგვერდითირეაქციები (შეიძლებააღინიშნებოდეს 1-დან 10-მდე 100 ადამიან).

  • გამონაყარი კანზე, ქავილი, კანის სიწითლე ან მტკივნეულობა.

ძალიანიშვიათიგვერდითირეაქციები (შეიძლებააღინიშნებოდეს 1-ზენაკლებ შემთხვევაში 10000 ადამიანიდან).

  • კანი შეიძლება უფრო მგრძნობიარე გახდეს მზის მიმართ. მზის დამწვრობის შესაძლო ნიშნებია: ქავილი, შეშუპება და ბუშტუკების წარმოქმნა.

 

შეტყობინება გვერდითი რეაქციების შესახებ

ნებისმიერი სახის გვერდითი რეაქციების განვითარებისას აცნობეთ ამის შესახებ ექიმს. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციაზე, მათ შორის რომლებიც არ არის ჩამოთვლილი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციაში (ფურცელი-ჩანართი). თქვენ ასევე შეგიძლიათ მიაწოდოთ ინფორმაცია არასასურველი რეაქციების შესახებ სამკურნალო პრეპარატების არასასურველი რეაქციების (მოქმედებების) საინფორმაციო მონაცემთა ბაზის მეშვეობით, მათ შორის შეტყობინებები სამკურნალო პრეპარატების არაეფექტურობის შესახებ.  არასასურველი რეაქციების შეტყობინებით, თქვენ ეხმარებით მეტი ინფორმაცია მიღებაში პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

 

  1. 5.             პრეპარატი ვოლტარენ ემულგელის, 1% გარეგანი გამოყენების გელი, შენახვა

პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ და უხილავ ადგილას.

არ გამოიყენოთ პრეპარატი ტუბზე ან მუყაოს კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია სიტყვების შემდეგ „Exp“. ვარგისობის ვადა ვრცელდება თვის ბოლო დღეზე.

ინახება 30°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.

არ ჩაყაროთ (არ ჩაასხათ) პრეპარატები კანალიზაციაში. დააზუსტეთ აფთიაქის თანამშრომელთან, როგორ უნდა განადგურდეს პრეპარატები, რომლებიც აღარ დაგჭირდებათ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

 

  1. 6.            შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

პრეპარატი ვოლტარენ ემულგელი, 1% გარეგანი გამოყენების გელი,  შეიცავს:

მოქმედი ნივთიერებაა: დიკლოფენაკის დიეთილამინი.

1 გ პრეპარატი შეიცავს 11.6 მგ დიკლოფენაკის დიეთილამინს, რაც შეესაბამება 10 მგ ნატრიუმის დიკლოფენაკს.

დამხმარე ნივთიერებები: დიეთილამინი, კარბომერები (კარბოპოლი 974 P), მაკროგოლი ცეტოსტეარილის ეთერი (ცეტომაკროგოლი 1000), კოკოილ კაპრილოკაპრატი (ცეტიოლი LC), იზოპროპილის სპირტი, თხევადი პარაფინი (მინერალური ზეთი), არომატული კრემი 45 (შეიცავს ბენზილბენზოატს), პროპილენგლიკოლი, გასუფთავებული წყალი.

 

პრეპარატი ვოლტარენ ემულგელი, 1% გარეგანი გამოყენების გელი, აღწერილობა

რბილი, ერთგვაროვანი, კრემისებური გელი, თეთრიდან მოყვითალო ფერამდე.

20 გ, 50 გ და 100 გ დამცავი მემბრანის მქონე ლამინირებულ ტუბში ხრახნიანი თავსახურით (თეთრი ან ცისფერი). თავსახური გარედან აღჭურვილია გასაღებით (ჩაღრმავება მორჩით) ტუბის დამცავი მემბრანის გასახსნელად. ტუბი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

 

ვარგისობის ვადა

3 წელი.

 

აფთიაქიდან გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.         

 

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი / მწარმოებელი

გსკ კონსუმერ ჰელსკერ სარლ, შვეიცარია /  GSK Consumer Healthcare SARL, Switzerland. 

რიუ დე ლეტრაზი, 1260 ნიონი, შვეიცარია /  Route de l`Etraz, 1260 Nyon, Switzerland.