პერიტოლი 4მგ #20ტ

პერიტოლი 4მგ #20ტ

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ციპროჰეპტადინი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 417
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

პერიტოლი
PERITOL


ყოველი ტაბლეტი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას _ ციპროჰეპტადინის უწყლო ჰიდროქლორიდის 4 მგ-ს. (4,3 მგ ციპროჰეპტადინის ჰიდროქლორიდის ხ 1½ H2O-ს სახით).
სხვა კომპონენტები: ჟელატინი, ლაქტოზა, მაგნიუმის სტეარატი, სახამებელი, ტალკი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სეროტონინის და ჰისტამინის ანტოგონისტი.

ჩვენებები:
- ალერგიული მდგომარეობები, განსაკუთრებით თანხლებული ქავილით – მაგალითად: მწვავე და ქრონიკული ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება, წამლისმიერი გამონაყარი, ქავილი, ეგზემა, ეგზამატოზური დერმატიტი, კონტაქტური დერმატიტი, ნეიროდერმიტი, ალერგიული რინიტი, ვაზომოტორული რინიტი, შრატის დაავადება, მწერების ნაკბენი.
- კარცინოიდული სინდრომის სახელწოდებით ცნობილი დაავადების სიმპტომური მკურნალობა.
- სისხლძარღვოვანი გენეზის თავის ტკივილი (შაკიკი, ჰისტამინური თავის ტკივილი).
- პაციენტები ანორექსიით და დასუსტებული ავადმყოფები. მადის გასაძლიერებლად და ზოგადი ფიზიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ნეიროგენული ანორექსიის, იდიოპათიური ანორექსიის, ქრონიკული დამაუძლურებელი დაავადებების, გამოფიტვის დროს, გადატანილი ინფექციების შემდეგ ან გამოჯანმრთელების ეტაპზე მყოფი პაციენტებისათვის.

უკუჩვენებები:
- ალერგია ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილი კომპონენტის მიმართ;
- ასთმის მწვავე შეტევა;
- ნებისმიერი შემდეგი მდგომარეობა: გლაუკომა, კუჭის მასტენოზირებელი წყლული, წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფია, შარდის ბუშტის ყელის სტენოზი შესაბამისი სიმპტომებით (და შარდის შესაძლო შეკავებთ);
- სხვა სამკურნალო საშუალებით მკურნალობისას მაო-ს ინჰიბიტორების ჯგუფიდან;
- ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი.

დაუშვებელია ამ პრეპარატის მიცემა 2 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. არ შეიძლება ამ პრეპარატის მიღება ექიმის დანიშნულების გარეშე.

უსაფრთხოების ზომები:
იმის გამო, რომ პერიტოლს® შეუძლია ძილიანობის გამოწვევა, მკურნალობის კურსის დასაწყისში მისი მიღება რეკომენდირებულია ვახშმის შემდეგ.

ხანდაზმულ და დასუსტებულ პაციენტებში უფრო ხშირია პრეპარატ პერიტოლის გვერდითი მოვლენები – თავბრუსხვევა, ძილიანობა და არტერიული წნევის დაქვეითება.

პერიტოლის დანიშვნისას ბავშვთა ასაკში, აუცილებლად უნდა შესრულდეს ექიმის ინსტრუქცია პრეპარატის გამოყენების შესახებ. ზოგიერთი ბავშვი მკურნალობის კურსის განმავლობაში მოუსვენარი ხდება. თუ ბავშვის ქცევის შეცვლა დაკავშირებულია მიღებულ პრეპარატთან, საჭიროა ექიმის კონსულტაცია.

ამ პრეპარატის მიღებამდე აუცილებელია ექიმის ინფორმირება ერთ-ერთი შემდეგი მდგომარეობის არსებობის შემთხვევაში:
- ბრონქული ასთმა;
- მომატებული თვალშიდა წნევა;
- ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის გაძლიერება;
- ნებისმიერი გულ-სისხლძარღვოვანი დაავადება;
- მაღალი არტერიული წნევა.
ამ შემთხვევაში პერიტოლის მიღებისას საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე.

აუცილებელია ექიმის ინფორმირება პრეპარატ პერიტოლის მიღების დროს ერთ-ერთი ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომის განვითარების შემთხვევაში: ცხელება, ყელის ტკივილი, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაზიანება; სიფერმკრთალე, კანისა და თვალების სკლერის გაყვითლება, სისხლნაჟღენთები, უჩვეულო ან შეუჩერებელი სისხლდენა.
ექიმმა შეიძლება დანიშნოს ზოგიერთი ლაბორატორიული გამოკვლევა. თუ მათი შედეგებით გამოვლინდება, რომ ეს სიმპტომები გამოწვეულია მიღებული პრეპარატით, ექიმს შეუძლია შეწყვიტოს მკურნალობა.
პერიტოლის ყოველი ტაბლეტი შეიცავს 128 მგ ლაქტოზას. ეს გათვალისწინებული უნდა იქნას იმ პაციენტების მკურნალობისას, რომელთაც აღენიშნებათ ლაქტოზის დეფიციტი, გალაქტოზემია და გლუკოზა/გალაქტოზის შეწოვის დარღვევის სინდრომი.
დაუშვებელია ალკოჰოლური სასმელის მიღება ამ პრეპარატით მკურნალობის დროს.

ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულ და მეძუძურ ქალებში პრეპარატ პერიტოლის გამოყენების უსაფრთხოების შესახებ საკმარისის მონაცემები არ არსებობს, ამიტომ პერიტოლი წინააღმდეგნაჩვენებია ამ ჯგუფის პაციენტებისათვის.
ეს პრეპარატი წინააღმდეგნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის დროს.

ტრანსპორტისა და სხვა მექანიზმების მართვა
პრეპარატ პერიტოლით მკურნალობის პირველი კურსის საწყის ეტაპზე ზოგიერთ პაციენტს შეიძლება აღენიშნოს თავბრუსხვევა, ძილიანობა ან სტუპორი. ასეთი შეგრძნებების გამოვლენის შემთხვევაში თავი უნდა იქნას შეკავებული სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და იმ სამუშაოების შესრულებისგან, რომელიც დაკავშირებულია უბედური შემთხვევების მომატებულ რისკთან. შემდგომში ამ შეზღუდვის დონე და ხანგრძლივობა უნდა განისაზღვროს ინდივიდუალურად.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება
საჭიროა ექიმის ან ფარმაცევტის ინფორმირება აწმყოში ან რამდენიმე ხნის წინ გამოყენებული ნებისმიერი სამკურნალო საშუალების შესახებ, რეცეპტით თუ ურეცეპტოდ.
- მაო-ს ინჰიბიტორები აძლიერებს ან ახანგრძლივებს პრეპარატ პერიტოლის ანტიქოლინერგულ ეფექტებს.
- საძილე, სედატიური და ანქსიოლიზური ნივთიერებები აძლიერებს ანტიჰისტამინური პრეპარატების სედატიურ ეფექტს, ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, თუ პაციენტი იღებს ერთ-ერთ ასეთ პრეპარატს პერიტოლის ტაბლეტებთან ერთად. თუ არ არსებობს ზუსტი ინფორმაცია დანიშნული პრეპარატების შესახებ, საჭიროა ექიმის კონსულტაცია.

მიღების წესი და დოზირება
პერიტოლის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს მკაცრად ექიმის დანიშნულებით.
მოზრდილები:
ჩვეულებრივი საწყისი დოზა შეადგენს 12 მგ-ს (1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში).
ქრონიკული ჭინჭრის ციების დროს შესაძლებელია 6 მგ დღეში (ე. ი. 1/2 ტაბლეტი 3-ჯერ).
მწვავე შაკიკის დროს რეკომენდირებული დოზაა 4 მგ (1 ტაბლეტი) დღეში. თუ შაკიკის შეტევა არ გაივლის, ამ დოზის განმეორება შეიძლება ნახევარ საათში. არ უნდა მოხდეს 8 მგ-ზე მეტი დოზის მიღება (2 ტაბლეტი) 4-6 საათის განმავლობაში.
შემანარჩუნებელი დოზა: ჩვეულებრივ, ეფექტურია დღეში 12 მგ-ის მიღება (1 ტაბლეტი 3-ჯერ)
მაქსიმალური დღიური დოზა: 32 მგ (2 ტაბლეტი 4-ჯერ).
ხანდაზმულებისათვის და/ან დასუსტებული პაციენტებისათვის პერიტოლის ტაბლეტების დანიშვნის დროს საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა, რადგან მათ აქვთ მაღალი მგრძნობელობა ანტიჰისტამინური პრეპარატების ზოგიერთი გვერდითი მოვლენის მიმართ (მაგალითად: თავბრუსხვევა, ძილიანობა და ჰიპოტენზია).
ბავშვები:
პერიტოლის მიცემა არ შეიძლება 2 წლმდე ასაკის ბავშვებისათვის.
2 წლის ზემოთ ბავშვებისათვის რეკომენდირებული დღიური დოზაა 0,25 მგ/კგ სხეულის წონაზე, ანუ 8 მგ/კვ.მ.
ბავშვები 2-6 წლამდე ასაკში: შესაძლებელია 4-6 მგ-ის მიცემა (1 - 1 1/2 ტაბლეტი) დღეში. მაქსიმალური დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 12 მგ-ს (3 ტაბლეტი).
ბავშვები 7-14 წლამდე ასაკში: ჩვეულებრივი დოზაა 8-12 მგ (1 ტაბლეტი 2 ან 3-ჯერ დღეში). თუ საჭიროა დღიური დოზის მიცემა ერთ მიღებაზე, რეკომენდირებულია მისი მიღება ძილის წინ. მაქსიმალური დღიური დოზა ამ ასაკობრივი ჯგუფისათვის არ უნდა აღემატებოდეს 16 მგ-ს (4 ტაბლეტი).
ბავშვებისათვის, განსაკუთრებით მცირე ასაკობრივ ჯგუფში, რეკომენდირებულია პერიტოლის სიროფის მიცემა;

პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით: ამ პაციენტებში შესაძლოა მოხდეს აქტიური ნივთიერების მეტაბოლიზმის დაქვეითება, რის გამოც შეიძლება საჭირო გახდეს დოზის შემცირება.
პაციენტები თირკმელების ფუნქციის დარღვევით: პრეპარატის აქტიური კომპონენტი, ძირითადად, გამოიყოფა თირკმელებით, რის გამოც შეიძლება საჭირო გახდეს დოზის შემცირება.
პერიტოლის მიღება რეკომენდირებულია ყოველდღე დაახლოებით ერთსა და იმავე დროს. ეს უზრუნველყოფს მის ოპტიმალურ ეფექტს.

ჭარბი დოზირება:
ჭარბი დოზირების შემთხვევაში საჭიროა დაუყოვნებლივ მიმართვა უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებაში. პაციენტმა თან უნდა იქონიოს ეს ინსტრუქცია და დარჩენილი ტაბლეტები ექიმის ინფორმირებისათვის.
ჭარბი დოზირების სიმპტომები: სედატიური ეფექტი, ძილიანობა, კომა, აგზნება და კრუნჩხვები, პირის სიმშრალე, ფიქსირებული გადიდებული გუგები, სახის სიწითლე და დარღვევები კუჭ-ნაწლავის მხრივ.
მკურნალობა: რეკომენდირებულია ღებინების გამოწვევა, კუჭის ამორეცხვა და აქტივირებული ნახშირის შეყვანა. შეიძლება საჭირო გახდეს სხვა დამხმარე თერაპიის ჩატარება. სასარგებლოა ზოგიერთი საფაღარათო საშუალების გამოყენება, ახდენს ნაწლავების შიგთავსის განზავებას. არ არის მიზანშეწონილი იმ ნივთიერებების მიღება, რომლებიც ასტიმულირებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას. ჰიპოტენზიის კუპირება შეიძლება ვაზოპრესორული პრეპარატების შეყვანით.
პერიტოლის ტაბლეტების მიღების დავიწყების შემთხვევაში დაუშვებელია ორმაგი დოზის მიღება გამოტოვებული დოზის ასასნაზღაურებლად.

გვერდითი მოვლენები:
როგორც ყველა სხვა სამკურნალო საშუალება, პერიტოლს შეუძლია გვერდითი მოვლენების გამოწვევა.
ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი მოვლენის განვითარებისას, შეწყვიტეთ პერიტოლის ტაბლეტების მიღება უნდა შეწყდეს და დაუყოვნებლივ საჭიროა ექიმის კონსულტაცია ან მიმართვა უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებაში:
- ტუჩების ან ხახის შეშუპება, სუნთქვის და ყლაპვის გაძნელებით;
- კოლაფსი;
ეს გვერდითი მოვლენები ძალიან მძიმეა და ჩნდება იშვიათად. მათი გამოვლენა შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ ადგილი აქვს ძალიან მძიმე ალერგიულ რეაქციას პერიტოლზე. შეიძლება საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.
პერიტოლის ტაბლეტების მიღების დროს შეიძლება აღინიშნებოდეს ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი მოვლენა:
ყველაზე ხშირად აღინიშნება ძილიანობა. საჭიროა ექიმის კონსულტაცია, თუ ეს მოვლენები არ გაივლის 3-4 დღეში. სედატიური მოქმედება, თავბრუსხვევა, ყურებში შუილი, გაბრუება, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, სიარულის დარღვევა (ატაქსია), მხედველობის აკომოდაციის დარღვევა (მიდრიაზი), მხედველობის გაორება (დიპლოპია), მხედველობითი ჰალუცინაციები, მოუსვენრობა, ტრემორი, მომატებული გაღიზიანებადობა, უძილობა, ხელებში ჩხვლეტის შეგრძნება (პარესთეზია), ნერვული გამტარებლების ანთება, თავის ტკივილი, სისუსტე. შესაძლებელია კანის ზოგადი სიწითლე, გამონაყარი კანზე და ფოტომგძნობელობის მომატება.

გვერდითი მოვლენები, რომლებიც დაკავშირებულია სისხლის სისტემასთან: ანემია, სისხლის უჯრედოვანი ელემენტების რაოდენობის შემცირება, თრომბოციტების რიცხვის შემცირება. შეიძლება მოხდეს ცალკეული ფორმიანი ელემენტების რიცხვითი თანაფარდობის შეცვლა (მაგალითად, აგრანულოციტოზი), რასაც თან ახლავს ყელის ტკივილი და ლორწოვანი გარსების დაზიანება.

შესაძლებელია არტერიული წნევის დაქვეითება, გულისცემის გახშირება ან გაძლიერება და /ან ექსტრასისტოლია.
ბრონქული სეკრეტის შესქელება, სუნთქვის გაძნელება (დისპნოე), ცხვირის გასავლების დახშობა.
შესაძლებელია პირის სიმშრალე, გულისრევა, ღებინება, კუჭის არეში არასასიამოვნო შეგრძნება, ყაბზობა ან ფაღარათი, ნაღვლის დინების დარღვევა, ღვიძლის ანთება ან კანის და თვალების სკლერის გაყვითლება.
შეიძლება განვითარდეს მოშარდვის ხშირი სურვილი, შარდის ბუშტის გძნელებული დაცლა, შარდის შეკავება.
პრეპარატ პერიტოლის მიღების დროს პაციენტები ხშირად იმატებენ წონაში.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას, რომელიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში საჭიროა ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია.

გამოშვების ფორმა:
პრეპარატის 10 ტაბლეტი იფუთება ბლისტერში. 2 ბლისტერი _ სულ 20 ტაბლეტი თავსდება გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე 15°-25°C ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისიანობის ვადა:
ვარგისიანობის ვადა მითითებულია კოლოფზე.
არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:
რეცეპტით.

მწარმოებელი:
ფარმაცევტული ქარხანა ეგის სს
უნგრეთი