ა ტ ფ 1% 1მლ #10ა (დარნიცა)
გააზიარე:
საერთაშორისო დასახელება:
ACIDUM ADENOSINTRIPHOSPHORICUM
მწარმოებელი: DARNITSA, უკრაინა
მოქმედი ნივთიერება: ადენოზინტრი ფოსფორის მჟავა
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
მეტაბოლური პროცესების სტიმულატორი
გამოშვების ფორმა:
საინექციო ხსნარი 1%: ამპულაში 1 მლ, შეფუთვაში 10 ც.
1 მლ
ადენოზინტრი ფოსფორის მჟავა ......... 10 მგ
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
კარდიოლოგიური პრეპარატი წარმოადგენს ორიგინალურ სამკურნალო პრეპარატს, რომლის მოლეკულა შედგება ადენოზინ–5–ტრიფოსფატისა (ატფ), ჰისტიდინის ამინომჟავისაგან და მაგნიუმისა და კალიუმის მარილებისაგან. პრაპარატს აქვს დამახასიათებელი ფარმაკოლოგიური მოქმედება, რომელიც ცალკე აღებულ მის არცერთ შენაერთს არ აქვს (ატფ, ჰისტიდინი, K+, Mg++).
– ატფ ახდენს ენერგეტიკული ცვლის, უჯრედის მემბრანის იონოტრანსპორტული სისტემის სტიმულირებას, ახდენს ნატრიუმისა და კალიუმის იონების კონცენტრაციის ნორმალიზებას, მემბრანის ლიპიდური მაჩვენებლის, მემბრანოდამოკიდებული ფერმენტების აქტივობის ნორმალიზების კონტროლს;
– აუმჯობესებს მიოკარდის დაცვისთვის ანტიოქსიდანტურ სისტემას, აქვეითებს შარდმჟავას კონცენტრაციას.
– ატფ ხასიათდება ანტიიშემიური, მემბრანომასტაბილიზებელი, ანტიარითმიული მოქმედებით, რაც მიიღწევა მიოკარდში მეტაბოლური პროცესების ნორმალიზაციით იშემიისა და ჰიპოქსიის დროს.
– ატფ აუმჯობესებს ცენტრალური და პერიფერიული ჰემოდინიამიკის მაჩვენებლებს, კორონარულ სისხლის მიმოქცევას, ამაღლებს მიოკარდის კუმშვით უნარს, მარცხენა პარკუჭის ფუნქციონალურ მდგომარეობას და განდევნის მოცულობას, რაც განაპირობებს ფიზიკური შრომისუნარიანობის მაჩვენებლის ზრდას.
– იშემიის პირობებში პრეპარატი აქვეითებს მიოკარდის მოთხოვნილებას ჟანგბადზე, აუმჯობესებს კორონარულ სისხლის მიმოქცევას, ააქტივებს გულის ფუნქციონალურ მდგომარეობას, რაც განაპირობებს სტენოკარდიის შეტევის სიხშირის შემცირებას და ქოშინს ფიზიკური დატვირთვისას.
– პრეპარატი აღადგენს ნორმალურ სინუსურ რიტმს ავადმყოფებში პარკუჭზედა პაროქსიზმული და სუპრავენტრიკულური ტაქიკარდიისას, ციმციმისა და წინაგულების თრთოლვის დროს, ასევე აქვეითებს ექტოპიური კერების აქტიობას (წინაგულოვანი და პარკუჭოვანი ექსტრასისტოლები).
– ატფ უზრუნველყოფს კალიუმისა და მაგნიუმის კონცენტრაციის ნორმალიზებას ქსოვილებში.
ჩვენებები:
- პრეპარატს უნიშნავენ კომბინირებულ მკურნალობაში:
- გულის იშემიური დაავადებისას, არასტაბილური სტენოკარდიის დროს, სტენოკარდია მოსვენების და დაძაბვის;
- პოსტინფარქტული და მიოკარდიტული კარდიოსკლეროზი (დიფუზური და კეროვანი კარდიოსკლეროზი);
- პაროქსიზმული პარკუჭზედა და სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია და გულის რიტმის სხვა დარღვევები;
- ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონია;
- მიოკარდიოდისტროფია;
- ქრონიკული დაღლილობის სინდრომი;
- სხვადასხვა წარმოშობის ჰიპერურიკემია;
- მიოკარდიტი;
- ფიზიკური დატვირთვის მიმართ ტოლერანტობის გაზრდა
მიღების წესი და დოზირება:
კუნთში – 1მლ 1% ხსნარი 1–2–ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი – 30–40 ინექცია. განმეორებითი კურსი – 1–2 თვის შემდეგ.
პარკუჭზედა ტაქიკარდიის პაროქსიზმის კუპირებისთვის ვენაში შეჰყავთ 1–2 მლ 1% ხსნარი (ეფექტი დგება 30–40 წამის შემდეგ). განმეორებითი შეყვანა 2–3 წუთის შემდეგ.
უკუჩვენებები:
* პრეპარატის და მისი კომპონენეტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
* მიოკარდის მწვავე ინფარქტი;
* ბრადი არითმიის მძიმე ფორმა;
* AV–ბლოკადა II-III ხარისხის;
* ჰიპერკალიემია, ჰიპერმაგნიემია;
* ჰემორაგიული ინსულტი.
გვერდითი ეფექტები:
შესაძლებელია გულისრევის შეგრძნება, ეპიგასტრიუმში უსიამოვო შეგრძნება, ალერგიული რეაქციები.
ხანგრძლივი და უკონტროლო მიღებისას ჰიპერკალიემია და ჰიპერმაგნემია.
განსაკუთრებული მითითებები:
AV–ბლოკადისა და რითმის სხვა დარღვევების ერთობლიობისას პრეპარატი არ ინიშნება.
ატფ ხანგრძლივი გამოყენებისას საჭიროა სისხლში კალიუმისა და მაგნიუმის კონტროლი.
არ არის სასურველი პრეპარატის მიღება გამოხატული არტერიული ჰიპოტენზიისას.
ფრთხილად ინიშნება ბრონქოსპაზმისადმი მიდრეკილებისას.
ატფ მიღება არ შეიძლება ერთდროულად საგულე გლიკოზიდებთან AV–ბლოკადის შესაძლო განვითარების გამო.
პრეპარატ ატფ–ით მკურნალობის დროს სასურველია თავშეკავება კოფეინის შემცველი პროდუქტებისგან (ჩაი, ყავა, სასმელი კოლა).
ორსულობა და ლაქტაცია:
ამ პერიოდში კლინიკური მონაცემები პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ არ არსებობს, ამიტომ მისი გამოყენება ორსულობისას უკუნაჩვენებია.
ლაქტაციის დროს პრეპარატის აუცილებელი გამოყენების შემთხვევაში ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.
ბავშვები:ბავშვებში სამკურნალოდ არ გამოიყენება.
სატრანსპორტო საშუალებების და სხვა მექანიზმების მართვა:
მონაცემები, რომ პრეპარატი გავლენას ახდენს ტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვისას რეაქციების სისწრაფეზე, არ არის.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
– არ შეიძლება ატფ–ის გამოყენება საგულე გლიკოზიდებთან AV–ბლოკადის შესაძლო განვითარების გამო.
– კალიუმის დამზოგველ დიურეტიკებთან, კალიუმის პრეპარატებთან და აგფ–ინჰიბიტორებთან ერთდროული გამოყენებისას იზრდება ჰიპერკალიემიის განვითარების რისკი, მაგნეროტთან და მაგნიუმის სხვა პრეარატებთან ერთად – ჰიპერმაგნიემია.
– დიპირიდამოლი აძლიერებს ატფ–ის თერაპიულ ეფექტს, ხოლო ქსანტინოლი ნიკოტინატი, კოფეინი, თეოფილინი, ამინოფილინი – ამცირებს.
– ატფ–ს შეუძლია გააძლიეროს ბეტა– ადრენორეცეპტორების ბლოკატორების, ნიტრატების მოქმედება.
ჭარბი დოზირება:
შესაძლებელია ბრადიკარდიის, AV–ბლოკადის, და არტერიული ჰიპოტენზიის განვითარება.
მკურნალობა: უნდა შეწყდეს პრეპარატის გამოყენება და დაიწყოს სიმპტომური თერაპია. ბრადიკარდიისას შეჰყავთ ატროპინის სულფატი.
შენახვის პირობები:
მშრალ, სინათლისაგან დაცულ, 3–50C ტემპერატურაზე.