აზალეპტინი 100მგ#50ტ(არპიმ)
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
აზალეპტინი
Azaleptine
პერორალური ტაბლეტები
პრეპარატის სავაჭრო დასახელება – აზალეპტინი 100 მგ
პრეპარატის საერთაშორისო დასახელება – კლოზაპინი (Clozapine)
ზოგადი დახასიათება
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები
მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, ყვითელი ფერის ტაბლეტები, ერთ მხარეს გამყოფი ღარით. უსუნო.
შემადგენლობა:
ერთი ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება – კლოზაპინი – 100 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, მონოჰიდრატული ლაქტოზა, სიმინდის სახამებელი, პოვიდონი, ნატრიუმის სახამებელ გლიკოლატი, მაგნიუმის სტეარატი.
ქიმიური დასახელება CAS ნომერი
8-ქლორ-11-(4-მეთილ-1-პიპერაზილი)-5H-დიბენზო[ბ,ე][1,4] დიაზეპინი; 5786-21-0.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი და ათქ კოდი:
ანტიფსიქოზური საშუალება (ნეიროლეპტიკი).
ათქ კოდი: N05AH02.
ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატ კლოზაპინის აქტიური ნივთიერება წარმოადგენს დიბენზოდიაზეპინის ტრიციკლურ წარმოებულს და კლასიფიცირდება როგორც “ატიპიური” ნეიროლეპტიკი, რადგან დოპამინურ რეცეპტორებთან მისი შეკავშირების პროფილი განსხვავდება ტიპიური ანტიფსიქოზური პრეპარატების შეკავშირების პროფილისაგან. კერძოდ, გამოვლენილი იქნა კლოზაპინის შედარებით სუსტი აქტივობა D1-, D2-, D3-, D5-დოპამინური რეცეპტორების ბლოკირებაში და D4-დოპამინური რეცეპტორებისადმი მაღალი მსგავსება.
აზალეპტინი ახდენს პერიფერიულ და ცენტრალურ ქოლინომაბლოკირებელ მოქმედებას, ასევე ადრენომაბლოკირებელ, ანტიჰისტამინურ, ანტისეროტონინულ მოქმედებას.
პრეპარატ აზალეპტინის განმასხვავებელ თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ იგი პრაქტიკულად არ იწვევს ექსტრაპირამიდულ დარღვევებს და გამოხატულ ზოგად დათრგუნვას; ამის გამო, აზალეპტინი მიეკუთვნება ეგრეთ წოდებულ “ატიპიურ” ნეიროლეპტიკებს.
კლოზაპინი სუსტად მოქმედებს, ან საერთოდ არ მოქმედებს სისხლის პლაზმაში პროლაქტინის კონცენტრაციაზე. რადგან არ უკავშირდება დოპამინურ რეცეპტორებს ტუბეროინფუნდიბულარულ ტრაქტში და ამგვარად არ აღინიშნება გინეკომასტია, ამენორეა, გალაქტორეა.
ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა და განაწილება
შიგნით მიღების შემდეგ, კლოზაპინის აბსორბცია შეადგენს 90-95%; აბსორბციის სიჩქარე და ხარისხი საკვების მიღებაზე დამოკიდებული არ არის. ბიოშეღწევადობა შეადგენს 50%, რაც დაკავშირებულია ღვიძლში “პირველი გასვლისას” კლოზაპინის მეტაბოლიზმთან. მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა საშუალოდ 2,5 საათში.
კავშირი სისხლის პლაზმის ცილებთან – 95%. განაწილება ინტენსიური და სწრაფია, გადის ჰემატო-ენცეფალურ და პლაცენტარულ ბარიერებში.
მეტაბოლიზმი და გამოყოფა
კლოზაპინი პრაქტიკულად მთლიანად მეტაბოლიზდება ღვიძლში.
ორგანიზმიდან კლოზაპინის გამოყოფა ორფაზიანი ხასიათისაა. ნახევარგამოყოფის პერიოდი ტერმინალურ ფაზაში შეადგენს საშუალოდ 12 საათს. მიღებული დოზის დაახლოებით 50% გამოიყოფა შარდით. 30% - განავლით, მეტაბოლიტების სახით. პრეპარატის უმნიშვნელო ნაწილი გამოიყოფა შეუცვლელი სახით.
მიღების ჩვენებები
- შიზოფრენია, თერაპიისადმი რეზისტენტული შიზოფრენიის ფორმების ჩათვლით, ასევე პაციენტები შიზოფრენიით, რომლებსაც აქვთ მძიმე ნევროლოგიური გვერდითი რეაქციები, რომლებიც ვითარდება სხვა ანტიფსიქოზური პრეპარატების მიღებისას, ატიპიური ანტიფსიქოზური საშუალებების ჩათვლით
- ფსიქიკური დარღვევები პარკინსონის დაავადებისას, სტანდარტული თერაპიის არაეფექტურობისას.
მიღების წესი და დოზები
პრეპარატის დოზა შეირჩევა ინდივიდუალურად, აუცილებელია მინიმალური ეფექტური დოზის გამოყენება. პრეპარატით მკურნალობა უნდა დაიწყოს მხოლოდ იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ლეიკოციტების დონე ნორმალური (ლეიკოციტების რაოდენობა არანაკლებ 3,5 X 109/ლ და ნეიტროფილების რაოდენობა არანაკლებ 2,0 X 109/ლ).
თერაპიის პირველი 18 კვირის განმავლობაში ტარდება ლეიკოციტების და ნეიტროფილების რაოდენობის კონტროლი ყოველკვირეულად, ხოლო შემდეგ, ყოველ 4 კვირაში მკურნალობის განმავლობაში.
პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს, თუ მკურნალობის ნებისმიერ პერიოდში ლეიკოციტების რაოდენობა ხდება 3,0 X 109/ლ ნაკლები ან ნეიტროფილების რაოდენობა მცირდება 1,5 X 109/ლ ქვემოთ.
პაციენტებმა, რომლებმაც კლოზაპინის მიღება შეწყვიტეს ლეიკოციტების ან ნეიტროფილების რაოდენობის შემცირების გამო, განმეორებით ეს პრეპარატი არ უნდა მიიღონ.
შიზოფრენიის თერაპიისადმი რეზისტენტული ფორმის შემთხვევაში, თერაპია იწყება 12,5 მგ დოზით (ჭამის შემდეგ) ერთ ან ორჯერ დღეში, მეორე დღეს მიიღება 25 მგ პრეპარატი ერთხელ, ან ორჯერ დღეში. კარგი ამტანობისას სადღეღამისო დოზა შეიძლება თანდათან გაიზარდოს 25-50 მგ 2-3 კვირის განმავლობაში დღე-ღამეში 300 მგ დოზის მიღწევამდეც კი. შემდგომ, აუცილებლობისას სადღეღამისო დოზა შეიძლება გაიზარდოს 50-100 მგ შემდგომი ინტერვალით.
ხანდაზმულ პაციენტებში მკურნალობა უნდა დაიწყოს დაბალი დოზით (12,5 მგ ერთჯერადად), შემდგომში დოზის თანდათან ზრდით დღეში 25 მგ-ით.
პრეპარატის საშუალო თერაპიული დოზა შეადგენს 200-450 მგ დღე-ღამეში, გაყოფილი რამოდენიმე მიღებაზე. პრეპარატის სადღეღამისო დოზის დიდი ნაწილი მიიღება ძილის წინ. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა (მიღწეული თანდათან მატებით, რომელიც არ აღემატება 100 მგ) შეადგენს 900 მგ. დღე-ღამეში 450 მგ მეტი დოზისას შესაძლებელია გვერდითი მოვლენების გაზრდა (განსაკუთრებით ეპილეფსიური გულყრების განვითარება).
შემანარჩუნებელი დოზა: თერაპიული ეფექტის მიღწევისას, პაციენტების უმრავლესობას შეუძლია მიიღოს უფრო დაბალი დოზა ეფექტური და შემანარჩუნებელი დოზის სახით, ამიტომ რეკომენდებულია დოზის ფრთხილად და თანდათან შემცირება.
მკურნალობის ხანგრძლივობა არანაკლებ 6 თვისა. თუ სადღეღამისო დოზა არ აღემატება 200 მგ, რეკომენდებულია მისი მიღება ერთ მიღებაზე, საღამოს.
თერაპიის დასრულებისას პრეპარატის დოზა თანდათან მცირდება 1-2 კვირის განმავლობაში. თუ აუცილებელია პრეპარატის მიღების მკვეთრი შეწყვეტა, პაციენტზე უნდა მოხდეს გულმოდგინე დაკვირვება “მოხსნის” სინდრომის შესაძლო განვითარების გამო.
თერაპიის განახლება პაციენტებში, რომლებსაც კლოზაპინის უკანასკნელი დოზის მიღებიდან ინტერვალი აქვთ 2 დღე, უნდა დაიწყოს 12,5მგ დოზით, რომელიც ინიშნება ერთ ან ორ მიღებაზე პირველი ორი დღის განმავლობაში. დოზის მატება თერაპიულ დოზამდე შეიძლება უფრო სწრაფად, ვიდრე მკურნალობის პირველად დაწყებისას. დოზის მატება უნდა შეიზღუდოს, ან გადაიდოს ორთოსტატიული ჰიპოტენზიის განვითარების, გამოხატული სედატიური ეფექტის, ცნობიერების არევის შემთხვევაში. მკურნალობის პირველი კვირების განმავლობაში აუცილებელია არტერიული წნევის კონრტოლი.
ფსიქიკური აშლილობები, რომლებიც ვითარდება პარკინსონის დაავადდებისას, ასევე სტანდარტული თერაპიის არაეფექტურობისას: პრეპარატის საწყისი დოზა არ უნდა აღემატებოდეს 12,5მგ-ს, რომელიც მიიღება საღამოს. შემდგომ დოზა თანდათან იზრდება 12,5მგ-ით ორჯერ კვირაში 50მგ-მდე (თერაპიის მეორე კვირაზე). უმჯობესია სადღეღამისო დოზის ერთჯერადი მიღება, საღამოს.
საშუალო ეფექტური დოზა შეადგენს 25-37,5მგ დღე-ღამეში. იმ შემთხვევაშთი, თუ 50მგ დოზის მიღებისას დღე-ღამეში ერთი კვირის განმავლობაში არ მიიღწევა სასურველი თერაპიული პასუხი, დოზა შეიძლება სიფრთხილით გაიზარდოს და დაემატოს 12,5მგ კვირაში.
50მგ-მდე დოზა დღე-ღამეში შეიძლება გაიზარდოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში.
მაქსიმალური დოზა შეადგენს 100 მგ-ს, რომლის გადაჭარბებაც დაუშვებელია.
თერაპიის დასრულებისას რეკომენდებულია დოზის თანდათანობითი შემცირება 12,5მგ-ით ერთი-ორი კვირის განმავლობაში.
მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ნეიტროპენიის, ან აგრანულოციტოზის განვითარების შემთხვევაში.
გვერდითი მოვლენები
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ტაქიკარდია, არტერიული ჰიპოტენზია, ორთოსტატიკური ჰიპოტენზია, რომელისაც თან ახლავს თავის ტკივილი, შემცივნება, გულის წასვლა; იშვიათად: არტერიული ჰიპერტენზია, თრომბოემბოლია. იშვიათ შემთხვევებში იყო ცნობები კოლაფსის შესახებ, სუნთქვის დათრგუნვით, ან გაჩერებით. არის ცალკეული ცნობები ეკგ-ზე ცვლილებების, არითმიის განვითარების, მიოკარდიტის, პერიკარდიტის, კარდიომიოპათიის შესახებ.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: შეკრულობა, ჰიპერსალივაცია, გულისრევა, ღებინება, უსიამოვნო შეგრძნება მუცლის არეში, გულძმარვა, პირის სიმშრალე, პარეზი/ნაწლავების გაუვალობა/შეკრულობა, ყურის ახლო ჯირკვლების გადიდება.
ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ: იყო ცნობები ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატების შესახებ და იშვიათ შემთხვევებში ქოლესტაზური სიყვითლის, ღვიძლის ელვისებური ნეკროზის, პანკრეატიტის, ჰეპატიტის შესახებ.
ნივთიერებათა ცვლის მხრივ: სხეულის მასის მომატება, ჰიპერგლიკემია, კეტოაციდოზი, ჰიპეროსმოლარული კომა, მწვავე ჰიპერგლიკემია, ჰიპერქოლესტარინემია, ჰიპერტრიგლიცერიდემია.
სისხლმბადი სისტემის მხრივ: გრანულოციტოპენია, ანემია, თრომბოციტოპენია, თრომბოციტემია, აგრანულოციტოზი (ჩვეულებრივ ვითარდება მკურნალობის პირველი 18 კვირის განმავლობაში): შესაძლებელია უცნობი გენეზის ეოზინოფილიის და ლეიკოციტოზის განვითარება (განსაკუთრებით მკურნალობის პირველი კვირების განმავლობაში).
ცნს მხრივ: შედარებით ხშირად ძილიანობა, დაღლილობის შეგრძნება: შესაძლებელია – თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ეპილეფსიური შეტევები, კრუნჩხვები, მიოკლონური თრთოლვა. შედარებით იშვიათად – ექსტრაპირამიდული სიმპტომები, როგორც წესი სუსტად გამოხატული, ცნობიერების არევა, დელირიუმი. არის ცნობები ავთვისებიანი ნეიროლეპტიკური სინდრომის განვითარების შესახებ, გვიანი დისკინეზია, აბსესიურ-კომპულსიური სიმპტომები.
ფსიქიკის მხრივ: მოუსვენრობა, აგზნება, დიზართრია, დისფემია.
შარდის გამოყოფის სისტემის მხრივ: ხშირი – შარდის შეუკავებლობა, შარდის შეკავება, ძალიან იშვიათად: ინტერსტიციალური ნეფრიტი.
რეპროდუქციული სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად: პრიაპიზმი.
სასუნთქი სისტემის მხრივ: იშვიათად – საკვების ასპირაცია (სასუნთქ გზებში მოხვედრა), პნევმონია, ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიოს ლეტალური გამოსავალური. ძალიან იშვიათად – სუნთქვის დათრგუნვა, გაჩერება.
კანის საფარველის მხრივ: იშვიათი – კანის რეაქციები.
სხვა: ხშირი – დაღლილობა, კეთილთვისებიანი ჰიპერთერმია, ოფლის გამოყოფის, თერმორეგულაციის დარღვევა, ცხელება.
წინააღმდეგჩვენებები
- მოამტებული მგრძნობელობა კლოზაპინის ან პრეპარატის სხვა ნებისმიერი კომპონენტის მიმართ
- ტოქსიური, ან იდიოსინკრაზიული გრანულოციტოპენია/აგრანულოციტოზი ანამნეზში (ადრე ჩატარებული ქიმიოთერაპიის გარდა)
- ანამნეზში კლოზაპინის მიღებით გამოწვეული აგრანულოციტოზი
- ძვლის ტვინის ფუნქციის დარღვევა
- არასაკმარისად კონტროლირებადი ეპილეფსია, სპაზმოფილია, მიასთენია
- ალკოჰოლით, ან სხვა ტოქსიური ნივთიერებებით გამოწვეული ფსიქოზები, მედიკამენტური ინტოქსიკაცია, კომატოზური მდგომარეობები
- ცირკულატორული კოლაფსი, ან ცნს დეპრესია, რომელიც გამოწვეულია სხვა მიზეზებით
- თირკმელების და გულის მძიმე დაავადებები (მაგ. მიოკარდიტი)
- ღვიძლის დაავადებების გამწვავება, რომელსაც თან ახლავს გულისრევა, ანორექსია, ან სიყვითლე, ღვიძლის პროგრესირებადი დაზიანება, ღვიძლის უკმარისობა
- ნაწლავის პარალიზური გაუვალობა
- ერთდოული დანიშვნა პრეპარატებთან, რომლებსაც შუძლიათ აგრანულოციტოზის გამოწვევა
- წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფია
- გალაქტოზას აუტანლობა, ლაქტაზური უკმარისობა, გლიკოზო-გალაქტოზის მალაბსორბცია
- პაციენტები, რომლებსაც არ აქვთ სისხლის ანალიზის რეგულარულად ჩატარების შესაძლებლობა
გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში
კლოზაპინი გადის პლაცენტაში. ადექვატური და კარგად კონტროლირებადი კვლევები ადამიანებზე არ ჩატარებულა. ექპრიმენტულ კვლევებში კლოზაპინის ნაყოფზე არასასურველი გავლენა არ გამოვლენილა. ორსულობის პერიოდში პრეპარატის გამოყენება წინააღმდეგნაჩვენებია. ვარაუდობენ, რომ კლოზაპინი შეიძლება გავიდეს ქალის რძეში და ბავშვში გამოიწვიოს წოვის უნარის დაქვეითება, მოტორული მოუსვენრობა, ან გაღიზიანება, ეპილეფსიური შეტევები და ფუნქციური დარღვევები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ. პრეპარატის გამოყენება წინააღმდეგნაჩვენებია ძუძუთი კვების პერიოდში.
პრეპარატის გამოყენების პერიოდში რეპროდუქციული ასაკის ქალებში აუცილებელია კონტრაცეპციის ეფექტური ზომების გამოყენება.
განსაკუთრებული მითითებები
აგრანულოციტოზის და კრუნჩხვების განვითარების მაღალი რისკის გათვალისწინებით, პრეპარატ აზალეპტინით მკურნალობისას ის უნდა დაენიშნოს შიზოფრენიით დაავადებულ მხოლოდ იმ პაციენტებს, რომლებსაც არა აქვთ ეფექტი კლასიკური ნეიროლეპტიკებით მკურნალობაზე, ან მათი აუტანლობისას.
რადგან პრეპარატ აზალეპტინის საწყისი დოზის მიღებისას არსებობს კოლაფსის განვითარების მაღალი რისკი, საწყისი თერაპია უნდა ჩატარდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
პრეპარატ აზალეპტინის დანიშვნის ასევე აუცილებელი პირობაა პაციენტს სისხლში ქონდეს ლეიკოციტების საწყისი ნორმალური რაოდენობა და ხარისხიანი შემადგენლობა (ლეიკოციტარული ფორმულა), არანაკლებ 3500/მმ3.
აზალეპტინი არ უნდა დაინიშნოს ერთდროულად პრეპარატებთან, რომელთა მიღების დროსაც მაღალია აგრანულოციტოზის განვითარების რისკი. გარდა ამისა, საჭიროა თავი აარიდოთ მიელოსუპრესიის გამოწვევის უნარის მქონე დეპოს ფორმის ხანგრძლივად მოქმედი ანტიფსიქოზური პრეპარატების გამოყენებას, რადგან მათი ორგანიზმიდან სწრაფად გამოყოფა შეუძლებელია სიტუაციებში, როდესაც ეს შესაძლოა გახდეს საჭირო, მაგ. გრანულოციტოპენიისას.
პრეპარატ აზალეპტინით მკურნალობის პროცესში აუციელბელია ლეიკოციტების რაოდენობის და ლეიკოციტარული ფორმულის სისტემატური ყოველკვირეული კონტროლი პირველი 18 კვირის განმავლობაში და უკიდურეს შემთხვევაში თვეში ერთხელ შემდგომი მკურნალობის მთელი კურსის განმავლობაში.
ექიმები, რომლებიც ნიშნავენ აზალეპტინს, მკაცრად უნდა იცავდნენ უსაფრთხოების ზომებს. პაციენტის ყოველი კონსულტაციისას, საჭიროა მისი ინფორმირება, რომ სხვადასხვა ტიპის ინფექციის ნიშნების გამოვლენისას დაუყოვნებლივ მიმართოს მკურნალ ექიმს. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოთ გრიპის მაგვარ ინფექციებს, ასევე ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა სხეულის ტემპერატურის მომატება და ყელის ტკივილი.
ლეიკოციტების რაოდენობის მონიტორინგი ხდება კვირაში ერთხელ პირველი 18 კვირის განმავლობაში. შემდგომ უკიდურეს შემთხვევაში ყოველ 2 კვირაში ერთხელ მკურნალობის პირველი წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ ნეიტროფილების რაოდენობა რჩება სტაბილური, ლეიკოციტების რაოდენობის მონიტორინგი შეიძლება ჩატარდეს 4 კვირაში ერთხელ. თუ ლეიკოციტების რაოდენობა ნაკლებია 3000/მ3 და/ან ნეიტროფილების/გრანულოციტების აბსოლუტური შემცველობა ნაკლებია 1500/ მ3, აზალეპტინი დაუყოვნებლივ უნდა მოიხსნას და პაციენტზე დაწესდეს გულმოდგინე მეთვალყურეობა.
პრეპარატ აზალეპტინის დანიშვნისას საჭიროა სიფრთხილე პაციენტებში ღვიძლის, თირკმელების, გულის დაავადებებით. ამ პაციენტებში აუცილებელია ღვიძლის, თირკმლების, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციის კონტროლი.
პრეპარატ აზალეპტინის მოქმედების უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში და 16 წლამდე ასაკის მოზარდებში დადგენილი არ არის.
პრეპარატ აზალეპტინის გამოყენებისას, საჭიროა ალკოჰოლის გამოყენების გამორიცხვა.
გავლენა ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე
პრეპარატ აზალეპტინით მკურნალობის პერიოდში საჭიროა თავის არიდება ისეთი ქმედებებისათვის, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების კონცენტრაციას და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციებს.
დოზის გადაჭარბება
სიმპტომები: ძილიანობა, ლეთარგია, კომა, არეფლექსია, ცნობიერების არევა, ჰალუცინაციები, აჟიტირება, დელირიუმ, ექსტრაპირამიდული სიმპტომები, რეფლექსების გაძლიერება, კრუნჩხვები, ჭარბი ნერწყვდენა, მიდრიაზი, მხედველობის სიმახვილის დარღვევა, სხეულის ტემპერატურის არასტაბილურობა, ტაქიკარდია, ჰიპოტონია, კოლაფსი, არითმიები, მიოკარდიუმის გამტარებლობის დარღვევა, სუნთქვის დათრგუნვა.
მკურნალობა: პრეპარატის დოზის გადაჭარბებისას, აუცილებელია კუჭის ამორეცხვა, ნაჩვენებია აქტივირებული ნახშირის გამოყენება პრეპარატის მიღებიდან პირველი 6 საათის განმავლობაში. პერიტონეალური დიალიზი და ჰემოდიალიზი ნაკლებეფექტურია.
სიმპტომური თერაპია ტარდება სუნთქვის ფუნქციის და გულის მოქმედების კონტროლით, ასევე ელექტროლიტური ბალანსის კონტროლით. ჰიპოტენზიის მკურნალობისას თავი უნდა აარიდოთ ეპინეფრინის დანიშვნას (შესაძლებელია საწინააღმდეგო ეფექტი). პაციენტზე დაკვირვება ტარდება არანაკლებ 5 დღე, დოზის გადაჭარბებაზე გვიანი რეაქციების შესაძლო განვითარების გამო.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
კლოზაპინის ეთანოლის შემცველ პრეპარატებთან, ეთანოლთან, მაო-ს ინჰიბიტორებთან და ცნს-ის მოქმედების დამთრგუნველ სხვა საშუალებებთან ერთად გამოყენებისას, შესაძლებელია ცნს-ის დათრგუნვის გამოვლინებების სიმძიმის და სიხშირის გაზრდა.
კლოზაპინის და ბენზოდიაზეპინების ერთად გამოყენებისას, მათ შორის ბენზოდიაზეპინებით წინამორბედი მკურნალობის შემთხვევაში, იზრდება ჰიპოტენზიის, კოლაფსის განვითარების, ასევე სუნთქვის დათრგუნვის და გაჩერების რისკი.
კლოზაპინის მიელოდეპრესიის (მათ შორის კარბამაზეპინი, კო-ტრიმოქსაზოლი, ქლორამფენიკოლი, სულფონამიდები, პირაზოლონური ანალგეტიკები) გამომწვევ პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას, შესაძლებელია ძვლის ტვინზე დამთრგუნველი მომედების გაძლიერება.
კლოზაპინის ლითიუმის პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას, შესაძლებელია ეპილეფსიური შეტევების, ცნობიერების არევის, ავთვისებიანი ნეიროლეპტიკური სინდრომის და დისკინეზიის რისკის მომატება.
კლოზაპინის და ანტიქოლინერგული საშუალებების ერთდროული გამოყენებისას, შესაძლებელია უკანასკნელის გვერდითი მოვლენების გაძლიერება.
კლოზაპინის დიგოქსინთან, ან პრეპარატებთან, რომლებიც ხასიათდებიან ცილებთან მაღალი შეკავშირებით (მათ შორის ჰეპარინი, ფენიტოინი) ერთად გამოყენებისას, შესაძლებელია სისხლის პლაზმაში მათი კონცენტრაციის გაზრდა.
კლოზაპინის არტერიული ჰიპოტენზიის გამომწვევ პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას, შესაძლებელია ადიტიური ჰიპოტენზიური მოქმედება.
კლოზაპინის ციმეთიდინთან და ერითრომიცინთან ერთად მიღებისას შესაძლოა კლოზაპინის კონცენტრაციის მომატება სისხლის პლაზმაში.
კლოზაპინის კარბამაზეპინთან და ფენიტიონთან ერთად მიღებისას შესაძლოა შემცირდეს კლოზაპინის კონცენტრაციის მომატება სისხლის პლაზმაში.
იმ პრეპარატების ერთდროულმა დანიშვნამ, რომლებიც აინჰიბირებენ ზოგიერთი ფერმენტის ციტოქრომ P450, შესაძლოა გაზარდოს კლოზაპინის დონე და გამოიწვიოს დოზის შემცირების აუცილებლობა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კოფეინთან და სეროტონინის შებოჭვის სელექციური ინჰიბიტორებთან მიმართებაში (განსაკუთრებით პარაქსეტინი და ფლუბოკსამი, ნაკლები ხარისხით სერტრალინი და ფლუოქცეტინი). იმ პრეპარატების ერთდროულმა დანიშვნამ, რომლებიც ახდენენ ცოტოქრომ P450 ფერმენტების აქტივობას (კარბამეზინი, ფენიტოინი, რიფამპიცინი, ომეპრაზოლი), შეიძლება შეამციროს კლოზაპინის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში პრეპარატის ეფექტურობის შემცირებით.
შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა
შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისაგან, სინათლის და ნესტისაგან დაცულ ადგილას 150C - 250C ტემპერატურის პირობებში.
ვარგისიანობის ვადა - 3 წელი. არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის პირობები: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.
შეფუთვა
მუყაოს კოლოფში დანართ ფურცელთან ერთად მოთავსებულია 40 ტაბლეტი: 4 ბლისტერი, თითოეულზე 10 ტაბლეტი.
მწარმოებელი
შპს “აპრიმედი”
სომხეთის რესპუბლიკა, ქ. აბოვანი, მე-2 მკრ, სახლი 19
ტელ: 374 (222) 21703, 21740 ფაქსი: 374 (222) 21924
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი
შპს “აპრიმედი”
სომხეთის რესპუბლიკა, ქ. აბოვანი, მე-2 მკრ, სახლი 19
ტელ: 374 (222) 21703, 21740 ფაქსი: 374 (222) 21924