გამალატი B6 80მლ ხსნარი
გააზიარე:
გამალატი B6
Gamalate B6
შემადგენლობა
ყოველი 100მლ შეიცავს
მაგნი გლუტამატ ბრომჰიდრატი 2გ
გამა-ამინო-ერბოს მჟავა (GABA) 2გ
გამა-ამინო-ბეტა-ჰიდროქსი-ერბოს მჟავა (GABOB) 1გ
ვიტამინი B6 1გ
დანამატები Q.S.
შეიცავს ნატრიუმ საქარინს.
ფარმაკოლოგიური თვისებები
გამალატი B6 ითვისებს რა თავისი აქტიური კომპონენტების - ცერებროტონური ამინომჟავების (GABA და GABOB), მსუბუქი სედატიური (MGH) და კოენზიმ ვიტამინ B6 თვისებებს, ახორციელებს თავის ტვინზე ენერგოტონურ და ნეირორეგულატორულ მოქმედებას.
ამინომჟავები და ვიტამინი მონაწილეობას ღებულობს ცერებრალურ მეტაბოლიზმში და ზრდის ნერვული უჯრედების ენერგეტიკულ პოტენციას. იგი აუმჯობესებს ინტელექტუალურ ხარისხს.
ჩვენებები
მოზრდილებში:
ფუნქციური ასთენიების შემთხევევბში:
- ემოციური არამდგრადობა (ლაბილურობა);
-კონცენტრაციის და მეხსიერების დაქვეითება;
- დეპრესია და ნერვული მოშლილობანი;
- ადაპტაციის უნარის დაქვეითება ბავშვებში: გაფანტულობა და კონცენტრაციის დარღვევა სასკოლო ასაკში;
- ადაპტაციის ნაკლებობა ან დაქვეითება სოციალურ, ოჯახის და სკოლის პირობებში.
მიღების წესები და დოზები
მოზრდილებში: 10მლ 2-3-ჯერ დღეში;
ბავშვებში 2 წლამდე: 2.5მლ 3-ჯერ დღეში;
2-დან 4 წლამდე: 5მლ 3-ჯერ დღეში;
4-დან 7 წლამდე: 10მლ 2-ჯერ დღეში;
7 წლის ზემოთ: 10მლ 3-ჯერ დღეში.
ეს დოზები შეიძლება შეიცვალოს ექიმის მიერ.
უკუჩვენება
ალერგია ნებისმიერი კომპონენტებისადმი. მაღალი დოზების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს მსუბუქი დარღვევები კუჭის მხრივ, რაც თავისით ქრება დოზის შემცირებისთანავე.
ორსულობა და ლაქტაცია
საჭიროების შემთხვევაში მიიღება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
ჭარბი დოზირება
პრეპარატის არსებული იშვიათი ტოქსიკურობის სიმპტომების გამოვლინება მოსალოდნელი არ არის ზედმეტი დოზირების შემთხვევაშიც კი.