სინგულარი 5მგ #14ტ საღეჭი

სინგულარი 5მგ #14ტ საღეჭი

0.00 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბრონქოლიზური პრეპარატები
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: მონტელუკასტ ნატრიუმი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 37437
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

სინგულარი / SINGULAIR

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): montelukast

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ალერგოლოგია → ლეიკოტრიენების რეცეპტორების ანტაგონისტები

მწარმოებელი კომპანია: Merck Sharp & Dohme B.V

მწარმოებელი ქვეყანა: ნიდერლანდი

გამოშვების ფორმა: 5 მგ საღეჭი ტაბლეტი №14; №28

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

აღწერა: ვარდისფერი, მრგვალი, ორმხრივ ამოზნექილი ტაბლეტები, ერთ მხარეს გრავირებულია SINGULAIR, მეორე მხარეს კი - MSD 275.
შემადგენლობა

ერთი საღეჭი ტაბლეტი შეიცავს:
აქტიურ ნივთიერებას: 5.2 მგ ნატრიუმის მონტელუკასტი (5,0 მგ მონტელუკასტის ეკვივალენტი);
დამხმარე ნივთიერებები: მანიტოლი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, რკინის წითელი ოქსიდი E172, ნატრუმის კროსკარმელოზა, ალუბლის არომატოზატორი, ასპარტამი, მაგნიუმის სტეარატი.
გამოშვების ფორმა: საღეჭი ტაბლეტები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ლეიკოტრიენული რეცეპტორების ბლოკატორი.
კოდიTX: R03DC03.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ცისტეინილური ლეიკოტრიენები (LTC ₄, LTD₄, LTE₄) ანთების საწინააღმდეგო მძლავრი ეიკოზანოიდებია, რომელთა გამოთავისუფლება სხვადასხვა უჯრედიდან, მათ შორის პოხიერი უჯრედებიდან და ეოზინოფილებიდან ხდება. ეს მნიშვნელოვანი პროასთმური მედიატორები ცისტეინილურ ლეიკოტრიენულ რეცეპტორებს (CysLT) უკავშირდება, რომლებიც განლაგებულია სასუნთქ გზებში და მათზევე ახდენს გავლენას, მათ შორის, იწვევს ბრონქოსპაზმს, ლორწოვანი გარსის მიერ სეკრეტის გამოყოფას, ზრდის სისხლძარღვების განვლადობას, ეოზინოფილების მოზიდვას.
მონტელუკასტი აქტიური ნივთიერებაა, რომელიც პერორალური მიღებისას მაღალი აფინობითა და სელექტიურობით უკავშირდება CysLT₁--რეცეპტორებს. კლინიკურ კვლევებში მონტელუკასტი 5 მგ დოზით განაპირობებდა LTD-ის ინჰალაციით გამოწვეული ბრონქოსპაზმის ინჰიბირებას. ბრონქოდილატაცია ვლინდებოდა პერორალური მიღებიდან 2 საათის განმავლობაში. β-აგონისტებით გამოწვეული ბრონქების გამაფართოებელი ეფექტის შევსება ხდებოდა მონტელუკასტის ეფექტით. მონტელუკასტით მკურნალობა ანტიგენური სტიმულაციის საშუალებით ახდენს ბრონქოსპაზმის როგორც ადრეული, ისე მოგვიანებითი ფაზების ინჰიბირებას. მონტელუკასტი, პლაცებოსთან შედარებით, მოზრდილი ადამიანებისა და ბავშვების პერიფერიულ სისხლში აქვეითებს ეოზინოფილების დონეს. ცალკეულ კვლევაში მონტელუკასტით მკურნალობა არსებითად აქვეითებდა სასუნთქ გზებში ეოზინოფილების რაოდენობას (განისაზღვრა ნახველის ანალიზის მიხედვით) და ეოზინოფილების დონეს პერიფერიულ სისხლში, რითაც ასთმის კლინიკურ კონტროლს აუმჯობესებდა. 
მოზრდილთა მონაწილეობით მიმდინარე კვლევებში მონტელუკასტი დღეში 10 მგ დოზით, პლაცებოსთან შედარებით, ახდენდა დილის ფამ1-ის (ფორსირებული ამოსუნთქვის მოცულობა1) (საწყისი მაჩვენებლის ცვლილება 10,4%, 2,7%-თან შედარებით) მაჩვენებლის, დილის ამოსუნთქვის მაქსიმალური მოცულობითი სიჩქარის (ამმს) (საწყისი მაჩვენებლის ცვლილება 24,5 ლ/წთ, 3,3 ლ/წთ-სთან შედარებით)  გაუმჯობესებას და β-აგონისტების გამოყენების საერთო მაჩვენებლის მნიშვნელოვან შემცირებას (საწყისი მაჩვენებლის ცვლილება: -26,1%, -4,6%-თან შედარებით). ასთმის დღისა და ღამის სიმპტომების შემსუბუქება, პაციენტების შეფასებით, პლაცებოსთან შედარებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული იყო. 
ზრდასრული პაციენტების მონაწილეობით მიმდინარე კვლევებმა გამოავლინა მონტელუკასტის უნარი, შეავსოს საინჰალაციო კორტიკოსტეროიდების კლინიკური ეფექტი (საინჰალაციო ბეკლომეტაზონი + მონტელუკასტის საწყისი მაჩვენებელის %-ული ცვლილება მხოლოდ ბეკლომეტაზონთან შედარებით ფამ1-ისათვის: 5,43% 1,04%-თან შედარებით; β-აგონისტების მიღება: -8,70% 2,64%-თან შედარებით). საინჰალაციო ბეკლომეტაზონთან შედარებით (200 მგ ორჯერ დღეში, სპეისერის მოწყობილობა), მონტელუკასტმა გამოავლინა უფრო სწრაფი საწყისი პასუხი, თუმცა 12-კვირიანი კვლევის მიმდინარეობისას ბეკლომეტაზონი უფრო გამოხატულ საშუალო თერაპიულ ეფექტს ავლენდა (მონტელუკასტისათვის საწყისი მაჩვენებლის %-ული ცვლილება ბეკლომეტაზონთან შედარებით ფამ1-ისათვის, შესაბამისად: 7,49% 13,3%-თან შედარებით; β-აგონისტთან შედარებით: -28,28% -43,89%-თან შედარებით). მაგრამ ბეკლომეტაზონთან შედარებით პაციენტთა დიდი ნაწილისათვის, რომელთაც მკურნალობა მონტელუკასტით უტარდებოდა, მიღწეულ იქნა მსგავსი კლინიკური ეფექტი (ე.ი. პაციენტთა 50%-ში, რომლებსაც ბეკლომეტაზონით მკურნალობდნენ, მიაღწიეს ფამ1-ია გაუმჯობესებას დაახლოებით 11%-ითა და მეტით საწყის მაჩვენებელთან შედარებით, მაშინ, როდესაც პაციენტთა 42%-ში, რომელთაც მკურნალობა მონტელუკასტით უტარდებოდა, იგივე პასუხი იქნა მიღწეული). 
6-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვების მონაწილეობით მიმდინარე 8-კვირიან კვლევაში მონტელუკასტი 5 მგ დღეში ერთხელ დოზით, პლაცებოსთან შედარებით, მნიშვნელოვნად აუმჯობესებდა რესპირაციულ ფუნქციას (ფამ1 8,71% _ საწყისი მაჩვენებლის ცვლილების 4,16%-თან შედარებით; დილის ამოსუნთქვის მაქსიმალური მოცულობითი სიხშირის საწყისი მაჩვენებლის ცვლილება 27,9 ლ/წთ _ 17,8 ლ/წთ-სთან შედარებით) და აქვეითებდა β-აგონისტების აუცილებლობით გამოწვეული გამოყენების სიხშირეს (საწყისი მაჩვენებლის ცვლილება 11,7% _ +8,2%-თან შედარებით). 
6-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვების მონაწილეობით მიმდინარე 8-კვირიან კვლევაში მონტელუკასტი 5 მგ დღეში ერთხელ დოზით, პლაცებოსთან შედარებით, მნიშვნელოვნად აუმჯობესებდა რესპირაციულ ფუნქციას (ფამ1 8,71% _ საწყისი მაჩვენებლის ცვლილების 4,16%-თან შედარებით; დილის ამოსუნთქვის მაქსიმალური მოცულობითი სიხშირის საწყისი მაჩვენებლის ცვლილება 27,9 ლ/წთ _ 17,8 ლ/წთ-სთან შედარებით) და აქვეითებდა β-აგონისტების `აუცილებლობით გამოწვეული~ გამოყენების სიხშირეს (საწყისი მაჩვენებლის ცვლილება 11,7% _ +8,2%-თან შედარებით). 
მსუბუქი ხარისხის პერსისტიული ასთმის მქონე, 6-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებში ასთმის საკონტროლოდ გამოყენებული მონტელუკასტისა და საინჰალაციო ფლუტიკაზონის ეფექტურობის შესადარებლად ჩატარებულ 12-თვიან კვლევაში მონტელუკასტი, ფლუტიკაზონთან  შედარებით, ნაკლებად ეფექტური არ იყო იმ დღეების რაოდენობის პროცენტულად გამოხატული ზრდით, როდესაც ასთმის სამკურნალო გადაუდებელი პრეპარატის გამოყენება საჭირო არ იყო (პირველადი საბოლოო წერტილი). მკურნალობის 12-თვიანი პერიოდის განმავლობაში, გადაუდებელი თერაპიის მიღებისაგან თავისუფალი დღეების რაოდენობის პროცენტული მაჩვენებელი მონტელუკასტის ჯგუფში გაიზარდა, საშუალოდ, 61,6-დან 84,0-მდე, ფლუტიკაზონის ჯგუფში კი _ 60,9-დან 86,7-მდე. ჯგუფებში გადაუდებელი თერაპიისაგან თავისუფალი დღეების რაოდენობის საერთო კვადრატული მატების (LS) პროცენტული განსხვავება სტატისტიკურად მნიშვნელოვანი იყო (-2,8 95%-დან DI -4,7; -0,9), მაგრამ წინასწარ დადგენილი კლინიკურად (არანაკლებ) ეფექტურობის საზღვრებში. 
მონტელუკასტი და ფლუტიკაზონი, ასევე, აუმჯობესებდა ასთმის კონტროლს მეორადი ცვლადების მიხედვით, რომლებიც ფასდებოდა მკურნალობის 12-თვიანი პერიოდის განმავლობაში.
მონტელუასტის ჯგუფში ფამ1 იზრდებოდა 1,83-დან 2,09-მდე და ფლუტიკაზონის ჯგუფში _ 1,85-დან 2,14-მდე. LS მაჩვენებლის ჯგუფთაშორისი განსხვავება ფამ1-ის მიხედვით შეადგენდა -0,02 ლ 95%-დან სუნთქვითი ინტერვალი -0,06; 0,02. საწყისთან შედარებით პროგნოზირებული ფამ1-ის საშუალო პროცენტული ზრდამ მონტელუკასტით მკურნალობის ჯგუფში 0,6% შეადგინა, ფლუტიკაზონით მკურნალობის ჯგუფში კი _ 2,7%. ცვლილებების მხრივ LS მაჩვენებლის პროცენტული განსხვავება პროგნოზირებული ფამ1 საწყის მაჩვენებელთან შედარებით არსებითი იყო: -2,2% 95%-დან სუნთქვითი ინტერვალი -3,6; -9,7. 
β-აგონისტების გამოყენების დღეების რაოდენობის პროცენტული მაჩვენებელი მონტელუკასტის ჯგუფში შემცირდა 38,0-დან 15,4-მდე, ფლუტიკაზონის ჯგუფში კი _ 38,5-დან 12,8-მდე. LS მაჩვენებლის ჯგუფთაშორისი განსხვავება β-აგონისტების გამოყენების დღეების პროცენტული მაჩვენებლის მიხედვით მნიშვნელოვანი იყო: 2,7 95%-დან სუნთქვითი ინტერვალი 0,9; 4,5. 
ასთმის შეტევების მქონე (ასთმის შეტევა განისაზღვრა, როგორც ასთმის მიმდინარეობის გაუარესების პერიოდი, რომელიც პერორალური სტეროიდებით მკურნალობას, ექიმთან დაუგეგმავ ვიზიტს, გადაუდებელი დახმარების პუნქტში სტუმრობას ან ჰოსპიტალიზაციას მოითხოვს) პაციენტების რაოდენობის პროცენტული მაჩვენებელი შეადგენდა 32,2 მონტელუკასტის ჯგუფში და 25,6 ფლუტიკაზონის ჯგუფში; განცალკევების კოეფიციენტი (95% სუნთქვითი ინტერვალი) მნიშვნელოვანია: 1,38 (1,04; 1,84). 
იმ პაციენტთა რაოდენობის პროცენტული მაჩვენებელი, რომლებიც კვლევის პერიოდში სისტემურ (ძირითადად, პერორალურ) კორტიკოსტეროიდებს იღებდნენ, მონტელუკასტის ჯგუფში შეადგენდა 17,8% და ფლუტიკაზონის ჯგუფში _ 10,5%-ს. LS მაჩვენებლის ჯგუფთაშორისი განსხვავება მნიშვნელოვანი იყო: 7,3% სუნთქვითი ინტერვალი 95%-დან 2,9; 11,7.
ფიზიკურ დატვირთვასთან დაკავშირებული ბრონქოსპაზმის (ფდბ) მაჩვენებლის მნიშვნელოვანი დაქვეითება ზრდასრულებში აღინიშნებოდა კვლევის მე-12 კვირას (ფამ1-ის მაქსიმალური დაქვეითება მონტელუკასტისათვის 22,33%, პლაცებოსთან შედარებით _ 32,40%; 5%-ის საზღვრებში აღდგენის დრო ფამ1 საწყის მაჩვენებელთან შედარებით შეადგენდა 44,22 წუთს, 69,64 წუთთან შედარებით). ეს ეფექტი კვლევის 12-კვირიანი პერიოდის განმავლობაში თანმიმდევრული იყო. ფდბ-ის დაქვეითების დემონსტრირება ხდებოდა, ასევე, ბავშვთა მონაწილეობით მიმდინარე ხანმოკლე კვლევისას (ფდბ-ის მაქსიმალური დაქვეითება 18,27%, 26,11%-თან შედარებით; 5%-ის საზღვრებში აღდგენის დრომ ფამ1-ს საწყის მაჩვენებელთან შედარებით შეადგინა 17,76 წუთი, 27,98 წუთთან შედარებით). ორივე კვლევაში ეფექტის დემონსტრირება მოხდა პრეპარატის დოზირების ინტერვალის ბოლოს (დღეში ერთხელ).
ასპირინისადმი მგრძნობიარე პაციენტებისათვის, რომლებიც იმავდროულად საინჰალაციო და/ან პერორალურ კორტიკოსტეროიდებს იღებდნენ, მონტელუკასტით მკურნალობა, პლაცებოსთან შედარებით, ასთმის კონტროლის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას იწვევდა (ფამ1 საწყისი მაჩვენებლის ცვლილება 8,55% -1,74%-თან შედარებით და β-აგონისტების გამოყენების საწყისი მაჩვენებლის ცვლილება -27,78% 2.09%-თან შედარებით). 

ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა
მონტელუკასტი პერორალური მიღების შემდეგ სწრაფად აბსორბირდება. აპკოვანი გარსით დაფარული 10 მგ-იანი ტაბლეტებისათვის საშუალო მაქსიმალური კონცენტრაცია (Tmax) სისხლის პლაზმაში აღინიშნება 3 საათის შემდეგ (Tmax) ზრდასრულებში პრეპარატის უზმოდ მიღებისას. პერორალური მიღების დროს ბიოშეღწევადობა საშუალოდ შეადგენს 64%-ს. ჩვეულებრივი საკვების მიღება პრეპარატის პერორალური გამოყენების დროს ბიოშეღწევადობასა და Tmax-ზე არ მოქმედებს. უსაფრთხოება და ეფექტურობა დადასტურებული იყო კლინიკურ კვლევებში, რომლებშიც 10 მგ-იან, აპკოვანი გარსით დაფარულ ტაბლეტებს საკვების მიღებისაგან დამოუკიდებლად იღებდნენ. 
5 მგ საღეჭი ტაბლეტებისათვის Tmax მიღწევა ზრდასრულებში აღინიშნებოდა უზმოდ პრეპარატის მიღებიდან 2 საათის შემდეგ.ბიოშეღწევადობა პერორალური მიღების დროს, საშუალოდ, შეადგენდა 73%-ს და სტანდარტულ საკვებთან ერთდროული მიღებისას 63%-მდე ქვეითდებოდა. 
4 მგ-იანი საღეჭი ტაბლეტების უზმოდ მიღების შემდეგ 2-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში Tmax მიღწევა აღინიშნებოდა პრეპარატის მიღებიდან 2 საათის შემდეგ.Tmax საშუალო მნიშვნელობა (66%) უფრო მაღალია, საშუალო Tmin კი უფრო დაბალი, ვიდრე ზრდასრულებში 10 მგ-იანი ტაბლეტების მიღების შემდეგ.
განაწილება
მონტელუკასტის 99%-ზე მეტი სისხლის პლაზმის ცილებს უკავშირდება. მონტელუკასტის განაწილების მოცულობა წონასწორულ მდგომარეობაში საშუალოდ 8-11 ლიტრს შეადგენს. ვირთხებზე ჩატარებული კვლევები, რომლებშიც რადიოაქტიურად ნიშანდებული მონტელუკასტი გამოიყენებოდა, ჰემატოენცეფალური ბარიერის გადალახვის შემდეგ მინიმალურ განაწილებას აჩვენებს. ამას გარდა, რადიოაქტიურად ნიშანდებული ნივთიერების კონცენტრაციები დოზის მიღებიდან 24 საათის შემდეგ ყველა სხვა ქსოვილში მინიმალური იყო. 
მეტაბოლიზმი
მონტელუკასტი აქტიურად მეტაბოლიზდება. თერაპიული დოზების გამოყენებით მიმდინარე კვლევებში მონტელუკასტის მეტაბოლიტების კონცენტრაციები სისხლის პლაზმაში _ ზრდასრულებსა და ბავშვებში წონასწორული მდგომარეობისას აღმოჩენის საზღვრის ქვემოთაა.
ადამიანის ღვიძლის მიკროსომების ინ ვიტრო კვლევები იმაზე მიუთითებს, რომ P450 ციტოქსომები 3A4, 2A6, 2C8 და 2C9 მონტელუკასტის მეტაბოლიზმში მონაწილეობს. ადამიანის ღვიძლის მიკროსომების ინ ვიტრო კვლევის დამატებითი შედეგებიდან გამომდინარე, სისხლის პლაზმაში მონტელუკასტის თერაპიული კონცენტრაციების ინჰიბირება P450 ციტოქრომების 3A4, 2C9, 1A2, 2A6. 2C19 და 2D6-ის მიერ არ ხდება. მონტელუკასტის თერაპიულ ეფექტში მეტაბოლიტების როლი მინიმალურია. 
გამოყოფა
ჯანმრთელ ზრდასრულებში მონტელუკასტის პლაზმური კლირენსი, საშუალოდ, 45 მლ/წთ-ს შეადგენს. რადიოაქტიურად ნიშანდებული მონტელუკასტის პერორალურად მიღების შემდეგ5 დღის განმავლობაში რადიოაქტიურობის 86% განავალთან ერთად გამოიყოფა, <0,2%-ზე ნაკლები კი _ შარდთან ერთად. პერორალური მიღების შემდეგ მონტელუკასტის ბიოშეღწევადობის გათვალისწინებით, აღნიშნული მონაცემები მიუთითებს, რომ მონტელუკასტი და მისი მეტაბოლიტები, პრაქტიკულად სრულად, ნაღველთან ერთად გამოიყოფა.
თავისებურებებიპაციენტთასხვადასხვაჯგუფში
ასაკოვან ან მსუბუქიდან საშუალო სიმძიმის ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე  პაციენტებში დოზის კორექციის აუცილებლობა არ არსებობს.  თირკმლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტთა მონაწილეობით კვლევები არ ჩატარებულა. რადგან მონტელუკასტი და მისი მეტაბოლიტები ნაღველთან ერთად გამოიყოფა, სავარაუდოდ, თირკმლების ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში მონტელუკასტის დოზის კორექცია აუცილებელი არ უნდა იყოს. არ არსებობს მონაცემები ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მძიმე ფორმის (>9 ჩაილდ-პიუს სკალის მიხედვით) მქონე პაციენტებში მონტელუკასტის ფარმაკოკინეტიკის შესახებ. 
მონტელუკასტის მაღალი დოზების (ზრდასრულებისათვის რეკომენდებულ დოზასთან შედარებით 20-ჯერ და 60-ჯერ უფრო მაღალი დოზები) მიღებისას სისხლის პლაზმაში აღინიშნებოდა თეოფილინის კონცენტრაციის დაქვეითება. ეს ეფექტი არ აღინიშნებოდა პრეპარატის რეკომენდებული დოზის, 10 მგ დღეში ერთხელ, მიღებისას. 

ჩვენებები გამოყენებისათვის
სინგულარი ნაჩვენებია ასთმის მკურნალობისათვის კომპლექსური თერაპიის სახით იმ პაციენტებში, რომელთაც მსუბუქიდან საშუალო სიმძიმის პერსისტიული ასთმა აღენიშნება და ამ პათოლოგიის კონტროლი საინჰალაციო კორტიკოსტეროიდების მიღებით არასაკმარისად ხორციელდება, ასევე ამ პაციენტებში ხანმოკლე მოქმედების β-აგონისტების `აუცილებლობით გამოწვეული~ გამოყენება ასთმის საკმარის კლინიკურ კონტროლს ვერ უზრუნველყოფს.  
სინგულარი, საინჰალაციო კორტიკოსტეროიდების დაბალი დოზების ნაცვლად, შესაძლოა, ასევე, არჩევის თერაპია იყოს მსუბუქი ხარისხის სიმძიმის პერსისტიული ასთმის მქონე პაციენტებში, რომელთაც ბოლო ხანს ასთმის სერიოზული შეტევები და პერორალური კორტიკოსტეროიდების გამოყენების საჭიროება არ ჰქონია, ასევე, რომელთაც არ შეეძლოთ საინჰალაციო კორტიკოსტეროიდებით სარგებლობა. 
სინგულარი ნაჩვენებია, ასევე, ასთმის პროფილაქტიკისათვის, რომლის დროსაც დომინანტური კომპონენტია ფიზიკური დატვირთვით ინდუცირებული ბრონქოსპაზმი.

მიღების გზები და დოზირება
6-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვების დოზაა 5 მგ-იანი 1 საღეჭი ტაბლეტი ერთხელ დღეში, საღამოს. სინგულარი მიიღება ჭამამდე 1 საათით ადრე ან საკვების მიღებიდან 2 საათის შემდეგ. ამ ასაკობრივ ჯგუფში დოზის კორექციის აუცილებლობა არ არის. 
ზოგადი რეკომენდაციები.

პრეპარატ სინგულარის თერაპიული მოქმედება ბრონქული ასთმის მიმდინარეობის მაჩვენებელთა ცვლილებით 1 დღის განმავლობაში ვითარდება. პაციენტებს უნდა ეცნობის, რომ მათთვის პრეპარატ სინგულარის მიღება აუცილებელია ასთმის კონტროლის მიღწევის დროსაც, ასევე ასთმის მიმდინარეობის გაუარესების პერიოდებში. 
თირკმლის ფუნქციის დარღვევის, ასევე მსუბუქიდან საშუალო სიმძიმემდე ღვიძლის ფუნქციის დარღვევათა მქონე პაციენტებში დოზის კორექციის აუცილებლობა არ არის. არ არის მონაცემები იმ პაციენტთა შესახებ, რომელთაც ღვიძლის ფუნქციის მძიმე ფორმის დარღვევა აღენიშნება.

დოზირება ბიჭებისა და გოგონებისათვის ერთნაირია. 
სინგულარი, როგორც არჩევის თერაპია მსუბუქი სიმძიმის პერსისტიული ასთმის დროს საინჰალაციო კორტიკოსტეროიდების და ბალიდოზების ნაცვლად. მონტელუკასტი რეკომენდებული არ არის მონოთერაპიის სახით საშუალო სიმძიმის პერსისტიული ასთმის მქონე პაციენტებისათვის. მონტელუკასტის გამოყენება, როგორც მსუბუქი სიმძიმის პერსისტიული ასთმის მქონე ბავშვებში დაბალი დოზებით საინჰალაციო კორტიკოსტეროიდებით არჩევის თერაპია, უნდა განვიხილოთ მხოლოდ იმ პაციენტებისათვის, რომელთაც ბოლო ხანს ასთმის სერიოზული შეტევები არ ჰქონიათ და პერორალური კორტიკოსტეროდების გამოყენება არ დასჭირვებიათ, ასევე, არ შეუძლიათ საინჰალაციო კორტიკოსტეროიდების გამოყენება. მსუბუქი სიმძიმის პერსისტიული ასთმა განისაზღვრება, როგორც ასთმის სიმპტომების განვითარება კვირაში ერთ შემთხვევაზე უფრო ხშირად, მაგრამ დღეში ერთ შემთხვევაზე უფრო იშვიათად, ღამის სიმპტომების განვითარება თვეში 2 შემთხევვაზე უფრო ხშირად, მაგრამ კვირაში 1 შემთხვევაზე უფრო იშვიათად, ეპიზოდებს შორის პერიოდებში _  ფილტვების ნორმალური ფუნქცია. თუ საკონტროლო კონსულტაციის დროს ასთმის კონტროლი მიღწეული არ არის (ჩვეულებრივ, 1 თვის განმავლობაში), ასთმის მკურნალობის თანმიმდევრულ სისტემაზე დაყრდნობით უნდა განისაზღვროს დამატებითი ან ანთების საწინააღმდეგო სხვა თერაპიის აუცილებლობა.
პრეპარატ სინგულარით მკურნალობა ასთმის სხვა მეთოდებით მკურნალობასთან ერთად. თუ პრეპარატი სინგულარი გამოიყენება დამატებითი თერაპიის სახით საინჰალაციო კორტიკოსტეროიდებით მკურნალობის დროს, საინჰალაციო კორტიკოსტეროიდების მკვეთრი ჩანაცვლება პრეპარატ სინგულარით არ ხდება.
15 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებისათვის, ასევე ზრდასრულებისათვის, გამოდის 10 მგ დოზირების მქონე ტაბლეტები.

გვერდითი მოქმედება
მონტელუკასტი გამოიყენებოდა შემდეგ კლინიკურ კვლევებში:
• აპკოვანი გარსით დაფარული ტაბლეტები (10 მგ) _ 15 წლისა და უფრო მეტი ასაკის მქონე დაახლოებით 4000 პაციენტი;
• საღეჭი ტაბლეტები (5 მგ) _ 6-დან 14 წლამდე ასაკის დაახლოებით 1750 ბავშვი;

კლინიკური კვლევების მიმდინარეობისას პრეპარატზე შემდეგი გვერდითი რეაქციების შესახებ აცხადებდნენ ხშირად (≥1/100-დან <1/10-მდე) იმ პაციენტებში, რომლებსაც მონტელუკასტით მკურნალობდნენ, ასევე უფრო მეტი სიხშირით, ვიდრე პლაცებოს მიმღებ პაციენტებში

 

ორგანოთა სისტემების კლასი

ზრდასრული პაციენტები, 15 წლის და უფროსი ასაკის (ორი 12-კვირიანი კვლევა n=795)

ბავშვები, 6-დან 14 წლამდე ასაკის, (ერთი 8-კვირიანი კვლევა, n =201; ორი 56-კვირიანი კვლევა, n =615)

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

თავის ტკივილი

თავის ტკივილი

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

აბდომინური ტკივილი

 

 

ხანგრძლივი მკურნალობისას ზრდასრულ პაციენტთა არცთუ დიდი რაოდენობის მონაწილეობით მიმდინარე 2-წლიან და 6-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვთა მონაწილეობით მიმდინარე 12-თვიან კლინიკურ კვლევებში, უსაფრთხოების პროფილი არ იცვლებოდა. 

საერთოდ, 2-დან 5 წლამდე ასაკის 502 ბავშვი მონტელუკასტით მკურნალობდა, მინიმუმ, 3 თვის მანძილზე; 338 ბავშვი - 6 თვის მანძილზე და უფრო ხანგრძლივად; 534 - 12 თვი სმანძილზე და უფრო ხანგრძლივად. მკურნალობის გახანგრძლივებისას ამ პაციენტთა უსაფრთხოების პროფილი არ იცვლებოდა. 
პრეპარატის გამოყენების პოსტმარკეტინგული გამოცდილება.
შემდეგი გვერდითი რეაქციების შესახებ ქვეყნდებოდა პოსტმარკეტინგული გამოყენების მიმდინარეობისას; რეაქციები ნაჩვენებია ორგანოთა სიტემების კლასებისა და გვერდითი რეაქციების სპეციალური ტერმინების მიხედვით. სიხშირე განსაზღვრულია შესაბამისი კლინიკური კვლევების მიხედვით. 
ინფექციები და ინვაზიები: ძალიან ხშირად _ რესპირაციული ტრაქტის ზედა ნაწილების ინფექციები
დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: იშვიათად _ სისხლდენისადმი მიდრეკილების მომატება.
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ: ნაკლები სიხშირით _ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის, ანაფილაქსია; ძალიან იშვიათად _ ღვიძლის ეოზინოფილური ინფილტრაცია.
დარღვევები ფსიქიკის მხრივ: ნაკლები სიხშირით _ პათოლოგიური სიზმრები, მათ შორის ღამის კოშმარები, უძილობა, სომნამბულიზმი, გაღიზიანებადობა, შფოთვა, აგზნებული მდგომარეობა, აჟიტაცია, მათ შორის აგრესიული ქცევა ან მტრული დამოკიდებულება, დეპრესია, იშვიათად - ტრემორი; ძალიან იშვიათად - ჰალუცინაციები, დეზორიენტაცია, სუიციდური აზრები და ქცევა (სუიციდურობა).
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ: ნაკლები სიხშირით _ თავბრუსხვევა, ძილიანობა, პარესთეზიები/ჰიპესთეზია, კრუნჩხვები.
დარღვევები გულის მხრივ: იშვიათად _ პალპიტაცია.
დარღვევები რესპირაციული სისტემის, გულმკერდის ღრუსა და შუასაყარის ორგანოთა მხრივ: ნაკლები სიხშირით _ ცხვირიდან სისხლდენა; ძალიან იშვიათად _ ჩერჯ-სტროსის სინდრომი, ფილტვის ეოზინოფილია. 
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად _ ტრანსამინაზების (ალტ, ასტ) დონეების მომატება სისხლის შრატში; ძალიან იშვიათად _ ჰეპატიტის (მათ შორის, ქოლესტაზური, ჰეპატოცელულური, ასევე, ღვიძლის შერეული დაზიანება).
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ: ხშირად _ გამონაყარი; ნაკლები სიხშირით _ სისხლნაჟღენთები, ჭინჭრის ციება, ქავილი; იშვიათად - ანგიონევროზული შეშუპება; ძალიან იშვიათად - კვანძოვანი ერითემა, მულტიფორმული ერითემა. 
დარღვევები ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემისა და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: ნაკლები სიხშირით _ ართრალგია, მიალგია, მათ შორის, კუნთთა სპაზმები.
დარღვევები საშარდე სისტემის მხრივ: ენურეზი ბავშვებში
დარღვევები ზოგადი მდგომარეობის მხრივ, ასევე პრეპარატის მიღების გზასთან დაკავშირებული დარღვევები: ხშირად _ პირექსია; ნაკლები სიხშირით - ასთენია/დაღლილობა, შეუძლოდ ყოფნა, შეშუპება.

უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა მოქმედი ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.

ჭარბი დოზირება
არ არსებობს სპეციალური ინფორმაცია მონტელუკასტით ჭარბი დოზირების შესახებ. ასთმისადმი მიძღვნილ ხანგრძლივ კვლევებში მონტელუკასტს ზრდასრულ პაციენტებში ნიშნავდნენ 200 მგ/დღეში დოზით 22 კვირის განმავლობაში, ხანმოკლე კვლევებში კი _ 900 მგ/დღეში დოზით 1 კვირის განმავლობაში, რასაც კლინიკურად გამოხატული გვერდითი რეაქციები არ ახლდა. 
არსებობდა ცნობები მონტელუკასტის დოზის მწვავე გადაჭარბების შესახებ პოსტმარკეტინგული გამოყენებისა და კლინიკური კვლევების მიმდინარეობისას. ისინი მოიცავს ცნობებს ზრდასრულებსა და ბავშვებში 1000 მგ დოზის გამოყენების შესახებ (42 თვის ასაკის ბავშვში დაახლოებით 61 მგ/კგ). აღნიშნული კლინიკური და ლაბორატორიული ცვლილებები ზრდასრულებსა და ბავშვებში უსაფრთხოების პროფილის შესაბამისი იყო. ჭარბი დოზირების უმეტეს შემთხვევებში გვერდითი რეაქციები არ ვითარდებოდა.ყველაზე ხშირად განვითარებული გვერდითი რეაქციები მონტელუკასტის უსაფრთხოების პროფილის შესაბამისი იყო და მოიცავდა აბდომინურ ტკივილს, ძილიანობას, წყურვილს, თავის ტკივილს, ღებინებასა და ფსიქომოტორულ ჰიპერაქტიურობას. 
უცნობია, გამოიყოფა თუ არა ორგანიზმიდან მონტელუკასტი პერიტონეული დიალიზის ან ჰემოდიალიზის ჩატარებისას. 

სიფრთხილის ზომები
პაციენტებმა უნდა იცოდნენ, რომ პერორალური გამოყენების მონტელუკასტი ასთმის მწვავე შეტევების სამკურნალოდ არასოდეს გამოიყენება, მათ თან აუცილებლად უნდა ჰქონდეთ სასწრაფო დახმარების შესაბამისი პრეპარატი. მწვავე შეტევის დროს უნდა გამოიყენონ ხანმოკლე მოქმედების საინჰალაციო β-აგონისტები. პაციენტებმა მაქსიმალურად სწრაფად უნდა მიაკითხონ ექიმს საკონსულტაციოდ, თუ მათ ხანმოკლე მოქმედების β-აგონისტები ჩვეულებრივზე დიდი რაოდენობით სჭირდებათ. 
მონტელუკასტით საინჰალაციო ან პერორალური კორტიკოსტერიოდების მკვეთრი შეცვლა არ ხდება. არ არსებობს დამამტკიცებელი მონაცემები, რომ პერორალური კორტიკოსტერიოდების დოზა შეიძლება შემცირდეს მონტელუკასტთან ერთდროული მიღებისას. 
ანტიასთმური პრეპარატებით, მათ შორის მონტელუკასტით მკურნალობაზე მყოფ პაციენტებში იშვიათ შემთხვევებში შესაძლოა განვითარდეს სისტემური ეოზინოფილია, ზოგჯერ ვასკულიტის კლინიკური გამოვლინებებით, რომელიც ჩერჯ-სტროსის სინდრომისთვისაა (მდგომარეობა, რომლის დროსაც მკურნალობა ხშირად ტარდება სისტემური კორტიკოსტერიოდებით) დამახასიათებელი.  ეს შემთხვევები ზოგჯერ დაკავშირებული იყო პერორალური კორტიკოსტერიოდების დოზის შემცირებასთან ან მოხსნასთან. თუმცა ლეიკოტრიენის რეცეპტორების ანტაგონისტების გამოყენების მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არ დადგენილა, ექიმებს უნდა ახსოვდეთ პაციენტებში ეოზინოფილიის, ვასკულური გამონაყრის, ფილტვისმიერი სიმპტომების გაუარესების, კარდიოლოგიური გართულებების და/ან ნეიროპათიის განვითარების შესაძლებლობის შესახებ. ამ სიმპტომების განვითარების შემთხვევაში საჭიროა პაციენტების განმეორებითი გამოკვლევა და მათი მკურნალობის სქემის გადახედვა. 
პრეპარატ სინგულარის შემადგენლობაში შედის ასპარტამი _ ფენილალანინის წყარო. ფენილკეტონურიის მქონე პაციენტებმა უნდა იცოდნენ, რომ თითოეული 5 მგ-იანი საღეჭი ტაბლეტი შეიცავს ფენილალანინს იმ რაოდენობით, რომელიც 1 დოზაში 0,842 მგ ფენილალანინის ეკვივალენტურია. 

გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში 
ორსულობა. ცხოველებზე ჩატარებული კვლევები არ ადასტურებს ორსულობაზე ან ემბრიონულ/ფეტალურ განვითარებაზე მავნე ზემოქმედებას. 
ორსულობასთან დაკავშირებული მონაცემების არსებული ბაზის მიხედვით არსებული შეზღუდული ინფორმაცია არ უჩვენებს მიზეზ-შედეგობრივ კავშირს პრეპარატ სინგულარის მიღებასა და მალფორმაციის (როგორიცაა კიდურების დეფექტები) განვითარებას შორის, რომლის შესახებაც იშვიათად ქვეყნდებოდა ცნობები გამოყენების საერთაშორისო პოსტმარკეტინგული გამოცდილების დროს. 
სინგულარის მიღება შეიძლება ორსულობის პერიოდში მხოლოდ უკიდურესად დიდი აუცილებლობის დროს. 
ძუძუთი კვება. ვირთხებზე ჩატარებულ კვლევებში გამოვლინდა, რომ მონტელუკასტი რძეში გადადის. 
უცნობია, აღწევს თუ არა მონტელუკასტი ქალის რძეში. 
სინგულარის მიღება შესაძლებელია ძუძუთი კვების პერიოდში მხოლოდ მაშინ, თუ მისი გამოყენება უპირობოდ აუცილებელია. 

გავლენა ავტოტრანსპორტისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე 
მოსალოდნელი არ არის, რომ მონტელუკასტი იმოქმედებს პაციენტის უნარზე, მართოს ავტოტრანსპორტი ან სხვა მექანიზმები. თუმცა, იშვიათ შემთხვევაში ქვეყნდებოდა ინფორმაცია ძილიანობის ან თავბრუსხვევის შესახებ. 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
მონტელუკასტის მიღება შესაძლებელია სხვა პრეპარატებთან, რომლებიც, ჩვეულებრივ, ასთმის პროფილაქტიკის ან ხანგრძლივი მკურნალობისათვის გამოიყენება. სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედების კვლევებში მონტელუკასტის რეკომენდებული კლინიკური დოზა კლინიკურად არსებით გავლენას არ ახდენდა შემდეგ სამკურნალო საშუალებებზე: თეოფილინი, პრედნიზონი, პრედნიზოლონი, პერორალური კონტრაცეპტივები (ეთინილესტრადიოლი/ნორეთინდრონი 35/1), ტერფენადინი, დიგოქსინი და ვარფარინი.
სისხლის პლაზმაში მონტელუკასტის კონცენტაციის მრუდის (AUC) ქვეშ არსებული ფართობი დაახლოებით 40%-ით ქვეითდებოდა იმ პაციენტებში, რომლებიც იმავდროულად ფენობარბიტალს იღებდნენ. რადგან მონტელუკასტი მეტაბოლიზდება CYP 3A4 საშუალებით, მისი დანიშვნა სიფრთხილით უნდა მოხდეს, განსაკუთრებით ბავშვებში, ისეთ CYP 3A4 ინდუქტორებთან ერთად, როგორიცაა ფენიტოინი, ფენობარბიტალი და რიფამპიცინი.
ინ ვიტრო კვლევებმა აჩვენა, რომ მონტელუკასტი CYP 2C8-ის მძლავრი ინჰიბიტორია. თუმცა პრეპარატებთან ურთიერთქმედების იმ კლინიკური კვლევების მონაცემებით, რომლებშიც მონტელუკასტისა და როსიგლიტაზონის (მარკერული სუბსტრატი, იმ პრეპარატების წარმომადგენელი, რომლებიც უპირატესად CYP 2C8-ის საშუალებით მეტაბოლიზდება) გამოყენება შეისწავლებოდა, გამოვლინდა, რომ მონტელუკასტი ინ ვივო CYP 2C8 ინჰიბირებას არ ახდენს. ამიტომ მოსალოდნელი არ არის, რომ მონტელუკასტი მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს იმ პრეპარატების მეტაბოლიზმზე, რომლებიც ამ ფერმენტის საშუალებით მეტაბოლიზდება (მაგალითად, პაკლიტაქსელი, როსიგლიტაზონი და რეპაგლინიდი). 
ინ ვიტრო კვლევებმა აჩვენა, რომ მონტელუკასტი CYP 2C8, 2C9 და 3A4-ის სუბსტრატია. პრეპარატებთან ურთიერთქმედების იმ კლინიკური კვლევების მონაცემები, რომლებშიც მონტელუკასტისა და გემფიბროზილის (CYP 2C8 და 2C9 ინჰიბიტორი) გამოყენება შეისწავლებოდა, გამოავლინა, რომ გემფიბროზილი მონტელუკასტის სისტემურ ექსპოზიციას 4,4-ჯერ აძლიერებს. იტრაკონაზოლთან (CYP 3A4-ის ძლიერი ინჰიბიტორი) გემფიბროზილისა და მონტელუკასტის ერთდროული გამოყენება მონტელუკასტის შემდგომ ექსპოზიციას არ აძლიერებს. გემფიბროზილის გავლენა მონტელუკასტის სისტემურ ექსპოზიციაზე არ განიხილება, როგორც კლინიკური მნიშვნელობის მქონე ისეთი დოზების კლინიკური უსაფრთხოების მონაცემებზე დაყრდნობით, რომლებიც ზრდასრულებისთვის დამტკიცებულ 10 მგ დოზას (ე.ი. ზრდასრულ პაციენტებში 200 მგ/დღეში 22 კვირის განმავლობაში და 900 მგ/დღეში 1 კვირის განმავლობაში) აღემატება. ამ მონაცემთა თანახმად, კლინიკური მნიშვნელობის მქონე გვერდითი რეაქციები არ გამოვლენილა. ამ მიზეზით, არ არსებობს მონტელუკასტის დოზის კორექციის აუცილებლობა გემფიბროზილთან ერთდროული მიღების დროს. ინ ვიტრო მონაცემებიდან გამომდინარე, მოსალოდნელი არ არის სხვა ცნობილ CYP 2C8 ინჰიბიტორებთან (მაგალითად, ტრიმეტოპრიმთან) კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედებათა განვითარება. ამას გარდა, მხოლოდ იტრაკონაზოლთან მონტელუკასტის ერთდროული გამოყენებისას მონტელუკასტის სისტემური ექსპოზიციის გაძლიერება არ აღინიშნება.

შეფუთვა
ბლისტერში 5 მგ-იანი 7 ან 14 საღეჭი ტაბლეტი.
1 ან 2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

შენახვის პირობები
ინახება ორიგინალურ შეფუთვაში არაუმეტეს 30⁰C-ზე, მშრალ და სინათლისაგან დაცულ ადგილას. 
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა
2 წელი.
ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ არ გამოიყენება.

აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.