დროპლექსი 15მლ ყურის წვეთები
გააზიარე:
დროპლექსი
სავაჭრო დასახელება: დროპლექსი.
საერთაშორისო არაპატენტირებული ან ჯგუფური დასახელება
ფენაზონი + ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი (Phenazone + Lidocaine hydrochloride)
წამლის ფორმა
ყურის წვეთები, 4%-იანი ფენაზონისა და 1%-იანი ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის ხსნარი.
აღწერილობა: გამჭვირვალე, უფერო ან მოყავისფრო-ყვითელი ფერის ხსნარი.
შემადგენლობა
პრეპარატის 1 მლ შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები: ფენაზონი 45,52 მგ, ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი 11,38 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის თიოსულფატი, ეთანოლი 96%, გასუფთავებული წყალი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გლიცერინი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ოტოლოგიაში გამოსაყენებელი საშუალებები. ანალგეზიური და საანესთეზიო საშუალებები.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
დროპლექსი - კომბინირებული პრეპარატია ადგილობრივი გამოყენებისათვის. იგი ავლენს ადგილობრივ საანესთეზიო და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას.
პრეპარატის მოქმედება განპირობებულია მის შემადგენლობაში შემავალი აქტიური კომპონენტებით - ფენაზონით და ლიდოკაინის ჰიდროქლორიდით.
ფენაზონი - პირაზოლის წარმოებულია, ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი თვისებებით.
ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი - ამიდების ჯგუფის ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებაა.
ფარმაკოკინეტიკა
ამ ხსნარის სისტემური შეწოვა მოსალოდნელი არ არის, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დაზიანებულია დაფის აპკი.
გამოყენების ჩვენებები
ადგილობრივი სიმპტომური მკურნალობა და გაუტკივარება შუა ოტიტის დროს დაუზიანებელი დაფის აპკით, მათ შორის:
- მწვავე ექსუდაციური შუა ოტიტი;
- შუა ოტიტი, როგორც გრიპის შემდგომი გართულება;
- ბაროტრავმული ოტიტი.
გამოყენების წესი და დოზები
დოზირება
დროპლექსი გამოიყენება ადგილობრივად, 4 წვეთი გარეთა სასმენ მილში ჩასაწვეთებლად 2-3-ჯერ დღეში.
გამოყენების წესი
ყურში ცივი ხსნარის მოხვედრის თავიდან ასაცილებლად, გამოყენებამდე უნდა მოხდეს ბოთლის გათბობა ხელში.
დროპლექსის გამოყენების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 დღეს, რის შემდეგაც საჭიროა მკურნალობის გადახედვა.
უკუჩვენებები
- მომატებული მგრძნობელობა ფენაზონის, ლიდოკაინის ან პრეპარატის დამხმარე ნებისმიერი კომპონენტენტის მიმართ;
- ტრავმული ან ინფექციური წარმოშობის დაფის აპკის პერფორაცია.
გვერდითი რეაქციები
არსებობს ადგილობრივი რეაქციების განვითარების ალბათობა გარეთა სასმენი მილის ალერგიის, გაღიზიანების ან ჰიპერემიის სახით.
საეჭვო გვერდითი რეაქციების შეტყობინება
სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ, მნიშვნელოვანია საეჭვო გვერდითი რეაქციების შეტყობინება. სამკურნალო საშუალების მიმართ სერიოზული ან ისეთი ახალი გვერდითი რეაქციის განვითარების შემთხვევაში, რომელიც მოცემულ ინსტრუქციაშუ აღწერილი არ არის, გთხოვთ, მიაწოდოთ ინფორმაცია ეროვნული ფარმაკოზედამხედველობის სისტემის შესაბამისად.
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატის გამოყენებამდე დარწმუნდით დაფის აპკის მთლიანობაში.
პერფორირებული დაფის აპკის დროს გამოყენების შემთხვევაში, პრეპარატი შეიძლება მოხვდეს შუა ყურში და გამოიწვიოს გართულებები.
სპორტსმენებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ პრეპარატი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას, რომელმაც შესაძლოა დადებითი შედეგი აჩვენოს დოპინგ-კონტროლის დროს.
ზეგავლენა ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე
დროპლექსი გავლენას არ ახდენს ავტომობილის მართვის და ისეთი სამუშაოების შესრულების უნარზე, რომელიც მოითხოვს ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს
დაუზიანებელი დაფის აპკის და პრეპარატის სწორი მეთოდით გამოყენების დროს, ფენაზონის და ლიდოკაინის სისტემური შეწოვის ალბათობა დაბალია.
აუცილებლობისას, პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
არ არსებობს მონაცემები სხვა სამკურნალო საშუალებებთან კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედების შესახებ.
დოზის გადაჭარბება
რეკომენდებული დოზებით გამოყენების დროს, დოზის გადაჭარბება არ აღინიშნებოდა.
გამოშვების ფორმა
ყურის წვეთები, 15 მლ-იან პლასტმასის ფლაკონში საწვეთურიანი საცობით და დამცავი ხრახნიანი თავსახურით, რომელიც აღჭურვილია დამცავი რგოლით.
1 ფლაკონი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატი გამოიყენება 6 თვის განმავლობაში.
ვარგისობის ვადა
5 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემისწესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.