დექსამეტაზონ-დარნ4მგ/მლ1მლ#10ა

დექსამეტაზონ-დარნ4მგ/მლ1მლ#10ა

0.00 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გლუკოკორტიკოსტეროიდები
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: დექსამეტაზონი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 36955
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

დექსამეტაზონი-დარნიცა

(DEXAMETHASONE- DARNITSA)

 

შემადგენლობა

მოქმედი ნითიერება:დექსამეტზონი (dexamethasone).

1 მლ ხსნარი შეიცავს დექსამეტაზონის ნატრიუმის ფოსფატს 4 მგ.

დამხმარე ნივთიერებები:ნატრიუმის ჰიდროფოსფატი დოდეკაჰიდრატი, კალიუმის დიჰიდროფოსფატი, გლიცერინი, ბენზილის სპირტი, დინატრიუმის ედეტატი (ტრილონი B), საინექციო წყალი.

წამლის ფორმა: საინექციო ხსნარი

ძირითადი ფიზიკო-ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე, უფერო სითხე.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:  კორტიკოსტეროიდები სისტემური გამოყენებისთვის. გლუკოკორტიკოიდები.

ათქ კოდი: H02AB02.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

დექსამეტაზონი-დარნიცა -  თირკმელზედა ჯირკვლების ქერქის სინთეზური ჰორმონია (კორტიკოსტეროიდი), რომელიც ახდენს გლუკოკორტიკოიდულ მოქმედებას.  მას აქვს ანთების საწინააღმდეგო და იმუნოსუპრესული ეფექტები, ასევე მოქმედებს ენერგეტიკულ მეტაბოლიზმზე, გლუკოზის გაცვლაზე და (უარყოფითი უკუკავშირის საშუალებით) ჰიპოთალამუსისა  და  ადენოჰიპოფიზის ტროფიკული ჰორმონის სეკრეციის გააქტიურების ფაქტორზე.

გლუკოკორტიკოსტეროიდების მოქმედების მექანიზმი ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის გარკვეული.  ამჟამად საკმარისი რაოდენობის მონაცემებია მიღებული გლუკოკორტიკოსტეროიდების მოქმედების მექანიზმზე იმის დასადასტურებლად, რომ  მოქმედებენ უჯრედულ დონეზე.  უჯრედების ციტოპლაზმაში არსებობს ორი კარგად შესწავლილი რეცეპტორული სისტემა.  გლუკოკორტიკოიდულ რეცეპტორებთან შეკავშირებით, გლუკოკორტიკოსტეროიდები ახდენენ ანთების საწინააღმდეგო და  იმუნოსუპრესულ მოქმედებას და არეგულირებენ გლუკოზის მეტაბოლიზმს, ხოლო მინერალოკორტიკოიდების რეცეპტორებთან დაკავშირების შედეგად, არეგულირებენ ნატრიუმის, კალიუმის მეტაბოლიზმს და წყლის ელექტროლიტურ ბალანსს.

გლუკოკორტიკოსტეროიდები იხსნება ლიპიდებში და ადვილად აღწევს სამიზნე უჯრედებში უჯრედის მემბრანის მეშვეობით. ჰორმონის შეკავშირება რეცეპტორთან იწვევს რეცეპტორის კონფორმაციის ცვლილებას, რაც ხელს უწყობს დნმ-თან  მის ე.წ. „მონათესავეობის“ ზრდას. კომპლექსი ჰორმონი/ რეცეპტორი  ხვდება უჯრედის ბირთვში და უკავშირდება დნმ-ის მოლეკულის მარეგულირებელ ცენტრს, რომელსაც ასევე უწოდებენ გლუკოკორტიკოიდული პასუხის ელემენტს (GRE). გააქტივებული რეცეპტორი, დაკაშირებული GRE– სთან ან სპეციფიკურ გენებთან, არეგულირებს m-რნმ– ის ტრანსკრიფციას, რომელიც შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს. ახლად ჩამოყალიბებული m-რნმ  გადადის რიბოსომებში, რის შემდეგაც წარმოიქმნება ახალი ცილები. სამიზნე უჯრედებიდან და უჯრედებში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, ცილების სინთეზი შეიძლება გაძლიერდეს (მაგ., თიროზინტრანსამინაზას წარმოქმნა ღვიძლის უჯრედებში) ან შემცირდეს (მაგ., 1L-2 წარმოქმნა ლიმფოციტებში). რადგანაც გლუკოკორტიკოსტეროიდების რეცეპტორები არის ყველა ტიპის ქსოვილებში, შეიძლება ჩაითვლოს, რომ გლუკოკორტიკოსტეროიდები მოქმედებს ორგანიზმის უჯრედების უმრავლესობაზე.

კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება - COVID-19

კლინიკური ეფექტურობა

ინდივიდუალურად  რანდომიზირებული, კონტროლირებადი, ღია ადაპტირებული პლატფორმის კვლევა RECOVERY (Randomised Evaluation of Covid-19 Therapy)1, ინიცირებული მკვლევარის მიერ მკურნალობის პოტენციური მეთოდების შედეგების შეფასებისთვის COVID-19-თ ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში.

კვლევები ტარდებოდა დიდი ბრიტანეთის 176 საავადმყოფოში. 6425 პაციენტი იყო რანდომიზირებული დექსამეტაზონის მისაღებად (2104 პაციენტი) ან ჩვეულებრივი მკურნალობისთვის (4321 პაციენტი). პაციენტების 89%-ს ჰქონდა ლაბორატორიულად დადასტურებული SARS –CoV-2 ინფექცია.

რანდომიზაციისას, პაციენტთა 16%-მა მიიღო ფილტვების ინვაზიური ხელოვნური ვენტილაცია (ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია)  ან ექსტრაკორპორალური მემბრანის ოქსიგენცია, 60%-მა მიიღო მხოლოდ ჟანგბადი (არაინვაზიური ვენტილაციით ან მის გარეშე), ხოლო 24% -მა არ მიიღო არც ერთი არც მეორე.

პაციენტების საშუალო ასაკმა შეადგინა 66,1+15,7 წელი. პაციენტების 36%  იყო ქალი. პაციენტთა 24%-ს ანამნეზში ჰქონდა დიაბეტი, 27%-ს გულის დაავადებით და 21%-ს ფილტვის ქრონიკული დაავადებით.

პირველადი საბოლოო წერტილი

სიკვდილიანობა 28-ე დღეს მნიშვნელოვნად დაბალი იყო დექსამეტაზონის ჯგუფში, ვიდრე ჩვეულებრივი მკურნალობის ჯგუფში, სადაც სიკვდილიანობა დაფიქსირდა 2104 პაციენტიდან 482-ში (22.9%) და 1110-ში 4321 პაციენტიდან (25.7%), შესაბამისად ( სიხშირის კოეფიციენტი  0.83; 95% ნდობის ინტერვალი (ნდობის ინტერვალი), 0,75-0,93; P < 0,001).

დექსამეტაზონის ჯგუფში პაციენტებში სიკვდილიანობა უფრო დაბალი იყო, ვიდრე ჩვეულებრივი მკურნალობის ჯგუფში, რომელმაც მიიღო ინვაზიური ფილტვების ხელოვნური  ვენტილაცია (29,3% 41,4% -ის წინააღმდეგ; სიხშირის კოეფიციენტი 0,64; 95% ნდობის ინტერვალი, 0,51-0,81) და მათ, ვინც მიიღო დამატებითი ჟანგბადი ინვაზიური ფილტვების ხელოვნური  ვენტილაციის გარეშე (23,3% 26.2% -ის წინააღმდეგ; სიხშირის კოეფიციენტი 0,82; 95% ნდობის ინტერვალი  0,72-0,94-დან).

დექსამეტაზონის მკვეთრი ეფექტი არ ყოფილა პაციენტებში, რომლებმაც არ მიიღეს რესპირატორული დახმარების არანაირი საშუალება რანდომიზაციისას (17,8% 14.0% –ის წინააღმდეგ, სიხშირის კოეფიციენტი 1,19: 95% ნდობის ინტერვალი,  0,91-1,55).

მეორეული საბოლოო წერტილი

დექსამეტაზონის ჯგუფში მყოფ პაციენტებს ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობა ჰქონდათ უფრო ნაკლები, ვიდრე ჩვეულებრივი მკურნალობის ჯგუფში (მედიანა, 12 დღე 13 დღის წინააღმდეგ) და 28 დღის განმავლობაში საავადმყოფოდან გაწერის მაღალი ალბათობა (სიხშირის კოეფიციენტი 1,10: 95% ნდობის ინტერვალი, 1,03-1, 17).

პირველადი საბოლოო წერტილის თანამად,  ყველაზე დიდი ეფექტი ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობის 28 დღემდე შემცირებაში დაფიქსირდა პაციენტებს შორის,  რომლებმაც მიიღეს ინვაზიური ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია  რანდომიზაციისას (სიხშირის კოეფიციენტი 1,48: 95% ნდობის ინტერვალი   1,16-1,90), შემდეგ - პაციენტებს შორის, რომლებიც ღებულობდნენ მხოლოდ ჟანგბადს (სიხშირის კოეფიციენტი 1,15; 95% ნდობის ინტერვალი 1,06-1,24) და დადებითი ეფექტის გარეშე პაციენტებში, რომლებიც არ ღებულობდნენ ჟანგბადს (ნორმის კოეფიციენტი 0,96; 95% ნდობის ინტერვალი   0,85-1,08).

შედეგი

დექსამეტაზონი

ჩვეულებრივი მკურნალობა

რისკის სიხშირის კოეფიციენტი*

(N=2104)

(N=4321)

95% ნდობის ინტერვალი

 

პაციენტების რაოდენობა/საერთო რაოდენობა (%)

პირველადი საბოლოო წერტილი

 

482/2104 (22,9)

 

1110/4321 (25,7)

 

0,83 (0,75-0,93)

ლეტალობა 28 დღეში

მეორეული საბოლოო წერტილი

 

 

 

გამოეწერა საავადმყოფოდან 28 დღის განმავლობაში

1431/2104 (67,2)

2745/4321 (63,5)

1,10 (1,03-1,17)

ინვაზიური ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია ან ლეტალური დასასრული: 

456/1780 (25,6)

994/3638 (27,3)

0,92 (0,84-1,01)

-         ინვაზიური ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია

102/1780 (5,7)

285/3638 (7,8)

0,77 (0,62-0,95)

-         ლეტალური დასასრული

387/1780 (21,7)

827/3638 (22,7)

0,93 (0,84-1,03)

* მაჩვენებლების თანაფარდობა დაკორექტირდა ასაკისთვის 28-დღიანი სიკვდილობისა და საავადყოფოდან გაწერის გათვალისწინებით. რისკების თანაფარდობა დაკორექტირდა ასაკის გათვალისწინებით ინვაზიური ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის მიღების შედეგთან  ან ლეტალური დასასრულისა და მისი შემადგენელის მიმართებით;

*ამ კატეგორიიდან გამოირიცხა პაციენტები, რომლებიც ღებულობდნენ ინვაზიურ ფილტვების ხელოვნური ვენტილაციას რანდომიზაციისას.

უსაფრთხოება

კვლევის მიმდინარეობისას დაფიქსირდა 4 სერიოზული გვერდითი მოვლენა, რომელიც უკავშირდებოდა საკვლევ მკურნალობას, კერძოდ კი - ჰიპერგლიკემიის განვითარების 2 შემთხვევა, ფსიქოზის 1 შემთხვევა, და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა განყოფილებების სისხლდენის 1 შემთხვევა გამოწვეული  სტეროიდებით. ყველა შემთხვევა დარეგულირდა.

ქვეჯგუფების ანალიზი

დექსამეტაზონის 28-დღიან დანიშვნით მიღებული ეფექტები სიკვდილობაზე ასაკიდან გამომდინარე და აგრეთვე, რანდომიზაციისას მიღებული სუნთქვის დამხმარე საშუალებებიდან გამომდინარე.2

 

დექსამეტაზონი

ჩვეულებრივი მოვლა

 

RR (95% CI)

               ჟანგბადის გარეშე (x 2 =0.70;p=0.40)

                                                                                       1

<70

10/197(5.1%)

18/462 (3,9%)

 

(შენიშვნა:სქემქტური ნახაზი)

1.31 (0,60-2.8

> 70 <80

25/114 (21.9%)

35/224 (15,6%)

1.46 (0.88-2.4)

> 80

54/190 (28,4%)

92/348 (26,4%)

1.06 (0.76-1.4)

შუალედური ჯამი

89/501 (17.8%)

145/1034(14.0%)

1.19 (0.91-1.55)

მხოლოდ ჟანგბადი

                                      (x 2 =2.54;p=0.11)

                                                                        1

<70

53/675 (7.9%)

193/1473 (13.1%)

(შენიშვნა:სქემქტური ნახაზი)

0.58 (0.43-0.7)

> 70 <80

104/306 (34.0%)

178/531 (33.5%)

0.98 (0.77-1.2)

> 80

141/298(47.3%)

311/600 (51.8%)

0.85 (0.70-1.0)

შუალედური ჯამი

298/1279 (23.3%)

682/2604 (26.2%)

0.82 (0.72-0.94)

მხოლოდ ჟანგბადი   (x 2 =0.28;p=0.60)

                                                                        1

 

<70

66/269 (24.5%)

217/569(38.1%)

(შენიშვნა:სქემქტური ნახაზი)

 

 

 

 

0.61 (0.46-0.81)

> 70 <80

26/49(53.1%)

58/104 (55.8%)

0.85 (0.53-1.34)

> 80

3/6(50.0%)

8/10 (80.0%)

0.39 (0.10-1.47)

შუალედური ჯამი

95/324 (29.3%)

283/683 (41.4%)

0.64 (0.51-0.81)

ყველა მონაწილე

482/2104 (22.9%)

1110/4321 (25.7%)

0.83 (0.75-0.93)

P<0.0

დექსამეტაზონი   ჩვეულებრივი მოვლა

უკეთესი        უკეთესი

დექსამეტაზონის 28-დღიან დანიშვნის ეფექტები სიკვდილობაზე მიღებული რანდომიზაციისას სუნთქვის დამხმარე საშუალებებიდან გამომდინარე3 და აგრეთვე, ნებისმიერი ქრონიკული დაავადების არსებობის დროს

 

 

დექსამეტაზონი

ჩვეულებრივი მოვლა

 

RR (95% CI)

               ჟანგბადის გარეშე (x 2 =0.08;p=0.78)

                                                                                       1

წინარე დაავადება

65/313(20.8%)

100/598 (16,7%)

 

(შენიშვნა:სქემქტური ნახაზი)

1.22 (0,89-1.66)

წინარე დაავადების გარეშე

24/188 (12.8%)

45/436 (10,3%)

1.12 (0.68-1.83)

შუალედური ჯამი

89/501 (17.8%)

145/1034(14.0%)

1.19 (0.91-1.55)

მხოლოდ ჟანგბადი

                                      (x 2 =2.05;p=0.15)

                                                                        1

წინარე დაავადება

221/702 (31.5%)

481/1473 (32.7%)

(შენიშვნა:სქემქტური ნახაზი)

0.88 (0.75-1.03)

წინარე დაავადების გარეშე

77/577 (13.3%)

201/1131 (17.8%)

0.70 (0.54-0.91)

შუალედური ჯამი

298/1279 (23.3%)

682/2604 (26.2%)

0.82 (0.72-0.94)

მექანიკური ვენტილაცია   (x 2 =1.52;p=0.22)

                                                                                        1

 

წინარე დაავადება

51/159 (32.1%)

150/346(43.4%)

(შენიშვნა:სქემქტური ნახაზი)

 

 

 

 

0.75 (0.54-1.02)

წინარე დაავადების გარეშე

44/165(26.7%)

133/337 (39.5%)

0.56 (0.40-0.78)

შუალედური ჯამი

95/324 (29.3%)

283/683 (41.4%)

0.64 (0.51-0.81)

ყველა მონაწილე

482/2104 (22.9%)

1110/4321 (25.7%)

0.83 (0.75-0.93)

P<0.00

დექსამეტაზონი   ჩვეულებრივი მოვლა

უკეთესი        უკეთესი

1 www.recoverytrial.net

2,3 (წყარო: Horby P.et al.,2020; https://www.medrxiv.org/content/10.1101/2020.06.22.2013727v1;

Doi:https://doi.org/10.1101/2020.06.22.20137273).

 

ფარმაკოკინეტიკა

აბსორბცია

 

დექსამეტაზონი სწრაფად შეიწოვება ინექციის ადგილიდან. სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა პირველი 5 წუთის განმავლობაში ინტრავენური შეყვანისას და 1 საათის განმავლობაში ინტრამუსკულური შეყვანისას.

სახსარში ან რბილ ქსოვილებში ადგილობრივი შეყვანის შემდეგ (ანთების კერა), შეწოვა უფრო ნელია, ვიდრე ინექციის შემთხვევაში.

ინტრავენური შეყვანისას მოქმედების დაწყება მყისიერია, ინტრამუსკულური შეყვანისას - 8 საათის შემდეგ.

პრეპარატი მიეკუთვნება ხანგრძლივმოქმედ გლუკოკორტიკოსტეროიდებს; მოქმედება გრძელდება 17-28 დღის განმავლობაში ინტრამუსკულური შეყვანის შემდეგ და 3 დღიდან 3 კვირამდე ადგილობრივი შეყვანის შემდეგ.

განაწილება

სისხლის პლაზმაში, დექსამეტაზონის 77% უკავშირდება პლაზმის ცილებს, ძირითადად ალბუმინს. დექსამეტაზონის მხოლოდ მცირე რაოდენობა უკავშირდება სხვა ცილებს. დექსამეტაზონი ცხიმში ხსნადია, ამიტომ თავისუფლად აღწევს უჯრედებსა და უჯრედშორის სივრცეში. ცენტრალურ ნერვულ სისტემაში (ჰიპოთალამუსი, ჰიპოფიზი) ის უკავშირდება და მოქმედებს მემბრანის რეცეპტორების მეშვეობით. პერიფერიულ ქსოვილებში ის იკვრება და მოქმედებს ციტოპლაზმური რეცეპტორების დახმარებით.

ბიოტრანსფორმაცია

დექსამეტაზონის მეტაბოლიზმი ხდება მოქმედების ადგილზე. ანუ თავად უჯრედში. დექსამეტაზონი პირველ რიგში მეტაბოლიზდება ღვიძლში. ასევე შესაძლოა, თირკმელებში და სხვა ქსოვილებში.

გამოყოფა

დექსამეტაზონის ბიოლოგიური ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 24-72 საათს. შეყვანილი დლექსამეტაზონის დაახლოებით 80% ელიმინირდება თირკმელებით გლუკურონიდის სახით 24 საათის განმავლობაში.

კლინიკური მახასიათებლები

ჩვენებები

დექსამეტაზონი შეყვანილი უნდა იქნას  ინტრავენურად ან ინტრამუსკულურად გადაუდებელ შემთხვევებში და როდესაც პერორალური მიღება შეუძლებელია. ენდოკრინული სისტემის დაავადებები:

-         პირველადი ან მეორადი (ჰიპოფიზის) თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის შემცვლელი თერაპია (გარდა მწვავე თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობისა, რომლის დროსაც ჰიდროკორტიზონი ან კორტიზონი უფრო შესაფერისია მათი უფრო გამოხატული ჰორმონალური ეფექტის გათვალისწინებით);

-         თირკმელზედა ჯირკვლის მწვავე უკმარისობა (ჰიდროკორტიზონი ან კორტიზონი არჩევის საშუალებებია; შესაძლოა საჭირო გახდეს მინერალოკორტიკოიდებთან ერთად გამოყენება, განსაკუთრებით სინთეზური ანალოგების გამოყენებისას);

-          ოპერაციამდე და სერიოზული ტრავმების ან დაავადებების შემთხვევაში პაციენტებში, რომელთაც  დადგენილი აქვთ თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა ან განუსაზღვრელი ადრენოკორტიკალური რეზერვისას;

-          ტრადიციული თერაპიისადმი მდგრადი შოკი, თირკმელზედა ჯირკვლის არსებული უკმარისობით ან მისი არსებობის ეჭვის შემთხვევაში;

-          თირკმელზედა ჯირკვლის თანდაყოლილი ჰიპერპლაზია;

-          ფარისებრი ჯირკვლის არაჩირქოვანი ანთება და რადიაციული თირეოიდიტის მძიმე ფორმები.

რევმატოლოგიური დაავადებები  (როგორც დამატებითი თერაპია იმ პერიოდში, როდესაც საბაზისო თერაპიამ არ იმოქმედა, ანუ პაციენტებში, რომლებშიც     ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო  მოქმედება არადამაკმაყოფილებელი იყო)

-         რევმატოიდული ართრიტი, მათ შორის არასრულწლოვანი რევმატოიდული ართრიტი და რევმატოიდული ართრიტის სახსარგარე გამოვლინებები (რევმატიული ფილტვები, გულის, თვალების ცვლილებები, კანის ვასკულიტი);

-         სინოვიტი ოსტეოართროზის დროს; პოსტტრავმული ოსტეოართროზი; ეპიკონდილიტი; მწვავე არასპეციფიკური ტენდოსინოვიტი; მწვავე პოდაგრული ართრიტი; ფსორიაზული ართრიტი, მაანკილოზებელი სპონდილიტი; შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაავადებები; ვასკულიტი.

 კანის დაავადებები:

-         პემფიგუსი; მძიმე მულტიფორმული ერითემა (სტივენს-ჯონსონის სინდრომი); ექსფოლიაციური დერმატიტი; ბულოზური  ჰერპეტიფორმული დერმატიტი; ექსუდაციური ერითემის მძიმე ფორმები; კვანძოვანი ერითემა; სებორეული დერმატიტის მძიმე ფორმები; ფსორიაზის მძიმე ფორმები; ჭინჭრის ციება, რომელიც არ რეაგირებს სტანდარტულ მკურნალობაზე; ფუნგოიდური მიკოზი; დერმატომიოზიტი.

ალერგიული დაავადებები (რომლებიც არ რეაგირებს ტრადიციულ მკურნალობაზე):

-         ბრონქული ასთმა; კონტაქტური დერმატიტი; ატოპიური დერმატიტი; შრატის დაავადება; ქრონიკული ან სეზონური ალერგიული რინიტი; წამლისმიერი ალერგია; ურტიკარია სისხლის გადასხმის შემდეგ.

მხედველობის ორგანოს დაავადებები:

-         თვალისანთებითი დაავადებები(მწვავე ცენტრალური ქოროიდიტი. მხედველობის ნერვის ნევრიტი): ალერგიული დაავადებები (კონიუნქტივიტი, უვეიტი, სკლერიტი, კერატიტი ირიტი); სისტემური იმუნური დაავადებები (სარკოიდოზი, საფეთქლის არტერიიტი); პროზიფერაციული ცვლილებები თვალის ბუდეში (ენდოკრინული ოფთალმოპათია,  ფსევდოსიმსივნე); იმუნოსუპრესული თერაპია რქოვანას გადანერგვისას. ხსნარის შეყვანა შესაძლებელია სისტემურად ან ადგილობრივად (შეყვანა კონიუნქტივის ქვეშ და რეტრობულბარული ან პარაბულბარული შეყვანა.)

კუჭ -ნაწლავის დაავადებები:

-         პაციენტის გამოსაყვანად კრიტიკულ პერიოდში  შემდეგ შემთხვევებში:

წყლულოვანი კოლიტი (მძიმე განვითარება), კრონის დაავადება (მძიმე განვითარება); ქრონიკული აუტოიმუნური ჰეპატიტი; უარყოფის რეაქცია ღვიძლის გადანერგვისას.

სასუნთქი გზების დაავადებები:

-         სიმპტომური სარკოიდოზი (სიმპტომურად); მწვავე ტოქსიკური ბრონქიოლიტი; ქრონიკული ბროქიტი და ასთმა (გამწვავებისას); ფილტვის კერული ან დისემინირებული ტუბერკულოზი ტუბერკულოზი (ტუბერკულოზის საწინააღმდეგო შესაბამის თერაპიასთან ერთად); ბერილიოზი (გრანულომატოზური ანთება); რადიაციული ან ასპირაციული პნევმონიტი.

ჰემატოლოგიური დაავადებები:

-         შეძენილი ან თანდაყოლილი ქრონიკული აპლასტიური ანემია; აუტოიმუნური ჰემოლიზური ანემია;

-         მეორადი თრომბოციტოპენია მოზრდილებში; ერითრობლასტოპენია; მწვავე ლიმფობლასტომური ლეიკემია (ინდუქციური თერაპია); იდიოპათიური თრომბოციტოპენიური პურპურა მოზრდილებში (მხოლოდ ინტრავენური ინექცია - კუნთში ინექცია უკუნაჩვენებია).

თირკმლის დაავადებები:

- იმუნოსუპრესული თერაპია თირკმლის გადანერგვისას: დიურეზის სტიმულირება ან პროტეინურიის შემცირება იდიოპათიური ნეფროზული სინდრომის დროს (ურემიის გარეშე) და თირკმლის დისფუნქცია სისტემური წითელი მგლურას დროს.

 ავთვისებიანი ონკოლოგიური დაავადებები:

-         ლეიკემიისა და ლიმფომის პალიატიური მკურნალობა მოზრდილებში; მწვავე ლეიკემია ბავშვებში; ჰიპერკალციემია ავთვისებიანი დაავადებების დროს.

ტვინის შეშუპება:

-         თავის   ტვინის შეშუპება, პირველადი ან მეტასტაზური სიმსივნის შედეგად; თავის ქალის ტრეპანაცია და ქალა-ტვინის ტრავმები.

შოკი:

-  შოკი, რომელიც არ რეაგირებს კლასიკურ მკურნალობაზე; შოკი, თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის უკმარისობის მქონე პაციენტებში; ანაფილაქსიური შოკი (ინტრავენურად ადრენალინის დანიშვნის შემდეგ); ოპერაციის დაწყებამდე შოკის თავიდან ასაცილებლად დადგენილი თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის უკმარისობის  ან მისი არსებობის ეჭვის შემთხვევაში.

კორონავირუსული დაავადება 2019 (COVID-19):

-         კორონავირუსული დაავადების 2019 (COVID-19) მკურნალობა მოზრდილებში და მოზარდი ასაკის პაციენტებში (12 წელზე უფროსი ასაკის, სხეულის წონა მინიმუმ 40 კგ), რომლებიც საჭიროებენ დამატებით ჟანგბადის თერაპიას.

სხვა ჩვენებები:

-         ტუბერკულოზური მენინგიტი სუბარაქნოიდული ბლოკადით (ტუბერკულოზის საწინააღმდეგო სათანადო თერაპიასთან ერთად); ტრიქინოზი ნევროლოგიური სიმპტომებით ან მიოკარდიუმის ტრიქინოზი; აპონევროზის ან მყესის (განგლიონის) კისტოზური სიმსივნე.

ჩვენებები სახსარშიდა ინექციისა და რბილი ქსოვილების ინექციისთვის:

-         რევმატოიდული ართრიტი (ცალკეული სახსრის მძიმე ანთება); მაანკილოზებელი სპონდილიტი (როდესაც სახსრების ანთება არ პასუხობს ტრადიციულ მკურნალობას): ფსორიაზული ართრიტი (ოლიგოარტიკულარული ფორმა და ტენდოვაგინიტი): მონოართრიტი (სინოვიალური სითხის ევაკუაციის შემდეგ): სახსრების ოსტეოართრიტი (მხოლოდ სინოვიტისა და ექსუდაციის შემთხვევაში): სახსარგარე რევმატიზმი (ეპიკონდილიტი, ტენდოვაგინიტი, ბურსიტი); (ეპიკურსები). მწვავე და პოდაგრული ართრიტი.

 ადგილობრივი ინექცია (ინექცია დაზიანების ადგილზე):

- კელოიდური დაზიანება: პიპერტროფიული. ანთებითი და ინფილტრირებული დაზიანებები ლიქენის, ფსორიაზის, ბეჭდისებრი გრანულომის, სკლეროზული ფოლიკულიტის, დისკოიდური მგლურას  და კანის სარკოიდოზის დროს; დისკური წითელი მგლურას ლიქენი; ურბახ-ოპენჰაიმის დაავადება; ლოკალიზებული ალოპეცია.

უკუჩვენებები

-         მომატებული მგრძნობელობა სამკურნალო საშუალების მოქმედი ნივთიერების ან სხვა კომპონენტების მიმართ;

-         მწვავე ვირუსული, ბაქტერიული ან სისტემური სოკოვანი ინფექციები (თუ  არ გამოიყენება სათანადო თერაპია);

-         ვაქცინაცია ცოცხალი ვაქცინით;

-         იცენკო-კუშინგის სინდრომი;

-         ინტრამუსკულარული ინექცია უკუნაჩვენებია პაციენტებისთვის, რომლებიც არიან დაავადებულნი სისხლის შედედების სისტემის მძიმე დაავადებებით;

-         ადგილობრივი გამოყენების შემთხვევაში - ბაქტერიემია, სისტემური სოკოვანი ინფექციები, გამოყენების ადგილის ინფექციები, მათ შორის სეპტიკური ართრიტი გონორეის ან ტუბერკულოზის შედეგად, არასტაბილური სახსრების მქონე პაციენტებისთვის გამოყენება.

 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებანი

სამკურნალო საშუალების  ერთდროულად გამოყენებისას სხვა სამკურნალო საშუალებებთან,შესაძლებელია შემდეგი სახის ურთიერთქმედებანი:

სამკურნალო საშუალებებთან, რომლებიც ინჰიბირებს CҮP ЗA4 ფერმენტს (მაგალითად, კეტოკონაზოლი, მაკროლიდური ანტიბიოტიკები) - დექსამეტაზონის კონცენტრაციის მომატება  სისხლის პლაზმაში; კეტოკონაზოლს შეუძლია  შეაჩეროს გლუკოკორტიკოსტეროიდების თირკმელზედა ჯირკვლის სინთეზი, ამრიგად, დექსამეტაზონის კონცენტრაციის დაქვეითების შედეგად, შეიძლება განვითარდეს თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის უკმარისობა;

ამინოგლუტეთიმიდთან, ეფედრინთან, თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციის ინჰიბიტორებთან (მაგ. მიტოტანი), კარბამაზეტინთან, პრიმიდონთან, რიფამპიცინთან, რიფაბუტინთან, ფენობარბიტალთან.  ფენიტოინთან  - დექსამეტაზონის ეფექტურობის დაქვეითება, წამლების ერთდროული გამოყენებისას, დექსამეტაზონის დოზა უნდა გაიზარდოს;

აზათიოპრინთან, ანტიფსიქოზურსაშუალებებთან, სხვაგლუკოკორტიკოსტეროიდებთან, კარბუტამიდთან  -  კატარაქტის განვითარების რისკის გაზრდა;

ალბენდაზოლთან, ჰეპარინთან, კალიურეტიკებთან,ციკლოსპორინთან  ერთად -  ამ უკანასკნელთა ეფექტურობის ზრდა, ციკლოსპორინისა და გლუკოკორტიკოსტეროიდების ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია  გაჩნდეს კრუნჩხვები;

B ამფოტერიცინთან. ß2- ადრენომიმეტიკებთან,  სამკურნალო საშუალებებთან, რომლებსაც გამოაქვთ ორგანიზმიდან კალიუმი (მაგალითად, დიურეტიკები)- ზრდის პიპოკალიემიის განვითარების რისკს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულის უკმარისობა,B ამფოტერიცინის და გლუკოკორტიკოსტეროიდების ერთდროული გამოყენებისას ასევე იზრდება ოსტეოპოროზის განვითარების რისკი;

ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან, ნატრიურეტიკებთან, პრაზიკვანტელთან, ჰიპოგლიკემიურ საშუალებებთან, სალიცილატებთან, სომატროპინთან (მაღალ დოზებში) - ამ უკანასკნელთა ეფექტურობის დაქვეითება; დექსამეტაზონისა და სალიცილატების ერთდროული გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა დექსამეტაზონის დოზის შემცირებისას, რადგანაც ამ დროს შეიძლება შეინიშნებოდეს სალიცილატების კონცენტრაციის გაზრდა სისხლის პლაზმაში და ინტოქსიკაცია;

ანტიჰისტამინურ საშუალებებთან,  მ-ქოლინობლოკატორებთან, ნიტრატებთან, ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან - თვალის შიდა წნევის მომატების რისკი; ტრიციკლური ანტიდეპრესანტების და გლუკოკორტიკოსტეროიდების ერთდროული გამოყენებისას ასევე იზრდება დეპრესიის რისკი;

ანტიქოლინესთერაზულ სამკურნალო საშუალებებთან - გამოკვეთილი სისუსტის განვითარების რისკი მიასთენია გრავისის მქონე პაციენტებთან;

D ვიტამინთან  - ამ უკანასკნელის ეფექტის შესუსტება ნაწლავებიდან კალციუმის შეწოვაზე გავლენით;

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებთან - გლუკოკორტიკოსტეროიდების კლირენსის გაზრდა;

იზონიაზიდთან, მექსილეტინთან- ამ უკანასკნელთა კონცენტრაციის დაქვეითება სისხლის პლაზმაში მათი მეტაბოლიზმის გაძლიერების შედეგად;

იმუნოდეპრესანტებთან - ინფექციების, ლიმფომის ან სხვა ლიმფოპროლიფერაციული დარღვევების განვითარების რისკის ზრდა, რომლებიც დაკავშირებულია ეპშტეინ-ბარის ვირუსთან;

კარბოანჰიდრაზას ინჰიბირებთან - ოსტეოპოროზის განვითარების რისკის ზრდა;

ინდომეტაცინთან - დექსამეტაზონის ტოქსიკური ეფექტების  გაძლიერება (მისი ალბუმინთან კავშირის შეცვლის შედეგად);

ცოცხალი ვირუსსაწინააღმდეგო ვაქცინებთან და სხვა  სახის იმუნიზაციის ფონზე - ვირუსების აქტივაციის და ინფექციების განვითარების რისკის გაძლიერება;

კუმარინის ანტიკოაგულანტებთან - უკანასკნელთა მოქმედების შეცვლა; სამკურნალო საშუალებების ერთდროული გამოყენებისას საჭიროა ჩატარდეს პროთრომბინული დროის მონიტორინგი;

მიორელაქსანტებთან - კუნთების ბლოკადის  გამოკვეთილობისა და ხანგრძლივობისგაძლიერება გლუკოკორტიკოსტეროიდებით გამოწვეული ჰიპოკალიემიის ფონზე;

ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ  საშუალებებთან, ეთანოლთან -  კუჭ-ნაწლავის სისხლდენისა და წყლულების რისკის მომატება;

პარაცეტამოლთან ერთად -  პარაცეტამოლის ჰეპატოტოქსიური ეფექტის განვითარების რისკის ზრდა "ღვიძლის" ფერმენტების ინდუქციისა და მისი ტოქსიკური მეტაბოლიტის წარმოქმნის გამო;

პრეპარატებთან ერთად, რომლებიც მეტაბოლიზდება CYP3A4-ით (ინდინავირი, ერითროამიცინი); ამ უკანასკნელთა კონცენტრაციის დაქვეითება მათი კლირენსის გაზრდის გამო;

რიტორდინთან ერთად - შესაძლებელია ფილტვის შეშუპების განვითარება; ლეტალური შედეგი დაფიქსირდა მშობიარე ქალზე ასეთი მდგომარეობის განვითარების გამო;რიტორდინისა და დექსამეტაზონის ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენებია მშობიარობის დროს;

საგულე გლიკოზიდებთან - გულის რითმის დარღვევის რისკი ჰიპოკალიემიით დაავადებულ პაციენტებში და გლუკოკორტიკოსტეროიდების ტოქსიკური ეფექტების გაზრდა;

სტეროიდულ ჰორმონულ სამკურნალო საშუალებებთან - (მაგალითად, ანდროგენები, ანაბოლიური საშუალებები, ესტროგენები, პერორალური კონტრაცეპტივები) - აკნეს და ჰირსუტიზმის გაჩენა; ესტროგენები, პერორალური კონტრაცეპტივები აძლიერებს გლუკოკორტიკოსტეროიდების თერაპიულ და ტოქსიკურ ეფექტებს მათი კლირენსის შემცირების გამო.

თალიდომიდთან ერთად - იზრდება ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის განვითარების რისკი.

ერგოკალციფეროლი და პარათირეოიდული ჰორმონი აფერხებს გლუკოკორტიკოსტეროიდების  მიერ გამოწვეული ოსტეოპათიის განვითარებას.

ურთიერთქმედების სახეები, რომელთაც გააჩნიათ თერაპიული უპირატესობანი

დექსამეტაზონისა და მეტოკლოპრამიდის, დიფენჰიდრამიდის, პროქლორპერაზინის ან 5-HT3 რეცეპტორების ანტაგონისტების ერთდროული დანიშვნა (სეროტონინის რეცეპტორების ან 5-ჰიდროქსიტრიპტამინი, ტიპი 3, ისეთი როგორიც არის ონდანსეტრონი ან გრანისეტრონი) ეფექტურია გულისრევისა და პირღებინებისთვის, რომელსაც  იწვევს ქიმიოთერაპია ცისპლატინით,  ციკლოფოსფამიდით, მეტოტრექსატით, ფტორურაცილით.

დექსამეტაზონის ურთიერთქმედებას ყველა ზემოთხსენებულ სამკურნალო საშუალებებთან შეუძლია შეცვალოს  დექსამეტაზონის ზემოქმედების დათრგუნვის ტესტი. ეს უნდა იქნას გათვალისწინებული ტესტის შედეგების შეფასებისას.

ანტაციდები ამცირებს დექსამეტაზონის შეწოვას კუჭში. დექსამეტაზონის მოქმედება საკვებთან და ალკოჰოლთან ერთად მიღებისას არ არის შესწავლილი, თუმცა არ არის რეკომენდებული წამლებისა და ნატრიუმის მაღალი შემცველობის მქონე საკვების ერთდროული მიღება.

მოწევა არ ახდენს გავლენას დექსამეტაზონის ფარმაკოკინეტიკაზე.

გამოყენების თავისებურებები

გლუკოკორტიკოსტეროიდული თერაპიის დაწყებამდე და მისი ჩატარების დროს, აუცილებელია სისხლის საერთო ანალიზის ჩატარება, გლიკემიის დონისა  და სისხლის პლაზმაში ელექტროლიტების შემცველობის კონტროლი.

დექსამეტაზონით მკურნალობისას (განსაკუთრებით გრძელვადიანი) აუცილებელია ოფთალმოლოგის დაკვირვება, არტერიული წნევის და წყლის ელექტროლიტური ბალანსის, კერძოდ, სისხლის შრატში კალიუმის დონის, ასევე პერიფერიული სისხლის სურათის და გლიკემიის დონის კონტროლი. კორტიკოსტეროიდებით პარენტერალური მკურნალობის დროს, ერთეულ შემთხვევებში შეიძლება მოხდეს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები. ამიტომ, დექსამეტაზონით მკურნალობის დაწყებამდე უნდა იქნას მიღებული შესაბამისი ზომები, ალერგიული რეაქციების შესაძლებლობის გათვალისწინებით (განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებსაც  ანამნეზში აქვთ ალერგიული რეაქციები ნებისმიერ სხვა პრეპარატებზე). სამკურნალო საშუალების მოხსნისას გრძელვადიანი მკურნალობის შემთხვევაში, შესაძლებელია განვითარდეს მოხსნის სინდრომი (თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის თვალსაჩინო ნიშნების გარეშე) შემდეგი სიმპტომებით: ტემპერატურის მომატება, სურდო, კონიუნქტივის გაწითლება, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა ან გაღიზიანება, ლეთარგია, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, გულისრევა, ღებინება, სხეულის წონის დაკლება, ზოგადი სისუსტე, კრუნჩხვები. ამასთან დაკავშირებით დექსამეტაზონის დოზა  უნდა შემცირდეს თანდათან. მიღების უეცარმა შეწყეტამ  შეიძლება გამოიწვიოს ლეტალური შედეგი.

თუ პაციენტი იმყოფება მძიმე სტრესის მდგომარეობაში (ტრავმის, ოპერაციის, ან მძიმე ავადმყოფობის გამო) დექსამეტაზონით თერაპიის დროს ან მისი შეწყვეტის შემდეგ, საჭიროა დოზა გაიზარდოს ან გამოყენებულ იქნას ჰიდროკორტიზონი ან კორტიზონი.

პაციენტებმა, რომლებიც დიდი ხანია იყენებდნენ დექსამეტაზონს და განიცდიან ძლიერ სტრესს თერაპიის შეწყვეტის შემდეგ, უნდა განაახლონ დექსამეტაზონის მიღება, ვინაიდან გამოწვეული თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა შეიძლება გაგრძელდეს მკურნალობის შეწყვეტიდან რამდენიმე თვის განმავლობაში.

დექსამეტაზონით ან ბუნებრივი გლუკოკორტიკოსტეროიდებით მკურნალობამ შეიძლება შენიღბოს არსებული ან ახალი ინფექციის სიმპტომები, ასევე ნაწლავების პერფორაციის სიმპტომები. მკურნალობის დროს თავიდან უნდა იქნას აცილებული გაციების ან სხვა ინფექციის მქონე ადამიანებთან კონტაქტი.

დექსამეტაზონმა შეიძლება გამოიწვიოს სისტემური სოკოვანი ინფექციის გამწვავება, ლატენტური ამებიაზი და ფილტვის ტუბერკულოზი.

ფილტვის აქტიური ფორმის ტუბერკულოზით დაავადებულმა პაციენტებმა უნდა მიიღონ დექსამეტაზონი  (ტუბერკულოზის საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთად) მხოლოდ ფილტვის სწრაფად მიმდინარე ან გაფანტული ტუბერკულოზის დროს.

ფილტვის არააქტიური ტუბერკულოზის მქონე პაციენტებმა, რომლებიც მკურნალობენ დექსამეტაზონით, ან პაციენტებმა, რომლებიც რეაგირებენ ტუბერკულინზე, უნდა მიიღონ ქიმიური პროფილაქტიკური საშუალებები.

ცოცხალი ვაქცინით ვაქცინაცია უკუნაჩვენებია დექსამეტაზონით მკურნალობისას. არაცოცხალი ვირუსული ან ბაქტერიული ვაქცინით ვაქცინაცია არ იწვევს ანტისხეულების მოსალოდნელ განვითარებას და არ იძლევა მოსალოდნელ დამცავ ეფექტს. ნუ გამოიყენებთ დექსამეტაზონს ვაქცინაციამდე 8 კვირით ადრე და დაიწყეთ გამოყენება ვაქცინაციიდან არა უადრეს 2 კვირისა.

სამკურნალო საშუალება ინიშნება  სიფრთხილით ინფექციურ პაციენტებზე, განსაკუთრებით ჩუტყვავილა და წითელა, ვინაიდან ეს დაავადებები დექსამეტაზონის გამოყენებისას მიმდინარეობს უფრო რთული ფორმით.  ამიტომ, პირებმა, რომლებსაც არ აქვთ გადატანილი ეს დაავადებები, უნდა გამოიჩინონ სიფრთხილე, რომ მაქსიმალურად გამოირიცხოს ინფიცირება. ავადმყოფებთან კონტაქტის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს. რეკომენდებულია  პროფილაქტიკური მკურნალობა  იმუნოგლობულინით.

გლუკოკორტიკოსტეროიდები სიფრთხილით უნდა იქნას დანიშნული თვალის ბუშტუკოვანი ლიქენის  მქონე პაციენტებისთვის (herpes simplex), რადგან მათმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს რქოვანას პერფორაცია.

სიფრთხილე და სამედიცინო ზედამხედველობა რეკომენდებულია ოსტეოპოროზით, არტერიული ჰიპერტენზიით,  გულის უკმარისობით, ტუბერკულოზით, გლაუკომით, ღვიძლის ან თირკმლის უკმარისობით, შაქრიანი დიაბეტით, გასტრიტით, ეზოფაგიტით, დივერტიკულიტით, აქტიური პეპტიური წყლულით, ბოლოდროინდელი ნაწლავის ანასტომოზით, კოლიტით და ეპილეფსიით, თირეოტოქსიკოზით, სიმსუქნით (III-IVხარისხის), ნეფროუროლიტიაზით, ჰიპერლიპიდემიით, პოლიომიელიტით (გარდა ბულბარული ენცეფალიტის ფორმისა), ჰიპოალბუმინემიით დაავადებული პაციენტებისთვის და პაციენტებისთვის, რომლებიც იმყოფებიან მდგომარეობაში, რომელიც იწვევსმის წარმოქმნას, იმუნოდეფიციტის მქონე ავადყოფებისთვის (მათ შორის შიდსი ან აივ ინფექცია), ლიმფადენიტით, ბცჟ (BCG) (კალმეტ-გერენის ბაცილა)  ვაქცინაციის შემდეგ.

განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებენ პაციენტები მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომ პირველ კვირებში, პაციენტები თრომბოემბოლიით, მძიმე მიასთენიით გრავის, ჰიპოთირეოზით, ფსიქოზით ან ფსიქონევროზით, ასევე ხანდაზმული პაციენტები.

დექსამეტაზონით მკურნალობის დროს შეიძლება მოხდეს შაქრიანი დიაბეტის გამწვავება ან ლატენტური ფაზიდან კლინიკურ გამოვლინებებზე გადასვლა. გლუკოკორტიკოსტეროიდების მოქმედება გაძლიერებულია ღვიძლის ციროზითა და ჰიპოთირეოზით დაავადებულ პაციენტებში.

წყლისა და ელექტროლიტური ბალანსის დარღვევის მქონე პაციენტებმა დექსამეტაზონის მიღებისას სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ, ვინაიდან საშუალო და დიდი დოზებით გლუკოკორტიკოსტეროიდებს შეუძლია ორგანიზმში გამოიწვიოს მარილისა და სითხის შეკავება და ასევე კალიუმის  მომატებული ექსკრეცია. მოცემულ  შემთხვევებში ნაჩვენებია მარილის მოხმარების შეზღუდვა და კალიუმის დამატებითი მიღება. ყველა კორტიკოსტეროიდი აძლიერებს კალციუმის გამოყოფის პროცესს, რის შედეგადაც შეიძლება დაირღვეს მინერალოკორტიკოიდების სეკრეცია. ამიტომ ნაჩვენებია მარილის და∕ან მინერალოკორტიკოიდების დამატებითი დანიშვნა. გლუკოკორტიკოსტეროიდების ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს უკანა სუბკაფსულარული კატარაქტის განვითარება, გლაუკომა, მხედველობის ნერვის დაზიანებით, ასევე ზრდის მეორადი ვირუსული ან სოკოვანი თვალის ინფექციების რისკს.

რეკომენდებულია სიფრთხილის გამოჩენა პაციენტებში, რომლებიც ოპერაციის ან ძვლის მოტეხილობის შემდეგ, რადგან დექსამეტაზონმა შეიძლება შეანელოს ჭრილობის შეხორცება და ძვლის ქსოვილის ფორმირება.

სისტემური კორტიკოსტეროიდების მიღება არ უნდა შეწყდეს პაციენტებში, რომლებიც უკვე მკურნალობენ სისტემური (პერორალური) კორტიკოსტეროიდებით სხვა მიზეზების გამო (მაგ. ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მქონე პაციენტებში) და არ საჭიროებენ დამატებით ჟანგბადს.

განსაკუთრებულ  ყურადღებას საჭიროებს სისტემური გლუკოკორტიკოსტეროიდების გამოყენების საკითხი მძიმე აფექტური დარღვევების მქონე პაციენტებში, მათ შორის დეპრესიული, მანიაკალურ-დეპრესიულ ფსიქოზით, წინარე სტეროიდული ფსიქოზით. პაციენტები და/ან მეურვეები გაფრთხილებულნი უნდა  იყვნენ სერიოზული გვერდითი ეფექტების განვითარების შესაძლებლობის შესახებ ფსიქიკის მხრივ. სიმპტომები ჩვეულებრივ ვლინდება მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე დღის ან კვირის განმავლობაში. მოცემული  გვერდითი ეფექტების რისკი უფრო მაღალია მაღალი დოზების გამოყენებისას. რეაქციების უმეტესობა ქრება დოზის შემცირების ან სამკურნალო საშუალების  მოხსნის შემდეგ, თუმცა ზოგჯერ საჭიროა სპეციფიური მკურნალობა.

აუცილებელია მონიტორინგი და  ფსიქიკური მდგომარეობის ცვლილებების დროულად გამოვლენა, განსაკუთრებით დეპრესიული განწყობა, სუიციდური აზრები და განზრახვები. კორტიკოსტეროიდები უკიდურესი სიფრთხილით  უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში  უფიქსირდებათ  აფექტური აშლილობები, განსაკუთრებით, რომლებსაც ანამნეზში აქვთ ალერგიული რეაქციები სხვა მედიკამენტებზე და ასევე მათ უახლოეს ნათესავებს. ასეთი სიმპტომების განვითარებისას აუცილებელია მოხდეს ექიმთან კონსულტაცია. ასევე, ფსიქიკური აშლილობები შეიძლება შეინიშნებოდეს გლუკოკორტიკოსტეროიდების მოხსნის დროს.

გლუკოკორტიკოსტეროიდებს შეუძლია დაარღვიოს კანის ალერგიული ტესტების შედეგები.

ბავშვების მკურნალობა შეიძლება  დექსამეტაზონით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამის აშკარა აუცილებლობაა. დექსამსტაზონით მკურნალობისას აუცილებელია ბავშვების ზრდა-განვითარებაზე საგულდაგულო დაკვირვება.

არსებობს მონაცემები, რომლებიც მოწმობს გრძელვადიანი ნევროლოგიური გვერდითი ეფექტების შესახებ ფილტვების ქრონიკული დაავადების მქონე დღენაკლული ჩვილების ადრეული მკურნალობის შემდეგ (

პრეპარატის სახსარში გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ადგილობრივი ან სისტემური გვერდითი რეაქციები. ხშირმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ხრტილის დაზიანება ან ძვლის ნეკროზი.

დექსამეტაზონის სახსარშიდა შეყვანამდე სახსრიდან   ამოღებული უნდა ინას სინოვიალური სითხე და მოხდეს მისი გამოკვლევა (შემოწმდეს ინფექციის არსებობაზე). ინფიცირებული სახსრების მქონე პაციენტებმა არ მიიღონ სამკურნალო საშუალება. თუ სახსრის ინფექცია ვითარდება ინექციის შემდეგ, უნდა დაიწყოს შესაბამისი ანტიბიოტიკოთერაპია.

ხშირ სახსარშიდა ინექციებს შეუძლია სახსრის ქსოვილის დაზიანება. მკურნალობის დროს პაციენტებმა თავი უნდა აარიდონ დაზიანებულ სახსრებზე ზედმეტ დატვირთვას, სანამ ანთებითი პროცესი მთლიანად არ გაქრება, თუნდაც სიმპტომური გაუმჯობესების დადგომისას.

პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს იმ პაციენტებში, რომლებსაც გლუკოკორტიკოსტეროიდების სახსარში შეყვანისას მნიშვნელოვნად აქვთ მომატებული ტკივილი, რასაც თან ახლავს შეშუპება და სახსრის მოძრაობის შემდგომი შეზღუდვა, ცხელება და ზოგადი სისუსტე (მოცემული სიმპტომები მიუთითებს სეპტიური ართრიტის წარმოქმნაზე). სეპტიური ართრიტის განვითარებისა და სეფსისის დიაგნოზის დადასტურების შემთხვევაში, უნდა დაინიშნოს შესაბამისი ანტიბიოტიკოთერაპია.  

დამხმარე ნივთიერებები

ეს სამკურნალო საშუალება შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ (23 მგ)  ნატრიუმის დოზას, ანუ პრაქტიკულად თავისუფალია ნატრიუმისგან.

გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში

ორსულობის პერიოდი

გლუკოკორტიკოსტეროიდები გადადის პლაცენტაში და  მაღალ კონცენტრაციას აღწევს ნაყოფში. გამორიცხული არ არის ნაყოფზე და ახალშობილზე მავნე ზემოქმედება. დექსამეტაზონი აფერხებს ბავშვის ინტრაუტერიულ განვითარებას.ზოგიერთი მონაცემის თანახმად, გლუკოკორტიკოსტეროიდების ფარმაკოლოგიური დოზებიც კი ზრდის პლაცენტის უკმარისობის, ოლიგოჰიდრამნიონის, ნაყოფის განვითარების შეფერხების ან მისი საშვილოსნოსშიდა სიკვდილის რისკს, აგრეთვე ნაყოფის ლეიკოიტების (ნეიტროფილების) რაოდენობის მომატებისა და თირკმელზედა ჯირკვლების უკმარისობის რისკებს. არ არსებობს მონაცემები დექსამეტაზონის ტერატოგენული მოქმედების  შესახებ. ბავშვები, რომლებიც დაიბადნენ დედებისგან, რომლებსაც დაენიშნათ გლუკოკორტიკოსტეროიდები ორსულობის დროს, საგულდაგულოდ უნდა შემოწმდნენ თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის არსებობაზე.

სამკურნალო საშუალება გამოყენებული უნდა იქნას გადაუდებელ შემთხვევებში, როდესაც მოსალოდნელი სარგებელი მომავალი დედისთვის აღემატება ნაყოფისთვის პოტენციურ რისკს.

განსაკუთრებული სიფრთხილეა რეკომენდებული პრეეკლამფსიის შემთხვევაში. ზოგადი რეკომენდაციების თანახმად, ორსულობის დროს გლუკოკორტიკოსტეროიდებით მკურნალობისას, ყველაზე დაბალი ეფექტური დოზა უნდა იქნას გამოყენებული ძირითადი დაავადების გასაკონტროლებლად.

ქალებს, რომლებმაც გამოიყენეს გლოკოკორტიკოსტეროიდები ორსულობის დროს, ურჩევენ მიიღონ დამატებითი დოზები მშობიარობის დროს. გახანგრძლივებული მშობიარობის შემთხვევაში ან საკეისრო კვეთის დაგეგმვისას რეკომენდებულია 100 მგ ჰიდროკორტიზონის მიღება ყოველ 8 საათში.

ძუძუთი კვების პერიოდი

საკურნალო საშუალება უკუნაჩვენებია ძუძუთი კვების პერიოდში (გარდა გადაუდებელი შემთხვევებისა).

გლუკოკორტიკოსტეროიდები გადადის დედის რძეში. დექსამეტაზონის გამოყენების  შემთხვევაში, განსაკუთრებით ფიზიოლოგიურ ნორმებზე მაღალი დოზით (დაახლოებით 1 მგ), ძუძუთი კვება არ არის რეკომენდებული. რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის ზრდის შეფერხება და ენდოგენური კორტიკოსტეროიდების სეკრეციის შემცირება.

რეაქციის სიჩქარეზე ზემოქმედების უნარი ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვისას

მონაცემები არ მოიპოვება, თუმცა გათვალისწინებული უნდა იქნას გვერდითი რეაქციების განვითარების შესაძლებლობა ნერვული სისტემის და მხედველობის ორგანოების მხრივ.

გამოყენების წესი და დოზირება

პრეპარატი გამოყენებული უნდა იქნას მოზრდილებსა და ბავშვებში დაბადებიდან.

ინიშნება ინტრავენურად (ინექციის ან ინფუზიის სახით), ინტრამუსკულურად ან ადგილობრივად, სახსარშიდა ინექციების ან ინექციის გამოყენებით კანის დაზიანების ადგილზე ან რბილი ქსოვილების ინფილტრატში. გამოიყენეთ 0,9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი ან 5% გლუკოზის ხსნარი, როგორც საინფუზიო გამხსნელი.  

ჩვილებში, განსაკუთრებით დღენაკლულ ჩვილებში გამოყენებისას, ხსნარი, რომელიც განკუთვნილია ინტრავენური შეყვანისთვის ან სამკურნალო საშუალების  შემდგომი გახსნისთვის, არ უნდა შეიცავდეს კონსერვანტებს.

საინფუზიო გამხსნელთან სამკურნალო საშუალების  შერევისას  დაცული  უნდა იყოს ასეპტიური წესები. ნარევი გამოყენებული უნდა იქნას 24 საათის განმავლობაში, რადგან საინფუზიო ხსნარები ჩვეულებრივ არ შეიცავს კონსერვანტებს.

პარენტერალური შეყვანის სამკურნალო საშუალებები შეყვანამდე ყოველ ჯერზე  ვიზუალურად უნდა შემოწმდეს დაბინძურების და ფერის შეცვლის მხრივ.

სამკურნალო საშუალების  დოზა უნდა განისაზღვროს ინდივიდუალურად  კონკრეტული პაციენტის დაავადების, მკურნალობის დადგენილი პერიოდის, გლუკოკორტიკოსტეროიდების ამტანობისა და ორგანიზმის რეაქციის შესაბამისად.

მოზარდები

სამკურნალო საშუალება შეყვანილ უნდა იქნას პარენტერალურად გადაუდებელ შემთხვევებში, როდესაც პერორალური თერაპია შეუძლებელია და "ჩვენებების" განყოფილებაში მითითებულ შემთხვევებში.

ინტრავენური და ინტრამუსკულური შეყვანა

სამკურნალო საშუალება გამოყენებული უნდა იქნას საწყისი დოზით 0,5-დან 9 მგ-მდე დღე-ღამეში, საჭიროების შემთხვევაში დოზის გაზრდა შესაძლებელია.

დექსამეტაზონის საწყისი დოზები გამოყენებული უნდა იქნას კლინიკური რეაქციის მიღებამდე, შემდეგ კი დოზა თანდათან უნდა შემცირდეს კლინიკური ეფექტურობის  ყველაზე დაბალ დონემდე. თუ მაღალი დოზები გამოიყენება რამდენიმე დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, დოზა თანდათან უნდა შემცირდეს მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში ან თუნდაც უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.

ადგილობრივი შეყვანა

ჩვეულებრივ, სამკურნალო საშუალება გამოიყენება 0,2-6 მგ დოზით, კერძოდ:

- მსხვილი სახსრები (მაგალითად, მუხლის) - 2-4 მგ;

- მცირე სახსრები (მაგალითად, ინტერფალანგეალური, ტემპორომანდიბულური) - 0.8-1 მგ;

- სინოვიალური ტომარა - 2-3 მგ;

 - მყესების გარსები-0, 4-1 მგ;

- რბილი ქსოვილების ინფილტრატი - 2-6 მგ;

- განგლიები- 1-2 მგ .

სახსარში ხელახალი შეყვანა შესაძლებელია 3-4 თვის შემდეგ. შეყვანა შეიძლება განხორციელდეს 3 ან 4-ჯერ ერთ სახსარში მთელი ცხოვრების განმავლობაში. უფრო ხშირმა სახსარშიდა ინექციებმა შეიძლება დააზიანოს სასახსრე ხრტილი და გამოიწვიოს ძვლის ნეკროზი. სახსარშიდა ინექციების გაკეთება რეკომენდებულია ერთდროულად არა უმეტეს 2 სახსარში.

დექსამეტაზონის დოზა, რომელიც შეიყვანება დაზიანების ადგილზე, ეკვივალენტურია სახსარშიდა დოზისა.  დექსამეტაზონის შეყვანა რეკომენდებულია არა უმეტეს 2 დაზიანების ადგილზე ერთდროულად.

 გლუკოკორტიკოსტეროიდების სახსარშიდა ინექციებმა შეიძლება გამოიწვიოს სისტემური რეაქციების განვითარება ადგილობრივ რეაქციებთან დამატებით.

თავიდან უნდა იქნას აცილებული გლუკოკორტიკოსტეროიდების სახსარშიდა შეყვანა ინფიცირებულ სახსრებზე და არასტაბილურ ან დეფორმირებულ სახსრებზე.

ბავშვებისთვის

ჩანაცვლებითი თერაპია: სამკურნალო საშუალება ინიშნება დოზით 0.02 მგ/კგ სხეულის მასაზე (0.67 მგ/მ2 სხეულის ზედაპირის ფართობი) დღე-ღამეში 3 ინექცია, ან 0,008-0,01 მგ/კგ სხეულის მასაზე (0,2-0,3 მგ/მ2 სხეულის ზედაპირის ფართობი).

სხვა ჩვენებები: სამკურნალო საშუალება  გამოყენებული უნდა იქნას დოზით 0,02-0,1 მგ/კგ (0,8-5 მგ/მ 2  სხეულის ზედაპირზე) ყოველ 12-24 საათში.

COVID-19– ის სამკურნალოდ

მოზარდებს და ბავშვებს (12 წლიდან და უფროსი ასაკის მოზარდები, სხეულის მასით მინიმუმ 40კგ): 6მგ დექსამეტაზონი ინტრავენურად 1-ჯერ დღე-ღამეში 10 დღის განმავლობაში.

მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ინდივიდუალურად, პაციენტის კლინიკური მდგომარეობის შესაბამისად.

თირკმლის და ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე ხანდაზმული პაციენტები

დოზის კორექცია არ არის საჭირო.

შედარებისთვის, ქვემოთ მოყანილია სხვადასხვა გლუკოკორტიკოსტეროიდების ეკვივალენტური დოზები მილიგრამებში:

 

დექსამეტაზონი 0.75 მგ

პრედნიზონი 5 მგ

კორტიზონი 25 მგ

მეთილპრედნიზოლონი 4 მგ

ჰიდროკორტიზონი 20 მგ

ტრიამცინოლონი 4 მგ

პრედნიზოლონი 5 მგ

ბეტამეტაზონი 0,75 მგ

ბავშვები

სამკურნალო საშუალება  ახალშობილების პერიოდიდან გამოიყენება მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში. დექსამეტაზონით მკურნალობისას საჭიროა ბავშვებისა და მოზარდების ზრდა-განვითარების საგულდაგულო კონტროლის განხორციელება.

ჭარბი დოზირება

სიმპტომები. არსებობს ცალკეული ცნობები დოზის მწვავე გადაჭარბების ან დოზის გადაჭარბების გამო გარდაცვალების შესახებ. დოზის გადაჭარბება (ჩვეულებრივ მხოლოდ ჭარბი დოზების მიღების რამდენიმე კვირის შემდეგ) ვლინდება აღწერილი გვერდითი ეფექტების გაზრდის სიმპტომებით, კერძოდ: უპირველეს ყოვლისა, იცენკო-კუშინგის სინდრომი, აკნე, ეკიმოზი, ჰირსუტიზმი, გულისრევა, ანორექსია,  საჭმლის მომნელებელი ტრაქტის წყლული, ართრალგია, მიოპათია, მიალგია, ქოშინი, თავბრუსხვევა, ცნობიერების დაკარგვა, ცხელება, არტერიული წნევის მომატება, ჰიპერლიპიდემია, ოსტეოპოროზი, ორთოსტატული ჰიპოტენზია, ინფექციების განვითარება, სტეროიდული დიაბეტი, "მთვარის ფორმის" სახე, სქესობრივი დისფუნქცია.

მკურნალობა.  სიმპტომური და დამხმარე თერაპია. არ არსებობს სპეციფიური ანტიდოტი. ჰემოდიალიზი არ არის ეფექტური.

გვერდითი რეაქციები

გვერდითი რეაქციების სიხშირე დამოკიდებულია დოზაზე და მკურნალობის ხანგრძლივობაზე.

გვერდითი რეაქციები მოკლევადიანი მკურნალობის დროს.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: პეპტიური წყლული, მწვავე პანკრეატიტი.

ენდოკრინული სისტემის მხრივ:  თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დროებითი დათრგუნვა.

ნივთიერებათა ცვლის, მეტაბოლიზმის მხრივ: ნახშირწყლებისადმი ტოლერანტობის დაქვეითება, მადის მომატება, სხეულის წონის მომატება, ჰიპერტრიგლიცერიდემია.

 ფსიქიკის მხრივ: ფსიქიკური აშლილობები.

იმუნური სისტემის მხრივ: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები.

გვერდითი რეაქციები გრძელვადიანი მკურნალობის დროს.

მხედველობის ორგანოების მხრივ: კატარაქტა, გლაუკომა.

ენდოკრინული სისტემის მხრივ: თირკმელზედა ჯირკვლების ფუნქციის ხანგრძლივი დათრგუნვა, ბავშვებში ზრდის შეფერხება, ეპიფიზარული ზრდის ზონების ნაადრევი დახურვა.

ნივთიერებათა ცვლის, მეტაბოლიზმის მხრივ: სიმსუქნე.

გულ -სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული ჰიპერტენზია, ტელეანგიექტაზია.

იმუნური სისტემის მხრივ: იმუნური პასუხის შემცირება და ინფექციური დაავადებების მიართ მომატებული ამთვისებლობა.

კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ:კანის გათხელება.

საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: კუნთოვანი ატროფია, ოსტეოპოროზი, ტუბულარული ძვლების მოტეხილობა, ძვლების ასეპტიური ნეკროზი.

გვერდითი რეაქციები, რომლებიც შეიძლება გაჩნდეს ცალკეულ ორგანოებსა და სისტემებში დექსამეტაზონით მკურნალობისას.

მხედველობის ორგანოების მხრივ: თვალშიდა წნევის მომატება, გლაუკომა, კატარაქტა, ეგზოფთალმი, პაპილოედემა, რქოვანას ან სკლერის გათხელება, რეტროენტალური ფიბროპლაზია, ოფთალმოლოგიური ვირუსული ან სოკოვანი დაავადებების გამწვავება.

რესპირატორული სისტემის, გულმკერდისა და შუასაყარის ორგანოების მხრივ: ფილტვების შეშუპება.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დისპეფსია, სლოკინი, მეტეორიზმი, ეზოფაგიტი, საყლაპავის კანდიდოზი, მადის მომატება ან დაქვეითება; იშვიათად -  კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის პეპტიური წყლული, შესაძლებელია ასევე წყლულოვანი პერფორაციები სისხლდენა საჭმლის მომნელებელ ტრაქტში (სისხლიანი ღებინება, მელენა), პანკრეატიტი და ნაღვლის ბუშტისა და ნაწლავების პერფორაცია (განსაკუთრებით, პაციენტებში ნაწლავების ქრონიკული ანთებით).

ღვიძლისა და სანაღლე გზების მხრივ: ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება, ჰეპატოეგალია.

ენდოკრინული სისტემის მხრივ: ფუნქციის დათრგუნვა და თირკმელზედა ჯირკვლების ატროფია (სტრესზე რეაქციის შემცირება), ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზური-თირკმელზედა სისტემის დათრგუნვა, იცენკო-კუშინგის სინდრომი, ბავშვებში სქესობრივი განვითარების შეფერხება, სასქესო ჰორმონების სეკრეციის დარღვევა (მენსტრუალური ციკლის დარღვევა, ამენორეა, ჰირსუტიზმი, იმპოტენცია),ჰიპერგლიკემია, "სტეროიდული" შაქრიანი დიაბეტი, ლატენტური დიაბეტის გადასვლა კლინიკურად აქტიური ფორმაში,  ნახშირწყლების შემცირებული ამტანობა, ინსულინის ან პერორალური ანტიდიაბეტური სამკურნალო საშუალებების გაზრდილი საჭიროება შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში.

ნივთიერებათა ცვლის, მეტაბოლიზმის მხრივ: კალციუმის იონების მომატებული გამოყოფა, ჰიპოკალციემია, სხეულის წონის მომატება, აზოტის უარყოფითი ბალანსი (ცილის მომატებული დაშლა ), სითხის  და ნატრიუმის იონების შეკავება (პერიფერიული შეშუპებები), პიპერნატრიემია, კალიუმის იონების გამოყოფის მომატება, ჰიპოკალიემიური სინდრომი: ჰიპოკალიემია, ჰიპოკალიემიური ალკალოზი, არითმია, მიალგია ან კუნთების სპაზმი, სიმსივნის ლიზისის სინდრომი.

ნერვული სისტემის მხრივ: მკურნალობის შემდეგ შესაძლებელია მხედველობის ნერვის დისკის შეშუპების გაჩენა და ინტრაკრანიალური წნევის მომატება (ფსევდო სიმსივნე), ეპილეფსიის გამწვავება, თავბრუსხვევა, გონების დაკარგვა, კრუნჩხვები, თავის ტკივილი, ჰიპერკინეზია, ნევრიტი, ნეიროპათია, პარესესთეზია; ბავშვებში სამკურნალო საშუალებამ შეიძლება გამოიწვიოს თავის ტვინის ქერქის დამბლა.

ფსიქიკის მხრივ: პიროვნების და ქცევის ცვლილებები, რომლებიც ხშირად ვლინდება  აფექტური აშლილობების სახით (გაღიზიანება, ეიფორია, დელირიუმი, პარანოია, ნერვიულობა, შფოთვა, დეზორიენტაცია, დეპრესია, ხასიათის  ლაბილურობა, სუიციდური აზრები), ძილის დარღვევები, კოგნიტური დისფუნქცია (მათ შორის, დაბნეულობა და ამნეზია), ფსიქოზური რეაქციები (მათ შორის მანია, ჰალუცინაციები, ფსიქოზი და შიზოფრენიის გამწვავება).

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: პაროქსიზმული ბრადიკარდია, გულის გაჩერება, გულის არითმიები, სტენოკარდიული შეტევა, გულის გადიდება, სისხლძარღვთა უკმარისობა, გულის შეგუბებითი უკმარისობა, გულის ქრონიკული უკმარისობა, ცხიმოვანი ემბოლია, არტერიული ჰიპერტენზია, ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია დღენაკლულ ჩვილებში; ძალიან იშვიათად - გულის  გახეთქვა პაციენტებში, რომლებმაც ახლო ხანებში გადაიტანეს მიოკარდიუმის ინფარქტი; ასევე შესაძლებელია პოლიტოპური პარკუჭოვანი ექსტრასისტოლია, ჰიპერტონული ენცეფალოპათია, ტაქიკარდია, თრომბოემბოლია, თრომბოფლებიტი, ვასკულიტი.

სისხლისა და ლიმფატიური სისტემის მხრივ: თრომბოზის შემთხვევები, თრომბოფლებიტი, მონოციტების და/ან ლიმფოციტების რაოდენობის შემცირება, ლეიკოციტოზი, ეოზინოფილია (როგორც სხვა გლუკოკორტიკოიდების გამოყენებისას); იშვიათად  თრომბოციტოპენია და არათრომბოციტოპენიური პურპურა. 

იმუნური სისტემის მხრივ: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის გამონაყარი, ქავილი, ჰიპერემია, ალერგიული დერმატიტი, ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება, ბრონქოსპაზმი, ანაფილაქსიური შოკი, იმუნოსუპრესია.

კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ: კანის რეგენერაციული და აღმდგენი ფუნქციების დათრგუნვა, ჭრილობის შეფერხებული შეხორცება, გათხელებული და მგრძნობიარე კანი,  კანის სიმშრალე, კანის ატროფია, ჰიპერ- ან ჰიპოპიგმენტაცია, კანქვეშა ქსოვილის განაწილების დარღვევა, ექიმიმოზი, სტერილური აბსცესი, პეტექია, აკნე, სტრიები, ტელანგიექტაზია, კანის ტესტებსა და ვაქცინებზე რეაქციის დათრგუნვა.

საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: კუნთების სისუსტე, კუნთების ატროფია, სტეროიდული მიოპათია (კუნთების სისუსტე იწვევს კუნთების კატაბოლიზმს), ოსტეოპოროზი (კალციუმის მომატებული გამოყოფა) მილისებრი ძვლების მოტეხილობები ან  ხერხემლის კომპრესიული მოტეხილობები, ასეპტიური ოსტეონეკროზი (უფრო ხშირად -  თეძოსა და  მხრების  ძვლების თავების ასეპტიური ნეკროზი) მყესების გაწყვეტა (განსაკუთრებით ზოგიერთი ქინოლონების ერთდროული გამოყენებისას),  ბავშვებში ზრდისა და  ძვლის მინერალიზაციის პროცესის შეფერხება, ზრდის ეპიფიზარული ზონების ნაადრევი დახურვა.

ზოგადი დარღვევები და რეაქციები ინექციის ადგილას: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის, გამონაყარი, ქავილი, კანის ჰიპერემია და ჩხვლეტა, სახსრის უმტკივნეულო დაშლა, რომელიც სიმპტომურად ჰგავს ნეიროგენულ ართროპათიას  (შარკოს სახსარი). 

სხვა: უჩვეულო სისუსტე და დაღლილობის მომატება, სოკოვანი, ვირუსული ან ბაქტერიული ინფექციების გაჩენის ან გამწვავების რისკის მატება, პირობითი პათოგენური ინფექციების განვითარება, რეგენერაციული და რეპარაციული პროცესების დათრგუნვა, შეშუპება, ოფლიანობის მომატება, ლეიკოციტურია, მოხსნის სინდრომი. სამკურნალო საშუალებამ შეიძლება გამოიწვიოს ფიზიკური დამოკიდებულება.

გლუკოკორტიკოსტეროიდების მოხსნის სინდრომის ნიშნები

 იმ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ დექსამეტაზონით დიდი ხნის განმავლობაში, დოზის ძალიან სწრაფი შემცირებისას, შეიძლება აღინიშნოს მოხსნის სინდრომი და გაჩნდეს თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა, არტერიული ჰიპოტენზია, შესაძლებელია ლეტალური შედეგი. ზოგიერთ შემთხვევაში მოხსნის სინდრომის სიმპტომები შეიძლება ჰგავდეს იმ დაავადების გართულების ან რეციდივის ნიშნებს, რომელსაც პაციენტი მკურნალობდა.

ვარგისიანობის ვადა:   2 წელი.

შენახვის პირობები

შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში ტემპერატურაზე არაუმეტეს 15°C. არ გაყინოთ.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შეუთავსებლობა

რიტორდინისა და დექსამეტაზონის ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენებია, რადგანაც ამან შეიძლება გამოიწვიოს ფილტვების შეშუპება.  ცნობილი გახდა ლეტალური შედეგის დადგომის შესახებ მშობიარე ქალისთვის ასეთი მდგომარეობის განვითარების გამო. 

შეფუთვა  

1 მლ ამპულაში; 5 ამპულა თითო კონტურულ-დანაყოფებიან შეფუთვაში; 2 კონტურულ-დანაყოფებიანი შეფუთვა თითო შეკვრაში; 5 ან 10 ამპულა თითო კონტურულ-დანაყოფებიან შეფუთვაში; 1  კონტურულ-დანაყოფებიანი შეფუთვა თითო შეკვრაში. 

გაცემის რეჟიმი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა ურეცეპტოდ).

მწარმოებელი

კერძო სააქციო საზოგადოება «დარნიცა». 

უკრაინა,  02093, ქ. კიევი, ბორისპოლსკაიას ქ.13