ფლუქოლდი+ვიტ.C #5პაკეტი
გააზიარე:
გამოყენების ინსტრუქცია
Флюколд + Vit C
Flucold +Vit C
ფლუქოლდი + Vit C
სავაჭრო სახელწოდება : ფლუქოლდი + Vit C
წამლის ფორმა : ფხვნილი პაკეტში
(პერორალურად მისაღები ცხელი სასმელის მოსმზადებლად)
საერთაშორისო არაპატენტირებული სახელწოდება: -
შემადგენლობა :
ერთი პაკეტი შევსებული 5გ. ფხვნილით შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები:
პარაცეტამოლი 750მგ
ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი 10მგ
ასკორბინის მჟავა 60 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
სახამებელი, ასპარტამი, ყვითელი საღებავი, კალციუმის გლუკონატი, მანიტოლი, ლიმონის არომატიზატორი, ლიმონის მჟავა, ნატრიუმის ციტრატი, ლაქტოზა
ფარმაკოლოგიური ჯგუფი : პარაცეტამოლი კომბინაციაში სხვა პრეპარატებთან (ნეიროლეფსიურების გარდა)
ათქ კოდი : N02BE51
ფლუქოლდი + VitC ფხვნილი დამახასიათებელი ლიმონის სუნით პერორალურად მისაღები ცხელი სასმელის მოსამზადებლად, წარმოადგენს კომბინირებულ პრეპარატს, გააჩნია სიცხის დამწევი, ანალგეზიური და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.
ჩვენება :
ფლუკოლდი გამოიყენება მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ზემოთ სხეულის მომატებული ტემპერატურის, გაციების, გრიპის მწვავე რესპირატორულ- ვირუსული ინფექციების და სხვა ინფექციურ-ანთებითი დაავადებებისას, ასევე მსუბუქად გამოხატული ტკივილის სინდრომისას, თავის, კბილის, ყელის ტკივილისას, ნევრალგია, მიალგია.
უკუჩვენება :
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტებისადმი,
გლუკოზა-6-ფოსფატ დეჰიდროგენაზას გენეტიკური არარსებობა, სისხლის დაავადებები. ორსულობის და ლაქტაციის დროს პრეპარატის მოქმედება ბოლომდე არ არის დადგენილი. და მისი გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა ექიმის კონსულტაცია.
სიფრთხილის ზომები :
ფლუქოლდთან ერთად არ შეიძლება პარაცეტამოლის შემცველი სხვა პრეპარატების, ასევე სხვა არანარკოტიკული ანალგეზიური და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო (აცეტილსალიცილის მჟავა, იბუპროფრნი და ა.შ.) საშუალაბების მიღება.
თუ პაციენტი ფლუქოლდთან ერთად იღებს სხვა სამკურნალო საშუალებებს, საჭიროა ექიმთნ შეთანხმება.
პრეპარატი სიფრთხილით და ექიმის მეთვალყურეობით ინიშნება პაციენტებში, რომლთაც აღენიშნაბათ ღვიძლის ან თირკმლების ფუნქციის დარღვევა, ჟირბერის სინდრომისას (კონსტიტუციური ჰიპერბილირუბინემია)
ღვიძლის ტოქსიკური დაზიანების თავიდან ასაცილებლად აკრძალულია ფლუკოლდთან ერთად ალკოჰოლის მიღება.
დაუშვებელია ფლუკოლდის დანიშვნა პირებში, რომლებიც ქრონიკულად მოიხმარენ ალკოჰოლს
მწვავე მოწამლის სიმპტომები:
გულისრევა, ღებინება, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში,Lმძიმე შემთხვევებში ვითარდება ღვიძლის უკმარისობა და კომატოზური მდგომარეობა. პრეპარატით მოწამვლაზე ეჭვის შეტანის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. Pპაციენტს უნდა ჩაუტარდეს კუჭის ამორეცხვა და მოწამვლიდან პირველი 4 საათის განმავლობაში, დაენიშნოს ადსორბენტი.
დოზირების რეჟიმი და მიღების წესი :
მოზრდილები და ბავშვები 12 წელს ზემოთ:
რეკომენდირებულია დაინიშნოს ერთი პაკეტი აუცილებლობისას 3-4 ჯერ დღეღამეში, მიღებებს შორის 4-6 საათიანი ინტერვალით. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა-4 პაკეტი.
ერთი პაკეტის შიგთავსი მოათავსეთ ჭიქაში, დაასხით 150 მლ ცხელი წყალი ან ჩაი, მოურიეთ და დალიეთ მიღებული ცხელი ხსნარი.
პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული 3 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, როგორც ტკივილგამაყუჩებელი საშუალებისა ექიმის მეთვალყურეობის გარეშე.
გვერდითი მოვლენები :
თერაპიული დოზებით პრეპარატი ჩვეულებრივად კარგად გადაიტანება. იშვიათად შესაძლებელია გამოვლინდეს კანის ალერგიული რეაქციები (ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება), იშვიათად ჰემატოლოგიური დარღვევა.
პრეპარატის დიდი დოზებით ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლოა განვითარდეს ღვიძლის და თირკმლების ფუნქციის დარღვევა.
ყველა გერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში და მათ შორის ისეთის რაც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
გამოშვების ფორმა:
5 პაკეტი შევსებული 5გ ფხვნილით მოთავსებულია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
შენახვის პირობები :
ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა : 3 წელი.
გაცემის წესი : ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი :
„nabros farma pvt.ltd.“
Nნ.ჰ. 8 kajipura, kxedaს ოლქი indoeTi










