ესლოტინი 2.5მგ/5მლ 120მლ სიროფ
0.00
ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
H 1 ჰისტამინორეცეპტორების ბლოკატორები
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები:
დესლორატადინი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 36072
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
ესლოტინი
Eslotin
Eslotin
სავაჭრო დასახელება
ესლოტინი, Eslotin
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება
დეზლორატადინი, Desloratadine
წამლის ფორმა
შიგნით მისაღები სიროფი.
აღწერილობა: ნარინჯისფერი ბლანტი სითხე ტკბილი გემოთი.
შემადგენლობა
სიროფის 5 მლ შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: დეზლორატადინი 2,5 მგ
დამხმარე ნივთიერებები: საქაროზა, გლიცერინი, ნატრიუმის მეთილჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის პროპილჰიდროქსიბენზოატი, პროპილენგლიკოლი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, არომატიზატორი “ფორთოხალი”, ყვითელი სანსეტი (E 110), გასუფთავებული წყალი.
პრეპარატის ათქ კოდი: R06AX27
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
სისტემური გამოყენების ანტიჰისტამინური საშუალებები.
H1-ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ესლოტინს გააჩნია ანტიჰისტამინური, ანტიალერგიული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, არ იწვევს ძილიანობას. შიგნით მიღებისას დეზლორატადინი (ლორატადინის პირველადი აქტიური მეტაბოლიტი) სელექციურად აბლოკირებს პერიფერიულ H1-ჰისტამინურ რეცეპტორებს. თრგუნავს ციტოსტატური რეაქციების კასკადს: პროანთებითი ციტოკინების, მათ შორის, ინტერლეიკინი-4 (ილ-4), ინტერლეიკინი-6 (ილ-6), ინტერლეიკინი-8 (ილ-8), ინტერლეიკინი-13 (ილ-13), აგრეთვე, RANTES ტიპის პროანთებითი ქემოკინების გამოყოფას, აქტივირებული პოლიმორფულბირთვული ნეიტროფილების მიერ სუპეროქსიდური ანიონების პროდუქციას, ეოზინოფილების ადჰეზიას და ქემოტაქსისს, ადჰეზიის მოლეკულების, მათ შორის, P-სელექტინის ექსპრესიას, ჰისტამინის, D2 პროსტაგლანდინის და C4 ლეიკოტრიენის IgE-თი განპირობებულ გამოყოფას.
ფარმაკოკინეტიკა
პრეპარატი კარგად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა დაახლოებით 3 საათის შემდეგ. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 27 საათს. ბიოშეღწევადობა მიღებული დოზის პროპორციულია (5-დან 20 მგ-მდე დოზის დიაპაზონში). არ გადის ჰემატო-ენცეფალურ ბარიერს, გადალახავს პლაცენტარულ ბარიერს და გამოიყოფა დედის რძეში.
გამოყენების ჩვენებები
- სეზონური პოლინოზი და წლის განმავლობაში არსებული ალერგიული რინიტი (ცემინების, ცხვირიდან ლორწოს გამოყოფის, ცხვირის დაცობის და ქავილის, ცრემლდენის, თვალების ქავილის და სიწითლის მოხსნის ან შემსუბუქების მიზნით);
- ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციება (კანის ქავილის და გამონაყარის შემცირების და გაქრობის მიზნით).
უკუჩვენებები
- ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
- ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.
გვერდითი მოქმედება
მომატებული დაღლილობა, პირის სიმშრალე, თავის ტკივილი.
ძალიან იშვიათად – ტაქიკარდია, გულისცემის შეგრძნება, ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატება, ბილირუბინის კონცენტრაციის მომატება, ალერგიული რეაქციები, ანაფილაქსიის და გამონაყარის ჩათვლით.
გამოყენების წესი და დოზირება
ესლოტინი მიიღება შიგნით, კვების რეჟიმის მიუხედავად, მცირე რაოდენობით წყლის მიყოლებით.
6-დან 11 თვემდე ასაკის ბავშვებში ინიშნება 1 მგ (სიროფის 2 მლ) ერთხელ დღე-ღამეში.
1-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში ინიშნება 1,25 მგ (სიროფის 2,5 მლ) ერთხელ დღე-ღამეში.
6-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებში – 2,5 მგ (სიროფის 5 მლ) ერთხელ დღე-ღამეში.
მოზრდილებში და 12 წლის ასაკზე უფროს მოზარდებში – 5 მგ (სიროფის 10 მლ) ერთხელ დღე-ღამეში.
სწორი დოზირებისათვის იყენებენ საზომ ჭიქას, რომელიც გრადუირებულია 10 მლ, 5 მლ და 2,5 მლ-ზე.
მკურნალობის კურსი და მიღების ხანგრძლივობა განისაზღვრება დაავადების ხასიათიდან გამომდინარე. სეზონური პოლინოზის მკურნალობისას პრეპარატის მიღებას წყვეტენ სიმპტომების გაქრობის შემდგომ. წლის განმავლობაში არსებული ალერგიული რინიტის მკურნალობისას პრეპარატს ღებულობენ განუწყვეტლივ, ალერგენთან კონტაქტის მთელი პერიოდის მანძილზე.
ჭარბი დოზირება
სიმპტომები: გვერდითი რეაქციების გამოვლენის გაძლიერება.
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა აქტივირებული ნახშირის შემდგომი მიღებით, საჭიროებისამებრ – სიმპტომური თერაპია. ჰემოდიალიზი არაეფექტურია. პერიტონეალური დიალიზის ეფექტურობა არ არის დადგენილი.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
კეტოკონაზოლთან, ერითრომიცინთან, აზითრომიცინთან, ფლუოქსეტინთან, ციმეტიდინთან დეზლორატადინის მრავალჯერადი ერთობლივი გამოყენების დროს წამლისმიერი ურთიერთქმედების შესწავლისას არ გამოვლენილა პლაზმაში დეზლორატადინის კონცენტრაციის კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებები.
პრეპარატის საკვებთან ერთად მიღება გავლენას არ ახდენს ორგანიზმში დეზლორატადინის განაწილებაზე.
დეზლორატადინი არ აძლიერებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ალკოჰოლის მოქმედებას.
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება თირკმლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში.
პრეპარატის გამოყენება პედიატრიაში
გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.
გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს
არ არის კლინიკური მონაცემები ორსულობის დროს ესლოტინის გამოყენების უსაფრთხოების შესახებ, ამიტომ ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენება შეთანხმებული უნდა იყოს ექიმთან. დეზლორატადინი აღწევს დედის რძეში, ამიტომ საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ესლოტინის გამოყენების შესაძლებლობის შესახებ ძუძუთი კვების დროს.
ზემოქმედება ავტომობილებისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე
ესლოტინი გავლენას არ ახდენს ავტომობილების მართვისა და ისეთი სამუშაოების შესრულების უნარზე, რომლებიც საჭიროებს ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.
გამოშვების ფორმა
შიგნით მისაღები სიროფის 120 მლ ყვითელი მინის ფლაკონში.
1 ფლაკონი საზომ ჭიქასთან და ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის წესი
ინახება არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
პრეპარატი არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III (გაიცემა ურეცეპტოდ).
მწარმოებელი
ესლოტინი წარმოადგენს კომპანიის „ვორლდ მედიცინ“ (დიდი ბრიტანეთი) სავაჭრო მარკას.
დამზადებულია:
“ლაბორატორიოს ბასი – ინდუსტრია ფარმაცეუტიკა ს.ა.”-ს მიერ,
რუა დო პადრაო, 98, 3000-312 კოიმბრა, პორტუგალია
“მედრაიკი”-ს , ინგლისი, ლიცენზიით.
საიტზე მითითებული მარაგების შესახებ ინფორმაცია ცვალებადია, რეკომენდებულია ისარგებლოთ ონლაინ აფთიაქით