კარბამაზეპ(კონვურატი)200მგ#50ტ

კარბამაზეპ(კონვურატი)200მგ#50ტ

8.34 ლარი
ქვეყანა: საქართველო
მწარმოებელი: ავერსი-რაციონალი
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: კარბამაზეპინი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 35915
გააზიარე:
კონვურატი
(CONVURAT)



ზოგადი დახასიათება:

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: კარბამაზეპინი;

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:

თეთრი ან მოთეთრო ფერის ბრტყელი ზედაპირის მქონე მრგვალი ფორმის შემოუგარსავი ტაბლეტი, ნაზოლითა და ჭდით;

შემადგენლობა:

1 შემოუგარსავი ტაბლეტი შეიცავს: კარბამაზეპინს _ 200 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, სიმინდის სახამებელი, ნატრიუმის მეთილპარაბენი, ნატრიუმის პროპილპარაბენი, მეთილცელულოზა, გლიცერინი, მაგნიუმის სტეარატი.

გამოშვების ფორმა:
შემოუგარსავი ტაბლეტები, 200 მგ.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატები. კარბოქსამიდის წარმოებულები.
ათქ-კოდი:  N03AF01.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
კონვურატი წარმოადგენს ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალებას (გააჩნია როგორც კრუნჩხვის საწინააღმდეგო, ასევე ფსიქოტროპული ეფექტი), ხასიათდება ზომიერად გამოხატული ანტიდეპრესიული, ნორმოთიმიური და ანალგეზიური მოქმედებით (ნეიროგენული ტკივილის დროს). მოქმედების მექანიზმი განპირობებულია პოტენციალდამოკიდებული Na+ - არხების ბლოკადით, რაც იწვევს ნეირონების მემბრანის სტაბილიზებას, ნეირონების სერიული განმუხტვების წარმოქმნის ინჰიბირებას და იმპულსების სინაფსური გამტარებლობის დაქვეითებას. ხელს უშლის Na+ - დამოკიდებული მოქმედების პოტენციალების განმეორებით წარმოქმნას დეპოლარიზებულ ნეირონებში. აქვეითებს ამგზნები ნეირომედიატორული ამინომჟავა გლუტამატის გამოთავისუფლებას, მაღლა სწევს კრუნჩხვის განვითარების  დაქვეითებულ ზღურბლს და აქედან გამომდინარე, აქვეითებს ეპილეფსიური შეტევის განვითარების რისკს. ზრდის Ka+ -  გამტარებლობას, ახდენს პოტენციალდამოკიდებული Ca2+ - არხების მოდულირებას, რამაც ასევე შეიძლება განაპირობოს პრეპარატის კრუნჩხვის საწინააღმდეგო მოქმედება.
პრეპარატი ახდენს პიროვნების ეპილეფსიური ცვლილებების კორექციას, რაც, საბოლოო ჯამში, ზრდის პაციენტების კომუნიკაბელობას, ხელს უწყობს მათ სოციალურ რეაბილიტაციას. ეფექტურია  ფოკალური (პარციალური) ეპილეფსიური შეტევების დროს, გენერალიზებულ ტონურ – კლონური ეპილეფსიური კრუნჩხვების დროს, ასევე აღნიშნული ფორმების კომბინაციის შემთხვევაში (არ არის ეფექტური მცირე შეტევების – petit mal, აბსანსების და მიოკლონური შეტევების დროს). ეპილეფსიით დაავადებულ პაციენტებში (განსაკუთრებით ბავშვებსა და მოზარდებში) ეფექტურია შფოთვის და დეპრესიის სიმპტომების კუპირებისთვის, ასევე გაღიზიანების და აგრესიულობის შესამცირებლად. კონვურატი ხელს უშლის ტკივილის შეტევების წარმოქმნას სამწვერა ნერვის ნევრალგიის დროს, ამცირებს ალკოჰოლური აბსტინენციის სიმპტომების კლინიკურ გამოვლენას, აქვეითებს კრუნჩხვით აქტიურობას. უშაქრო დიაბეტის დროს ახდენს წყლის ბალანსის სწრაფ კომპენსაციას, აქვეითებს დიურეზს და წყურვილს.

ფარმაკოკინეტიკა:

კარბამაზეპინი ნელა, მაგრამ თითქმის მთლიანად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) სისხლის პლაზმაში მიიღწევა პრეპარატის ერთი ტაბლეტის ერთჯერადად მიღებიდან 12 სთ-ის შემდეგ. პლაზმის ცილებთან კავშირი შეადგენს 70-80%-ს. კარბამაზეპინის კონცენტრაცია ზურგის ტვინის სითხეში შეადგენს მისი სისხლის პლაზმაში კონცენტრაციის 33%-ს.
კარბამაზეპინი გაივლის პლაცენტარულ ბარიერს, გადადის დედის რძეში.
განიცდის ბიოტრანსფორმაციას ღვიძლში რამოდენიმე მეტაბოლიტის წარმოქმნით.   
პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი (Т1/2 )  საშუალოდ შეადგენს 12-36 სთ-ს.
პრეპარატი გამოიყოფა თირკმლების (70%) და ნაწლავების (30%) საშუალებით.

ჩვენება:
• ეპილეფსია: მარტივი და რთული სიმპტომატიკით მიმდინარე პარციალური გულყრა; გენერალიზებული ტონურ-კლონური გულყრა, ძირითადად ფოკალური გენეზის (დიდი გულყრა ძილის დროს, დიფუზური დიდი გულყრა); ეპილეფსიის შერეული ფორმები;
• ალკოჰოლური აბსტინენციის სინდრომი (სტაციონარის პირობებში);
• სამწვერა ნერვის ნევრალგია;
• გლოსოფარინგეალური ნევრალგია;
• ტკივილის სინდრომი დიაბეტური ნეიროპათიის დროს;
• ეპილეპტიფორმული კრუნჩხვები გაფანტული სკლეროზის დროს, ტონური კრუნჩხვები, პაროქსიზმული დიზართრია და ატაქსია, პაროქსიზმული პარესთეზიები და ტკივილის შეტევები;
•    ფსიქოზები (ძირითადად მანიაკალურ – დეპრესიულ მდგომარეობების და იპოქონდრიული დეპრესიების დროს); აფექტური და შიზოაფექტური ფსიქოზების მეორადი პროფილაქტიკა;
• ცენტრალური გენეზის უშაქრო დიაბეტი, ნეიროჰორმონალური გენეზის პოლიურია და პოლიდიფსია.

მიღების წესი და დოზირება:
დოზირების რეჟიმი შეირჩევა ინდივიდუალურად, ჩვენების მიხედვით და პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით. პრეპარატი მიიღება ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ საკმარისი რაოდენობის სითხესთან ერთად.  რეკომენდებულია მკურნალობის დაწყება დაბალი დოზით მისი შემდგომი თანდათანობით გაზრდით ოპტიმალური ეფექტის მიღწევამდე.
მოზრდილებში და 15 წელს ზემოთ მოზარდებში საწყისი სადღეღამისო დოზა შეადგენს 200-400 მგ; შემდგომში კლინიკური ეფექტის გათვალისწინებით დოზას თანდათან ზრდიან არა უმეტეს 200 მგ/დღეში 1 კვირიანი ინტერვალით შემანარჩუნებელი დოზის მიღწევამდე, რომელიც შეადგენს 800-1200 მგ/დღეში. მიღების სიხშირე - 1-4-ჯერ დღეში.
ბავშვებში პრეპარატის საწყისი დოზა შეადგენს 10-20 მგ/კგ, გაყოფილი 2-3 მიღებაზე. საჭიროების შემთხვევაში დოზას თანდათან ზრდიან არა უმეტეს 100 მგ-ით დღეში 1 კვირიანი ინტერვალით შემანარჩუნებელი დოზის მიღწევამდე, რომელიც შეადგენს 400-800 მგ/დღეში.
მაქსიმალური დოზა მოზრდილებში და 15 წელს ზემოთ მოზარდებში შეადგენს
1200 მგ/დღეში, ბავშვებში – 1000 მგ/დღეში.

რეკომენდებულია დოზირების შემდეგი სქემა:

ასაკი საწყისი დოზა შემანარჩუნებელი დოზა
მოზრდილები 200-300 მგ საღამო 200-600 მგ დილით და 400-600 მგ საღამოს
ბავშვები 6-დან 10 წლამდე 200 მგ საღამოს 200 მგ დილით და 200-400 მგ საღამოს
ბავშვები 11-დან 15 წლამდე 150-200 მგ საღამოს 200-400 მგ დილით და 400-600 მგ საღამოს

სხვა კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთად მიღების შემთხვევაში, კონვურატის დოზას თანდათან ზრდიან, მაშინ, როდესაც მეორე კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატის დოზა შენარჩუნებულია ან თანდათან მცირდება. კონვურატის დოზის შემცირება ან სრული მოხსნა შესაძლებელია მხოლოდ გულყრების 2-3 წლიანი არარსებობის შემთხვევაში. მკურნალობას წყვეტენ დოზის თანდათანობით შემცირებით 1-2 წლის განმავლობაში.
კრუნჩხვითი გულყრების განვითარების ასაცილებლად ალკოჰოლური აბსტინენციის სინდრომის დროს სტაციონარის პირობებში კონვურატის საშუალო სადღეღამისო დოზა შეადგენს 200 მგ-ს დილით და 400 მგ-ს საღამოს. მძიმე შემთხვევებში შესაძლებელია დოზის გაზრდა 1200 მგ - მდე. მკურნალობას წყვეტენ დოზის თანდათანობით შემცირებით 7 - 10 დღის განმავლობაში. მკურნალობის პერიოდში აუცილებელია კარბამაზეპინის დონის მუდმივი კონტროლი სისხლის შრატში.
სამწვერა ნერვის ნევრალგიის და გლოსოფარინგეალური ნევრალგიის დროს კონვურატის საწყისი დოზა შეადგენს 200 - 400 მგ/დღეში. დოზას თანდათანობით ზრდიან 400 - 800 მგ/დღეში 1 - 2 მიღებაზე ტკივილის სრულ გაქრობამდე. ამის შემდეგ მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს შემანარჩუნებელი დოზით, რომელიც შეადგენს 400 მგ/დღეში 2 მიღებაზე.
ტკივილის სინდრომისას დიაბეტური ნეიროპათიის დროს კონვურატის საშუალო სადღეღამისო დოზა შეადგენს 200 მგ-ს დილით და 400 მგ-ს საღამოს. განსაკუთრებულ შემთხვევებში შეიძლება დაინიშნოს 1200 მგ/დღეში.
ეპილეპტიფორმული კრუნჩხვებისას გაფანტული სკლეროზის დროს საშუალო სადღეღამისო დოზა შეადგენს 400-800 მგ-ს 2 მიღებაზე.
ფსიქოზების მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის კონვურატი ინიშნება 200 - 400 მგ/დღეში. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია დოზის გაზრდა 800 მგ/დღეში.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის, ღვიძლის და თირკმლების მძიმე დაავადებების მქონე პაციენტებში, ასევე ხანდაზმულ ასაკში კონვურატი ინიშნება შედარებით დაბალი დოზით.

გვერდითი მოვლენები:

ნერვული სისტემის მხრივ: ზოგადი სისუსტე, თავბრუ, ატაქსია, ძილიანობა, თავის ტკივილი, დიპლოპია, აკომოდაციის დარღვევა; იშვიათად – უნებლიე მოძრაობები, ნისტაგმი, ოროფაციალური დისკინეზია, თვალის მოძრაობის დარღვევა, მეტყველების დარღვევები (დიზარტრია), პერიფერიული ნევრიტი, კუნთების სისუსტე, პარეზი;
ფსიქიკური სფეროს მხრივ: იშვიათად – დეპრესია, უმადობა, მოუსვენრობა, აგრესიულობა, აღზნებადობა, დეზორიენტაცია;
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, პირის სიმშრალე, დიარეა ან ყაბზობა, იშვიათად – ტრანსამინაზების დონის მომატება;
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: იშვიათად – გულის გამტარებლობის დარღვევა,  
არტერიული ჰიპერ- ან ჰიპოტენზია; ძალიან იშვიათად – ბრადიკარდია, არითმია,
AV ბლოკადა, კოლაფსი, გულის უკმარისობა, თრომბოფლებიტი, თრომბოემბოლიური სინდრომი;
სისხლმბადი ორგანოების მხრივ: ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, ეოზინოფილია; იშვიათად – ლეიკოციტოზი, ლიმფადენოპათია, აგრანულოციტოზი;
სასუნთქი სისტემის მხრივ: იშვიათად – პნევმონიტი, ქოშინი;
შარდ-გამომყოფი სისტემის მხრივ:  ძალიან იშვიათად – თირკმლების დისფუნქცია (ალბუმინურია, ჰემატურია, ოლიგურია), ინტერსტიციული ნეფრიტი, თირკმლის უკმარისობა;  
საყრდენ – მამოძრავებელი სისტემის მხრივ: ართრალგია, მიალგია, კუნთების სპაზმი;
ალერგიული რეაქციები: ჭინჭრის ციება, ექსფოლიატიური დერმატიტი, ერითროდერმია, იშვიათად – ქავილი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი), მგლურასმაგვარი სინდრომი;
სხვა გამოვლინებები: ჰიპონატრიემია, შეშუპება, სხეულის მასის მომატება, ლიმფადენოპათია, გალაქტორეა, გინეკომასტია, სექსუალური ფუნქციების დარღვევა.

უკუჩვენება:
• კარბამაზეპინის ან ქიმიურად მსგავსი სტრუქტურის მქონე პრეპარატების (მაგალითად, ტრიციკლური ანტიდეპრესანტების) მიმართ ინდივიდუალური აუტანლობა;
• AV ბლოკადა;
• ძვლის ტვინის დაზიანება, მიელოსუპრესია ან მწვავე პორფირია ანამნეზში;
• მაო-ს ინჰიბიტორების ერთდროული მიღება;
• ლითიუმის პრეპარატების ერთდროული მიღება;
• ორსულობა (I ტრიმესტრი).

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
შეუთავსებელია მაო-ს ინჰიბიტორებთან. მაო-ს ინჰიბიტორების მიღება უნდა შეწყდეს კონვურატის მიღებამდე 2 კვირით ადრე. კონვურატის სხვა კრუნჩხვების საწინააღმდეგო პრეპარატებთან (ფენობარბიტალი, ჰექსამიდინი, ფენიტოინი, პრიმიდონი) კომბინაციის შემთხვევაში შესაძლოა კონვურატის ეპილეფსიის საწინააღმდეგო ეფექტის დაქვეითება. ვალპროის მჟავასთან კომბინაციის შემთხვევაში შესაძლოა გონების დაკარგვა და კომის განვითარება. კონვურატი აქვეითებს პერორალური კონტრაცეპციული საშუალებების, ანტიკოაგულანტების, ნეიროლეპტიკების ეფექტურობას, აძლიერებს ლითიუმის პრეპარატების ტოქსიკურ ეფექტს. მაკროლიდებთან, იზონიაზიდთან, კალციუმის ანტაგონისტებთან (ვერაპამილი, იზონიაზიდი), დექსტროპროპოქსიფენთან, ვილოქსალინთან, ციმეტიდინთან ერთდროულად გამოყენების დროს შესაძლოა სისხლის პლაზმაში კარბამაზეპინის კონცენტრაციის მომატება. პროპოქსიფენი ახდენს კონვურატის კრუნჩხვების საწინააღმდეგო ეფექტის პოტენცირებას, ხოლო ტეტრაციკლინები ამცირებენ კარბამაზეპინის კრუნჩხვების საწინააღმდეგო ეფექტს.
კონვურატის და პარაცეტამოლის ერთდროული გამოყენების შეთხვევაში იმატებს პარაცეტამოლის ღვიძლზე ტოქსიკური ზეგავლენის რისკი და კლებულობს მისი თერაპიული ეფექტი. კონვურატი აძლიერებს იზონიაზიდის ჰეპატოტოქსიკურ მოქმედებას.

ჰიპერდოზირება:
სიმპტომები: თავის ტკივილი, თავბრუ, აღზნებადობა, ჰალუცინაციები, აგრესიულობა, მხედველობის დაბინდვა, დიზარტრია, ნისტაგმი, ატაქსია, დისკინეზია,
ჰიპერ-/ჰიპორეფლექსია, კრუნჩხვები, მიოკლონუსი, ჰიპოთერმია; სუნთქვის დათრგუნვა, ფილტვების შეშუპება; ტაქიკარდია, ჰიპო-/ჰიპერტენზია, გულის გაჩერება და ცნობიერების დაკარგვა, AV ბლოკადა; გულისრევა, ღებინება, პირის სიმშრალე, სიყვითლე, ჰეპატიტი, ღვიძლის ტრანსამინაზების დონის მომატება; ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, ჰიპერგლიკემია, ჰიპონატრიემია, მეტაბოლური აციდოზი; ექსფოლიატიური დერმატიტი, სტივენს-ჯონსონის და ლაიელის სინდრომი, ანაფილაქსიური რეაქციები.
მკურნალობა: სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა, ღებინების ინდუცირება, კუჭის ამორეცხვა, გააქტივებული ნახშირის და მარილოვანი საფაღარათო საშუალებების მიღება, ფორსირებული დიურეზი. სასუნთქი გზების გამავლობის შესანარჩუნებლად – ტრაქეის ინტუბაცია, ხელოვნური სუნთქვა და/ან ჟანგბადის გამოყენება. ჰიპოტენზიის და შოკის დროს – პლაზმის შემცვლელები, დოფამინი, დობუტამინი, კრუნჩხვების დროს – ბენზოდიაზეპინების (დიაზეპამი) ან სხვა კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებების შეყვანა; ჰიპონატრიემიის განვითარებისას – სითხის მიღების შეზღუდვა, ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარის ფრთხილი ი/ვ ინფუზია. თუ მძიმე მოწამვლას თან ერთვის თირკმლის უკმარისობა, ნაჩვენებია თირკმლის დიალიზი. საჭიროა გათვალისწინებული იქნეს დოზის გადაჭარბების სიმპტომების განმეორებითი გაძლიერება  მათი გამოვლინებიდან მე-2-3 დღეს, რაც დაკავშირებულია პრეპარატის ნელა შეწოვასთან.

ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობის დროს კონვურატის გამოყენება ხდება განსაკუთრებული სიფრთხილით. ორსულ ქალებში ანტიეპილეფსიური თერაპიის აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა ჩატარდეს მონოთერაპია რომელიმე ერთი პრეპარატით, ვინაიდან კომბინაციის შემთხვევაში იზრდება ნაყოფის განვითარების ანომალიების წარმოქმნის რისკი. ორსულობის დროს, განსაკუთრებით ორსულობის I ტრიმესტრში, კონვურატი ინიშნება მინიმალური დოზით.
პრეპარატი გადადის დედის რძეში. თუ ძუძუთი კვების დროს ახალშობილს აღენიშნება გვერდითი მოვლენები (ძილიანობა, ალერგიული რეაქციები, აგზნებადობა, წონაში ცუდად მატება) საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.

გამოყენების თავისებურებები:
კონვურატით მკურნალობა ტარდება ექიმის დაკვირვების ქვეშ.
მკურნალობის დაწყებამდე და მის პროცესში აუცილებელია სისხლის და შარდის ანალიზის, ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლის და პლაზმაში ელექტროლიტების კონცენტრაციის კონტროლი.
კონვურატი სიფრთხილით ინიშნება გულსისხლძარღვთა სისტემის, ღვიძლის და თირკმლების  მძიმე დაავადებების დროს, წყალ – მარილოვანი ცვლის მძიმე დარღვევისას (ჰიპონატრიემია), ჰემატოლოგიური დარღვევების, შაქრიანი დიაბეტის, გლაუკომის  დროს, მომატებული აგზნებადობისას, ხანდაზმულ ასაკში.
კონვურატი არ ინიშნება ატიპიური და მცირე ეპილეფსიური გულყრების და მიოკლონუსის დროს.
პრეპარატი არ გამოიყენება ჩვეულებრივი ტკივილის მოსახსნელად. ასევე არ ინიშნება პროფილაქტიკის მიზნით სამწვერა ნერვის ნევრალგიის ხანგრძლივი რემისიის პერიოდში.
მაო-ს ინჰიბიტორების მიღება უნდა შეწყდეს კონვურატით მკურნალობის დაწყებამდე 2 კვირით ადრე.
ორსულებში რეკომენდებულია ფოლის მჟავას მიღება (ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატებს შეუძლია გამოიწვიონ ფოლის მჟავას დეფიციტი); მომატებული სისხლდენის ხელის შეშლის მიზნით ქალებს ორსულობის ბოლო კვირებში და ახალშობილებს ენიშნებათ ვიტამინი K.
კონვურატით მკურნალობის შეწყვეტა და სხვა ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატზე გადაყვანა ხდება არა მაშინვე, არამედ დოზის თანდათანობით შემცირებით.
კონვურატით მკურნალობისას დაუშვებელია ალკოჰოლის მიღება.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
არ შეიძლება ავტოტრანსპორტის მართვა და იმ სამუშაოს შესრულება, რომელიც მოითხოვს ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას.

შეფუთვა:
10 ტაბლეტი კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში, 5 კონტურული შეფუთვა მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:
ინახება არა უმეტეს 30ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:
3 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:
გაიცემა რეცეპტით (II ჯგუფი).

მწარმოებელი:
შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).

მისამართი:
საქართველო 0198, თბილისი, ჭირნახულის ქ. 14.
www.aversi.ge
საიტზე მითითებული მარაგების შესახებ ინფორმაცია ცვალებადია, რეკომენდებულია ისარგებლოთ ონლაინ აფთიაქით

თბილისი (147 აფთიაქი)

ავერსი 3
ა.ყაზბეგის გამზ. №5
ვადა: 2026-07-01
ავერსი 19
ვაჟა-ფშაველას გამზ. კვარტ. III, კორპ.№9
ვადა: 2027-05-01
ავერსი 21 (24სთ)
ვაჟა-ფშაველას გამზ. №39
ვადა: 2027-05-01
ავერსი 23
პეკინის გამზ. №2
ვადა: 2027-05-01
ავერსი 33
პეკინის გამზ. №45
ვადა: 2027-05-01
ავერსი 34 (24სთ)
ცინცაძის. №1
ვადა: 2027-05-01
ავერსი 39
ბახტრიონის ქ. №20
ვადა: 2027-05-01
ავერსი 41
ა.ყაზბეგის გამზ. №8
ვადა: 2027-05-01
ავერსი 46
ნუცუბიძის ქ. №179
ვადა: 2027-05-01
ავერსი 65
დოლიძის ქ N24 / ბალანჩივაძის N17
ვადა: 2027-05-01
ავერსი 78
პეტრიწის ქ. №5
ვადა: 2027-05-01
ავერსი 89
ვაჟა-ფშაველას გამზ. №27ბ.
ვადა: 2027-05-01
ავერსი 91 (24სთ)
ვაჟა-ფშაველას გამზ. №27ბ
ვადა: 2027-05-01
ავერსი 94
ცინცაძის ქ. №9
ვადა: 2027-05-01
ავერსი 97
გამრეკელის ქ. №20
ვადა: 2027-05-01
ავერსი 120
ვაჟა ფშაველას N6
ვადა: 2027-05-01
ავერსი 150
ვაჟა–ფშაველას მეოთხე კვარტალი, პირველი კორპუსის მიმდებარედ
ვადა: 2027-05-01
ავერსი 153
ა.ყაზბეგის გამზ. №16
ვადა: 2026-07-01
ავერსი 154
პ.ასლანიდის №3/ ბერბუკის №8
ვადა: 2027-05-01
ავერსი 157
შარტავას 4/6
ვადა: 2027-05-01
ავერსი 158
მირიან მეფის №75
ვადა: 2027-05-01
ავერსი 160
ნუცუბიძის II მკრ, I კვარტალი, №3დ
ვადა: 2026-07-01
ავერსი 165
ფანასკერტელის ქ. N20–ე (იყალთოს გორა)
ვადა: 2027-05-01
ავერსი 166
სოფელი დიღომი, დ. აღმაშენებლის №124
ვადა: 2027-05-01
ავერსი 172
ტაშკენტის ქ. N27
ვადა: 2027-05-01
ავერსი 177
გოძიაშვილის ქ. №17
ვადა: 2027-05-01
ავერსი 178
მირიან მეფის ქ №96
ვადა: 2027-05-01
ავერსი 180
მინდელის ქ -11
ვადა: 2027-01-01
ავერსი 181
მ.მაჭავარიანის ქ.#65(ვაშლიჯვარი)
ვადა: 2027-05-01
ავერსი 182
ჩიქოვანის ქ N 45
ვადა: 2026-07-01
ავერსი 187
სიმონ კანდელაკის 59
ვადა: 2027-05-01
ავერსი 192
ვ.ბოჭორიშვილის ქ.#24
ვადა: 2027-05-01
ავერსი 194 (24სთ)
დიდი დიღომი,თინათინის ქ.#1
ვადა: 2027-05-01
ავერსი 195
დიდი დიღომი,პეტრე იბერის#14
ვადა: 2027-05-01
ავერსი 197
დიდი დიღომი,4მკრ,25კორპ
ვადა: 2027-05-01
ავერსი 200
მირიან მეფის #11გ
ვადა: 2027-05-01
ავერსი 202
ნუცუბიძის მე-5მ/რ,ა.ვარაზის#16
ვადა: 2032-06-01
ავერსი 210
დავარის ქ. N41
ვადა: 2027-05-01
ავერსი 8
წინანდლის ქ. №9-10
ვადა: 2027-05-01
ავერსი 10
ქ.წამებულის მოედ. №2
ვადა: 2027-05-01
ავერსი 16
ნავთლუღის ქ. №2–ის მიმდებარედ
ვადა: 2027-05-01
ავერსი 52 (24სთ)
თეოფანე დავითაიას ქუჩა №9
ვადა: 2027-05-01
ავერსი 60
ბერი გაბრიელ სალოსის გამზ.. №155
ვადა: 2027-05-01
ავერსი 74
მეველეს ქ. №3
ვადა: 2027-05-01
ავერსი 98
წინანდლის ქ. №10
ვადა: 2027-05-01
ავერსი 115
თეოფანე დავითაიას N30
ვადა: 2027-05-01
ავერსი 116
ნავთლუღის ქ. №15/1
ვადა: 2027-05-01
ავერსი 146
თეოფანე დავითაიას N13
ვადა: 2027-05-01
ავერსი 156
წინანდლის ქ.№23
ვადა: 2027-05-01
ავერსი 190
ყვარლის ქუჩა N99ა
ვადა: 2027-05-01
ავერსი 191
ბოგდან ხმელნიცკის N6ბ
ვადა: 2027-05-01
ავერსი 203
გიორგი მუხაძის ქ.#70
ვადა: 2027-05-01
ავერსი 204
გაბრიელ სალოსის #122
ვადა: 2027-05-01
ავერსი 205
ქინძმარაულის N3
ვადა: 2027-05-01
ავერსი 206
ზურაბ პატარიძის N3
ვადა: 2027-05-01
ავერსი 209
ნავთლუღის ქუჩა N6/2
ვადა: 2027-05-01
ავერსი 12
ლუბლიანას ქ. №13გ
ვადა: 2027-05-01
ავერსი 15
ა.წერეთლის გამზ. №143
ვადა: 2027-05-01
ავერსი 45
ა.წერეთლის გამზ. №110
ვადა: 2027-05-01
ავერსი 57 (24სთ)
დიღმის მასივი, II კვარ. კორ.6 ბ.
ვადა: 2027-05-01
ავერსი 70
დიღმის მასივი, V კვარ. კორპ..3 ა.
ვადა: 2027-05-01
ავერსი 102
ა. წერეთლის გამზ. №55
ვადა: 2027-05-01
ავერსი 106
ტრანსპორტის ქ. №1 (მ. დიდუბის მიმდებარედ)
ვადა: 2027-05-01
ავერსი 136
ლუბლიანას ქ. №31
ვადა: 2027-05-01
ავერსი 141
ჩაჩავას ქ. #5. სს "კ.ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი“
ვადა: 2027-05-01
ავერსი 145
ლუბლიანას #5, რკინიგზის საავადმყოფო.
ვადა: 2027-05-01
ავერსი 169
დიღმის მასივი, კვარტალი III, კორპუსი 1ბ
ვადა: 2027-05-01
ავერსი 188
ქ.თბილისი, წყალტუბოს ქ.#12-14
ვადა: 2027-05-01
ავერსი 25 (24სთ)
ც.დადიანის ქ. №321
ვადა: 2027-05-01
ავერსი 29
ანაპის 414-ე დივიზიის ქ. 14
ვადა: 2027-05-01
ავერსი 40
გუდამაყრის ქ. №4 (კლინიკური საავადმყ. მიმდ), ნაკვ.05/001
ვადა: 2027-05-01
ავერსი 50
ც.დადიანის ქ. №2
ვადა: 2027-05-01
ავერსი 51 (24სთ)
მუხიანის III მკრ. კორ. V
ვადა: 2027-05-01
ავერსი 58
ც.დადიანის ქ. №34
ვადა: 2027-05-01
ავერსი 88 (24სთ)
ზღვისუბანი, მე-3 მიკრო რაიონი, მე-5 კვარტალი, ნაკვ. 10/024
ვადა: 2027-05-01
ავერსი 93
ც. დადიანის ქ. №261
ვადა: 2027-05-01
ავერსი 103
გურამიშვილის გამზ. მ. ღრმაღელის მიმდ. ტერიტორია
ვადა: 2027-05-01
ავერსი 109
ქვიშხეთის ქ. №1 (მ. ღრმაღელის პირდაპირ)
ვადა: 2027-05-01
ავერსი 138
ც. დადიანის II მკრ. II კორპუსი
ვადა: 2027-05-01
ავერსი 161
ხუდადოვის ქ. №95ა
ვადა: 2027-05-01
ავერსი 183
დადიანის ქ. № 71
ვადა: 2027-05-01
ავერსი 185
ჭყონდიდელის #101
ვადა: 2027-05-01
ავერსი 186
გურამიშვილის #31
ვადა: 2027-05-01
ავერსი 9
ომარ ხიზანიშვილის ქ. 20
ვადა: 2027-05-01
ავერსი 14
ალექსი გობრონიძის ქუჩა #2
ვადა: 2027-05-01
ავერსი 44
გლდანის ილია ვეკუას N 19
ვადა: 2027-05-01
ავერსი 66 (24სთ)
გლდანი, V მკრ. კორ. №14
ვადა: 2027-05-01
ავერსი 87
მუხიანის II მკრ. კორპ. №8
ვადა: 2027-05-01
ავერსი 90
გლდანი, V მკრ
ვადა: 2027-05-01
ავერსი 111
სარაჯიშვილის ქ. №13
ვადა: 2027-05-01
ავერსი 117
გლდანის №8 ს. ა. დ.
ვადა: 2027-05-01
ავერსი 133
გლდანის VI-VIII მიკრორაიონებს შორის
ვადა: 2027-05-01
ავერსი 143 (24სთ)
გლდანის 5 მკრ. 10–ე კორპუსის მიმდ.
ვადა: 2027-05-01
ავერსი 147
ომარ ხიზანიშვილის ქ. 7
ვადა: 2027-05-01
ავერსი 162
ავჭალა, ლიბანის ქ. №19–სა და №25–ს შორის
ვადა: 2027-05-01
ავერსი 171
ზაჰესი, კოლონიის მიმდებარე ტერიტორია
ვადა: 2027-05-01
ავერსი 174
ვეკუას ქ. №55 (ყოფილი ხიზანიშვილის ქ.)
ვადა: 2027-05-01
ავერსი 198
გლდ.მე-7მ/რ,მირაქიშვილის#29
ვადა: 2027-05-01

რეგიონი (201 აფთიაქი)

ახმეტა 1
რუსთაველის ქ. №68
ვადა: 2027-05-01
ახმეტა 2
ახმეტა, რუსთაველის ქუჩა
ვადა: 2027-05-01
გურჯაანი 1 (24სთ)
ნონეშვილის ქ. №25
ვადა: 2027-05-01
გურჯაანი 2
წმინდა ნინოს ქ. კვარტალი 60
ვადა: 2027-05-01
გურჯაანი 3
გურჯაანი შესახვევი ნონეშვილი 12
ვადა: 2027-05-01
კაჭრეთი
გურჯაანი სოფ კაჭრეთი
ვადა: 2027-05-01
დედოფლისწყარო
ჰერეთის ქ. N1
ვადა: 2027-05-01
ჩუმლაყი
გურჯაანის მუნიციპალიტეტი სოფელი ჩუმლაყი
ვადა: 2027-05-01
თელავი 2
ალაზნის გამზირი №4
ვადა: 2027-05-01
თელავი 3 (24სთ)
ქ. თელავი, ალაზნის გამზ. N4ა
ვადა: 2027-05-01
თელავი 4
ვ. სეხნიაშვილის. №3
ვადა: 2027-05-01
თელავი 5
ქ. თელავი, ქეთევან წამებულის ქუჩა 3გ
ვადა: 2027-05-01
ყარაჯალა-1
თელავის რ-ნი, სოფ ყარაჯალა
ვადა: 2027-05-01
თელავი 6
ვახტანგ სეხნიაშვილის ქ.N10
ვადა: 2027-05-01
თელავი 7
შოთა რუსთაველის გამზ N78
ვადა: 2027-05-01
იორმუღანლო
სოფელი იორმუღანლო
ვადა: 2027-05-01
იყალთო 1
სოფელი იყალთო
ვადა: 2027-05-01
ლაგოდეხი 1
ნინოშვილის ქ. №2
ვადა: 2027-05-01
ლაგოდეხი 2 (24სთ)
ზაქათალას ქ. (ბაზრის მიმდებარედ)
ვადა: 2027-05-01
საგარეჯო 1
აღმაშენებლის №14
ვადა: 2027-05-01
საგარეჯო 2
რუსთაველის ქ. N240 / რუსთაველის ქ. N210
ვადა: 2027-05-01
სიღნაღი (24სთ)
კოსტავას ქ. №8
ვადა: 2027-05-01
ყვარელი (24სთ)
აღმაშენებლის ქ. №16
ვადა: 2027-05-01
ყვარელი 3
ყვარელი ჭავჭავაძის 95
ვადა: 2027-05-01
ყვარელი 4
ქ. ყვარლი, ჭავჭავაძის ქ. N122
ვადა: 2027-05-01
ახალსოფელი
ყვარლის რნ სოფ ახალსოფელი
ვადა: 2027-05-01
წნორი (24სთ)
თავისუფლების ქ.№2
ვადა: 2027-05-01
კაზრეთი-1
დაბა კაზრეთი
ვადა: 2027-05-01
ბოლნისი 1 (24სთ)
სულხან-საბას ქ. №117
ვადა: 2027-05-01
ბოლნისი 2
სოლხან-საბა ორბელიანის ქ. N165 / სოლხან-საბა ორბელიანის ქ. N165ა
ვადა: 2027-05-01
გარდაბანი
აღმაშენებლის ქ. №12
ვადა: 2027-05-01
დმანისი
წმინდა ნინოს ქ, №37
ვადა: 2027-05-01
გამარჯვება 1
გარდაბნის რ–ნი გამარჯვება
ვადა: 2027-05-01
წალკა 1
ქ. წალკა, არისტოტელეს ქ. N2
ვადა: 2027-05-01
თეთრიწყარო 1
ქ. თეთრიწყარო, კოსტავას ქ. N1
ვადა: 2027-05-01
კრწანისი
სოფ. კრწანისი, მე-6 ქუჩის III, ჩიხი #2
ვადა: 2027-05-01
მარნეული 1 (24სთ)
სულხან-საბას ქ. №58
ვადა: 2027-05-01
მარნეული 2 (24სთ)
26 მაისის ქ.
ვადა: 2027-05-01
მარნეული 3
რუსთაველის ქ. №5 ა
ვადა: 2027-05-01
მარნეული 4
მარნეული, შ. რუსთაველის ქ. N78
ვადა: 2027-05-01
სადახლო
მარნეული სოფ სადახლო
ვადა: 2027-05-01
რუსთავი 1
მეგობრობის გამზ. №10
ვადა: 2027-05-01
რუსთავი 2 (24სთ)
კოსტავას ქ. №15
ვადა: 2027-05-01
რუსთავი 3 (24სთ)
მესხიშვილის ქ. №3ა
ვადა: 2027-05-01
რუსთავი 4
ქ.რუსთავი მე-19 მკრ. კორპ N11
ვადა: 2027-05-01
რუსთავი 6
მეგობრობის გამზ. N61 (შარტავას გამზ N17)
ვადა: 2032-12-01
რუსთავი 7
ქ. რუსთავი პავლე თოდრიას ქN5
ვადა: 2027-05-01
რუსთავი N 17 ს.ა.დ
მშენებელთა ქ. N64
ვადა: 2027-05-01
მარტყოფი 1
გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი
ვადა: 2027-05-01
რუსთავი 8
ქ.რუსთავი მეგობრობის გამზირი N18
ვადა: 2027-05-01
რუსთავი 9
მეგობრობის გამზ. N4
ვადა: 2027-05-01
ბაღდათი (24სთ)
წერეთლის ქ. №7
ვადა: 2027-05-01
ვანი
თამარ მეფის გამზირი. №3
ვადა: 2027-05-01
ზესტაფონი 1 (24სთ)
აღმაშენებლის ქ. №16
ვადა: 2027-05-01
ზესტაფონი 2
ჭანტურიას ქ. №1
ვადა: 2027-05-01
ზესტაფონი 3
აღმაშენებლის ქ. №27
ვადა: 2027-05-01
ზესტაფონი 4
ჭანტურიას ქ. №12
ვადა: 2027-05-01
ზესტაფონი 5
აღმაშენებლის ქ. №43
ვადა: 2027-05-01
ზესტაფონი 6
მელქაძის ქ. N2
ვადა: 2027-05-01
ზესტაფონი 7
დავით აღმაშენებლის ქ. #85
ვადა: 2027-05-01
თერჯოლა 1 (24სთ)
რუსთაველის ქ. №111
ვადა: 2027-05-01
თერჯოლა 2
ქ.თერჯოლა,რუსთაველის 78
ვადა: 2027-05-01
სამტრედია 1 (24სთ)
რესპუბლიკის №2
ვადა: 2027-05-01
სამტრედია 2
ჭავჭავაძის ქ. №5
ვადა: 2027-05-01
საჩხერე 1 (24სთ)
გომართელის ქ. №3
ვადა: 2027-05-01
საჩხერე 2
გომართელის ქ. №30 ა
ვადა: 2027-05-01
საჩხერე 3
ივანე გომართელის ქ.2ა
ვადა: 2027-05-01
ტყიბული
რუსთაველის ქ.№1
ვადა: 2027-05-01
ქუთაისი 1
წმ. ნინოს ქ. №17
ვადა: 2027-05-01
ქუთაისი 2
ჭავჭავაძის ქ. №31
ვადა: 2027-05-01
ქუთაისი 3 (24სთ)
ფალიაშვილის ქ. №21
ვადა: 2027-05-01
ქუთაისი 4 (24სთ)
ბუხაიძის ქ. №4
ვადა: 2027-05-01
ქუთაისი 5 (24სთ)
ჭავჭავაძის ქ. №54
ვადა: 2027-05-01
ქუთაისი 6 (24სთ)
ავტომშენებლის ქ. №8/13
ვადა: 2027-05-01
ქუთაისი 7 (24სთ)
ი.აბაშიძის გამზ. №2/2
ვადა: 2027-05-01
ქუთაისი 8
ავტომშენებლის №34
ვადა: 2027-05-01
ქუთაისი 9
ჭავჭავაძის გამზ. №44
ვადა: 2027-05-01
ქუთაისი 10
ჭავჭავაძის ქ. 56
ვადა: 2027-05-01
ქუთაისი 11 (24სთ)
ასათიანის ქ. №147
ვადა: 2027-05-01
ქუთაისი 12 (24სთ)
დუმბაძის ქ. №48
ვადა: 2027-05-01
ქუთაისი 13 (24სთ)
თაბუკაშვილის ქ. №115
ვადა: 2027-05-01
ქუთაისი 14
მარი ბროსეს ქ. №1
ვადა: 2027-05-01
ქუთაისი 15 (24სთ)
ნიკეას ქუჩა, II შესახვევი, №8ე
ვადა: 2027-05-01
ქუთაისი 16
სულხან-საბას გამზ. №19
ვადა: 2027-05-01
ქუთაისი 17
გრიშაშვილის ქ. № 27
ვადა: 2027-05-01
ქუთაისი 18
აღმაშენებლის გამზ. №24
ვადა: 2027-05-01
ქუთაისი 19 (24სთ)
ნიკეას ქ, სკვერი სამხედრო ნაწილთან და ყოფილ სამხედრო ქალაქთან (ნაკვეთი 1)
ვადა: 2027-05-01
ქუთაისი 20 (24სთ)
გრ. აბაშიძის №3
ვადა: 2027-05-01
ქუთაისი 21
ვარლამიშვილის და წმ.ნინოს ქუჩის გადაკვეთა, ვარლამიშვილის #1 სახლის გადაკვეთაზე
ვადა: 2027-05-01
ქუთაისი 22
ფალიაშვილის ქ. №3
ვადა: 2027-05-01
ქუთაისი 23
ბუკიას ქ. №1
ვადა: 2027-05-01
ქუთაისი 24
ბუხაძის ქ #23ა
ვადა: 2027-05-01
ქუთაისი 25
რუსთაველის1/წერეთლის2
ვადა: 2027-05-01
ქუთაისი 26
ჭავჭავაძის გამზ.#67
ვადა: 2027-05-01
ხარაგაული
სოლომონ მეფის ქ.#33
ვადა: 2027-05-01
დიმი 1
ბაღდათის რ-ნი სოფელი დიმი
ვადა: 2027-05-01
ქუთაისი 27
ქ.ქუთაისი, ავტომშენებლის #43
ვადა: 2027-05-01
წყალტუბო 1 (24სთ)
იმერეთის მოედანი ბაზრობის მიმდ.ტერიტორია
ვადა: 2027-05-01
წყალტუბო 2
წყალტუბო. 9 აპრილის ქ #2ა
ვადა: 2027-05-01
გეგუთი 1
წყალტუბოს რ-ნი სოფელი გეგუთი მე-3 ქუჩა #2
ვადა: 2027-05-01
ჭიათურა 1
ნინოშვილის ქ. №6
ვადა: 2027-05-01
ჭიათურა 2 (24სთ)
აბაშიძის ქ. №3
ვადა: 2027-05-01
ჭიათურა 3
იაშვილის ქ. №4
ვადა: 2027-05-01
ჭიათურა 4
ჭიათურა, ნინოშვილის ქ. N18
ვადა: 2027-05-01
ხონი
თავისუფლების მოედანი
ვადა: 2027-05-01
ჩაქვი
ჩაქვი,თ/მეფის #33
ვადა: 2027-05-01
ხულო
ხულოს რაიონი, მ. აბაშიძის ქუჩა N18
ვადა: 2027-05-01
ბათუმი 2
ჭავჭავაძის ქ. №39
ვადა: 2027-05-01
ბათუმი 3 (24სთ)
გორგილაძის ქ. №53
ვადა: 2027-05-01
ბათუმი 4
აღმაშენებლის ქ. №20
ვადა: 2027-05-01
ბათუმი 5 (24სთ)
ბაგრატიონის ქ. №140ბ. 29-30
ვადა: 2027-05-01
ბათუმი 6
მაიაკოვსკის ქ. №11
ვადა: 2027-05-01
ბათუმი 7 (24სთ)
გორგასლის ქ. №149/151/153 გრიბოედოვის ქ. №29/31
ვადა: 2027-05-01
ბათუმი 8
ჭავჭავაძის ქ. №6
ვადა: 2027-05-01
ბათუმი 9
მაიაკოვსკის ქ. №11
ვადა: 2027-05-01
ბათუმი 10
თამარ–მეფის დასახლება ქ. №12ა
ვადა: 2027-05-01
ბათუმი 11
ბარათაშვილის №26
ვადა: 2027-05-01
ბათუმი 12
დ. თავდადებულის ქუჩა №11
ვადა: 2027-05-01
ბათუმი 13
ფრიდონ ხალვაშის გამზირი №356
ვადა: 2027-05-01
ბათუმი 14
ისრაფილ ჯინჭარაძის ქ. N1
ვადა: 2027-05-01
ბათუმი 15
ბესიკის ქ. N55
ვადა: 2027-05-01
ბათუმი 16 (24სთ)
ინასარიძის ქ. N3
ვადა: 2027-05-01
ბათუმი 17
პუშკინის ქ. # 124
ვადა: 2027-05-01
ბათუმი 18
ჯავახიშვილის ქ #65
ვადა: 2027-05-01
ბათუმი 20
ქ. ბათუმი, ავგიას ქ. N2
ვადა: 2027-05-01
ბათუმი 21
ვ.გორგასლის ქ.#84
ვადა: 2027-05-01
ბათუმი 22
ბათუმი, ჰ.აბაშიძის N64 (ხოზრევანიძის კლინიკასთან)
ვადა: 2027-05-01
ბათუმი 23
მაზნიაშვილის 68 / ჭავჭავაძის 18
ვადა: 2027-05-01
ბათუმი 25
აღმაშენებელის №1
ვადა: 2027-05-01
ბათუმი 24
ქ.ბათუმი, პუშკინის ქ. N162
ვადა: 2027-05-01
ბათუმი 26
ლეხ და მარია კაჩინსკების #1
ვადა: 2027-05-01
ქობულეთი 1 (24სთ)
აღმაშენებლის №3
ვადა: 2027-05-01
ქობულეთი 2
რუსთაველის №122
ვადა: 2027-05-01
აბაშა (24სთ)
თავისუფლების ქ. №50
ვადა: 2027-05-01
ბანძა
მარტვილის რ-ნი, სოფ. ბანძა
ვადა: 2027-05-01
ზუგდიდი 1
კიტიას ქ. №7
ვადა: 2027-05-01
ზუგდიდი 2
რუსთაველის ქ. №91
ვადა: 2027-05-01
ზუგდიდი 3 (24სთ)
გამსახურდიას გამზ. №23
ვადა: 2027-05-01
ზუგდიდი 4 (24სთ)
გამსახურდიას გამზ. №36
ვადა: 2027-05-01
ზუგდიდი 5 (24სთ)
რუსთაველის ქ. №99
ვადა: 2027-05-01
ზუგდიდი 6
თამარ მეფის ქ. №18
ვადა: 2027-05-01
ზუგდიდი 7 (24სთ)
ზუგდიდი კ.გამსახურდიას 219
ვადა: 2027-05-01
მარტვილი 1 (24სთ)
თავისუფლების ქ. №16
ვადა: 2027-05-01
მარტვილი 2
თავისუფლების ქ. №14
ვადა: 2027-05-01
მარტვილი 3
კოსტავას №1 თამარ მეფის №5
ვადა: 2027-05-01
მესტია
სეტის მოედანი №12
ვადა: 2027-05-01
სენაკი 1 (24სთ)
რუსთაველის №172
ვადა: 2027-05-01
სენაკი 2 (24სთ)
რუსთაველის №110
ვადა: 2027-05-01
სენაკი 3
ჭავჭავაძის №87
ვადა: 2027-05-01
სენაკი 4
ჭავჭავაძის №123
ვადა: 2027-05-01
ფოთი 1 (24სთ)
რუსთაველის რკალი №24
ვადა: 2027-05-01
ფოთი 2
ფარნავაზ მეფის ქ. №7
ვადა: 2027-05-01
ფოთი 3
გურიის ქ. #210
ვადა: 2027-05-01
ჩხოროწყუ 1 (24სთ)
აღმაშენებლის ქ. №12
ვადა: 2027-05-01
ჩხოროწყუ 2
გობეჩიას ქ. N 3/5
ვადა: 2027-05-01
წალენჯიხა 1
გამსახურდიას ქ. №5
ვადა: 2027-05-01
წალენჯიხა 2
სალიას ქუჩა
ვადა: 2027-05-01
ხობი
შარტავას ქ. №3
ვადა: 2027-05-01
ჯვარი
ლემონჯავას (ყოფილი ჯიქიას) ქ.№13
ვადა: 2027-05-01