ზენტელი 400მგ #1ტ
გააზიარე:
ზენტელი
ZENTEL
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
ტაბლეტები: შეფუთვაში 1 ც.
ტაბლეტის შეიცავს: ალბენდაზოლი – 400 მგ.
პერორალური სუსპენზია ფორთოხლის არომატით: ფლაკონში 10 მლ.
10 მლ სუსპენზია შეიცავს: ალბენდაზოლი – 400 მგ.
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ანტიჰელმინთური და ანტიპროტოზოული საშუალება.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ზენტელი (ალბენდაზოლი) წარმოადგენს მოქმედების ფართო სპექტრის მქონე ანტიპარაზიტულ პრეპარატს, რომელიც გამოიყენება ინტესტინული და ქსოვილოვანი პარაზიტებით – Enterobius vermicularis, Askaris lumbricoides, Trichuris trichiura, Ankylostoma duodenale, Necator Americanus, Strongyloides stercoralis, Hymenolepis nana, Taenia spp., Giardia intestinalis – გამოწვეული როგორც მონო-, ისე შერეული ინვაზიების სამკურნალოდ.
ჩვენებები
– ნემატოდოზები (ასკარიდოზი, ენტერობიოზი, ანკილოსტომიდოზი, ნეკატოროზი, ტრიქოცეფალოზი);
– სტრონგილოიდოზი;
– ნეიროცისტიცერკოზი, გამოწვეული Taenia solium-ის ლენტური ფორმით;
– ღვიძლის, ფილტვების, პერიტონეუმის ექინოკოკოზი, გამოწვეული Echinococcus granulosus-ის ლენტური ფორმით;
– ლამბლიოზი;
– ტოქსოკაროზი;
– როგორც დამხმარე საშუალება ექინოკოკური კისტის ქირურგიული მკურნალობის დროს.
დოზირების რეჟიმი
პრეპარატი მიიღება პერორალურად, არ საჭიროებს სხეულის მასის განსაზღვრას და დოზის დადგენას წონის მიხედვით; არ საჭიროებს უზმოზე მიღებას ან საფაღარათო საშუალებების მიღებას.
პრეპარატი ინიშნება 1 წლიდან.
ენტერობიოზი
დღიური დოზა
1-2 წლის ასაკის ბავშვები: 200 მგ, ანუ 4% ორალური სუსპენზიის 5 მლ (10 მლ ფლაკონის 1/2).
მოზრდილები და 2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: 400 მგ, ანუ 4% ორალური სუსპენზიის 10 მლ (1 ფლაკონი) ან ზენტელი ტაბლეტი 400 მგ.
მკურნალობის ხანგრძლივობა: ერთჯერადი დოზა.
ასკარიდოზი, ანკილოსტომოზიტრიქოცეფალოზი
დღიური დოზა
1-2 წლის ასაკის ბავშვები: 200 მგ, ანუ 4% ორალური სუსპენზიის 5 მლ (10 მლ ფლაკონის 1/2).
მოზრდილები და 2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: 400 მგ, ანუ 4% ორალური სუსპენზიის 10 მლ (1 ფლაკონი) ან ზენტელი ტაბლეტი 400 მგ.
მკურნალობის ხანგრძლივობა: ერთჯერადი დოზა.
Anguillula ინვაზიატენიაზი (სხვაპარაზიტულინვაზიებთანასოცირებული)
დღიური დოზა
მოზრდილები და 2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: 400 მგ, ანუ 4% ორალური სუსუპენზიის 10 მლ (1 ფლაკონი) ან ზენტელი ტაბლეტი 400 მგ.
მკურნალობის ხანგრძლივობა: 1 დოზა დღეში ერთხელ, 3 დღის განმავლობაში.
ლამბლიოზი
დღიური დოზა
ბავშვები: 400 მგ, ანუ 4% ორალური სუსპენზიის 10 მლ (1ფლაკონი) ან ზენტელი ტაბლეტი 400 მგ.
მკურნალობის ხანგრძლივობა: 1 დოზა დღეში ერთხელ, 5 დღის განმავლობაში.
ტრიქინელოზი
ბავშვები: 15 მგ/კგ/დღეში, ორ დოზად გაყოფილი.
მოზრდილები: 800 მგ/დღეში, ორ დოზად გაყოფილი.
მკურნალობის ხანგრძლივობა: 1 დოზა დილით და საღამოს 10-15 დღის განმავლობაში.
გვერდითი მოვლენები
საჭმლისმომნელებელისისტემისმხრივ
ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, ღებინება, ღვიძლის ფერმენტების – ტრანსამინაზების აქტივობის მცირე ან ზომიერი მომატება.
ცენტრალურინერვულისისტემისმხრივ
თავის ტკივილი, თავბრუსხვევა.
დერმატოლოგიურირეაქციებიხანგრძლივიმკურნალობისდროს
შექცევადი ალოპეცია, კანზე გამონაყარი, ქავილი.
სხვა
ალერგიული რეაქციები.
უკუჩვენებები
მომატებული მგძნობელობა პრეპარატის და ბენზიმინდაზოლის ჯგუფის სხვა პრეპარატების მიმართ.
ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობის დროს.
ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის დანიშვნის აუცილებლობის შემთხვევაში უნდა გადაწყდეს საკითხი ლაქტაციის შეწყვეტის შესახებ.
შენახვის პირობები
ტაბლეტები ინახება არა უმეტეს 30°C ტემპერატურაზე; სუსპენზია ინახება არა უმეტეს 30°C ტემპერატურაზე და მზის პირდაპირი სხივებისაგან დაცულ ადგილას.