აციკლოვ.ჰერპევირ-კმპ2.5%5გ მალ

აციკლოვ.ჰერპევირ-კმპ2.5%5გ მალ

8.24 ლარი 7.00 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
ქვეყანა: უკრაინა
მწარმოებელი: კიევმედპრეპარატი
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: აციკლოვირი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 29857
გააზიარე:

ჰერპევირი

(HERPEVIR)

შემადგენლობა.............. .................. ................. .................... .................... ........................ მოქმედი ნივთიერება: acyclovir;

1გ მალამო შეიცავს აციკლოვირს 100% ზე გადაანგარიშებით 25 მგ ნივთიერებას;

დამხმარე ნივთიერებები: პროპილენგლიკოლი, პროქსანოლი 268, პოლიეთილენის ოქსიდი 400, ემულგატორი N 1. .................. ................. .................... .................... ........................ ........

წამლის ფორმა

მალამო

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:ერთგვაროვანი მალამო თეთრი ფერის სუსტი სპეციფიური სუნით .................. ................. .................... .................... ........................ ......................... .................... .................... ........................ ........

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ვირუსის საწინააღმდეგო საშუალებები.

თქკოდი: D06BB03

 

ფარმაკოლოგიურითვისებები

ფარმაკოდინამიკა

აციკლოვირი არის ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი, რომელსაც გააჩნია მაღალი აქტივობა in vitro მარტივი ჰერპესის I და  II  ტიპის ვირუსის წინააღმდეგ. ტოქსიკური მოქმედება მასპინძელი ორგანიზმის უჯრედების მიმართ მინიმალურია. ჰერპესის ვირუსის მიერ ინიცირებულ უჯრედებში მოხვედრისას, აციკლოვირი ფოსფორილირდება აქტიურ შენაერთამდე  – აციკლოვირის ტრიფოსფატამდე. ამ პროცესის პირველი ეტაპი დამოკიდებულია  ვირუსით კოდირებული თიმიდინკინაზას არსებობაზე. აციკლოვირის ტრიფოსფატი მოქმედებს როგორც ინჰიბიტორი და სუბსტრატი ვირუსული დნმ-პოლიმერაზისთვის, ვირუსული დნმ-ს მომდევნო სინთეზის თავიდან აცილებით, ჩვეულებრივ უჯრედულ პროცესებზე ზემოქმედების გარეშე.

ფარმაკოკინეტიკა

აციკლოვირის სისტემური აბსორბციის დონე  ჰერპევირის მალამოს განმეორებითი ადგილობრივი გამოყენების შემდეგ მინიმალურია.

 

კლინიკური მახასიათებლები

ჩვენებები

ტუჩებისა და სახის ინფექციები, გამოწვეული მარტივი ჰერპესის ვირუსით (Herpes  labialis).

 

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა აციკლოვირის, ვალაციკლოვირის, პროპილენგლიკოლის და მალამოს სხვა კომპონენტების  მიმართ.

 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედებების სხვა სახეობები

ურთიერთქმედება გამოვლენილი არ არის.

 

გამოყენების თავისებურებები

მალამო გამოიყენება ჰერპესის სამკურნალოდ მხოლოდ ტუჩებსა და სახეზე.

არ არის რეკომენდებული მალამოს გამოყენება პირის ღრუს ლორწოვან გარსზე, თვალებზე და აგრეთვე, მისი გამოყენება გენიტალური ჰერპესის სამკურნალოდ.

მოერიდეთ მალამოს შემთხვევით მოხვედრას თვალებში.

Herpes Labialis განსაკუთრებით მწვავე პერიოდულად გამოვლინების მქონე პირებმა უნდა მიმართონ ექიმს. ტუჩების ჰერპესის მქონე პირები უნდა გაუფრთხილდნენ  კონტაქტით ვირუსის სხვა ადამიანებზე გადაცემას, განსაკუთრებით ღია დაზიანებების არსებობის შემთხვევაში (მაგალითად, დაიბანონ ხელები მალამოს გამოყენებამდე და მისი გამოყენების შემდეგ). არ არის რეკომენდებული გამოყენება იმუნოდეფიციტის მქონე პირებისთვის. ასეთ პირებს ესაჭიროებათ ექიმის კონსულტაცია ნებისმიერი ინფექციის მკურნალობასთან მიმართებაში. .................. ................. .................... .................... ........................ ........

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში

ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის პრეპარატის გამოყენება რეკომენდებულია მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც სარგებლობა, ექიმის თვალსაზრისით, აღემატება რისკს.

 

ზემოქმედების უნარი ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის რეაქციის  სისწრაფეზე. .................. ................. .................... .................... ........................ ........

მონაცემები არ მოიპოვება.

 

გამოყენების წესი და დოზები

პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის.

12 წლიდან ბავშვებმა და მოზრდილებმა მალამო ჰერპევირი უნდა დაიტანონ დღეღამეში 5-ჯერ დაახლოებით 4-საათიანი ინტერვალებით, გარდა ღამის საათებისა. მნიშვნელოვანია, რომ მკურნალობა დაიწყოს რაც შეიძლება სწრაფად ინფექციის დასაწყისშივე, უკეთესია – პროდრომული პერიოდის დროს ან ერითერმის სტადიაზე. მკურნალობის დაწყება შესაძლებელია  გვიან  – პაპულას ან ბუშტის სტადიებზეც. მკურნალობა უნდა გრძელდებოდეს მინიმუმ 4 დღის განმავლობაში. თუ შეხორცება არ მოხდა, მკურნალობის გაგრძელება შეიძლება 10 დღემდე. თუ დაავადების სიმპტომები არ ქრება 10 დღიანი მკურნალობის შემდეგ, ავადმყოფმა უნდა მიმართოს ექიმს. საჭიროა ხელის დაბანა მალამოს გამოყენებამდე და გამოყენების შემდეგ, და თავის არიდება დაზიანებულ უბნებზე ზედმეტი ხახუნისგან ან პირსახოცით შეხებისგან, ინფექციის გართულების ან გადაცემის პრევენციის მიზნით.

 

ბავშვები

12 წლამდე ბავშვებში პრეპარატის გამოყენების  უსაფრთხოების შესახებ მონაცემები საკმარისი არ არის, ამიტომ რეკომენდებულია პრეპარატის გამოყენება  ბავშვებისთვის 12 წლის ზევით.

 

ჭარბი დოზირება

მალამოს მთელი ტუბის შემთხვევითი პერორალური ან ადგილობრივი გამოყენებისას მინიმალური სისტემური მოქმედების გამო არასასიკეთო მოქმედება ნაკლებად სავარაუდოა. ჭარბ დოზირებაზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში, საჭიროა მიმართოთ სამედიცინო დახმარებას.

 

გვერდითი რეაქციები

ზოგიერთ პაციენტს მალამოს გამოყენებისას შიძლება გაუჩნდეს დროებითი გარდამავალი მწვავე ან მწველი ტკივილი. პაციენტების დაახლოებით 5% -ში შესაძლებელია კანის უმნიშვნელო გამოშრობა და აქერცვლა. ასევე პაციენტების მცირე ნაწილში შესაძლებელია ერითემა (სიწითლე) და ქავილი. ძალიან იშვიათად აღინიშნებოდა კონტაქტური დერმატიტის შემთხვევები აციკლოვირის პრეპარატების ადგილობრივი გამოყენების შემდეგ, და ხშირ შემთხვევებში ეს უკავშირდება მალამოს ფუძის კომპონენტებს, და არა აციკლოვირს. მოიპოვება ერთეული ცნობები დაუყოვნებლივი ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების შესახებ, ანგიონევროტული შეშუპების ჩათვლით, აციკლოვირის ადგილობრივი გამოყენების შედეგად.

 

ვარგისობის ვადა

5 წელი.

 

შენახვის პირობები

შენახულ იქნას ორიგინალურ შეფუთვაში ტემპერატურაზე არაუმეტეს 25°C. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

 

შეფუთვა

5 გ ან 15 გ ტუბში, 1 ტუბი შეკვრაში.

 

გაცემის რეჟიმი

ფარმაცევტულიპროდუქტისჯგუფი -III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

 

მწარმოებელი

 საჯარო სააქციო საზოგადოება „კიევმედპრეპარატი“.

 

მწარმოებლის ადგილმდებარეობა და მისი საქმიანობის განხორციელების ადგილის მისამართი

უკრაინა, 01032, ქ.კიევი, საკსაგანსკის ქუჩა,139.