კლავომედი 1000მგ #10ტ
გააზიარე:
კლავომედი 1000მგ
CLAVOMED
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება
ამოქსიცილინი + კლავულანის მჟავა
Amoxicillin + Clavulanic acid
წამლის ფორმა
შემოგარსული ტაბლეტები.
აღწერილობა: კაფსულის ფორმის თეთრი ფერის ტაბლეტები გრავირებით „Clavomed“ ცალ მხარეს და გამყოფი ნაჭდევით მეორე მხარეს.
შემადგენლობა
თითოეული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს
აქტიური ნივთიერებები: ამოქსიცილინი (ტრიჰიდრატის ფორმით) 875 მგ,
კლავულანის მჟავა (კალიუმის მარილის ფორმით) 125 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, გასუფთავებული ტალკი, მაგნიუმის სტეარატი.
გარსის შემადგენლობა: ჰიპრომელოზა (E15), ეთილცელულოზა, ტიტანის დიოქსიდი, პროპილენგლიკოლი.
ათქ კოდი: J01CR02.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიმიკრობული პრეპარატები სისტემური გამოყენებისათვის.
ფართო სპექტრის ანტიბიოტიკი ნახევრადსინთეზური პენიცილინების ჯგუფიდან კომბინაციაში β-ლაქტამაზების ინჰიბიტორთან - კლავულანის მჟავასთან.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ამოქსიცილინი - ფართო სპექტრის ანტიბიოტიკი ნახევრადსინთეზური პენიცილინების ჯგუფიდან, აქტიურია მრავალი გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ.
კლავულანის მჟავა - β-ლაქტამური ნაერთი, გააჩნია β-ლაქტამაზების (ფერმენტები, რომლებსაც ჩვეულებრივ პენიცილინებისა და ცეფალოსპორინების მიმართ რეზისტენტული მიკროორგანიზმები აპროდუცირებენ) ფართო სპექტრის ინაქტივირების უნარი. კლავომედის შემადგენლობაში კლავულანის მჟავის არსებობა ამოქსიცილინს იცავს β-ლაქტამაზების დამაზიანებელი მოქმედებისაგან და აფართოებს მის ანტიბაქტერიული აქტივობის სპექტრს მასში პენიცილინებისა და ცეფალოსპორინების მიმართ ჩვეულებრივ რეზისტენტული მიკროორგანიზმების ჩართვით.
კლავომედი ეფექტურია შემდეგი მიკროორგანიზმების მიმართ:
- გრამდადებითი აერობული მიკროორგანიზმები: Bacillus anthracis, Corynebacterium spp., Enterococcus faecalis, Enterococcus faecium, Listeria monocytogenes, Nocardia asteroides, Staphylococcus aureus, კოაგულაზონეგატიური სტაფილოკოკები ((Staphylococcus epidermidis-ის ჩათვლით), Streptococcus spp. (Streptococcus agalactiae, Streptococcus pneumoniae, Streptococcus pyogenes, Streptococcus viridans -ის ჩათვლით);
- გრამდადებითი ანაერობული მიკროორგანიზმები: Clostridium spp., Peptococcus spp., Peptostreptococcus spp.;
- გრამუარყოფითი აერობული მიკროორგანიზმები: Bordetella pertussis, Brucella spp., Escherichia coli, Gardnerella vaginalis, Haemophilus influenzae, Helicobacter pylori, Klebsiella spp., Legionella spp., Moraxella catarrhalis (Branhamella catarrhalis), Neisseria gonorrhoeae, Neisseria meningitidis, Pateurella multocida, Proteus mirabilis, Proteus vulgaris, Salmonella spp., Shigella spp., Vibrio cholerae, Yersinia enterocolitica;
- გრამუარყოფითი ანაერობული მიკროორგანიზმები: Bacteroides spp. (Bacteroides fragilis-ის ჩათვლით), Fucobacterium spp.;
- სხვა მიკროორგანიზმები: Borrelia burgdorferi, Chlamydia spp., Leptospira icterohaemorrhagiae, Treponema pallidum.
ფარმაკოკინეტიკა
შიგნით მიღების შემდეგ პრეპარატის ორივე კომპონენტი კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სწრაფად აბსორბირდება. ამოქსიცილინისა და კლავულანის მჟავის ნახევარგამოყოფის პერიოდი 1-1.5 საათს შეადგენს.
გამოყენების ჩვენებები
პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადებები:
- ზედა სასუნთქი გზებისა და ლორ-ორგანოების ინფექციები (მწვავე და ქრონიკული სინუსიტი, მწვავე და ქრონიკული ტონზილიტი, მწვავე და ქრონიკული შუა ოტიტი, რეტროფარინგეალური აბსცესი);
- ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები (მ.შ., ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება, პნევმონია და ბრონქოპნევმონია, პლევრის ემპიემა);
- საშარდე გზების ინფექციები (მ.შ.,ცისტიტი, ურეთრიტი, პიელონეფრიტი);
- სასქესო ორგანოების ინფექციები (მ.შ., სალპინგიტი, სალპინგოოოფორიტი, ენდომეტრიტი, სეპტიური აბორტი, პელვიოპერიტონიტი);
- სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები (მ.შ., გონორეა, შანკროიდი);
- კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები (ფურუნკულოზი, აბსცესი, ცელულიტი, ჭრილობის ინფექცია, ფლეგმონა);
- ძვლებისა და სახსრების ინფექციები (მ.შ., ქრონიკული ოსტეომიელიტი);
- სანაღვლე გზების ინფექციები (ქოლეცისტიტი, ქოლანგიტი);
- სხვა შერეული ინფექციები, მაგალითად, სამეანო სეფსისი, ინტრააბდომინალური ინფექციები;
- ოდონტოგენური ინფექციები (მ.შ., დენტოალვეოლური აბსცესი);
- ინფექციის პროფილაქტიკა ქირურგიული ჩარევებისას;
- ცხოველებისა და ადამიანის ნაკბენები.
უკუჩვენებები
- სიყვითლე ან ანამნეზში ღვიძლის ფუნქციის დარღვევა პრეპარატის გამოყენების ფონზე;
- ჰიპერმგრძნობელობა β-ლაქტამური ანტიბიოტიკების მიმართ (მ.შ., პენიცილინებისა და ცეფალოსპორინების მიმართ).
განსაკუთრებული მითითებები
ჯვარედინი მგრძნობელობის შესაძლო განვითარების გამო სიფრთხილით ენიშნებათ იმ პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებათ ალერგიული რეაქციები ცეფალოსპორინებზე, პენიცილინებზე და სხვა ალერგენებზე.
კლავომედის გამოყენებას უნდა ვერიდოთ ინფექციურ მონონუკლეოზზე ეჭვის არსებობისას, ვინაიდან ასეთ შემთხვევებში ამოქსიცილინმა შეიძლება გამოიწვიოს გამონაყარი კანზე, რაც დაავადების დიაგნოსტიკას ართულებს.
სიფრთხილით გამოიყენება ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში.
ამოქსიცილინის მაღალი დოზებით გამოყენებისას რეკომენდებულია საკმარისი რაოდენობით სითხის მიღება და ადეკვატური დიურეზის შენარჩუნება ამოქსიცილინის კრისტალების წარმოქმნის ალბათობის შესამცირებლად.
პრეპარატით ხანგრძლივი თერაპიის დროს რეკომენდებულია სისხლწარმოქმნის, თირკმელების, ღვიძლის ფუნქციების პერიოდული კონტროლი.
ზეგავლენა ავტოტრანსპორტის მართვისა და ტექნიკასთან მუშაობის უნარზე
კლავომედი არ მოქმედებს ავტომობილის მართვისა და იმ სამუშაოთა შესრულების უნარზე, რომლებიც საჭიროებენ ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.
გვერდითი მოქმედება
გვერდითი ეფექტები უმეტეს შემთხვევაში სუსტად გამოხატულია და შექცევად ხასიათს ატარებენ.
სისხლმბადი სისტემის მხრივ: ზოგჯერ პრეპარატის ზემოქმედების შედეგად აღინიშნება სისხლის ანალიზის მაჩვენებლების ხანმოკლე ცვლილებები.
ალერგიული რეაქციები: ქავილი, გამონაყარი კანზე, მგრძნობიარე პაციენტებში შესაძლებელია დაუყოვნებელი ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების განვითარება. ალერგიული დერმატიტის ნებისმიერი ფორმის განვითარების შემთხვევაში კლავომედით მკურნალობა უნდა შეწყდეს.
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: ზოგჯერ – თავბრუსხვევა, თავის ტკივილი; იშვიათად – შექცევადი ჰიპერაქტივობა.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: დიარეა, ღებინება (უფრო ხშირად პრეპარატის მაღალი დოზებით მიღებისას), გულისრევა; ზოგჯერ – დისპეფსია.
შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: კრისტალურია.
მიკრობიოლოგიური მოქმედებით განპირობებული ეფექტები: ზოგჯერ – ლორწოვანი გარსების კანდიდოზი; ძალიან იშვიათად – ფსევდომემბრანოზული და ჰემორაგიული კოლიტი.
გამოყენების წესი და დოზები
ოპტიმალური აბსორბციისათვის და საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ შესაძლო გვერდითი ეფექტების შესამცირებლად კლავომედის გამოყენება რეკომენდებულია ჭამის წინ, დაუღეჭავად, მცირე რაოდენობით წყლის მიყოლებით.
დოზირების რეჟიმის დადგენა ხდება ინდივიდუალურად პაციენტის ასაკის, სხეულის წონის, თირკმელების ფუნქციის, აგრეთვე, ინფექციის სიმძიმის ხარისხის მიხედვით.
კლინიკური სიტუაციის გადახედვის გარეშე მკურნალობის გაგრძელება 14 დღეზე მეტ ხანს არ შეიძლება.
ბავშვები 12 წლამდე ასაკის ან 40 კგ-მდე სხეულის წონით:
1.0 გ-იანი ტაბლეტების გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ განსაკუთრებული ჩვენებებით ექიმის კონტროლის ქვეშ.
მოზრდილები და ბავშვები 12 წელზე უფროსი ასაკის ან 40 კგ-ზე მეტი სხეულის წონით:
1 ტაბლეტი ორჯერ დღე-ღამეში.
პაციენტებისათვის თირკმლის მძიმე უკმარისობით (კრეატინინის კლირენსი 10-30 მლ/წთ) დოზა ადეკვატურად უნდა შემცირდეს ან გახანგრძლივდეს მიღებათა შორის ინტერვალი:
კრეატინინის კლირენსი | > 30 | 30 - 10 | < 10 |
მიღებათა შორის ინტერვალი | 8 საათი | 12 საათი | 24 საათი |
პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევებით:
მკურნალობა ტარდება სიფრთხილით, რეგულარულად ხორციელდება ღვიძლის ფუნქციის მონიტორინგი. პაციენტთა ამ კატეგორიისათვის დოზირების რეჟიმის კორექციისათვის მონაცემები არასაკმარისია.
ხანდაზმული პაციენტები:
დოზის კორექცია საჭირო არ არის.
ჭარბი დოზა
სიმპტომები: შესაძლებელია წყალ-ელექტროლიტური ბალანსის და კუჭ-ნაწლავის დარღვევები.
აღწერილია ამოქსიცილინური კრისტალურია, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში იწვევს თირკმლის უკმარისობის განვითარებას.
მკურნალობა: სიმპტომური თერაპიის ჩატარება, წყალ-ელექტროლიტური ბალანსის კორექცია. კლავომედი სისხლიდან ჰემოდიალიზის მეშვეობით გამოიყოფა.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
კლავომედისა და პრობენეციდის ერთად გამოყენება რეკომენდებული არ არის. პრობენეციდი ამცირებს ამოქსიცილინის მილაკოვან სეკრეციას, რაც იწვევს სისხლში ამოქსიცილინის, მაგრამ არა კლავულანის მჟავის, დონის მომატებასა და პერსისტენციას.
ალოპურინოლისა და ამოქსიცილინის კომბინირებისას შესაძლებელია ალერგიული რეაქციების განვითარების რისკის მომატება.
მოქმედების ფართო სპექტრის მქონე სხვა ანტიბიოტიკების მსგავსად კლავომედს შეუძლია პერორალური კონტრაცეპტივების ეფექტურობის შემცირება.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
კლავომედის გამოყენება ორსულობის დროს შეიძლება. კლავომედის მავნე (ტერატოგენული) ზემოქმედება ნაყოფზე არ გამოვლენილა.
როგორც ამოქსიცილინი, ასევე კლავულანის მჟავა უმნიშვნელო რაოდენობით აღწევს დედის რძეში, ამიტომ ლაქტაციის პერიოდში კლავომედის გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილით.
გამოშვების ფორმა
შემოგარსული ტაბლეტები.
5 ტაბლეტი ბლისტერში. 1 ბლისტერი ალუმინის ფოლგის პაკეტში.
2 პაკეტი ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს 250ჩ ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა
2 წელი წარმოების თარიღიდან.
ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება არ შეიძლება.
გაცემის პირობები
რეცეპტით.
მწარმოებელი
კლავომედი წარმოადგენს კომპანიის „ვორლდ მედიცინ“ (ინგლისი) სავაჭრო მარკას.
დამზადებულია „ლაბორატორია ბეილი-კრეატ“-ის მიერ (საფრანგეთი) (შმენ დე ნუიზმენ Z.I. დე 150 არპენ, 28500 ვერნუიე - საფრანგეთი) “მედრაიკ”-ის (ინგლისი) ლიცენზიით.