ლუგოლის ხსნარი გლიცერინით 25მლ
გააზიარე:
ლუგოლის ხსნ.გლიცერინით 25მლ
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ყელის დაავადებების სამკურნალო პრეპარატი . ანტისეპტიკი
ფარმაკოლოგიური თვისებები:
იოდი აჰალოგენირებს და ჟანგავს მიკროორგანიზმების ცხოველქმედებისთვის მნიშვნელოვანსტუქტურებს , შესაბამისად მას გააჩნია ბაქტერიციდული , სპოროციდული , პროტოზოოციდული დავირუსოციდული მოქმედება . იგი სწრაფად მოქმედებს . იოდი რეაგირებს არაუჯრედულ ორგანულნაერთებთან , მაგალითად , როგორიც არის მკვდარი მიკროორგანიზმები და ცილები , თუმცა ასეთირეაქციების შედეგად წარმოიქმნება კომპლექსები და იოდის ბაქტერიციდული მოქმედება ხდება სუსტი და( ან ) უმნიშვნელო .
კალიუმის იოდიდი აუმჯობესებს იოდის იონების განზავებას წყალში . გარდა ამისა , იოდიდის იონებიგამოიყენება ჰიპერთირეოზის სამკურნალოდ , აფერხებს რადიოაქტიული იოდის დაგროვებას ფარისებრჯირკვალში , ენდემური ჩიყვის მკურნალობისთვის და სასუნთქ გზებში არსებული სეკრეტისგასათხელებლად .
გლიცერინი ხელს უშლის სითხის შეკავებას სასუნთქ გზებში , შესაბამისად ეს აქვეითებს ქსოვილებისშეშუპებას , ხოლო კანის ზედაპირზე და ლორწოვან გარსზე წარმოქმნის დამცავ ფენას .
ჩვენება:
ლორწოვანი გარსის ( პირის ღრუს , ხახის და ხორხის ) ინფექციურ - ანთებითი დაავადებები .
უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა იოდის ან პრეპარატში შემავალი ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ .
გვერდითი მოვლენები :
ლორწოვანი გარსის სავარაუდო გაღიზიანება . ძალიან იშვიათად ვლინდება ალერგიული რეაქციები (სურდო , ანგიონევროზული შეშუპება , ჩვეულებრივი ფერისმჭამელები , სანერწყვე ჯირკვლების შეშუპება). თუ მედიკამენტი მიიღება დიდი ხნის განმავლობაში , ასეთ შემთხვევაში მოსალოდნელია ფარისებრიჯირკვლის და ჰიპოფიზის ფუნქციის დათრგუნვა .
განსაკუთრებული სიფრთხილით :
ფარისებრი ჯირკვლის დაავადების მქონე პაციენტებმა სიფრთხილით უნდა გამოიყენონ იოდის შემცველიპრეპარატები . დაუშვებელია პრეპარატის მოხვედრა თვალებში . თუ ასე მოხდა , ასეთ შემთხვევაშითვალები უნდა ჩამოიბანოს წყლის დიდი რაოდენობით .
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი :
სამკურნალო პრეპარატი მიეკუთვნება ` დ ~ კატეგორიას ( პრეპარატი სახიფათოა ნაყოფისთვის , თუ იგიმიიღება 1 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში ). იოდი გადადის დედის რძეში , რის გამოც შესაძლებელიადაითრგუნოს ახალშობილის და ჩვილის ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია .
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან :
იოდის ინაქტივაცია ხდება ნატრიუმის თიოსულფატით . პრეპარატში შემავალი იოდი ჟანგავს მეტალებს ,ამის გამო იგი აფუჭებს ლითონის ინსტრუმენტებს .
ლუგოლის შიგნით მიღების შემთხვევაში შესაძლებელია დაითრგუნოს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციისდამთრგუნველი პრეპარატების მოქმედება , აგრეთვე შესაძლებელია შეიცვალოს ფარისებრი ჯირკვლისფუნქციური მაჩვენებლები .
ლუგოლის ხსნარმა შესაძლებელია გააძლიეროს ზოგიერთი პრეპარატის გამაღიზიანებელი მოქმედება ,მაგალითად აცეტილსალიცილის მოქმედება კუჭის ლორწოვან გარსზე .
დოზის გადაჭარბება :
ლუგოლის ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია განვითარდეს ადგილობრივი გაღიზიანებისნიშნები . თუ გამიზნულად ან შემთხვევით მოხდა ლუგოლის სპრეის დოზის გადაჭარბება , ასეთშემთხვევაში მის ანტიდოტს წარმოადგენს ნატრიუმის თიოსულფატი ან სხვა სუსტი ტუტე ხსნარები .
შენახვის პირობები :
ინახება ოთახის ტემპერატურაზე , ბნელ და ბავშვებისთვის მიუწვდომელადგილას .
გამოშვების ფორმა :
50 მლ პრეპარატი მუქი მინის ფლაკონში , რომელიც დახურულია დოზატორიანი სახურავით .
ვარგისიანობის ვადა:
2 წელი
აფთიაქიდან გაცემის წესი:
ურეცეპტოდ










