კოზაარი 50მგ #14ტ
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
COZAAR
სავაჭრო დასახელება: კოზაარი
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ლოზარტანი, Lozartan
სამკურნალო ფორმა: გარსით დაფარული ტაბლეტები
შემადგენლობა:
თითოეული გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:
ტაბლეტის ბირთვი: აქტიური ნივთიერება: კალიუმის ლოზარტანი _ 50მგ; დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, წყლიანი ლაქტოზა, გაჟელატინებული სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი.
ტაბლეტის გარსი: ჰიპროლოზა, ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი, კარნაუბის ცვილი.
აღწერილობა: თეთრი ფერის, ოვალური, გარსით დაფარული ტაბლეტები. ერთ მხარეზე ნაზოლით, მეორე მხარეზე გრავირებით ,,952”
ფარმაცევტიული ჯგუფი:
ანგიოტენზინ II-ის რეცეპტორების ანტაგონისტი.
კოდი ათქ: C09CA01
ფარმაკოლოგიური თვისებები:
მოქმედების მექანიზმი:
ანგიოტენზინ II წარმოადგენს ძლიერ ვაზოკონსტრიქტორს, რენინ-ანგიოტენზინური სისტემის მთავარ აქტიურ ჰორმონს, აგრეთვე გადამწყვეტ პათოფიზიოლოგიურ რგოლს არტერიალური ჰიპერტენზიის განვითარებაში. ლოზარტანი მაღალეფექტურია შიგნით მიღებისას, არის _ ანგიოტენზინი II-ის (ტიპი AT1) რეცეპტორების ანტაგონისტი. ანგიოტენზინ II შერჩევით უკავშირდება AT1_ რეცეპტორებს, რომლებიც არიან ბევრ ქსოვილებში (სისხლძარღვთა გლუვ-კუნთოვან ქსოვილებში, თირკმელზედა ჯირკვალში, თირკმელებში, გულში) და ასრულებს რამოდენიმე მთავარ ბიოლოგიურ ფუნქციას, ვაზოკონსტრიქციის და ალდოსტერონის გამოთავისუფლების ჩათვლით. Aანგიოტენზინ II აგრეთვე ახდენს გლუვ-კუნთოვანი უჯრედების ზრდის სტიმულირებას. ლოზარტანი და მისი ფარმაკოლოგიურად აქტიური მეტაბოლიტი (E-3174), როგორც ინ ვიტრო ისე ინ ვივო ახდენს ანგიოტენზინ II-ის ყველა ფიზიოლოგიური ეფექტის ბლოკირებას, მისი წყაროსა და სინთეზის გზებისაგან დამოუკიდებლად. განსხვავებით ანგიოტენზინ II-ის ზოგიერთი პეპტიდური ანტაგონისტისაგან, ლოზარტანს არ გააჩნია აგონისტის ეფექტები.
ლოზარტანი შერჩევით უკავშირდება AT1_ რეცეპტორებს და არ უკავშირდება და არ აბლოკირებს სხვა ჰორმონების რეცეპტორებს და იონურ არხებს, რომლებიც ასრულებენ მთავარ როლს გულ-სისხლძარღვთაი სისტემის ფუნქციის რეგულაციაში. გარდა ამისა ლოზარტანი არ ახდენს ანგიტენზინ-გადრამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბირებას, რომელიც ხელს უყწობს ბრადიკინინის დეგრადაციას. აქედან გამომდინარე, ეფექტები, არ არიან პირდაპირ კავშირში AT1_ რეცეპტორების ბლოკადასთან, კერძოდ ეფექტების გაძლიერება, რომლებიც უკავშირდება ბრადიკინინის ზემოქმედებას ან შეშუპებების განვითარება (ლოზარტანი 1,7%, პლაცებო 1,9%), არაა დაკავშირებული ლოზარტანის მოქმედებასთან.
ფარმაკოდინამიკა:
არტერიული ჰიპერტენზიით დაავადებული პაციენტების ხანგრძლივი ვადით (6-კვირიანი) ლოზარტანის 100მგ/დღეში დოზით, მკურნალობისას აღინიშნებოდა ანგიოტენზინ II-ის დონის 2-3-ჯერადი ზრდა, სისხლის შრატში პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის მომენტში; ზოგიერთ პაციენტებში აღინიშნებოდა ლოზარტანის კონცენტრაციის უფრო დიდი მომატება, განსაკუთრებით მკურნალიბის მცირე ვადების (2-კვირიანი) დროს. თუმცა, ანტიჰიპერტენზიული აქტივობა და პლაზმაში ალდოსტერონის კონცენტრაციის კლება აღინიშნებოდა თერაპიიდან 2 და 6 კვირის შემდეგ, რაც მიუთითებს ანგიოთენზინი II-ის რეცეპტორების ეფექტურ ბლოკადას. ლოზარტანის მიღების შეწყვეტის შემდეგ 3 დღე-ღამის განმავლობაში, რენინის პლაზმის აქტივობა და ანგიოტენზინ II-ის დონე მცირდებოდა საწყის მნიშვნელობამდე, რომელიც აღინიშნებოდა პრეპარატის მიღებამდე.
რადგან ლოზარტანი წარმოადგენს ანგიოტენზინ II-ის AT1_ რეცეპტორების სპეციფიურ ანტაგონისტს, ის არ ახდენს აგფ (კინიზანი II) ფერმენტის ინჰიბირებას, რომელიც ახდენს ბრადიკინინის ინაქტივირებას. გამოკვლევებში, რომლებშიც შედარებული იყო 20მგ და 100მგ ლოზარტანის ეფექტები აგფ ინჰიბიტორის ეფექტებთან, ანგიოტენზინ I, ანგიოტენზინ II-თან და ბრადიკინინთან რეაქციის მიმართებაში, აჩვენა, რომ ლოზარტანი ახდენს ანგიოტენზინ I და ანგიოტენზინ II-ის ბლოკირებას, ისე რომ არ ახდენს ზეგავლენას ბრადიკინინის ეფექტებზე, რაც განპირობებულია ლოზარტანის მოქმედების სპეციფიური მექანიზმით. პირიქით, აგფ ინჰიბიტორები ახდენენ ანგიოტენზინ I-ის პასუხის ბლოკირებას და ბრადიკინინზე პასუხს უფრო მეტად გამოხატავენ, ისე რომ არ მოქმედებენ ანგიოტენზინ II-ის პასუხის ძალაზე, რაც წარმოადგენს ლოზარტანსა და აგფ ინჰიბიტორებს შორის ფარმაკოდინამიკური განსხვავების დემონსტრაციას.
ლოზარტანის და მისი სისხლის შრატში აქტიური მეტაბოლიტის კონცენტრაციები, აგრეთვე ლოზარტანის ანტიჰიპერტენზიული ეფექტი იზრდება პრეპარატის დოზის ზრდასთან ერთად. რამეთუ ლოზარტანი და მისი აქტიური მეტაბოლიტი წარმოადგენენ ანგიოტენზინ II-ის რეცეპტორების ანტაგონისტებს, მათ ორივეს შეაქვთ წვლილი ანტიჰიპერტენზიულ ეფექტში.
გამოკვლევებში ლოზარტანის 100მგ ერთჯერადი მიღებისას, რომელშიც ჩართული იყვნენ მოხალისეები (მამაკაცები), პრეპარატის მიღება მაღალ და დაბალმარილიანი დიეტის პირობებში არ ახდენდა ზემოქმედებას გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარეზე (გფს), თირკმლის ეფექტურ პლაზმის დინებაზე და ფილტრაციულ ფრაქციაზე. ლოზარტანი ფლობს ნატრიუმმდგრად ეფექტს, რომელიც უფრო მეტად გამოხატული იყო დაბალმარილიანი დიეტის დროს და როგორც ჩანს არ იყო დაკავშირებული თირკმლის პროქსიმალურ არხებში, ნატრიუმის ადრეული რეაბსორბციის შეზღუდვით. ლოზარტანი აგრეთვე იწვევს თირკმელების საშუალებით შარდმჟავას გამოყოფის გარდამავალ ზრდას.
არტერიული ჰიპერტენზიით დაავადებულ პაციენტებში, პროტეინურიით (≥ 2გ/24 სთ), რომლებსაც არ აქვთ შაქრიანი დიაბეტი და ღებულობენ ლოზარტანს 8 კვირის განმავლობაში დოზით 50მგ-დან 100მგ-მდე, აღინიშნებოდა პროტეინურიის 42%-ით დაწევა, ალბუმინის ფრაქციული ექსკრეცია და IგG. აღნიშნულ პაციენტებში ლოზარტანი ახდენდა გფს-ს სტაბილიზირებას და ამცირებდა ფილტრაციულ ფრაქციას.
არტერიული ჰიპერტენზიით დაავადებულ ქალებში, რომლებიც პოსტმენოპაუზის პერიოდში ღებულობდნენ კალიუმის ლოზატანს დოზით 50მგ/დღეში, 4 კვირის განმავლობაში, არ იყო გამოვლენილი თერაპიის ზემოქმედება პროსტაგლან-დინების თირკმლის და სისტემურ დონეზე.
ლოზარტანი არ მოქმედებს ვეგეტატიურ რეფლექსებზე და არ ფლობს ხანგრძლივ ეფექტს სისხლის შრატში ნორადრენალინის დონესთან მიმართებაში.
არტერიალური ჰიპერტენზიიზ მქონე პაციენტებში ლოზარტანის 150მგ/დღეში დოზით მიღება არ იწვევს უზმოზე ტრიგლიცერიდების დონის კლინიკურად შესამჩნევ ცვლილებებს, საერთო ქოლესტერინის და მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ქოლესტერინს (მსლ). ლოზარტანი იგივე დოზებით უზმოზე, არ ახდენს მოქმედებას სისხლში გლუკოზის დონეზე.
საერთოდ, ლოზარტანი იწვევდა შრატში შარდმჟავას დონის შემცირებას (როგორც წესი, 0,4მგ/დლ-ზე ნაკლები), რომელიც შენარჩუნდებოდა ხანგრძლივი თერაპიის განმავლობაში. კონტროლირებად კლინიკურ გამოკვლე-ვებში, რომლებშიც ჩართული იყო პაციენტები არტერიული ჰიპერტენზიით, კრეატინინის დონოს ან სისხლის შრატში კალიუმის მომატების გამო პრეპარატის მოხსნის შემთხვევები რეგისტრირებული არ არის.
ფარმაკოკინეტიკა:
შეწოვა
ლოზარტანი შიგნით მიღებისას კარგად შეიწოვება და განიცდის მეტაბოლისმს ღვიძლში ,,პირველადი გავლისას”, რის შედეგადაც წარმოიქმნება აქტიური კარბოქსილირებული მეტაბოლიტი და არააქტიური მეტაბოლიტები. ტაბლეტური ფორმის ლოზარტანის სისტემური ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 33%-ს. ლოზარტანის და მისი აქტიური მეტაბოლიტეს საშუალო მაქსიმალური კონცენტრაციები მიიღწევა 1 საათის და 3-4 საათის შემდეგ შესაბამისად. ლოზარტანის გამოყენებისას, საკვების ჩვეულებრივი მიღების დროს, სისხლის შრატში ლოზარტანის კონცენტრაციის პროფილზე შესამჩნევი კლინიკური ზემოქმედება აღმოჩენილი არ ყოფილა.
განაწილება
ლოზარტანი და მისი აქტიური მეტაბოლიტი შედიან კავშირში სისხლის პლაზმის ცილენბთან (ძირითადად ალბუმინთან) 99%-ზე მეტი. ლოზარტანის განაწილების მოცულობა შეადგენს 34ლ-ს. ვირთხებზე გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ლოზარტანი პრაქტიკულად არ აღწევს ჰემატოენცეფალური ბარიერში.
მეტაბოლიზმი
ლოზარტანის დოზის დაახლოებით 14%, რომელიც შეყვანილია ვენაში ან შიგნით, გარდაიქმნება მის აქტიურ მეტაბოლიტად. 14ჩ-ით ნიშნული ლოზარტანის პერორალური და ინტრავენური შეყვანის შემდეგ, სისხლის ცირკულირებადი პლაზმის რადიოაქტივობა პირველ რიგში დაკავშირებულია მასში ლოზარტანის და მისი აქტიური მეტაბილიტის არსებობასთან. აქტიური მეტაბოლიტების გარდა წარმოიქმნება არააქტიური მეტაბოლიტები, მათ შორის ორი ძირითადი მეტაბოლიტი, რომლებიც წარმოიქმნება ბუთილის გვერდითი ჯაჭვის ჰიდროქსილირების შედეგად, და ერთი მეორეხარისხოვანი _N_2_ ტეტრაზოლ_გლუკურონიდი.
შეყვანა
ლოზარტანის და მისი აქტიური მეტაბოლიტის პლაზმური კლირენსი შეადგენს შესაბამისად 600მლ/წთ და 50მლ/წთ-ს. ლოზარტანის და მისი აქტიური მეტაბოლიტის თირკმლის კლირენსი შეადგენს დაახლოებით 74მლ/წთ და 26მლ/წთ შესაბამისად. ლოზარტანის შიგნით მიღებისას დოზის დაახლოებით 4% გამოიყოფა შარდთან ერთად შეუცვლელი სახით და დაახლოებით დოზის 6% გამოიყოფა შარდთან ერთად აქტიური მეტაბოლიტის სახით. ლოზარტანს და მის აქტიურ მეტაბოლიტს გააჩნია ხაზოვანი ფარმაკოკინეტიკა კალიუმის ლოზარტანთან პარალელური გამოყენების დროს 200მგ-მდე დოზებში.
შიგნითი მიღების შემდეგ ლოზარტანის და მისი აქტიური მეტაბოლიტის კონცენტრაცია მცირდება პოლიექსპონენციალურად ნახევარგამოყოფის ბოლო პერიოდთან დაახლოებით 2 და 6-9 საათი შესაბამისად. პრეპარატის, 100მგ დოზით ერთჯერადი მიღებისას არც ლოზარტანი და არც მისი აქტიური მეტაბოლიტი შესამჩნევად არ გროვდება სისხლის პლაზმაში.
ლოზარტანის და მისი აქტიური მეტაბოლიტის გამოყოფა ხდება ნაღვლით და შარდით. ლოზარტანის შიგნით მიღების შემდეგ, 14ჩ-ით ნიშნული რადიაქტიულობის დაახლოებით 35% აღმოჩნდება შარდში და 58% განავალში. ლოზარტანის ვენური შეყვანის შემდეგ, 14ჩ ნიშნულით, რადიაქტიულობის დაახლოებით 43% აღმოჩნდება შარდში და 50% განავალში.
ფარმაკოკინეტიკა განსაკუთრებული ჯგუფის პაციენტებში:
ხანდაზმული პაციენტები
ლოზარტანის და მისი აქტიური მეტაბოლიტის სისხლის პლაზმაში კონცენ-ტრაცია და ჰიდროქლორთიაზიდის შეწოვის სიჩქარე არტერიული ჰიპერტენზიის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში საგრძნობლად არ განსხვავდება ახალგაზრდა პაციენტების მაჩვენებელთა მონაცემებისაგან, რომელთაც აგრეთვე აქვთ არტე-რიული ჰიპერტენზია.
სქესი
ლოზარტანის სისხლის პლაზმაში კონცენტრაცია, არტერიული ჰიპერტენზიის მქონე ქალებში 2-ჯერ მაღალია მამაკაცებთან შედარებით. აქტიური მეტაბოლი-ტის კონცენტრაცია მამაკაცებში და ქალებში ერთმანეთისაგან არ განსხვავდება. ამ აშკარა ფარმაკოკინეტიკურ გავსხვავებას არ გააჩნია კლინიკური მნიშვნელობა.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
ლოზარტანის შიგნით მიღებისას, იმ პაციენტებში რომელთაც აღენიშნებათ ღვიძლის ზომიერი ალკოჰოლური ციროზი, სისხლის პლაზმაში ლოზარტანის და მისი მეტაბოლიტის კონცენტრაცია აღმოჩნდა 5 და 1,7-ჯერ (შესაბამისად) მეტი, ვიდრე მამრობითი სქესის ახალგაზრდა ჯანმრთელ მოხალისეებში.
თირკმლის ფუნქციის დარღვევა
სისხლის პლაზმაში ლოზარტანის კონცენტრაცია, პაციენტებში კრეატინინის კლირენსით უფრო მეტი ვიდრე 10მლ/წთ-ში, არ განსხვავდებოდა ღვიძლის შეუცვლელი ფუნქციის მქონე პირთა მონაცემებისაგან. კონცენტრაციის მრუდის ქვეშ არსებული ფართობის (ფმქ) შედარებისას პაციენტებთან ნორმალური თირკმლის ფუნქციით, ლოზარტანის ფმქ ავადმყოფებში, რომლებიც მოიხმარებენ ჰემოდიალიზს, აღმოჩნდა დაახლოებით 2-ჯერ მეტი. აქტიური მეტაბოლიტის პლაზმური კონცენტრაციები არ იცვლება თირკმლის დარღვეული ფუნქციის მქონე ავადმყოფებსა და იმ ავადმყოფებს შორის რომლებიც მკურნალობენ ჰემოდიალიზით. ლოზარტანი და მისი აქტიური მეტაბოლიტი არ შეიძლება იქნეს განდევნილი ჰემოდიალიზის დახმარებით.
ჩვენებები გამოყენებისათვის:
• არტერიული ჰიპერტენზია
• გულ-სისხლძარღვოვთაი დაავადებების განვითარების რისკის შემცირება, აგრეთვე არტერიული ჰიპერტენზიით და გულის მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიით დაავადებულ პაციენტებში სიკვდილიანობის შემცირება
• თირკმლის ფუნქციის დაცვა შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში, პროტეინურიის 2 ტიპი _ კრეატინინის დონის გაზრდის შესაძლებლობის შემცირება, თირკმლის დაავადებათა სტაბილიზაცია (დიალიზის ჩატარების აუცილებლობის ან თირკმლის ტრანსპლანტაციის თავიდან აცილება), პროტეინურიის შემცირება
• გულის ქრონიკული უკმარისობა აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობის არაეფექტურობის დროს
უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა მოცემულ პრეპარატში შემავალი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.
გამოყენება ორსულობისას:
ორსულობისას კოზაარის მიღება უკუნაჩვენებია.
ორსულობის II და III ტრიმესტრში პრეპარატების გამოყენება, რომლებიც მოქმედებენ რენინ-ანგიოტენზიურ სისტემაზე, შესაძლოა გამოიწვიოს ნაყოფის დაზიანება ან სიკვდილიც, ამიტომ ორსულობის გამოვლინებიდან კოზაარის მიღება შეწყვეტილი უნდა იქნეს.
ადამიანის ნაყოფში თირკმლის პერფუზია, რომელიც დამოკიდებულია რენინ-ანგიოთენზიური სისტემის განვითარებაზე, წარმოჩინდება II ტრიმესტრში; რისკი ნაყოფისათვის იზრდება, თუ კოზაარს ნიშნავენ ორსულობის II ან III ტრიმესტრში.
პრეპარატის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში:
ლაქტაციის პერიოდში კოზაარის გამოყენება რეკომენდირებული არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ლოზარტანის გამოყენების გამოცდილება ლაქტაციის პერიოდში მყოფ ქალებში არ არსებობს, აგრეთვე არაა ცნობილი გამოიყოფა თუ არა ლოზარტანი ლაქტატთან ერთად. რადგან მრავალი პრეპარატი გამოიყოფა ლაქტატთან ერთად და შეუძლიათ იქონიონ არასასურველი ზემოქმედება ბავშვებზე, რომლებიც იკვებებიან დედის რძით, საჭიროა მივიღოთ გადა-წყვეტილება დედის რძით ბავშვის კვების შეწყვეტაზე, ან პრეპარატის შეწყვეტაზე, დედისათვის პრეპარატის მიღების აუცილებლობის გათვალისწი-ნებით.
გამოყენება პედიატრიულ პრაქტიკაში:
ჰიპერტონიის მქონე პაციენტებში 1 თვიდან 16 წლამდე, დადგენილია კოზაარის ანტიჰიპერტენზიული ეფექტი.
ლოზარტანის ფარმაკოკინეტიკა გამოიკვლეოდა 1 თვიდან 16 წლამდე ასაკის 50 ბავშვში, ლოზარტანის პერორალური გამოყენებისას დოზირებით 0,54_0,77მგ/კგ სხეულის მასაზე, დოზირების რეჟიმით 1-ჯერ დღეღამის განმავლობაში, დღისით. ლოზარტანიდან აქტიური მეტაბოლიტი ფორმირდებოდა ყველა ასაკობრივ ჯგუფში. ლოზარტანის და მისი აქტიური მეტაბოლიტის ფარმაკოკინეტიკა თითქმის ერთნაირი იყო ყველა ასაკობრივი ჯგუფისათვის და შეესაბამებოდა უფროსებში ლოზარტანის ფარმაკოკინეტიკის არსებულ მონაცემებს.
კლინიკურ გამოკვლევებში, რომელშიც ჩართული იყო 177 პაციენტი ჰიპერტონიით ასაკში 6-დან 16 წლამდე, გამოიკვლეოდა ლოზარტანის შემდეგი დოზირებები: 2,5მგ, 25მგ ან 50მგ პაციენტებში, სხეულის მასით 20კგ ან მეტი, მაგრამ ნაკლები ვიდრე 50კგ; 5, 50 ან 100მგ პაციენტებში, რომელთა სხეულის წონა ტოლია ან მეტი 50კგ-ზე. ლოზარტანის ერთჯერადი გამოყენებისას აღინიშნებოდა არტერიული წნევის დოზადამოკიდებული შემცირება. დოზადამოკიდებული პასუხი ლოზარტანით თერაპიის დროს აღინიშნება ყველა დაჯგუფებაში (რომლებიც გამოყოფილია ასაკის, სქესის და რასის მიხედვით). მიუხედავად ამისა ლოზარტანი გამოსაკვლევ ყველაზე დაბალ დოზირებებში 2,5 და 5მგ, რაც შეესაბამისება საშუალო დღიურ დოზას 0,07მგ/კგ-ს ოდენობით, არ ავლენდა შესამჩნევ ანტიჰიპერტენზიულ ეფექტს. ამ გამოკვლევაში კოზაარი საერთოდ კარგად გადაიტანება.
პაციენტებისათვის, რომლებსაც შეუძლიათ ტაბლეტის გადაყლაპვა, ლოზარ-ტანის რეკომენდირებული დოზა შეადგენს 25მგ ერთხელ დღეღამის განმავ-ლობაში, როცა სხეულის წონა ტოლია ან მეტი 20კგ-ზე, მაგრამ ნაკლები 50კგ-ზე. დოზა შესაძლოა გაიზარდოს მაქსიმუმ 50მგ-მდე ერთხელ დღეღამეში. პაციენტებისათვის, რომელთა სხეულის წონა ტოლია ან მეტი 50კგ-ზე, საწყისი დოზა შეადგენს 50მგ-ს დღეღამეში ერთხელ და შესაძლოა გაიზარდოს მაქსიმუმ 100მგ-მდე დღეღამეში ერთხელ.
ბავშვებში ცირკულირებადი სისხლის მოცულობის შემცირებით ეს თანმდევი მდგომარეობა გაკორექტირებული უნდა იყოს კოზაარის მიღებამდე.
გვერდითი ეფექტების სპექტრი საბავშვო ასაკის პაციენტებში საერთოდ შეესაბამება უფროსი პაციენტებისას.
კოზაარი არ არის რეკომენდირებული გამოყენებისათვის საბავშვო ასაკის იმ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარის შემცირება (უფრო ცოტა, ვიდრე 30მლ/წთ/1,73მ2), ბავშვებში თირკმლის უკმარი-სობით, აგრეთვე ახალშობილებში, ამ ჯგუფებში პრეპარატის გამოყენების მონაცემთა არასაკმარის რაოდენობასთან დაკავშირებით.
გამოყენების მეთოდები და დოზები:
კოზაარი მიიღება შიგნით საკვების მიღებისაგან დამოუკიდებლად.
კოზაარი შესაძლოა გამოიყენოთ კომბინაციაში სხვა ანტიჰიპერტენზიულ პრეპარატებთან ერთად.
არტერიული ჰიპერტენზია:
სტანდარტული საწყისი და შემანარჩუნებელი დოზა პაციენტების უმეტესობისათვის შეადგენს 50მგ-ს 1-ჯერ დღეში. მაქსიმალური ჰიპოთენზიური ეფექტი მიიღწევა თერაპიის დაწყებიდან 3-6 კვირის შემდეგ. ზოგიერთ პაციენტში უფრო მაღალი ეფექტის მისაღწევად დოზა შესაძლოა გაიზარდოს 100მგ-მდე ღეში.
პაციენტებში, ცირკულირებადი სისხლის მოცულობის შემცირებით (მაგალითად, დიურეტიკების დიდი დოზებით მიღებისას), პრეპარატის საწყისი დოზა საჭიროა შემცირდეს 25მგ-მდე დღეში (იხ. უსაფრთხოების ზომები).
არ არის საწყისი დოზის შერჩევის აუცილებლობა ხანდაზმულ პაციენტებში და პაციენტებში თირკმლის უკმარისობით, დიალიზზე მყოფ ავადმყოფების ჩათვლით.
ანამნეზში ღვიძლის დაავადებების მქონე პაციენტებისათვის რეკომენდირებულია დაინიშნოს პრეპარატის უფრო დაბალი დოზები (იხ. უსაფრთხოების ზომები).
გულ-სისხლძარღვოვანი დაავადებების წარმოშობის რისკის და სიკვდილიანობის შემცირება პაციენტებში არტერიული ჰიპერტენზიით და გულის მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიით:
პრეპარატის სტანდარტული საწყისი დოზა შეადგენს 50მგ-ს დღეში ერთხელ. შემდგომში რეკომენდირებულია დაემატოს ჰიდროქლორთიაზიდი დაბალი დოზებით ან გაიზარდოს კოზაარის დოზა 100მგ-მდე დღეში ერთხელ არტერი-ული წნევის დაწევის ხარისხის გათვალისწინებით.
თირკმლის ფუნქციის დაცვა შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში მეორე ტიპის პროტეინურიით:
პრეპარატის სტანდარტული საწყისი დოზა შეადგენს 50მგ-ს დღეში ერთხელ. შემდგომში რეკომენდირებულია გაიზარდოს კოზაარის დოზა 100მგ-მდე დღეში ერთხელ არტერიული წნევის დაწევის ხარისხის გათვალისწინებით. კოზაარი შესაძლოა დანიშნული იყოს სხვა ანტიჰიპერტენზიულ პრეპარატებთან ერთად (დიურეტიკები, კალციუმის,,ნელი” არხების ბლოკატორები, ალფა_ და ბეტა_ადრენობლოკატორები, ცენტრალური მოქმედების პრეპარატები), ინსულინით და სხვა ჰიპოგლიკემიური საშუალებებით (სულფონილშარდოვანას მწარმოებლები, გლიტაზონები და გლუკოზიდაზის ინჰიბიტორები).
გულის ქრონიკული უკმარისობა:
კოზაარის საწყისი დოზა პაციენტებისათვის გულის ქრონიკული უკმარისობით შეადგენს 12,5მგ დღეში ერთხელ. როგორც წესი, დოზა ტიტრირდება კვირიანი ინტერვალით (ანუ 12,5მგ დღეში, 25მგ დღეში, 50მგ დღეში) ჩვეულებრივად შენარჩუნებული 50მგ-იანი დოზით დღეში ერთხელ, ინდივიდუალურ გადატანასთან დაკავშირებით.
გვერდითი ეფექტები:
საერთოდ კოზაარი კარგად გადაიტანება, გვერდითი ეფექტები ატარებენ მსუბუქ და გარდამავალ ხასიათს და არ საჭიროებენ პრეპარატის მოხსნას. კოზაარის გვერდითი ეფექტების ჯამური სიხშირე შესაძლოა შევადაროთ პლაცებოს მიღებისას არსებულ მაჩვენებლებს.
პრეპარატის კონტროლირებად კლინიკურ გამოკვლევებში, ესენციალური არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში ერთადერთ გვერდით ეფექტს, რაც დაკავშირებული იყო პრეპარატის მიღებასთან, წარმოადგენდა თავბრუს-ხვევა, რომელიც აღინიშნებოდა უფრო ხშირად ვიდრე პლაცებოს დანიშვნის შემთხვევაში და წარმოჩნდებოდა ≥1% პაციენტებში, რომლების ღებულობდნენ კოზაარს. ამის გარდა ≤1% პაციენტებში აღინიშნებოდა ორთოსტატიკური რეაქციები, რომელიც დამოკიდებული იყო პრეპარატის დოზაზე. იშვიათად იყო ცნობები გამონაყარის წარმოშობაზე, მაგრამ წარმოშობის სიხშირე იყო უფრო ცოტა ვიდრე პლაცებოს მიღების დროს.
კონტროლირებადმა კლინიკურმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ კოზაარი ძირითადად კარგად გადაიტანება გულის მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიით დაავადებულ პაციენტებში და მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტის და პროტეინურიის მქონე პაციენტებში. შედარებით ხშირ გვერდით ეფექტს, რაც დაკავშირებულია პრეპარატის მიღებასთან, წარმოადგენს სისტემური და არასისტემური თავბრუს-ხვევები, ასტენია/სისუსტე, არტერიული წნევის დაწევა და ჰიპერკალიემია.
ამ გამოკვლევების მსვლელობაში გვერდითი ეფექტები, კოზაარის (ნ=2085) და პლაცებოს (ნ=535) მიღების ფონზე გვხვდებოდა ≥1% პაციენტებში:
საერთო: ტკივილი კუჭის არეში 1,7% (პლაცებო 1,7%); სისუსტე და დაღლილობა 3,8% (პლაცებო 3,9%); ტკივილი გულის არეში 1,1% (პლაცებო 2,6%); შეშუპება 1,7% (პლაცებო 1,9%);
გულ_სისხლძარღვთა: გულისცემის გახშირება 1% (პლაცებო 0,4%); ტაქიკარდია 1% (პლაცებო 1,7%);
საჭმლის მომნელებელი ტრაქტი: დიარეა 1,9% (პლაცებო 1,9%); დისპეპსია 1,1% (პლაცებო 1,5%); გულისრევა 1,8% (პლაცებო 2,8%);
საყრდენ-მამოძრავებელი აპარატი: ტკივილი ზურგის არეში 1,6% (პლაცებო 1,9%); კუნთის კრუნჩხვები 1% (პლაცებო 1,1%);
ცენტრალური ნერვული სისტემა: თავბრუსხვევა 4,1% (პლაცებო 2,4%); თავის ტკივილი 14,1% (პლაცებო 17,2%); უძილობა 1,1% (პლაცებო 0,7%);
სასუნთქი ორგანოები: ხველება 3,1% (პლაცებო 2,6%); ცხვირის ლორწოვანას შეშუპება 1,3% (პლაცებო 1,1%); ფარინგიტი 1,5% (პლაცებო 2,6%); ცხვირის ღრუს დაავადება 1% (პლაცებო 1,3%); ზედა სასუნთქი გზების ინფექციები 6,5% (პლაცებო 5,6%).
დანარჩენი არასასურველი რეაქციები აღნიშნული იყო ფართო კლინიკურ პრაქტიკაში:
მომატებული მგრძნობელობა: პაციენტებში, რომლებიც გამოიყენებენ ლოზარტანს იშვიათად აღინიშნება ანგიონევროზული შეშუპება, ხორხის და ხმის ნაპრალის შეშუპების ჩათვლით, რომელიც იწვევს სასუნთქი გზების ობსტრუქციას, და/ან სახის, ტუჩების, საყლაპავის და/ან ენის შეშუპებას. ზოგიერთ ამ პაციენტთაგანს ანამნეზში ჰქონდა მითითება გადატანილ ანგიონევროტიულ შეშუპებაზე აგფ ინჰიბიტორების მიღებისას. იშვიათად იყო შეტყობინება ვასკულიტის წარმოქმნაზე, შენლეინ_გენოჰის პურპურის ჩათვლით
საჭმლის მომნელებელი ტრაქტი: ჰეპატიტი (იშვიათად), ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, პირღებინება;
სისხლის სისტემის მხრიდან: ანემია, თრომბოციტოპენია;
საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მხრივ: მიალგია, ართრალგია;
სუნთქვის ორგანოები: ხველება;
კანის მხრივნ: ჭინჭრის ციება, ქავილი.
ლაბორატორიული მაჩვენებლები:
კონტროლორებადი კლინიკური გამოკვლევების ჩატარებისას პაციენტებში ესენციალური არტერიული ჰიპერტენზიით, სტანდარტული ლაბორატორიული მაჩვენებლების კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებები იშვიათად იყო დამოკიდებული კოზაარის მიღებაზე. პაციენტების 1,5%-ში აღინიშნებოდა ჰიპერკალიემია (კალიუმი სისხლის შრატში >5,5მექვ/ლ). პაციენტებში დიაბეტის მეორე ტიპის პროტეინურიით, ჰიპერკალიემია ვითარდებოდა 9,9% პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ კოზაარით და 3,4% პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ პლაცებოთი. ალტ-ს მომატებული დონე აღინიშნებოდა იშვიათ შემთხვევაში და როგორც წესი უბრუნდებოდა ნორმას თერაპიის შეწყვეტის შემდეგ.
ჭარბი დოზირება:
მონაცემები ჭარბი დოზირების შესახებ შეზღუდულია. ჭარბი დოზირების შედარებით გამოხატული გამოვლინებაა არტერიული წნევის დაწევა და ტაქიკარდია; ბრადიკარდია შესაძლოა წარმოიქმნას პარასიმპათიკური (ვაგუს-ნური) სტიმულაციის შედეგად.
მკურნალობა: სიმპტომატიკური თერაპია.
ლოზარტანი და მისი აქტიური მეტაბოლიტი არ გამოიდევნება სისხლის მიმოქცევიდან ჰემოდიალიზის დახმარებით.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან:
არ აღინიშნებოდა პრეპარატის კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება ისეთ სამკურნალო საშუალებებთან, როგორიცაა ჰიდროქლორთიაზიდი, დიგოქსი-ნი, ვარფარინი, ციმეტიდინი, ფენობარბიტალი, კეტოკონაზოლი და ერითრო-მიცინი. რიფამპინი და ფლუკონაზოლი ამცირებენ აქტიური მეტაბოლიტის დონეს. უერთიერთქმედებების მონაცემთა კლინიკური მნიშვნელობა არაა შესწავლილი.
ისევე როგორც სხვა საშუალებების გამოყენებისას, რომლებიც ახდენენ ანგიოთენზინი II-ს და მისი ეფექტების ბლოკირებას, თანამდევი დანიშვნა კალიუმის დამზოგველ დიურეტიკებთან (სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი, ამი-ლორიდი), კალიუმის და მარილების დანამატებით, კალიუმის შემცველებში, შესაძლოა გახდეს სისხლის შრატში კალიუმის დონის გაზრდის მიზეზი.
არასტეროიდოლი ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს (აასპ), ცილოოქსიგე-ნაზა-2-ის სელექტიური ინჰიბიტორების ჩათვლით შეუძლიათ დიურეტიკების და სხვა ჰიპერტენზიული პრეპარატების ეფექტის შემცირება. ამიტომ ანგიოტენზინ II-ის რეცეპტორების ანტაგონისტების ჰიპოთენზიური ეფექტი შეიძლება შემცირებული იყოს აასპ პრეპარატებთან ერთდოული გამოყენების დროს ცილო-ოქსიგენაზა-2-ის სელექტიური ინჰიბიტორების ჩათვლით.
ზოგიერთ პაციენტში თირკმლის ფუნქციის დარღვევით, რომლებმაც გაიარეს მკურნალობა არასტეროიდოლი ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებით, ცილო-ოქსიგენაზა-2-ის სელექტიური ინჰიბიტორების ჩათვლით, ერთდროული დანიშვნა ანგიოთენზინი II-ის რეცეპტორების ანტაგონისტებთან შესაძლოა გახდეს თირკმლის ფუნქციის გაუარესების მიზეზი. როგორც წესი აღნიშნული ეფექტი უკუშექცევადია.
უსაფრთხოების ზომები:
მომატებული მგრძნობელობა:
შესაძლოა მომატებული მგრძნობელობის ისეთი სიმპტომის გამოვლინება როგორიცაა ანგიონევროზული შეშუპება.
არტერიული ჰიპერტენზია და წყალ-ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა:
პაციენტებში ცირკულირებადი სისხლის მოცულობის შემცირებით (მაგალითად, ისინი ვინც ღებულობედ დიურეტიკებს დიდი დოზებით), შესაძლოა წარმოიქმნას სიმპტომატური ჰიპოტენზია. ამგვარი მდგომარეობების კორექცია უნდა მოხდეს კოზაარით მკურნალობის დაწყებამდე ან დაიწყოს მკურნალობა შედარებით დაბალი დოზებით (იხ. გამოყენების მეთოდები და დოზები).
ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა დამახასიათებელია პაციენტებისათვის თირკმლის უკმარისობით, შაქრიანი დიაბეტის ან შაქრიანი დიაბეტის გარეშე, ამიტომ ამისთანა პაციენტებს უნდა მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება. კლინიკურ გამოკვლევებში, რომელშიც მონაწილეობდნენ მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტის მქონე პროტეინურიით დაავადებული პაციენტები, ჰიპერკალიემიის შემთხვევათა რაოდენობა უფრო მაღალი იყო ჯგუფში რომელიც მკურნალობდა კოზაარით, ვიდრე იმ ჯგუფში რომელიც მკურნალობდა პლაცებოთი. ზოგიერთ პაციენტს წარმოქმნილი ჰიპერკალიემიის გამო შეუწყდა თერაპია. (იხ. გვერდითი ეფექტები და ლაბორატორიული მონაცემები).
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა:
მოცემული ფარმაკოკინეტიკური გამოკვლევები მიუთითებენ იმაზე, რომ ლოზარტანის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში ღვიძლის ციროზით დაავადებულებში საგრძნობლად მატულობს, ამიტომ პაციენტებს რომელთაც ანამნეზში აღენიშნებათ ღვიძლის დაავადებები საჭიროა პრეპარატი დაენიშნოთ უფრო დაბალი დოზებით (იხ. გამოყენების მეთოდები და დიზები და ფარმაკოლოგიური თვისებები).
თირკმლის ფუნქციის დარღვევა:
რენინ_ანგიოტენზიური სისტემის ინჰიბირების შედეგად ზოგიერთ მგრძნობიარე პაციენტში აღინიშნებოდა თირკმლის ფუნქციის ცვლილებები, თირკმლის უკმარისობის ჩათვლით; მოცემული ცვლილებები ქრება თერაპიის შეწყვეტის შემდეგ.
ზოგიერთმა პრეპარატმა, რომლებიც ახდენს ზემოქმედებას რენინ_ანგიოთენზიურ სისტემაზე, შესაძლოა გაზარდოს სისხლში შარდოვანას დონე.