კლოფელინი 0.15მგ #50ტ(დარნიცა)

კლოფელინი 0.15მგ #50ტ(დარნიცა)

2.48 ლარი
ქვეყანა: უკრაინა
მწარმოებელი: დარნიცა კიევი
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: კლონიდინი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 265
გააზიარე:

სამკურნალო საშუალების სამედიცინოგამოყენების

ინსტრუქცია

 

კლოფელინი-დარნიცა

(Clophelin-Darnitsa)

 

შემადგენლობა:

მოქმედინივთიერება: clonidine;

1 ტაბლეტი შეიცავს 150 მკგ (0,15 მგ) კლონიდინის ჰიდროქლორიდს  (კლოფელინს);

დამხმარენივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, კარტოფილის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი.

 

სამკურნალოფორმა. ტაბლეტები.

ძირითადიფიზიკო-ქიმიურითვისებები:  თეთრი ფერის, ბრტყელცილინდრული ფორმის ტაბლეტები ნაზოლით და ჭდით.

 

ფარმაკოთერაპიულიჯგუფი. ჰიპოტენზიური საშუალებები. ანტიადრენერგიული საშუალებები მოქმედების ცენტრალური მექანიზმით. იმიდაზოლინური რეცეპტორების აგონისტები.

ათქ კოდი C02A C01.

 

ფარმაკოლოგიურითვისებები.

ფარმაკოდინამიკა.

კლოფელინი - ცენტრალური მოქმედების ჰიპოტენზიური საშუალება, ადრენერგული ნეირონების პოსტსინაფსური  α2-ადრენორეცეპტორების სელექციური ანატაგონისტი. იწვევს ნერვული სისტემის სიმპათიკური ნაწილის ტონუსის დაქვეითებას. არ მოქმედებს კატექოლამინების სინთეზზე, მაგრამ ამცირებს ნორადრენალინის გამოსვლას ნერვული დაბოლოებებიდან, α2-ადრენორეცეპტორების სტიმულაციის დროს შექცევადი კავშირის ხარჯზე. ასეთი მოქმედების შედეგად მცირდება საერთო პერიფერიული სისხლძარღვოვანი წინააღმდეგობა, მცირდება გულის შეკუმშვათა სიხშირე და გულის წუთმოცულობა და ხდება არტერიული წნევის დაქვეითება. ცენტრალური მოქმედების გარდა, კლოფელინი შეიძლება მოქმედებდეს პერიფერიული პოსტსინაფსური α1-ადრენორეცეპტორების აგონისტის სახით, რაც პრეპარატის მიღების ცალკეულ შემთხვევებში ვლინდება არტერიული წნევის უმნიშვნელო მომატებით მკურნალობის დასაწყისში. პრეპარატი ზრდის თირკმლისმიერ და რამდენადმე ამცირებს ცერებრალურ სისხლის მიდინებას. ამცირებს თვალშიდა წნევას, გააჩნია სედაციური და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი, ამცირებს ოპიატური და ალკოჰოლური აბსტინენციის გამოვლინებას, უსაფუძვლო შიშის შეგრძნებას.

ფარმაკოკინეტიკა

პერორალურად მიღების შემდეგ აბსორბცია სწრაფია. ბიოშეღწევადობა ხანგრძლივი გამოყენებისას - დაახლოებით 65%. მაქსიმალური კონცენტრაციის  მიღწევის დრო სისხლის პლაზმაში (TCmax) შიგნით მიღების შემდეგ - 1,5 - 2,5 საათია. შეკავშირება სისხლის პლაზმის ცილებთან - 20-40%. სწრაფად და ადვილად აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერში, პლაცენტაში და დედის რძეში. მეტაბოლიზდება ღვიძლით (შეწოვილი პრეპარატის დაახლოებით 50%). გამოიყოფა თირკმელებით (40-60%) და ნაწლავებით (20%). ნახევრად გამოყოფის პერიოდი (T1/2) - 12-16 საათია, თირკმელების ფუნქციის დარღვევის დროს - 41 საათამდე. 

 

კლინიკურიმახასიათებლები.

ჩვენებები.

ჰიპერტონული კრიზი (გარდა ჰიპერტონული კრიზისა ფეოქრომოციტომის დროს); იშვიათად არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალოდ (კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში); აბსტინენციური სინდრომი ოპიოიდური ნარკომანიის დროს (კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში).

 

უკუჩვენებები.

ჰიპერმგრძნობელობა კლონიდინის ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ.

არტერიული ჰიპოტენზია.

გულის რითმის დარღვევა - სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი, გამოხატული  ბრადიარითმია, II და III ხარისხის ატრიოვენტრიკულარული ბლოკადა.

კარდიოგენური შოკი. ახლახან გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი.

გულის მძიმე იშემიური დაავადება.

თავის ტვინის სისხლძარღვთა გამოხატული ათეროსკლეროზი. ათეროსკლეროზის შედეგად თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა. 

პერიფერიული არტერიების მაობლიტირებელი დაავადებები. პერიფერიული სისხლის მიმოქცევის მძიმე დარღვევები. რეინოს სინდრომი.

თირკმელების ფუნქციის დარღვევა.

დეპრესიული მდგომარეობები (მათ შორის ანამნეზში), ტრიციკლური ანტიდეპრესანტების ერთდროულად გამოყენება.

გალაქტოზას აუტანლობა, ლაქტაზას უკმარისობა, გლუკოზა-გალაქტოზური მალაბსორბციის სინდრომი.

ალკოჰოლის მიღება.  

 

ურთიერთქმედებასხვასამკურნალოსაშუალებებთანდასხვასახისურთიერთქმედებები.

ცენტრალური ნერვული სისტემის დამთრგუნველ პრეპარატებთან (მათ შორის, ეთანოლთან) ერთობლივად გამოყენებისას შესაძლებელია ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე დამთრგუნველი ზეგავლენის ურთიერთგაძლიერება და დეპრესიული დარღვევების განვითარება. იყო შეტყობინებები მწვავე დილერიუმის შემთხვევების შესახებ ფლუფენაზინის და კლოფელინის ერთდროულად გამოყენებისას. სიმპტომები ქრებოდა კლოფელინის მოხსნისას და ისევ აღინიშნებოდა მისი გამოყენების განახლებისას.

კლოფელინის ჰიპოტენზიურ ეფექტს ასუსტებენ კორტიკოსტეროიდები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ანორექსიგენური საშუალებები (გარდა ფენფლურამინისა), სიმპათომიმეტიკური, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები და ნიფედიპინი, არასელექციური α-ადრენობლოკატორები (მათ შორის ფენტოლამინი, ტოლაზოლინი - α2-ადრენორეცეპტორების ბლოკადის ხარჯზე); ზრდიან - ვაზოდილატატორები, დიურეტიკები, ანტიჰისტამინური საშუალებები, ანტიფსიქოტური საშუალებები (ქლორპრომაზინი, ჰალოპერიდოლი).

β-ადრენობლოკატორები, კალციუმის ნელი არხების ბლოკატორები და საგულე გლიკოზიდები ზრდიან ბრადიკარდიის განვითარების რისკს ან (ცალკეულ შემთხვევებში) იწვევენ ატრიოვენტრიკულური ბლოკადის განვითარებას. იზრდება მოხსნის სინდრომის განვითარების რისკი β-ბლოკატორებთან ერთდროულად გამოყენებისას, პერიფერიული სისხლძარღვოვანი დარღვევების განვითარების ან დამძიმების რისკი. იყო შეტყობინებები მძიმე ბრადიკარდიის შემთხვევების შესახებ კლონიდინის და დილთიაზემის ერთდროულად გამოყენებისას, რაც იწვევდა ჰოსპიტალიზაციას და კარდიოსტიმულაციის გამოყენებას.

არ არის რეკომენდირებული ერთდროულად დანიშვნა ანტიარითმიულ საშუალებებთან, ფენოთიაზინის წარმოებულებთან, ნარკოტიკულ ანალგეტიკებთან, ნორადრენალინთან, რეზერპინთან, საგულე გლიკოზიდებთან, პერორალურ ჰიპოგლიკემიურ საშუალებებთან, ანტაციდებთან.

ატენოლოლთან, პროპრანოლოლთან ერთდროულად გამოყენებისას ვითარდება ადიტიური ჰიპოტენზიური ეფექტი, სედაციური მოქმედება და სიმშრალე პირში.

პერორალურად მიღებისას ჰორმონალურ კონტრაცეპტივებს შეუძლიათ პრეპარატის სედაციური ეფექტის გაძლიერება.

კლონიდინს შეუძლია ლევოდოფას და პირიბედილის ეფექტურობის შემცირება პაციენტებში პარკინსონის დაავადებით.

კლონიდინს შეუძლია ციკლოსპორინის კონცენტრაციის გაზრდა, ასევე სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის გაზრდა ინსულინის სეკრეციის შემცირების ხარჯზე, რაც უნდა იქნას გათვალისწინებული ინსულინთან ერთროულად გამოყენებისას. 

 

გამოყენების თავისებურებები.

კლოფელინით მკურნალობის დროს აკრძალულია ალკოჰოლური სასმელების გამოყენება.

პრეპარატის მკვეთრმა მოხსნამ შეიძლება გამოიწვიოს მოხსნის სინდრომის განვითარება (არტერიული წნევის მომატება, ნევროზულობა, თავის ტკივილი, გულისრევა), ამიტომ პრეპარატის მოხსნა თანდათან უნდა ჩატარდეს, 1-2 კვირის განმავლობაში, სხვა სამკურნალო პრეპარატებით თანმხლები თერაპიის გათვალისწინებით.

მოხსნის სინდრომი შეიძლება განვითარდეს სამკურნალო საშუალების ბოლო დოზის მიღებიდან 18-72 საათის შემდეგ. მოხსნის სინდრომის განვითარების შემთხვევაში, მაშინვე უბრუნდებიან პრეპარატის მიღებას და შემდგომში ხსნიან მას თანდათანობით, სხვა ჰიპოტენზიური საშუალებების ჩანაცვლებით. იყო შეტყობინებები ჰიპერტონიული ენცეფალოპათიის, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევების და ლეტალური დასასრულის შემთხვევების შესახებ სამკურნალო საშუალების მკვეთრი მოხსნის შემდეგ. ასეთი რეაქციის ალბათობა სამკურნალო საშუალებით თერაპიის მოხსნაზე იზრდება მაღალი დოზების გამოყენებისას ან β-ბლოკატორებით თანმხლები თერაპიის გაგრძელების დროს, ამიტომ მსგავს შემთხვევებში რეკომენდირებულია განსაკუთრებული სიფრთხილე. მოხსნის სინდრომის პრევენციისათვის პრეპარატი არ უნდა დაენიშნოს ავადმყოფებს, რომლებსაც არ გააჩნიათ მისი რეგულარულად მიღების პირობები.

თუ კლოფელინის და β-ადრენორეცეპტორების ბლოკატორის კომბინირებული გამოყენებისას საჭიროა მკურნალობის დროებითი შეწყვეტა, მაშინ β-ადრენორეცეპტორების ბლოკატორი უნდა მოიხსნას უფრო ადრე, იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული სიმპათიკური ჰიპერრეაქტიულობა, და შემდეგ კი თანდათან მოიხსნას კლოფელინი, განსაკუთრებით, თუ მას იღებდნენ დიდი დოზებით.

სიფრთხილით ნიშნავენ ავადმყოფებში პოლინეიროპათიით, ყაბზობით.

საჭიროა პაციენტების გაფრთხილება, რომ სამკურნალო საშუალების სედაციური ეფექტი ძლიერდება ბარბიტურატების ან სხვა სედაციური სამკურნალო საშუალებების ერთდროულად გამოყენებისას.

სიფრთხილით ნიშნავენ კლოფელინ-დარნიცას ავადმყოფებში შაქრიანი დიაბეტით, რადგანაც კლონიდინს შეუძლია ჰიპოგლიკემიის სიმპტომების შენიღბვა და ინსულინის სეკრეციის შემცირება. სიფრთხილით ენიშნებათ ხანდაზმული ასაკის პაციენტებს - შესაძლებელია მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ; ავადმყოფებში თირკმელების უკმარისობით - შესაძლებელია პრეპარატის გამოყოფის შეფერხება. შესაძლებელია სომატოტროპული ჰორმონის კონცენტრაციის ტრანზიტორული მომატება. კლოფელინის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ნერწყვის გამოყოფის შემცირება და დათრგუნვა, რაც ხელს უწყობს კარიესის, პაროდონტოზის, პირის ღრუს  კანდიდოზის განვითარებას. 

არაეფექტურია ფეოქრომოციტომის დროს.

კლოფელინ-დარნიცას მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს პორფირიის მწვავე შეტევა და ითვლება სახიფათოდ პაციენტებისათვის პორფირიით.     

პაციენტებს, რომლებიც ხმარობენ კონტაქტურ ლინზებს, უნდა ახსოვდეთ რომ პრეპარატი ამცირებს საცრემლე სითხის პროდუქციას.

კლოფელინ-დარნიცათი მკურნალობისას რეკომენდირებულია არტერიული წნევის რეგულარული კონტროლი. საჭიროა სიფრთხილე ხანგრძლივი ფიზიკური დატვირთვის დროს, განსაკუთრებით ვერტიკალურ მდგომარეობაში, ცხელ ამინდში, ორთოსტატული რეაქციების რისკის გამო. შესაძლებელია სუსტად დადებითი კუმბსის რეაქციის განვითერება.

პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას. პაციენტებმა გალაქტოზას აუტანლობის იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემებით, ლაქტაზას დეფიციტით ან Lapp გლუკოზა-გალაქტოზური მალაბსორბციით არ უნდა მიიღონ ეს პრეპარატი.  

 

გამოყენებაორსულობისანძუძუთიკვებისპერიოდში.

ორსულ ქალებში კლონიდინის გამოყენების შესახებ მონაცემები შეზღუდულია. კლონიდინი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს, განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში, თუ მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის არ აღემატება რისკს ნაყოფისათვის. ორსულობის დროს პრეპარატი გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. აუცილებელია დედისა და ბავშვის მდგომარეობის სათანადო კონტროლი კლონიდინის გამოყენებისას.  

ორსულობის დროს უპირატესობა უნდა მიენიჭოს კლონიდინის პერორალურ ფორმას, ინტრავენური შეყვანა თავიდან უნდა იქნას აცილებული.

კლონიდინი აღწევს პლაცენტარულ ბარიერში და შეუძლია ნაყოფის გულისცემის სიხშირის შემცირება. ვერ გამოირიცხება ახალშობილებში არტერიული წნევის მშობიარობის შემდგომი ტრანზიტორული მომატება.

წინაკლინიკური კვლევების შედეგები არ მიუთითებენ რეპროდუქციულ ფუნქციაზე პირდაპირი ან ირიბი მავნე ზემოქმედების არსებობაზე. 

ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის აუცილებლობის გამოყენების შემთხვევაში ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს. 

 

რეაქციისსიჩქარეზეზემოქმედებისუნარიავტოტრანსპორტის  ანსხვამექანიზმებისმართვისდროს.

მკურნალობის დროს თავი უნდა ავარიდოთ სატრანსპორტო საშუალებების მართვასა და საქმიანობის პოტენციურად საშიში სახეობებით დაკავებას, რაც საჭიროებს მომატებულ ყურადღებას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.

 

გამოყენებისწესიდადოზირება.

მოზრდილებში გამოიყენება პერორალურად. ტაბლეტებს იღებენ ჭამის შემდეგ, მცირე რაოდენობის სითხის დაყოლებით. კლოფელინ-დარნიცას დოზას ექიმი ნიშნავს თითოეული პაციენტისათვის ინდივიდუალურად.

არტერიულიჰიპერტენზია. თერაპიას იწყებენ მცირე დოზებიდან. არტერიული ჰიპერტენზიის მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის ფორმების დროს დასაწყისში ნიშნავენ 75 მკგ-ს 2-ჯერ დღეში. აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება პრეპარატის ერთჯერადი და დღიური დოზის თანდათან მომატება ექიმის დანიშნულებით. საშუალოდ დოზა შეადგენს 75-150 მკგ-ს (1/2-1 ტაბლეტი) 2-3-ჯერ დღეში. 75 მკგ დოზის მისაღებად - ტაბლეტი უნდა იყოს გატეხილი ნახევრად ნაჭდევის მიხედვით.

კლონიდინის ერთჯერადი დოზების დანიშვნა, რომლებიც აღემატება 300 მკგ-ს, დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში და, თუ ეს შესაძლებელია, სტაციონარის პირობებში. 

მკურნალობის ხანგრძლივობას ექიმი განსაზღვრავს ინდივიდუალურად, ავადმყოფობის მიმდინარეობის, მიღწეული კლინიკური ეფექტის და პრეპარატის ამტანობის მიხედვით.

ჰიპერტონიულიკრიზი. ნიშნავენ 150-300 მკგ-ს (1-2 ტაბლეტს) სუბლინგვალურად (პირში გამოხატული სიმშრალის არარსებობის დროს).

აბსტინენციურისინდრომი. ნიშნავენ სტაციონარის პირობებში არტერიული წნევის და პულსის სიხშირის ყოველდღიური კონტროლით. ამისთვის კლოფელინ-დარნიცას ნიშნავენ დღიური დოზით 300-750 მკგ, დაყოფილი 4-6 მიღებაზე.  

 

ბავშვები

პრეპარატი უკუნაჩვენებია ბავშვებში გამოსაყენებლად.

 

ჭარბი დოზირება.

სიმპტომები: აპნოე, სუნთქვის დათრგუნვა, მიოზი (გუგების გამოხატული შევიწროება), ჰიპოთერმია, ძილიანობა, გონების არევა, კომის ჩათვლით, კოლაფსი, QRS კომპლექსის გაფართოვება, შესაძლებელია AV-გამტარობის შენელება და ადრეული რეპოლარიზაციის სინდრომი, არტერიული წნევის მკვეთრი დაცემა, ორთოსტატური რეაქციები, ბრადიკარდია, პერიოდული ღებინება, ქსეროსტომია. შესაძლებელია არტერიული წნევის პარადოქსული მატება.

მკურნალობა. ჭარბი დოზირების დროს პრეპარატი უნდა მოიხსნას და ჩატარდეს სიმპტომური თერაპია. სპეციფიკური ანტიდოტის სახით შეიძლება უნითიოლის და ნატრიუმის თიოსულფატის გამოყენება. ჰემოდიალიზი არაეფექტურია.

 

გვერდითი რეაქციები.

მხედველობის ორგანოების მხრივ: საცრემლე სითხის პროდუქციის დაქვეითება, თვალების სიმშრალე, აკომოდაცის დარღვევა, არამკაფიო მხედველობა, წვის შეგრძნება თვალებში.

რესპირატორული სისტემის, გულმკერდის და შუასაყარის ორგანოების მხრივ: ცხვირის ლორწოვანი გარსის სიმშრალე, ცხვირის „გაჭედვა“, სუნთქვის დარღვევა.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: პირის ღრუს ლორწოვანი გარსის სიმშრალე, მადის დაქვეითება, ანორექსია, გულისრევა, ღებინება, ტკივილი სანერწყვე ჯირკვლებში (მათ შორის პაროტიდურ ჯირკვალში), პაროტიტი, კუჭის სეკრეციის დაქვეითება, მუცლის ტკივილი, ყაბზობა, მსხვილი ნაწლავის ფსევდოობსტრუქცია, ღვიძლის ფუნქციური ტესტების ზომიერი ტრანზიტორული დარღვევები, ჰეპატიტი.

თირკმელების და საშარდე სისტემის მხრივ: ხშირად - ერექციული დისფუნქცია; სიხშირე უცნობია - ლიბიდოს დაქვეითება, შარდვის დარღვევა და შეფერხება, ნიქტურია.

ნერვულისისტემისმხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, დეპრესია, სედაცია, ასთენია, სისუსტე, შფოთვა, აგზნება, ძილის დარღვევა, მათ შორის ძილიანობა/უძილობა, მომატებული დაღლილობის შეგრძნება, ფსიქიკური და მოძრაობითი რეაქციების სიჩქარის შენელება; პარესთეზია, აღქმის დარღვევა, ჰალუცინაციები, დელირიუმი, ღამის კოშმარები, ნერვოზულობა;  გონების არევა, ტრემორი.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ორთოსტატული ჰიპოტენზია, “ჰემიტონური კრიზი” - არტერიული წნევის მკვეთრი ხანმოკლე დაწევა შემდგომი მკვეთრი მომატებით მკურნალობის დასაწყისში, შეგუბებითი გულის უკმარისობა, სინკოპე, სინუსური ბრადიკარდია, არითმიები, მათ შორის ბრადიარითმია, ტაქიკარდია, AV-ბლოკადა, პალპიტაცია, რეინოს სინდრომი (სიფერმკრთალე, კიდურების გაყინვა). იყო შეტყობინებები სინუსური ბრადიკარდიის და AV-ბლოკადის შესახებ, როგორც საგულე გლიკოზიდების ერთდროული გამოყენებისას, ასევე მათ გარეშე.

სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ: თრომბოციტოპენია.

იმუნური სისტემის მხრივ: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ჭინჭრის ციების, ანგიონევროზული შეშუპების ჩათვლით. ძალიან იშვიათად სუბლინგვური გამოყენებისას (ჰიპერტონიული კრიზის დროს) - ლორწოვანი გარსების შეშუპება, სუნთქვის გაძნელება. 

კანისდა კანქვეშა უჯრედისისმხრივ: ქავილი, სიფერმკრთალე, ჰიპერემია, გამონაყარი (მათ შორის ჭინჭრის ციება), ალოპეცია.

საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: წვივისკუნთების პერიოდული კრუნჩხვები, მიალგია, ართრალგია.

რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლების ფუნქციის მხრივ: პოტენციის დაქვეითება და გინეკომასტია მამაკაცებში.

ლაბორატორიულიმაჩვენებლები: ჰიპერგლიკემია, ღვიძლის ფუნქციური სინჯების ცვლილება, კრეატინფოსფოკინაზას დონის მატება სისხლის შრატში, კუმბსის სუსტად დადებითი სინჯი.

სხვა: Nა+ და წყლის შეკავება, რაც ვლინდება ტერფების და კოჭების შეშუპებით, სხეულის მასის მატება, ცხელება, შეუძლოდ ყოფნა, მგრძნობელობის მატება ალკოჰოლისადმი.

უეცარი მოხსნისას (მოხსნის სინდრომი): არტერიული ჰიპერტენზია (5-20%), სტენოკარდია, შფოთვის ან დაძაბულობის მდგომარეობა, ნერვოზულობა, თავის ტკივილი, ჰიპერსალივაცია, გულისრევა, ღებინება, ძლიერი გულისცემა. მტევნების და თითების კანკალი, ოფლიანობა, სპაზმები კუჭში, ძილის დარღვევა. 

 

ვარგისიანობისვადა. 4 წელი.

 

შენახვისპირობები

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, ორიგინალურ შეფუთვაში, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. 

 

შეფუთვა.

10 ტაბლეტი კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში; 5 კონტურული უჯრედოვანი შეფუთვა კოლოფში.

 

გაცემისკატეგორია.  ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

 

მწარმოებელი. კსს “ფარმაცევტული ფირმა “დარნიცა”.

 

მწარმოებლის ადგილმდებარეობა და მისი საქმიანობის განხორციელების ადგილის მისამართი.

უკრაინა, 02093, ქ. კიევი, ბორისპოლსკის ქ. 13. 

 

უკანასკნელიგადახედვისთარიღი.