ზინატი 125მგ/5მლ 50მლ სუსპ. ფლ

ზინატი 125მგ/5მლ 50მლ სუსპ. ფლ

0.00 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: II გენერაციის ცეფალოსპორინები
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ცეფუროქსიმი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 2638
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.


ZINNAT


საერთაშორისო დასახელება
- cefuroxime axetil

ათქ.კლასიფიკაციის კოდი - J01DA06

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - ბეტა ლაქტამური ანტიბიოტიკები (პენიცილინები და ცეფალოსპორინები)
; მეორე თაობის ცეფალოსპორინები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
შემოგარსული ტაბ. 125 მგ: 10 ც.
შემოგარსული ტაბ. 250 მგ: 10 ც
გრანულები, პერორალური სუსპენზიის მოსამზადებლად 125 მგ /5მლ: ფლ. 50 მლ

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 10 ც.
1 ტაბ.
ცეფუროქსიმის აქსეტილი. . . . 125 მგ
შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 10 ც.
1 ტაბ.
ცეფუროქსიმის აქსეტილი. . . . 250 მგ
გრანულები პერორალური სუსპენზიის მოსამზადებლად: ფლაკონში 50 მლ
5 მლ.
ცეფუროქსიმი
(ცეფუროქსიმის აქსეტილის სახით). . . 125 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
პოვიდონ 30, სტეარინის მჟავა, საქაროზა, არომატიზატორი.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ზინატი წარმოადგენს II თაობის ცეფალოსპორინების ჯგუფის ფართო სპექტრის ანტიბიოტიკს პერორალური გამოყენებისათვის. ზინატის ბაქტერიოციდული მოქმედება განპირობებულია მიკროორგანიზმების უჯრედის კედლის სინთეზის ინჰიბირებით. იგი მდგრადია უმრავლესი ბეტა-ლაქტამაზების მიმართ. in vitro ცეფუროქსიმი აქტიურია გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ: Staphylococcus aureus, Staphylococcus epidermidis (პენიცილინის მიმართ მდგრადი შტამების ჩათვლით, მეტიცილინის მიმართ რეზისტენტული იშვიათი შტამების გარდა); Haemophilus influenzae (ამპიცილინისადმი მდგრადი შტამების ჩათვლით), Klebsiella spp., Enterobacter spp., Streptococcus pyogenes, Escherichia coli, Streptococcus mitis (jgufi viridans), Clostridium spp., Proteus mirabilis, Proteus rettgeri, Salmonella typhi, S. typhimurium და sxva saxeobis Salmonella spp., Shigella spp., Neisseria spp., (ბეტა-ლაქტამაზას მაპროდუცირებელი N. gonorrhoeae შტამების ჩათვლით) და Bordetella pertusis. პრეპარატი აქტიურია აგრეთვე Pr. Vulgaris, Pr. morganii შტამების მიმართ. Bacteroides fragilis- ის უმეტესი შტამები პრეპარატისადმი მგრძნობიარენი არ არიან.
იგი არაა აქტიური Pseudomonas, Campilobacter, Acinobacter calcoaceticus და Serratia, Clostridium difficile- ს უმეტესი შტამების მიმართ.in vitro კვლევებმა აჩვენა, რომ ცეფუროქსიმის ამინოგლიკოზიდური ჯგუფის ანტიბიოტიკებთან კომბინაციისას, აღინიშნება ადიტიური ეფექტი, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში – სინერგიზმი.

ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა: ზინატის პერორალური მიღებისას, ცეფუროქსიმის აქსეტილი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და სწრაფად ჰიდროლიზდება ნაწლავის ლორწოვან გარსსა და სისხლში, სისხლის მიმოქცევის სისტემაში ცეფუროქსიმის გამოთავისუფლებით. მისი მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში აღინიშნება 2-3 სთ-ის შემდეგ. საკვების მიღება აჩქარებს შეწოვის პროცესს.
განაწილება: პრეპარატის სისხლის ცილებთან შეკავშირების მაჩვენებელი შეადგენს 33%-დან 50%-მდე. მეტაბოლიზმი და გამოყოფა: ზინატი ორგანიზმში ბიოტრანსფორმაციას არ განიცდის, იგი საშარდე გზებით უცვლელი სახით გამოიყოფა. პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 1-1.5 სთ-ს.

ჩვენებები

ზინატი გამოიყენება პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ:
- სასუნთქი გზების ინფექციები (მათ შორის მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, ინფიცირებული ბრონქოექტაზია, ბაქტერიული პნევმონია, ფილტვის აბსცესი, გულმკერდის ღრუს ორგანოების ოპერაციის შემდგომი ინფექციები);
- ყელ-ყურ-ცხვირის ინფექციები (სინუსიტი, ტონზილიტი, ფარინგიტი);
- შარდ-სასქესო სისტემის ინფექციები (მათ შორის მწვავე და ქრონიკული პიელონეფრიტი, ცისტიტი, ურეთრიტი, ასიმპტომური ბაქტერიურია, მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ანთებითი დაავადებები);
- რბილი ქსოვილების ინფექციები (მათ შორის ფურუნკულოზი, პიოდერმია, იმპეტიგო);
- ძვალ-სახსროვანი სისტემის ინფექციები (მათ შორის ოსტეომიელიტი, სეპტიური ართრიტი);
- გონორეა (მათ შორის მწვავე გაურთულებელი გონოკოკური ურეთრიტი და ცერვიციტი);
- ლაიმის დაავადების მკურნალობა ადრეულ სტადიაში და დაავადების გვიანი სიმპტომების პროფილაქტიკა მოზრდილებსა და 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

მიღების წესები და დოზები

მოზრდილებში უმრავლესი ინფექციებისათვის პრეპარატის ერთჯერადი დოზა საშუალოდ შეადგენს 250 მგ-ს, 2-ჯერ დღეში.
ქვემო სასუნთქი გზების მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ინფექციები – 250 მგ 2-ჯერ დღეში.
ქვემო სასუნთქი გზების მძიმე ინფექციები (მაგ. პნევმონია) - 500 მგ 2-ჯერ დღეში.
საშარდე გზების ინფექციები - 125 მგ 2-ჯერ დღეში, პიელონეფრიტის დროს - 250 მგ 2-ჯერ დღეში.
გაურთულებელი გონორეის დროს - 1 გ დღეში ერთხელ.
ლაიმის დაავადების დროს მოზრდილებსა და 12 წლის ასაკის ზევით ბავშვებში - 500 მგ 2-ჯერ დღეში 20 დღის განმავლობაში.
2 წლამდე ასაკის ბავშვებს უმრავლესი ინფექციებისათვის ენიშნებათ საშუალოდ 125 მგ (ერთი ტაბ. 125 მგ ან 5 მლ სუსპენზია) 2-ჯერ დღეში.
ბავშვებს 2 წლის ასაკის ზევით და შუა ოტიტის დროს ენიშნებათ 250 მგ 2-ჯერ დღეში.
მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ინფექციების დროს ერთჯერადი დოზა შეადგენს 10 მგ/კგ.

 ასაკი  სხეულის წონა (კგ)
 ერთჯერადი დოზა (მგ) 2-ჯერ დღეში
 2-6 თვე
 4-6  40-60
 6 თვე- 2 წელი
 6-12  60-120
 2-12 წელი
 12->20  125
  
შუა ოტიტისა და მძიმე ინფექციების დროს ინიშნება 15 მგ/კგ 2-ჯერ დღეში.


 ასაკი  სხეულის წონა (კგ)
 ერთჯერადი დოზა (მგ) 2-ჯერ დღეში
 3-6 თვე  4-6  60-90
 6 თვე-2 წელი
 6-12  90-180
 2-12 წელი
 12->20  180-250

მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 500 მგ-ს.
პაციენტებს თირკმლის უკმარისობით, რომლებიც იმყოფებიან ჰემოდიალიზზე, ენიშნებათ 1 გ დღეში. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა საშუალოდ შეადგენს 7 დღეს (5-10 დღემდე).
ზინატის მიღება რეკომენდებულია ჭამის შემდეგ.

გვერდითი მოვლენები

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დიარეა, შესაძლებელია ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის ტრანზიტორული მომატება, სიყვითლე, აღწერილია ფსევდომემბრანული კოლიტის შემთხვევები. სისხლმბადი სისტემის მხრივ: ჰემოლიზური ანემია, ეოზინოფილია, ლეიკოპენია, ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია.
ალერგიული რეაქციები: კანზე გამონაყარი, ქავილი, ურტიკარია, ცხელება, მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, შრატის დაავადება. იშვიათად - ანაფილაქსიური შოკი.
ცნს-ის მხრივ: თავის ტკივილი. სხვა გვერდითი მოვლენები: ზოგიერთ ავადმყოფებში აღინიშნება კუმბსის დადებითი რეაქცია.

უკუჩვენება

მომატებული მგრძნობელობა ცეფალოსპორინული ჯგუფის ანტიბიოტიკების მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია

ზინატი, სხვა ანტიბიოტიკების მსგავსად, სიფრთხილით ინიშნება ორსულობის I ტრიმესტრში და ლაქტაციის პერიოდში.
ექსპერიმენტულ კვლევებში პრეპარატის ემბრიოტოქსიკური და ტერატოგენული ეფექტი არაა დადგენილი.

განსაკუთრებული მითითებები

პრეპარატი სიფრთხილით ენიშნებათ ავადმყოფებს პენიცილინის ჯგუფის ანტიბიოტიკების მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს.
ზინატის ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია პრეპარატის მიმართ მდგრადი მიკროორგანიზმების (Candida, Enterococci, Clostridium difficile) გაძლიერებული ზრდა, რის გამოც შესაძლებელია აუცილებელი გახდეს პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტა.
ანტიბიოტიკების მიღების ფონზე (მათ შორის ზინატის მიღების შემთხვევაშიც) დიარეის განვითარების შემთხვევაში ფსევდომემბრანული კოლიტის განვითარება მოიაზრება.
ზინატით ლაიმას დაავადების მკურნალობისას იშვიათად აღინიშნება იარიშ-ჰერცჰეიმერის რეაქცია. აღნიშნული რეაქცია წარმოადგენს ზინატის ბაქტერიოციდული მოქმედების პირდაპირ შედეგს დაავადების გამომწვევის სპიროქეტა Borrelia burgdorferi- ის მიმართ, რაც ჩვეულებრივ და ხშირ მოვლენას წარმოადგენს და თავისთავად მალევე გაივლის.
ზინატის ფონზე სისხლში გლუკოზის დონის განსაზღვრისათვის რეკომენდებულია გლუკოზოკინაზას ან ჰექსოკინაზას გამოყენება.
პრეპარატი არ ახდენს გავლენას ტუტე პიკრატით კრეატინინის განსაზღვრის ტესტის შედეგზე. გრანულების პერორალური სუსპენზიის მოსამზადებლად ან უკვე დამზადებული სუსპენზიის შერევა ცხელ სითხეებთან რეკომენდებული არ არის.

ჭარბი დოზირება

სიმპტომები: ცვლილებები ცნს-ის მხრივ - აგზნებადობა, კრუნჩხვები. მკურნალობა: სიმპტომური. ზინატი ორგანიზმიდან გამოიყოფა ჰემოდიალიზისა და პერიტონეალური დიალიზის საშუალებით.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

ზინატის პრობენეციდთან კომბინაციაში გამოყენებისას 50%-ით იზრდება ცეფუროქსიმის მრუდი “კონცენტრაცია-დრო”- ფართი.
ანტაციდები აქვეითებენ ზინატის სუსპენზიის ბიოშეღწევადობას.

შენახვის პირობები და ვადები

ტაბლეტები ინახება მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა - 3 წელი.
გრანულები პერორალური სუსპენზიის მოსამზადებლად ინახება 25°C ტემპერატურაზე. ვარგისიანობის ვადა - 2 წელი.
დამზადებული სუსპენზიის შენახვა რეკომენდებულია არაუმეტეს 10 დღისა 25°C ტემპერატურაზე ან მაცივარში.

მწარმოებელი ქვეყანა
დიდი ბრიტანეთი