მეთფორმინ-დენკი 850მგ #30ტ

მეთფორმინ-დენკი 850მგ #30ტ

7.50 ლარი
ქვეყანა: გერმანია
მწარმოებელი: დენკ ფარმა
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: მეტფორმინის ჰიდროქლორიდი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 25816
გააზიარე:

პროდუქტის მახასიათებლების ჩამონათვალი

  1. 1.    სამკურნალო საშუალების დასახელება

მეტფორმინ დენკ 500

მეტფორმინ დენკ 850

მეტფორმინ დენკ 1000

 

  1. 2.    ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება: მეტფორმინი

მეტფორმინ დენკ 500

აპკიანი გარსით დაფარული თითოეული ტაბლეტი შეიცავს 500 მგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდს,  რაც 390 მგ მეტფორმინის ექვივალენტურია.

ცნობილი ეფექტის მქონე დამხმარე ნივთიერება: აპკიანი გარსით დაფარული თითოეული ტაბლეტი შეიცავს 7.04 მგ ლაქტოზას მონოჰიდრატს.

 

მეტფორმინ დენკ 850

აპკიანი გარსით დაფარული თითოეული ტაბლეტი შეიცავს 850 მგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდს, რაც 662,8 მგ მეტფორმინის ექვივალენტურია.

 

მეტფორმინ დენკ 1000

აპკიანი გარსით დაფარული თითოეული ტაბლეტი შეიცავს 1000 მგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდს, რაც 780 მგ მეტფორმინის ექვივალენტურია.

 

დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი, იხილეთ პუნქტში 6.1.

 

  1. 3.    ფარმაცევტული პროდუქტის ფორმა

 

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი

 

მეტფორმინ დენკ 500

თეთრი ფერის, მრგვალი ფორმის, ორმხრივად ამოზნექილი, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, ნაჭდევის გარეშე.

 

მეტფორმინ დენკ 850

თეთრი ფერის, წაგრძელებული ფორმის, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, ღრმა გამყოფი ხაზით ერთ მხარეს და გამყოფი ხაზით მეორე მხარეს.

გამყოფი ხაზი გამოიყენება მხოლოდ ყლაპვის შესამსუბუქებლად და არა თანაბარ დოზებად დასაყოფად.

 

მეტფორმინ დენკ 1000

თეთრი ფერის, წაგრძელებული ფორმის, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, ღრმა გამყოფი ხაზით ერთ მხარეს და გამყოფი ხაზით მეორე მხარეს.

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები შესაძლებელია დაიყოს თანაბარ დოზებად.

 

  1. 4.    კლინიკური მახასიათებლები

4.1  თერაპიული ჩვენებები

ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მკურნალობა, განსაკუთრებით ჭარბჭონიან პაციენტებში, როდესაც მხოლოდ დიეტა და ვარჯიში არ იწვევს გლიკემიის ადექვატურ კონტროლს.

-       მოზრდილებში, მეტფორმინი შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც მონოთერაპია ან სხვა ორალურად მისაღებ ანტიდიაბეტურ საშუალებებთან  ან ინსულინთან ერთად.

-       10 წლის ასაკიდან ბავშვებსა და მოზარდებში, მეტფორმინი შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც მონოთერაპია ან ინსულინთან ერთად.

2 ტიპის დიაბეტით დაავადებულ მოზრდილ, ჭარბწონიან პაციენტებში აღინიშნა დიაბეტით გამოწვეული გართულებების შემცირება, როდესაც წარუმატებელი დიეტის შემდეგ, მეტფორმინი გამოიყენებოდა პირველი რიგის თერაპიის სახით (იხ. პუნქტი 5.1).

 

4.2 ფოზოლოგია და მიღების წესი

ფოზოლოგია

თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე მოზარდები (GFR ≥ 90 მლ/წთ)

მონოთერაპია და კომბინაცია ორალურად მისაღებ სხვა ანტიდიაბეტურ საშუალებებთან ერთად

ჩვეულებრივი საწყისი დოზა შეადგენს 500 მგ ან 850 მგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდს დღეში 2 ან 3 ჯერ ჭამის დროს ან მის შემდეგ.

10-დან 15 დღის შემდეგ დოზის დარეგულირება ხდება სისხლში გლუკოზის დონის საფუძველზე. დოზის ფრთხილად გაზრდამ შეიძლება გააუმჯობესოს გასტროინტესტინალური ამტანობა.

პაციენტებს, რომლებიც იღებენ მეტფორმინის ჰიდროქლორიდის მაღალ დოზებს (2 ან 3 გ-მდე დღეში), 1 შემოგარსული ტაბლეტი, რომელიც შეიცავს 1000 მგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდს, შეიძლება მიეცეთ 500 მგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდის შემცველი 2 შემოგარსული ტაბლეტის ნაცვლად.

მეტფორმინის ჰიდროქლორიდის მაქსიმალური რეკომენდებული დოზა არის 3 გ დღეში, მიღებული 3 დაყოფილ დოზად.

თუ იგეგმება სხვა პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებებიდან მიზანმიმართული გადასვლა: უნდა შეწყდეს სხვა საშულებების მიღება და მოხდეს მეტფორმინის დაწყება ზემოთ  მითითებული დოზებით.

 

ინსულინთან კომბინაცია

მეტფორმინი და ინსულინი შეიძლება გამოყენებულ იქნას კომბინირებულ თერაპიაში, სისხლში გლუკოზის დონის გასაკონტროლებლად. მეტფორმინის ჰიდროქლორიდი მიიღება ჩვეულებრივი საწყისი დოზით 500 მგ ან 850 მგ 2 ან 3 ჯერ დღეში, სანამ ინსულინის დოზა რეგულირდება სისხლში გლუკოზის დონის საფუძველზე.

 

 

ხანდაზმული პაციენტები

ხანდაზმულ პაციენტებში, თირკმლის ფუნქციის დაქვეითების პოტენციალის შესამცირებლად, საჭიროა მეტფორმინის დოზის რეგულირება თირკმლის ფუნქციის შესაბამისად. აუცილებელია თირკმლის ფუნქციის რეგულარული მონიტორინგი (იხ. პუნქტი 4.4).

 

თირკმლის უკმარისობა

GFR უნდა შეფასდეს მეტფორმინის შემცველი პროდუქტებით მკურნალობის დაწყებამდე, და ამის შემდეგ ყოველწლიურად. პაციენტებში, რომლებსაც აქვთ თირკმლის უკმარისობის შემდგომი განვითარების რისკი, და ხანდაზმულ ადამიანებში, თირკმელების ფუნქცია უფრო ხშირად უნდა შეფასდეს, მაგ. ყოველ 3-6 თვეში.

 

GFR

(მლ/წთ)

მთლიანი მაქსიმალური დღიური დოზა

(დაყოფილი 2-3 დღიურ დოზად)

დამატებითი განხილვა

60-89

 

3000 მგ

დოზის შემცირება შესაძლებელია განხილული იქნას თირკმლის ფუნქციის დაქვეითების შემთხვევაში

45-59

 

2000 მგ

 

 

ლაქტაციდოზის განვითარების რისკის გამომწვევი ფაქტორების (იხ. პუნქტი 4.4) გათვალისწინებული უნდა იქნას მეტფორმინის მიღების დაწყებამდე.

საწყისი დოზა შეადგენს მაქსიმალური დღიური დოზის ნახევარს

30-44

 

1000 მგ

<30

-

მეტფორმინი უკუნაჩვენებია.

 

პედიატრიული ასაკის მოსახლეობა

მონოთერაპია და კომბინაცია ინსულინთან

-        მეტფორმინის გამოყენება შესაძლებელია ბავშვებსა და მოზარდებში 10 წლის ასაკიდან;

-        ჩვეულებრივ საწყისი დოზა არის 500 მგ ან 850 მგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდი დღეში ერთხელ, მიღებული ჭამის დროს ან მის შემდეგ.

10-15 დღის შემდეგ, დოზის დარეგულირება ხდება სისხლში გლუკოზის დონის საფუძველზე. დოზის ნელმა ზრდამ შეიძლება გააუმჯობესოს გასტროინტესტინალური ტრაქტის ტოლერანტობა. მეტფორმინის ჰიდროქლორიდის მაქსიმალური რეკომენდებული დოზა არის 2 გ დღეში, მიღებული 2 ან 3 დაყოფილ დოზად.

 

4.3  უკუჩვენებები

-        მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერებების ან სხვა რომელიმე დამხმარე ნივთიერებების მიმართ, რომელიც ჩამოთვლილია 6.1 პუნქტში.

-        ნებისმიერი სახის მწვავე მეტაბოლური აციდოზი (როგორიცაა ლაქტაციდოზი, დიაბეტური კეტოაციდოზი).

-        დიაბეტური პრე-კომა

-        თირკმლის მწვავე უკმარისობა (GFR <30 მლ/წთ).

-        მწვავე მდგომარეობები, როდესაც მოსალოდნელლია თირკმლის ფუნქციის დარღვევა, როგორიცაა: დეჰიდრატაცია, მწვავე ინფექციები, შოკი.

-        ქსოვილების ჰიპოქსიის გამომწვევი დაავადებები (განსაკუთრებით მწვავე დაავადება, ან ქრონიკული დაავადების გამწვავება) როგორიცაა: გულის დეკომპენსირებული უკმარისობა, რესპირატორული უკმარისობა, მიოკარდიუმის ინფარქტი, შოკი.

-        ღვიძლის უკმარისობა, მწვავე ალკოჰოლური ინტოქსიკაცია, ალკოჰოლიზმი.

 

4.4  სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენების დროს

ლაქტაციდოზი

ლაქტაციდოზი, ძალიან იშვიათი, მაგრამ სერიოზული მეტაბოლური გართულებაა, ყველაზე ხშირად გვხვდება თირკმლის ფუნქციის მწვავე გაუარესების ან კარდიორესპირატორული დაავადებების ან სეფსისის დროს. მეტფორმინის დაგროვება ვლინდება თირკმლის ფუნქციის მწვავე გაუარესების დროს და ზრდის ლაქტური აციდოზის განვითარების რისკს.

დეჰიდრატაციის შემთხვევაში (ძლიერი დიარეა ან პირღებინება, ცხელება ან სითხის შემცირება), მეტფორმინის მიღება დროებით უნდა შეწყდეს და რეკომენდებულია მიემართოს ჯანდაცვის წარმომადგენელს.

სიფრთხილით უნდა მოხდეს მეტფორმინით ნამკურნალევ პაციენტებში იმ სამკურნალო საშუალებების მიღების დაწყება, რომლებმაც შესაძლებელია მკვეთრად გააუარესონ თირკმლის ფუნქცია (მაგალითად, ანტიჰიპერტენზიული, შარდმდენები და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები). ლაქტაციდოზის განვითარების რისკის სხვა ფაქტორები არის ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, ღვიძლის უკმარისობა, არასაკმარისი კონტროლირებადი დიაბეტი, კეტოზი, გახანგრძლივებული მარხვა და ჰიპოქსიასთან დაკავშირებული ნებისმიერი პირობა, აგრეთვე სამკურნალო პროდუქტების ერთდროული გამოყენება, შეიძლება გამოიწვიოს ლაქტაციდოზი (იხ. პუნქტები 4.3 და 4.5)

პაციენტებს და/ან მათ მზრუნველებს უნდა ეცნობოთ ლაქტაციდოზის განვითარების რისკის  შესახებ. ლაქტაციდოზს ახასიათებს აციდოზური ქოშინი, მუცლის ტკივილი, კუნთების კრუნჩხვები, ასთენია და ჰიპოთერმია, რასაც თან ახლავს კომა. საეჭვო სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, პაციენტმა უნდა შეწყვიტოს მეტფორმინის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართოს სამედიცინო დახმარებას. დიაგნოსტიკური ლაბორატორიული დასკვნების შედეგად მოხდა  სისხლის pH-ის დაქვეითება (<7.35), პლაზმური ლაქტატის დონის მომატება (>5 მმოლ/ლ) და გაზრდილი ანიონური შუალედი და ლაქტატ/პირუვეტის თანაფარდობა.

 

თირკმლის ფუნქცია

GFR შეფასება ხდება მკურნალობის დაწყებამდე და მის შემდეგ რეგულარულად (იხ. პუნქტი 4.2). მეტფორმინი უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომელთაც აქვთ GFR <30 მლ/წთ და დროებით უნდა შეჩერდეს იმ პირობებში, რომელიც ცვლის თირკმლის ფუნქციის მუშაობას (იხ. პუნქტი 4.3).

 

კარდიალური ფუნქცია

გულის უკმარისობის მქონე პაციენტები იმყოფებიან ჰიპოქსიისა და თირკმლის უკმარისობის განვითარების მაღალი რისკის ქვეშ. პაციენტებს, რომლებსაც აქვთ სტაბილურად ქრონიკული გულის უკმარისობა, მეტფორმინი შეიძლება გამოყენებულ იქნას გულის და თირკმელების ფუნქციის რეგულარული მონიტორინგით.

გულის მწვავე და არასტაბილური უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის მეტფორმინი უკუნაჩვენებია (იხ. პუნქტი 4.3).

 

იოდირებული კონტრასტული საშუალების მიღება

იოდირებული კონტრასტული საშუალებების ინტრავასკულარულმა მიღებამ, შეიძლება გამოიწვიოს კონტრასტით გამოწვეული ნეფროპათია, რის შედეგადაც მეტფორმინი გროვდება და იზრდება ლაქტაციდოზის  განვითარების რისკი. მეტფორმინის მიღება უნდა შეწყდეს დროულად ან მისი ვიზუალიზაციის პროცედურის დაწყებამდე და არ უნდა აღდგეს მისი მიღება მინიმუმ 48 საათის შემდეგ, თუკი მოხდება თირკმლის ფუნქციის ხელახალი შეფასება და დადგინდება მისი  სტაბილურობა (იხ. პუნქტები 4.2 და 4.5).

 

ქირურგია

ზოგადი, სპინალური ან ეპიდურული ანესთეზიით ოპერაციის დროს, მეტფორმინის მიღება უნდა შეწყდეს. თერაპიის განახლება შესაძლებელია ოპერაციიდან ყველაზე ადრე 48 საათის შემდეგ ან ორალური კვების აღდგენა იმ პირობით, რომ თირკმლის ფუნქცია შეფასდა ხელახლა და დადგინდა მისი სტაბილურობა.

 

პედიატრიული ასაკის მოსახლეობა

მეტფორმინით მკურნალობის დაწყებამდე უნდა დადასტურდეს მე -2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზი.

ერთ წლიანი კონტროლირებადი კლინიკური კვლევებით არ დასტურდება, მეტფორმინის ეფექტი ზრდასა და პუბერტატულობაზე, მაგრამ ამ კონკრეტული პუნქტებისთვის არ არსებობს გრძელვადიანი მონაცემები. აქედან გამომდინარე, მეტფორმინით მომკურნალე ბავშვებისთვის, რეკომენდებულია მეტფორმინის ეფექტის ფრთხილად შეფასება ამ პარამეტრების მიმართ პრეპუბერტატული ასაკის მქონე ბავშვებში.

 

10-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები

10 და 12 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში მხოლოდ 15 ბავშვში ჩატარდა კონტროლირებადი კლინიკური კვლევები. მიუხედავად იმისა, რომ ამ ბავშვებში მეტფორმინის ეფექტურობა და უსაფრთხოება არ განსხვავდებოდა სხვა ასაკოვან ბავშვებსა და მოზარდებში ეფექტურობისა და უსაფრთხოებისგან, განსაკუთრებული სიფრთხილეა რეკომენდებული 10-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში მეტფორმინის დანიშვნის დროს.

 

 

სიფრთხილის სხვა ზომები

ყველა პაციენტმა უნდა გააგრძელოს დიეტა მთელი დღის განმავლობაში, ნახშირწყლების რეგულარული განაწილებით. ჭარბი წონის მქონე პაციენტებმა უნდა განაგრძონ ენერგიით შეზღუდული დიეტა.

დიაბეტის მონიტორინგისთვის ჩვეულებრივი ლაბორატორიული ტესტები უნდა ჩატარდეს რეგულარულად.

მხოლოდ მეტფორმინი არ იწვევს ჰიპოგლიკემიას, მაგრამ სიფრთხილეა საჭირო, როდესაც იგი გამოიყენება ინსულინთან ან სხვა ორალურ ანტიდიაბეტურ საშუალებებთან ერთად (მაგალითად სულფონილშარდოვანა ან მეგლიტინიდები).

 

მეტფორმინი დენკ 500 შეიცავს ლაქტოზას

ეს მედიკამენტი არ მიიღება გალაქტოზას აუტანლობის იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადების მქონე პაციენტებისათვის, ლაქტაზის სრული დეფიციტის ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციის დროს.

 

4.5 ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა

ფორმები

არ არის რეკომენდებული კომბინირებული თერაპია

ალკოჰოლი

ალკოჰოლური ინტოქსიკაცია ასოცირდება რძის აციდოზის განვითარების რისკის ზრდასთან, განსაკუთრებით მარხვის, არასწორი კვების ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში.

 

იოდინირებული კონტრასტული საშაუალება

მეტფორმინის მიღება უნდა შეწყდეს დროულად, ან მისი ვიზუალიზაციის პროცედურის დაწყებამდე და არ უნდა აღდგეს მისი მიღება მინიმუმ 48 საათის შემდეგ, თუკი მოხდება თირკმლის ფუნქციის მაჩვენებლების ხელახალი შეფასება და დადგინდება მისი  სტაბილურობა (იხ. პუნქტები 4.2 და 4.4)

 

კომბინაციები, გამოყენებისას საჭიროებენ სიფრთხილის ზომებს

ზოგიერთ სამკურნალო პროდუქტს შეუძლია უარყოფითი გავლენა მოახდინოს თირკმლის ფუნქციონირების მხრივ, რამაც შეიძლება გაზარდოს ლაქტაციდოზის განვითარების რისკი, მაგალითად NSAIDs–ები, მათ შორის, შერჩევითი ციკლოოქსიგენაზა (COX) II ინჰიბიტორები, ACE ინჰიბიტორები, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები და შარდმდენები, განსაკუთრებით მარყუჟოვანი შარდმდენები. ასეთი პროდუქტების მეტფორმინთან ერთად გამოყენების ან მიღების დაწყების შემთხვევაში აუცილებელია თირკმლის ფუნქციის ხშირი მონიტორინგი.

სამკურნალო პროდუქტები შინაგანი ჰიპერგლიკემიური მოქმედებით (მაგ. გლუკოკორტიკოიდები (სისტემური და ადგილობრივი მიმართულებები) და სიმპათომიმეტიკები)

შეიძლება საჭირო გახდეს სისხლში გლუკოზის უფრო ხშირი მონიტორინგი, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში. საჭიროების შემთხვევაში, თერაპიის დროს და მისი შეწყვეტის შემდეგ, უნდა დარეგულირდეს მეტფორმინის დოზა შესაბამისი სამკურნალო საშუალებით.

ორგანული კათიონის გადამტანი (OCT)

მეტფორმინი არის როგორც OCT1, ასევე OCT2 ტრანსპორტირების სუბსტრატი.

 

მეტფორმინთან ერთად მიღება:

-        OCT1 ინჰიბიტორებმა (მაგ: ვერაპამილი) შეიძლება შეამცირონ მეტფორმინის ეფექტიანობა.

-        OCT1-ის ინდუქტორებმა (როგორიცაა რიფამპიცინი) შეიძლება გაზარდონ მეტფორმინის კუჭ-ნაწლავის აბსორბცია და ეფექტიანობა.

-        OCT2-ის ინჰიბიტორებმა (როგორიცაა: ციმეტიდინი, დოლუტეგრავირი, რანოლაზინი, ტრიმეტოპრიმი, ვანდეტანიბი, იზავუკონაზოლი) შეიძლება შეამცირონ მეტფორმინის თირკმელების გზით გამოყოფა და ამით გამოიწვიონ მეტფორმინის პლაზმური კონცენტრაციის მატება.

-        როგორც OCT1, ასევე OCT2 ინჰიბიტორებმა (როგორიცაა კრიზოტინიბი, ოლაპარიბი) შეიძლება შეცვალონ მეტფორმინის ეფექტიანობა და თირკმელების გზით გამოყოფა.

სიფრთხილეა საჭირო, განსაკუთრებით თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, როდესაც ეს მედიკამენტები გამოიყენება მეტფორმინთან ერთად, რადგან შეიძლება გაიზარდოს მეტფორმინის პლაზმური კონცენტრაცია. საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება განიხილებოდეს დოზის კორექცია, რადგან OCT-ის ინჰიბიტორებმა/ინდუქტორებმა შეიძლება შეცვალონ მეტფორმინის ეფექტიანობა.

 

4.6 ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა

ორსულობის დროს უკონტროლო დიაბეტი (გესტაციური ან მუდმივი) დაკავშირებულია თანდაყოლილი პათოლოგიების და პერინატალური სიკვდილიანობის გაზრდილ რისკთან.

ორსულ ქალებში, მეტფორმინის გამოყენების შესახებ შეზღუდული მონაცემები არ მიუთითებს თანდაყოლილი ანომალიების განვითარების გაზრდილ რისკზე. ცხოველებზე ჩატარებული კვლევებიდან ორსულობის, ემბრიონის ან ნაყოფის, მშობიარობის ან მშობიარობის შემდგომ განვითარებასთან  მავნე ზემოქმედებები არ დაფიქსირებულა (იხ. პუნქტი 5.3).

დიაბეტით დაავადებულმა ორსულებმა, ან იმ პაციენტებმა, ვინც გეგმავს დაფეხმძიმებას, რეკომენდებულია არ იმკურნალონ მეტფორმინით, თუმცა ინსულინი გამოყენებული უნდა იქნას სისხლში გლუკოზის დონის ნორმის ფარგლებში შესანარჩუნებლად, რათა შემცირდეს ნაყოფის მალფორმაციების რისკი.

 

ლაქტაცია

მეტფორმინი გადადის დედის რძეში. გვერდითი ეფექტები არ გამოვლენილა ლაქტაციის პერიოდში მყოფ ახალშობილებში/ჩვილებში. რადგანაც, მხოლოდ შეზღუდული მონაცემებია ხელმისაწვდომი, ლაქტაცია არ არის რეკომენდებული მეტფორმინით მკურნალობის დროს.  საჭიროა გადაწყვეტილების მიღება ლაქტაციის შეწყვეტის შესახებ, ძუძუთი კვების სარგებლის და ბავშვზე უარყოფითი ზემოქმედების პოტენციური რისკის გათვალისწინებით.

 

 

ფერტილობა

მამრობით ან მდედრობით ვირთხებში მეტფორმინს ფერტილობაზე არ მოუხდენია გავლენა, როდესაც ის მიიღება დოზით 600 მგ/კგ/დღეში, რაც დაახლოებით მაქსიმუმ  სამჯერ აღემატება ადამიანისთვის განკუთვნილ რეკომენდებულ დღიურ დოზას, სხეულის ზედაპირის გათვალისწინებით.

 

4.7 გავლენა მანქანის და სხვა მექანიზმების მართვაზე.

მეტფორმინის მონოთერაპია არ იწვევს ჰიპოგლიკემიას და, შესაბამისად, არ მოქმედებს მანქანების მართვის ან გამოყენების უნარზე. ამასთან, პაციენტი ინფორმირებული უნდა იყოს  ჰიპოგლიკემიის განვითარების რისკის შესახებ, როდესაც მეტფორმინი გამოიყენება  სხვა ანტიდიაბეტურ საშუალებებთან ერთად (მაგ, სულფონილშარდოვანა, ინსულინი ან მეგლიტინიდები).

 

4.8 არასასურველი ეფექტები

მკურნალობის დაწყების დროს, ყველაზე გავრცელებული გვერდითი რეაქციებია: გულისრევა, ღებინება, დიარეა, მუცლის ტკივილი და მადის დაკარგვა, რომლებიც ხშირ შემთხვევაში სპონტანურად ქრება. მათ თავიდან ასაცილებლად, რეკომენდებულია მეტფორმინის მიღება 2 ან 3 დღიური დოზით და დოზების ნელი გაზრდით.

მეტფორმინით მკურნალობის დროს შეიძლება განვითარდეს შემდეგი გვერდითი ეფექტები. სიხშირეები განსაზღვრულია შემდეგნაირად: ძალიან ხშირი: >1/10; ხშირი: >1/100 <1/10; არახშირი: >1/1.000, <1/100; იშვიათი >1/10.000, <1/1.000; ძალიან იშვიათი: <1/10.000.

სიხშირის თითოეულ ჯგუფში, გვერდითი ეფექტები წარმოდგენილია სიმწვავის შესამცირებლად.

 

მეტაბოლიზმი და კვების მხრივ დარღვევები

ძალიან იშვიათი: ლაქტაციდოზი (იხ. პუნქტი 4.4).

ვიტამინი B12-ის შეწოვის შემცირება შრატის დონის შემცირებით, მეტფორმინის ხანგრძლივი დროით გამოყენების პერიოდში. ასეთი ეტიოლოგიის გათვალისწინება რეკომენდებულია მეგალობლასტური ანემიის მქონე პაციენტებში.

 

ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები

ხშირი: გემოვნების მხრივ დარღვევა.

 

გასტროინტესტინური დარღვევები

ძალიან ხშირი: გასტროინტესტინალური დარღვევებია: გულისრევა, ღებინება, დიარეა, მუცლის ტკივილი და მადის დაკარგვა. აღნიშნული გვერდითი ეფექტები ყველაზე ხშირად  ვლინდება თერაპიის დაწყებისას და ხშირ შემთხვევაში ქრება სპონტანურად. მათ თავიდან ასაცილებლად, რეკომენდებულია მეტფორმინის მიღება 2 ან 3 დღიურ დოზად ჭამის დროს ან მის შემდეგ. დოზის შენელებულმა ზრდამ შეიძლება გააუმჯობესოს გასტროინტესტინალური ტრაქტის ტოლერანტობა.

 

ჰეპატობილიარული დარღვევები

ძალიან იშვიათი: იზოლირებულია ცნობები ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების დარღვევების ან ჰეპატიტის შესახებ, რომლებიც სრულდება მეტფორმინის შეწყვეტისას.

 

კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ დარღვევები

ძალიან იშვიათი: კანის მხრივ რეაქციები, როგორიცაა: ერითემა, ქავილი, ჭინჭრის ციება.

 

პედიატრიული ასაკის მოსახლეობა

გამოქვეყნებული და პოსტ-მარკეტინგული მონაცემებით, კონტროლირებადი კლინიკური კვლევებით, 10-16 წლის შეზღუდული პედიატრიული ასაკის მოსახლეობაში, რომლებიც მკურნალობდნენ 1 წლის განმავლობაში, გამოვლენილი გვერდითი ეფექტები აღწერილობით და სიმწვავით მსგავსია მოზრდილებში აღწერილი გვერდითი ეფექტების.

 

ინფორმაცია საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ

სამედიცინო პრეპარატის ავტორიზაციის შემდეგ, საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინების გაკეთება მნიშვნელოვანია. ეს სამედიცინო პრეპარატის სარგებლის/რისკის ბალანსის მუდმივი მონიტორინგის საშუალებას იძლევა. ჯანდაცვის თანამშრომლებს მოეთხოვებათ აცნობონ ნებისმიერი საჭვო გვერდითი რეაქციის შესახებ,  შეტყობინების ეროვნული  სისტემის საშუალებით.

 

4.9 დოზის გადაჭარბება

ჰიპოგლიკემია არ გამოვლენილა მეტფორმინის ჰიდროქლორიდის  85გ-მდე დოზის მიღების შემთხვევაში, თუმცა ასეთ გარემოებებში განვითარდა ლაქტაციდოზი. მეტფორმინის დოზის გადაჭარბებამ ან კომბინირებულმა თერაპიამ შეიძლება გამოიწვიოს ლაქტაციდოზი. ლაქტაციდოზი საჭიროებს სამედიცინო გადაუდებელ და ჰოსპიტალურ მკურნალობას. ლაქტატის და მეტფორმინის სხეულიდან  გამოდევნის ყველაზე ეფექტური მეთოდი ჰემოდიალიზია.

 

5. ფარამაკოლოგიური თვისებები

5.1 ფარმაკოდინამიკური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სისხლში გლუკოზის შემამცირებელი პრეპარატები, გარდა. ინსულინები, ბიგუანიდები

ათქ კოდი: A10BA02

 

მოქმედების მექანიზმი

მეტფორმინი არის ანტიჰიპერგლიკემიური ეფექტის მქონე ბიგუანიდი, რომელიც ამცირებს  ბაზალურ და ასევე ჭამის შემდგომ გლუკოზის პლაზმურ დონეს. იგი არ ასტიმულირებს ინსულინის სეკრეციას და შესაბამისად არ იწვევს ჰიპოგლიკემიას.

მეტფორმინს გააჩნია მოქმედების 3 მექანიზმი:

-        ღვიძლის მიერ გლუკოზის წარმოქმნის შემცირება, გლუკონეოგენეზის და გლუკოგენეზის დათრგუნვის ხარჯზე.

-        კუნთებში პერიფერიული გლუკოზის შეწოვის და მოხმარების გაუმჯობესება, ინსულინისადმი მგრძნობელობის გაზრდის ხარჯზე.

-        ნაწლავიდან გლუკოზის შეწოვის შემცირება.

 

გლიკოგენ სინთეზზე ზემოქმედებით მეტფორმინი ასტიმულირებს უჯრედშიდა გლიკოგენის სინთეზსს.

მეტფორმინი ზრდის ყველა ტიპის მემბრანული გლუკოზის ტრანსპორტიორის მოქმედებას (GLUTs) ცნობილია დღემდე.

 

ფარმაკოდინამიკური ეფექტები

კლინიკურ კვლევებში მეტფორმინის გამოყენება ასოცირდებოდა ან სხეულის სტაბილურ წონასთან, ან წონის მცირედ კლებასთან.

ადამიანებში, გლიკემიური მოქმედებისგან დამოუკიდებლად, მეტფორმინი დადებითად მოქმედებს ლიპიდების მეტაბოლიზმზე. ეს კარგად აისახა კონტროლირებად, საშუალო ხანგრძლივობის და ხანგრძლივ კლინიკურ კვლევებში, პრეპარატის თერაპიული დოზებით გამოყენებისას. მეტფორმინი ამცირებს მთლიანი ქოლესტეროლის, LDL ქოლესტეროლის და ტრიგლიცერიდების დონეს.

 

კლინიკური ეფექტურობა

პერსპექტიული რანდომიზებული (UKPDS) კვლევით დადგინდა, სისხლში გლუკოზის ინტენსიური კონტროლის გრძელვადიანი სარგებელი 2 ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტებში.

სხეულის ჭარბი წონის მქონე პაციენტთა შედეგების ანალიზში, რომლებიც მხოლოდ წარუმატებელი დიეტის შემდეგ მკურნალობდნენ მეტფორმინით, ნაჩვენებია:

-        მეტფორმინის ჯგუფში დიაბეტთან დაკავშირებული ნებისმიერი გართულების აბსოლუტური რისკის მნიშვნელოვანი შემცირება (29.8 შემთხვევა/1000 პაციენტი-წელიწადში) მხოლოდ დიეტის წინააღმდეგ (43.3 შემთხვევა/1000 პაციენტი-წელიწადში), პ=0.0023, და კომბინირებული სულფონილურას და ინსულინთერაპიის ჯგუფების წინააღმდეგ (40.1 შემთხვევა/1000 პაციენტი-წელიწადში), პ=0.0034

-        დიაბეტთან დაკავშირებული სიკვდილიანობის აბსოლუტური რისკის მნიშვნელოვანი შემცირება: მეტფორმინი 7,5 შემთხვეა/1000 პაციენტი-წელიწადში, მხოლოდ დიეტა 12.7 შემთხვევა/1000 პაციენტი-წელიწადში, პ=0.017.

-        მთლიანი სიკვდილიანობის აბსოლუტური რისკის მნიშვნელოვანი შემცირება: მეტფორმინი 13.5 შემთხვევა/1000 პაციენტი-წელიწადში დიეტის წინააღმდეგ 20.6 შემთხვევა/1000 პაციენტი-წელიწადში (პ=0.011), სულფონილშარდოვანას და ინსულინის მონოთერაპიის ჯგუფების წინააღმდეგ 18.9 შემთხვევა /1000 პაციენტი-წელიწადში (პ=0.021).

-        მიოკარდიუმის ინფარქტის აბსოლუტური რისკის მნიშვნელოვანი შემცირება: მეტფორმინის ჰიდროქლორიდი 11 შემთხვევა/1000 პაციენტი-წელიწადში, მხოლოდ დიეტა 18 შემთხვევა/1000 პაციენტი-წელიწადში, (პ=0.01).

კლინიკურ შედეგთან შედარებით სარგებელი არ გამოვლინდა მეტფორმინისთვის, რომელიც გამოიყენება როგორც მეორე რიგის თერაპია, სულფონილშარდოვონასთან ერთად.

ტიპი 1 დიაბეტის შემთხვევაში, მეტფორმინი და ინსულინი ერთად იქნა გამოყენებული შერჩეულ პაციენტებში, მაგრამ ამ კომბინაციის კლინიკური უპირატესობა ოფიციალურად დადგენილი არ არის.

 

პედიატრიული ასაკის მოსახლეობა

კონტროლირებადმა კლინიკურმა კვლევებმა, 10–16 წლის შეზღუდული პედიატრიული ასაკის მოსახლეობაში, რომლებიც მკურნალობდნენ 1 წლის განმავლობაში, გამოავლინა გლიკემიის დონის კონტროლის ანალოგიური შედეგი, როგორც ეს მოზრდილებშია.

 

5.2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები

აბსორბცია

მეტფორმინის ჰიდროქლორიდის ორალური დოზის მიღების შემდეგ მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) მიიღწევა დაახლოებით 2.5 საათში (tmax). 500 მგ ან 850 მგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდის ტაბლეტის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა ჯანმრთელ სუბიექტებში დაახლოებით 50-60%-ს შეადგენს. ორალური დოზის მიღების შემდეგ, ფეკალურ მასებში გამოყოფილი არააბსორბირებული ფრაქცია შეადგენს დაახლოებით 20-30%.

ორალური დოზის მიღების შემდეგ, მეტფორმინ ჰიდროქლორიდის  აბსორბცია არასრულია და გაჯერებადია. ითვლება, რომ მეტფორმინის აბსორბციის ფარმაკოკინეტიკა არასწორხაზოვანია.

მეტფორმინის რეკომენდებული დოზის ფარგლებში, პლაზმის კონცენტრაციის სტაციონარული მდგომარეობა მიიღწევა 24-48 საათში. ეს უკანასკნელი ძირითადად შეადგენს 1 µგ/მლ-ზე ნაკლებს. კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში, მეტფორმინის პლაზმის მაქსიმალური დონე (Cmax) არ აღემატებოდა 5  µგ / მლ, მაქსიმალური დოზითაც კი.

საკვები ამცირებს კონცენტრაციას და ოდნავ აფერხებს მეტფორმინის შეწოვას. 850 მგ ტაბლეტის დოზის მიღების შემდეგ, დაფიქსირდა პიკური პლაზმის 40% -ით დაბალი კონცენტრაცია,  AUC– ის 25%–იანი შემცირება (მრუდის ქვეშ არსებული ფართობი) და დროის 35 წუთით გახანგრძლივება პიკურ პლაზმურ კონცენტრაციამდე. ამ შედეგების კლინიკური აქტუალობა უცნობია.

 

განაწილება

პლაზმის ცილებთან ბმა უმნიშვნელოა. მეტფორმინი აღწევს ერითროციტებში. სისხლის პიკი უფრო დაბალია ვიდრე პლაზმური პიკი, რაც მიიღწევა დაახლოებით იგივე დროის განმავლობაში. სისხლის წითელი უჯრედები წარმოადგენენ განაწილების მეორად განყოფილებას. საშუალო განაწილების მოცულობა (V) მერყეობს 63-276 ლ-ს შორის.

 

ბიოტრანსფორმაცია

მეტფორმინი უცვლელი სახით გამოიყოფა შარდში. ადამიანებში დღემდე არცერთი მეტაბოლიტი არ იქნა აღმოჩენილი.

 

ელიმინაცია

მეტფორმინის თირკლისმიერი კლირენსი შეადგენს > 400მლ/წთ, რაც იმის მანიშნებელია, რომ მეტფორმინი ელიმინირდება გლომერულარული ფილტრაციის და მილაკოვანი სეკრეციის ხარჯზე. პერორალური დოზის შემდეგ, პრეპარატის ნახევარგამყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 6.5 საათს. როდესაც თირკმლის ფუნქცია დარღვეულია, თირკმლის კლირენსიც შემცირებულია კრეატინინის პროპორციულად და შესაბამისად, ნახევარგამოყოფის პერიოდი  გახანგრძლივებულია, რაც იწვევს მეტფორმინის კონცენტრაციის მომატებას პლაზმაში.

 

პაციენტების სპეციფიკური ჯგუფებისთვის დამახასიათებელი ნიშნები

თირკმლის უკმარისობა

თირკმლის ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში არსებული მონაცემები მწირია და ამ ქვეჯგუფში მეტფორმინის სისტემური ეფექტების საიმედო შეფასება შეუძლებელია თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებთან შედარებით. ამრიგად, დოზის ადაპტაცია უნდა მოხდეს კლინიკური ეფექტურობის / ტოლერანტობის გათვალისწინებით (იხ. პუნქტი 4.2).

 

პედიატრიული ასაკის მოსახლეობა

ერთჯერადი დოზის შესწავლა: 500 მგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდის ერთჯერადი დოზირების შემდეგ, პედიატრიული ასაკის პაციენტებში აჩვენა იგივე ფარმაკოკინეტიკური პროფილი, რაც ჯანმრთელ მოზრდილებში.

მრავალჯერადი დოზის შესწავლა: მონაცემები შემოიფარგლა მხოლოდ ერთი კვლევით. 500 მგ დღეში ორჯერ 7 დღის განმავლობაში, განმეორებითი დოზის შემდეგ, პედიატრიულ პაციენტებში, აღინიშნა პლაზმის პიკური კონცენტრაცია (Cmax) და სისტემური ზემოქმედება (AUC0-t) შემცირდა დაახლოებით 33% და 40%, შესაბამისად, დიაბეტიან მოზრდილებთან  შედარებით, რომლებმაც მიიღეს განმეორებითი დოზა 500 მგ ორჯერ დღეში 14 დღის განმავლობაში. ვინაიდან, დოზა ინდივიდუალურად ტიტრირდება, გლიკემიური კონტროლის საფუძველზე, ეს არის შეზღუდული კლინიკური აქტუალობა.

 

5.3 უსაფრთხოების პრეკლინიკური მონაცემები

ჩვეულებრივი კვლევების საფუძველზე, პრეკლინიკურ მონაცემებში არ ჩანს ადამიანისთვის განსაკუთრებული საშიშროება უსაფრთხოების ფარმაკოლოგიის, განმეორებითი დოზის ტოქსიკურობის, გენოტოქსიკურობის, კანცეროგენული პოტენციალის და რეპროდუქციული ტოქსიკურობის შესახებ.

 

6 .  ფარმაცევტული მონაცემები

6.1 დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი

მეტფორმინ დენკ 500

პოვიდონი K30, მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი [მცენარეული], ჰიპრომელოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლ 4000, ტალკი.

 

 

 

მეტფორმინ დენკ 850 / მეტფორმინ დენკ 1000

ჰიპრომელოზა, პოვიდონი K25, მაგნიუმის სტეარატი [მცენარეული], მაკროგოლ 6000, ტიტანის დიოქსიდი.

 

6.2 შეუთავსებლობები

არ არის ცნობილი

 

6.3 შენახვის ვადა

მეტფორმინ დენკ 850

5 წელი

 

მეტფორმინ დენკ  500 / მეტფორმინ დენკ 1000

3 წელი

 

6.4 შენახვის სპეციალური ზომები

ინახება 30°C- ზე დაბალ ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ ადგილას.

 

6.5 შეფუთვის აღწერა და შემადგენლობა

მეტფორმინ  დენკ 500

ბლისტერი: PVC / PVDC ფოლგა - ალუმინის ფოლგა.

შეფუთვის ზომა: 30 და 100 აპკიანი გარსით დააფარული ტაბლეტი.

 

მეტფორმინ დენკ  850

ბლისტერი: PVC ფოლგა - ალუმინის ფოლგა.

შეფუთვის ზომა: 30 და 120 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი.

 

მეტფორმინ დენკ 1000

ბლისტერი: PVC ფოლგა - ალუმინის ფოლგა.

შეფუთვის ზომა: 30 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი.

 

6.6 განადგურების სპეციალური მოთხოვნები

სპეციალური მოთხოვნები არ არის.

 

7. მარკეტინგული აუტორიზაციის მფლობელი

დენკ ფარმა გმბჰ & კო. კგ

პრინცრეგენტენშტრასე. 79

81675 მიუნხენი

გერმანია

 

8. მარკეტინგული ავტორიზაციის ნომერი გერმანიაში

მეტფორმინ დენკ 500: 38108.00.00

მეტფორმინ დენკ 850: 46133.00.00

მეტფორმინ დენკ 1000: 68253.00.00

 

9. გერმანიაში პირველი ავტორიზაციის თარიღი

მეტფორმინ დენკ   500:   06.04.1998

მეტფორმინი დენკ  850:    13.08.1999

მეტფორმინი დენკ  1000:   19.03.2007

 

10. ტექსტის მიმოხილვის თარიღი

03/2020

 

11. მოწოდების  ზოგადი კლასიფიკაცია

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა რეცეპტის გარეშე)