აციკლოვირი-დენკი 200მგ #25ტ
გააზიარე:
აციკლოვირ დენკ 200
1. აციკლოვირ დენკ 200 და მისი გამოყენება
აციკლოვირ დენკ 200 მოწოდებულია კანისა და ლორწოვანი გარსების მარტივი ჰერპესული ვირუსის (HშV) ინფექციების სამკურნალოდ, საწყისი და რეციდივული ფორმის გენიტალური ჰერპესის სამკურნალოდ (ახალშობილთა HSV და იმუნიტეტდაქვეითებულ ბავშვებში მწვავე HSV ინფექციების გარდა).
2.აციკლოვირ დენკ 200-ის მიღებამდე გასათვალისწინებელი ინფორმაცია
აციკლოვირ დენკ 200 არ გამოიყენება:
• თუ პაციენტი ალერგულია აციკლოვირის, ვალაციკლოვირის ან ამ მედიკამენტში შემავალი სხვა ნივთიერებების მიმართ (ჩამოთვლილია პუნქტში 6)
სიფრთხილით და სიფრთხილის ზომები
აციკლოვირ-დენკ 200-ის მიღებამდე კონსულტაციისთვის უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
განსაკუთრებული სიფრთხილე აციკლოვირ დენკ 200-ის გამოყენებისას
- თუ პაციენტს დარღვეული აქვს თირკმელის ფუნქცია აუცილებელია დოზის კორექტირება. ხანდაზმულ პაციენტებში თირკმელის ფუნქცია ხშირად დარღვეულია. ამ მიზეზით ექიმმა შესაძლებელია რეგულარულად გააკონტროლოს პაციენტის თირკმელის ფუნქცია;
- თუ პაციენტის თირკმელის ფუნქცია დარღვეულია ან თუ შარდვა საგრძნობლად შემცირდა, არ შეიძლება ინფექციის თავიდან ასაცილებლად აციკლოვირ დენკ 200-ის გამოყენება;
- თუ პაციენტი ღებულობს მაღალი დოზებით აციკლოვირ დენკ 200, იგი დარწმუნებული უნდა იყოს რომ ღებულობს საკმარისი რაოდენობით სითხეს;
- თუ პაციენტს აქვს მწვავე იმუნოდეფიციტი.
სხვა მედიკამენტები და აციკლოვირ-დენკ 200
უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ პაციენტი ღებულობს, ღებულობდა ან აპირებს რომ მიიღოს სხვა ნებისმიერი მედიკამენტი.
აციკლოვირ დენკ 200-ის ეფექტი ხანგრძლივდება თუ პაციენტი აგრეთვე ღებულობს:
- პრობენიციდს (გამოიყენება სისხლში შარდის მჟავის მაღალი კონცენტრაციის სამკურნალოდ);
- ციმეტიდინს (გამოიყენება კუჭის მჟავის გამოყოფის შესამცირებლად);
- მიკოფენოლატის მოფეტილი (გამოიყენება ტრანსპლანტატის აუტანლობის თავიდან ასაცილბლად);
თუმცა, დოზის შემცირება არ არის აუცილებელი.
ორსულობა და ლაქტაცია
თუ პაციენტი არის ორსულად, ან ლაქტაციის პერიოდში, ფიქრობს, რომ არის ორსულად, ან აპირებს დაფეხმძიმებას, ამ მედიკამენტის მიღებამდე უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობის დროს ექიმის დანიშნულების გარეშე პაციენტმა არ უნდა მიიღოს აციკლოვირ დენკ 200.
აციკლოვირ დენკ 200-ის მიღებისას არ უნდა მოხდეს ძუძუთი კვება, ბავშვის ინფექციის განვითარების თავიდან ასაცილებლად.
ხანდაზმულ პაციენტებში
ხანდაზმულ პაციენტებში უფრო ხშირად ვლინდება თირკმელის ფუნქციის დარღვევა. აქედან გამომდინარე, რეკომენდებულია პაციენტთა ამ ჯგუფისათვის თირკმლის ფუნქციის გამოკვლევა და დარწმუნება, რომ პაციენტი ღებულობს ყოველი დოზის მიღების დროს საკმარისი რაოდენობით წყალს. თუ აუცილებელია დანიშვნა, ექიმმა შეიძლება შეიცვალოს დოზირება (იხილეთ პუნქტი “აციკლოვირ დენკ 200-ის მიღების წესი”).
მანქანის და სხვა მექანიზმების მართვა
დღევანდელი მონაცემებით, აციკლოვირის გამოყენებას არ ჰქონია მანქანისა და სხვა მოწყობილობების მართვის უნარზე რაიმე სახის ეფექტი.
3.აციკლოვირ დენკ 200-ის მიღების წესი
ეს მედიკამენტი ყოველთვის მიიღება ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციის ზუსტი დაცვით. აუცილებელია ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია, თუ პაციენტი არ არის რაიმეში დარწმუნებული.
რეკომენდებული დოზა შემდეგია:
მოზრდილთა დოზები
მარტივი ჰერპესული ინფექციის სამკურნალოდ:
ერთჯერადად 1 ტაბლეტი (200 მგ აციკლოვირი) უნდა მიღებულ იქნეს 5-ჯერ დღეში 4 სთ-იანი ინტერვალით.
გენიტალიების მწვავე და ხშირი ჰერპესული ინფექციების რეციდივების პროფილაქტიკის მიზნით:
იმუნოლოგიურად ჯანმრთელ პაციენტებში ინიშნება 1 ტაბლეტი (200 მგ აციკლოვირი) 4-ჯერ დღეში 6 საათიანი ინტერვალებით. ინდივიდუალურ შემთხვევაში ეფექტური პროფილაქტიკისათვის შესაძლებელია მიღებულ იქნეს 1 ტაბლეტი (200 მგ აციკლოვირი) 3-ჯერ დღეში 8 საათიანი ინტერვალით ან 1 ტაბლეტი (200 მგ. აციკლოვირი) 2-ჯერ დღეში 12 საათიანი ინტერვალით.
პროფილაქტიკისთვის, იმუნოსუპრესულ პაციენტებში ინიშნება 1 ტაბლეტი (200 მგ აციკლოვირი) 4-ჯერ დღეში 6 საათიანი ინტერვალით.
მწვავედ იმუნოსუპრესიულ პაციენტებში, მაგალითად ორგანოების ტრანსპლანტაციის შემდეგ, ინიშნება 2 ტაბლეტი (400 მგ აციკლოვირი) 4-ჯერ დღეში 6 საათიანი ინტერვალით.
ბავშვებში და მოზარდებში
მარტივი ჰერპესის ინფექციის სამკურნალოდ 2 წლიდან ასაკის ბავშვებში უნდა დაინიშნოს მოზრდილთა დოზები, ხოლო 2 წლამდე ბავშვებში კი - მოზრდილთა დოზის ნახევარი.
დოზირება თირკმლის უკმარობის მქონე პაციენტებში
(იხილეთ პუნქტი “აციკლოვირ დენკ 200-ის გამოყენება სიფრთხილით”)
თირკმელის უკმარისობის შემთხვევაში, რომელიც ხშირად ვლინდება ხანდაზმულ პაციენტებში, საკმარისია აციკლოვირის ნორმაზე უფრო მცირე დოზის დანიშვნაც. თირკმლის ფუნქციების მიუხედავად შესაძლებელია დოზის კორექცია მკურნალი ექიმის მიერ.
ჩვენებები |
კრეატინინის კლირენსი (მლ/წთ /1.73 მ2) |
შრატის კრეატინინი (µმოლ/ლ) ან მგ/დლ) |
პოზოლოგიის ერთჯერადი დოზა |
|
|
|
ქალი |
კაცი |
|
მარტივი ჰერპესული ინფექცია |
< 10 |
> 550 > 6.22 |
> 750 > 8.48 |
1 ტაბლეტი (200 მგ აციკლოვირი) 2-ჯერ დღეში ყოველ 12 სთ-ში) |
მიღების წესი
ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად წყლის ადეკვატურ რაოდენობასთან ერთად (1 ჭიქა წყალი) ჭამის შემდეგ.
მკურნალობისას ყურადღება უნდა მიექცეს სითხის ადეკვატური რაოდენობით მიღებას, განსაკუთრებით თირკმლის ფუნქციის დაქვეითების შემთხვევაში,
სპეციალური შენიშვნა
აციკლოვირ დენკ 200 გამოყენებულ უნდა იქნას პირველივე სიმპტომების გამოვლენისას რაც შეიძლება მალე. განსაკუთრებით, მარტივი ჰერპესის რეციდივის შემთხვევაში პრეპარატი უნდა მიღებულ იქნას განმეორებითი ინფექციის პირველი სიმპტომების (მაგალითად: ქავილი, დაჭიმულობა და პირველი ბუშტუკები) გაჩენისთანავე.
მიღების ხანგრძლივობა
მკურნალი ექიმი გადაწყვეტს მკურნალობის ხანგრძლივობას.
მარტივი ჰერპესულ ინფექციის სამკურნალოდ, მკურნალობა უნდა გაგრძელდეს 5 დღის განმავლობაში. თუმცა, იგი შეიძლება გახანგრძლივდეს პაციენტის კლინიკური მაჩვენებლების მიხედვით.
ჯანმრთელი იმუნური სისტემის მქონე პაციენტებში მარტივი ჰერპესის საპროფილაქტიკო მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობის სიმძიმეზე და ხშირ რეციდივებზე. თუმცა, მკურნალობა არ უნდა აჭარბებდეს 6-12 თვეს.
მწვავე იმუნოსუპრესიულ პაციენტებში მარტივი ჰერპესული ინფექციების პროფილაქტიკური მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმუნოსუპრესულ სიმწვავეზე და ხანგრძლივობას გადაწყვეტს ექიმი.
აციკლოვირ დენკ 200-ის დოზის გადაჭარბება
ტოქსიკურობა არ არის მოსალოდნელი აციკლოვირ დენკ 200-ის გადაჭარბებული დოზით მიღებისას. არავითარი ნიშანი ტოქსიკურობის განვითარების შესახებ არ გამოვლენილა 5 გ აციკლოვირის მიღების შემდეგ. არ არსებობს ინფორმაცია უფრო მაღალი დოზების მიღების შემდეგ. დოზის გადაჭარბების და თუ სხვა გვერდით ეფექტების წარმოშობის შემთხვევაში, ან თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, კონსულტაციისათვის უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.
აციკლოვირ დენკ 200-ის დოზის გამოტოვება
არ შეიძლება გამოტოვებული პრეპარატის სანაცვლოდ გაორმაგებული დოზის მიღება. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს დანიშნულებისამებრ.
თუ პაციენტმა გამოტოვა რამოდენიმე დოზის მიღება, ან არ მიიღო აციკლოვირ დენკ 200-ის საკმარისი რაოდონობა, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.
აციკლოვირ დენკ 200 მკურნალობის შეწვეტა
თუ პაციენტი თავს გრძნობს უკეთ, მან მაინც უნდა განაგრძოს აციკლოვირ დენკ 200-ის მიღება მკურნალობის დასრულებამდე, რათა საფრთხე არ შეექმნას მკურნალობის წარმატებას. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, მაგალითად გვერდითი ეფექტების შესახებ, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს სანამ პაციენტი გადაწყვეტს მკურნალობის დროებით შეჩერებას ან შეწყვეტას.
სხვა დამატებითი კითხვების შემთხვევაში ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით უნდა მიემართოს ექიმს ან ფარმაცევტს.
4.შესაძლო გვერდითი ეფექტები
ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, მაგრამ ყველა ადამიანს არ უვლინდება. გვერდითი ეფექტების კლასიფიკაცია ხდება სიხშირის მიხედვით:
ძალიან ხშირი: უფრო მეტი ვიდრე 10-ში 1;
ხშირი: მეტი ვიდრე 100-ში 1, მაგრამ ნაკლები ვიდრე 10-ში 1;
არახშირი: მეტი ვიდრე 1 1000-ში, მაგრამ ნაკლები ვიდრე 100-ში 1;
იშვიათი: მეტი ვიდრე 10 000-ში ერთი, მაგრამ ნაკლები ვიდრე ერთი 1000-ში;
ძალიან იშვიათი: 1 ან ნაკლები 10 000, ინდივიდუალური შემთხვევების ჩათვლით;
უცნობი სიხშირით: არსებული მონაცემების საფუძველზე ვერ მოხერხდა შეფასება.
ძირითადი გვერდითი ეფექტები ან ნიშნები, რომლებსაც ყურადღება უნდა მიექცეს, და ან რა უნდა გააკეთოს პაციენტმა, თუ ისინი გამოვლინდა
თუ ქვემოთ ჩამოთვლილი მწვავე ალერგიული რეაქციები გამოვლინდა, უნდა შეწყდეს მედიკამენტის მიღება და უნდა მიემართოს სამედიცინო დახმარებას დაუყონებლივ:
- მოულოდნელი გართულებები სუნთქვის, ლაპარაკისა ან ყლაპვის მხრივ, ქოშინი,
- სისუსტე, არტერიული წნევის დაცემა,
- ტუჩების, ენის, სახის ან ხორხის შეშუპება.
მწვავე ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსიური რეაქციები, ანგიოედემა, ქოშინი) იშვიათია.
თუ ქვემოთ ჩამოთვლილი ნიშნები გამოვლინდა, რომელიც გავლენას ახდენს ნერვულ სისტემაზე, უნდა შეწყდეს ამ მედიკამენტის მიღება და უნდა მიემართოს სამედიცინო დახმარებას დაუყონებლივ: ზოგადი ფსიქიკური მოუსვენრობა, კონფუზიის შემთხვევები, კანკალი, მოძრაობის და მეტყველების მხრივ დარღვევები, ილუზიები, დეპერსონ-ალისაცია, კრუნჩხვა, პათოლოგიური ცვილლებები ტვინის მხრივ, უძილობა და მოუწესრიგებელი ცნობიერება, მათ შორის ცნობიერების დაკარგვა.
ეს გვერდითი ეფექტები, რომელიც ქრება მედიკამენტის მიღების შეწყვეტის შემდეგ, ჩნდება თირკმლის უკმარისობის ან სხვა დაზიანებების მქონე პაციენტებში, ზრდის ამ არასასურველი ეფექტის ალბათობას. ეს გვერდითი ეფექტები ძალიან იშვიათია.
ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს
ხშირად:
- თავბრუსხვევა, თავის ტკივილი;
- გულისრევა, ღებინება, დიარეა და მუცლის ტკივილი;
- ქავილი, კანის გამონაყარი, მზის სხივებისადმი მომატებული მგრძნობელობა.
არა ხშირად:
- ჭინჭრის ციება;.
- დაღლილობა, სიცხე;
- თმის ცვენა იქნა აღნიშნული აციკლოვირის მიღებისას, თუმცა გაურკვეველია ურთიერთქმედება
იშვიათად:
- სისხლის მაჩვენებლების მომატება (ღვიძლის მაჩვენებლები, თირკმლის მაჩვენებლები, ბილორუბინი, შარდოვანა).
ძალიან იშვიათად:
- სისხლის წითელი ან თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება, თრომბოციტების რაოდენობის შემცირება;
- თირკმელის მწვავე უკმარისობა, თირკმლის ტკივილი;
- ღვიძლის მხრივ დარღვევები (ჰეპატიტი), სიყვითლე.
ინფორმაცია გვერდითი ეფექტების შესახებ
თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი გამოვლინდა უნდა მიემართოს ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული ასევე მოიცავს ისეთი გვერდით ეფექტსაც, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ამ ინსტრუქციაში. ინფორმაციის მიწოდება გვერდითი ეფექტების შესახებ ეხმარება მეტი ინფორმაციის მიწოდებაში ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ.
5.აციკლოვირ დენკ 200-ის შენახვის წესი
აღნიშნული მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ შეიძლება ამ მედიკამენტის გამოყენება ყუთზე და ბლისტერზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ, რაც მითითებულია “Exp”-ის შემდეგ. ვალიდურობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
შენახვის ვადა: 48 თვე.
ინახება 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
არ შეიძლება რომელიმე მედიკამენტის გადაგდება საკანლიზაციო წყალში. უნდა მიემართოს ფარმაცევტს იმ მედიკამენტის გამოყენებითვის, რომელსაც პაციენტი აღარ მოიხმარს. აღნიშნული ღონისძიება დაიცავს გარემოს
6.შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია
ფარმაკოდინამიკური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: გუანოზინის ანალოგი, ანტივირუსული საშუალება, ვირუსული დნმ-პოლიმერაზას ინჰიბიტორი
ათქ კოდი: J05AB01.
აციკლოვირი წარმოადგენს ფარმაკოლოგიურად არააქტიურ ნივთიერებას, რომელიც ანტივირუსული აგენტი ხდება მარტივი ჰერპეს ვირუსებით (HSV) ან ვარიკოცელე ზოსტერის ვირუსებით (VZV) ინფიცირებულ უჯრედში შეღწევის შემდეგ. აციკლოვირის ამგვარი გააქტიურება კატალიზირდება HSV- ან VZV-ის ფერმენტ თიმიდინ კინიზას საშუალებით, რომელიც ხელს უწყობს ვირუსის გავრცელებას.
მარტივად რომ ვთქვათ, ვირუსი ახდენს თავის ანტივირუსული საშუალების სინთეზირებას.
უფრო დეტალურად, ზემოქმედების შემდეგი ეტაპები შეიძლება გამოვლინდეს:
ა. აციკლოვირი აღწევს ჰერპესით დაავადებულ უჯრედებში.
ბ. მოცემულ უჯრედებში არსებული ვირუსის თიმიდინკინაზა აციკლოვირს გარდაქმნის აციკლოვირ მონოფოსფატად.
გ. უჯრედის ფერმენტები გარდაქმნიან აციკლოვირ მონოფოსფატს აქტიურ ანტივირუსულ საშუალებად – აციკლოვირ ტრიფოსფატად.
დ. აციკლოვირის ტრიფოსფატი 10-30-ჯერ უფრო ჰგავს ვირუსის დნმ-პოლიმერაზას, ვიდრე უჯრედული დნმ-პოლიმერაზა, რის გამოც შერჩევითად ზღუდავს ვირუსული ფერმენტების აქტივობას.
ე. გარდა ამისა, ვირუსული დნმ-პოლიმერაზა აციკლოვირს ათავსებს ვირუსულ დნმ-ში და ჯაჭვის გაწყვეტით იწვევს ვირუსული დნმ-ს შემდგომი სინთეზის შეზღუდვას.
მოცემული ზეგავლენის ეტაპების შედეგად მნიშვნელოვნად მცირდება ვირუსის გამრავლება
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
შეწოვა
აციკლოვირი მხოლოდ ნაწილობრივ შეიწოვება გასტროინტესტინალური ტრაქტიდან. აციკლოვირის 200 მგ, 400 მგ, 800 მგ ორალურად 5-ჯერ 4 სთ-იანი ინტერვალით განმეორებითი მიღებისას, სტაციონარული კონცენტრაციისას გაზომილი პლაზმის პიკური მაჩვენებელი, საშუალოდ შეადგენდა: 3.02±0.5 მმოლი/ლ (200 მგ), 5.21±1.32 მმოლი/ლ (400 მგ) და 8.16±1.98 მმოლი/ლ (800 მგ). მოცემული მნიშვნელობები მიიღწევა დაახლოებით 1.5±0.6 სთ-ში. შესაბამისი ძირითადი მაჩვენებელი აციკლოვირის მიღებიდან 4 სთ-ის მიღების შემდეგ შეადგენდა 1.61±0.3 მმოლი/ლ (200 მგ), 2.59±0.53 მმოლი/ლ (400 მგ) და 4.0±0.72 მმოლი/ლ (800 მგ). ტაბლეტების მიღების შეწყვეტიდან 24 სთ-ში, აციკლოვირი ორგანიზმში აღარ ფიქსირდება.
განაწილება
ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა გამოავლინა, რომ შრატის დონესთან შედარებით, აციკლოვირის გაცილებით მაღალი კონცენტრაცია გროვდება ნაწლავებში, თირკმელებში, ღვიძლში და ფილტვებში. იგი გაცილებით დაბალ კონცენტრაციებშია იდენტიფიცირებული ცხოველთა კუნთებში, გულში, ტვინში, სათესლე ჯირკვალსა და საკვერცხეში.
პოსტმორტალურმა შემდგომმა კვლევებმა გამოავლინა, რომ აციკლოვირი კონცენტრირებულია ასევე ნერწყვში, ვაგინალურ და ვეზიკულარულ სითხეებში და რამოდენიმე სხვა ორგანოში. შრატის კონცენტრაციის შესაბამისი 50% მიიღწევა ცერებროსპინალურ სითხეში.
ბიოტრანსფორმაცია და ელიმინაცია
თირკმლის ჯანმრთელი ფუნქციის მქონე პაციენტებში აციკლოვირი გამოიყოფა თირკმლების მეშვეობით, მათ შორის (62-91%) უცვლელად და (10-15%) 9-კარბოქსი-მეთოქსი-მეთილ-გუანინის სახით. აციკლოვირის ინტრავენური შეყვანის შემდეგ დადგინდა, რომ მოზრდილებში პლაზმის ნახევარდაშლის პერიოდი (t1/2) შეადგენდა 2.87±0.76 სთ-ს, ხოლო ახალშობილებსა და 3 თვეზე უფროს ბავშვებში კი - 4.1±1.2 სთ. აციკლოვირი იფილტრება გლომერულებით, ხოლო სეკრეცია ხდება მილაკების მეშვეობით. თუ აციკლოვირს ღებულობენ 1გ პრობენეციდის მიღებიდან 1 სთ-ის შემდეგ, პლაზმის ნახევარდაშლის პერიოდი (t1/2) მატულობს 18%-ით, ხოლო კონცენტრაციის მრუდის ქვეშ არსებული არე იზრდება 40%-ით. აციკლოვირის ბიოშეღწევადობა შეადგენს 20%-ს, ხოლო მისი მთლიანი დოზის 80% გამოიყოფა ფეკალური მასების საშუალებით.
აციკლოვირ დენკ 200-ის შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება არის აციკლოვირი. ერთი ტაბლეტი შეიცავს 200 მგ აციკლოვირს
დამხმარე ნივთიერებებია მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, პოვიდონ K-25, კოლოიდური უწყლო სილიციუმი, მაგნიუმის სტეარატი, სიმინდის სახამებელი.
აფთიაქიდან გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
აციკლოვირ დენკ 200-ის აღწერილობა და შეფუთვის შემადგენლობა
მრგვალი ფორმის, თეთრი ფერის, ორმხრივად ამოზნექილი ტაბლეტები.
აციკლოვირ დენკ 200 ხელმისაწვდომია PVC/PVDC/ალუმინის ბლისტერებზე
შეფუთვის ზომა: 25 ტაბლეტები.
მარკეტინგული აუტორიზაციის მფლობელი და მწარმოებელი
დენკ ფარმა გმბჰ & კო. კგ
პრინცრეგენტენშტრასე 79,
81675 მიუნხენი,
გერმანია.
საწარმოო ქარხანა:
გოლშტრ. 1,
84529 ტიტმონინგი,
გერმანია.