ბონდრონატი 6მგ/6მლ #1ა
0.00
ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სიმსივნის საწინ. თერაპიის გვერდითი ეფექტების საკორექ. საშუალებები, კალციუმისა და ფოსფორის ცვლის მარეგულირებელი საშუალებები
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები:
იბანდრონატის მჟავა
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 25650
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
ბონდრონატი
(BONDRONAT)
IBANDRONIC ACID
(BONDRONAT)
IBANDRONIC ACID
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
საინფუზიო ხსნარი: ფლაკონში 2 მლ, შეფუთვაში 1 ფლ.
იბანდრონის მჟავა . . . . . . 2 მგ
(რაც შეესაბამება ნატრიუმის მონოჰიდროიბანდრონატს 2.25 მგ)
სხვა ინგრედიენტები:
ნატრიუმის ქლორიდი, ძმარმჟავა, ნატრიუმის აცეტატი და საინექციო წყალი.
საინფუზიო ხსნარი: ფლაკონში 6 მლ, შეფუთვაში 1 ფლ.
იბანდრონის მჟავა . . . . . . 6 მგ
(რაც შეესაბამება ნატრიუმის მონოჰიდროიბანდრონატს 6.75 მგ)
სხვა ინგრედიენტები:
ნატრიუმის ქლორიდი, ძმარმჟავა, ნატრიუმის აცეტატი და საინექციო წყალი.
კლინიკო-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ძვლების დაავადებების სამკურნალო პრეპარატი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატი წარმოადგენს ძვლის რეზორბციის ინჰიბიტორს. იგი მიეკუთვნება ბიფოსფონატების ჯგუფს, რომელიც ძვლის ქსოვილზე ახდენს სპეციფიკურ მოქმედებას. ბიფოსფონატების სელექტიური მოქმედება განპირობებულია მათი მაღალი აფინობით ძვლის სტრუქტურაში შემავალ მინერალურ კომპონენტებთან. პრეპარატი თრგუნავს ძვლის ქსოვილის გაძლიერებულ რეზორბციას.
In vivo ექსპერიმენტების შედეგად დადგენილია, რომ იბანდრონის მჟავა ხელს უშლის ძვლის დესტრუქციას, რომელიც გამოწვეულია სასქესო ჯირკვლების ფუნქციის დათრგუნვით, რეტინოიდებით განპირობებული სიმსივნური პროცესებით ან სიმსივნური ქსოვილის ექსტრაქტების შეყვანით.
იბანდრონის მჟავას მაინჰიბირებელი მოქმედება სიმსივნურ ოსტეოლიზზე და ძირითადად სიმსივნური გენეზის ჰიპერკალციემიაზე (ვლინდება შრატში კალციუმის კონცენტრაციის დაქვეითებით და ამ უკანასკნელის შარდით გამოყოფის შემცირებით).
ფარმაკოკინეტიკა
პრეპარატის განაწილების მოცულობა Vd შეადგენს 150 ლ-ს. ცილებთან კავშირი არ არის დამოკიდებული პლაზმაში მისი კონცენტრაციის სიდიდეზე და იგი შეადგენს 99%-ს 2000 ნგ/მლ კონცენტრაციის დროს (პრეპარატის თერაპიულ დოზებში კონცენტრაცია პლაზმაში ვერ აღწევს აღნიშნულ დონეს). 2 , 4 და 6 მგ იბანდრონის მჟავას 2 სთ-იანი ინფუზიის შემდეგ ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები დამოკიდებულია დოზებზე. 6 მგ პრეპარატის ერთჯერადად 2 სთ-იანი ინფუზიის დროს Cmax შეადგენს 328 ნგ/მლ, ხოლო 2 მგ პრეპარატის ვენაში ერთჯერადად შეყვანისას _ 246 ნგ/მლ-ს.
ინტრავენური შეყვანის შემდეგ ბონდრონატი გამოიყოფა უცვლელი სახით 60% (ძირითადად თირკმელებით). მისი გარკვეული რაოდენობა უკავშირდება ძვლის ქსოვილს. პრეპარატის გამოყოფა მიმდინარეობს 2 ფაზად. T ½ ტერმინალური ფაზა შეადგენს 10-16 სთ-ს, საერთო კლირენსი-130 მლ/წთ-ში, თირკმელების კლირენსი კი 88 მლ/წთ-ში. აღნიშნული ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების არ არის დოზადამოკიდებული.
ჩვენებები
პრეპარატი გამოიყენება ჰიპერკალციემიის არსებობისას სიმსივნური დაავადების დროს (მათ შორის მეტასტაზების არსებობისას).
- ძვლოვანი სისტემის გართულებების პროფილაქტიკა პაციენტებში ძუძუს კიბოთი და მეტასტაზებით ძვლებში. (პათოლოგიური მოტეხილობების პროფილაქტიკა, ძვლოვანი გართულებების პროფილაქტიკა რომლებიც საჭიროებენ რადიოთერაპიას ან ქირურგიულ ჩარევას)
- სიმსივნით ინდუცირებული ჰიპერკალცემიის მკურნალობა მეტასტაზებით და მათ გარეშე.
დოზირების რეჟიმი
ძვლოვან სისტემასთან დაკავშირებული მოვლენების პრევენცია პაციენტებში ძუძუს კობოთი და მეტასტაზებით ძვლებში
ძუძუს კიბოს მქონე პაციენტებში მეტასტაზებით ძვლებში ჩონჩხთან დაკავშირებული მოვლენების პროფილაქტიკისათვის რეკომენდებული დოზა შეადგენს 6 მგ ი/ვ ყოველ 3-4 კვირაში. პრეპარატი შეჰყავთ 1 საათიანი ინფუზიის სახით. საინფუზიო ხსნარის მოზამზადებლად ამპულის/ფლაკონის შემცველობა იხსნება ნატრიუმის ქლორიდის 500 მლ იზოტონურ ხსნარში (ან 5% დექსტროზას 500 მლ).
სიმსივნით გამოწვეული ჰიპერკალციემიის მკურნალობა
მოზრდილები და ხანშიშესულები:
ბონდრონატით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა პაციენტის ადექვატური რეჰიდრატაცია ნატრიუმი ქლორიდის 0.9%-იანი ხსნარით. გასათვალისწინებელია ჰიპერკალციემიის სიმძიმე და სიმსივნის სახეობა. ჩვეულებრივ, ძვლებში ოსტეოლიზური მეტასტაზების მქონე პაციენტები საჭიროებენ ნაკლებ დოზებს, ვიდრე ჰუმორული ჰიპერკალციემიის მქონე პირები. მძიმე ჰიპერკალციემიის (კალციუმის ალბუმინზე-კორექტირებული კონცენტრაცია შრატში* ≥ 3მმოლ/ლ ან ≥ 12მგ/დლ) მქონე პაციენტების უმრავლესობისთვის 4მგ ადექვატური ერთჯერადი დოზაა. ზომიერი ჰიპერკალციემიის (კალციუმის ალბუმინზე კორექტირებული კონცენტრაცია შრატში < 3მმოლ/ლ ან < 12მგ/დლ) მქონე პაციენტებში 2 მგ ეფექტური დოზაა. კლინიკურ კვლევებში გამოყენებული მაქსიმალური დოზა იყო 6 მგ, მაგრამ ამით ეფექტურობა არ გაზრდილა.
*შენიშვნა: კალციუმის კონცენტრაცია შრატში ალბუმინზე კორექციით გამოითვლება შემდეგნაირად:
კალციუმის კონცენტრაცია შრატში ალბუმინზე კორექციით = შრატში კალციუმი კონცენტრაცია (მმოლ/ლ) – [0.02 X ალბუმინი (გ/ლ)] + 0.8 ან
კალციუმის კონცენტრაცია შრატში ალბუმინზე კორექციით = შრატში კალციუმი კონცენტრაცია (მგ/დლ) + 0.8 X [4 - ალბუმინი (გ/დლ)] + 0.8
‘მმოლ/ლ’ მაჩვენებლების ‘მგ/დლ’-ში გადასაყვანად საჭიროა 4-ზე გამრავლება შემთხვევათა უმრავლესობაში შრატში კალციუმის მომატებული კონცენტრაციის დაყვანა ნორმალურამდე შესაძლებელია 7 დღის ფარგლებში. დრომ რეციდივის (შრატში კალციუმის ალბუმინზე-კორექტირებული კონცენტრაციის მომატება 3მმოლ/ლ ზემოთ) საშუალოდ შეადგინა 18-19 დღე 2მგ და 4 მგ დოზების გამოყენებისას
და 26 დღე 6 მგ დოზის გამოყენებისას.
პაციენტების მცირე ნაწილს (50 პაციენტი) გაუკეთდა მეორე ინფუზია ჰიპერკალციემიის გამო. განმეორებითი გამოყენება საჭიროა ჰიპერკალციემის რეციდივისას ან არასაკმარისი ეფექტურობისას.
ბონდრონატის კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის დასამზადებლად გამოყენებული უნდა იყოს ინტრავენური ინფუზიის სახით. ამისათვის, ამპულის/ფლაკონის შემცველობა უნდა გაიხსნას ნატრიუმის ქლორიდის 500 მლ იზოტონურ ხსნარში (ან 5% დექსტროზას 500 მლ) და გაკეთდეს 2 საათიანი ინფუზიის სახით. ინტრაარტერიული ინფუზია რეკომენდებული არ არის, ამავდროულად პარავენური შეყვანისას ქსოვილების დაზიანების საფრთხე იქმნება, ამიტომ ყურადღებაა საჭირო ბონდრონატის ინტრავენური გამოყენებისას დოზირებასთან დაკავშირებული ინსტრუქციები:
ღვიძლის დაზიანების მქონე პაციენტები დოზის კორექციის საჭიროება არ არის მოსალდნელი პაციენტების თრიკმლის დაზიანებით დოზის კორექცია თირკმლის მსუბუქი და ზომიერი დაზიანებისას, როდესაც კრეატინინის კლირენსი 30 მლ/წთ-ს ტოლია ან მეტია, არ არის საჭირო კრეატინინის კლირენსისას <30 მლ/წთ, ჩონჩხთან დაკავშირებული მოვლენების პროფილაქტიკური დოზა ძუძუს კიბოს და ძველბში მეტასტაზების მქონე პაციენტებში უნდა შემცირდეს 2 მგ-მდე ყოველ 3-4 კვირაში, 1 საათიანი ინფუზიის სახით.
ხანშიშესულები
დოზის კორექცია არ არის საჭირო
ბავშვები და მოზარდები
უსაფრთხოება და ეფექტურობა 18 წლამდე ასაკის პაციენტებში არ არის დადგენილი.
გვერდითი მოვლენები
პრეპარატის მიღებისას აღინიშნება შემდეგი გვერდითი მოვლენები:
საჭმლისმომნელებელი ტრაქტის მხრივ: ცალკეულ შემთხვევებში დისპეფსიური ხასიათის დარღვევები.
ელექტროლიტური ბალანსის მხრივ: ხშირად აღინიშნება კალციუმის ექსკრეციის დაქვეითება თირკმელებით, რომელსაც თან ახლავს ფოსფატების კონცენტრაციის შემცირება პლაზმაში, რაც არ საჭიროებს სპეციალურ მკურნალობას. ხანდახან აღინიშნება ჰიპოკალციემია.
ალერგიული რეაქციების მხრივ: შესაძლოა პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
სხვადასხვა: ხშირად აღინიშნება-ტემპერატურის მომატება; იშვიათად – გრიპის მსგავსი სინდრომები (შემცივნება, სიცივის, ძვლებსა და კუნთებში ციების შეგრძნება), რომელიც ხშირ შემთხვევაში არ საჭიროებს სპეციფიკურ მკურნალობას. აღნიშნული სიმპტომები ქრება რამოდენიმე საათის ან დღის შემდეგ.
უკუჩვენებები
პრეპარატის მიღება წინააღმდეგნაჩვენებია თირკმლების მძიმე უკმარისობის დროს (შრატის კრეატინინი- 5 მგ/დლ ან 442 მკმოლი/ლ); აგრეთვე პრეპარატი არ მიიღება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. პრეპარატის მიღება წინააღმდეგნაჩვენებია მასში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს.
ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატი არ მიიღება ორსულობის პერიოდში, ვინაიდან არ არსებობს მონაცემები რეპროდუქციულ სისტემაზე ამ უკანასკნელის ტოქსიური მოქმედების შესახებ და აგრეთვე ორსულებში კლინიკურ ჩვენებებთან დაკავშირებული ადექვატური კვლევების შესახებ.
პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდირებული ლაქტაციის პერიოდში.
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატის შეყვანა არტერიაში დაუშვებელია. იგი სიფრთხილით ინიშნება ბიფოსფონატების მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს.
პაციენტებში, რომლებიც დაავადებულნი არიან თირკმლების მწვავე უკმარისობით, პრეპარატის დოზირების შესახებ რეკომენდაციები არ არსებობს, ამ მიმართებით კვლევების არ არსებობის გამო.
პაციენტებში სისხლმიმოქცევის მოშლით რეკომენდებულია თავიდან იქნას აცილებული ჭარბი ჰიდრატაცია. ლაბორატორიული მაჩვენებლების შემოწმება: მკურნალობის პერიოდში საჭიროა თირკმლების ფუნქციის, აგრეთვე სისხლის პლაზმაში კალციუმის, ფოსფორისა და მაგნიუმის დონის შემოწმება.
პრეპარატის გამოყენება პედიატრიაში: ბავშვებში პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული, ვინაიდან ამ კატეგორიის პაციენტებში არ არსებობს გამოცდილება მისი გამოყენების შესახებ.
ჭარბი დოზირება
პრეპარატის ჭარბი დოზირების შესახებ ცნობები არ მოიპოვება. ვინაიდან პრეკლინიკური კვლევების დროს ამ უკანასკნელის მაღალი დოზით მიღება იწვევს ღვიძლსა და თირკმელებზე ტოქსიურ მოქმედებას, დოზის გადაჭარბების დროს აუცილებელია ზემოთ აღნიშნული ორგანოების ფუნქციის შემოწმება.
ჰიპოკალციემია შესაძლოა თავიდან ავიცილოთ ვენაში კალციუმის გლუკონატის შეყვანით.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ბიფოსფონატებისა და ამინოგლიკოზიდების კომბინაციისას სიფრთხილეა საჭირო, ვინაიდან ამ ჯგუფის პრეპარატები შრატში დიდი ხნის განმავლობაში ამცირებენ კალციუმის დონეს. ამავე დროს შესაძლებელია ჰიპომაგნიემიის განვითარება.
საინფუზიო კონცენტრატი არ შეიძლება შევურიოთ კალციუმის შემცვლელ ხსნარს.
ბონდრონატის მჟავას ხსნარი შეთავსებადია მხოლოდ 0.9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნართან და 5% გლუკოზის ხსნართან.
შენახვის პირობები და ვადა
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე. მზა საინფუზიო ხსნარი სტაბილურია 24 სთ-ის განმავლობაში 2-8ºC
ტემპერატურაზე.
გაიცემა ექიმის რეცეპტით
F. HOFFMANN-LA ROCHE
საიტზე მითითებული მარაგების შესახებ ინფორმაცია ცვალებადია, რეკომენდებულია ისარგებლოთ ონლაინ აფთიაქით