ატორისი 20მგ #30ტ
გააზიარე:
საერთაშორისო დასახელება:
ATORVASTATIN
მწარმოებელი: KRKA, სლოვენია
მოქმედი ნივთიერება: ატორვასტატინი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ჰიპოლიპიდემიური საშუალება
გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები: ბლისტერზე 10 ტაბ., შეფუთვაში 1, 3 და 9 ბლისტერი.
1 ტაბ.
ატორვასტატინი ............. 10 მგ
(კალციუმის მარილის სახით)
1 ტაბ.
ატორვასტატინი ............. 20 მგ
(კალციუმის მარილის სახით)
დამხმარე ნივთიერებები:
პოვიდონი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, კალციუმის კარბონატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი (E171), მაკროგოლ 3000, პოლივინილის სპირტი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ატორვასტატინი ჰიპოლიპიდემიური საშუალებაა სტატინების ჯგუფიდან. მისი მოქმედების ძირითადი მექანიზმია 3-ჰიდროქსი-3-მეთილგლუტარილ-კოენზიმ-A (ჰმგ-კოA)-რედუქტაზას, ფერმენტის, რომელიც აკატალიზებს ჰმგ-კოA-ს გარდაქმნას მევალონის მჟავად, აქტიურობის ინჰიბირება. ეს გარდაქმნა არის ერთ-ერთ ადრეული ეტაპი ორგანიზმში ქოლესტერინის სინთეზის ჯაჭვში. ქოლესტერინის სინთეზის ატორვასტატინით დათრგუნვა იწვევს დაბალი სიმკრივის ლიპოპროტეინების მომატებულ რეაქტიულობას ღვიძლში, ასევე ღვიძლგარე ქსოვილებში. ეს რეცეპტორები დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებს იერთებენ და აშორებენ სისხლის პლაზმას, რაც თავის მხრივ იწვევს სისხლში ქოლესტერინის დონის დაწევას.
ატორვასტატინის ანტისკლეროზული ეფექტი არის პრეპარატის სისხლძარღვთა კედელზე და სისხლის კომპონენტებზე მოქმედების შედეგი. პრეპარატი თრგუნავს იზოპრენოიდების სინთეზს, რომლებიც სისხლძარღვთა შიდა გარსის უჯრედების ზრიდს ფაქტორებია. ატორვასტატინის მოქმედებით უმჯობესდება სისხლძარღვების ენდოთელიუმ-დამოკიდებული გაფართოება. ატორვასტატინი აქვეითებს საერთო ქოლესტერინის, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ქოლესტერინის, აპოლიპოპროტეინი A-ს შემცველობის მატებას.
როგორც წესი, ატორისის მოქმედება იწყება პრეპარატის მიღების დაწყებიდან ორ კვირაში, მაქსიმალური ეფექტი კი მიიღწევა 4 კვირის შემდეგ.
ფარმაკოკონეტიკა:
ატორვასტატინის აბსორბცია მაღალია, დაახლოებით 80% შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დრო (Cmax) საშუალოდ 1-2 საათია. ქალებში Cmax 20%-ით მაღალია, ხოლო AUC მაჩვენებელი 10%-ით დაბალია. ღვიძლის ალკოჰოლური ციროზით დაავადებულებში მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დრო ნორმაზე 16-%-ჯერ მაღალია. ღვიძლში "პირველი გავლისას" ინტენსიური მეტაბოლიზმის შედეგად ატორვასტატინის ბიოშეღწევადობა დაბალია (12%). ატორვასტატინის განაწილების საშუალო მოცულობაა 381 ლ. ატორვასტატინის 98%-ზე მეტი უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს. ატორვასტატინი ვერ გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს. მეტაბოლიზდება უპირატესად ღვიძლში ციტოქრომ P4503A4-ს ზემოქმედებით, ფარმაკოლოგიურად აქტიური მეტაბოლიტების (ორთო- და პარა-ჰიდროქსილირებული მეტაბოლიტები, ბეტა დაჟანგვის პროდუქტები) წარმოქმნით. ეს აქტიური მეტაბოლიტებია, რომლებიც განაპირობებენ დაახლოებით 70% მაინჰიბირებელ აქტიურობას ჰმგ-კოA-რედუქტაზასთან მიმართებაში. ეს აქტიურობა ნარჩუნდება 20-30 საათის განმავლობაში.
ატორვასტატინის ნახევარგამოყოფის პერიოდი 14 საათია. გამოიყოფა ძირითადად ნაღვლით (არ გამოიყოფა ჰემოდიალიზის პროცესში). ატორვასტატინის დაახლოებით 46% გამოიყოფა განავალთან ერთად, ხოლო 2%-ზე ნაკლები - შარდით.
ჩვენებები:
პირველადი ჰიპერქოლესტერინემია, შერეული ჰიპერლიპიდემია (მათ შორის ინსულინდამოუკიდებელი შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში), ჰეტეროზიგოტური და ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემია.
მიღების წესები და დოზირება:
ატორისით მკურნალობის დაწყებამდე პაციენტი უნდა გადავიდეს დიეტაზე, რომელიც უზუნველყოფს სისხლში ლიპიდების შემცველობის კლებას. დიეტა უნდა დაცულ იქნას პრეპარატის მკურნალობის განმავლობაში.
პრეპარატი მიიღება შიგნით, საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად (უზმოზე ან ჭამის შემდეგ). რეკომენდებულია საწყისი დოზა - 10 მგ ყოველდღიურად. საბოლოოდ მისაღწევი ეფექტის გათვალისწინებით დღიური დოზა შეიძლება იყოს გაზრდილი 80 მგ-მდე. ატორისი შეიძლება მიღებული იქნეს ერთჯერადად დღის ნებისმიერ მონაკვეთში, ოღონდ ყოველდღე ერთი და იგივე დროს. საგრძნობი თერაპიული ეფექტი აღინიშნება მკურნალობის დაწყებიდან 2 კვირის შემდეგ, ხოლო მაქსიმალური ეფექტი მიიღწევა 4 კვირის შემდეგ. ამიტომ დოზის შეცვლა არ არის სასურველი მკურნალობის დაწყებიდან 4 კვირის გავლამდე.
ჰომოზიგოტური მემკვიდრეობითი ჰიპერქოლესტერინემია: დოზების დიაპაზონი ისეთივეა, როგორიც სხვა ტიპის ჰიპერლიპიდემიის დროს. საწყისი დოზა ირჩევა ინდივიდუალურად, დაავადების გამოვლენის მიხედვით. ასეთი ავადმყოფების მკურნალობის ოპტიმალური ეფექტი გამომჟღავნდა სადღეღამისო დოზის - 80 მგ-ს გამოყენებისას (ერთჯერადად). ატორისი გამოიყენება როგორც დამატებითი თერაპიული მკურნალობის სხვა მეთოდებთან ერთად (პლაზმაფერეზი) ან როგორც ძირითადი მკურნალობა თუ სხვა მეთოდებით მკურნალობა შეუძლებელია.
ხანდაზმული პაციენტებისათვის და პაციენტებისათვის თირკმელების დაავდებით ატორისის დოზის ცვლა სასურველი არ არის.
პაციენტებს, რომელთაც აღენიშნებათ ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, პრეპარატი ენიშნებათ სიფრთხილით ორგანიზმიდან მისი გამოყოფის შენელების გამო. მსგავს სიტუაციაში უნდა კონტროლდებოდეს კლინიკური და ლაბორატორიული მაჩვენებლები და მნიშვნელოვანი პათოლოგიური ცვლილებების გამოვლენისას დოზა უნდა შემცირდეს ან მკურნალობა უნდა შეწყდეს.
გვერდითი მოვლენები:
ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ასთენიური სინდრომი, უძილობა ან ძილიანობა, კოშმარული სიზმრები, ამნეზია, პარესთეზია, პერიფერიული ნეიროპათია, ემოციური ლაბილობა, ატაქსია, ჰიპერკინეზები, დეპრესია, ჰიპერესთეზია.
გრძნობათა ორგანოების მხრივ: ამბლოპია, ყურებში შუილი, კონიუნქტივის სიმშრალე, აკომოდაციის დარღვევა, სისხლჩაქცევა თვალებში, სიყრუე, გლაუკომა, პაროსმია, საგემოვნო შეგრნებების დაკარგა.
გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივ: გაძლიერებული გულისცემა, ვაზოდილატაცია, შაკიკი, პოსტურალური ჰიპოტენზია, არტერიული წნევის მომატება, ფლეიბიტი, არითმია.
სისხლწარმოქმნელი სისტემის მხრივ: ანემია, ლიმფადენოპათია, თრომბოციტოპენია.
სასუნთქი სისტემის მხრივ: ბრონქიტი, რინიტი, დისპნოე, ბრონქული ასთმა, სისხლდენა ცხვირიდან.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, გულძმარვა, ყაბზობა ან დიარეა, მეტეორიზმი, გასტრალგია, აბოდომინალური ტკივილი, ანორექსია ან მადის მომატება, პირის სიმშრალე, ბოყინი, დისფაგია, ღებინება, სტომატიტი, ეზოფაგიტი, გლოსიტი, გასტროენტერიტი, ჰეპატიტი, ღვიძლის კოლიკა, ხეილიტი, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, პანკრეატი, ქოლესტაზური სიყვითლე, "ღვიძლის" ფერმენტების აქტიურობის მატება, რექტალური სისხლდენა, მელენა, სისხლმდენი ღრძილები, ტენეზმები.
საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მხრივ: ართრიტი, ფეხის კუნთების კრუნჩხვები, ბურსიტი, მიოზიტი, მიოპათია, ართრალგია, მიალგია, რაბდომიოლიზი, სახსრების კონტრაქტურა.
შარდ-სასქესო სისტემის მხრივ: უროგენიტალური ინფექციები, დიზურია (მათ შორის პოლაკიურია, ნიქტურია, შარდის შეუკავებლობა ან შარდვის გაძნელება, შარდვის იმპერატიული სურვილი), ცისტიტი, ჰემატურია, ვაგინალური სისხდენა, სისხლდენა საშვილოსნოდან, შარდკენჭოვანი დაავადება, მეტრორაგია, ეპიდიდიმიტი, ლიბიდოს დაქვეითება, იმპოტენცია, ეაკულაციის დარღვევა.
კანის საფარის მხრივ: ალოპეცია, ოფლიანობა, ეგზემა, სებორეა, ეკხიმოზები.
ალერგიული რეაქციები: კანის ქავილი, გამონაყარი, კონტაქტური დერმატიტი, იშვიათად ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება, სახის შეშუპება, ფოტოსენსიბილიზაცია, ანაფილაქსია, მულტიფორმული ექსუდაციური ერითემა, სტივენ-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი).
ლაბორატორიული მაჩვენებლები: ჰიპერგლიკემია, ჰიპოგლიკემია, შრატის კრეატინფოსფოსკინაზის მომატება, ალბუმინურია, ალანინამინოტრანსფერაზას და ასპარტატამინოტრანსფერაზას აქტიურობის მომატება.
სხვა: პერიფერიული შეშუპებები, სხეულის მასის ზრდა, გინეკომასტია, პოდაგრის გამწვავება.
უკუჩვენებები:
- ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ;
- ღვიძლის დაავადებები აქტიურ სტადიაში (მათ შორის აქტიური ქრონიკული ჰეპატიტი, ქრონიკული ალკოჰოლური ჰეპატიტი);
- ღვიძლის უკმარისობა;
- ნებისმიერი ეტიოლოგიის ღვიძლის ციროზი;
- გაურკვეველი გენეზის ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის მატება;
- ჩონჩხის კუნთების დაავადებები;
- ორსულობა და ლაქტაცია;
- 18 წლამდე ასაკი (ეფექტურობა და უსაფრთხოება არ არის დადგენილი).
სიფრთხილით: ალკოჰოლიზმი, ანამნეზში ღვიძლის დაავადებები, ელექტროლიტური ბალანსის მძიმე დარღვევები, ენდოკრინული და მეტაბოლური დარღვევები, არტერიული ჰიპოტენზია, მწვავე ინფექციები (სეფსისი), არაკონტროლირებადი ეპილეფსია, სერიოზული ქირურგიული ჩარევები, ტრავმა.
განსაკუთრებული მითითებები:
ატორისით მკურნალობის დაწყებამდე პაციენტს ენიშნება სტანდარტული ჰიპოქოლესტერინემიული დიეტა, რომელიც მან უნდა დაიცვას მთელი მკურნალობის განმავლობაში.
სისხლის შრატში "ღვიძლის" ფერმენტების აქტივობის მომატება შეიძლება აღინიშნოს ატორისით მკურნალობის პერიოდში. ეს მატება, როგორც წესი, უმნიშვნელოა და მას არა აქვს კლინიკური მნიშვნელობა. ამის მიუხედავად, რეკომენდებულია ზემოხსნებული ფერმენტების აქტივობის კონტროლი სისხლის შრატში მკურნალობამდე, მკურნალობიდან 6 კვირის შემდეგ, 12 კვირის შემდეგ და ატორვასტატინის დოზის მომატებისას. თუ აღინიშნება ნორმის ზედა ზღვართან შედარებით ალანინამინოტრანსფერაზას და/ან ასპარტატამინოტრანსფერეზას აქტივობის 3-ჯერადი ზრდა, ატორისით მკურნალობა უნდა შეწყდეს. ატორვასტატინმა შეიძლება გამოიწვიოს კრეატინფოსფოკინაზების და ამინტრანსფერაზების აქტივობის ზრდა. იმ ქალებში, რომლებიც იმყოფებიან რეპროდუქციულ ასაკში და არ იყენებენ საიმედო კონტრაცეპციას, ატორისის მიღება რეკომენდებული არ არის. თუ პაციენტი გეგმავს ორსულობას, მან უნდა შეწყვიტოს ატორისის მიღება, უკიდურეს შემთხვევაში დაგეგმილ ორსულობამდე 12 თვით ადრე.
ატორისით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს მიოპათია, რომელსაც ხანდახან ერთვის რაბდომიოლიზი, რაც იწვევს თირკმლის მწვავე უკმარისობას. ამ გართულების რისკი იზრდება ატორისის ერთდროული მიღებისას შემდეგ პრეპარატებთან: ფიბროის მჟავას წარმოებულები, ნიაცინი, ციკლოსპორინი, ნეფაზადონი, ზოგიერთი ანტიბიოტიკი, სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები "აზოლების" ჯგუფიდან, აივ-პროტეაზის ინჰიბიტორები. პაციენტი უნდა გაფრთხილებულ იქნას, რომ ამ გართულების სიმპტომების გამოვლენისას (კუნთოვანი სისუსტე და ტკივილი) დაუყოვნებლივ მიმართოს ექიმს.
პრეპარატის გავლენა ავტომანქანისა და სხვა პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვაზე:
ატორისის არასასურველი გავლენის შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება.
ჭარბი დოზირება:
ჭარბი დოზირებისას აცილებელია ჩატარდეს შემდეგი ზოგადი ღონისძიებები: სასიცოცხლო ფუნქციების მონიტორინგი და შენარჩუნება და პრეპარატის შემდგომი შეწოვის თავიდან აცილება (კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირისა და საფაღარათო საშუალებების მიღება). მიოპათიის განვითარებისას შემდგომ რაბდომიოლიზით და თირკმლის მწვავე უკმარისობით (იშვიათი, მაგრამ მძიმე გვერდითი მოვლენა) პრეპარატის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, პაციენტს კი დაენიშნოს დიურეტიკი და გადაესხას ნატრიუმის ჰიდროკარბონატის ხსნარი. აუცილებლობისას უნდა ჩატარდეს ჰემოდიალიზი. რაბდომიოლიზმა შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერკალიემია, რომლის თავიდან ასაცილებლად საჭიროა კალციუმის ქლორიდის ან კალციუმის გლუკონატის ინტრავენური შეყვანა, გლუკოზის ინფუზია ინსულინთან ერთად, მძიმე შემთხვევაში კი ჰემოდიალიზის ჩატარება. იმდენად, რამდენადაც ატორვასტატინი მნიშვნელოვნადაა დაკავშირებული სისხლის პლაზმურ ცილებთან, ჰემოდიალიზი შედარებით ნაკლებ ეფექტური მეთოდია ამ ნივთიერების ორგანიზმიდან გამოდევნისათვის.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
ატორვასტატინის ერთდროულმა გამოყენებამ ციკლოსპორინთან, ანტიბიოტიკებთან (ერითრომიცინი, კლარითრომიცინი, კვინუპრისტინი/დალფოპროსტინი), აივ-პროტეაზის ინჰიბიტორებთან (ინდინავირი, რიტონავირი), სოკოს საწინააღმდეგო საშუალებებთან (ფლუკონაზოლი, იტრაკონაზოლი, კეტოკონაზოლი), ან ნეფაზოდონთან ერთად შეიძლება გამოიწვიოს სისხლის შრატში ატორვასტატინის შემცველობის მომატება, რაც ზრდის მიოპათიების რაბდომიოლიზით და თირკმლის უკმარისობით განვითარების რისკს. მსგავსი ურთიერთქმედება შესაძლებელია ატორისის ერთდროული მიღებისას ფიბროის მჟავასა და მიაცინთან ერთად.
ატორვასტატინის ერთდროულმა მიღებამ ფენიტოინთან ერთად შეიძლება გამოიწვიოს ატორვასტატინის ეფექტურობის შემცირება. ერთდროული მიღებისას ანტაციდები (მაგნიუმისა და ალუმინის ჰიდროქსიდების სუსპენზია) აქვეითებენ სისხლის პლაზმაში ატორვასტატინის შემცველობას. ატორვასტატინის ერთდროული მიღებისას კოლესტიპოლთან, პლაზმაში ატორვასტატინის შემცველობა იკლებს 25%-ით, მაგრამ კომბინაციის თერაპიული ეფექტი უფრო მაღალია, ვიდრე მხოლოდ ატორვასტატინის ეფექტი.
პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ 80 მგ ატორვასტატინს და დიგოქსინს, პლაზმაში დიგოქსინის რაოდენობა იზრდება 20%-ით, რის გამოც ისინი უნდა იმყოფებდენ მეთვალყურეობის ქვეშ.
ატორვასტატინისა და პერორალური კონტრაცეპტივების (ნორეთინდრონის და ეთინილესტრადიოლის კომბინაცია) ერთდროული მიღებისას შეიძლება გაძლიერდეს კონტრაცეპტივების შეწოვა და მათი კონცენტრაციის მატება სისხლის პლაზმაში; საჭიროა კონტრაცეპტივის დანიშვნის კონტროლირება ქალებში, რომლებიც იღებენ ატორვასტატინს.
ატორვასტატინის ერთდროულმა მიღებამ ვარფარინთან პირველ დღეებში შეიძლება გააძლიეროს ვარფარინის ანტიკოაგულანტური მოქმედება. ეს ეფეეტი ქრება ზემო აღნიშნული პრეპარატების მიღებიდან 15 დღის შემდეგ.
ატორისით მკურნალობის პერიოდში გრეიფრუტის წვენის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლის პლაზმაში პრეპარატის კონცენტრაციის ზრდა. ამასთან დაკავშირებით პაციენტები, რომლებიც მკურნალობენ ატორისით უნდა მოერიდონ ამ წვენის მიღებას.
შენახვის პირობები და ვადა:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25 C ტემპერატურაზე. ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
აფთიაქიდან გაცემის პირობები:
პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.