დენტინოქსი გელი 10გ
გააზიარე:
დენტინოქსი გელი 20გ
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება: გელის თითოეული გრამის შემცველობაა: 3.4 მგ ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი, 3.2 მგ ჰიდროქსიპოლიეთოქსი დოდეკანი 600 და 150.0 მგ გვირილის ნაყენი.
დამხმარე ნივთიერებები: ქსილიტოლი, 70% სორბიტოლის ხსნარი, დინატრიუმის ედეტატი, პროპილენგლიკოლი, კარბომერი 974, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, პოლისორბატი 20, ნატრიუმის საქარინი, მენთოლი, გაწმენდილი წყალი.
1. დენტინოქსის დახასიათება და მისი გამოყენება
დენტინოქსი შეიცავს ლიდოკაინის ჰიდროქსიდს, ჰიდროქსიპოლიეთილდოდეკან 600-ს და გვირილის ნაყენს აქტიური ნივთიერებების სახით.
ანალგეზური და ანტიანთებითი ეფექტების გამო დენტინოქსი გამოიყენება მტკივნეული და ანთებითი მდგომარეობების მოსახსნელად ბავშვებში კბილების ამოჭრის ან გინგივიტის დროს.
2. დენტინოქსის გამოყენებამდე პაციენტისათვის საჭირო ინფორმაცია
დაუშვებელია დენტინოქსის გამოყენება:
- თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარეა) აქტიური ნივთიერების ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.
დენტინოქსი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული შემდეგ შემთხვევებში:
- ღრძილების ძლიერი სიწითლის ან შეშუპების შემთხვევაში - საჭიროა ექიმის ინფორმირება.
- პრეპარატი არ უნდა მოხვდეს თვალებში.
დენტინოქსის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
არ არის მოსალოდნელი, რომ დენტინოქსი ურთიერთქმედებაში შევიდეს საკვებთან ან სასმელთან.
ორსულობა
საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის გამოყენებამდე.
მკურნალი ექიმი გადაწყვეტს, მედიკამენტი გამოყენებულ უნდა იქნას თუ არა ორსულობის დროს.
თუ ორსულობა დადგა მკურნალობის დროს, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია დაუყოვნებლივ.
ძუძუთი კვება
საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ პრეპარატის გამოყენებამდე.
მკურნალი ექიმი გადაწყვეტს, მედიკამენტი გამოყენებულ უნდა იქნას თუ არა ძუძუთი კვების დროს.
ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა
არ აღნიშნულა ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე გავლენა.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია დენტინოქსის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
დენტინოქსი შეიცავს სორბიტოლს. თუ პაციენტს დადგენილი აქვს აუტანლობა რომელიმე შაქრის მიმართ, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის გამოყენებამდე.
დენტინოქსი შეიცავს პროპილენგლიკოლს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს გაღიზიანება.
პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი სხვა დამხმარე ნივთიერებები გამოყენების ან დოზირების დროს არ საჭიროებს სიფრთხილის ზომებს.
სხვა მედიკამენტებთან ერთდროული გამოყენება
არ აღინიშნა შეუთავსებლობა დენტინოქსის გამოყენებისას სხვა მედიკამენტებთან ერთად.
ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს ან უახლეს წარსულში იღებდა რეცეპტით ან ურეცეპტოდ გასაცემ რომელიმე მედიკამენტს.
3. დენტინოქსის გამოყენების წესი
ინსტრუქცია სათანადო გამოყენებისა და დოზის/გამოყენების სიხშირის შესახებ
თუ ექიმის მიერ არ არის სხვა მითითება მოცემული, დენტინოქსის გამოყენება 2-3-ჯერ დღეში საკმარისია.
გამოყენების გზა და მეთოდი
თუ ექიმის მიერ არ არის სხვა მითითება მოცემული, მისი დატანა უნდა მოხდეს ღრძილის დაზიანებულ უბანზე სუფთა თითის ან ბამბის გამოყენებით და ნაზი შეზელვით. მისი გამოყენება უნდა მოხდეს ჭამის მერე და ძილის წინ.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები
ბავშვებში გამოყენება: არ არის შეზღუდული.
ხანდაზმულებში გამოყენება: არ არის საჭირო დოზის კორექცია
გამოყენების განსაკუთრებული შემთხვევები
თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა: არ არის საჭირო დოზის კორექცია.
თუ პაციენტი მიიჩნევს, რომ დენტინოქსის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
დენტინოქსის დოზის გადაჭარბებისას
დენტინოქსის დოზის გადაჭარბებისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
დენტინოქსის დოზის გამოტოვებისას
არ შეიძლება დოზის გაორმაგება გამოტოვებული დოზის სანაცვლოდ.
მოვლენები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს დენტინოქსის გამოყენების შეწყვეტისას
დენტინოქსით მკურნალობის შეწყვეტისას არ არის მოსალოდნელი გვერდითი მოვლენების განვითარება.
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოვლინდეს პაციენტებში, რომლებიც მგრძნობიარეები არიან დენტინოქსის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებების მიმართ.
დენტინოქსის მიღება უნდა შეწყდეს და დაუყოვნებლივ მოხდეს ექიმის ინფორმირება ან უახლოესი ჰოსპიტლის ემერჯენსის განყოფილებაში მიმართვა, თუ განვითარდა რომელიმე გვერდითი მოვლენა:
• კანის ალერგიული რეაქცია, რომელიც იწვევს სახის, ტუჩების, ენის და/ან ხორხის შეშუპებას, ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელებას, ან კანის ძლიერ ქავილს.
ეს ყველა სერიოზული გვერდითი მოვლენაა.
თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე მათგანი, ეს ნიშნავს, რომ პაციენტს სერიოზული ალერგიული რეაქცია აქვს დენტინოქსის მიმართ. პაციენტი შეიძლება საჭიროებდეს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას ან ჰოსპიტალიზაციას.
ყველა ეს სერიოზული გვერდითი მოვლენა ძალიან იშვიათია.
სხვა გვერდითი მოვლენები არ არის აღწერილი დენტინოქსის გამოყენების დროს.
თუ გამოვლინდება ნებისმიერი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
თუ განვითარდება რომელიმე გვერდითი მოვლენა, საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. მათ შორის, ისეთი შესაძლო გვერდით მოვლენები, რომლებიც არ არის ინსტრუქციაში მითითებული. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია ვებგვერდზე: www.titck.gov.tr „წამლის გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებაზე” დაწკაპუნებით ან გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების ცხელ ხაზზე 0 800 314 00 08 დარეკვითა და თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრში (TÜFAM) მისი შეტყობინებით. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
5. დენტინოქსის შენახვის წესი
დენტინოქსი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და ორიგინალურ შეფუთვაში.
ინახება ოთახის ტემპერატურაზე, 25°C-ის ქვემოთ.
გამოიყენება შენახვის ვადის შესაბამისად.
დაუშვებელია დენტინოქსის შენახვის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე.
დაუშვებელია დენტინოქსის გამოყენება, თუ პროდუქტზე და/ან მის შეფუთვაზე აღინიშნება რაიმე დაზიანება.
დაუშვებელია ვადაგასული და გამოუყენებელი მედიკამენტების გადაგდება!
მათი მოთავსება უნდა მოხდეს გარემოსა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ დადგენილ შეგროვების სისტემაში.