ალგესტინი 40გ გელი

ალგესტინი 40გ გელი

15.70 ლარი
ქვეყანა: თურქეთი
მწარმოებელი: რეკორდატ
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ესცინი+დიმეთილამინსალიცილატი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 25014
გააზიარე:

ალგესტინ გელი

ALGESTIN GEL

შემადგენლობა

40გ გელი შეიცავს: 0,4გ ესცინს (ამორფულს,) 2.0გ დიეთილამინსალიცილატს.

დამხმარე ინგერედიენტები: ლავანდის ზეთი, ნეროლის ზეთი, იზოპროპილის სპირტი.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები

პრეპარატის ფორმულაში შედის სპირტი, იგი ავლენს ანტიექსუდაციურ, ანთების საწინააღმდეგო და ანალგეზიურ თვისებებს.

ამორფული ესცინი შეზელვისას კარგად აღწევს კანში, ხელს უშლის ქსოვილებში სითხის დაგროვებას და შეშუპების განვითარებას, ასევე ხელს უწყობს, ტრავმებისა და დაჟეჟილობის შემდგომ განვითებული ლოკალური შეშუპებების სწრაფ ელიმინაციას. სალიცილის მჟავა აძლიერებს ანთების საწინააღმდეგო ეფექტს და ახდენს ტკივილის სინდრომის კუპირებას. ალგესტინ გელი გამჭვირვალეა და სწრაფად შეიწოვება.

 

ჩვენება

როგორც ანტიექსუდაციური, ანთების საწინააღმდეგო და ანალგეზიური საშუალება, ნაჩვენებია პოსტტრავმული დაჟეჟილობებისას, ჰემატომებისას, დეფორმაციებისას, ტენდოსინოვიტისას, ხერხემლის ანთებით-დეგენერაციულ დაავადებებთან (ცერვიკალური სინდრომი, კისრის ტკივილი, ლუმბაგო, იშიალგია) დაკავშირებული  ტკივილის სინდრომისას.

 

უკუჩვენება

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, ბავშვთა ასაკი 2 წლამდე, ლაქტაცია.

 

გაფრთხილება / განსაკუთრებული მითითებები

არ გამოიყენება ლორწოვან გარსებზე, დაზიანებულ კანზე და მზის სხივების მოქმედებისაგან დაუცველ ადგილებზე.

 

გვერდითი ეფექტები

იშვიათ შემთხვევებში აღინიშნება კანის ალერგიული რეაქციები.

გაუთვალისწინებელი ეფექტების გაჩენისას საჭიროა მივმართოთ ექიმს.

 

გამოყენების მეთოდი და დოზირება

გელი დაიტანება კანის დაზიანებულ ადგილზე (შესაძლებელია შეზელვა)                      თხელ ფენად, დღეში რამოდენიმეჯერ.

 

მკურნალობის კურსი

გამოიყენება დაავადების სიმპტომების გაქრობამდე.

 

შენახვის წესი

ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

 

შენახვის ვადა: 2 წელი

 

გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

 

გამოშვების ფორმა

ალგესტინ გელი 40გ, ალუმინის ტუბში.

 

ლიცენზიის მფლობელი

რეკორდატი ილაჩ. სან. ვე ტიდჟ. ა.შ.

თექირდაღი, თურქეთი.

 

წარმოების ადგილი 

რეკორდატი ილაჯ სან.ვე ტიჯ. ა.ს. ჩერქეზქოის

ორგანიზებული საწარმოო ობიექტი.

ქარააღაჯის რაიონი. ათათურქის ქუჩა #36

ქაფაქლი/თექირდაღი/თურქეთი.