თიმალინი 10მგ #10ფლ
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
თიმალინი 10მგ
მწარმოებელი: ბიოფარმი, კიევი
მოქმედი ნივთიერება: თიმალინი
კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
იმუნოსტიმულატორი
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ლიოფილიზირებული ფხვნილი ინექციის მოსამზადებლად:
1 ფლაკონი თიმალინი შეიცავს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მკერდუკანა ჯირკვლიდან გამოყოფილ პოლიპეპტიდური ფრაქციების კომპლექსს, (თიმუსი), 10მგ;
გამხსნელი – ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარი – 2მლ.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
თიმალინი – იმუნომოდულატორი; ახასიათბს ორგანიზმის იმუნოლოგიური რეაქტიულობის სტიმულირება: არეგულირებს T– და B– ლიმფოციტების რაოდენობას; ასტიმულირებს უჯრედული იმუნიტეტის რეაქციას; აძლიერებს ფაგოციტოზს.ასევე ასტიმულირებს რეგენერაციის და სისხლწარმოქმნის პროცესს მათი დათრგუნვის შემთხვევაში.
ჩვენებები:
გამოიყენება მოზარდებში და ბავშვებში იმუნოსტიმულატორის და ბიოსტიმულატორის სახით დაავადების კომპლექსურ მკურნალობაში, როცა ადგილი აქვს უჯრედული იმუნიტეტის დათრგუნვას: მწვავე და ქრონიკული ჩირქოვანი პროცესები და ანთებითი დაავადებები, დამწვრობები, ტროფიკული წყლულები და სხვა;
ასევე, ონკოლოგიურ ავადმყოფებში სხივური და ქიმიოთერაპიის შემდეგ და სხვა პთოლოგიური პროცესებისას როცა იმუნიტეტი და სისხლწარმოქმნის ფუნქციაა დათრგუნული;
პრეპარატი ასევე გამოიყენება საპროფილაქტიკოდ:
ინფექციური გართულებების, იმუნიტეტის და სისხლწარმოქმნის დათრგუნვის, პოსტრავმატულ და ოპერაციის შემდგომ პერიოდში, სხივური და ქიმიოთრაპიის ჩატარებისას ონკოლოგიურ ავადმყოფებში.
არსებობს მონაცემები თიმალინის ეფექტურობაზე წითელი ქარით ინფიცირებისას კომპლექსურ თერაპიაში, ქრონიკული პიოლენეფრიტის დროს, ფილტვების ტუბერკულოზის და სხვა დაავადებებისას ჩატარებული ქიმიოთრაპიის დროს.
მიღების წესი და დოზირება:
თიმალინი შეყავთ კუნთში ღრმად (მოერიდეთ სისხლძარღვში მოხვედრას).
ინექციისთვის ფლაკონის შემცველობას ხსნიან 1–2მლ ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარში და შერევა ხდება მსუბუქი შენჯღრევით, ქაფის წარმოქმნის გარეშე, ერთგვაროვანი ხსნარის წრმოქმნამდე.
მოზრდილებში – 5–20მგ ყოველდღიურად (30–100მგ კურსზე).
ბავშვებში 1 წლამდე – 1მგ;
1–3 წელი 1–2 მგ;
4–6 წელი 2–3 მგ;
7–14 წელი 3–5 მგ.
კურსის ხანგრძლიობა 3–10 დღე, დამოკიდებული იმუნიტეტის დარღვევის ხარისხზე.
აუცილებლობისას ატარებენ განმეორებით კურსს (1–6 თვის შემდეგ).
პროფილაქტიკის მიზნით მოზრდილებში შეყავთ 5–10 მგ ყოველდღიურად, ბავშვებში – 1–5 მგ 3–5 დღის მანძილზე.
უკუჩვენებები:
* ჰიპერმგრძნობელობა.
* გვერდითი მოქმედება:
* შესაძლებელია ალერგიული რეაქციები.
შენახვის პირობები:
მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილზე, ოთახის ტემპერატურაზე.
ვადა: 3 წელი