ნიტრონგი ფორტე 6.5მგ #100ტ

ნიტრონგი ფორტე 6.5მგ #100ტ

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ნიტროგლიცერინი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 2355
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

ნიტრონგ ფორტე
ნიტროგლიცერინი
(Nitrong forte)


სავაჭრო დასახელება
ნიტრონგ ფორტე
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება
გლიცერილის ნიტრატი, Gliceril nitrat (nitroglicerin)

წამლის ფორმა
ხანგრძლივი გამოთავისუფლების ტაბლეტები.

შემადგენლობა
1 ტაბლეტი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას 6.5 მგ გლიცერილის ნიტრატს (ნიტროგლიცერინს).
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, საქაროზა, პოვიდონი, ტალკი, შელაკი, სიმინდის სახამებელი, საკვები საღებარები E104, E110, E151.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
სისხლძარღვების გამაფართოვებელი ნიტრატების ჯგუფის საშუალება გულის დაავადებების სამკურნალოდ.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ნიტრონგ ფორტეს ტაბლეტები შეიცავს ნიტროგლიცერინს, რომელიც დოზირებულად და ნელა თავისუფლდება. ნიტროგლიცერინი ადუნებს სისხლძარღვების გლუვ მუსკულატურას და სისხლძარღვების გამაფართოვებელ მოქმედებას ახდენს არტერიებსა და ვენებზე. ეს იწვევს პერიფერიული სისხლძარღვების წინააღმდეგობის შემცირებას, ვენოზური მოცულობის მომატებას და ვენოზური დაბრუნების შემცირებას. ამგვარი გზით მცირდება მიოკარდის მიერ ჯანგბადის მოთხოვნილება და ხდება გულის “განტვირთვა”. ამასთანავე მნიშვნელოვანი ზეგავლენა არ ხდება გულის შეკუმშვების სიხშირესა და რითმზე როგორც მშვიდ მდგომარეობაში, ასევე ფიზიკური დატვირთვის დროს. სისხლძარღვების გამაფართოვებელი ეფექტი არ შემოიფარგლება მხოლოდ დაუზიანებელი სისხლძარღვებით, ასევე ათეროსკლეროზულ სისხლძარღვებში აღინიშნება. ნიტროგლიცერინის თანდათან გამოთავისუფლების გამო მისი ფარმაკოლოგიური ეფექტი მიღებიდან 10-20 წუთში დგება და 6-8 საათი გრძელდება.

გამოყენების ჩვენებები
სტენოკარდიის შეტევების პროფილაქტიკა, იმ პაციენტთა ჩათვლით, რომელთა გადატანილი აქვთ მიოკარდის ინფარქტი. ნიტრონგ ფორტე სტენოკარდიის შეტევების კუპირებისათვის არ გამოიყენება. ამისათვის გამოიყენება სწრაფად მოქმედი ნიტროგლიცერინი (სუბლინგვური ტაბლეტები).

გამოყენების წესი და დოზები
ნიტრონგ ფორტეს დოზები განისაზღვრება დაავადების სიმძიმის მიხედვით. დანიშვნის ინდივიდუალური სქემა უნდა მოიცავდეს 10-12 საათიან “უნიტრატო” პერიოდს, რათა არ მოხდეს ნიტრატების მიმართ ტოლერანტობის განვითარება.
ტაბლეტები მიიღება უზმოზე, მთლიანად, მცირე რაოდენობით წყლის დაყოლებით.
პაციენტები ჩვეულებრივ იღებენ 1 ან 2 ტაბლეტს დღეში ორჯერ – დილას და შუადღეს. ღამის დოზის გამოტოვების წყალობით ხდება 10-12 საათიანი “უნიტრატო” პერიოდის უზრუნველყოფა. საჭიროების შემთხვევაში პრეპარატის მიღება შეიძლება დღეში სამჯერ.
პაციენტებში, რომლებსაც შედარებით ხშირად აწუხებთ სტენოკარდიის შეტევები ღამით, ნიტრონგ ფორტე შუადღეს და საღამოს ენიშნებათ.
ნიტროგლიცერინის მაქსიმალური ერთჯერადი დოზა 13 მგ-ს შეადგენს.

გვერდითი მოქმედება
გვერდით ეფექტებს დოზადამოკიდებული ხასიათი აქვთ და უმეტეს შემთხვევაში დაკავშირებულია ნიტროგლიცერინის სისხლძარღვების გამაფართოვებელ მოქმედებასთან. შესაძლოა აღინიშნოს შემდეგი გვერდითი ეფექტები: თავის ტკივილი, ტაქიკარდია, გულის ფრიალი, ტერფებისა და წვივების შეშუპება, ორთოსტაზული ჰიპოტენზია, არტერიული ჰიპოტენზია, გულყრა, პარადოქსული ტაქიკარდია (მწვავე არტერიული ჰიპოტენზიით და/ან გულყრით), პარადოქსული სტენოკარდია კორონარული არტერიების გამოხატული სკლეროზის დროს, სიმშრალე პირში, მომატებული დაღლილობა, ოფლდენა, მხედველობის დარღვევა, ღებინება, გულისრევა. ალერგიული რეაქციები იშვიათია და ჩვეულებრივ ვლინდება კანის მხრივ. პრეპარატის რეკომენდებულ დოზებს ძალიან იშვიათ შემთხვევებში შეუძლიათ მეტჰემოგლობინემიის გამოწვევა. შესაძლებელია განვითარდეს ტოლერანტობა პრეპარატის მიმართ. პრეპარატის გამოყენების შეწყვეტამ შეიძლება დაავადების მიმდინარეობის დამძიმება გამოიწვიოს. პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა შესაძლოა საჭირო გახდეს მხოლოდ მკვეთრად გამოხატული გვერდითი ეფექტების განვითარების დროს. ექიმებმა პაციენტებს უნდა შეატყობინონ შესაძლო გვერდითი ეფექტებისა და მათი განვითარებისას მისაღები ზომების შესახებ.
პაციენტი ვალდებულია ექიმს შეატყობინოს განვითარებული გვერდითი ეფექტების შესახებ.

უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა ნიტრატების ან პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ, გულის ქრონიკული უკმარისობა გამოხატული აორტული ან მიტრალური სტენოზის დროს, მიოკარდის მწვავე ინფარქტი, რომელსაც ახლავს მარცხენა პარკუჭის შევსების დაბალი წნევა, გულის ტამპონადა, მძიმე არტერიული ჰიპოტენზია, ქალა-ტვინის ტრავმები, ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევა, ქალაშიდა წნევის მომატება, დახურულკუთხოვანი გლაუცომა, კოლაფსი, შოკი.

ჭარბი დოზა
ჭარბმა დოზამ შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი, არტერიული ჰიპოტენზია და თავბრუსხვევა. უფრო მძიმე შემთხვევებში შეიძლება აღინიშნოს ოფლიანობა, სიმშრალე პირში, მხედველობის დარღვევები და გულყრა. მეტჰემოგლობინემიის განვითარებისას ჰიპოქსიის შედეგად შესაძლოა განვითარდეს ციანოზი, მეტაბოლური აციდოზი, კრუნჩხვები და კომა.
ჭარბი დოზის შემთხვევაში, თუ პაციენტი გონზეა, აუცილებელია გულისრევის გამოწვევა. არტერიული ჰიპოტენზიის დროს აუცილებელია პაციენტის ზურგზე დაწვენა, ფეხების აწევა და ექიმის გამოძახება.
მკურნალობა სიმპტომატურია. უფრო მძიმე შემთხვევებში ტარდება სითხეების ინფუზია და საჭიროების შემთხვევაში სიმპათომიმეზურების დანიშვნა.
მძიმე მეტჰემოგლობინემიის დროს მკურნალობა უნდა ჩატარდეს მეთილენის ლურჯით (ვენაში 1-2 მგ/სხეულის წონის კგ-ზე).

განსაკუთრებული მითითებები
განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვა აუცილებელია პაციენტებში მძიმე ანემიით, ჰიპერთროფიული კარდიომიოპათიით, გამოხატული ათეროსკლეროზით და დეჰიდრატაციის დროს.
ლიტერატურული მონაცემების თანახმად სიფრთხილე აუცილებელია ღვიძლის მძიმე უკმარისობის, ჰიპოთირეოზის, ჰიპოთერმიის, მალაბსორბციისა და მალნუტრიციის დროს.
აუცილებელია პაციენტის გაფრთხილება თავის ტკივილის განვითარების შესაძლებლობის შესახებ (განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში), რომელიც განპირობებულია ნიტრონგ ფორტეს მოქმედების მექანიზმით.
ნიტრონგ ფორტეთი მკურნალობის დროს დღის ნებისმიერ დროს აუცილებელია თორმეტსაათიანი “უნიტრატო” პერიოდის არსებობის უზრუნველყოფა. ეს შესაძლებელს ხდის ნიტრატების მიმართ ტოლერანტობის განვითარების პრევენციას.
პრეპარატის დიდი დოზებით ხანგრძლივი მკურნალობის შეწყვეტა თანდათან უნდა მოხდეს. თერაპიის უცებ შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს გულის იშემიური დაავადების გამწვავება.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობის დროს პრეპარატის გამოიყენება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ნაყოფისათვის რისკს.
უცნობია გამოიყოფა თუ არა ნიტროგლიცერინი დედის რძეში, ამიტომ ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს.
ზეგავლენა ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
პრეპარატით მკურნალობის დროს არ შეიძლება იმ სამუშაოების შესრულება, რომლებიც მოითხოვს სწრაფ ფსიქიკურ და მოძრაობით რეაქციებს (ავტომობილის მართვა, რთული მექანიზმების მართვა).

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
პრეპარატი ჩვეულებრივ მიიღება ჭამამდე. ალკოჰოლთან ერთად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის ძლიერი დაწევა და კოლაფსი.
ნიტრონგ ფორტეს ჰიპოტენზიური ეფექტი შეიძლება გაძლიერდეს კალციუმის არხების ბლოკატორებთან, ანტიჰიპერტენზიულ პრეპარატებთან, ვაზოდილატატორებთან, ფენოტიაზინებთან ან ტრიციკლურ ანტიდეპრესიულებთან ერთად გამოყენებისას.
ნიტრონგ ფორტესა და სილდენაფილის (ვიაგრა) ერთად გამოყენება რეკომენდებული არ არის.
ნიტრონგ ფორტესა და დიჰიდროერგოთამინის ერთად გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს დიჰიდროერგოთამინის ბიოშეღწევადობა. ნიტრონგ ფორტესა და ჰეპარინის კომბინირება ასუსტებს ჰეპარინის მოქმედებას.

შენახვის პირობები
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.
ტაბლეტების ფერის ან კონსისტენციის ხილული ცვლილებების შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება.

ვარგისიანობის ვადა
3 წელი.
პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის პირობები
რეცეპტით.

შეფუთვა
25, 50 ან 100 ხანგრძლივი გამოთავისუფლების ტაბლეტი 6.5 მგ მუქი შუშის ფლაკონში. ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

მწარმოებებლი
კრკა დ.დ., ნოვო მესტო, ნოვო მესტო, სლოვენია.