პულმოლანი 30მგ #20ტ GMP
გააზიარე:
პულმოლანი
(AMBROXOL)
შემადგენლობა
პულმოლანის ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერების - ამბროქსოლის ჰიდროქლორიდის 30 მგ-ს.
მოქმედების მექანიზმი
მუკოლიზური პრეპარატი გამოხატული ამოსახველებელი მოქმედებით.
პულმოლანი იწვევს ბრონქების ლორწოვანი გარსის სეროზული უჯრედების სტიმულაციას და შესაბამისად, ხელს უწყობს ნახველის გათხევადებას. მუკოლიზურ უჯრედებში ლიზოსომური ფერმენტების პროდუქციისა და ჰიდროლიზური ფერმენტების აქტივობის გაუმჯობესებით, ამცირებს ნახველის წებოვნებას და აუმჯობესებს მის ადჰეზიურ თვისებებს. ასტიმულირებს ბრონქების ეპითელიუმის ხაოების მოძრაობას, აძლიერებს მუკოცილიარულ ტრანსპორტს, რაც ხელს უწყობს ამოხველებას.
ამბროქსოლი ბრონქებსა და ალვეოლებში სურფანქტანტის გამომუშავების გაძლიერების გზით აუმჯობესებს ადგილობრივ იმუნიტეტს, ახასიათებს ანტიოქსიდანტური თვისებები.
ამბროქსოლი პრაქტიკულად მთლიანად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. სისხლის პლაზმაში Cmax მიიღწევა დაახლოებით 2 საათში. იგი კარგად აღწევს ქსოვილებში, განსაკუთრებით ფილტვებში. ორგანიზმიდან გამოიდევნება თირკმლების საშუალებით. T1/2 იზრდება თირკმლის მძიმე ქრონიკული უკმარისობის დროს.
ჩვენება
- სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული დაავადებები, მიმდინარე წებოვანი ნახველის არსებობით;
- ნახველის გამოყოფის გაძნელებით მიმდინარე მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, პნევმონია, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები, ბრონქული ასთმა;
- ბრონქოექტაზიური დაავადება.
უკუჩვენება
- ორსულობის I ტრიმესტრი;
- ამბროქსოლისა და პრეპარატის სხვა კომპონენტებისადმი მაღალი მგრძნობელობა.
სიფრთხილით ინიშნება ორსულობის II და III ტრიმესტრში, ლაქტაციის პერიოდსა და პაციენტებში თირკმლის ან/და ღვიძლის უკმარისობით.
უსაფრთხოების ზომები
ამბროქსოლი არ ინიშნება ხველების საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად კომბინაციაში.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ხველების შემცირების გამო ძნელდება ნახველის გამოყოფა.
ამბროქსოლი ხელს უწყობს ბრონქულ სეკრეტში ამოქსიცილინის, ცეფუროქსიმის, ერითრომიცინის, დოქსიციკლინის შეღწევადობას.
დოზის გადაჭარბების შემთხვევები აღწერილი არ არის.
სიმპტომები: შესაძლებელია გულისრევა, ღებინება, დიარეა, დისპეფსია.
მკურნალობა: უნდა გამოვიწვიოთ ღებინება, პრეპარატის მიღებიდან 1-2 საათის შემდეგ ნაჩვენებია კუჭის გამორეცხვა, ცხიმის შემცველი პროდუქტების მიღება, სიმპტომური თერაპია.
დოზირება და მიღების წესი
მოზრდილებსა და 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებში მკურნალობის დასაწყისში ინიშნება 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში. შემდეგ – 1 ტაბლეტი დღეში 2-ჯერ ან 1/2 ტაბლეტი დღეში სამჯერ.
5-12 წლის ასაკის ბავშვებში – 1/2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში, 2-5 წლის ასაკის ბავშვებში – 1/4 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში, 2 წლამდე ასაკის ბავშვებში 1/4 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში.
პრეპარატი ინიშნება ჭამის შემდეგ, საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად.
გვერდითი მოვლენები
კნტ-ის მხრივ: ხანგრძლივად და დიდი დოზით გამოყენების შემთხვევაში – გასტრალგია, გულისრევა, ღებინება.
ალერგიული რეაქციები: შესაძლებელია გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება. ერთეულ შემთხვევაში – ალერგიული კონტაქტური დერმატიტი, ანაფილაქსიური რეაქცია.
ვარგისიანობა და შენახვის პირობები
პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 5 წელი, ინახება 10-250C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!
გამოშვების ფორმა
ტაბლეტი 30 მგ; 20 ან 50 ტაბლეტი ბლისტერებში. მეორადი შეფუთვა: მუყაოს კოლოფში.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ექიმის რეცეპტის გარეშე!
მწარმოებელი ფირმა:
შ.პ.ს. “ჯი-ემ-პი” (საქართველო)