ჰელმადოლი 200მგ #2ტ
გააზიარე:
ჰელმადოლი
(HELMADOL)
სავაჭრო სახელწოდება: ჰელმადოლი
საერთაშორისო დაუპატენტებელი სახელწოდება: ალბენდაზოლი
წამლის ფორმა:
პერორალურად მისაღები სუსპენზია.
აღწერილობა: ჰომოგენური სიროფისმაგვარი თეთრი ფერის სუსპენზია ყავისფერი შეფერილობით, ბანანის გემოთი და სუნით.
პერორალური შემოგარსული ტაბლეტები.
აღწერილობა: თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის მრგვალი, ორმხრივამოზნექილი შემოგარსული ტაბლეტები.
შემადგენლობა: ერთი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: ალბენდაზოლი 200 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: უწყლო ლაქტოზა, სიმინდის სახამებელი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, ტალკი, პოლიპლასიდონი XL, პოლივინილპირალიდონი K25, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის ლაურილსულფატი.
გარსი: ჰიდროქსიმეთილცელულოზა, პოლიეთილენგლიკოლი 20000, ტიტანის დიოქსიდი.
20 მლ შეიცავს სუსპენზია შეიცავს: აქტიური ნივთიერება: ალბენდაზოლი 400მგ.
დამხმარე ნივთიერებები: სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი, გლიცერინი, ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზა, სორბინის მჟავა, ნატრიუმის მეთილპარაბენი, ნატრიუმის პროპილპარაბენი, ბანანის არომატიზატორი, ნატრიუმის საქარინატი, ბენზომჟავა, პროპილენგლიკოლი, გასუფთავებული წყალი.
პრეპარატის ათქ კოდი: P02CA03
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიპარაზიტული პრეპარატები.
ფარმაკოლოგიური თვისებები: ჰელმადოლი წარმოადგენს ანტიჰელმინთურ პრეპარატს, რომლის ფარმაკოლოგიური თვისებები განპირობებულია აქტიური ნივთიერების ალბენდაზოლის მოქმედებით. ალბენდაზოლი განეკუთვნება კარბამატბენზიმიდაზოლების ჯგუფს და ეფექტურია ნაწლავური ნემატოდოზების უმრავლესობის, ასევე ლარვალური (ჭუპრისებრი ფორმები) ცესტოდოზების მიმართ. ალბენდაზოლს, როგორც ანტიპარაზიტულ პრეპარატს, გააჩნია მოქმედების საკმაოდ ფართო სპექტრი.
ჩვენებები: ჰელმადოლი არის მაღალეფექტური, პოლივალენტური მოქმედების ანტიპარაზიტული პრეპარატი, რომლის გამოყენებითაც შესაძლებელია არსებული ჰელმინთოზების უმრავლესობის თერაპია:
- ნემატოდოზები: ასკარიდოზი, გამომწვევი - მრგვალი ჰელმინთი Ascaris lumbricoides; ტრიქოცეფალოზი (თავგარსა), გამომწვევი - მრგვალი ჰელმინთი Trichocephalus trichiurus; ენტერობიოზი (მახვილები), გამომწვევი - მრგვალი ჰელმინთი Enterobius vermicularis; ანკილოსტომიდოზები (ირიბთავიანები), გამომწვევები - Ancylostoma duodenale და Necator americanus; ტრიქინელოზი, გამომწვევები – ხორცის ტრიქინელები; ტოქსოკაროზი, გამომწვევი – Toxocara canis, ძაღლების პარაზიტი; სტრონგილოიდოზი (ნაწლავური ჭია), გამომწვევი - მრგვალი ჰელმინთი Strongiloides stercoralis, ასევე შერეული ინვაზიები;
- ქსოვილოვანი ცესტოდოზები: ცისტიცერკოზი (გამომწვევი – Cysticercus cellulosus ღორის სოლიტერის ლენტისებური პარაზიტის ჭუპრის სტადია); ღვიძლის, ფილტვების, მუცლის ჰიდატიდოზური ექინოკოკოზი, გამოწვეული ძაღლის ლენტისებური ჭიის ჭუპრისებრი ფორმით (Echinococcus granulosus); პრეპარატი ასევე გამოიყენება დამხმარე საშუალების სახით ალვეოლარული ექინოკოკოზის ქირურგიული მკურნალობის დროს.
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტებისა და ბენზიმიდაზოლის სხვა წარმოებულების მიმართ; თვალის ბადურის პათოლოგიები; ორსულობა; ლაქტაციის პერიოდი.
გვერდითი მოქმედება: საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ტკივილები მუცლის არეში, გულისრევა, ღებინება. ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი და თავბუსრხვევა. დერმატოლოგიური რეაქციები: ქავილი, გამონაყარი კანზე და სხვა ალერგიული რეაქციები.
გამოყენების წესი და დოზები: პრეპარატი მიიღება პერორალურად, ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ. სპეციალური მომზადება და დიეტა საჭირო არ არის.
სუსპენზიის დოზირებისათვის გამოიყენება 13 მლ-იანი დოზირებელი თავსახური, რომელსაც გააჩნია 10 მლ, 5 მლ ან 2,5 მლ-იან დანაყოფები.
წამლის ფორმის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად, იმის მიხედვით, თუ რამდენად მოსახერხებელია სამკურნალო საშუალების მიღება და როგორ გადაიტანება მასში შემავალი ნივთიერებები.
პრეპარატის დოზის დადგენა ხდება ინდივიდუალურად, ინვაზიის სახეობისა და პაციენტის სხეულის წონის მიხედვით. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 800 მგ-ს.
ასკარიდოზის, ტრიქოცეფალოზის დროს სხეულის 60კგ და მეტი წონის პაციენტებს ჰელმადოლი ენიშნებათ დოზით 400 მგ დღე-ღამეში ერთ ან 2 მიღებად; ხოლო 60 კგ-ზე ნაკლები სხეულის წონის პაციენტებს - 15 მგ/კგ დღე-ღამეში ორ მიღებად.
ენტერობიოზის დროს პრეპარატი ინიშნება დოზით 5მგ/კგ სხეულის წონაზე ერთჯერადად. 14 დღის შემდეგ მკურნალობის კურსი უნდა განმეორდეს იმავე დოზითა და რეჟიმით.
სტრონგილოიდოზის, ანკილოსტომიდოზის დროს ჰელმადოლი ინიშნება დოზით 10 მგ/კგ სხეულის წონაზე ერთჯერადად 3 დღის განმავლობაში. ერთი კვირის შემდეგ რეკომენდებულია მკურნალობის განმეორება იმავე დოზებით.
ტრიქინელოზის დროს პრეპარატი ინიშნება დოზით 10 მგ/კგ სხეულის წონაზე დღე-ღამეში 2 მიღებად 7-10 დღის განმავლობაში.
ტოქსოკაროზის მკურნალობა: ჰელმადოლი ინიშნება დოზით 10 მგ/კგ სხეულის წონაზე დღე-ღამეში 2 მიღებად ჭამის შემდეგ 10 დღის განმავლობაში. საჭიროა
მკურნალობის კურსის განმეორება 2 კვირიანი ან 1 თვიანი ინტერვალებით.
ჰიდატიდოზური ექინოკოკოზის მკურნალობა: მკურნალობა ტარდება ნორმალური ლაბორატორიული მაჩვენებლების არსებობისას. ჰელმადოლი ინიშნება დოზით 10 მგ/კგ სხეულის წონაზე 2-3 მიღებად. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა-28 დღიანი 3 ციკლი 14 დღიანი შესვენებებით ციკლებს შორის.
ცისტიცერკოზის დროს ჰელმადოლი ინიშნება დოზით 15 მგ/კგ წონაზე 3 მიღებად. კურსის ხანგრძლივობა 28-30 დღე.
ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: აღინიშნება გვერდითი ეფექტების გაძლიერება. მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის მიღება, საჭიროების შემთხვევაში, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: დექსამეტაზონი და ციმეტიდინი ზრდიან სისხლში ალბენდაზოლის სულფოქსიდის კონცენტრაციას.
განსაკუთრებული მითითებები: პრეპარატი ჰელმადოლი სიფრთხილით გამოიყენება ღვიძლის დაავადებების დროს. რეპროდუქციული ასაკის ქალებს
მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა ჩაუტარდეთ ტესტი ორსულობაზე.
ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვაზე: პრეპარატი არ იწვევს პაციენტის ფსიქოფიზიკური მდგომარეობის ცვლილებებს, არ იწვევს ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარის დაქვეითებას.
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი: პრეპარატი ჰელმადოლის გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
გამოშვების ფორმა: ჰელმადოლი 200 მგ #2. შემოგარსული ტაბლეტები 200 მგ.
2 ტაბლეტი კონტურულ დანაყოფებიან პოლივინილქლორიდისა და ალუმინის ფოლგიან შეფუთვაში. 1 კონტურული დანაყოფებიანი შეფუთვა ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
ჰელმადოლი 400 მგ/20მლ. ჰომოგენური სიროფისმაგვარი სუსპენზია თეთრი ფერის მოყავისფრო შეფერილობით ბანანის სუნითა და გემოთი. 20 მლ (400 მგ ალბენდაზოლი) მუქი ფერის შუშის ფლაკონში. 1 ფლაკონი ფურცელ-ჩანართთან და დოზირებიან თავსახურთან ერთად მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები: ინახება არაუმეტეს 15-25ºC-ზე ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი წარმოების თარიღიდან. პრეპარატი არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ექიმის რეცეპტით.
მწარმოებელი:
“ ე.ი.პ.ი.კო”
ეგვიპტე, თენს ოვ რამადან სითი, პირველი საწარმოო ზონა B1, აბონენტის # 149 თენსი.
წარმოებულია: „უორლდ მედიცინ“-ისთვის, ინგლისი, 48 Queen Anne Street, London W1G9JJ, England, E-mail: [email protected], Web-Site: www.wmcorp.us):”