გლუკომეტრი Accuchec act.ჩხ/გარ

გლუკომეტრი Accuchec act.ჩხ/გარ

75.00 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: დიაბეტური მიმართულება
ქვეყანა:
მწარმოებელი: როშე დიაბეტს
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 21973
გააზიარე:

გლუკომეტრი / სისხლში შაქრის განმსაზღვრელი აპარატი

Glucometer Accu-Chek Active

1. Display/ ეკრანი

2. M ღილაკი (Memory- მეხსიერება)

S ღილაკი (Set- რეგულირება)

3. გამზომი განყოფილების თავსახური

4. გამზომი ფანჯარა

5. საანალიზო ჩხირის მოსათავსებელი

6. ელემენტის ბუდის თავსახური

7. USB შესაერთებელი

8. ელემენტის მოსათავსებელი ბუდე

9. აპარატის მახასიათებლები

  • · გლუკომეტრის ჩართვა : M ღილაკზე დაჭერა

ავტომატურად : საანალიზო ჩხირის ჩადებისას

  • · გლუკომეტრის გამორთვა : M და S ღილაკებზე ერთდროულად დაჭერა

ავტომატურად : საანალიზო ჩხირის გამოღების შემდეგ

  • · მეხსიერებაში/ Memory შესვლა : M ღილაკზე დაჭერა
  • · დარეგულირება/ Set-up : S დაჭერა

დროისა და თარიღის დაყენება

Set-up date/ time

  • · გამორთულ აპარატზე S ღილაკზე დაჭერით შედიხართ Set-Up პროგრამაში.
  • · ჩანს დროის ფორმატი ( 24 სთ/ 12 სთ). შეცვლა M ღილაკზე დაჭერით.

S ღილაკზე დაჭერით გადადის დროის პარამეტრებზე და ციმციმებს საათის მაჩვენებელი. M ღილაკზე დაჭერით დააყენეთ საჭირო რიცხვი.

S ღილაკზე დაჭერით დაფიქსირდება საათი და აციმციმდება წუთების მაჩვენებელი.

  • · ანალოგიურად დააფიქსირეთ წუთები, წელი, თვე და დღე.
  • · S ღილაკზე რამდენჯერმე დაჭერით ეკრანზე მენიუს სხვა პარამეტრებიც გამოჩნდება.
  • · ბოლოს, M და S ღილაკებზე ერთდროულად დაჭერით შეინახება დაყენებული მაჩვენებლები და აპარატი გამოირთვება.

სისხლში გლუკოზის განსაზღვრა

Blood glucose measurement

  • · მოამზადეთ საჩხვლეტი ( იხ. Accu-Chek Softclix-ლანცეტის ინსტრუცია/ილუსტრაცია).
  • · დაიბანეთ და გაიმშრალეთ ხელები. სატესტო ჩხირების კონტეინერიდან ამოიღეთ ჩხირი და კონტეინერს მჭიდროდ დაახურეთ თავი.
  • · საანალიზო ჩხირზე გამოსახული ისრების მიმართულებით ჩადეთ ჩხირი აპარატში ( ისრებით ზემოთ).
  • · გლუკომეტრი ავტომატურად ჩაირთვება და შეასრულებს დისპლეის სტანდარტულ შემოწმებას ( ყველა სიმბოლო სრულად უნდა ჩანდეს).
  • · თვითკონტროლის შემდეგ ეკრანზე გამოსახული ჩხირის სიმბოლოსთან სისხლის წვეთის სიმბოლოს აციმციმება მიანიშნებს გლუკომეტრის მზადყოფნას ტესტის ჩასატარებლად. 90 წამი გაქვთ სისხლის დასატანად.
  • · იჩხვლიტეთ თითზე. სისხლის წვეთი გამოიდინეთ ზედმეტი ძალდატანების გარეშე და შეახეთ საანალიზო ჩხირის მწვანე კვადრატს.
  • · 5 წამში ეკრანზე ანალიზის შედეგი გამოჩნდება.
  • · ტესტ-ჩხირის გამოღებამდე ანალიზის პასუხი შეგიძლიათ მონიშნოთ 5 სხვადასხვა სიმბოლოთი M ან S ღილაკზე გამეორებით დაჭერით:

P.S. For more information and to have your glucometer checked, please contact a service center: Tbilisi, ‘’mirco’’, pekini st. 15 ‘’Microlife House’’

საგარანტიო ვადა- მუდმივი

Warranty period- permanent

შეცდომები/ Error Messages

შეცდომა Error

გამომწვევი მიზეზი

გამოსწორება

E - 1

სატესტო ჩხირი არასწორად ან არასრულად არის აპარატში მოთავსებული, უკვე გამოყენებული ტესტ-ჩხირია მოთავსებული ან გამზომი ფანჯარა ჭუჭყიანია

თავიდან ჩადეთ ჩხირი ან გამოცვალეთ, გაასუფთავეთ გამზომი ფანჯარა

E - 2

  • · თუ შედეგს თან ახლავს ეს სიმბოლო, შედეგი არასანდოა
  • · თქვენ გამოიღეთ ტესტ-ჩხირი აპარატიდან სისხლის დასაწვეთებლად და არ ჩადეთ უკან 20 წამის განმავლობაში.
  • · ტესტირებისას ტესტ-ჩხირი გაიღუნა ან გაინძრა
  • · ძალიან ცოტა საანალიზო მასალა (სისხლი ან საკონტროლო ხსნარი) დააწვეთეთ ტესტ-ჩხირზე.
  • · ძალიან დიდხანს დაიცადეთ საანალიზო მასალის მეორე წვეთის დაწვეთებამდე.

გაიმეორეთ სისხლში გლუკოზის ტესტირება ან საკონტროლო ტესტი ახალი ტესტ-ჩხირით

E - 4

ტესტირების პროცესში აპარატი მიუერთეთ ჩართულ კომპიუტერს

გამოაერთეთ USB კაბელი და გაიმეორეთ სისხლში გლუკოზის ტესტირება ან საკონტროლო ტესტი ახალი ტესტ-ჩხირით

E - 5

აპარატი მოხვდა ძლიერი ელექტრომაგნიტური ველის ზემოქმედების ქვეშ

შეიცვალეთ ადგილმდებარეობა ან გამორთეთ ელექტრომაგნიტური გამოსხივების წყარო

E – 5*

აპარატზე ძალიან ბევრი შუქი ხვდება

გადადით ჩრდილში ან მოუჩრდილეთ აპარატს, მაგ. თქვენი სხეულით.

თუ აპარატზე ზედმეტი შუქი ხვდება, იგი არ მოგცემთ ტესტირების ჩატარების საშუალებას. ნუ ჩაატარებთ ტესტს, როდესაც აპარატი და ტესტ-ჩხირები მზის პირდაპირი სხივების ქვეშ იმყოფება

ttt

გარემოს ან აპარატის ტემპერატურა ძალიან დაბალია ან ძალიან მაღალი ტესტირების ჩასატარებლად

ტესტირება ვერ ჩატარდება +5 °C-ზე დაბალ და +45 °C-ზე მაღალ ტემპერატურაზე, რადგან ეს არის დასაშვები დიაპაზონი. დარწმუნდით, რომ გარემოს ტემპერატურა არის +8 °C-დან +42 °C-მდე და დაიცადეთ, სანამ აპარატი ამ ტემპერატურას მოერგება

EEE

დაფიქსირდა აპარატის გაუმართაობა

გაიმეორეთ სისხლში გლუკოზის ტესტირება ან საკონტროლო ტესტი ახალი ტესტ-ჩხირებით. თუ შეტყობინება კვლავ გამოჩნდება, აპარატი დაზიანებულია. დაუკავშირდით Accu-Chek-ის მომხმარებელთა მხარდაჭერის ცენტრს