კო-დიოვანი 80/12.5მგ #14ტ
გააზიარე:
გამოყენებისინსტრუქცია
კო-დიოვანი®
(CO-DIOVAN®)
შემადგენლობა:
აქტიურინივთიერებები: 1 ტაბლეტი შეიცავს 80 მგ ვალსარტანს და 12,5 მგ ჰიდროქლორთიაზიდს ან 160 მგ ვალსარტანს და 12,5 მგ ჰიდროქლორთიაზიდს ან 160 მგ ვალსარტანს და 25 მგ ჰიდროქლორთიაზიდს;
დამხმარენივთიერებები:
კო-დიოვანი® 80/12,5 მგ: ტაბლეტის შიგთავსი: სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი უწყლო, კროსპოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი, მიკროკრისტალური ცელულოზა;
გარსი: პოლიეთილენგლიკოლი 8000, ტალკი, ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი (E171), რკინის ოქსიდი წითელი (E172), რკინის ოქსიდი ყვითელი (E172);
კო-დიოვანი® 160/12,5 მგ: ტაბლეტის შიგთავსი: სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი უწყლო, კროსპოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი, მიკროკრისტალური ცელულოზა;
გარსი: პოლიეთილენგლიკოლი 8000, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი (E171), ჰიპრომელოზა, რკინის ოქსიდი წითელი (E172);
კო-დიოვანი® 160/25 მგ: ტაბლეტის შიგთავსი: სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი უწყლო, კროსპოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი, მიკროკრისტალური ცელულოზა;
გარსი: პოლიეთილენგლიკოლი 4000, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი (E171), ჰიპრომელოზა, რკინის ოქსიდი წითელი (E172), რკინის ოქსიდი ყვითელი (E172); რკინის ოქსიდი შავი (E172);
წამლისფორმა: აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.
ფარმაკოთერაპიულიჯგუფი: პრეპარატები, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ რენინ-ანგიოტენზის სისტემაზე. ანგიოტენზინ II-ის ანტაგონისტები დიურეტიკებთან კომბინაციაში. ვალსარტანი დიურეტიკებთან კომბინაციაში.
ათქ კოდი: C09DA03
გამოყენების ჩვენებები:
- არტერიული ჰიპერტენზია
- არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტების მკურნალობა, როდესაც ვერ ხერხდება არტერიული წნევის სათანადოდ გაკონტროლება ვალსარტანის ან ჰიდროქლორთიაზიდის მონოთერაპიით.
უკუჩვენებები:
- მომატებული მგრძნობელობა ვალსარტანის, ჰიდროქლორთიაზიდის, სხვა სულფონამიდების ან პრეპარატ კო-დიოვანის® დამხმარე ნივთიერებების მიმართ.
- ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრი.
- ღვიძლის ფუნქციის მწვავე დარღვევები, ბილიარული ციროზი და ქოლესტაზი.
- თირკმლის ფუნქციის მწვავე დარღვევები (გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე <30 მლ/წთ), ანურია.
- რეფრაქტორული ჰიპოკალიემია, ჰიპონატრიემია, ჰიპერკალციემია და სიმპტომური ჰიპერურიკემია.
- ანგიოტენზინის რეცეპტორების ანტაგონისტების, მათ შორის ვალსარტანის ან ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორების კომბინაცია ალისკირენთან ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ და თირკმლის ფუნქციის დარღვევების (კრეტინინის კლირენსი <60 მლ/წთ/1,73 მ2) მქონე პაციენტებში.
მიღებისწესიდადოზები:
დოზირება
პრეპარატ კო-დიოვანის® 80/12,5 მგ, 160/12,5 მგ ან 160/25 მგ რეკომენდებული დოზა არის დღეში ერთი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი. რეკომენდებულია ცალკეული კომპონენტის დოზის ტიტრაცია. ჰიპოტენზიის და სხვა გვერდითი მოვლენების განვითარების რისკის შემცირების მიზნით თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში ცალკეული კომპონენტების დოზა უნდა გაიზარდოს თანმიმდევრულად.
თუ არსებობს კლინიკური საფუძველი შეიძლება განიხილოს მონოთერაპიიდან პირდაპირ ფიქსირებულ კომბინაციაზე გადასვლა პაციენტებში, რომელთა შემთხვევაში ვალსარტანის ან ჰიდროქლორთიაზიდის მონოთერაპია ვერ უზრუნველყოფს არტერიული წნევის სათანადოდ გაკონტროლებას ცალკეული კომპონენტების დოზების თანმიმდევრული ტიტრაციით.
მკურნალობის დაწყების შემდეგ უნდა შეფასდეს კლინიკური პასუხი პრეპარატ კო-დიოვანის® მიღებაზე და თუ არტერიული წნევა კვლავ უკონტროლოა, შეიძლება გაიზარდოს დოზა ერთ-ერთი კომპონენტის დოზის მაქსიმუმამდე (კო-დიოვანი® 320 მგ/25 მგ) გაზრდით.
მნიშვნელოვანი ანტიჰიპერტენიული ეფექტი ვლინდება 2 კვირის განმავლობაში.
პაციენტების უმეტესობის შემთხვევაში მაქსიმალური ეფექტი აღინიშნება 4 კვირის განმავლობაში. თუმცა, ზოგიერთ პაციენტს შეიძლება დასჭირდეს 4-8 კვირიანი მკურნალობა, რაც გასათვალისწინებელია დოზის ტიტრაციის დროს.
პრეპარატი კო-დიოვანი® მიიღება კვებისგან დამოუკიდებლად. ტაბლეტს უნდა მიაყოლოთ მცირე რაოდენობის წყალი.
პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები
თირკმლისფუნქციისდარღვევები
თირკმლის ფუნქციის მსუბუქი და ზომიერი დარღვევების (გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე ≥ 30 მლ/წთ) მქონე პაციენტებში დოზის კორექცია არ არის საჭირო.
ჰიდროქლორთიაზიდის შემცველობის გამო პრეპარატ კო-დიოვანის® გამოყენება უკუნაჩვენებია ანურიით დაავადებულ და თირკმლის მწვავე უკმარისობის (გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე <30 მლ/წთ) და ანურიის მქონე პაციენტებში.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევები
ქოლესტაზის გარეშე მიმდინარე ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი ან ზომიერი დარღვევების მქონე პაციენტებში ვალსარტანის დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 80 მგ-ს. ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი ან ზომიერი დარღვევების მქონე პაციენტებში არ არის საჭირო ჰიდროქლორთიაზიდის დოზების კორექცია. ვალსარტანის შემცველობის გამო პრეპარატი კო-დიოვანი® უკუნაჩვენებია ბილიარული ციროზის ან ქოლესტაზის მქონე პაციენტებში.
პრეპარატის გამოყენება ბავშვებში
ეფექტურობის და უსაფრთხოების შესახებ მონაცემები შეზღუდულია, შესაბამისად პრეპარატ კო-დიოვანის® გამოყენება 18 წლამდე ბავშვებში არ არის რეკომენდებული.
ხანდაზმული პაციენტები
ხანდაზმულ პაციენტებში დოზების კორექცია არ არის საჭირო.
გვერდითირეაქციები
კლინიკური კვლევებიდან და ლაბორატორიული მონაცემებით მიღებული გვერდითი რეაქციები უფრო ხშირი იყო ვალსარტანის და ჰიდროქლორთიაზიდის ერთობლივად მიღებისას ვიდრე პლაცებოს შემთხვევაში. ასევე, არსებობს შეტყობინებები პოსტმარკეტინგული კვლევებიდან, რომლებიც დაჯგუფებულია ორგანოთა სისტემების მიხედვით. გვერდითი რეაქციები, რომლებიც ცნობილი იყო ცალკეული კომპონენტების მიღებისას, მაგრამ არ დაფიქსირებულა კლინიკურ კვლევებში, შეიძლება აღინიშნოს ვალსარტანის და ჰიდროქლორთიაზიდის ერთობლივად მიღებისას.
ქვემოთ მოცემული გვერდითი რეაქციები კლასიფიცირებულია წარმოქმნის სიხშირის მიხედვით. გვერდითი რეაქციების წარმოქმნის სიხშირის კლასიფიკაცია: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100 - <1/10), ნაკლებად ხშირი (≥1/1000 - <1/100), იშვიათი (≥1/10000 - <1/1000), ძალიან იშვიათი (<1/10000), მათ შორის ცალკეული შეტყობინებები, უცნობი სიხშირის შეტყობინებები (სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით). სიხშირის თითოეულ ჯგუფში გვერდითი რეაქციები მოცემულია სიმწვავის კლებადობის მიხედვით.
ცხრილი 1. ვალსარტანის და ჰიდროქლორთიაზიდის მიღებისას გამოვლენილი
გვერდითი რეაქციების სიხშირე
|
დარღვევები ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ ნაკლებად ხშირი |
დეჰიდრატაცია |
|
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ ძალიან იშვიათი ნაკლებად ხშირი სიხშირე უცნობია |
თავბრუსხვევა პარესთეზია გულის წასვლა |
|
დარღვევები მხედველობის ორგანოების მხრივ ნაკლებად ხშირი |
მხედველობის დაბინდვა |
|
დარღვევები სმენის ორგანოების მხრივ ნაკლებად ხშირი |
შუილი ყურებში |
|
დარღვევები სისხლძარღვთა სისტემის მხრივ ნაკლებად ხშირი |
ჰიპოტენზია |
|
დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოების და შუასაყარის მხრივ ნაკლებად ხშირი სიხშირე უცნობია |
ხველება ფილტვების არაკარდიოგენური შეშუპება |
|
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ ძალიან იშვიათი |
დიარეა |
|
დარღვევები ძვალ-კუნთოვანი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილების მხრივ ნაკლებად ხშირი ძალიან იშვიათი |
მიალგია ართრალგია |
|
დარღვევები თირკმელების და შარდგამომყოფი სისტემის მხრივ სიხშირე უცნობია |
თირკმლის ფუნქციის დარღვევა |
|
ზოგადი დარღვევები ნაკლებად ხშირი |
დაღლილობა |
|
ზეგავლენა ლამორატორიულ მაჩვენებლებზე სიხშირე უცნობია |
სისხლში შარდმჟავას, ბილირუბინის და კრეატინინის დონის მატება, ჰიპოკალიემია, ჰიპონატრიემია, სისხლში შარდოვანას ნარჩენი აზოტის დონის მატება, ნეიტროპენია |
დამატებითი ინფორმაცია პრეპარატის ცალკეული კომპონენტების შესახებ
პრეპარატმა კო-დიოვანმა® შეიძლება გამიწვიოს ისეთი გვერდითი რეაქციები, რომლებიც მანამდე დაფიქსირდა პრეპარატის რომელიმე ინდივიდუალური კომპონენტის მიღებისას, იმ შემთხვევაშიც კი თუ ასეთი რეაქციები არ გამოვლენილა კლინიკურ კვლევებში და პოსტ-მარკეტინგულ პერიოდში.
ცხრილი 2. ვალსარტანის გვერდითი რეაქციების სიხშირე
|
დარღვევები ლიმფური სისტემის და სისხლის მხრივ |
|
|
სიხშირე უცნობია |
ჰემოგლობინის, ჰემატოკრიტის დონის შემცირება, თრომბოციტოპენია |
|
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ |
|
|
სიხშირე უცნობია |
ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები, შრატისმიერი დაავადების ჩათვლით |
|
დარღვევები ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ |
|
|
სიხშირე უცნობია |
კალიუმის დონის მომატება, ჰიპონატრიემია |
|
დარღვევები სმენის ორგანოების მხრივ |
|
|
ნაკლებად ხშირი |
ვერტიგო |
|
დარღვევები სისხლძარღვთა სისტემის მხრივ |
|
|
სიხშირე უცნობია |
ვასკულიტი |
|
დარღვევები საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ |
|
|
ნაკლებად ხშირი |
მუცლის ტკივილი |
|
დარღვევები ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ |
|
|
სიხშირე უცნობია |
ღვიძლის ფუნქციური ტესტების მაჩვენებლების დარღვევები |
|
დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ |
|
|
სიხშირე უცნობია |
ანგიონევროზული შეშუპება, ქავილი, გამონაყარი |
|
დარღვევები თირკმელების და შარდგამომყოფი სისტემის მხრივ |
|
|
სიხშირე უცნობია |
თირკმლის უკმარისობა |
ცხრილი 3. ჰიდროქლორთიაზიდის გვერდითი რეაქციების სიხშირე
ჰიდროქლორთიაზიდი ხშირად ინიშნება მრავალი წლის განმავლობაში, ხშირად უფრო მაღალი დოზებით, ვიდრე პრეპარატ კო-დიოვანის® შემადგენლობაში გამოყენებისას. პაციენტებში, რომლებიც მონოთერაპიის სახით ღებულობდნენ თიაზიდურ დიურეტიკებს, მათ შორის ჰიდროქლორთიაზიდს, რეგისტრირებულია შემდეგი გვერდითი რეაქციები.
|
კეთილთვისებიანი, ავთვისებიანი და დაუზუსტებელი ახალწარმონაქმნები |
|
|
სიხშირე უცნობია |
კანის არამელანომური კიბო (ბაზალური უჯრედების კარცინომა და ბრტყელუჯრედოვანი კიბო) |
|
დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ |
|
|
იშვიათი ძალიან იშვიათი
სიხშირე უნობია |
თრომბოციტოპენია,ზოგჯერ პურპურით. აგრანულოციტოზი, ლეიკოპენია, ჰემოლიზური ანემია, ძვლის ტვინის უკმარისობა აპლასტიური ანემია |
|
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ |
|
|
ძალიან იშვიათი |
ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები |
|
დარღვევები ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ |
|
|
ძალიან ხშირი
ხშირი
იშვიათი
ძალიან იშვიათი |
ჰიპოკალიემია, სისხლში ლიპიდების დონის ზრდა (ძირითადად მაღალი დოზების მიღებისას) ჰიპონატრიემია, ჰიპომაგნიემია, ჰიპერურიკემია ჰიპერკალციემია, ჰიპერგლიკემია, გლიკოზურია და დიაბეტის მეტაბოლური სტატუსის გაუარესება ჰიპოქლორემიული ალკალოზი |
|
დარღვევები ფსიქიკის მხრივ |
|
|
იშვიათი |
ძილის დარღვევა, დეპრესია |
|
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ |
|
|
იშვიათი
|
თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, პარესთეზია |
|
დარღვევები მხედველობის ორგანოების მხრივ |
|
|
იშვიათი სიხშირე უცნობია |
მხედველობის დარღვევა მწვავე დახურულკუთხოვანი გლაუკომა |
|
დარღვევები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ |
|
|
ხშირი იშვიათი |
ორთოსტატიკური ჰიპოტენზია არითმია |
|
დარღვევები სასუნთქი სისტემის მხრივ |
|
|
ძალიან იშვიათი |
რესპირატორული დისტრესი, პნევმონიტის და ფილტვების შეშუპების ჩათვლით |
|
დარღვევები საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ |
|
|
ხშირი
იშვიათი ძალიან იშვიათი |
მადის დაკარგვა, ზომიერი გულისრევა და ღებინება ყაბზობა, დისკომფორტი მუცლის არეში დიარეა, პანკრეატიტი |
|
დარღვევები ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ |
|
|
იშვიათი |
ღვიძლშიდა ქოლესტაზი ან სიყვითლე |
|
დარღვევები თირკმელების და შარდგამომყოფი სისტემის მხრივ |
|
|
სიხშირე უცნობია |
თირკმლის ფუნქციის დარღვევა, თირკმლის მწვავე უკმარისობა |
|
დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ |
|
|
ხშირი იშვიათი ძალიან იშვიათი
სიხშირე უცნობია |
ჭინჭრის ციება და სხვა სახის გამონაყარი ფოტომგრძნობელობითი რეაქციები ნეკროზული ვასკულიტი და ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი, სისტემური წითელი მგლურას მსგავსი კანის რეაქციები, სისტემური წითელი მგლურათი გამოწვეული კანის გართულებები, მულტიფორმული ერითემა |
|
ზოგადი დარღვევები და მდგომარეობა მიღების ადგილას |
|
|
სიხშირე უცნობია |
ჰიპერთერმია, ასთენია |
|
დარღვევები რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლების მხრივ |
|
|
ხშირი |
ერექციული დისფუნქცია |
ჭარბი დოზირება
სიმპტომები: ვალსარტანის დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს გამოხატული ჰიპოტენზია, რამაც თავის მხრივ შეიძლება განაპირობოს ცნობიერების დათრგუნვა, გულის უკმარისობის განვითარება და/ან ჰიპოვოლემიური შოკი. ჰიდროქლორთიაზიდის დოზის გადაჭარბებისას ასევე შეიძლება აღინიშნოს შემდეგი ნიშნები და სიმპტომები: გულისრევა, ძილიანობა, ჰიპოვოლემია, ელექტროლიტების ბალანსის დარღვევა და შედეგად არითმია და კუნთების სპაზმები.
მკურნალობა: თერაპიული ზომები დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენი ხნის წინ მოხდა ჭარბი დოზის მიღება, ასევე სიმპტომების ტიპზე და სიმწვავეზე, ამასთანავე ძირითად ზომას წარმოადგენს ჰემოდინამიკის ნორმალიზება.
ჰიპოტენზიის შემთხვევაში პაციენტი უნდა მოთავსდეს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში და დაუყოვნებლივ უნდა აღდგეს წყლის და მარილის ბალანსი იზოტონური ფიზიოლოგიური ხსნარის შეყვანის გზით.
ვალსარტანი ორგანიზმიდან არ გამოიდევნება ჰემოდიალიზის საშუალებით, რადგან უკავშირდება პლაზმის ცილებს, ხოლო ჰიდროქლოროთიაზიდის შემთხვევაში ჰემოდიალიზი ეფექტურია.
პრეპარატის გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში
ორსულობა
ვალსარტანი
ორსულობის პირველ ტრიმესტრში არ არის რეკომენდებული ისეთი პრეპარატების მიღება, რომლებიც პირდაპირ ზეგავლენას ახდენენ რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემაზე. ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრებში უკუნაჩვენებია პრეპარატების მიღება, რომლებიც პირდაპირ ზეგავლენას ახდენენ რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემაზე.
ორსულობის პირველ ტრიმესტრში აგფ ინჰიბიტორების მიღებისას ტერატოგენური ზეგავლენის შესახებ ეპიდემიოლოგიური მონაცემები არასრულია, ნაყოფისთვის რისკი არ არის გამორიცხული. არაკონტროლირებადი ეპიდემიოლოგიური მონაცემები აგფ ინჰიბიტორების გამოყენების რისკის შესახებ არასაკმარისია, თუმცა არსებობს რისკი მოცემული კლასის პრეპარატების მიღებისას. თუ საჭიროა რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემაზე პირდაპირი მოქმედების პრეპარატებით მკურნალობის გაგრძელება ქალები, რომლებიც გეგმავენ ორსულობას, უნდა გადავიდნენ ალტერნატულ ანტიჰიპერტენზიულ საშუალებაზე, რომელსაც გააჩნია უსაფრთხოების დადგენილი პროფილი ორსულობის პერიოდში გამოყენებისას. ორსულობის დადგომისას დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემაზე პირდაპირი მოქმედების პრეპარატების მიღება და თუ შესაძლებელია უნდა დაინიშნოს ალტერნატიული მკურნალობა.
მონაცემების მიხედვით ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრში პრეპარატების მიღებამ, რომლებიც პირდაპირ ზეგავლენას ახდენენ რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემაზე, გამოიწვია ემბრიოტოქსიურობა (თირკმლის ფუნქციის დაქვეითება, ოლიგოჰიდრამნიონი, თავის ქალის ძვლების ოსიფიკაციის დარღვევა) და ნეონატალური ტოქსიურობა (თირკმის უკმარისობა, ჰიპოტენზია, ჰიპერკალიემია).
ორსულობის მეორე ტრიმესტრში რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემაზე მოქმედი პრეპარატებით მკურნალობის დაწყებისას რეკომენდებულია თირკმლის და თავის ქალის ძვლების ულტრაბგერითი გამოკლევის ჩატარება.
ახალშობილებს, რომელთა დედები ღებულობდნენ რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემაზე მოქმედ პრეპარატებს, უნდა ჩაუტარდეთ გამოკვლევა ჰიპოტენზიის მხრივ.
ჰიდროქლორთიაზიდი
ორსულობის პერიოდში, განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში ჰიდროქლორთიაზიდის მიღების შესახებ მონაცემები შეზღუდულია. ცხოველებში ჩატარებული კვლევები არასაკმარისია. ჰიდროქლორთიაზიდი კვეთს პლაცენტას. ფარმაკოლოგიური მოქმედების მექანიზმის გათვალისწინებით ჰიდროქლორთიაზიდის მიღებამ ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრებში შეიძლება საფრთხე შეუქმნას ნაყოფის ფეტოპლაცენტურ პერფუზიას და გამოიწვიოს გვერდითი ეფექტების (სიყვითლე, ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა და თრომბოციტოპენია) განვითარება ნაყოფსა და ახალშობილებში.
ლაქტაცია
ძუძუთი კვების პერიოდში ვალსარტანის მიღების შესახებ მონაცემები არ არსებობს. უცნობია გამოიყოფა თუ არა ვასლარტანი დედის რძეში. ჰიდროქლორთიაზიდი კვეთს პლაცენტას და ხვდება დედის რძეში. ამგვარად, მეძუძური დედებისთვის არ არის რეკომენდებული პრეპარატ კო-დიოვანის® მიღება.
ძუძუთი კვების დროს სასურველია უსაფრთხოების დადგენილი პროფილის მქონე მკურნალობის ალტერნატიული მეთოდის გამოყენება, განსაკუთრებით ახალშობილების ან დღენაკლული ბავშვების შემთხვევაში.
სიფრთხილის ზომები
ელექტროლიტების ბალანსის ცვლილება
ვალსარტანი
არ არის რეკომენდებული კალიუმის დანამატებთან, კალიუმის დამზოგველ დიურეზულ საშუალებებთან, კალიუმის შემცველ მარილის შემცვლელებთან, კალიუმის მარილებთან ან სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ კალიუმის დონე (მაგ: ჰეპარინი). რეკომენდებულია სისხლის შრატში კალიუმის შემცველობის გაკონტროლება.
ჰიდროქლორთიაზიდი
თიაზიდური დიურეტიკებით, მათ შორის ჰიდროქლორთიაზიდით მკურნალობას ხშირად უკავშირდება ჰიპოკალიემიის განვითარება. რეკომენდებულია სისხლის შრატში კალიუმის რეგულარულად გაკონტროლება.
ჰიდროქლორთიაზიდით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპონატრიემია და ჰიპოქლორემიული ალკალოზი.
თიაზიდები, ჰიდროქლორთიაზიდის ჩათვლით აძლიერებენ მაგნიუმის შარდში გამოყოფას, რამაც შედეგაც შეიძლება გამოიწვიოს ჰიპომაგნიემია. ჰიდროქლორთიაზიდის მიღებისას კალციუმის გამოყოფა მცირდება, რამაც შედეგად შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერკალციემია.
პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ დიურეტიკებით, რეკომენდებულია სისხლის შრატში ელექტროლიტების დონის პერიოდულად გაკონტროლება დროის რეგულარული ინტერვალებით.
პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ ნატრიუმის და/ან უჯრედშორისი სითხის დეფიციტი
პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ დიურეტიკებით, მათ შორის ჰიდროქლორთიაზიდით, უნდა შეფასდეს ორგანიზმში წყლის და მარილის ბალანსის დარღვევის სიმპტომები.
პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ნატრიუმის და/ან უჯრედშორისი სითხის მწვავე დეფიციტი, მაგ: პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ დიურეზული საშუალებების მაღალ დოზებს, მკურნალობის დაწყების შემდეგ ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს სიმპტომური ჰიპოტენზია. შესაბამისად, კო-დიოვანით® მკურნალობის დაწყებამდე უნდა მოხდეს ორგანიზმში ნატრიუმის ან/და უჯრედშორის სითხის შემცველობის კორექცია.
გულის მწვავე ქრონიკული უკმარისობა ან სხვა ისეთი მდგომარეობები, რომლებიც ახდენენ რენინ-ანგიოტენზისსისტემის (რაას) სტიმულაციას
პაციენტებში, რომელთა შემთხვევაში თირკმლის ფუნქცია შეიძლება დამოკიდებული იყოს რაას-ის აქტივობაზე (მაგ: გულის მწვავე შეგუბებითი უკმარისობის მქონე პაციენტები), აგფ ინჰიბიტორებით და ანგიოტენზინის რეცეპტორების ანტაგონისტებით მკურნალობას უკავშირდებოდა ოლიგურიის და/ან პროგრესირებადი აზოტემიის განვითარება და იშვიათად თირკმლის მწვავე უკმარისობა და/ან გარდაცვალება. გულის უკმარისობის მქონე პაციენტების ან მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომი მდგომარეობის გამოკვლევა ყოველთვის უნდა მოიცავდეს თირკმლის ფუნქციის შეფასებას. გულის მწვავე ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში პრეპარატ კო-დიოვანის® გამოყენება არ არის დადგენილი.
შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ რაას-ის დათრგუნვის გამო პრეპარატ კო-დიოვანის® მიღებას უკავშირდებოდეს თირკმლის ფუნქციის დარღვევა. ასეთ პაციენტებში კო-დიოვანი® არ მიიღება.
თირკმლის არტერიის სტენოზი
პრეპარატი კო-დიოვანი® არ გამოიყენება არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალოდ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ თირკმლის არტერიის ცალმხრივი ან ორმხრივი სტენოზი ან ერთადერთი თირკმლის არტერიის ცალმხრივი სტენოზი, რადგან ასეთ პაციენტებში შეიძლება გაიზარდოს სისხლის შარდოვანას და შრატის კრეატინინის დონე.
პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმი
პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმის მქონე პაციენტებმა არ უნდა მიიღონ პრეპარატი კო-დიოვანი®, რადგან მათი რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემა არ არის აქტივირებული.
აორტის და მიტრალური სარქვლის სტენოზი, ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია
სხვა ვაზოდილატატორების მსგავსად განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ აორტის ან მიტრალური სტენოზი, ასევე ჰიპერტროფიული ობსტრუქციული კარდიომიოპათია.
თირკმლის ფუნქციის დარღვევა
თირკმლის მსუბუქი ან ზომიერი ხარისხის უკმარისობის (კრეატინინის კლირენსი ≥30 მლ/წთ) მქონე პაციენტებში დოზების კორექცია არ არის საჭირო.
პაციენტებში, რომლებსაც დარღვეული აქვთ თირკმლის ფუნქცია, პრეპარატ კო-დიოვანის® მიღებისას რეკომენდებულია კალიუმის, კრეატინინის და სისხლის შრატის შარდოვანას დონის პერიოდულად გაკონტროლება.
თირკმლის ტრანსპლანტაცია
თირკმლის ტრანსპლანტატის მქონე პაციენტებში პრეპარატ კო-დიოვანის® გამოყენების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
პრეპარატი კო-დიოვანი® სიფრთხილით ინიშნება ქოლესტაზის გარეშე მიმდინარე ღვიძლის მსუბუქი ან ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში. თიაზიდები სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ღვიძლის ფუნქციის დარღვევები ან ღვიძლის პროგრესირებადი დაავადებები, რადგან წყლისა და მარილის ბალანსის ნებისმიერმა დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის კომა.
ანგიონევროზული შეშუპება
არსებობს შეტყობინებები ვალსარტანის მიღებისას ანგიონევროზული შეშუპების, მათ შორის ხორხის და ხმის იოგების შეშუპების შესახებ, რაც იწვევს სასუნთქი გზების ობსტრუქციას და/ან სახის, ტუჩების, ყელის და/ან ენის შეშუპებას. ზოგიერთ ასეთ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება კვინკეს შეშუპება სხვა პრეპარატების, მათ შორის აგფ ინჰიბიტორების გამოყენებისას. პრეპარატის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს თუ პაციენტს განუვითარდა ანგიონევროზული შეშუპება, პრეპარატი აღარ ინიშნება განმეორებით.
სისტემური წითელი მგლურა
არსებობს შეტყობინებები, რომ თიაზიდური დიურეტიკები იწვევენ სისტემური წითელი მგლურას გამწვავებას ან გააქტიურებას.
სხვა მეტაბოლური დარღვევები
თიაზიდურმა დიურეტიკებმა, მათ შორის ჰიდროქლორთიაზიდმა შეიძლება გამოიწვიონ გლუკოზის მიმართ ამტანობის ცვლილება, ასევე სისხლის შრატში ქოლესტერინის, ტრიგლიცერიდების და შარდმჟავას კონცენტრაციის ზრდა. შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში შეიძლება საჭირო გახდეს ინსულინის ან პერორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატების დოზების კორექცია. თიაზიდური დიურეტიკები ამცირებენ შარდიდან კალციუმის გამოყოფას და შეიძლება გამოიწვიონ სისხლის შრატში კალციუმის დონის ცვლილება მისი მეტაბოლიზმის დარღვევის არარსებობის შემთხვევაში. გამოხატული ჰიპერკალციემია შეიძლება მიუთითებდეს ჰიპერპარათირეოზზე. თიაზიდების მიღება უნდა შეწყდეს პარათირეოიდული ჯირკვლების ფუნქციის განსაზღვრამდე.
ფოტომგრძნობელობა
თიაზიდური დიურეტიკების მიღებისას დაფიქსირდა ფოტომგრძნობელობითი რეაქციების შემთხვევები. თუ ასეთი რეაქციები ნარჩუნდება მკურნალობის პერიოდში, რეკომენდებულია მკურნალობის შეწყვეტა. დიურეტიკების განმეორებით დანიშვნის აუცილებლობის შემთხვევაში რეკომენდებულია კანის დაცვა მზისგან ან ხელოვნური ულტრა იისფერი სხივებისგან.
ზოგადი დარღვევები
პრეპარატი სიფრთხილით მიიღება პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები ანგიოტენზინის რეცეპტორების სხვა ანტაგონისტების მიმართ. ჰიპერმგრძნობელობითი რეაქცები უფრო მეტად აღინიშნება ალერგიის ან ასთმის მქონე პაციენტებში.
მწვავე დახურულკუთხოვანი გლაუკომა
ჰიდროქლოროთიაზიდმა, როგორც სულფონამიდმა შესაძლოა გამოიწვიოს იდიოსინკრაზული რეაქცია, რაც განაპირობებს მწვავე გარდამავალ მიოპათიას და მწვავე დახურულკუთხოვან გლაუკომას. სიმპტომები მოიცავს მხედველობის სიმკვეთრის დაქვეითებას ან თვალების ტკივილს და გრძელდება პრეპარატის მიღების შემდეგ რამდენიმე საათიდან კვირამდე პერიოდით. თუ არ მოხდა დახურულკუთხოვანი გლაუკომის მკურნალობა შესაძლოა აღინიშნოს მხედველობის შეუქცევადი დაკარგვა.
პირველადი მკურნალობა მოიცავს ჰიდროქლოროთიაზიდის დაუყოვნებლივ შეწყვეტას. თუ კვლავ ვერ კონტროლდება თვალშიდა წნევა უნდა გადაიხედოს სამედიცინო ან ქირურგიული მკურნალობის საკითხი. მწვავე დახურულკუთხოვანი გლაუკომის განვითარების რისკ ფაქტორი შეიძლება იყოს ანამნეზში ალერგიული რეაქცია სულფონილამიდების ან პენიცილინების მიმართ.
რენინ-ანგიოტენზინის სისტემის (რას) ორმაგი ბლოკადა
არსებობს შეტყობინებები ჰიპოტენზიის, სინკოპეს, ინსულტის, ჰიპერკალიემიის და თირკმლის ფუნქციის ცვლილების (მათ შორის თირკმლის მწვავე უკმარისობა) შემთხვევების შესახებ. ალისკირენის და აგფ ინჰიბიტორების ან ანგიოტენზინ II-ის რეცეპტორების ბლოკატორების (არბ) ერთობლივად მიღებისას არ არის რეკომენდებული რაას-ის ორმაგი ბლოკადა.
თუ აუცილებელია ორმაგი ბლოკადა, ასეთი მკურნალობა უნდა ჩატარდეს მხოლოდ სპეციალისტის მეთვალყურეობით, ასევე საჭიროა თირკმლის ფუნქციის, ელექტროლიტების და არტერიული წნევის ხშირად გაკონტროლება.
ალისკირენის და პრეპარატ კო-დიოვანის® კომბინაცია არ გამოიყენება დიაბეტური ნეფროპათიის მქონე პაციენტებში.
კანის არამელანომური კიბო
დანიის ნაციონალური კიბოს რეესტრის საფუძველზე, ორი ეპიდემიოლოგიური კვლევის დროს დაფიქსირდა ჰიდროქლოროთიაზიდის კუმულაციური დოზის ზემოქმედებით გამოწვეული არამელანომური კანის კიბოს [ბაზალურ-უჯრედული და ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა] განვითარების რისკის ზრდა. კანის არამელანომური კიბოს გამოვლენის რისკი იზრდება პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენებისას. ჰიდროქლოროთიაზიდის ფოტომასენსიბილიზირებელი მოქმედება შესაძლოა იყოს კანის არამელანომური კიბოს განვითარების მექანიზმი.
ჰიდროქლორთიაზიდის მიღებისას პაციენტებს უნდა მიეწოდოთ ინფორმაცია კანის არამელანომური კიბოს განვითარების რისკის შესახებ, რეკომენდებულია რეგულარულად შეამოწმონ კანი ახალი პათოლოგიური ცვლილებების თვალსაზრისით და დაუყოვნებლივ განაცხადონ კანის ნებისმიერი საეჭვო დაზიანების შესახებ. პაციენტები ინფორმირებული უნდა იყვნენ პროფილაქტიკური ღონისძიებების შესახებ, როგორიც არის კანზე მზის პირდაპირი ზემოქმედების შეზღუდვა და მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენება, რათა მინიმუმამდე შემცირდეს კანის კიბოს განვითარების რისკი. კანის საეჭვო პათოლოგიური ცვლილებები სწრაფად უნდა იქნას გამოკვლეული, რაც პოტენციურად მოიცავს ჰისტოლოგიურ გამოკვლევას ბიოფსიის საშუალებით. ჰიდროქლოროთიაზიდის მიღების საკითხი ასევე უნდა გადაიხედოს პაციენტებში, რომლებსაც მანამდე ჰქონდათ კანის არამელანომური კიბო.
პრეპარატის ზეგავლენა ტრანსპორტის მართვის ან მექანიზმების გამოყენების უნარზე
ტრანსპორტის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე პრეპარატ კო-დიოვანის® ზეგავლენის კვლევა არ ჩატარებულა. ტრანსპორტის მართვის ან მექანიზმების გამოყენების დროს გასათვალისწინებელია თავბრუსხვევის ან სისუსტის განვითარების ალბათობა.
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება
ვალსარტანთან და ჰიდროქლორთიაზიდთან დაკავშირებული ურთიერთქმედებები
თანმხლები მიღება არ არის რეკომენდებული
ლითიუმი. აგფ ინჰიბიტორების და თიაზიდების, მათ შორის ჰიდროქლორთიაზიდის ერთობლივად მიღებისას აღინიშნა შრატში ლითიუმის კონცენტრაციის შექცევადი ზრდა და ტოქსიურობის გამოვლინება. ვინაიდან არ არსებობს ვალსარტანის და ლითიუმის ერთობლივად გამოყენების გამოცდილება, შესაბამისად არ არის რეკომენდებული აღნიშნული კომბინაცია. მოცემული პრეპარატების ერთობლივად მიღების აუცილებლობის შემთხვევაში რეკომენდებულია სისხლის შრატში ლითიუმის დონის საგულდაგულო მონიტორინგი.
კომბინაცია, რომელიც საჭიროებს სიფრთხილეს
სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალებები
პრეპარატის ანტიჰიპერტენზიული ეფექტი შეიძლება გაძლიერდეს სხვა ანტიჰიპერტენზიულ პრეპარატებთან (მაგ.: გუანიტიდინი, მეთილდოპა, ვაზოდილატატორები, აგფ ინჰიბიტორები, ანგიოტენზინის რეცეპტორების ბლოკატორები, ბეტა-ბლოკატორები, კალციუმის არხების ბლოკატორები) ერთად მიღებისას.
პრესორული ამინები (მაგ.: ნორადრენალინი, ადრენალინი)
პრესორულ ამინებთან ერთად მიღებისას შეიძლება აღინიშნოს რეაქციის შემცირება. მოცემული ეფექტის კლინიკური მნიშვნელობა არ არის განსაზღვრული და არ წარმოადგენს არასაკმარის ინფორმაციას მათი შეწყვეტისთვის.
ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები (ასაპ), მათ შორის ციკლოოქსიგენაზა-2-ის (ცოგ-2) სელექციური ინჰიბიტორები, აცეტილსალიცილის მჟავა (>3გ/დღეში) და არასელექციური ასაპ
ასაპ-მა შეიძლება შეამციროს ანგიოტენზინ II-ის ინჰიბიტორების და ჰიდროქლორთიაზიდის ანტიჰიპერტენზიული ეფექტი ერთობლივად მიღებისას. ამასთანავე, პრეპარატ კო-დიოვანის® და ასაპ-ის ერთობლივად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის ფუნქციის გაუარესება და სისხლის შრატში კალიუმის დონის მატება. ამგვარად, მკურნალობის დაწყებისას რეკომენდებულია თირკმლის ფუნქციის სრულყოფილად გაკონტროლება, ასევე საკმარისი რაოდენობის სითხის მიღება.
ვალსარტანთან დაკავშირებული ურთიერთქმედებები
რას-ის ორმაგი ბლოკადა ანგიოტენზინის რეცეპტორების ანტაგონისტებით, აგფ ინჰიბიტორებით ან ალისკირენით
სიფრთხილეა საჭირო ანგიოტენზინის რეცეპტორების ანტაგონისტების, მათ შორის ვალსარტანის და ისეთი სამკურნალო საშუალებების ერთობლივად მიღებისას, რომლებიც ახდენენ რას-ის ბლოკირებას, მაგ.: აგფ ინჰიბიტორები ან ალისკირენი. ანგიოტენზინ II-ის რეცეპტორების ბლოკატორების, მათ შორის ვალსარტანის ან აგფ ინჰიბიტორების მიღება ალისკირენთან თავიდან უნდა იქნას არიდებული თირკმლის მწვავე უკმარისობის (კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ) მქონე პაციენტებში.
ერთობლივად მიღება არ არის რეკომენდებული
კალიუმის დანამატები, კალიუმის შემნახველი დიურეტიკები, კალიუმის შემცველი მარილის შემცვლელები, კალიუმის მარილი ან სხვა სამკურნალო საშუალებები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ კალიუმის დონის ზრდა
თუ აუცილებელია ვალსარტანთან კომბინაციაში ისეთი სამკურნალო საშუალებების მიღება, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ კალიუმის დონეზე, რეკომენდებულია კალიუმის დონის გაკონტროლება სისხლის შრატში.
ტრანსპორტერები
in vitro კვლევების მიხედვით ვალსარტანი წარმოადგენს ღვიძლის ტრანსპორტერების OATP1B1/OATP1B3 და ღვიძლის უკუდინების ტრანსპორტერის MRP2 სუბსტრატს. მოცემული შედეგების კლინიკური მნიშვნელობა უცნობია. გადამტანის ინჰიბიტორების (რიფამპინი, ციკლოსპორინი) ან უკუდინების ტრანსპორტერების (რიტონავირი) ერთობლივად მიღებისას შესაძლოა გაიზარდოს ვალსარტანის მოქმედება. საჭიროა სათანადო სიფრთხილე მოცემული პრეპარატების კომბინაციის დანიშვნისას ან შეწყვეტისას.
ურთიერთქმედების არარსებობა
არ დაფიქსირებულა კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება ვალსარტანთან მონოთერაპიის დროს შემდეგი პრეპარატების მიღებისას: ციმეტიდინი, ვარფარინი, ფუროსემიდი, დიგოქსინი, ატენოლოლი, ინდომეტაცინი, ჰიდროქლორთიაზიდი, ამლოდიპინი, გლიბენკლამიდი. შესაძლებელია დიგოქსინის და ინდომეტაცინის ურთიერთქმედება კო-დიოვანი® ჰიდროლქოთიაზურ კომპონენტთან. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებამ (მაგალითად, სალიცილის მჟავას წარმოებულები, ინდომეტაცინი) შეიძლება შეასუსტოს პრეპარატში შემავალი თიაზიდური დიურეზული საშუალების შარდმდენი და ანტიჰიპერტენზიული აქტივობა.
ჰიდროქლორთიაზიდთან დაკავშირებული ურთიერთქმედება
ერთდროული გამოყენება, რომელიც მოითხოვს უსაფრთხოების დაცვას
მედიკამენტები, რომლებიც გავლენას ახდენენ შრატში კალიუმის დონეზე.
ჰიდროქლორთიაზიდის ჰიპოკალემიური ეფექტი შეიძლება გამოწვეული იყოს კალიუმის დიურეზული საშუალებების, კორტიკოსტეროიდების, საფაღარათო საშუალებების, ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის (ACTH), კარბენოქსოლონის, პენიცილინის G, სალიცილის მჟავას და წარმოებულების ერთდროული გამოყენებით. თუ ეს პრეპარატები ინიშნება ჰიდროქლორთიაზიდის/ვალსარტანის კომბინაციასთან ერთად, რეკომენდებულია შრატში კალიუმის დონის მონიტორინგი.
მედიკამენტები, რომლებსაც შეუძლიათ გამოიწვიონ არითმიები, როგორიცაა ”ტორსადე დე პოინტეს''
ჰიპოკალიემიის რისკის გამო, ჰიდროქლორთიაზიდი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული მედიკამენტებთან, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ ”ტორსადე დე პოინტეს'' ტიპის არითმიები, განსაკუთრებით Ia კლასის ანტიარითმული საშუალებები, III კლასის ანტიარითმული საშუალებები და ზოგიერთი ანტიფსიქოზური პრეპარატი.
მედიკამენტები, რომლებიც გავლენას ახდენენ შრატში ნატრიუმის დონეზე.
დიურეზული საშუალებების ჰიპონატრემიული ეფექტი შეიძლება გაძლიერდეს ისეთი პრეპარატების ერთდროული გამოყენებით, როგორიცაა ანტიდეპრესანტები, ანტიფსიქოზური საშუალებები, ანტიეპილეფსიური საშუალებები. მოცემული პრეპარატების გამოყენება მოითხოვს სიფრთხილეს .
სათითურას გლიკოზიდები
თიაზიდ ინდუცირებული ჰიპოკალიემია ან ჰიპომაგნიემია შეიძლება განვითარდეს, როგორც არასასურველი ეფექტი, რომელიც გავლენას ახდენს არითმიების განვითარებაზე, რომელიც პროვოცირებულია სათითურას გლიკოზიდებით.
კალციუმის მარილები და ვიტამინი D.
თიაზიდური დიურეზული საშუალებები, მათ შორის ჰიდროქლორთიაზიდის, D ვიტამინის ან კალციუმის მარილებთან ერთდროული გამოყენების შედეგად, შესაძლებელია სისხლის შრატში კალციუმის კონცენტრაციის გაზრდა ჰიპერკალციემიის განვითარებით, მიდრეკილების მქონე პაციენტებში (მაგალითად, ჰიპერპარათირეოზი ავთვისებიანი ნეოპლაზმები ან D ვიტამინზე დამოკიდებული მდგომარეობა) კალციუმის მილაკოვანი რეაბსორბციის გაზრდით.
ანტიდიაბეტური მედიკამენტები (პერორალური მედიკამენტები ან ინსულინი).
თიაზიდებს შეუძლიათ გლუკოზის ტოლერანტობის დარღვევა. შესაძლოა საჭირო გახდეს ანტიდიაბეტური პრეპარატების დოზის კორექცია. საჭიროა მეტფორმინის სიფრთხილით გამოყენება, რათა თავიდან იქნას აცილებული ლაქტაციდოზის რისკი, გამოწვეული თირკმლის შესაძლო ფუნქციური უკმარისობით, რომელიც დაკავშირებულია ჰიდროქლორთიაზიდთან.
ბეტა ბლოკატორები და დიაზოქსიდი.
თიაზიდური დიურეზული საშუალებების, მათ შორის ჰიდროქლორთიაზიდის, ბეტა-ბლოკატორებთან ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს ჰიპერგლიკემიის განვითარების რისკი. თიაზიდური დიურეზულ საშუალებებს, ჰიდროქლორთიაზიდის ჩათვლით, შეუძლიათ გააძლიერონ დიაზოქსიდის ჰიპოგლიკემიური ეფექტი.
პოდაგრის სამკურნალოდ გამოყენებული მედიკამენტები (პრობენეციდი, სულფინპირაზონი და ალოპურინოლი).
შესაძლოა საჭირო გახდეს მედიკამენტების დოზის კორექტირება, რომლებიც ხელს უწყობენ შარდმჟავას გამოყოფას, ვინაიდან ჰიდროქლორთიაზიდს შეუძლია გაზარდოს შარდმჟავას დონე სისხლის შრატში. აუცილებელია პრობენეციდის ან სულფინპირაზონის დოზის გაზრდა. თიაზიდური დიურეზული საშუალებების, ჰიდროქლორთიაზიდის ჩათვლით, ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს ალოპურინოლის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების რისკი.
ანტიქოლინერგული საშუალებები და სხვა პრეპარატები, რომლებიც გავლენას ახდენენ კუჭის პერისტალტიკაზე. თიაზიდური დიურეზული საშუალებების ბიოშეღწევადობა შეიძლება გაიზარდოს ანტიქოლინერგული პრეპარატებით (მაგალითად, ატროპინი, ბიპერიდენი), ნათელია, რომ, კუჭისა და ნაწლავების პერისტალტიკის და კუჭის დაცლის სიჩქარის შემცირების გამო. პირიქით, პროკინეტიკური პრეპარატები, როგორიცაა ციზაპრიდი, შეიძლება შეამცირონ თიაზიდური ტიპის დიურეზული საშუალებების ბიოშეღწევადობა.
ამანტანდინი.
თიაზიდური დიურეზული საშუალებები, მათ შორის ჰიდროქლორთიაზიდიმა, შეიძლება გაზარდონ ამანტდინით გამოწვეული გვერდითი ეფექტების რისკი.
იონმიმომცვლელი ფისები. ქოლესტირამინთან ან კოლესტიპოლთან ერთად გამოყენებისას თიაზიდური დიურეზული საშუალებების, ჰიდროქლორთიაზიდის ჩათვლით, შეწოვა მცირდება. ამან შეიძლება გამოიწვიოს თიაზიდური დიურეზული საშუალებების თერაპიული ეფექტის დაქვეითება. თუმცა, ჰიდროქლორთიაზიდის განცალკევებით მიღებამ ისე, რომ ჰიდროქლორთიაზიდი მიიღება მოხდეს ფისის მიღებამდე მინიმუმ 4 საათით ადრე ან 4-6 საათის შემდეგ, შეიძლება მინიმუმამდე დაიყვანოს ურთიერთქმედება.
ციტოტოქსიური პრეპარატები.
თიაზიდური დიურეზული საშუალებეს, მათ შორის ჰიდროქლორთიაზიდს, შეუძლია შეამციროს ციტოტოქსიური პრეპარატების თირკმელისმიერი ექსკრეცია (მაგ., ციკლოფოსფამიდი, მეთოტრექსატი) და გააძლიერონ მათი მიელოსუპრესიული ეფექტი.
ჩონჩხის კუნთების არადეპოლარიზებული რელაქსანტები (მაგ. ტუბოკურარინი).
თიაზიდური დიურეზული საშუალებები, მათ შორის ჰიდროქლორთიაზიდი, ზრდის ჩონჩხის კუნთების რელაქსანტების აქტივობას, როგორიცაა კურარეს წარმოებულები.
ციკლოსპორინი.
ციკლოსპორინებთან ერთდროული გამოყენებისას იზრდება ჰიპერურიკემიის რისკი და პოდაგრის გამწვავების მსგავსი სიმპტომების გაჩენა.
ალკოჰოლი, ბარბიტურატები ან ნარკოტიკული საშუალებები.
თიაზიდური დიურეზული საშუალებების ალკოჰოლთან, ბარბიტურატებთან ან ნარკოტიკებთან ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ორთოსტატული ჰიპოტენზიის განვითარება (მაგალითად, სიმპათიკური ნერვული სისტემის აქტივობის დაქვეითებით ან პირდაპირი ვაზოდილატაციური აქტივობით).
მეთილდოპა. არსებობს შეტყობინებები ჰემოლიზური ანემიის შემთხვევების შესახებ, რომლებიც განვითარდა ჰიდროქლორთიაზიდის და მეთილდოპას ერთდროული გამოყენებისას.
იოდისშემცველი საშუალებები კონტრასტისათვის. თიაზიდით გამოწვეული დეჰიდრატაციის შემთხვევაში, არსებობს თირკმლის მწვავე უკმარისობის განვითარების მაღალი რისკი, განსაკუთრებით იოდის შემცველი პროდუქტების მაღალი კონცენტრაციის გამოყენებისას. გამოყენებამდე პაციენტებმა უნდა მიიღონ საკმარისი რაოდენობის სითხე.
ფარმაკოლოგიური თვისებები.
ფარმაკოდინამიკა.
ვალსარტანი / ჰიდროქლორთიაზიდი
რანდომიზებულ, ორმაგად ბრმა, აქტიურად კონტროლირებადი კვლევაის მიხედვით, პაციენტებში, რომლებიც იყენებდნენ მხოლოდ ჰიდროქლორთიაზიდს დოზით 12,5 მგ და არტერიული წნევა ცუდად კონტროლდებოდა, აღინიშნა სისტოლური/დიასტოლური წნევის მნიშვნელოვნად დიდი დაქვეითება ვალსარტანის/ჰიდროქლორთიაზიდის კომბინაციის გამოყენებისას 160 / 12,5 მგ (12, 4 / 7,5 მმ ვერცხ.წყ.სვეტი), ვიდრე 25 მგ ჰიდროქლორთიაზიდის გამოყენების შემთხვევაში (5,6 / 2,1 მმ ვერცხ.წყ.სვეტი). გარდა ამისა, მნიშვნელოვნად მეტი პაციენტს აღენიშნათ მკურნალობაზე რეაგირება (აწ (BP) <140/90 მმ ვერცხ.წყ.სვეტი ან საწ (SBP)-ის დაქვეითება ≥20 მმ ვერცხ.წყ.სვეტი, ან დაწ (DBP) -ის შემცირება ≥10 მმ ვერცხ.წყ.სვეტი) ვალსარტანის / ჰიდროქლორთიაზიდის კომბინაციით 160/12, 5 მგ (50%) ვიდრე 25 მგ ჰიდროქლორთიაზიდის გამოყენებისას (25%).
ვალსარტანის + ჰიდროქლორთიაზიდის გამოყენებისას კონტროლირებადი კლინიკური კვლევების დროს დაფიქსირდა სისხლის შრატში კალიუმის დონის დოზადამოკიდებული შემცირება. შრატში კალიუმის დონის დაქვეითება უფრო ხშირი იყო პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ 25 მგ ჰიდროქლორთიაზიდს, ვიდრე მათ, ვინც იღებდა 12,5 მგ ჰიდროქლორთიაზიდს. კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში ვალსარტანის /ჰიდროქლორთიაზიდის გამოყენებისას, შრატში კალიუმის დონის დაქვეითება ჰიდროქლორთიაზიდის გავლენით ამცირებდა ვალსარტანის კალიუმის დამზოგველ ეფექტს. ვალსარტანის ჰიდროქლორთიაზიდთან ერთად გამოყენების სასარგებლო ეფექტი გულ-სისხლძარღვთა ავადობაზე და სიკვდილიანობაზე ამჟამად უცნობია.
ეპიდემიოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ჰიდროქლორთიაზიდით ხანგრძლივი მკურნალობა ამცირებს გულ-სისხლძარღვთა სიკვდილიანობისა და ავადობის რისკს.
ვალსარტანი
ვალსარტანი არის პერორალური გამოყენების ანგიოტენზინ II (AT II) რეცეპტორების აქტიური და სპეციფიკური ანტაგონისტი. ის შერჩევითად მოქმედებს AT1 ქვეტიპის რეცეპტორებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ანგიოტენზინ II-ის ცნობილ ეფექტებზე. ვალსარტანის მიერ AT1 რეცეპტორების ბლოკადის შემდეგ პლაზმაში ანგიოტენზინ II-ის გაზრდილმა დონემ შეიძლება გამოიწვიოს თავისუფალი AT2 რეცეპტორების სტიმულირება, რაც აბალანსებს AT1 რეცეპტორების ეფექტს. ვალსარტანი არ ავლენს ნაწილობრივი AT1 რეცეპტორის აგონისტურ აქტივობას და აქვს ბევრად უფრო მეტი (დაახლოებით 20000-ჯერ) აფინურობა AT1 რეცეპტორებთან, ვიდრე AT2 რეცეპტორებთან. ვალსარტანი არ აკავშირებს და არ ბლოკავს სხვა ჰორმონალურ რეცეპტორებს ან იონურ არხებს, რომლებიც მნიშვნელოვანია გულ-სისხლძარღვთა რეგულირებისთვის. ვალსარტანი არ აინჰიბირებს აგფ-ს, ასევე ცნობილია როგორც კინინაზა II, რომელიც ანგიოტენზინ I-ს გარდაქმნის ანგიოტენზინ II-ად და ანადგურებს ბრადიკინინს. ვინაიდან არ არსებობს გავლენა აგფ-ზე და ბრადიკინინის ან P სუბსტრატის პოტენცირებაზე, ანგიოტენზინ II-ის ანტაგონისტების გამოყენება არ არის დაკავშირებული ხველის დაწყებასთან. კლინიკურ კვლევებში, რომელშიც ადარებდნენ ვალსარტანს აგფ ინჰიბიტორებთან, მშრალი ხველის სიხშირე მნიშვნელოვნად (P <0.05) ნაკლები იყო პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ვალსარტანით, ვიდრე მათში, რომლებიც ღებულობდნენ აგფ ინჰიბიტორებს (2.6%, 7,9 %-სთან შედარებით). კლინიკურ კვლევაში, რომელშიც ჩართული იყო პაციენტები, რომლებსაც ანამნეზში ჰქონდათ მშრალი ხველა აგფ ინჰიბიტორით მკურნალობის დროს, ხველა დაფიქსირდა სუბიექტების 19.5%-ში, რომლებიც მკურნალობდნენ ვალსარტანით და 19.0%-ში, რომლებიც იღებდნენ თიაზიდურ დიურეზულ საშუალებებს, ხოლო მათ, ვინც მკურნალობდა აგფ ინჰიბიტორით, ეს მაჩვენებელი იყო 68.5% (P <0.05). ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში ვალსარტანის დანიშვნა ხელს უწყობს არტერიული წნევის დაწევას პულსის სიხშირეზე ზემოქმედების გარეშე. პაციენტების უმეტესობაში, ერთჯერადი პერორალური დოზის დანიშვნის შემდეგ, ანტიჰიპერტენზიული აქტივობის დაწყება აღინიშნება 2 საათში, ხოლო არტერიული წნევის მაქსიმალური დაწევა მიიღწევა 4-6 საათში. პრეპარატის ანტიჰიპერტენზიული ეფექტი ნარჩუნდება დოზის მიღებიდან 24 საათზე მეტი ხნის განმავლობაში. რეგულარული გამოყენებისას ნებისმიერი დოზით მიღებისას დაქვეითება ჩვეულებრივ მიიღწევა 2-4 კვირის განმავლობაში და რჩება მიღწეულ დონეზე ხანგრძლივი თერაპიით. ჰიდროქლორთიაზიდთან კომბინაცია უზრუნველყოფს არტერიული წნევის მეტად ეფექტურად დაწევას.
ვალსარტანის უეცარი მოხსნა არ იწვევს არტერიული წნევის მოულოდნელ მატებას ან სხვა კლინიკურ გვერდით მოვლენებს.
ნაჩვენებია, რომ პაციენტებში არტერიული ჰიპერტენზიით, შაქრიანი დიაბეტით და მიკროალბუმინურიით, ვალსარტანი ამცირებს შარდში ალბუმინის გამოყოფას. კვლევაში MARVAL (მიკრო ალბუმინურიის შემცირება ვალსარტანით), რომელშიც მონაწილეობდა ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით დაავადებული 332 პაციენტი (საშუალო ასაკი: 58 წელი; 265 ადამიანი) მიკროალბუმინურიით (ვალსარტანი: 58 მკგ/წთ; ამლოდიპინი: 55.4 მკგ/წთ), ნორმალური ან მაღალი არტერიული წნევა და თირკმელების შენარჩუნებული ფუნქცია (სისხლის კრეატინინი <120 მკმოლ/ლ), ადარებდნენ შარდში ალბუმინის ექსკრეციის (შაე) დაქვეითებას ვალსარტანის (80-160 მგ/დღეში ერთჯერ) და ამლოდიპინის (5-10 მგ/დღეში ერთჯერ) მიღებისას. 24 კვირაში, შაე შემცირდა (p <0.001) 42%-ით (- 24.2 მკგ/წთ; 95% სი = -40.4-დან -19.1-მდე) ვალსარტანით და დაახლოებით 3%-ით (-1, 7 მკგ/წთ; 95% სი. = –5.6 - 14.9) ამლოდიპინის მიღებისას, მიუხედავად ორივე ჯგუფში არტერიული წნევის დაქვეითების თითქმის ერთნაირი ხარისხისა. დიოვანის გამოყენებით პროტეინურიის შემცირების კვლევაში (DROP - Diovan Reductionof Proteinuria), რომელშიც მონაწილეობას იღებდა 391 პაციენტი ჰიპერტენზიით (აწ = 150/80 მმ ვერცხ. წყ.სვეტი), ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი, ალბუმინურია (საშუალო მნიშვნელობა = 102 მკგ/წთ; 20 - 700 მკგ/წთ) და შენარჩუნებული თირკმელების ფუნქცია (სისხლში კრეატინინის საშუალო დონე = 80 მკმოლ/ლ), ჩატარდა ვალსარტანის ეფექტურობის შემდგომი კვლევა შარდში ალბუმინის ექსკრეციის (შაე) შემცირებაში. პაციენტები დაყოფილი იყო სამ ჯგუფად, თითოეულში განსხვავდებოდნენ ვალსარტანის მიღებული დოზით (160, 320 და 640 მგ / დღეში ერთჯერ) და მკურნალობდნენ 30 კვირის განმავლობაში. კვლევის მიზანი იყო ვალსარტანის ოპტიმალური დოზის განსაზღვრა შაე-ს შესამცირებლად პაციენტებში ჰიპერტენზიით და ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით. 30-ე კვირაში აღინიშნა საწყისი დონიდან შაე-ს მნიშვნელოვანი შემცირება 36%-ით ვალსარტანის გამოყენებისას დოზით 160 მგ (95% სი = 22-47%) და 44%-ით ვალსარტანის გამოყენებისას დოზით 320 მგ (95% სი = 31- 54%). გაკეთდა დასკვნა, რომ 160-320 მგ ვალსარტანის მიღება იწვევს შაე-ს კლინიკურად მნიშვნელოვან შემცირებას ჰიპერტენზიით და ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტთს დაავადებულ პაციენტებში.
ჰიდროქლორთიაზიდი
თიაზიდური დიურეზული საშუალებების მოქმედების წერტილი ძირითადად არის თირკმლის დისტალურ ხვეულ მილაკებში. ნაჩვენებია, რომ თირკმლის ქერქში განლაგებულია მაღალი აფინურობის რეცეპტორები, რომლებიც წარმოადგენენ თიაზიდური დიურეზული საშუალებების მოქმედების ძირითად წერტილს, რის შედეგადაც ხდება NaCl ტრანსპორტის დათრგუნვა დისტალურ ხვეულ მილაკებში. თიაზიდების მოქმედების მექანიზმს წარმოადგენს Na + Cl- თანატრანსპორტის სისტემის ინჰიბირება, უშუალოდ Cl- იონების შეკავშირების ადგილებში კონკურენციის გზით, რაც გავლენას ახდენს ელექტროლიტების რეაბსორბციის მექანიზმებზე: პირდაპირ ზრდის ნატრიუმის და ქლორიდის გამოყოფას დაახლოებით ერთი და იგივე ხარისხით, აღნიშნული დიურეზული ეფექტის დამსახურებით, მოცირკულირე სისხლის მოცულობის შემცირება სისხლის პლაზმაში, რაც თავის მხრივ იწვევს რენინის აქტივობის შემდგომ მატებას, ალდოსტერონის სეკრეციას, აგრეთვე შარდში კალიუმის დაკარგვას და შემცირებას სისხლის შრატში. რენინ-ალდოსტერონის კავშირი ხორციელდება ანგიოტენზინ II-ის მეშვეობით, ამიტომ ვალსარტანთან ერთდროული მიღებისას შეინიშნება კალიუმის დონის ნაკლებად გამოხატული დაქვეითება სისხლის შრატში, ვიდრე ჰიდროქლორთიაზიდის მონოთერაპიისას.
კანის არამელანომური კიბო
ეპიდემიოლოგიური მონაცემები მიუთითებს კავშირს ჰიდროქლორთიაზიდის კუმულაციური დოზის და კანის არამელანომური კიბოს განვითარებას შორის. ერთი კვლევა მოიცავდა პოპულაციას ბაზალურუჯრედოვანი კარცინომის 71,553 და ბრტყელუჯრედოვანი კარცინომის 8,629 შემთხვევით, 1,430,833 და 172,462 საკონტროლო პოპულაციასთან შედარებით. ჰიდროქლორთიაზიდის მაღალი დოზა (კუმულაციური დოზა ≥50,000 მგ) დაკავშირებული იყო დადგენილ ფრ-სთან 1.29 (95% სი: 1.23 1.35) ბაზალურუჯრედოვანი კარცინომასთვის და 3.98 (95% სი: 3.68 4. 31) კარცინომასთვის. მკაფიო კუმულაციური დოზა-რეაქციის კავშირი დაფიქსირდა, როგორც ბაზალურუჯრედოვანი კარცინომის, ასევე ბრტყელუჯრედოვანი კარცინომასთან მიმართებაში. კიდევ ერთმა კვლევამ აჩვენა პოტენციური კავშირი ტუჩის კიბოს (ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა) და ჰიდროქლორთიაზიდის ზემოქმედებას შორის: 633 ტუჩის კიბო დაემთხვა 63,067 საკონტროლო პოპულაციას შემთხვევითი შერჩევის სტრატეგიის გამოყენებით. გამოვლინდა მკაფიო კუმულაციური დოზა-პასუხის კავშირი, მოხსენებული ფრ-ს ზრდით 2.1-დან (95% სი: 1.7 2.6) 3.9-მდე (95% სი: 3.0 4.9), მაღალი კუმულაციური დოზით (≥25000 მგ) და 7.7-მდე (5.7-10.5) უმაღლესი კუმულაციური დოზით (≥100000 მგ). მაგალითად, 100000 მგ კუმულაციური დოზა შეესაბამება დადგენილი დღიური დოზის 25 მგ-ის ყოველდღიურ გამოყენებას 10 წელზე მეტი პერიოდის განმავლობაში.
ფარმაკოკინეტიკა.
ვალსარტანი / ჰიდროქლორთიაზიდი.
ვალსარტანთან ერთად მიღებისას ჰიდროქლორთიაზიდის სისტემური ბიოშეღწევადობა მცირდება დაახლოებით 30%-ით. ჰიდროქლორთიაზიდის ერთდროული დანიშვნა მნიშვნელოვნად არ მოქმედებს ვალსარტანის კინეტიკაზე. თუმცა, ეს ურთიერთქმედება გავლენას არ ახდენს ვალსარტანისა და ჰიდროქლორთიაზიდის ერთობლივი გამოყენების ეფექტურობაზე. კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში გამოვლინდა ამ კომბინაციის მკაფიო ანტიჰიპერტენზიული ეფექტი, რომელიც აღემატებოდა თითოეული კომპონენტის ეფექტს ცალკე, ისევე როგორც პლაცებოს ეფექტს.
ვალსარტანი. პრეპარატის შიგნით მიღების შემდეგ უზმოზე, ვალსარტანის მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში მიიღწევა 2-4 საათის შემდეგ. პრეპარატის საშუალო ბიოშეღწევადობაა 23%. ვალსარტანის საკვებთან ერთად მიღებისას კონცენტრაცია-დროს მრუდქვეშა (AUC) ფართობი მცირდება 48%-ით, თუმცა პრეპარატის მიღებიდან დაახლოებით 8 საათის შემდეგ პლაზმური კონცენტრაცია უზმოზე და მიღებისას არის მსგავსი. მრუდქვეშა ფართობის შემცირებას არ ახლავს თერაპიული ეფექტის მნიშვნელოვანი დაქვეითება და შესაბამისად ვალსარტანის მიღება შესაძლებელია როგორც ჭამის დროს, ასევე მის შემდეგ.
განაწილება. წონასწორობის პერიოდში განაწილების მოცულობა დაბალია (დაახლოებით 17 ლ). ვალსარტანი დიდწილად უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს (94-97%), ძირითადად ალბუმინს.
ბიოტრანსფორმაცია.
ვალსარტანი არ განიცდის ბიოტრანსფორმაციას მაღალი ხარისხით, მეტაბოლიზდება დოზის მხოლოდ დაახლოებით 20%. პლაზმაში ჰიდროქსილირებული მეტაბოლიტი ფიქსირდება დაბალ კონცენტრაციით (ვალსარტანის AUC-ის 10%-ზე ნაკლები). აღნიშნული მეტაბოლიტი ფარმაკოლოგიურად არააქტიურია.
გამოყოფა.
ვალსარტანი გვიჩვენებს მულტიექსპონენციური დაშლის კინეტიკას. ვალსარტანის რაოდენობა, რომელიც გამოიყოფა განავლით არის 83% (პერორალურად მიღებული დოზის), დაახლოებით 13% გამოიყოფა შარდით, ძირითადად უცვლელი სახით. ინტრავენური შეყვანის შემდეგ ვალსარტანის პლაზმური კლირენსი შეადგენს დაახლოებით 2 ლ/სთ, ხოლო თირკმლის კლირენსი არის 0,62 ლ/სთ (სრული კლირენსის დაახლოებით 30%). ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 6 საათს.
ჰიდროქლოროთიაზიდი.
აბსორბცია
ჰიდროქლოროთიაზიდის პერორალური მიღების შემდეგ აბსორბცია სწრაფად მიმდინარეობს (tmax - დაახლოებით 2 საათი). თერაპიული დოზის დიაპაზონში, საშუალო მრუდქვეშა ფართობი იზრდება დოზის ზრდის პირდაპირპროპორციულად. საკვები მცირე გავლენას ახდენს ჰიდროქლორთიაზიდის შეწოვაზე. ჰიდროქლორთიაზიდის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა პერორალურად მიღებისას არის 70%.
განაწილება. განაწილების მოცულობაა 4-8 ლ/კგ. სისხლში ჰიდროქლორთიაზიდი უკავშირდება შრატის ცილებს (40-70%), ძირითადად შრატის ალბუმინს. ჰიდროქლორთიაზიდი ასევე გროვდება ერითროციტებში დაახლოებით პლაზმურ კონცენტრაციაზე 3-ჯერ მეტი ოდენობით.
გამოყოფა. ჰიდროქლორთიაზიდი ძირითადად გამოიყოფა უცვლელი სახით. ჰიდროქლოროთიაზიდი გამოიყოფა სისხლის შრატში ნახევარგამოყოფის პერიოდით 6-დან 15 საათამდე ელიმინაციის ტერმინალურ ფაზაში. მიღებული დოზის 95%-ზე მეტი გამოიყოფა შარდით უცვლელი სახით. ჰიდროქლორთიაზიდის კინეტიკის ცვლილებები განმეორებითი დოზების მიღებისას და მისი დაგროვება მინიმალურია დღეში ერთჯერ მიღების შემთხვევაში. თირკმლის კლირენსი მოიცავს პასიურ ფილტრაციას და აქტიურ სეკრეციას თირკმლის მილაკებში.
ფარმაკოკინეტიკა პაციენტების განსაკუთრებულ ჯგუფებში
ხანდაზმული პაციენტები. ზოგიერთ ხანდაზმულ პაციენტში ვალსარტანის სისტემური ეფექტი იყო გარკვეულწილად უფრო გამოხატული, ვიდრე ახალგაზრდა პაციენტებში, მაგრამ აღნიშნული არ იყო კლინიკურად მნიშვნელოვანი. შეზღუდული მონაცემები მიუთითებს, რომ ხანდაზმულ პაციენტებში, როგორც ჯანმრთელებში, ასევე ანამნეზში ჰიპერტენზით, ჰიდროქლორთიაზიდის სისტემური კლირენსი უფრო დაბალია, ვიდრე ჯანმრთელ ახალგაზრდა მოხალისეებში.
პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევით. პაციენტები კრეატინინის კლირენსით 30-70 მლ/წთ არ საჭიროებენ დოზის კორექციას. არ არსებობს მონაცემები პრეპარატის გამოყენების შესახებ პაციენტებში თირკმლის მძიმე უკმარისობით (კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ) და პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან ჰემოდიალიზზე. ვალსარტანი მაღალი ხარისხით უკავშირდება პლაზმის ცილებს და არ გამოიყოფა ჰემოდიალიზის დროს; ჰიდროქლორთიაზიდი კი, თავის მხრივ, გამოიყოფა ორგანიზმიდან ჰემოდიალიზის დროს.
თირკმლის უკმარისობის დროს, პლაზმაში საშუალო პიკური კონცენტრაცია და AUC იზრდება და შარდით გამოყოფის სიჩქარე მცირდება. თირკმელების მსუბუქი და ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში აღინიშნება ჰიდროქლორთიაზიდის AUC-ის 3-ჯერ ზრდა. თირკმელების მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში აღინიშნება ჰიდროქლორთიაზიდის AUC-ის 8-ჯერ ზრდა. ჰიდროქლორთიაზიდი უკუნაჩვენებია პაციენტებში თირკმლის მძიმე უკმარისობით.
ღვიძლის დისფუნქცია. ფარმაკოკინეტიკური კვლევების დროს პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი (n = 6) და ზომიერი (n = 5) სიმძიმის დარღვევით. ვალსარტანის სისტემური ეფექტი ორჯერ მაღალი იყო, ვიდრე ჯანმრთელ მოხალისეებში. ამჟამად არ არსებობს მონაცემები ვალსარტანის გამოყენების შესახებ პაციენტებში ღვიძლის მძიმე ფუნქციის დარღვევით.
ღვიძლის დაავადება მნიშვნელოვნად არ მოქმედებს ჰიდროქლორთიაზიდის ფარმაკოკინეტიკაზე და შესაბამისად არ საჭიროებს დოზის შემცირება.
აღწერა:
კო-დიოვანი® 80/12,5 მგ: ღია ნარინჯისფერი, ოვალური, ოდნავ ამოზნექილი, ერთ მხარეზე წარწერით (ტვიფრი) "HGH" და მეორე მხარეზე “CG";
კო-დიოვანი® 160/12,5 მგ: მუქი წითელი, ოვალური, ოდნავ ამოზნექილი, ერთ მხარეზე წარწერით (ტვიფრი) "HHH" და მეორე მხარეზე "CG".
კო-დიოვანი® 160/25 მგ: მოყავისფრო ნარინჯისფერი, ოვალური, ოდნავ ამოზნექილი, ერთ მხარეზე წარწერით (ტვიფრი) "HXH" და მეორე მხარეზე "NVR".
ვარგისობის ვადა
3 წელი.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე, ტენისგან დაცულ ადგილას. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შეფუთვა
14 ტაბლეტი ბლისტერში.
80/12,5 მგ: 1 ბლისტერი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად; 160/12,5 მგ: 1 ან 2 ბლისტერი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად;
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
მწარმოებელი
ნოვარტის ფარმა ს.პ.ა., იტალია, ნოვარტის ფარმა აგ-სთვის, შვეიცარია.
მისამართი
ვია პროვინციალე სკიტო 131, 80058, ქ. ტორე ანუნციატა (ნეაპოლის პროვინცია), იტალია.
განმცხადებელი
ნოვარტის ფარმა აგ, შვეიცარია.
მისამართი
ლიხშტრასე 35, 4056 ბაზელი, შვეიცარია.
გვერდითი მოვლენების და/ან ხარისხთან დაკავშირებული პრეტენზიების შემთხვევაში გთხოვთ მოგვწეროთ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected]










