ლიპრაზიდ-10 10მგ/12.5მგ #30ტ

ლიპრაზიდ-10 10მგ/12.5მგ #30ტ

0.00 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: საშუალო მოქმედების დიურეტიკები
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ლიზინოპრილი+ჰიდროქლორთიაზიდი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 19577
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

ლიპრაზიდი 10


ზოგადი დახასიათება:
საერთაშორისო და ქიმიური დასახელება: ლიზინოპრილი, 1 [N-(S)-1-კარბოქსი-3-ფენილპროპილ]-L-ლიზილ]-; L-პროლინის დიჰიდრატი, ჰიდროქლორთიაზიდი-6-ქლორო-3,4-დიჰიდრო-2H-1,2,4-ბენზოთიადიაზინ-7-სულფონამიდ-1,1-დიოქსიდი;
ძირითადი ფიზიკო-ქიმიური თვისებები: ვარდისფერი აბები ორმხრივად ამოზნექილი ზედაპირით. აბების ზედაპირზე დასაშვებია სითეთრე.
შემადგენლობა: ერთი აბი შეიცავს 0.01 გრ ლიზინპორილის დიჰიდრატს და 0.0125 გრ ჰიდროქლორთიაზიდს;
დამხმარე ნივთიერებები: მანიტოლი, სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, რკინის წითელი ოსქიდი; კალციუმის ჰიდროფოსფატის დიჰიდრატი.

გამოშვების ფორმა: აბები

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: რენინ-ანგიოტენზინის სისტემაზე მოქმედი საშუალებები. აგფ ინჰიბიტორის და დიურეტიკის კომბინირებული პრეპარატი. АТС კოდი С09BA03.

ფარმაკოლოგიური თვისებები: კომბინირებული ანტიჰიპერტენზიული პრეპარატი, რომელიც შეიცავს აგფ ინჰიბიტორსა (ლიზინოპრილი) და თიაზიდურ დიურეტიკს (ჰიდროქლორთიაზიდი). ლიზინოპრილი აბლორიკებს ანგიოტენზინ II-ის წარმოქმნას, რაც თავის მხრივ აქვეითებს მის სისხლძარღვების შემავიწროებელ მოქმედებასა და ასევე თირკმელზედა ჯირკვლებში ალდოსტეორნის გამომუშავების მასტიმულირებელ ეფექტს. პრეპარატის მოქმედების ფონზე ქვეითდება არტერიული წნევა, მცირდება სისხლძარღვების საერთო პერიფერიული წინაღობა, გულზე პრედატვირთვა, მცირე წრეში ქვეითდება სისხლის მიმოქცევა, უმნიშვნელოდ ძლიერდება სისხლის მიმოქცევა თირკმელში. ლიზინოპრილი პრაქტიკულად არ მოქმედებს გულის შეკუმშვათა სიხშირეზე და სისლის წუთმოცულობაზე. ჰიდროქლორთიაზიდი ავლენს დიურეზულ და ნატრიურეზულ მოქმედებას და ასტიმულირებს ლიზინოპრილის ანტიჰიპერტენზიულ მოქმედებას. ლიპრაზიდი-20-ის ანტიჰიპერტენზიული მოქმედების ხანგრძლივობა ერთჯერადი მიღების შემდეგ შეადგენს 36 საათს.

ფარმაკოკინეტიკა: მიღების შემდეგ ლიზინოპრილის კონცენტრაციის პიკი შეინიშნება 6-7 საათზე. ბიოამთვისებლობა შეადგენს 25-50%-ს. ლიზინოპრილი პრაქტიკულად არ უკავშირდება სისხლის შრატის ცილებს და ორგანიზმში მეტაბოლიზმს არ განიცდის, გამოიყოფა შარდთან ერთად შეუცვლელი სახით. ნახევრად დაშლის პერიოდი შეადგენს არა ნაკლებ 12.6 საათს, სრული დაშლის პერიოდი – 30 საათი. ჰიპოტენზიური ეფექტი მიღებიდან უკვე 1 საათის შემდეგ შეინიშნება და 24 საათის განმავლობაში გრელდება. საკვების მიღება აბსორბციის მაჩვენებლებზე ზეგავლენას არ ახდენს. თირკმლის დაქვეითებული ფუნქციის დროს აღინიშნება ლიზინოპრილის გამოყოფის შემცირება (ეს შემცირება კლინიკურად მნიშვნელოვანი ხდება 3მლ/წთ-ზე ნაკლები გორგლოვანი ფილტრაციის დროს). ხანდაზმულ პაციენტებში შესაძლებელია პრეპარატის თირკმლის კლირენსის შეცვლა. ლიზინოპრილის ჰიპოტენზიური მოქმედება ნარჩუნდება ხანგრძლივი გამოყენებისას, ლიზინოპრილით მკურნალობის უეცარი შეწყვეტა არ იწვევს აბსტინენციის სინდრომს.
ჰიდროქლორტიაზიდის მიღების შემდეგ ის შეიწოვება 60-80%-ით. პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაციის პიკი შეინიშნება 1.5-3 საათის შემდეგ. ჰიდროქლორთიაზიდი ნაკლებად მეტაბილზდება. პაციენტებში თირკმლების ნორმალური ფუნქციით ჰიდროქლორთიაზიდის გამოყოფა ძირითადად მხოლოდ თირკმლებით ხორციელდება. ხანდაზმულ პაციენტებში და ავადმყოფებში დარღვეული თირკლის ფუნქციით ჰიდროქლორთიაზიდის კლირენსი საგრძნობლად მცირდება, რაც იწვევს სისხლის პლაზმაში მისი კონცენტრაციის მნიშვნელოვან მომატებას. ღვიძლის ციროზით დაავადებულებში ჰიდროქლორთიაზიდის ფარმაკოკინეტიკაში ცვლილებები არ აღინიშნება.

ჩვენებები:  სიმძიმის ყველა ხარისხის არტერიული ჰიპერტენზია (ესენციური, მათ შორის რენოვასკულური). შეიძლება გამოიყენებოდეს როგორც საშუალება მონო- და კომბინირებული თერაპიისათვის.

გამოყენების მეთოდები და დოზირება:  პრეპარატი მიიღება პერორალურად, დოზირება ინდივიდუალურია. ჩვეულებრივი დოზა – 1 ან 2 აბი დღეში ერთხელ. მკურნალობის ხანგრძლივობას ადგენს ექიმი.

გვერდითი მოვლენები: გვერდითი მოვლენები იშვიათად საჭიროებენ მკურნალობის შეწყვეტას. შესაძლოა მშრალი ხველა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, დაღლილობის შეგრძნება, გულისრევა, იშვიათად ორთოსტატული ჰიპოტენზია, ასთენია, ალერგიული წარმოშობის გამონაყარი კანზე, ტაქიკარდია, ტკივილი მუცელში, ფაღარათი და პირის სიმშრალე. იშვიათად შემთხვევებში: ქვინკეს შეშუპება, გუნება-განწყობილების ცვალებადობა, ცნობიერების დაბინდვა, თირკმლის ფუნქციის დარღვევა, იმპოტენცია, ჰიპერკალიემია, ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის მომატება, სისხლში კრეატინინისა და ბილირუბინის კონცენტრაციების მომატება, ნეიტროპენია, აგრანულოციტოზი, ჰემოგლობინისა და ერითროციტების დონის დაქვეითება. აღწერილია თირკმლის მწვავე უკმარისობის, ართრალგიის, მიალგიის და ცხელების შემთხვევები. ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია ჰიპოკალიემიის, ჰიპონატრიემიის, კუნთებში სისუსტის, შარდმჟავას სახით აზოტის გამოყოფის დაყოვნების განვითარება.

უკუჩვენებები:  ლიზინოპრილისა და ჰიდროქლორთიაზიდის მიმართ მომატებული მგრძნობელობა, თირკმლის ფუნქციის გამოხატული დარღვევა, თირკმლის არტერიების ორმხრივი სტენოზი ან ერთადერთი თირკმლის არტერიის სტენოზი, ანამნეზში ანგიონევროზული შეშუპება სხვა აგფ ინჰიბიტორების მიღების შემდეგ, ორსულობის პერიოდი, ლაქტაცია.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება: ლიპრაზიდი 10-ის ჰიპოტენზიური მოქმედება ძლიერდება სხვა ანტიჰიპერტენზიულ პრეპარატებთან ერთდროული დანიშვნისას. ერთდროული მიღებისას კალიშემნახველ დიურეტიკებთან (სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი, ამილორიდი) შესაძლებელია ჰიპერკალიემიის განვითარება, ლიზინოპრილი ამცირებს დიურეტიკების ზეგავლენას კალიუმის ექსკრეციაზე, ლითიუმის მარილებთან – ზრდის სისხლის პლაზმაში ლითიუმის დონეს. ერთდროული გამოყენებისას არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს შეუძლიათ ლიპრაზიდი 20-ის ეფექტურობის დაქვეითება. პრეპარატს შეუძლია ალკოჰოლის მოქმედების გაძლიერება.
ჰიდროქლორთიაზიდს შეუძლია საგულე გლიკოზიდების და ანტიდეპოლარიზებადი მიორელაქსანტების ტოქსიურობის გაძლიერება, პერორალური კონტრაცეპტივების ეფექტის შემცირება.

ჭარბი დოზირება: პრეპარატი პრაქტიკულარ არატოქსიურია, მაგრამ ჭარბი დოზირების შემთხვევაში შესაძლებელია ჰიპოტენზიის განვითარება, რომელსაც მკურნალობენ ვენაში ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარის ინფუზიით. შესაძლოა განვითარდეს პირის ღრუში სიმშრალე, სისუსტე, ძილიანობა, ოლიგურია, მჟავა-ტუტოვანი ბალანსის აშლილობა.

გამოყენების თავისებურებანი: რენოვასკულური ჰიპერტონიის დროს, ზოგიერთ პაციენტში, განსაკუთრებით ბილატერალური რენალური სტენოზით ან ერთადერთი თირკმლის არტერიის სტენოზით, შეიძლება აღინიშნებოდეს გამოხატული რეაქცია (განსაკუთრებით ლიპრაზიდის პირველ დოზაზე), ამიტომ რეკომენდირებული 2.5 ან 5 მგ საწყისი დოზა (ლიზინოპრილზე გადაანგარიშებით). დიურეტიკების მიღება უნდა შეწყდეს ლიპრაზიდ 20-ის დანიშვნამდე 2-3 დღით ადრე (ლიზინოპრილზე გადაანგარიშებით) არტერიული ჰიპოტენზიის შესაძლო განვითარების გამო. პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ავადმყოფებში ნიკრისის ქარით, ღვიძლის ფუნქციის დარღვევებით და შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში, განსაკუთრებით იმათში ვინც ინსულინს ან პერორალურ ჰიპოგლიკემიურ საშუალებებს ღებულობენ.

შენახვის ვადა და პირობები: ინახება მშრალ, სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას, არა უმეტეს 25°С ტემპერატურის პირობებში.
შენახვის ვადა 3 წელია.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტით

შეფუთვა:  10 ან 20 აბი კონტურულ უჯრედებიან შეფუთვაში. 10 აბი კონტურულ უჯრედებიან შეფუთვაში, 3 ან 5 შეკვრაში; 5 კონტურული უჯრედებიანი შეფუთვა 20 აბით შეკვრაში.

მწარმოებელი: დსს “ბორშაგოვის ქიმიკო-ფარმაცევტული ქარხანა”.
მისამართი: უკრაინა, კიევი-134, მშვიდობის ქ. 17.