ტერაფლექსი M 56.7გ კრემი
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
ტერაფლექსი M
(THERAFLEX M )
GLUCOSAMINE; CHONDROITINE SULFATE;
CAMPHORAE;OLEUM MENTHAE PIPERITAESagmel, Inc აშშ
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
მალამო: ტუბში 28.4 გ და 56.7 გ
1 გ გლუკოზამინის ჰიდროქლორიდი. . . . . . 3 მგ
ნატრიუმის ქონდროიტინის სულფატი. . .8 მგ
ქაფური. . . . . . . . . . . . . . . . . . . .32 მგ
ბაღის პიტნის ზეთი. . . . . . . . . . . . .9 მგ
სხვა ინგრედიენტები: ალოე, ეთილის სპირტი, ლანოლინი, მეთილპარაბენი, პოლიეთილენგლიკოლი 100 სტეარატი, პროპილენგლიკოლი, პროპილპარაბენი, გამოხდილი წყალი, დიმეთიკონი.
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებებისა და ტრავმების სამკურნალო საშუალება.
ფარმაკოლოგიური თვისებები: ქონდროიტინის სულფატი წარმოადგენს მაღალმოლეკულურ პოლისაქარიდს, რომელიც მონაწილეობს ხრტილის ქსოვილის ჩამოყალიბებაში. ამცირებს ფერმენტების აქტივობას, რომელიც შლის სახსრების ხრტილს და ასტიმულირებს მის რეგენერაციას. ანთებითი პროცესის ადრეულ სტადიებში ქონდროიტინის სულფატი ამცირებს მის აქტივობას და ამგვარად ანელებს ხრტილის ქსოვილის დეგენერაციას. ხელს უწყობს ტკივილის სინდრომის ინტენსივობის შემცირებას, სახსრების ფუნქციის გაუმჯობესებას, ამცირებს მოთხოვნილებას არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებზე. გლუკოზამინის ჰიდროქლორიდს გააჩნია ქონდროპროტექტორული თვისებები, ამცირებს გლიკოზამინოგლიკანების დეფიციტს ორგანიზმში, მონაწილეობს პროტეოგლიკანებისა და ჰიალურონის მჟავას ბიოსინთეზში. გააჩნია რა ხრტილის ქსოვილში შეღწევის უნარი, გლუკოზამინის ჰიდროქლორიდი ახდენს გოგირდის ფიქსაციის პროცესის ინიცირებას ქონდროიტინგოგირდმჟავას სინთეზის დროს. იგი სელექტიურად მოქმედებს სახსრის ხრტილზე, წარმოადგენს სპეციფიურ სუბსტრატს და ჰიალურონის მჟავასა და პროტეოგლიკანების სტიმულატორს, თრგუნავს სუპეროქსიდული რადიკალებისა და ფერმენტების წარმოქმნას, რომლებიც აზიანებენ ხრტილის ქსოვილს (კოლაგენაზა და ფოსფოლიპაზა), ამცირებს გლუკოკორტიკოიდების დამაზიანებელ მოქმედებას ქონდროციტებზე.ქაფური ადგილობრივი გამოყენებისას აღიზიანებს კანისა და კანქვეშა ქსოვილების მგრძნობიარე ნერვულ დაბოლოებებს, აფართოებს ზედაპირულ სისხლძარღვებს, აუმჯობესებს კანისა და კანქვეშა ქსოვილების სისხლმომარაგებას, ახასიათებს მცირე ანტისეპტიკურ მოქმედება.ბაღის პიტნის ზეთი ადგილობრივი გამოყენებისას ავლენს ანისეპტიკურ, ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელ და ყურადღების გამფანტველ მოქმედებას.ადგილობრივი გამოყენებისას ქონდროიტინი და გლუკოზამინი შეიწოვება კანის ზედაპირიდან, რის შემდეგაც ლიმფოგენური და ნაწილობრივ ჰემატოგენური გზით ხვდება უახლოესი ხრტილებისა და სახსრების ქსოვილებში. ქაფური და ბაღის პიტნის ზეთის კომპონენტები კანზე წასმის შემდეგ ნაწილობრივ ჰაერში ორთქლდება, ნაწილობრივ კანის უჯრედებში მეტაბოლიზირდება.
ჩვენებები: პირველადი და მეორადი ოსტეოართროზი, ოსტეოპოროზი, მხარ-ბეჭის პერიართრიტი, ოსტეოქონდროზი, სპონდილოზი, მუხლზედა ქონდრომალაცია; ხერხემლის დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებები. ასევე გამოიყენება როგორც სიმპტომური გამაყუჩებელი საშუალება დაჟეჟილობების, დაჭიმვის, ტრავმების, რადიკულიტის დროს.პრეპარატი რეკომენდებულია 12 წლის ასაკის ზევით ბავშვებსა და მოზრდილებისთვის, აგრეთვე ხანდაზმული ასაკის პაციენტებისთვის კომპლექსურ მკურნალობაში საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებების, პოსტტრავმული და სხვა მდგომარეობების დროს.